„უცხოელთა და მოქალაქეობის არმქონე პირთა სამართლებრივი მდგომარეობის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილებების შეტანის თაობაზე“
📋 განხილვის ეტაპები
ბიუროზე განხილული დოკუმენტი (1)
ბიუროზე განხილული დოკუმენტი (2)
ბიუროზე განხილული დოკუმენტი (3)
ბიუროზე განხილული დოკუმენტი (4)
ბიუროზე განხილული დოკუმენტი (5)
ბიუროზე განხილული დოკუმენტი (6)
ბიუროზე განხილული დოკუმენტი (7)
🏛️ კომიტეტები
- იურიდიულ საკითხთა კომიტეტი წამყვანი კომიტეტი
- თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა
- საგარეო ურთიერთობათა კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა
📑 დასკვნები
📅 დამატებითი ინფორმაცია
ბიუროზე განხილვის თარიღი 2022-10-10
ბიუროს ნომერი 188
📜 ტექსტი
საქართველოს კანონის პროექტი
პროექტი
საქართველოს კანონი
„უცხოელთა და მოქალაქეობის არმქონე პირთა სამართლებრივი მდგომარეობის
შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილებების შეტანის თაობაზე
მუხლი 1. „უცხოელთა და მოქალაქეობის არმქონე პირთა სამართლებრივი
მდგომარეობის შესახებ“ საქართველოს კანონში (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე
(www.matsne.gov.ge), 17.03.2014,
სარეგისტრაციო კოდი 010120000.05.001.017356)
შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:
1. მე-2 მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის „ფ“ ქვეპუნქტი:
„ფ) არასამშვიდობო სიმბოლიკა- ისეთი სიმბოლიკა, რომელიც დაკავშირებულია
კომუნისტურ ან/და ფაშისტურ ტოტალიტარულ იდეოლოგიასთან და გამოხატავს ამ
ტოტალიტარულ რეჟიმს; აგრეთვე სიმბოლიკა, რომელიც დაკავშირებულია რუსეთის
ფედერაციის მიერ 2022 წელს უკრაინაში განხორციელებულ სამხედრო აგრესიასთან
და გამოხატავს ამ აგრესიას.“.
2. კანონს დაემატოს შემდეგი შინაარსის 711 მუხლი:
„მუხლი 711. რუსეთის ფედერაციის, როგორც სამხედრო ოკუპაციის
განმახორციელებელი სახელმწიფოს, მოქალაქეებისთვის საქართველოში შემოსვლის
განსაკუთრებული რეჟიმი
1. რუსეთის ფედერაციის, როგორც სამხედრო ოკუპაციის განმახორციელებელი
სახელმწიფოს, მოქალაქეებისთვის მოქმედებს საქართველოში შემოსვლის ამ კანონით
გათვალისწინებული წესები, თუ ამ მუხლით სხვა რამ არ არის დადგენილი.
2. რუსეთის ფედერაციის
ესაჭიროებათ ვიზა.
3.
ამ
მუხლის
გათავისუფლებულია:
მე-2
მოქალაქეებს
პუნქტით
საქართველოში
შემოსასვლელად
გათვალისწინებული
მოთხოვნისაგან
ა) პირი, რომელიც გავიდა საქართველოს მოქალაქეობიდან;
ბ) პირი,
რომელმაც დაკარგა საქართველოს მოქალაქეობა „საქართველოს
მოქალაქეობის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 21-ე მუხლის პირველის
პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული საფუძვლით;
ბ) პირი, რომლის ოჯახის წევრი ან ნათესავი არის საქართველოს მოქალაქე და
იმყოფება საქართველოში.
4.
რუსეთის ფედერაციის მოქალაქეებზე
ტურისტული ვიზა (C1 და C2
კატეგორიის) გაიცემა მხოლოდ საქართველოს სახელმწიფო საზღვარზე არსებულ
საერთაშორისო მიმოსვლისათვის გახსნილ სასაზღვრო გამტარ პუნქტში,
ინსპექტირების
შედეგად,
საქართველოს
შინაგან
საქმეთა
სამინისტროს
უფლებამოსილი ორგანოს მიერ. ამ შემთხვევაში გაიცემა მხოლოდ ერთჯერადი
მოკლევადიანი ვიზა, რუსეთის ფედერაციის მოქალაქის მიერ სავიზო განაცხადში
მითითებული დღეების რაოდენობის შესაბამისად, მაგრამ არა უმეტეს 30
კალენდარული დღისა.
