„დეოლიგარქიზაციის შესახებ“

საქართველოს კანონის პროექტი მიღებულია
ინიცირების თარიღი
05.10.2022
ავტორი
ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის საქართველოსთვის მისანიჭებლად განსახორციელებელი შესაბამისი საკანონმდებლო ცვლილებების მომზადების („დეოლიგარქიზაციის“ საკითხზე კანონპროექტის შემუშავების) მიზნით იურიდიულ საკითხთა კომიტეტის მიერ შექმნილი სამუშაო ჯგუფი
ინიციატორი
საქართველოს პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტი
ნომერი
#07-3/254/10
წყარო

📦 საკანონმდებლო პაკეტი

📋 განხილვის ეტაპები

ინიციირებული ვარიანტი
იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომაზე განხილული დოკუმენტი (2)
I მოსმენა
✓ 80 ✗ 9
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (1)
იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომაზე განხილული დოკუმენტი (3)
II მოსმენა (1)
✓ 76 ✗ 6
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (2)
იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომაზე განხილული დოკუმენტი (4)
III მოსმენა (1)
იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომაზე განხილული დოკუმენტი (5)
II მოსმენა (2)
✓ 81 ✗ 2
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (3)
ბიუროზე განხილული დოკუმენტი
იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომაზე განხილული დოკუმენტი (6)
III მოსმენა (2)
✓ 3 ✗ 2
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (4)

