საქართველოს პარლამენტის გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტის მომართვა საქართველოს მთავრობის მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარმოდგენილი „რაჭის დაცული ტერიტორიების შექმნისა და მართვის შესახებ“ (№07-2/169; 21.07.2022) საქართველოს კანონის პროექტის განხილვის ვადის 30 დღით გაგრძელების შესახებ
📋 განხილვის ეტაპები
📅 დამატებითი ინფორმაცია
ბიუროზე განხილვის თარიღი 2022-10-06
ბიუროს ნომერი 186
📜 ტექსტი
წერილი
გარემოს დაცვისა და
ბუნებრივი რესურსების კომიტეტი
2-15127/22
05-10-2022
საქართველოს პარლამენტის ბიუროს
საქართველოს პარლამენტის ბიუროს გადაწყვეტილებით, გარემოს დაცვისა და ბუნებრივი
რესურსების კომიტეტს განსახილველად გადმოეცა (წამყვანი კომიტეტი) საქართველოს
მთავრობის მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარმოდგენილი საქართველოს კანონის
პროექტი „რაჭის დაცული ტერიტორიების შექმნისა და მართვის შესახებ“ (№07-2/169;
21.07.2022). საქართველოს პარლამენტის ბიუროს გადაწყვეტილებით განხილვის ვადა
წამყვანი კომიტეტისთვის განისაზღვრა 2022 წლის 10 ოქტომბრამდე. საქართველოს
პარლამენტის რეგლამენტის შესაბამისად, გთხოვთ, კანონის პროექტის განხილვის ვადის 30
დღით გაგრძელებას.
პატივისცემით,
კომიტეტის თავმჯდომარე
მაია ბითაძე
თბილისი 0118, რუსთაველის გამზირი # 8, საქართველოს პარლამენტის სასახლე
ტელეფონი: (995 32) 2281679. ელ. ფოსტა: contact@parliament.ge