5. რუსეთის ფედერაციის მოქალაქეს საქართველოში შემოსვლაზე უარი უნდა
ეთქვას, თუ:
ა) ის წერილობით არ დაადასტურებს, რომ აღიარებს საქართველოს ტერიტორიულ
მთლიანობას და რომ საქართველოს ტერიტორიის „ოკუპირებული ტერიტორიების
შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული ტერიტორიები ოკუპირებულია
რუსეთის ფედერაციის მიერ;
ბ) საქართველოში შემოსვლისას, მის კუთვნილ ნივთებზე ან სატრანსპორტო
საშუალებაზე გამოსახულია არასამშვიდობო სიმბოლიკა;
გ) საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ სხვა შემთხვევებში.“.
მუხლი 2. ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
საქართველოს პრეზიდენტი
სალომე ზურაბიშვილი
განმარტებითი ბარათი
განმარტებითი ბარათი
საქართველოს კანონის პროექტზე „უცხოელთა და მოქალაქეობის არმქონე პირთა
სამართლებრივი მდგომარეობის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილებების
შეტანის თაობაზე
ა) ზოგადი ინფორმაცია კანონპროექტის შესახებ:
ა.ა) კანონპროექტის მიღების მიზეზი:
ა.ა.ა) პრობლემა, რომლის გადაჭრასაც მიზნად ისახავს კანონპროექტი:
2022 წლის 24 თებერვალს რუსეთის ფედერაციის მიერ უკრაინაში დაწყებულმა
სრულმასშტაბიანმა ომმა ახალი გამოწვევების წინაშე დააყენა მსოფლიო
გეოპოლიტიკური არქიტექტურა და ბუნებრივია, რეგიონის უსაფრთხოების რეჟიმიც.
საქართველო, რომელმაც რუსული სამხედრო აგრესია 2008 წელს საკუთარ თავზე
გამოსცადა, განსაკუთრებულ მდგომარეობაში იმყოფება: სამწუხაროდ, რუსეთის
ფედერაციის აგრესია არ ამოწურულა საქართველოს საერთაშორისოდ აღიარებულ
ტერიტორიაზე სამხედრო მოქმედებების განხორციელებით და მან განგრძობითი
ხასიათი შეიძინა, „მცოცავი ოკუპაციის“ თუ ჰიბრიდული ომის სხვადასხვა
ელემენტების სახით, რომელთა მეშვეობითაც რუსეთის ფედერაცია, პრაქტიკულად
ყოველდღიურად ხელყოფს საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობასა და
სუვერენიტეტს. შესაბამისად, საქართველო რჩება რუსეთის ფედერაციის
იმპერიალისტური ინტერესების ორბიტაზე.
მიუხედავად ოკუპაციისა, საქართველოს აქვს ეკონომიკური და კულტურული
ურთიერთობები დამყრობელ სახელმწიფოსთან. რუსეთში მცხოვრებ ჩვენს
ათიათასობით თანამემამულეს მნიშვნელოვანი წვლილი შეაქვს ქართულ
ეკონომიკაში. ასევე დიდია ტურიზმის შედეგად დაგენერირებული შემოსავალი.
ჩამოთვლილი გარემოებების მნიშვნელობა ძალზედ მასშტაბურია, თუმცა
გასათვალისწინებელია ისიც, რომ რაციონალური პოლიტიკისა და
კონტროლის
ქმედითი მექანიზმების გარეშე, დადებითი ფაქტორებიც პოლიტიკური, ეკონომიკური
და სოციალური დესტაბილიზაციის ფაქტორებად შეიძლება იქცეს.
