საქართველოს პარლამენტის დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის მომართვა საქართველოს მთავრობის მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარმოდგენილი „საქართველოს სივრცის დაგეგმარების, არქიტექტურული და სამშენებლო საქმიანობის კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ (№07-2/183; 14.09.2022) საქართველოს კანონის პროექტის განხილვის ვადის 30 დღით გაგრძელების შესახებ
📋 განხილვის ეტაპები
📅 დამატებითი ინფორმაცია
ბიუროზე განხილვის თარიღი 2022-10-06
ბიუროს ნომერი 186
📜 ტექსტი
წერილი
დარგობრივი ეკონომიკისა და
ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტი
2-15089/22
05-10-2022
საქართველოს პარლამენტის ბიუროს
მ.წ. 4 ოქტომბერს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტმა მოგვმართა
თხოვნით მათთვის სავალდებულოდ განსახილველად გადაცემული საქართველოს
მთავრობის მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარმოდგენილი საქართველოს კანონის
პროექტის „საქართველოს სივრცის დაგეგმარების, არქიტექტურული და სამშენებლო
საქმიანობის კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ (№07-2/183; 14.09.2022) განხილვის
ვადის გადაწევის შესახებ.
საქართველოს პარლამენტის რეგლამენტის 107-ე მუხლის მე-7 პუნქტის საფუძველზე,
გთხოვთ, უზრუნველყოთ დასახელებული საკანონმდებლო ინიციატივის განხილვის ვადის
გაგრძელება 30 დღით.
დანართი: 1 ფურცელი
პატივისცემით,
კომიტეტის თავმჯდომარე
დავით სონღულაშვილი
თბილისი 0118, რუსთაველის გამზირი # 8, საქართველოს პარლამენტის სასახლე
ტელეფონი: (995 32) 2281679. ელ. ფოსტა: contact@parliament.ge
დანართი
გარემოს დაცვისა და
ბუნებრივი რესურსების კომიტეტი
2-15056/22
04-10-2022
დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის
თავმჯდომარეს ბატონ დავით სონღულაშვილს
ბატონო დავით,
საქართველოს პარლამენტის ბიუროს 2022 წლის 19 სექტემბრის (N177/2)
გადაწყვეტილებით, გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტს
განსახილველად გადმოეცა საქართველოს მთავრობის მიერ საკანონმდებლო
ინიციატივის წესით წარმოდგენილი საქართველოს კანონის პროექტი „საქართველოს
სივრცის დაგეგმარების, არქიტექტურული და სამშენებლო საქმიანობის კოდექსში
ცვლილების შეტანის შესახებ“ (№07-2/183; 14.09.2022). აღნიშნული საკანონმდებლო
ინიციატივის სავალდებულო წესით განხილვის ვადა განისაზღვრა 2022 წლის 10
ოქტომბრამდე.
ვინაიდან, ობიექტურ მიზეზთა გამო, მითითებულ ვადაში საკითხის განხილვას
კომიტეტი ვერ ახერხებს, გთხოვთ უზრუნველყოთ დასახელებული საკანონმდებლო
ინიციატივის განხილვის ვადის გაგრძელება 30 დღით.
პატივისცემით,
კომიტეტის თავმჯდომარე
მაია ბითაძე
თბილისი 0118, რუსთაველის გამზირი # 8, საქართველოს პარლამენტის სასახლე
ტელეფონი: (995 32) 2281679. ელ. ფოსტა: contact@parliament.ge