„საერთო სასამართლოების შესახებ“ საქართველოს ორგანულ კანონში ცვლილებების შეტანის თაობაზე“

საქართველოს ორგანული კანონის პროექტი განხილვაშია
ინიცირების თარიღი
05.10.2022
ავტორი
საქართველოს პარლამენტის წევრები: ანა ნაცვლიშვილი, სალომე სამადაშვილი, დავით უსუფაშვილი, შალვა შავგულიძე, პაატა მანჯგალაძე, ხატია დეკანოიძე, თამარ კორძაია
ნომერი
#07-3/252/10
წყარო

📋 განხილვის ეტაპები

ბიუროზე განხილული დოკუმენტი (1)
ბიუროზე განხილული დოკუმენტი (2)
ბიუროზე განხილული დოკუმენტი (3)
ბიუროზე განხილული დოკუმენტი (4)
ბიუროზე განხილული დოკუმენტი (5)
ბიუროზე განხილული დოკუმენტი (6)
ბიუროზე განხილული დოკუმენტი (7)

🏛️ კომიტეტები

  • იურიდიულ საკითხთა კომიტეტი წამყვანი კომიტეტი
  • ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა

📑 დასკვნები

📅 დამატებითი ინფორმაცია

ბიუროზე განხილვის თარიღი 2022-10-10
ბიუროს ნომერი 188

📜 ტექსტი

საქართველოს ორგანული კანონის პროექტი
პროექტი საქართველოს ორგანული კანონი „საერთო სასამართლოების შესახებ“ საქართველოს ორგანულ კანონში ცვლილებების შეტანის თაობაზე მუხლი 1. „საერთო სასამართლოების შესახებ“ საქართველოს ორგანულ კანონში (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე, №41, 08.12.2009, მუხ. 300) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება: 1. კანონს დაემატოს შემდეგი შინაარსის I1 თავი თავი I1. საერთო სასამართლოს აქტების ხელმისაწვდომობა მუხლი 133. ამ თავის მოქმედების სფერო 1. ეს თავი აწესრიგებს ადმიანის პირადი ცხოვრების დაცვის საკითხს სასამართლოს აქტების საჯარო ინფორმაციის სახით გაცემისას. 2. ამ თავის მიზნებისთვის სასამართლოს აქტი არის საერთო სასამართლოს მიერ სამართალწარმოების განხორციელების ფარგლებში მიღებული ნებისმიერ აქტი. ამ თავის მიზნებისთვის სასამართლოს აქტად მიიჩნევა მოსამართლის განსხვავებული აზრი. მუხლი 134. სასამართლოს აქტის ხელმისაწვდომობა 1. სასამართლოს აქტი ღიაა. ყველას აქვს სასამართლოს აქტის სრული ტექსტის მოთხოვნისა და მიღების უფლება. ამ უფლების შეზღუდვა დასაშვებია ამ თავით გათვალისწინებულ შემთხვეებში და დადგენილი წესით. პერსონალური მონაცემების შემცველი სასამართლოს აქტი შესაძლებელია არ გაიცეს თუ: ა) აქტი არ არის მიღებული ღია სასამართლოს სხდომის შედეგად; ბ) პერსონალურ მონაცემთა სუბიექტი არის არასრულწლოვანი; გ) სასამართლოს აქტის ტექსტი შეიცავს ჯანმრთელობის მდგომარეობასთან, სქესობრივ ცხოვრებასთან, დანაშაული მსხვერპლად აღიარებასთან ან დაზარალებულად ცნობასთან დაკავშირებულ ინფორმაციას; დ) დაკმაყოფილდა ამ კანონის 136 მუხლის შესაბამისად წარმოდგენილი დასაბუთებული წერილობითი მოთხოვნა. 2. ამ მუხლის პირველი პუნქტის „ა“-„დ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული ინფორმაციის გაცემა დასაშვებია, თუ შესაბამისი აქტის მიმართ არსებობს განსაკუთრებული საჯარო ინტერესი, რომელის არსებობას საჯარო ინფორმაციის მომთხოვნი ასაბუთებს. 3. სასამართლო აქტის მისაღებად პირი მიმართავს იმ სასამართლოს, რომელმაც მიიღო ეს სასამართლო აქტი, ან თუ აღნიშნული სასამართლო ლიკვიდირებულია, მისყოფილ სამოქმედო ტერიტორიაზე მოქმედ სხვა შესაბამის სასამართლოს. სასამართლოს აქტი გაიცემა საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის III თავით დადგენილი წესით, თუ ამ თავით სხვა, რამ არ არის გათვალისწინებული. მუხლი 135. პერსონალურ მონაცემთა გამჟღავნებაზე თანხმობის გამოხატვა 1. ნებისმიერი ფიზიკური პირი უფლებამოსილია მიმართოს სასამართლოს და მოითხოვოს მისი პერსონალური მონაცემების საჯარო ინფორმაციის სახით ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფა. ამ პირის პერსონალური მონაცემების დაცვის მოტივით, სასამართლოს აქტის გაცემაზე უარის თქმა დაუშვებელია. პირი უფლებამოსილია გაითხოვოს ამ პუნქტით გაცხადებული თანხმობა. 2. ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული უფლებით სარგებლობის წესს ადგენს იუსტიციის უმაღლესი საბჭო. მუხლი 136. პერსონალურ მონაცემთა დაცვის დასაბუთებული წერილობითი მოთხოვნა 1. პერსონალურ მონაცემთა სუბიექტს უფლება აქვს დასაბუთებული წერილობითი მოთხოვნით მიმართოს სასამართლოს და მოითხოვოს მისი პერსონალური მონაცემების დაცვა. მოთხოვნა უნდა შეიცავდეს დასაბუთებას შესაბამისი მონაცემების საჯარო ინფორმაციის სახით გაცემით მონაცემთა სუბიექტის პირადი ცხოვრებისთვის მიყენებული ზიანის თაობაზე. მოთხოვნის დაუსაბუთებლობა შესაძლებელია გახდეს მისი დაუკმაყოფილებლობის საფუძველი. 2. ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებულ მოთხოვნის გადაწყვეტის ვადაა 1 თვე. მოთხოვნის განმხილველი პირი უფლებამოსილია მიიღოს შესაბამისი სასამართლოს აქტის ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფის დროებითი წესი. ამ პუნქტით გათვალისწინებული გადაწყვეტილება საჩივრდება სასამართლოში. 3. სასამართლო უფლებამოსილია მიიღოს გადაწყვეტილება სასამართლოს აქტის სრულად ან ნაწილობრივ დეპერსონალიზაციის თაობაზე, თუ კონკრეტული გარემოებები ცხადყოფს, რომ პერსონალურ მონაცემთა სუბიექტის პირადი ცხოვრების დაცვის ინტერესი აღემატება მართლმსაჯულების გამჭვირვალობის მომეტებულ კონსტიტუციურ ინტერესს. 2. 23-ე მუხლის მე-6 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით სააპელაციო სასამართლოს თავმჯდომარესა და თავმჯდომარის მოადგილეს სააპელაციო სასამართლოს მოსამართლეთაგან 5 წლის ვადით თანამდებობაზე ნიშნავს საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭო დასაბუთებული გადაწყვეტილებით. სააპელაციო სასამართლოს თავმჯდომარის თანამდებობაზე დანიშვნამდე საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭო შესაბამისი სასამართლოს მოსამართლეებთან მართავს კონსულტაციებს. სააპელაციო სასამართლოს თავმჯდომარედ ან თავმჯდომარის მოადგილედ არ შეიძლება დაინიშნოს თანამდებობაზე 3 წლის ვადით განწესებული მოსამართლე, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც მას აქვს მოსამართლედ მუშაობის არანაკლებ 5 წლის გამოცდილება. თანამდებობაზე 3 წლის ვადით განწესებული მოსამართლე სააპელაციო სასამართლოს თავმჯდომარედ ან თავმჯდომარის მოადგილედ დაინიშნება თავისი უფლებამოსილების ვადის ფარგლებში. დაუშვებელია ერთი და იმავე პირის დანიშვნა რომელიმე სააპელაციო სასამართლოს თავმჯდომარედ ზედიზედ ორჯერ, აგრეთვე, დაუშვებელია იმ პირის დანიშვნა, რომელიც ამ კანონის 32-ე მუხლის შესაბამისად ბოლო 2 წლის განმავლობაში იკავებდა რაიონული (საქალაქო) სასამართლოს თავმჯდომარის თანამდებობას. იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრობა შეუთავსებელია სააპელაციო სასამართლოს თავმჯდომარისა და პალატების თავმჯდომარის თანამდებობასთან. 3. 32-ე მუხლის 1-ლი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: რაიონული (საქალაქო) სასამართლოს თავმჯდომარეს შესაბამისი სასამართლოს მოსამართლეთაგან, ხოლო იმ სასამართლოს თავმჯდომარეს, სადაც შექმნილია სასამართლო კოლეგიები, – მათ შორის, სასამართლო კოლეგიების თავმჯდომარეთაგან, 5 წლის ვადით თანამდებობაზე ნიშნავს საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭო დასაბუთებული გადაწყვეტილებით. რაიონული (საქალაქო) სასამართლოს თავმჯდომარის თანამდებობაზე დანიშვნამდე საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭო შესაბამისი სასამართლოს მოსამართლეებთან მართავს კონსულტაციებს. რაიონული (საქალაქო) სასამართლოს თავმჯდომარედ არ შეიძლება დაინიშნოს თანამდებობაზე 3 წლის ვადით განწესებული მოსამართლე, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც მას აქვს მოსამართლედ მუშაობის არანაკლებ 5 წლის გამოცდილება. თანამდებობაზე 3 წლის ვადით განწესებული მოსამართლე რაიონული (საქალაქო) სასამართლოს თავმჯდომარედ დაინიშნება თავისი უფლებამოსილების ვადის ფარგლებში. დაუშვებელია ერთი და იმავე პირის დანიშვნა ზედიზედ ორჯერ რომელიმე რაიონული (საქალაქო) სასამართლოს თავმჯდომარედ, აგრეთვე, დაუშვებელია იმ პირის დანიშვნა, რომელიც ამ კანონის 23-ე მუხლის შესაბამისად ბოლო 2 წლის განმავლობაში იკავებდა სააპელაციო სასამართლოს თავმჯდომარის თანამდებობას. იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრობა შეუთავსებელია რაიონული (საქალაქო) სასამართლოს ან კოლეგიის თავმჯდომარის თანამდებობასთან. 4. 341 მუხლის მე-13 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „13. ამ მუხლის მე-12 პუნქტის შესაბამისად შემდგომ ეტაპზე გადასულ კანდიდატთა სიისა და საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს განკარგულების გამოქვეყნების შემდეგ, უზენაესი სასამართლოს მოსამართლის თანამდებობაზე ასარჩევად კანდიდატის საქართველოს პარლამენტისთვის წარდგენის მიზნით, აღნიშნულ სიაში მყოფ კანდიდატებს საბჭოს ღია სხდომაზე კენჭი სათითაოდ, შემდეგი წესის დაცვით ეყრებათ: პირველ რიგში, კენჭი ეყრება კომპეტენტურობის კრიტერიუმით შეფასებისას დაგროვებულ ქულათა ჯამის მიხედვით ამ კანდიდატებს შორის საუკეთესო შედეგის მქონე კანდიდატს, შემდეგ კი იმავე პრინციპის დაცვით, თანამიმდევრობით ეყრებათ კენჭი დანარჩენ კანდიდატებს. ამასთანავე, თუ რომელიმე კანდიდატმა კენჭისყრისას ვერ მოიპოვა საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მოსამართლე წევრების სრული შემადგენლობის არანაკლებ ორი მესამედისა და არამოსამართლე წევრების სრული შემადგენლობის არანაკლებ ორი მესამედის მხარდაჭერა, დანარჩენ კანდიდატებს კენჭი აღარ ეყრებათ. თუ აღმოჩნდა, რომ ორი ან ორზე მეტი კანდიდატის კომპეტენტურობის კრიტერიუმით შეფასებისას მათ მიერ დაგროვებულ ქულათა ჯამი თანაბარია, კენჭისყრის რიგითობის განსაზღვრისას მათ შორის უპირატესობა მიენიჭება იმ კანდიდატს, რომელიც საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მეტმა წევრმა კეთილსინდისიერების კრიტერიუმით უკეთესად შეაფასა, ხოლო თუ ეს შეფასებებიც თანაბარია, − იმ კანდიდატს, რომელსაც სპეციალობით მუშაობის უფრო ხანგრძლივი გამოცდილება აქვს. ამ პუნქტით გათვალისწინებული კენჭისყრა ღიაა. კენჭისყრისას საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრები ამ კანონის 351 მუხლის პირველი და მე-3−მე-14 პუნქტებითა და 363 მუხლით განსაზღვრული კრიტერიუმებით ხელმძღვანელობენ. კენჭისყრაში მონაწილე საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრი კენჭისყრისას დაფიქსირებული თავისი გადაწყვეტილების წერილობით დასაბუთებას კენჭისყრის დასრულებისთანავე წარუდგენს საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მდივანს. კანდიდატი საქართველოს პარლამენტს უზენაესი სასამართლოს მოსამართლის თანამდებობაზე ასარჩევად წარედგინება, თუ მას მხარს დაუჭერს საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მოსამართლე წევრების სრული შემადგენლობის არანაკლებ ორი მესამედი და არამოსამართლე წევრების სრული შემადგენლობის არანაკლებ 2/3-სა. საქართველოს პარლამენტს კანდიდატები ერთიანად, საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წარდგინებით წარედგინება. ეს წარდგინება, აგრეთვე ამ პუნქტით გათვალისწინებული კენჭისყრის შედეგები, საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრთა მიერ კენჭისყრისას დაფიქსირებული გადაწყვეტილებები და ამ გადაწყვეტილებების დასაბუთებები საბჭოს ვებგვერდზე ქვეყნდება. 5. 36-ე მუხლის: ა) პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „1. უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარეს უზენაესი სასამართლოს მოსამართლეთაგან საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წარდგინებით 10 წლის ვადით, მაგრამ არაუმეტეს მისი, როგორც უზენაესი სასამართლოს მოსამართლის, უფლებამოსილების ვადისა, სრული შემადგენლობის უმრავლესობით ირჩევს საქართველოს პარლამენტი. უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარედ ერთი და იმავე პირის ხელმეორედ არჩევა დაუშვებელია. უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის კანდიდატურის დასახელების უფლება აქვს საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს სრული შემადგენლობის არანაკლებ ერთ მეხუთედს. კანდიდატებს კენჭი ერთიანად ეყრებათ. წარდგენილად ჩაითვლება ის კანდიდატი, რომელიც საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მოსამართლე წევრების სრული შემადგენლობის არანაკლებ ორი მესამედისა და არამოსამართლე წევრების სრული შემადგენლობის არანაკლებ ორი მესამედის ხმებს მიიღებს. თუ ვერცერთმა კანდიდატმა ვერ მიიღო აღნიშნული რაოდენობის ხმები, კენჭი ეყრება საუკეთესო შედეგის მქონე კანდიდატს (კანდიდატთა მიერ თანაბარი რაოდენობის ხმების მიღების შემთხვევაში უპირატესობა მიენიჭება იმ კანდიდატს, რომელსაც აქვს სპეციალობით მუშაობის უფრო ხანგრძლივი გამოცდილება). კანდიდატი წარდგენილად ჩაითვლება, თუ იგი საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს სრული შემადგენლობის ხმების უმრავლესობას მიიღებს. თუ საქართველოს იუსტიციის უმაღლესმა საბჭომ უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარეობის კანდიდატი ვერ წარადგინა, ბოლო კენჭისყრიდან არაუადრეს 2 კვირისა კანდიდატების დასახელების პროცედურა ხელახლა იწყება. უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის თანამდებობაზე ასარჩევად საქართველოს პარლამენტისთვის იმ კანდიდატის წარდგენა, რომელმაც კენჭისყრის შედეგად ვერ მიიღო საქართველოს პარლამენტის წევრთა საჭირო რაოდენობის ხმები, ერთი და იმავე მოწვევის პარლამენტის უფლებამოსილების ვადის ფარგლებში შეიძლება მხოლოდ ორჯერ.“ ბ) 41 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „41. სააპელაციო ან რაიონული (საქალაქო) სასამართლოს მოსამართლე თანამდებობაზე გამწესდება 3 წლის ვადით, კონკურსის საფუძველზე. ამ ვადის გასვლამდე არაუადრეს 2 თვისა და არაუგვიანეს 1 თვისა საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭო ამ მუხლის 44 პუნქტით გათვალისწინებული შეფასების შედეგების ანალიზის საფუძველზე მსჯელობს და იღებს გადაწყვეტილებას, გაამწესოს თუ არა აღნიშნული მოსამართლე თანამდებობაზე უვადოდ. მოსამართლის თანამდებობაზე გამწესების 3-წლიანი ვადა არ ვრცელდება საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს ან უზენაესი სასამართლოს მოქმედ ან ყოფილ წევრზე, სააპელაციო ან რაიონული (საქალაქო) სასამართლოს მოქმედ ან ყოფილ მოსამართლეზე, თუ მას აქვს მოსამართლედ მუშაობის არანაკლებ 3 წლის გამოცდილება და ყოფილი მოსამართლის სამოსამართლო უფლებამოსილების შეწყვეტიდან 10 წელი არ გასულა. ეს მოსამართლეები თანამდებობაზე უვადოდ გამწესდებიან შესაბამისი კონკურსის წარმატებით გავლის და საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს საჭირო რაოდენობის ხმების (საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მოსამართლე წევრების სრული შემადგენლობის არანაკლებ 2/3-ისა და არამოსამართლე წევრების სრული შემადგენლობის არანაკლებ 2/3-ის) ფარული კენჭისყრით მიღების შემთხვევაში. იმ მოქმედი მოსამართლისათვის თანამდებობაზე უვადოდ გამწესებაზე უარის თქმის შემთხვევაში, რომელიც თანამდებობაზე დანიშნულია 10 წლის ვადით, იგი უფლებამოსილების განხორციელებას გააგრძელებს სამოსამართლო უფლებამოსილების დარჩენილი ვადის ფარგლებში.“ 6. 