საქართველოს ეროვნული უსაფრთხოების კონცეფციის მიხედვით, „რუსეთის
ფედერაციის მიერ სახელმწიფოთა სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის
პატივისცემის
პრინციპების
უგულებელყოფა,
ასევე
ევროპული
და
ევროატლანტიკური უსაფრთხოების არქიტექტურის შეცვლისა და „გავლენის
სფეროების“ პრინციპის აღდგენისკენ მიმართული მცდელობები საშიშროებას უქმნის
არა მარტო საქართველოს, არამედ რუსეთის ფედერაციის მეზობელი ყველა სხვა
სახელმწიფოს და მთლიანად ევროპის უსაფრთხოებას... რუსეთის ფედერაციის
მთავარი მიზანია საქართველოს არშემდგარ სახელმწიფოდ ქცევა, მისი ევროპული და
ევროატლანტიკური არჩევნის რეალიზაციისთვის ხელის შეშლა და ქვეყნის რუსულ
ორბიტაზე ძალით დაბრუნება.“ ისტორიული გამოცდილება, მათ შორის, უახლესი
წარსულიდან, ცხადყოფს, რომ რუსული იმპერიალიზმის იდეის რევიტალიზაციის
პროცესში, რუსეთის ფედერაციის მოქმედებათა არსენალში სხვადასხვა მექანიზმია,
რომელიც,
ძალადობრივი
მეთოდების
გარდა,
აგრეთვე
გულისხმობს
პროვოკაციებისთვის პლაცდარმების შექმნას და შესაძლო სამხედრო აგრესიისთვის
ნიადაგის მომზადებას. შესაბამისად, საქართველოს კომპეტენტურ ორგანოებს
განსაკუთრებული ყურადღება მართებთ რუსეთის ფედერაციის მოქალაქეთა
საქართველოში შემოსვლის კონტროლთან მიმართებაში.
დღევანდელი მდგომარეობით, რუსეთის ფედერაცია იმ ქვეყნების ჩამონათვალშია,
რომელთა მოქალაქეებსაც საქართველოში უვიზოდ შემოსვლა შეუძლიათ.
საქართველოს მთავრობის 2015 წლის 5 ივნისის N 255 დადგენილების თანახმად,
რუსეთის ფედერაციის მოქალაქეები საქართველოში უვიზოდ შემოსვლისა და 1 წლის
ვადით ყოფნის უფლებით სარგებლობენ. ამგვარი ლიბერალური მიდგომა და ბოლო
პერიოდში გაზრდილი ვიზიტორების ნაკადი ლოგიკურად არის მომეტებული
საფრთხეების შემცველი. ამიტომაც, მნიშვნელოვანია რეგულაციების გამკაცრება.
მართალია, „უცხოელთა და მოქალაქეობის არმქონე პირთა სამართლებრივი
მდგომარეობის შესახებ“ საქართველოს კანონი არ აწესრიგებს კონკრეტულ
სახელმწიფოს მოქალაქეებთან მიმართებაში საქართველოში შემოსვლის საკითხებს.
თუმცა, ქართული კანონმდებლობა რუსეთის ფედერაციის, როგორც სამხედრო
ოკუპაციის განმახორციელებელი სახელმწიფოს (როგორც ის მოხსენიებულია
„ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ“ საქართველოს კანონში) მიმართ
განსაკუთრებულ
პირობებს
იცნობს.
შესაბამისად,
სამხედრო
ოკუპაციის
განმახორციელებელი სახელმწიფოს მოქალაქეებისთვის სამხედრო ოკუპაციის
მსხვერპლ სახელმწიფოში შემოსვლაზე სპეციალური სამართლებრივი რეჟიმის
დაწესება, სამართლებრივად გამართლებული და პოლიტიკურად მიზანშეწონილი
ზომაა. ამასთან, ცვლილებები ითვალისწინებს გამონაკლის შემთხვევებს იმ
პირებისთვის, ვისაც განსაკუთრებული კავშირები აქვს საქართველოსთან.
შესაბამისად, განეიტრალებული იქნება ყველა ის უარყოფითი შედეგი, რაც
გამკაცრებულ
რეგულაციებს
რუსული
პასპორტის
მფლობელი
ჩვენი
თანამემამულეებისთვის, საქართველოსთან განსაკუთრებულად დაკავშირებული
პირებისთვის ან მათი ოჯახის წევრებისა თუ ნათესავებისთვის შეიძლება ჰქონდეს.
ა.ა.ბ.) არსებული პრობლემის გადასაჭრელად კანონპროექტის მიღების აუცილებლობა:
ქვეყანაში რუსეთის ფედერაციის მოქალაქეთა დიდი რაოდენობით შემოდინება
წარმოქმნის საფრთხეებს, რისკებსა და გამოწვევებს, რომელიც დროულ და ადეკვატურ
რეაგირებას საჭიროებს. 2022 წელს, წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით,
საქართველოში ბინადრობის უფლების მისაღებად რუსეთის ფედერაციის
მოქალაქეების მიმართვიანობა 54%-ით არის გაზრდილი. 2022 წლის 21 სექტემბერს,
რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტის მიერ გამოცხადებული „ნაწილობრივი
მობილიზაცია“ დამატებითი იმპულსი აღმოჩნდა რუსეთის ფედერაციის უამრავი
მოქალაქისთვის,
შემოსულიყვნენ
საქართველოში.
