„საქართველოს პარლამენტის რეგლამენტში ცვლილების შეტანის შესახებ“
📦 საკანონმდებლო პაკეტი
„გენდერული თანასწორობის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“
- „გენდერული თანასწორობის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონის პროექტი
- „საქართველოს პარლამენტის რეგლამენტში ცვლილების შეტანის შესახებ“ (ეს პროექტი) საქართველოს პარლამენტის რეგლამენტის პროექტი
📋 განხილვის ეტაპები
I მოსმენა
✓ 87 ✗ 1
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (1)
II მოსმენა
✓ 80 ✗ 0
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (2)
III მოსმენა
✓ 81 ✗ 0
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (3)
კანონი
🏛️ კომიტეტები
- ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტი წამყვანი კომიტეტი
- საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა
📑 დასკვნები
📅 დამატებითი ინფორმაცია
ბიუროზე განხილვის თარიღი 2022-10-10
ბიუროს ნომერი 188
📜 ტექსტი
საქართველოს პარლამენტის რეგლამენტის პროექტი
პროექტი
საქართველოს პარლამენტის რეგლამენტი
საქართველოს პარლამენტის რეგლამენტში ცვლილების შეტანის შესახებ
მუხლი 1. საქართველოს პარლამენტის რეგლამენტის (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე
(www.matsne.gov.ge), 14.12.2018, სარეგისტრაციო კოდი: 010190030.06.001.016054) 76-ე მუხლის მე-4
პუნქტს დაემტოს შემდეგი შინაარსის „ბ1“ ქვეპუნქტი:
„ბ1) შეიმუშაოს წინადადებები ქალებსა და მამაკაცებს შორის რეალური თანასწორობის
დამკვიდრებისთვის, ფაქტობრივი უთანასწორობის აღმოფხვრისთვის და უზრუნველყოს შესაბამის
დაწესებულებებთან ადვოკატირების გაწევა;“.
მუხლი 2. ეს რეგლამენტი ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე
შალვა პაპუაშვილი
განმარტებითი ბარათი
განმარტებითი ბარათი
საქართველოს პარლამენტის რეგლამენტის პროექტზე
საქართველოს პარლამენტის რეგლამენტში ცვლილების შეტანის შესახებ
ა) ზოგადი ინფორმაცია რეგლამენტის პროექტის შესახებ:
ა.ა) რეგლამენტის მიღების მიზეზი:
ა.ა.ა) პრობლემა, რომლის გადაჭრასაც მიზნად ისახავს რეგლამენტის პროექტი
2022 წლის 3 მარტს საქართველომ წარადგინა ევროკავშირში გაწევრიანების განაცხადი. 2022
წლის 2 მაისს საქართველომ ევროკავშირის ელჩს საქართველოში კითხვარის პირველი, ხოლო იმავე
თვის 10 მაისს კითხვარის მეორე ნაწილი გადასცა. ევროკომისიის დასკვნა ევროკავშირში
საქართველოს წევრობის განაცხადთან დაკავშირებით გამოქვეყნდა 2022 წლის 17 ივნისს.
ევროკომისიამ განაცხადა, რომ საქართველოს უნდა მიეცეს ევროკავშირის წევრობის პერსპექტივა და
ამავდროულად რეკომენდაცია გასცა 12 პუნქტის შესრულების თაობაზე. 2022 წლის 23 ივნისს,
ევროკავშირის საბჭომ მიიღო გადაწყვეტილება ევროკომისიის მიერ დასახელებული 12
რეკომენდაციის შესრულების შემდეგ საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭების
მზადყოფნის თაობაზე.
აღნიშნული რეკომენდაციის მე-9 პუნქტის თანახმად, საქართველოს მოეთხოვება მოახდინოს
გენდერული თანასწორობის გაძლიერებისა და ქალთა მიმართ ძალადობის წინააღმდეგ ბრძოლის
ძალისხმევის განსაკუთრებული კონსოლიდაცია.
საქართველოს პარლამენტის საპარლამენტო უმრავლესობამ შეიმუშავა და საზოგადოებას
წარუდგინა ევროკავშირის მიერ განსაზღვრული 12 პუნქტის განხორციელების გეგმა, სადაც მე-9
პუნქტთან მიმართებით განსაზღვრულია, რომ საქართველოს პარლამენტის ადამიანის უფლებათა
დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტი და გენდერული თანასწორობის მუდმივმოქმედი
საპარლამენტო საბჭო წარმართავენ აქტიურ სამუშაო პროცესს და შესაბამისი კანონპროექტების
პაკეტი პარლამენტს ინიციატივის წესით წარედგინება არა უგვიანეს 5 ოქტომბრისა, ხოლო
პარლამენტის მიერ მიიღება არა უგვიანეს 15 ნოემბრისა.