364 მუხლის მე-20 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „20. საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭო შეფასების შედეგების ანალიზისა და მოსამართლესთან გასაუბრების საფუძველზე, ამ კანონის 36-ე მუხლის 41 პუნქტით დადგენილი წესით მსჯელობს და მოსამართლე წევრების სრული შემადგენლობის არანაკლებ 2/3-ით და არამოსამართლე წევრების სრული შემადგენლობის არანაკლებ 2/3-ით, ღია კენჭისყრით იღებს გადაწყვეტილებას აღნიშნული მოსამართლის თანამდებობაზე უვადოდ, კანონით დადგენილი ასაკის მიღწევამდე გამწესების შესახებ. საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრს, რომელიც არ ეთანხმება ამ გადაწყვეტილებას, შეუძლია წერილობით ჩამოაყალიბოს თავისი განსხვავებული აზრი, რომელიც დაერთვება საქმეს. თუ მოსამართლის თანამდებობაზე უვადოდ გამწესებას მხარს დაუჭერს საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მოსამართლე და არამოსამართლე წევრების (ცალ-ცალკე) სრული შემადგენლობის 2/3-ზე ნაკლები, საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭო იღებს გადაწყვეტილებას მოსამართლის თანამდებობაზე უვადოდ გამწესებაზე უარის თქმის შესახებ. ამ გადაწყვეტილებას 5 დღის ვადაში უნდა დაერთოს კენჭისყრაში მონაწილე საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს თითოეული წევრის დასაბუთება, თუ რის საფუძველზე დაუჭირა ან არ დაუჭირა მან მხარი მოსამართლის თანამდებობაზე უვადოდ გამწესებას. მოსამართლის თანამდებობაზე უვადოდ გამწესების/გამწესებაზე უარის თქმის შესახებ საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს გადაწყვეტილების ასლი გადაწყვეტილების მიღებისთანავე, განსხვავებულ აზრთან ან საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრების დასაბუთებებთან ერთად გადაეცემა მოსამართლეს.“ 7. 371 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: მუხლი 371. უფლებამოსილების სხვა მოსამართლისთვის დაკისრების/მოსამართლის სხვა სასამართლოში მივლინების წესი 1. აუცილებლობის შემთხვევაში, როდესაც ამას მოითხოვს მართლმსაჯულების ინტერესები (რაიონულ (საქალაქო) ან სააპელაციო სასამართლოში მოსამართლის ნაკლებობა, განსახილველ საქმეთა რაოდენობის მკვეთრი ზრდა ან/და სხვა ობიექტური გარემოება), საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭო მოსამართლის უფლებამოსილების განხორციელების წინადადებით მიმართავს სხვა სასამართლოების მოსამართლეებს. თუ წინადადების წარდგენიდან 5 დღის ვადაში რომელიმე მოსამართლე გამოთქვამს თანხმობას, საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭო მიიღებს გადაწყვეტილებას მისი სხვა სასამართლოში (მათ შორის, სააპელაციო სასამართლოდან რაიონულ (საქალაქო) სასამართლოში ან რაიონული (საქალაქო) სასამართლოდან სააპელაციო სასამართლოში) საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მიერ განსაზღვრული ვადით მივლინების შესახებ. 2. თუ ამ მუხლის პირველი პუნქტით დადგენილი წესით ვერ შეირჩა მოსამართლე, საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭო უფლებამოსილია მოსამართლის თანხმობის გარეშე მიიღოს გადაწყვეტილება მოსამართლის სხვა სასამართლოში (მათ შორის, სააპელაციო სასამართლოდან რაიონულ (საქალაქო) სასამართლოში ან რაიონული (საქალაქო) სასამართლოდან სააპელაციო სასამართლოში) მივლინების შესახებ, მაგრამ არაუმეტეს 2 წლის ვადით მივლინებისა. მივლინების ვადის მოსამართლის თანხმობის გარეშე გაგრძელება შესაძლებელია არაუმეტეს 2 წლით. 3. ერთი და იგივე მოსამართლე მისი თანხმობის გარეშე სხვა სასამართლოში შეიძლება მივლინებულ იქნეს 10 წლის განმავლობაში მხოლოდ ერთხელ. შესაბამისი საფუძვლების აღმოფხვრისას მივლინება დადგენილ ვადაზე ადრე შეწყდება. 4. საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მიერ ამ მუხლით დადგენილი წესით მიღებული გადაწყვეტილება მივლინებული მოსამართლის მიერ შეიძლება ერთჯერადად გასაჩივრდეს საქართველოს უზენაესი სასამართლოს საკვალიფიკაციო პალატაში, ამ გადაწყვეტილების ჩაბარებიდან 7 დღის ვადაში. საკვალიფიკაციო პალატაში სამართალწარმოება მიმდინარეობს ამ კანონის 365 და 366 მუხლებით დადგენილი წესით. 8. 42-ე მუხლის მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „3. სააპელაციო სასამართლოს და რაიონული (საქალაქო) სასამართლოს მოსამართლეებს თანამდებობიდან ათავისუფლებს საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭო მოსამართლე წევრების სრული შემადგენლობის 2/3-ისა და არამოსამართლე წევრების სრული შემადგენლობის 2/3-ის უმრავლესობით.“ 9. 50-ე მუხლის მე-3 და მე-4 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „3. სადისციპლინო საკითხზე გადაწყვეტილება მიღებულად ითვლება, თუ მას ფარული კენჭისყრით მხარს დაუჭერს საბჭოს მოსამართლე წევრების სრული შემადგენლობის არანაკლებ 2/3 და არამოსამართლე წევრების სრული შემადგენლობის არანაკლებ 2/3-ისა. 4. საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭო პირს მოსამართლედ დანიშნავს, თუ მის კანდიდატურას ფარული კენჭისყრით მხარს დაუჭერს საბჭოს მოსამართლე წევრების სრული შემადგენლობის არანაკლებ 2/3 და არამოსამართლე წევრების სრული შემადგენლობის არანაკლებ 2/3-ისა.“ 10. 751 მუხლის მე-8 პუნქტის „ბ.ზ“ ქვეპუნქტი ამოღებულ იქნას 11. 7513 მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „1. დისციპლინური საქმის გამოკვლევის დასრულების შემდეგ საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭო დისციპლინური საქმის გამოკვლევისათვის ამ კანონის 7510 მუხლის პირველი პუნქტით დადგენილი საერთო ვადის ფარგლებში, მოსამართლე წევრების სრული შემადგენლობის 2/3-ისა და არამოსამართლე წევრების სრული შემადგენლობის 2/3-ის უმრავლესობით იღებს დასაბუთებულ გადაწყვეტილებას მოსამართლის დისციპლინურ პასუხისგებაში მიცემის შესახებ. თუ საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭო ვერ მიიღებს აღნიშნულ გადაწყვეტილებას, მოსამართლის მიმართ დისციპლინური სამართალწარმოება შეწყდება. საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრს, რომელიც არ ეთანხმება ამ გადაწყვეტილებას, შეუძლია წერილობით ჩამოაყალიბოს თავისი განსხვავებული აზრი, რომელიც დისციპლინურ საქმეს დაერთვება.“ მუხლი 2. 1. 2023 წლის 1 იანვრამდე საქართველოს იუსტიციის უმაღლესმა საბჭომ მიიღოს ამ კანონით გათვალისწინებული „საერთო სასამართლოების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონით განსაზღვრული სათანადო სამართლებრივი აქტები და განახორციელოს სხვა საჭირო ღონისძიებები. 2. 2023 წლის 1 ივლისამდე იუსტიციის უმაღლესი საბჭოს უზრუნველყოფს „საერთო სასამართლოების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 135 და 136 მუხლებით გათვალისწინებულ მოთხოვნათა აღრიცხვის ციფრული რეესტრი შექმნა, განსაზღვროს მისი გამოყენების და მასში, რეესტრის შექმნამდე დამუშავებული ინფორმაციის შეტანის წესი. 3. 2023 წლის პირველ ივლისამდე ნებისმიერი ფიზიკური პირი უფლებამოსილია დასაბუთებული წერილობითი მოთხოვნით მიმართოს საქართველოს იუსტიციის უმაღლეს საბჭოს ან შესაბამის სასამართლოს და მოითხოვოს 2023 წლის პირველ იანვრამდე მიღებულ სასამართლოს აქტებში საკუთარი პერსონალური საჯარო ინფორმაციის სახით გაცემისგან დაცვა. მოთხოვნა უნდა აკმაყოფილებდეს ამ კანონის 136 მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებულ პირობებს. 4. ამ მუხლის საფუძველზე შეტანილ წერილობით მოთხოვნებს სასამართლო წყვეტს 2023 წლის პირველ მაისამდე 136 მუხლის შესაბამისად. 5. ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული ვადის ამოწურვამდე, ასევე ამავე პუნქტით გათვალისწინებული რეგისტრირებული წერილობითი მოთხოვნის გადაწყვეტამდე, შესაბამისი სასამართლოს აქტის ხელმისაწვდომობის საკითხი წყდება134 მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად. მუხლი 3. 1. ეს კანონი, გარდა ამ კანონის პირველი მუხლის პირველი პუნქტისა, ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე. 2. ამ კანონის პირველი მუხლის პირველი პუნქტი ამოქმედდეს 2023 წლის 1 იანვრიდან. საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი
განმარტებითი ბარათი