თვალსაჩინოებისთვის:
მობილიზაციის გამოცხადებიდან სულ რამდენიმედღიან მონაკვეთში, 21-26
სექტემბრის პერიოდში საქართველოში შემოვიდა რუსეთის ფედერაციის 53136
მოქალაქე, ხოლო გავიდა 34990. სხვაობა ქვეყნიდან გამსვლელ და შემომსვლელ პირთა
შორის მკვეთრად გაიზარდა. შესაბამისად, ზრდადია „ა.ა.ა“ ქვეპუნქტში
ჩამოყალიბებული რისკების დონე, რომლებიც სასწრაფო ნაბიჯების გადადგმას
საჭიროებს, რაც შესაბამისი სამართლებრივი საფუძვლის შექმნაში გამოიხატება.
ა.ბ) კანონპროექტის მოსალოდნელი შედეგები:
კანონპროექტის მიღება შესაბამისი უწყებებისთვის შექმნის სამართლებრივ
საფუძველს, რომ მოახდინონ
სამხედრო ოკუპაციის განმახორციელებელი
სახელმწიფოს მოქალაქეების ქვეყანაში შემოდინების ეფექტური ფილტრაცია. სავიზო
რეჟიმის შემოღებით, შემცირდება პოტენციური პროვოკაციისა თუ დივერსიის
განმახორციელებელი
პირებისთვის
შესაბამისი
ნიადაგის
მომზადებასთან
დაკავშირებული რისკები. მოკლევადიანი ტურისტული ვიზების სასაზღვრო გამტარ
პუნქტზე გაცემას ექნება მნიშვნელოვანი პრევენციული ეფექტი. ამასთან,
კანონმდებლობით გათვალისწინებულ ვიზის სხვა კატეგორიებს სპეციალური
სამართლებრივი რეჟიმი არ შეეხება.
შეზღუდვები არ შეეხებათ პირებს, რომლებიც ფლობენ რუსეთის ფედერაციის
მოქალაქეობას, მაგრამ ჰქონდათ საქართველოს მოქალაქეობა (გარდა იმ პირებისა,
რომელთაც საქართველოს მოქალაქეობა შეუწყდათ შესაბამისი ნებართვის გარეშე სხვა
ქვეყნის სამხედრო, პოლიციისა და უშიშროების სამსახურში შესვლის გამო ან ვისაც
საქართველოს მოქალაქეობა მოპოვებული ჰქონდა ყალბი საბუთების საფუძველზე).
ისტორიულ სამშობლოში შემოსვლა კვლავ შეუფერხებლად შეეძლებათ იმ პირებს,
რომლებიც არ ფლობდნენ საქართველოს მოქალაქეობას, მაგრამ საქართველოში ჰყავთ
საქართველოს მოქალაქე ოჯახის წევრი (მეუღლე, არასრულწლოვანი შვილი,
მეურვეობის ან მზრუნველობის ქვეშ ან/და სრულ კმაყოფაზე მყოფი
არასრულწლოვანი, მხარდაჭერის მიმღები ან შრომისუუნარო პირი) ან ნათესავი
(მეუღლე, შვილი, მშობელი, და, ძმა, პაპა, ბებია, შვილიშვილი).
ა.გ) კანონპროექტის ძირითადი არსი:
კანონპროექტით, რუსეთის ფედერაციის, როგორც სამხედრო ოკუპაციის
განმახორციელებელი სახელმწიფოს მოქალაქეებისთვის, წესდება სავიზო რეჟიმი.
ზოგადი წესისგან განსხვავებით, ტურისტული ვიზის (C1 და C2 კატეგორიის) აღება
შესაძლებელი იქნება მხოლოდ საქართველოს სახელმწიფო საზღვარზე არსებულ
საერთაშორისო მიმოსვლისათვის გახსნილ სასაზღვრო გამტარ პუნქტში,
ინსპექტირების
შედეგად,
საქართველოს
შინაგან
საქმეთა
სამინისტროს
უფლებამოსილი
ორგანოს
მიერ.