აღნიშნული გეგმის შესაბამისად, გენდერული თანასწორობის მუდმივმოქმედი საპარლამენტო
საბჭოსა და საქართველოს პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო
ინტეგრაციის კომიტეტის ფარგლებში შემუშავდა წარმოდგენილი კანონპროექტი.
2017 წლის 13 ოქტომბერს განხორციელებული კონსტიტუციური ცვლილებებით ახლებურად
ჩამოყალიბდა თანასწორობის კონსტიტუციური დებულება. სხვებს შორის, საქართველოს
კონსტიტუციის მე-11 მუხლის მე-3 პუნქტით განისაზღვრა, რომ „სახელმწიფო უზრუნველყოფს
თანაბარ უფლებებსა და შესაძლებლობებს მამაკაცებისა და ქალებისათვის. სახელმწიფო იღებს
განსაკუთრებულ ზომებს მამაკაცებისა და ქალების არსებითი თანასწორობის უზრუნველსაყოფად და
უთანასწორობის აღმოსაფხვრელად“. დასახელებული კონსტიტუციური დებულება ქალებსა და
მამაკაცებს შორის რეალური თანასწორობის დამკვიდრებისკენ მიმართულ ნორმას წარმოადგენს. 2
ხსენებული წესის უმაღლეს კანონში ასახვით, სახელმწიფო, ერთი მხრივ, აღიარებს ფორმალური
თანასწორობის მიუხედავად, ფაქტობრივ რეალობას, სადაც აშკარაა რიგ სფეროებში ქალების
უნარების რეალიზებისთვის ბარიერების არსებობა, ხოლო, მეორე მხრივ, ქმნის კონსტიტუციურ
საფუძველს ფაქტობრივი უთანასწორობის აღმოსაფხვრელად სახელმწიფოს პოზიტიური
ვალდებულებისათვის.
შესაბამისად, თანმიმდევრული სახელმწიფო პოლიტიკის განმტკიცებისა და ზემოხსენებული
კონსტიტუციური
დებულების
იმპლემენტაციის
ხელშეწყობისათვის
მნიშვნელოვანია,
რეალური/ფაქტობრივი გენდერული თანასწორობის დამკვიდრებისკენ მიმართული ვალდებულება
ცხადად აისახოს იმ სახელმწიფო უწყების უფლებამოსილებაში, რომელიც პასუხისმგებელია
ქვეყანაში გენდერული თანასწორობის საკითხებზე. ერთ-ერთი ასეთი სუბიექტი გენდერული
თანასწორობის მუდმივმოქმედი საპარლამენტო საბჭოა.
აღსანიშნავია, რომ გენდერული თანასწორობის მუდმივმოქმედი საპარლამენტო საბჭო, ამ
ეტაპზეც, ახორციელებს De Facto გენდერული თანასწორობის მხარდამჭერი პოლიტიკის გატარებას,
თუმცა აღნიშნულისათვის კანონისმიერი საფუძვლის მიცემა ცხადსა და განჭვრეტას გახდის საბჭოს
საქმიანობას, ისევე როგორც, სტიმულს მისცემს მისი საქმიანობის შემდგომ განვითარებას, სხვებს
შორის, გენდერული თანასწორობის უზრუნველმყოფი ინიციატივების ადვოკატირების
მიმართულებით.
ა.ა.ბ) არსებული
აუცილებლობა
პრობლემის
გადასაჭრელად
რეგლამენტის
პროექტის
მიღების
საქართველოს პარლამენტის რეგლამენტი ადგენს, რომ პარლამენტში გენდერულ საკითხებზე
სისტემური და კოორდინირებული მუშაობის უზრუნველსაყოფად შექმნილია გენდერული
თანასწორობის მუდმივმოქმედი საპარლამენტო საბჭო. ამდენად, De Facto გენდერული
თანასწორობის მხარდამჭერი პოლიტიკის გატარების ვალდებულება უნდა დაეკისროს გენდერული
თანასწორობის მუდმივმოქმედ საპარლამენტო საბჭოს, რაც საჭიროებს ცვლილებას რეგლამეტში.
ა.ბ) რეგლამენტის პროექტის მოსალოდნელი შედეგები
კანონპროექტის მიღება ხელს შეუწყობს საქართველოს კონსტიტუციის მე-11 მუხლის მე-3
პუნქტის რეალიზებას, კერძოდ, გენდერული თანასწორობის მუდმივმოქმედი საპარლამენტო საბჭოს
ღონისძიებების დაგეგმვასა და განხორციელებას იმგვარად, რომ აღნიშნული, გარდა ქალსა და
მამაკაცს შორის De jure თანასწორობისა, ორიენტირებული იყოს De Facto უთანასწორობის
აღმოფხვრაზე.