განმარტებითი ბარათი „საერთო სასამართლოების შესახებ“ საქართველოს ორგანულ კანონში ცვლილებების შესახებ საქართველოს ორგანული კანონის პროექტზე ა) ზოგადი ინფორმაცია კანონპროექტის შესახებ. მასში აღინიშნება: ა.ა) კანონპროექტის მიღების მიზეზი: ა.ა.ა) პრობლემა, რომლის გადაჭრასაც მიზნად ისახავს კანონპროექტი; 2022 წლის 3 მარტს საქართველომ ოფიციალური განაცხადით მიმართა ევროკავშირს, რათა ამ უკანასკნელმა განიხილოს კავშირში საქართველოს გაწევრიანების შესაძლებლობა და მიანიჭოს მას ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსი. პასუხად, 2022 წლის 17 ივნისს ევროპულმა საბჭომ საქართველოს მიანიჭა არა კანდიდატის სტატუსი, არამედ მხოლოდ ევროპული პერსპექტივა, თუმცა ამავდროულად აღინიშნა, რომ საქართველოს - რიგი რეფორმების წარმატებით განხორციელების შემთხვევაში, მიენიჭება ევროკავშირის კანდიდატის სტატუსი. კერძოდ, ევროკავშირმა საქართველოს ხელისუფლებას 12 პუნქტიანი სარეფორმო რეკომენდაციებით მიმართა. წლის ბოლოს ევროკავშირი შეაფასებს ქვეყნის პროგრესს რეკომენდაციების შესრულების მიმართულებით და მასზე დაყრდნობით, მიიღებს შესაბამის გადაწყვეტილებას. კანონპროექტი მიზნად ისახავს ევროპული საბჭოს 12 რეკომენდაციიდან ერთერთის, მესამე რეკომენდაციის შესრულებას. კერძოდ, მესამე რეკომენდაციაში ნათქვამია: [განხორციელდეს] ფართო, ინკლუზიური და მრავალპარტიული კონსულტაციების შედეგად გამჭვირვალე და ეფექტური სასამართლო რეფორმის სტრატეგიის და სამოქმედო გეგმის მიღება და განხორციელება; სასამართლო სისტემის სრული დამოუკიდებლობის, ანგარიშვალდებულებისა და მიუკერძოებლობის უზრუნველყოფა, ასევე, ხელისუფლების დანაწილების დაცვა. მოსამართლეთა და გენერალური პროკურორის დანიშვნის პროცესში გამოვლენილი ხარვეზების აღმოფხვრა. იუსტიციის უმაღლესი საბჭოს საფუძვლიანი რეფორმის განხორციელება და უმაღლესი საბჭოს წევრების დანიშვნა. ყველა ეს ღონისძიება სრულად უნდა შეესაბამებოდეს ევროპულ სტანდარტებს და ვენეციის კომისიის რეკომენდაციებს. სასამართლოს დამოუკიდებლობა დღემდე საქართველოში დემოკრატიული სახელმწიფოს მშენებლობის აქილევსის ქუსლს წარმოადგენს. გატარებულმა რეფორმებმა სასურველი შედეგები ვერ გამოიღო.1 სასამართლოსადმი არსებული ნდობის კრიზისის და სხვა გამოწვევების გადასალახად, აუცილებელია ფუნდამენტური ცვლილებები როგორც კანონმდებლობაში, ასევე პრაქტიკაში. ფუნდამენტური რეფორმები პოლიტიკურ ნებას და კოორდინირებულ ძალისხმევას საჭიროებს. შესაბამისად, ევროკავშირის რეკომენდაციის შესასრულებლად, ერთის მხრივ, აუცილებელია მყისიერად, მიმდინარე წლის ბოლომდე, გადაიდგას რიგი საბაზისო ნაბიჯები, რაც მოცემულია კანონპროექტში. ამ ნაბიჯების გადადგმა იქნება ინდიკატორი - დაიწყო თუ არა რეფორმის განხორციელება სწორი მიმართულებით; ამასთან, აუცილებელია, წლის ბოლომდე მომზადდეს სასამართლოს სრულყოფილი და ყოვლისმომცველი რეფორმის შედარებით გრძელვადიანი ხედვა (სტრატეგია), რაზეც საუბარია თავად რეკომენდაციებში. 2022 წლის ბოლომდე უნდა მომზადდეს სტრატეგია სტრატეგიის მოსამზადებლად, პარლამენტში უნდა შეიქმნას ინკლუზიური, გამჭვირვალე, ეფექტიანი და საზოგადოების წინაშე ანგარიშვალდებული ფორმატი, რომლის ფარგლებშიც შემუშავდება სასამართლო რეფორმის სტრატეგია; სტრატეგიის შემუშავების პროცესი უნდა დაეფუძნოს სასამართლოში არსებული ვითარების სრულყოფილ, ობიექტურ შესწავლას და ანალიზს მოუკერძოებელი პროფესიონალური ჯგუფის მიერ, რომლის შემადგენლობაშიც შევლენ სამოქალაქო საზოგადოების, პროფესიული წრეების წარმომადგენლები, ასევე შესაძლოა მოწვეულ იქნენ საერთაშორისო ექსპერტები. სტრატეგიამ უნდა გაითვალისწინოს ყველა პრობლემური და საკვანძო საკითხი სასამართლო სისტემაში, მათ შორის: იუსტიციის საბჭოს რეფორმა, იუსტიციის სკოლის რეფორმა, საქმეთა განაწილების ელექტრონული სისტემის რეალურად გამართვა, მოსამართლეთა ანგარიშვალდებულების (მათ შორის, დისციპლინური პასუხისმგებლობის სისტემის) და სასამართლო სისტემის ანგარიშვალდებულების უზრუნველყოფა, სასამართლოს თავმჯდომარეების როლი და თანამდებობაზე გამწესების წესი, მოსამართლეთა შერჩევა-დანიშვნის სისტემის რეფორმა, და სხვ. სტრატეგიის განსახორციელებლად უნდა გაიწეროს სამოქმედო გეგმა - მჭიდრო ვადების, პასუხისმგებელი უწყებების, შესრულების შეფასების ქმედითი ინდიკატორების მითითებით. https://parliament.ge/media/news/ana-natsvlishvilma-sasamartlos-mimartulebit-gatarebuli-tsvlilebebis-analizissafudzvelze-shefasebis-dokumenti-moamzada 1 აღნიშნული სტრატეგიის განხორციელება უნდა დაიწყოს შემდეგი წლის დასაწყისიდანვე. სტრატეგიის და სამოქმედო გეგმის აღსასრულებაზე პარლამენტმა უნდა უზრუნველყოს ეფექტიანი ზედამხედველობა. მყისიერად გადასადგმელი ნაბიჯები  იუსტიციის უმაღლესი საბჭოს რეფორმირების დაწყება 12 პუნქტიან რეკომენდაციებში საუბარია ასევე საბჭოს რეფორმაზე, კერძოდ, რეკომენდაციაში ვკითხულობთ, რომ საჭიროა იუსტიციის უმაღლესი საბჭოს სრულყოფილი/სრული რეფორმა და ასევე - ამჟამად ვაკანტური 5 პოზიციის შევსება საბჭოში. ეს ზომები, რეკომენდაციის თანახმად, ვენეციის კომისიის რეკომენდაციების და ევროპული სტანდარტების შესაბამისად უნდა განხორციელდეს. მიუხედავად ბოლო წლების განმავლობაში განხორციელებულ მრავალეტაპიანი ცვლილებებისა, არსებითი რეფორმა არ შეხებია სასამართლო სისტემის მართვის ყველაზე გავლენიან ორგანოს - იუსტიციის საბჭოს. მართალია, შეიცვალა წევრების დაკომპლექტების წესი, მაგრამ არაერთი არსებითი საკითხი დარჩა უცვლელი, მაგალითად, ის, რომ საბჭოს აქვს უაღრესად ფართო უფლებამოსილება - მის ხელშია თავმოყრილი სასამართლო სისტემის მართვის პრაქტიკულად სრული ძალაუფლება და ამ ძალაუფლებას არ აბალანსებს ანგარიშვალდებულების არანაირი მექანიზმი. არსებითად არ შეიცვალა საბჭოს საქმიანობის გაუმჭვირვალე წესი და ის, რომ საბჭო არ ხსნის და ასაბუთებს კანონის და საზოგადოების წინაშე მის მიერ მიღებულ უმნიშვნელოვანეს გადაწყვეტილებებს. ამ და სხვა მიზეზების გამო საბჭო ვერ ახერხებს ვერც საკონსტიტუციო ფუნქციების განხორციელებას მართლმსაჯულების ინტერესების დასაცავად და ვერც საზოგადოებაში ნდობის მოპოვებას. შესაბამისად, საბჭოს სრულყოფილი რეფორმა აუცილებელია. რეფორმის სტრატეგიამ ის პრიორიტეტულ საკითხად უნდა გაითვალისწინოს და უპასუხოს ყველა იმ გამოწვევას და სირთულეს, რომელიც პრაქტიკაში დგას და დაფიქსირებულია ადგილობრივი თუ საერთაშორისო შემფასებლების მიერ განხორციელებულ არაერთ მონიტორინგის ანგარიშში. დღეს, როგორც ვენეციის კომისია, ისევე სხვა საერთაშორისო ორგანიზაციები, პრაქტიკოსები თუ თეორეტიკოსები, ყურადღებას ამახვილებენ იუსტიციის საბჭოების ერთ მნიშვნელოვან ასპექტზე - კორპორატივიზმის რისკებზე, ანუ მოსამართლეთა კორპუსის მხრიდან საბჭოების გამოყენების რისკებზე არა მართლმსაჯულების, არამედ მოსამართლეთა კორპუსის ინტერესების დასაცავად. ექსპერტები ცალსახად მიუთითებენ, რომ ეს რისკები უნდა იქნეს დაზღვეული, მათ შორის და უპირველესად კანონის დონეზე. შესაბამისად, ეს უნდა იყოს რეფორმის ერთ-ერთი საკვანძო საკითხი. საქართველოს რეალობაში კორპორატივიზმის პრობლემის არსებობას არაერთი წყარო ადასტურებს. პირველი, კვლევამ, რომელიც საქართველოს სასამართლო სისტემის მართვის მოდელების შესწავლას ისახავდა მიზნად, დაადგინა, რომ საქართველოში მოსამართლეთა შერჩევის დღეს არსებული მოდელი არ იძლევა სასამართლო კორპუსის დივერსიფიცირების შესაძლებლობას; ახალი კადრების შემოდინების ნაცვლად, ის ხელს უწყობს ისეთი კადრების ბრუნვას, რომლებიც უკვე სოციალიზებული არიან სასამართლო სისტემაში. ევროპული გამოცდილების თანახმად, ასეთ ქვეყნებში მაღალია კორპორატივიზმის რისკი.2 მეორე, კორპორატივიზმი გამოვლენილ იქნა პრაქტიკაში, სადამკვირვებლო ორგანიზაციების მონიტორინგის ანგარიშების მიხედვით, წლებია, საბჭოს მოსამართლე წევრები გადაწყვეტილებების მიღებისას იქცევიან როგორც – ჰომოგენური ჯგუფი,3 პრაქტიკულად მუდმივად ყველაფერზე ერთი აზრის არიან, არ არსებობს განსხვავებული აზრების გამოხატვის პრაქტიკა. დამკვირვებლები გამოთქვამენ ეჭვებს, რომ გადაწყვეტილებების მიღება ხდება წინასწარი შეთანხმების საფუძველზე. ამგვარი ერთობლივი და წინასწარშეთანხმებული და არა ინდივიდუალური მოქმედების სქემა მაგალითად გამოკვეთა სახალხო დამცველის მიერ განხორციელებულმა მონიტორინგმა უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატების შესარჩევი კონკურსის დროს. „შეგვიძლია ვივარაუდოთ, რომ უზენაესი სასამართლოს მოსამართლეების შერჩევის პროცესში იუსტიციის უმაღლესი საბჭოს 10 წევრი (მათ შორის, საბჭოს ყველა მოსამართლე წევრი) მოქმედებდა ერთიანი დღის წესრიგით და კოორდინირებულად.