ზოგადი
წესი
კანონმდებლობით
გათვალისწინებული სხვა კატეგორიის ვიზის მიღებისთვის უცვლელი რჩება.
საკანონმდებლო შეზღუდვებისგან თავისუფლდებიან პირები, რომლებიც, მართალია
ფლობენ რუსეთის ფედერაციის მოქალაქეობას, მაგრამ ჰქონდათ საქართველოს
მოქალაქეობა და გავიდნენ მოქალაქეობიდან ან დაკარგეს იგი (გარდა იმ პირებისა,
რომელთაც საქართველოს მოქალაქეობა შეუწყდათ შესაბამისი ნებართვის გარეშე სხვა
ქვეყნის სამხედრო, პოლიციისა და უშიშროების სამსახურში შესვლის გამო ან ვისაც
საქართველოს მოქალაქეობა მოპოვებული ჰქონდა ყალბი საბუთების საფუძველზე).
პროექტით, რუსეთის ფედერაციის მოქალაქემ საქართველოში შემოსვლამდე
წერილობით უნდა დაადასტუროს, რომ აღიარებს საქართველოს ტერიტორიულ
მთლიანობას და რომ საქართველოს ტერიტორიის „ოკუპირებული ტერიტორიების
შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული ტერიტორიები ოკუპირებულია
რუსეთის ფედერაციის მიერ. ეს დანაწესი მნიშვნელოვანი ფილტრი იქნება ისეთი
ადამიანების საქართველოში შემოსვლის თავიდან ასაცილებლად, რომელთათვისაც
პრობლემას წარმოადგენს თავისი ქვეყნის, როგორც სამხედრო ოკუპაციის
განმახორციელებელი, აგრესორი სახელმწიფოს აღიარება და საქართველოს
ტერიტორიული მთლიანობისადმი პატივისცემის გამოხატვა.
საქართველოში შემოსვლაზე უარი ეთქმება პირს, რომლის კუთვნილ ნივთებზე ან
სატრანსპორტო
საშუალებაზე
გამოსახულია
არასამშვიდობო
სიმბოლიკა.
„არასამშვიდობო სიმბოლიკის“ ლეგალური დეფინიცია თავად პროექტშივეა
მოცემული და გულისხმობს ისეთ სიმბოლიკას, რომელიც დაკავშირებულია
კომუნისტურ და/ან ფაშისტურ ტოტალიტარულ იდეოლოგიასთან და გამოხატავს ამ
ტოტალიტარულ რეჟიმს; აგრეთვე სიმბოლიკას, რომელიც დაკავშირებულია რუსეთის
ფედერაციის მიერ 2022 წელს უკრაინაში განხორციელებულ სამხედრო აგრესიასთან
და გამოხატავს ამ აგრესიას. ამ უკანასკნელში იგულისხმება რუსული აგრესიის
სიმბოლოდ ქცეული ლათინური ასოების Z-ისა და V-ს გრაფიკული გამოსახვა.
ა.დ) კანონპროექტის კავშირი სამთავრობო პროგრამასთან და შესაბამის სფეროში
არსებულ სამოქმედო გეგმასთან, ასეთის არსებობის შემთხვევაში (საქართველოს
მთავრობის მიერ ინიციირებული კანონპროექტის შემთხვევაში):
აღნიშნული ქვეპუნქტი არ ვრცელდება წარმოდგენილ პროექტთან მიმართებით.
ა.ე) კანონპროექტის ძალაში შესვლის თარიღის შერჩევის პრინციპი, ხოლო კანონისთვის
უკუძალის მინიჭების შემთხვევაში - აღნიშნულის თაობაზე შესაბამისი დასაბუთება:
საკითხის
შინაარსიდან
გამომდინარე,
კანონი
ძალაში
უნდა
შევიდეს
ამოქმედებისთანავე.
უკუძალის
მინიჭების
საკითხს
კანონპროექტი
არ
ითვალისწინებს.
ა.ვ) კანოპროექტის დაჩქარებული წესით განხილვის მიზეზები და შესაბამისი
დასაბუთება (თუ ინიციატორი ითხოვს კანონპროექტის დაჩქარებული წესით
განხილვას):
პრობლემის სიმწვავიდან და იმ საფრთხეებიდან გამომდინარე, რომელიც გახდა
კანონპროექტის შემუშავების მიზეზი, კანონპროექტი განხილული უნდა იქნეს
დაჩქარებული წესით. ყოველდღიურად მზარდია რუსეთის ფედერაციის იმ
მოქალაქეთა რაოდენობა, რომლებიც კვეთენ საქართველოს სახელმწიფო საზღვარს.