ა.გ) რეგლამენტის პროექტის ძირითადი არსი
რეგლამენტის პროექტით განისაზღვრება, რომ გენდერული თანასწორობის მუდმივმოქმედი
საპარლამენტო საბჭო შეიმუშავებს წინადადებებს ქალთა და მამაკაცთა შორის რეალური
თანასწორობის დამკვიდრებისთვის, და, ამავე დროს, ის პასუხისმგებელი ხდება ამგვარ წინადადებებს
გაუწიოს ადვოკატირება შესაბამის დაწესებულებებთან.
საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2020 წლის 25 სექტემბრის №3/3/1526 გადაწყვეტილება საქმეზე
"ა(ა)იპ მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანება „ახალი პოლიტიკური ცენტრი“, ჰერმან საბო, ზურაბ გირჩი
ჯაფარიძე და ანა ჩიქოვანი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ". II-18
2
ა.დ) რეგლამენტის პროექტის კავშირი სამთავრობო პროგრამასთან და შესაბამის სფეროში
არსებულ სამოქმედო გეგმასთან, ასეთის არსებობის შემთხვევაში (საქართველოს მთავრობის
მიერ ინიცირებული კანონპროექტის შემთხვევაში)
აღნიშნული ქვეპუნქტი არ გამოიყენება წარმოდგენილ პროექტთან მიმართებით. პროექტი არ
არის ინიციირებული საქართველოს მთავრობის მიერ.
ა.ე) რეგლამენტის პროექტის ძალაში შესვლის თარიღის შერჩევის პრინციპი, ხოლო
რეგლამენტისთვის უკუძალის მინიჭების შემთხვევაში − აღნიშნულის თაობაზე შესაბამისი
დასაბუთება
რეგლამენტის პროექტის ამოქმედება არ მოითხოვს წინასწარ, მოსამზადებელ ღონისძიებებს,
შესაბამისად, მისი ამოქმედება გათვალისწინებულია გამოქვეყნებისთანავე.
ა.ვ) რეგლამენტის პროექტის დაჩქარებული წესით განხილვის მიზეზები და შესაბამისი
დასაბუთება (თუ ინიციატორი ითხოვს რეგლამენტის პროექტის დაჩქარებული წესით განხილვას)
ასეთი არ არსებობს.
ბ) რეგლამენტის პროექტის ფინანსური გავლენის შეფასება საშუალოვადიან პერიოდში
(რეგლამენტის პროექტის ამოქმედების წელი და შემდგომი 3 წელი):
ბ.ა) რეგლამენტის პროექტის
დაფინანსების წყარო
მიღებასთან დაკავშირებით აუცილებელი ხარჯების
რეგლამენტის პროექტის მიღება არ გამოიწვევს სახელმწიფო ბიუჯეტიდან ხარჯების
გამოყოფას.
პროექტით გათვალისწინებული ცვლილებების დაფინანსება როგორც 2022, ასევე მომდევნო
სამი წლის განმავლობაში, განხორციელდება საქართველოს პარლამენტისთვის გამოყოფილი
ასიგნებების ფარგლებში.
ბ.ბ) რეგლამენტის პროექტის გავლენა სახელმწიფო, ავტონომიური რესპუბლიკის
რესპუბლიკური ან/და მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილზე
რეგლამენტის პროექტის მიღება არ გამოიწვევს გავლენას ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილზე.
ბ.გ) რეგლამენტის პროექტის გავლენა სახელმწიფო, ავტონომიური
რესპუბლიკური ან/და მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ხარჯვით ნაწილზე
რესპუბლიკის
რეგლამენტის პროექტის მიღება გავლენას არ მოახდენს ბიუჯეტის ხარჯვით ნაწილზე.
პროექტით გათვალისწინებული ცვლილებების დაფინანსება როგორც 2022, ასევე მომდევნო
სამი წლის განმავლობაში, განხორციელდება საქართველოს პარლამენტისთვის გამოყოფილი
ასიგნებების ფარგლებში.
ბ.დ) სახელმწიფოს ახალი ფინანსური ვალდებულებები, რეგლამენტის პროექტის
გავლენით სახელმწიფოს ან მის სისტემაში არსებული უწყების მიერ მისაღები პირდაპირი
ფინანსური ვალდებულებების (საშინაო ან საგარეო ვალდებულებები) მითითებით
რეგლამენტის პროექტი
ვალდებულების აღებას.
არ
ითვალისწინებს
სახელმწიფოს
მიერ
ახალი
ფინანსური
ბ.ე) რეგლამენტის პროექტის მოსალოდნელი ფინანსური შედეგები იმ პირთათვის,
რომელთა მიმართაც ვრცელდება რეგლამენტის პროექტის მოქმედება, იმ ფიზიკურ და
იურიდიულ პირებზე გავლენის ბუნებისა და მიმართულების მითითებით, რომლებზედაც
მოსალოდნელია რეგლამენტის პროექტით განსაზღვრულ ქმედებებს ჰქონდეს პირდაპირი
გავლენა
რეგლამენტის პროექტის მიღება არ წარმოშობს შედეგებს იმ პირთათვის, რომელთა მიმართაც
ვრცელდება კანონპროექტის მოქმედება.