“4 საქართველოს სახალხო დამცველის მონიტორინგის ანგარიშში ვკითხულობთ: წლების განმავლობაში მოსამართლეთა შერჩევისა და თანამდებობაზე განწესების ხარვეზიანმა წესებმა, საბოლოოდ დაუკარგა ნდობა სასამართლო ხელისუფლებას. 2019 და 2020 წლებში უზენაესი სასამართლოს მოსამართლეთა შერჩევის პროცედურებთან დაკავშირებით მიმდინარე პროცესებმა ძალიან კარგად წარმოაჩინა ის ხარვეზები, რაზეც პროფესიული ჯგუფები წლების განმავლობაში საუბრობდნენ. საზოგადოებამ ნათლად დაინახა, რომ გარკვეულ კანდიდატებს კომპეტენციის მნიშვნელოვანი ნაკლებობა ჰქონდათ, წარსული ქმედებების გამო კითხვის ქვეშ იდგა მათი კეთილსინდისიერება, და ამის მიუხედავად, ისინი თანამდებობაზე მაინც გამწესდნენ. ეს ნათელი დასტურია Enhancing Implementation of Judiciary Reforms in Georgia, სასამართლო (თვით)მმართველობის სისტემის მულტი-ცენტრულობა ევროკავშირის ქვეყნების გამოცდილება და სისტემის განვითარების პერსპექტივები საქართველოში, 2020. გვ 14-15 3 მართლმსაჯულების საბჭოები საქართველოსა და საზღვარგარეთ, საქართველოში არსებული გამოწვევები,დამოუკიდებელი იურისტების ჯგუფი,2021 https://democracyindex.ge/uploads/_%E1%83%98%E1%83%A3%E1%83%A0%E1%83%98%E1%83%A1%E1%83%A 2%E1%83%94%E1%83%91%E1%83%98%E1% 83%A1_%E1%83%AF%E1%83%92%E1%83%A3%E1%83%A4%E1%83%98/3(Kart.)_Martlmsajulebis_Sabchoebi.pdf 2 იხ. ასევე იუსტიციის საბჭოს მონიტორინგის ანგარიში #6, გვ 6, ხელმისაწვდომია http://ewmiprolog.org/ka/public ations/613-iusticiis-umaghlesi-sabtshosmonitoringis 4 საქართველოს სახალხო დამცველი, საქართველოს უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატების იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მიერ შერჩევის მონიტორინგის ანგარიში, 2019 წ იმისა, რომ გადაწყვეტილების მიღება კონსტიტუციით განსაზღვრულ კრიტერიუმებს კი არა, რაღაც სხვა ინტერესებსა და შეთანხმებებს ეფუძნებოდა.5 კორპორატივიზმის და ფავორიტიზმის პრობლემა ასევე აღმოჩენილ იქნა დისციპლინური სამართალწარმოების სისტემაში. კვლევის თანახმად, 2013-2020 წლებში დისციპლინური წესით დაისაჯა სულ 10 მოსამართლე, რომელთა მიმართ გამოყენებული იქნა ყველაზე მსუბუქი დისციპლინური სანქციები (5 სარეკომენდაცი ბარათი, 4 შენიშვნა, 1 საყვედური). ასეთი ლიბერალური პოლიტიკა, ზოგ შემთხვევაში, პროტექციონიზმისა და ფავორიტიზმის ნიშნებს აჩენს, განსაკუთრებით, არამხოლოდ მოცემული სტატისტიკის არამედ ასევე მიღებული გადაწყვეტილებების შინაარსის შესწავლის ფონზე.6 ფავორიტიზმის და კორპორატივიზმის ნიშნები დაინახა სხვა სადამკვირვებლო ორგანიზაციამაც, რომელმაც შეისწავლა მიღებული დისციპლინური გადაწყვეტილებების დასაბუთების ხარისხი, ასევე დევნის შეწყვეტის შესახებ გადაწყვეტილებები და საქმის განხილვის ვადები.7 იუსტიციის უმაღლესი საბჭოს ნდობის კრიზისზე საუბრობენ საერთაშორისო შემფასებლებიც.8 ვენეციის კომისია მუდმივად ხაზს უსვამს იმას, რომ გავრცელებული პრეტენზიები კორპორატიულობისა და პირადი ინტერესების შესახებ იუსტიციის უმაღლესი საბჭოს სანდოობის ხარისხს დაბლა სწევს და ავტორიტეტს ულახავს, რასაც მივყავართ საზოგადოების მხრიდან სასამართლო სისტემის უნდობლობისკენ. ეს პრეტენზიები და უნდობლობის რისკები სერიოზულად უნდა იქნეს მიღებული.9 შესაბამისად, ერთ-ერთი პრიორიტეტული საკითხი რეფორმის ფარგლებში სწორედ კორპორატივიზმისა და კრონიზმის სისტემურ რისკების და ამ მხრივ პრაქტიკაში არსებული პრობლემების აღმოფხვა უნდა გახდეს. როგორც ვენეციის, ისე სხვა საერთაშორისო ორგანიზაციების სტანდარტებში კორპორატივიზმის და კრონიზმის დაზღვევის ერთ-ერთ ეფექტურ მექანიზმად საბჭოს შერეული მოდელი სახელდება, როდესაც მის შემადგენლობაში შედიან როგორც მოსამართლე, ისე არამოსამართლე წევრები. ეს შერეული მოდელი ხასიათდება იმ უპირატესობით, რომ არ გაჩნდეს განცდა/აღქმა რომ მოსამართლეები საკუთარ ინტერესებს და თავს იცავენ საბჭოს მეშვეობით, არამედ საბჭო გამოხატავს საზოგადოებაში არსებულ მრავალფეროვან მოსაზრებებს, რაც სასამართლო საქართველოს სახალხო დამცველის წლიური ანგარიში 2020, https://www.ombudsman.ge/res/docs/2021040110573948397.pdf 6 უფლებები საქართველო, „დამოუკიდებელი ინსპექტორისა და იუსტიციის უმაღლესი საბჭოს საქმიანობის მონიტორინგი დისციპლინური სამართალწარმოების პროცესში“, 2020 (დაფინანსებულია აღმოსავლეთ დასავლეთის მართვის ინსტიტუტის პროექტის – USAID/PRoLOG ის მიერ. 150იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მონიტორინგის ანგარიში, საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია, 2020 https://www.gyla.ge/files/news/%E1%83%A4%E1%83%9D%E1%83%9C%E1%83%93%E1%83%98/HCoJ%20%208.pdf 7 პრობლემები სასამართლო სისტემაში, დამოუკიდებელ იურისტთა ჯგუფი. 2022 8 ვენეციის კომისიის 2020 წლის 8-9 ოქტომბრის მოსაზრება 9 იხ. EUROPEAN COMMISSION FOR DEMOCRACY THROUGH LAW ((VENICE COMMISSION), Strasbourg, 20 June 2022; https://www.venice.coe.int/webforms/documents/?pdf=CDL-AD(2022)010-e პარაგრაფი 81. 5 ხელისუფლებას დამატებით ლეგიტიმაციას სძენს.10 თუ მოსამართლეთა წილი ძალიან მაღალია ამან შეიძლება გააჩინოს კორპორატივიზმის განცდა და საბჭო საზოგადოებრივი (გარე) კონტროლის მიმართ იმუნური გახადოს.11 ყველა ეს პოსტულატი მიუთითებს იმ სტანდარტზე, რომ არამოსამართლე წევრების ყოფნა საბჭოში არ უნდა წარმოადგენდეს ფორმალობას. საქართველოში დღეს სწორედ საბჭოს დაკომპლექტების შერეული მოდელი არსებობს, თუმცა მხოლოდ ფორმალურად. რეალურად, საბჭოში არაპროპორციულად დომინირებენ მოსამართლე წევრები. საბჭო 15 წევრისგან შედგება, რომელთაგან 9 მოსამართლე წევრია. მსგავსი ძალთა ბალანსი არ არის საერთაშორისო სტანდარტის მოთხოვნა. უმნიშვნელოვანესი გადაწყვეტილებების მისაღებად მოსამართლე წევრებს მხოლოდ ერთი არამოსამართლე წევრის ხმის დამატება სჭირდებათ. შესაბამისად, ძალთა ასეთი გადანაწილება სოწრედ კორპორატივიზმს ახალისებს. საბჭოს არამოსამართლე წევრებს პრაქტიკული გავლენის მოხდენის არანაირი ბერკეტი არ გააჩნიათ, მათი ყოფნა საბჭოში ვერანაირ გავლენას ვერ ახდენს პროცესებზე. ამის ყველაზე ნათელი დადასტურებაა რომ წელიწადზე მეტია წევრები ფორმალურადაც არ არიან საბჭოში წარმოდგენილები, რაც საბჭოს ხელს არ უშლის მიიღოს უმნიშვნელოვანესი გადაწყვეტილებები როგორც კონკრეტული მოსამართლეების კარიერულ ბედთან დაკავშირებული (მაგ. მოსამართლეთა დანიშვნა), ასევე სასამართლო სისტემის სხვა ფუნდამენტურ საკითხებზე. მოსამართლე წევრების არაპროპორციულად დომინანტურ მდგომარეობას საბჭოში ადასტურებს ისიც, რომ საბჭოს ორივე თანამდებობის პირი - თავმჯდომარე და მდივანი - კანონის მიხედვით, მოსამართლე წევრს უკავია. მეტიც, პრაქტიკაში, საბჭოს თავმჯდომარე ასევე უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარეა. ძალაუფლების ამგვარი გადანაწილება არ არის დადგენილი არც ერთი საერთაშორისო სტანდარტით,12 პირიქით - როგორც არაერთი წყარო უთითებს, მათ შორის ვენეციის კომისია, საბჭომ თავიდან უნდა აიცილოს ვითარება, როდესაც საბჭოში გაჩნდება კორპორატივიზმის რისკები. არსებულ მოდელში კი ფაქტია, რომ ეს რისკები და რეალური არაპროპორციული დომინირება არათუ დაზღვეული არ არის, ნებადართული და წახალისებულიც კია. აღნიშნული აჩვენებს, რომ აუცილებელია საბჭოს არამოსამართლე წევრების არამხოლოდ არჩევა, არამედ მათთვის რეალური ფუნქციის მინიჭება საბჭოს საქმიანობაში. კანონპროექტი მიზნად ისახავს, სწორედ ასეთი რეალური ფუნქცია opinion No. 10 of the Consultative Council of European Judges, para. 19. See, for example, Venice Commission, opinion No. 779/2014 on the seven amendments to the Constitution of “the former Yugoslav Republic of Macedonia” concerning, in particular, the Judicial 12 იხ. მაგ. Report of the Special Rapporteur on the independence of judges and lawyers, A/HRC/38/38. პარა66 იუსტიციის უმაღლესი საბჭოს სტანდარტული მოდელი საერთაშორისო სამართლით დადგენილი არ არის, სახელმწიფოს ამ საკითხში თავისუფლება აქვს იმ დათქმით, რომ არსებულმა მოდელმა უნდა უზრუნველყოს დამოუკიდებლობა და საბჭოს მისცეს შესაძლებლობა, ეფექტიანად განახორციელოს ფუნქციები. 