გამომდინარე
აქედან,
აუცილებელია
კანონპროექტის
განხილვა
მოხდეს
დაჩქარებული წესით.
ბ) კანონის პროექტის ფინანსური გავლენის შეფასება საშუალოვადიან პერიოდში
(კანონპროექტის ამოქმედების წელი და შემდგომი 3 წელი):
ბ.ა) კანონის პროექტის მიღებასთან დაკავშირებით აუცილებელი ხარჯების
დაფინანსების წყარო:
კანონის პროექტის მიღებასთან დაკავშირებით აუცილებელი ხარჯების დაფინანსების
წყაროა საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროსათვის გამოყოფილი საბიუჯეტო
ასიგნებები
ბ.ბ) კანონის პროექტის გავლენა სახელმწიფო, ავტონომიური რესპუბლიკის
რესპუბლიკური ან/და მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილზე:
კანონის პროექტის მიღების შემდეგ, რუსეთის ფედერაციის მოქალაქეთა ნაწილს
საქართველოს სახელმწიფო საზღვრის კვეთის უფლებისათვის, მოუწევთ
საქართველოს ვიზის აღება, რაც გამოიწვევს მათი მხრიდან სავიზო მოსაკრებლის
გადახდის ვალდებულებას. საიმიგრაციო, ორდინალური და ტრანზიტული ვიზის
გაცემისათვის, სავიზო მოსაკრებლის ოდენობაა 20 ამერიკული დოლარი,1 რომლის
ექვივალენტი ლარში უნდა იქნეს გადახდილი საქართველოს კანონმდებლობით
განსაზღვრული წესით. საკონსულო მოსაკრებელი მიემართება სახელმწიფო
ბიუჯეტში.
ბ.გ) კანონის პროექტის გავლენა სახელმწიფო, ავტონომიური რესპუბლიკის
რესპუბლიკური ან/და მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ხარჯვით ნაწილზე:
კანონპროექტის მიღებას ექნება გავლენა სახელმწიფო ბიუჯეტის ხარჯვით ნაწილზე.
კერძოდ, იმის ფონზე, რომ გაზრდილია რუსეთის ფედერაციიდან საქართველოში
შემომსვლელთა რაოდენობა, საზღვარზე საჭირო იქნება მომსახურე პერსონალის
რაოდენობის ზრდა, რათა უზრუნველყოფილ იქნას ვიზის გაცემა. აღნიშნული
განხორციელდება შინაგან საქმეთა სამინისტროს არსებული რესურსების ფარგლებში.
ბ.დ) სახელმწიფოს ახალი ფინანსური ვალდებულებები, კანონის პროექტის გავლენით
სახელმწიფოს ან მის სისტემაში არსებული უწყების მიერ მისაღები პირდაპირი
ფინანსური ვალდებულებების (საშინაო ან საგარეო ვალდებულებები) მითითებით:
კანონპროექტის
მიღება
ვალდებულებებს.
არ
წარმოშობს
სახელმწიფოს
ახალ
ფინანსურ
ბ.ე) კანონის პროექტის მოსალოდნელი ფინანსური შედეგები იმ პირთათვის, რომელთა
მიმართაც ვრცელდება კანონის პროექტის მოქმედება, იმ ფიზიკურ და იურიდიულ
პირებზე გავლენის ბუნებისა და მიმართულების მითითებით, რომლებზედაც
მოსალოდნელია კანონის პროექტის განსაზღვრულ ქმედებებს ჰქონდეს პირდაპირი
გავლენა:
კანონპროექტის მიღება შესაძლოა ფინანსური გავლენა იქონიოს იმ პირებზე,
რომელთა მიმართ გავრცელდება კანონპროექტის მოქმედება. კერძოდ, რუსეთის
ფედერაციის იმ მოქალაქეებს, რომელთაც სურთ საქართველოს სახელმწიფო
საზღვრის კვეთა, მოუწევთ სავიზო მოსაკრებლის 20 ამერიკული დოლარის
ექვივალენტი ლარში გადახდა საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით
შესაბამისად.