ბ.ვ) რეგლამენტის პროექტით დადგენილი გადასახადის, მოსაკრებლის ან სხვა სახის
გადასახდელის (ფულადი შენატანის) ოდენობა შესაბამის ბიუჯეტში და ოდენობის განსაზღვრის
პრინციპი
რეგლამენტის პროექტი არ ითვალისწინებს გადასახადის, მოსაკრებლის ან სხვა სახის
გადასახდელის (ფულადი შენატანის) დადგენას.
ბ1) ბავშვის უფლებრივ მდგომარეობაზე რეგლამენტის პროექტის ზეგავლენის შეფასება
რეგლამენტის პროექტი გავლენას არ ახდენს ბავშვის უფლებრივ მდგომარეობაზე.
გ) კანონპროექტის მიმართება საერთაშორისო სამართლებრივ სტანდარტებთან:
გ.ა) რეგლამენტის პროექტის მიმართება ევროკავშირის სამართალთან
რეგლამენტის პროექტი არ ეწინააღმდეგება ევროკავშირის სამართალს.
გ.ბ) რეგლამენტის პროექტის მიმართება საერთაშორისო ორგანიზაციებში საქართველოს
წევრობასთან დაკავშირებულ ვალდებულებებთან
რეგლამენტის პროექტი არ ეწინააღმდეგება საერთაშორისო ორგანიზაციებში საქართველოს
წევრობასთან დაკავშირებულ ვალდებულებებს.
გ.გ) რეგლამენტის პროექტის მიმართება საქართველოს ორმხრივ და მრავალმხრივ
ხელშეკრულებებთან და შეთანხმებებთან, აგრეთვე, ისეთი ხელშეკრულების/შეთანხმების
არსებობის შემთხვევაში, რომელსაც უკავშირდება რეგლამენტის პროექტის მომზადება, − მისი
შესაბამისი მუხლი ან/და ნაწილი
რეგლამენტის პროექტი არ ეწინააღმდეგება საქართველოს ორმხრივ და მრავალმხრივ
ხელშეკრულებებს და შეთანხმებებს.
გ.დ) არსებობის შემთხვევაში, ევროკავშირის ის სამართლებრივი აქტი, რომელთან
დაახლოების ვალდებულებაც გამომდინარეობს „ერთი მხრივ, საქართველოსა და, მეორე მხრივ,
ევროკავშირსა და ევროპის ატომური ენერგიის გაერთიანებას და მათ წევრ სახელმწიფოებს
შორის ასოცირების შესახებ შეთანხმებიდან“ ან ევროკავშირთან დადებული საქართველოს სხვა
ორმხრივი და მრავალმხრივი ხელშეკრულებებიდან
ასეთი არ არსებობს.
დ) რეგლამენტის პროექტის მომზადების პროცესში მიღებული კონსულტაციები:
დ.ა) სახელმწიფო, არასახელმწიფო ან/და საერთაშორისო ორგანიზაცია/დაწესებულება,
ექსპერტი, სამუშაო ჯგუფი, რომელმაც მონაწილეობა მიიღო რეგლამენტის პროექტის
შემუშავებაში, ასეთის არსებობის შემთხვევაში:
ასეთი არ არსებობს.
დ.ბ) რეგლამენტის პროექტის შემუშავებაში მონაწილე ორგანიზაციის/დაწესებულების,
სამუშაო ჯგუფის, ექსპერტის შეფასება კანონპროექტის მიმართ, ასეთის არსებობის შემთხვევაში:
ასეთი არ არსებობს.
დ.გ) სხვა ქვეყნების გამოცდილება რეგლამენტის პროექტის მსგავსი რეგლამენტების
იმპლემენტაციის სფეროში, იმ გამოცდილების მიმოხილვა, რომელიც მაგალითად იქნა
გამოყენებული რეგლამენტის პროექტის მომზადებისას, ასეთი მიმოხილვის მომზადების
შემთხვევაში
ასეთი არ არსებობს.
ე) რეგლამენტის პროექტის ავტორი:
საქართველოს პარლამენტის წევრები: ნინო წილოსანი, მიხეილ სარჯველაძე; გენდერული
თანასწორობის მუდმივმოქმედი საპარლამენტო საბჭო; საქართველოს პარლამენტის ადამიანის
უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტი.
ვ) რეგლამენტის პროექტის ინიციატორი:
საქართველოს პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის
კომიტეტი.