10 11 მიანიჭოს მათ და ამით შექმნას დაზღვევის ის მექანიზმი, რაზეც საუბრობენ საერთშორისო დოკუმენტები.  ადმინისტრაციული ძალაუფლების დეკონცენტრაციის დაწყება დადასტურებული ტენდენციაა, რომ დღეს სასამართლოში ადმინისტრაციული თანამდებობები/ძალაუფლება ერთიდაიმავე პირების ხელშია თავმოყრილი. საბჭოში მოსამართლე წევრთა ადგილებს, ძირითადად, იკავებენ იმავდროულად ადმინისტრაციულ თანამდებობებზე განწესებული პირები, ან ის კანდიდატები, რომლებიც ახლო წარსულში სასამართლოს თავმჯდომარის/ მოადგილის უფლებამოსილებას ასრულებდნენ. 13 მაგალითად, უახლესი კვლევის თანახმად, საბჭოს მოსამართლე 9 წევრიდან 7 არის, ან ბოლო პერიოდში იყო სხვადასხვა ინსტანციის თავმჯდომარე, ან – სასამართლოში არსებული კოლეგიებისა და პალატების თავმჯდომარე. 14 არადამაჯერებელია, რომ ერთსადაიმავე პირს შეუძლია თანაბარი ხარისხით შეასრულოს სამოსამართლო უფლებამოსილებაც და ამავდროულად ორი სხვადასხვა ადმინისტრაციული პოზიციით დაკისრებული ვალდებულებებიც. პრაქტიკაში ხშირია შემთხვევები, როდესაც სწორედ ასეთ მოსამართლეებს, სხვა მოსამართლეებისგან განსხვავებით, გაცილებით ნაკლები საქმე ეწერებათ განსახილველად, რაც ერთის მხრივ მოსამართლეებს შორის უთანასწორობას წარმოშობს და აჩენს პრივილეგირებულთა ჯგუფს, მეორეს მხრივ - ხელს უწყობს სასამართლო სისტემაში გადატვირთულობას, რაც სერიოზული გამოწვევაა სისტემისთვის. აღსანიშნავია, რომ „ქართული ოცნების“ ხელისუფლების პერიოდში გატარებული რეფორმების პირველმა ტალღამ აკრძალა სასამართლოს თავმჯდომარეების არჩევის შესაძლებლობა იუსტიციის საბჭოში და შეზღუდა პალატების თავმჯდომარეების რაოდენობა საბჭოში, რაც დადებითად იქნა შეფასებული როგორც ადგილობრივი ასევე საერთაშორისო ორგანიზაციების მიერ. საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია, მართლმსაჯულების სისტემის რეფორმა საქართველოში 20132021.https://gyla.ge/files/news/%E1%83%A4%E1%83%9D%E1%83%9C%E1%83%93%E1%83%98/2021/GetFileAtta chment-4.pdf 14 მართლმსაჯულების საბჭოები საქართველოსა და საზღვარგარეთ, საქართველოში არსებული გამოწვევები,დამოუკიდებელი იურისტების ჯგუფი, 2021 https://democracyindex.ge/uploads/_%E1%83%98%E1%83%A3%E1%83%A0%E1%83%98%E1%83%A1%E1%83%A 2%E1%83%94%E1%83%91%E1%83%98%E1% 83%A1_%E1%83%AF%E1%83%92%E1%83%A3%E1%83%A4%E1%83%98/3(Kart.)_Martlmsajulebis_Sabchoebi.pdf 13 აღნიშნული აკრძალვები მნიშვნელოვნად შემსუბუქდა მესამე ტალღის ფარგლებში ისე, რომ რეფორმის დადებითი ელემენტების უკან წაღების დასაბუთება წარმოდგენილი არ ყოფილა, ამასთან- არ არსებობს ამ ცვლილების გონივრულობის და მიზანშეწონილობის შესახებ ფართო კონსენსუსი პროფესიულ თუ პოლიტიკურ წრეებში. 2021 წლის დეკემბრის ცვლილებებით რეფორმის პირველი ტალღის პოზიტიური ცვლილებები პრაქტიკულად სრულად უკან იქნა წაღებული. დღესაც სასამართლო სისტემაში არსებული ერთ-ერთი მთავარი გამოწვევა ერთიდაიმავე პირების ხელში სასამართლოს მართვის ყველა ბერკეტის თავმოყრაა. ამიტომ, შეზღუდვები კანონმა თავიდან უნდა დააწესოს. აღსანიშნავია, რომ ვენეციის კომისიამ, 2013 წელს გაითვალისწინა საქართველოს რეალობა და აღნიშნა: კომისიისათვის გასაგებია ვიზიტის დროს გამართული შეხვედრებისას პროცესის ძირითად მონაწილეთა მიერ გამოხატული წუხილები. თუ საქართველოს ხელისუფლება თვლის, რომ ეს წუხილები იმპერატიულია, შესაძლებელია კანონით დაწესდეს საბჭოში ასარჩევ თავმჯდომარეთა მაქსიმალური რაოდენობა. ალტერნატივის სახით, ცვლილებებში შესაძლებელია იმის გათვალისწინება, რომ სასამართლოს თავმჯდომარის საბჭოს წევრად არჩევის შემთხვევაში, მან უნდა დატოვოს თავმჯდომარის თანამდებობა, თუმცა, რა თქმა უნდა, ის ინარჩუნებს მოსამართლის თანამდებობას.15 შესაბამისად, კანონპროექტი ტოვებს სივრცეს სწორედ ასეთი ალტერნატივისთვის, თუ პირს სურს დაიკავოს საბჭოს წევრის ადმინისტრაციული თანამდებობა, მან უნდა დატოვოს თავმჯდომარის პოზიცია. როგორც ევროპელ მოსამართლეთა საკონსულტაციო საბჭო, ასევე ვენეციის კომისია მიიჩნევენ, რომ ზედიზედ ორჯერ არჩევა არ უწყობს ხელს წევრების დამოუკიდებლობას, უმჯობესია გაიზარდოს უფლებამოსილების ვადის 16 ხანგრძლივობა, მაგრამ ერთი ვადით არჩევის პირობით. აღსანიშნავია, რომ მაგალითად 2017 წელს საკონსტიტუციო რეფორმის ფარგლებში გაუქმდა ომბუდსმენის ორი ვადით არჩევის შესაძლებლობა სწორედ იმ არგუმენტით, რომ ორჯერ არჩევის შესაძლებლობა უარყოფითად იმოქმედებდა მის დამოუკიდებლობასა და მიუკერძოებლობაზე. ევროპული კომისია დემოკრატიისათვის კანონის მეშვეობით (ვენეციის კომისია) დასკვნა საქართველოს საერთო სასამართლოების შესახებ ორგანულ კანონში ცვლილებების პროექტზე მიღებული ვენეციის კომისიის მიერ 94-ე პლენარულ სხდომაზე (ვენეცია, 2013 წლის 8-9 მარტი 16 See CCJE Opinion No. 24 (2021): Evolution of the Councils for the Judiciary and their role in independent and impartial judicial systems, paragraph 36. 28 Venice Commission, CDL-INF(1998)009, Opinion on recent amendments to the law on major constitutional provisions of the Republic of Albania, paragraph 20. 15 კანონპროექტი უცვლელად ტოვებს თავად სასამართლოს თავმჯდომარეების დანიშვნა/არჩევის წესს. აღსანიშნავია, რომ არსებობს თავმჯდომარის დანიშვნა/არჩევის განსხვავებული მოდელები, მაგ. ეუთო რეკომენდაციას უწევს არჩევით მოდელს მოსამართლეთა მიერ, ასევე არსებობს როტაციის მოდელი. რომელი მოდელი იქნება საუკეთესო საქართველოში სასამართლოს დამოუკიდებლობისთვის უნდა გახდეს მსჯელობის საგანი და საბოლოოდ გადაწყდეს ფართო ინკლუზიური დისკუსიების შედეგად, ამიტომ ეს საკითხი სასამართლო რეფორმის სტრატეგიაში უნდა იქნეს გათვალისწინებული  ე.წ. გადასახლების მექანიზმის გაუქმება კანონპროექტით ასევე უქმდება მოსამართლეთა მივლინების (ე.წ. გადასახლების) ის წესი, რომელიც შემუშავებულ იქნა ფორსირებულად, სათანადო მსჯელობისა და დასაბუთების გარეშე, გასული წლის დეკემბერში. ცვლილებები უარყოფითად შეაფასა ვენეციის კომისიამ.17 ამ ცვლილებების შემდეგ იუსტიციის უმაღლეს საბჭოს შესაძლებლობა აქვს მოსამართლე, მისი ნების საწინააღმდეგოდ, ერთი სასამართლოდან მეორეში მიავლინოს 4 წლის ვადით. კანონში არაფერი აზღვევს ამ უფლებამოსილების თვითნებურ გამოყენებას და შესაბამისად - საბჭოს თავისუფლად შეუძლია მივლინების მექანიზმი გამოიყენოს მოსამართლის დასასჯელად (არა როგორც კანონიერი სანქცია დისციპლინური გადაცდომისთვის, არამედ როგორც მასზე და/ან მისი გადაწყვეტილების შინაარსზე უკანონო ზეწოლის განსახორციელებლად). ამ მექანიზმით, საბჭო უფლებამოსილია ერთი ხელის მოსმით მოსამართლეს შეუცვალოს პროფესიული საქმიანობის სფერო, კარიერული პოზიცია და სოციალური გარემო, მათ შორის საცხოვრებელი ადგილი. აღნიშნული წარმოადგენს მაღალი ინტენსივობით ჩარევას საჯარო თანამდებობის შეუფერხებლად განხორციელების უფლებაში. ვინაიდან აღნიშნული ჩარევა არ არის გამართლებული სათანადო ლეგიტიმური მიზნით და ტოვებს თვითნებური გამოყენების დიდ შესაძლებლობას, იგი შეუსაბამოა კონსტიტუციასთან. კერძოდ, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს განმარტებით, „სახელმწიფო თანამდებობის დაკავების უფლებას იცავს საქართველოს კონსტიტუციის 25-ე მუხლის პირველი პუნქტის პირველი წინადადება, ხოლო EUROPEAN COMMISSION FOR DEMOCRACY THROUGH LAW (VENICE COMMISSION) GEORGIA OPINION ON THE DECEMBER 2021 AMENDMENTS TO THE ORGANIC LAW ON COMMON COURTS Adopted by the Venice Commission at its 131st Plenary Session (Venice, 17-18 June 2022) on the basis of comments by Mr Yavuz ATAR (Member, Turkey) Mr Eirik HOLMØYVIK (Member, Norway) Mr Jørgen Steen SØRENSEN (Member, Denmark) 17 სახელმწიფო სამსახურში საქმიანობის უფლებას კი ამავე ნორმის მე-2 წინადადება. ამასთან, საქართველოს კონსტიტუციის 25-ე მუხლის პირველი პუნქტის მე-2 წინადადება მოიცავს სახელმწიფო სამსახურში საქმიანობის შეუფერხებელი განხორციელების სხვადასხვა უფლებრივ კომპონენტს.