საქართველოს პარლამენტის ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის უარყოფითი დასკვნა საქართველოს მოქალაქეების: რომან ცხომელიძის, თამაზ ცინცაძის, გურამ თურმანიძის, თეიმურაზ მეგრელიშვილის და ნოშრევან მამულაძის მიერ წარმოდგენილ „სახელმწიფო კომპენსაციისა და სახელმწიფო აკადემიური სტიპენდიის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ (№1-8616/22; 11.07.2022) საკანონმდებლო წინადადებასთან დაკავშირებით
📋 განხილვის ეტაპები
ბიუროზე განხილული დოკუმენტი
📅 დამატებითი ინფორმაცია
ბიუროზე განხილვის თარიღი 2022-10-06
ბიუროს ნომერი 186
📜 ტექსტი
წამყვანი კომიტეტის დასკვნა
ჯანმრთელობის დაცვისა და
სოციალურ საკითხთა კომიტეტი
2-15105/22
05-10-2022
საქართველოს პარლამენტის ბიუროს
საქართველოს პარლამენტის ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა
კომიტეტმა 2022 წლის 3 ოქტომბერს
სხდომაზე განიხილა საქართველოს მოქალაქეების:
რომან ცხომელიძის, თამაზ ცინცაძის, გურამ თურმანიძის, თეიმურაზ მეგრელიშვილის და
ნოშრევან მამულაძის მიერ წარმოდგენილ საკანონმდებლო წინადადება „სახელმწიფო
კომპენსაციისა და სახელმწიფო აკადემიური სტიპენდიის შესახებ“ საქართველოს კანონში
ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონის პროექტთან დაკავშირებით (№18616/22; 11.07.2022).
საკანონმდებლო წინადადების თანახმად,
ცვლილება შედის
„სახელმწიფო
კომპენსაციისა და სახელმწიფო აკადემიური სტიპენდიის შესახებ“ საქართველოს კანონში,
რითაც საქართველოს პარლამენტის წევრთათვის დგინდება კომპენსაციით უზრუნველყოფის
განსხვავებული ნორმები.
კერძოდ, პარლამენტის ყოფილი წევრები, სახელმწიფო კომპენსაციის მიღების ორი ან
მეტი საფუძვლის არსებობის შემთხვევაში, მიიღებენ ერთდროულად რამდენიმე გასაცემელს.
ასევე, კომპენსაციასთან ერთად მიიღებენ სახელმწიფო პენსიას და ამასთან, უფლება ექნებათ
მიიღონ კომპენსაცია სახელმწიფო საჯარო საქმიანობის განხორციელების პერიოდში. გარდა
ამისა, მათზე არ გავრცელდება კანონით დადგენილი კომპენსაციის მაქსიმალური 560
ლარიანი ზღვარი.
„სახელმწიფო კომპენსაციისა და სახელმწიფო აკადემიური სტიპენდიის შესახებ“
საქართველოს კანონი განსაზღვრავს კომპენსაციის მიმღებ პირთა წრეს, სახელმწიფო
კომპენსაციის დანიშვნის საფუძვლებს, მათი ოდენობის გაანგარიშების, გაცემის, მისი
შეჩერებისა და შეწყვეტის წესსა და პირობებს.
ასევე, ადგენს კომპენსაციის მაქსიმალურ
ზღვარს, რომელიც არ უნდა აღემატებოდეს 560 ლარს, გარდა ამავე კანონით განსაზღვრული
გამონაკლისებისა.
აგრეთვე, კომპენსაციის/სახელმწიფო აკადემიური სტიპენდიის მიღების უფლება არ
წარმოიშობა და წარმოშობილი უფლება წყდება პირის მიერ საჯარო საქმიანობის
განხორციელების პერიოდში, ხოლო ორი ან მეტი საფუძვლით კომპენსაციის/სახელმწიფო
აკადემიური
სტიპენდიის
მიღების
უფლების
წარმოშობის
შემთხვევაში
პირს
კომპენსაცია/სახელმწიფო აკადემიური სტიპენდია ენიშნება მხოლოდ ერთი საფუძვლით,
მისივე
არჩევით.
გამოყენებულია
ამასთანავე,
კომპენსაციის
ოდენობის
სახელმწიფო
კომპენსაციის
მიმღებ
ზედა
სხვა
ზღვარი,
კატეგორიის
მიმართებაშიც.
თბილისი 0118, რუსთაველის გამზირი # 8, საქართველოს პარლამენტის სასახლე
ტელეფონი: (995 32) 2281679. ელ. ფოსტა: contact@parliament.ge
560
ლარი
პირებთან
აღნიშნულ
განსაკუთრებით
საკითხთან
დაკავშირებით
მნიშვნელოვნია,
რადგან
ერთიანი
მიგვაჩნია,
რომ
მიდგომის
ჩამოყალიბება
მხოლოდ
პარლამენტის
წევრთათვის გამონაკლისების შემოღება არათანაბარ პირობებში ჩააყენებს ამავე კანონით
მოსარგებლე სხვა პირებს.
ამასთან გასათვალისწინებელია, რომ საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლომ
იმსჯელა საქართველოს პარლამენტის ყოფილ წევრებთან მიმართებაში მაქსიმალური 560
ლარიანი ზღვრის მოხსნასთან დაკავშირებით (სულ მოსარჩელე 50 პირი) და საქართველოს
საკონსტიტუციო სასამართლოს
გადაწყვეტილებით კონსტიტუციური სარჩელები არ
დაკმაყოფილდა.
ზემოაღნიშნულიდან
გამომდინარე
წარმოდგენილ საკანონმდებლო წინადადებას.
პატივისცემით,
კომიტეტის თავმჯდომარე
ზაზა ლომინაძე
კომიტეტი
უარყოფილად
მიიჩნევს