ბ.ვ) კანონპროექტით დადგენილი გადასახადის, მოსაკრებლის ან სხვა სახის
გადასახდელის (ფულადი შენატანის) ოდენობა შესაბამის ბიუჯეტში და ოდენობის
განსაზღვრის პრინციპი:
რუსეთის ფედერაციის იმ მოქალაქეებს, რომელთაც ეხება ეს კანონპროექტი, მოუწევთ
სავიზო მოსაკრებლის, 20 ამერიკული დოლარის ექვივალენტი ლარში გადახდა.
1
https://matsne.gov.ge/document/view/1042331?publication=6
ბ1) ბავშვის უფლებრივ მდგომარეობაზე კანონპროექტის გავლენის შეფასება:
კანონპროექტი არ ახდენს გავლენას ბავშვის უფლებრივ მდგომარეობაზე.
გ) კანონპროექტის მიმართება საერთაშორისიო სამართლებრივ სტანდარტებთან:
გ.ა) კანონპროექტის მიმართება ევროკავშირის სამართალთან:
კანონის პროექტი არ ეწინააღმდეგება ევროკავშირის სამართალს.
გ.ბ) კანონპროექტის მიმართება საერთაშორისო ორგანიზაციებში საქართველოს
წევრობასთან დაკავშირებულ ვალდებულებებთან:
კანონპროექტი არ ეწინააღმდეგება საერთაშორისო ორგანიზაციებში საქართველოს
წევრობასთან დაკავშირებულ ვალდებულებებს.
გ.გ) კანონპროექტის მიმართება საქართველოს ორმხრივ და მრავალმხრივ
ხელშეკრულებებთან
და
შეთანხმებებთან,
აგრეთვე
ისეთი
ხელშეკრულების/შეთანხმების არსებობის შემთხვევაში, რომელსაც უკავშირდება
კანონპროექტის მომზადება, -მისი შესაბამისი მუხლი ან/და ნაწილი:
კანონპროექტი არ ეწინააღმდეგება საქართველოს ორმხრივ და მრავალმხრივ
ხელშეკრულებებსა და შეთანხმებებს. კანონპროექტის მომზადება არ არის
დაკავშირებული ასეთ ხელშეკრულებასთან/შეთანხმებასთან.
გ.დ) არსებობის შემთხვევაში, ევროკავშირის ის სამართლებრივი აქტი, რომელთან
დაახლოების ვალდებულებაც გამომდინარეობს „ერთი მხრივ, საქართველოსა და, მეორე
მხრივ, ევროკავშირსა და ევროპის ატომური ენერგიის გაერთიანებას და მათ წევრ
სახელმწიფოებს შორის ასოცირების შესახებ შეთანხმებიდან“ ან ევროკავშირთან
დადებული საქართველოს სხვა ორმხრივი ან მრავალმხრივი ხელშეკრულებიდან:
ასეთი არ არსებობს.
დ) კანონპროექტის მომზადების პროცესში მიღებული კონსულტაციები:
დ.ა) სახელმწიფო, არასახელმწიფო ან/და საერთაშორისო ორგანიზაცია/დაწესებულება,
ექსპერტი, სამუშაო ჯგუფი, რომლებმაც მონაწილეობა მიიღო კანონპროექტის
შემუშავებაში, ასეთი არსებობის შემთხვევაში:
ასეთი არ არსებობს.
დ.ბ) კანონპროექტის შემუშავებაში მონაწილე ორგანიზაციის (დაწესებულების),
სამუშაო ჯგუფის, ექსპერტის შეფასება კანონპროექტის მიმართ, ასეთი არსებობის
შემთხვევაში:
ასეთი არ არსებობს.
დ.გ) სხვა ქვეყნების გამოცდილება კანონპროექტის მსგავსი კანონების იმპლემენტაციის
სფეროში, იმ გამოცდილების მიმოხილვა, რომელიც მაგალითად იქნა გამოყენებული
კანონპროექტის მომზადებისას, ასეთი მიმოხილვის მომზადების შემთხვევაში;
ასეთი მიმოხილვა არ მომზადებულა.
ე)კანონპროექტის ავტორი:
ანა ნაცვლიშვილი, შალვა შავგულიძე, სალომე სამადაშვილი, დავით უსუფაშვილი.
ვ) კანონპროექტის ინიციატორი:
საქართველოს პარლამენტის წევრები: ანა ნაცვლიშვილი, შალვა შავგულიძე, სალომე
სამადაშვილი, დავით უსუფაშვილი.