“18 ამრიგად, საქართველოს კონსტიტუციის 25-ე მუხლის პირველი პუნქტის მეორე წინადადება იცავს მოსამართლეთა უფლებას დაცული იყოს სახელმწიფოს მხრიდან არაგონივრული რეგულაციებისგან, რომლებიც დაუსაბუთებლად შეზღუდავს მათ განახორციელონ სამოსამართლო ფუნქციები, მათ შორის, მათ შორის ისეთი რეგულაციებისგან, რაც ქმნის მათი ნების საწინააღმდეგოდ, უსაფუძვლო და თვითნებური მივლინების საფრთხეს. მოსამართლის თანხმობის გარეშე (იძულების წესით) მივლინება ცალსახად იწვევს მოსამართლის მიმართ კონსტიტუციის 25-ე მუხლის პირველი პუნქტის დაცულ სფეროში ჩარევას. მისი თანხმობის გარეშე მივლინება იმდენად ინტენსიურ ჩარევას წარმოადგენს მოსამართლის საქმიანობის განხორციელებაში, რომ მას მხოლოდ დისციპლინური სანქციის სახე უნდა ჰქონდეს ან განპირობებული იყოს სასამართლო სისტემის სტრუქტურის რეფორმით. ევროპის საბჭოს მინისტრთა კომიტეტის მოსაზრებით, „არ შეიძლება გადაყვანილ იქნეს მოსამართლე სხვა სასამართლო თანამდებობაზე მისი თანხმობის გარეშე, გარდა იმ შემთხვევისა, როცა ეს გამოიყენება როგორც დისციპლინური სანქცია, ან გარდა მართლმსაჯულების სისტემის სტრუქტურული რეფორმის შემთხვევისა.“19 მართალია, 2021 წლის დეკემბრამდე არსებული რედაქციითაც იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მიერ შესაძლებელი იყო მოსამართლეთა ე.წ. გადასახლება, თუმცა ცვლილებებმა, ნაცვლად დახვეწისა, კიდევ უფრო გააუარესა მოსამართლეთა უფლებრივი მდგომარეობა ამ კუთხით. გამომდინარე აქედან, ამ ეტაპზე საჭიროა მყისიერად დაბრუნება წინა რეგულაციაზე, რასაც ითვალისწინებს კანონპროექტი, ხოლო უახლოეს მომავალში (სტრატეგიის შემუშავების და განხორციელების ეტაპზე) ამ საკითხის სრულად და ამომწურავად დარეგულირება იმგვარად, რომ გადაყვანის მექანიზმში, თუ ის მაინც იარსებებს, არ დარჩეს მოსამართლეზე არასათანადო ზემოქმედების განხორციელების მინიმალური სივრცეც კი.  პოლიტიკური ცენზურის გაუქმება საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2017 წლის 7 აპრილის №3/2/717 გადაწყვეტილება საქმეზე „საქართველოს მოქალაქეები მთვარისა კევლიშვილი, ნაზი დოთიაშვილი და მარინა გლოველი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II-12,13 19 ევროპის საბჭოს მინისტრთა კომიტეტის 2010 წლის 17 ნოემბრის CM/Rec (2010)12 რეკომენდაციის 52-ე პუნქტი, გვ.13. https://rm.coe.int/cmrec-2010-12-on-independence-efficiency-responsibilites-of-judges/16809f007d [17.05.2022] 18 კანონპროექტით ასევე უქმდება 2021 წლის ბოლოს მიღებული წესი, რომლის მიხედვითაც დისციპლინურ გადაცდომად ჩაითვლება მოსამართლის მიერ აზრის საჯაროდ გამოთქმა პოლიტიკური ნეიტრალიტეტის პრინციპის დარღვევით. ცვლილებები უარყოფითად შეაფასა ვენეციის კომისიამ.20 პირველი, აღნიშნული ნორმა არ აკმაყოფილებს კანონის განსაზღვრულობის, სიცხადის და განჭვრეტადობის საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ დადგენილ მოთხოვნას, რადგან მისი შინაარსი ბუნდოვანია და შეუძლებელია წინასწარ განჭვრეტა რა შეიძლება ჩაითვალოს „პოლიტიკურად“ და რა - არა. მეორე, ნორმა აწესებს მოსამართლის აზრის გამოხატვის შინაარსობრივი რეგულირებას, რაც გულისხმობს აზრის/ინფორმაციის გავრცელების შეზღუდვას მისი შინაარსის გამო. აღნიშნული წარმოადგენს გამოხატვის თავისუფლებაში ჩარევის ერთ-ერთ ყველაზე მძიმე ფორმას.21 მიუხედავად მისი თანამდებობისთვის დამახასიათებელი სპეციფიკისა და ამ სპეციფიკის გათვლისწინებით, მოსამართლე, ისევე როგორც საჯარო მოხელე, აზრის გამოხატვის თავისუფლების უფლების სუბიექტია. მოსამართლის გამოხატვის თავისუფლებაში ასეთი მძიმე ფორმით ჩარევის ლეგიტიმური გამართლება კანონის მიღების პროცესში ვერ იქნა დასაბუთებული. საყურადღებოა ისიც, რომ ამ ცვლილების მიღებამდე ორგანულ კანონში ისედაც გათვალისიწინებული იყო მოსამართლის მიერ პოლიტიკური ნეიტრალურობის დარღვევის ფარგლებში შესაბამისი დისციპლინური გადაცდომა. ორგანული კანონის 751 მუხლი მე-8 პუნქტის „ბ.ე.“ ქვეპუნქტის მიხედვით, მოსამართლეს შეზღუდული აქვს „პოლიტიკურ გაერთიანებაში გაწევრება, მის მიერ პოლიტიკური საქმიანობის განხორციელება, საარჩევნო სუბიექტის ნებისმიერი ფორმით საჯაროდ მხარდაჭერა ან პოლიტიკური შეხედულების საჯაროდ გამოხატვა“. კანონპროექტის ინიციატორებს, არც განმარტებით ბარათში და არც პროექტის საპარლამენტო განხილვებში არ წარმოუდგენიათ რაიმე არგუმენტი თუ რატომ გახდა აუცილებელი დამატებით დისციპლინური გადაცდომის შემოტანა კანონმდებლობაში მოსამართლეთა ნეიტრალურობის დაცვის მიზნით. ა.ა.ბ) არსებული პრობლემის გადასაჭრელად კანონის მიღების აუცილებლობა; EUROPEAN COMMISSION FOR DEMOCRACY THROUGH LAW (VENICE COMMISSION) GEORGIA OPINION ON THE DECEMBER 2021 AMENDMENTS TO THE ORGANIC LAW ON COMMON COURTS Adopted by the Venice Commission at its 131st Plenary Session (Venice, 17-18 June 2022) on the basis of comments by Mr Yavuz ATAR (Member, Turkey) Mr Eirik HOLMØYVIK (Member, Norway) Mr Jørgen Steen SØRENSEN (Member, Denmark) 20 საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2019 წლის 2 აგვისტოს №1/7/1275 გადაწყვეტილება საქმეზე „ალექსანდრე მძინარაშვილი საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის წინააღმდეგ”, II-36. 21 ყველა ის საკითხი, რომელსაც კანონპროექტი ეხება, მოცემულია „საერთო სასამართლოების შესახებ“ საქართველოს ორგანულ კანონში, შესაბამისად, აღნიშნული პრობლემის გადასაჭრელად აუცილებელია კანონის მიღება. ა.ბ) კანონპროექტის მოსალოდნელი შედეგები; კანონპროექტის მოსალოდნელი რეკომენდაციის შესრულება. შედეგია, ევროპული საბჭოს მე-3 ა.გ) კანონპროექტის ძირითადი არსი; კანონპროექტის ძირითადი არსია, სასამართლოს თავმჯდომარეებად ერთი და იმავე პირის ზედიზედ ორჯერ არჩევითობა აკრძალვა, რითაც გადაიჭრება ე.წ. მბრუნავი კარის შემთხვევები სასამართლოს სისტემაში. ამასთან, იუსტიციის უმაღლესი საბჭოსა და სასამართლოს თავმჯდომარის თანამდებობები ერთმანეთისათვის შეუთავსებელი იქნება, რაც გაზრდის მენეჯერულ პოზიციებზე სხვადასხვა მოსამართლეების არჩევის შესაძლებლობას. ამასთან, იუსტიციის უმაღლესი საბჭო გადაწყვეტილებებს მიიღებს ორმაგი 2/3ის უმრავლესობით, რაც დააზღვევს კორპორატივიზმის საფრთხეებს და ხელს შეუწყობს არამოსამართლე წევრთა მეტ ჩართულობას საბჭოს მიერ გადაწყვეტილებების მიღებაში. იცვლება მოსამართლეთა იძულებით ერთი სასამართლოდან მეორეში გადაყვანის წესი და უბრუნდება ის 2021 წლის დეკემბრის მდგომარეობას. აღსანიშნავია ის, რომ ამ მიმართულებით დამატებითი მუშაობა უნდა გაგრძელდეს, რადგანაც ის წესიც კი, რაც მოქმედებდა 2021 წლის დეკემბრამდე არის პრობლემური და საჭიროებს დახვეწას. კანონპროექტით იცვლება სასამართლო აქტების ხელმისაწვდომობის წესი და ახალი წესით კანონი შესაბამისობაში მოვა საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილებასთან. ა.დ) კანონპროექტის კავშირი სამთავრობო პროგრამასთან და შესაბამის სფეროში არსებულ სამოქმედო გეგმასთან, ასეთის არსებობის შემთხვევაში (საქართველოს მთავრობის მიერ ინიცირებული კანონპროექტის შემთხვევაში); აღნიშნული ქვეპუნქტი არ გამოიყენება, რადგანაც ინიციატორი არ არის საქართველოს მთავრობა ა.ე) კანონპროექტის ძალაში შესვლის თარიღის შერჩევის პრინციპი, ხოლო კანონისთვის უკუძალის მინიჭების შემთხვევაში − აღნიშნულის თაობაზე შესაბამისი დასაბუთება; გამომდინარე იქედან, რომ სასწრაფოდ უნდა შესრულდეს რეკომენდაციები, კანონპროექტის დიდი ნაწილი ძალაში შედის გამოქვეყნებისთანავე. რაც შეეხება კანონპროექტის პირველი მუხლის პირველ პუნქტს, ის ძალაში შევა 2023 წლის 1 იანვარს, რათა იუსიციის უმაღლეს საბჭოს ჰქონდეს გონივრული ვადა მიიღოს ამ კანონპროექტის მე-2 მუხლის 1-ლი პუნქტით განსაზღვრულისამართლებრივი აქტები და განახორციელოს სხვა მოქმედებები. კანონპროექტს უკუძალა არ ენიჭება. ა.ვ) კანონპროექტის დაჩქარებული წესით განხილვის მიზეზები და შესაბამისი დასაბუთება (თუ ინიციატორი ითხოვს კანონპროექტის დაჩქარებული წესით განხილვას); კანონპროექტის დაჩქარებული წესით განხილვა მოთხოვნილი არ არის ბ) კანონპროექტის ფინანსური გავლენის შეფასება საშუალოვადიან პერიოდში (კანონპროექტის ამოქმედების წელი და შემდგომი 3 წელი). მასში აღინიშნება: ბ.ა) კანონპროექტის მიღებასთან დაკავშირებით დაფინანსების წყარო; აუცილებელი ხარჯების კანონპროექტით გათვალისწინებული საკითხების დაფინანსების წყაროა სახელმწიფო ბიუჯეტით საერთო სასამართლოების დეპარტამენტისათვის განსაზღვრული ასიგნებები. კანონპროექტის მიღება არ გამოიწვევს დამატებით ხარჯებს სახელმწიფო ბიუჯეტიდან. ბ.ბ) კანონპროექტის გავლენა სახელმწიფო, ავტონომიური რესპუბლიკის რესპუბლიკური ან/და მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილზე; კანონპროექტს გავლენა არ ექნება სახელმწიფო, ავტონომიური რესპუბლიკის რესპუბლიკური ან/და მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილზე ბ.გ) კანონპროექტის გავლენა სახელმწიფო, ავტონომიური რესპუბლიკის რესპუბლიკური ან/და მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ხარჯვით ნაწილზე; იუსტიციის უმაღლეს საბჭოს შეუძლია უკვე არსებული რესურსით შექმნას და აწარმოოს აღრიცხვის ციფრული რეესტრი და ის არ გამოიწვევს დამატებით ხარჯებს, შესაბამისად არ ექნება გავლენა სახელმწიფო, ავტონომიური რესპუბლიკის რესპუბლიკური ან/და მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ხარჯვით ნაწილზე. ბ.დ) სახელმწიფოს ახალი ფინანსური ვალდებულებები, კანონპროექტის გავლენით სახელმწიფოს ან მის სისტემაში არსებული უწყების მიერ მისაღები პირდაპირი ფინანსური ვალდებულებების (საშინაო ან საგარეო ვალდებულებები) მითითებით; კანონპროექტი არ ითვალისწინებს სახელმწიფოს მიერ ახალი ფინანსური ვალდებულებების აღებას ბ.ე) კანონპროექტის მოსალოდნელი ფინანსური შედეგები იმ პირთათვის, რომელთა მიმართაც ვრცელდება კანონპროექტის მოქმედება, იმ ფიზიკურ და იურიდიულ პირებზე გავლენის ბუნებისა და მიმართულების მითითებით, რომლებზედაც მოსალოდნელია კანონპროექტით განსაზღვრულ ქმედებებს ჰქონდეს პირდაპირი გავლენა; კანონპროექტის მიხედვით იკრძალება ერთი და იმავე პირის ზედიზედ ორჯერ დანიშვნა სასამართლოს თავმჯდომარის თანამდებობაზე, აგრეთვე, თუ პირი იკავებდა სასამართლოში კოლეგიის/პალატის თავმჯდომარის პოზიციას, მომდევნო 2 წლის განმავლობაში ის ვეღარ დაიკავებს სხვა სასამართლოში თავმჯდომარის თანამდებობას და აგრეთვე, სასამართლოს თავმჯდომარე 2 წლის განმავლობაში ვერ დაიკავებს რომელიმე სასამართლოში კოლეგიის/პალატის თავმჯდომარის თანამდებობას. აღნიშნულიდან გამომდინარე, ის პირები, რომელთაც შეეხება აღნიშნული რეგულაცია, კანონპროექტით განსაზღვრული დროის პერიოდში ვერ დაინიშნებიან და შესაბამისად ვეღარ მიიღებენ კანონით განსაზღვრულ სახელფასო დანამატს. იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრობა სასამართლოს ან კოლეგიის/პალატის თავმჯდომარის პოსტთან შეუთავსებელი თანამდებობა ხდება, რის გამოც, ის პირები, რომლებიც ერთდროულად იკავებენ, როგორც იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრის პოზიციას, აგრეთვე სასამართლოს კოლეგიის/პალატის თავმჯდომარის თანამდებობას, ვეღარ მიიღებენ ორივე თანამდებობისათვის გათვალისწინებული სახელფასო დანამატს. მოსამართლის მიერ აზრის საჯაროდ გამოთქმა პოლიტიკური ნეიტრალიტეტის პრინციპის დარღვევით აღარ ჩაითვლება დისციპლინურ გადაცდომად, რის გამოც, ასეთ მოსამართლეებს აღარ დაეკისრებით დისციპლინური სახდელი ხელფასის 5%დან 20%-მდე დაქვითვა არაუმეტეს 6 თვის პერიოდზე. ბ.ვ) კანონპროექტით დადგენილი გადასახადის, მოსაკრებლის ან სხვა სახის გადასახდელის (ფულადი შენატანის) ოდენობა შესაბამის ბიუჯეტში და ოდენობის განსაზღვრის პრინციპი; კანონპროექტით არ ადგენს გადასახადს, მოსაკრებელს ან სხვა სახის გადასახდელს ბ1) ბავშვის უფლებრივ მდგომარეობაზე კანონპროექტის ზეგავლენის შეფასება; კანონპროექტს ზეგავლენა არ ექნება ბავშვთა უფლებრივ მდგომარეობაზე გ) კანონპროექტის მიმართება საერთაშორისო სამართლებრივ სტანდარტებთან. მასში აღინიშნება: გ.ა) კანონპროექტის მიმართება ევროკავშირის სამართალთან; კანონპროექტი არ ეწინააღმდეგება ევროკავშირის სამართალს გ.ბ) კანონპროექტის მიმართება საერთაშორისო ორგანიზაციებში საქართველოს წევრობასთან დაკავშირებულ ვალდებულებებთან; კანონპროექტი არ ეწინააღმდეგება საქართველოს ორგანიზაციებში წევრობასთან დაკავშირებულ ვალდებულებებს საერთაშორისო გ.გ) კანონპროექტის მიმართება საქართველოს ორმხრივ და მრავალმხრივ ხელშეკრულებებთან და შეთანხმებებთან, აგრეთვე, ისეთი ხელშეკრულების/შეთანხმების არსებობის შემთხვევაში, რომელსაც უკავშირდება კანონპროექტის მომზადება, − მისი შესაბამისი მუხლი ან/და ნაწილი; კანონპროექტი არ ეწინააღმდეგება საქართველოს ორმხრივ და მრავალმხრივ ხელშეკრულებებსა და შეთანხმებებს. კანონპროექტის მომზადება არ არის დაკავშირებული ასეთ ხელშეკრულებასთან/შეთანხმებასთან. გ.დ) არსებობის შემთხვევაში, ევროკავშირის ის სამართლებრივი აქტი, რომელთან დაახლოების ვალდებულებაც გამომდინარეობს „ერთი მხრივ, საქართველოსა და, მეორე მხრივ, ევროკავშირსა და ევროპის ატომური ენერგიის გაერთიანებას და მათ წევრ სახელმწიფოებს შორის ასოცირების შესახებ შეთანხმებიდან“ ან ევროკავშირთან დადებული საქართველოს სხვა ორმხრივი და მრავალმხრივი ხელშეკრულებებიდან; ასეთი არ არსებობს დ) კანონპროექტის მომზადების პროცესში მიღებული კონსულტაციები. მასში აღინიშნება: დ.ა) სახელმწიფო, არასახელმწიფო ან/და საერთაშორისო ორგანიზაცია/დაწესებულება, ექსპერტი, სამუშაო ჯგუფი, რომელმაც მონაწილეობა მიიღო კანონპროექტის შემუშავებაში, ასეთის არსებობის შემთხვევაში; კანონპროექტის შემუშავების პროცესში, ავტორებმა კონსულტაციები გაიარეს სასამართლო საკითხებზე მომუშავე საზოგადოების წარმომადგენლებთან და დარგის სპეციალისტებთან. ინტენსიური სამოქალაქო დ.ბ) კანონპროექტის შემუშავებაში მონაწილე ორგანიზაციის/დაწესებულების, სამუშაო ჯგუფის, ექსპერტის შეფასება კანონპროექტის მიმართ, ასეთის არსებობის შემთხვევაში; ასეთი არ არსებობს დ.გ) სხვა ქვეყნების გამოცდილება კანონპროექტის მსგავსი კანონების იმპლემენტაციის სფეროში, იმ გამოცდილების მიმოხილვა, რომელიც მაგალითად იქნა გამოყენებული კანონპროექტის მომზადებისას, ასეთი მიმოხილვის მომზადების შემთხვევაში; ასეთი მიმოხილვა არ მომზადებულა ე) კანონპროექტის ავტორი; ანა ნაცვლიშვილი, სალომე სამადაშვილი, დავით უსუფაშვილი, შალვა შავგულიძე, პაატა მანჯგალაძე, ხატია დეკანოიძე, თამარ კორძაია. ვ) კანონპროექტის ინიციატორი. საქართველოს პარლამენტის წევრები: ანა ნაცვლიშვილი, სალომე სამადაშვილი, დავით უსუფაშვილი, შალვა შავგულიძე, პაატა მანჯგალაძე, ხატია დეკანოიძე, თამარ კორძაია.