🏛️ კომიტეტები

  • იურიდიულ საკითხთა კომიტეტი წამყვანი კომიტეტი

📅 დამატებითი ინფორმაცია

კომიტეტზე განხილვის თარიღი 2022-10-03
კომიტეტის სხდომის ნომერი 105

📜 ტექსტი

დღის წესრიგი
იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომა 2022 წლის 3 ოქტომბერი, 20:00 საათი საქართველოს პარლამენტი ქ. თბილისი, რუსთაველის გამზირი 8 პირველი რესპუბლიკის დარბაზი (C კორპუსი, III სართული) დღის წესრიგი 1. საქართველოს პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარმოდგენილი საქართველოს ორგანული კანონების პროექტები: „საქართველოს ორგანულ კანონში „საქართველოს საარჩევნო კოდექსი“ ცვლილების შეტანის შესახებ“ და „მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანებების შესახებ“ საქართველოს ორგანულ კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ (07-3/241; 21.09.2022) I მოსმენა; 2. ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის საქართველოსთვის მისანიჭებლად განსახორციელებელი შესაბამისი საკანონმდებლო ცვლილებების მომზადების („დეოლიგარქიზაციის“ საკითხზე კანონპროექტის შემუშავების) მიზნით იურიდიულ საკითხთა კომიტეტის მიერ შექმნილი სამუშაო ჯგუფის მუშაობის შედეგების შესახებ ინფორმაციის მოსმენა; 3. ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის საქართველოსთვის მინიჭების მიზნით „დეოლიგარქიზაციის“ საკითხზე მომზადებული საკანონმდებლო ცვლილებების პაკეტის საქართველოს პარლამენტისთვის საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარდგენა.
ოქმი
იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომის ოქმი ოქმი N105 03.10.2022 სხდომას უძღვებოდა: ანრი ოხანაშვილი - იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე; სხდომის მდივანი: ნია ლეჟავა - აპარატის თანამშრომელი; სხდომას ესწრებოდნენ იურიდიულ საკითხთა კომიტეტის წევრები: ანრი ოხანაშვილი, დავით მათიკაშვილი, რატი იონათამიშვილი, გიორგი ამილახვარი, ალუდა ღუდუშაური, ალექსანდრე ტაბატაძე, ნინო იობაშვილი, მიხეილ სარჯველაძე, ირაკლი შატაკიშვილი, გივი მიქანაძე, გურამ მაჭარაშვილი, პაატა მანჯგალაძე, იაგო ხვიჩია, ფრიდონ ინჯია, მიხეილ დაუშვილი. სხდომა გახსნა კომიტეტის თავმჯდომარემ, ანრი ოხანაშვილმა. მან დაადასტურა სხდომის უფლებამოსილებისთვის საჭირო კვორუმის არსებობა და კომიტეტის წევრებს გააცნო სხდომის დღის წესრიგი. კომიტეტის წევრებმა მხარი დაუჭირეს კომიტეტის სხდომის დღის წესრიგს. სხდომის დღის წესრიგი 1. საქართველოს პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარმოდგენილი საქართველოს ორგანული კანონების პროექტები: „საქართველოს ორგანულ კანონში „საქართველოს საარჩევნო კოდექსი“ ცვლილების შეტანის შესახებ“ და „მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანებების შესახებ“ საქართველოს ორგანულ კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ (07-3/241; 21.09.2022) I მოსმენა; მომხსენებელი: გივი მიქანაძე, საქართველოს პარლამენტის წევრი 2. ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის საქართველოსთვის მისანიჭებლად განსახორციელებელი შესაბამისი საკანონმდებლო ცვლილებების მომზადების („დეოლიგარქიზაციის“ საკითხზე კანონპროექტის შემუშავების) მიზნით იურიდიულ საკითხთა კომიტეტის მიერ შექმნილი სამუშაო ჯგუფის მუშაობის შედეგების შესახებ ინფორმაციის მოსმენა; 3. ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის საქართველოსთვის მინიჭების მიზნით „დეოლიგარქიზაციის“ საკითხზე მომზადებული საკანონმდებლო ცვლილებების პაკეტის საქართველოს პარლამენტისთვის საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარდგენა. მოისმინეს: საქართველოს პარლამენტის წევრის, გივი მიქანაძის ინფორმაცია საქართველოს პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარმოდგენილ საქართველოს ორგანული კანონების პროექტებზე: „საქართველოს ორგანულ კანონში „საქართველოს საარჩევნო კოდექსი“ ცვლილების შეტანის შესახებ“ და „მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანებების შესახებ“ საქართველოს ორგანულ კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ (07-3/241; 21.09.2022) I მოსმენით. მომხსენებლის ინფორმაციით, „საქართველოს ორგანულ კანონში „საქართველოს საარჩევნო კოდექსი“ ცვლილების შეტანის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის პროექტი ითვალისწინებს საქართველოს საარჩევნო კოდექსში შემდეგ ძირითად ცვლილებებს: − ფართოდ დაინერგება კენჭისყრის ელექტრონული საშუალებების გამოყენებით ჩატარების პრინციპი; კერძოდ, კანონპროექტის თანახმად, საარჩევნო უბანზე მისულ ამომრჩეველთა რეგისტრაციის, ხმის მიცემის, ხმების დათვლისა და შედეგების შემაჯამებელი ოქმის შედგენის პროცედურები ცესკოს განკარგულებით განსაზღვრულ საარჩევნო ოლქებში/საარჩევნო უბნებში განხორციელდება ელექტრონული საშუალებებით. შედეგად, ელექტრონული საშუალებების გამოყენებით ხმის მიცემის უფლებით ისარგებლებს ამომრჩევლის სულ მცირე 70%. იმ საარჩევნო უბნებში კი, სადაც არ იქნება განთავსებული საარჩევნო ბიულეტენების ელექტრონული მთვლელი, საუბნო საარჩევნო კომისია ცესკოს დადგენილებით განსაზღვრული წესით საარჩევნო ბიულეტენების დათვლის პროცესში განახორციელებს საარჩევნო ბიულეტენების ციფრულ ფორმატში გადაყვანას შესაბამისი ელექტრონული მოწყობილობების საშუალებით; საარჩევნო ბიულეტენების ყველა ციფრულ ფორმატში გადაყვანილი ვერსია განთავსდება ინტერნეტსივრცეში საარჩევნო უბნების მიხედვით კენჭისყრის დღიდან არაუგვიანეს მე-3 დღის 10 საათამდე და მათი ინტერნეტსივრცეში გაცნობა შეეძლება ნებისმიერ დაინტერესებულ პირს. − ფართოვდება იმ საუბნო საარჩევნო კომისიების სამოქმედო ტერიტორიების მაქსიმალური ფარგლები, სადაც არჩევნები ელექტრონული საშუალებების გამოყენებით ჩატარდება; კერძოდ, დღეს მოქმედი საკანონმდებლო ნორმების თანახმად, საარჩევნო უბანი იქმნება არანაკლებ 20 და არაუმეტეს 1500 ამომრჩევლისათვის, ხოლო იმ საარჩევნო უბანზე, სადაც ხმას აძლევენ ცალკეული სამხედრო მოსამსახურეები და სპეციალური წოდების მქონე პირები (საქართველოს საარჩევნო კოდექსის 32-ე მუხლის პირველი პუნქტის „დ“ ქვეპუნქტით განსაზღვრული, ამომრჩეველთა სპეციალურ სიაში შეყვანილი ამომრჩევლები), ამომრჩეველთა რაოდენობა 2000-ს არ უნდა აღემატებოდეს; კანონპროექტით კი დგინდება შესაძლებლობა, რომ ის საარჩევნო უბანი, სადაც არჩევნები ელექტრონული საშუალებების გამოყენებით ჩატარდება, 3000-მდე რაოდენობის ამომრჩევლისთვისაც შეიქმნას. − ამომრჩეველს არჩევნებში ხმის მიცემა ეზღუდება საქართველოს მოქალაქის პირადობის არაელექტრონული მოწმობით (კერძოდ, საქართველოს მოქალაქის პირადობის იმ მოწმობით, რომელსაც არ გააჩნია ინფორმაციის ელექტრონული მატარებელი). − ფართოვდება საარჩევნო ბიულეტენების ხელახლა დათვლის (ე. წ. გადათვლის) შემთხვევათა ჩამონათვალი; კერძოდ, დღეს მოქმედი საკანონმდებლო ნორმებისა და საკანონმდებლო ცვლილებით გათვალისწინებული ნორმების თანახმად, საოლქო საარჩევნო კომისია ვალდებული იქნება: ა) გახსნას შესაბამისი საარჩევნო დოკუმენტაცია და ხელახლა დათვალოს კენჭისყრის შედეგები იმ შემთხვევაში, როდესაც საუბნო საარჩევნო კომისიის მიერ შედგენილ კენჭისყრის შედეგების შემაჯამებელ ოქმში, ისე, რომ მას არ ახლავს შესწორების ოქმი, გადასწორებულია საარჩევნო სუბიექტისთვის მიცემულ ხმათა რაოდენობა, არჩევნებში მონაწილე ამომრჩეველთა საერთო რაოდენობა ან/და ბათილად მიჩნეულ საარჩევნო ბიულეტენთა რაოდენობა; ბ) კენჭისყრის დღიდან არაუგვიანეს მე-6 დღისა საარჩევნო ოლქის ტერიტორიაზე არსებული საარჩევნო უბნებიდან შემთხვევითი შერჩევით კომისიის სხდომაზე გამოავლინოს 5 საარჩევნო უბანი, გახსნას ამ საარჩევნო უბნების საუბნო საარჩევნო კომისიებისგან მიღებული პაკეტები და ხელახლა დათვალოს საარჩევნო ბიულეტენები; გ) გახსნას შესაბამისი საარჩევნო დოკუმენტაცია და ხელახლა დათვალოს კენჭისყრის შედეგები იმ შემთხვევაში, როდესაც საუბნო საარჩევნო კომისიის მიერ შედგენილ კენჭისყრის შედეგების შემაჯამებელ ოქმში, ბათილად მიჩნეულ საარჩევნო ბიულეტენების რაოდენობისა და საარჩევნო სუბიექტებისთვის მიცემულ ხმათა რაოდენობის ჯამი 5-ით ან 5-ზე მეტით აღემატება არჩევნებში მონაწილე ამომრჩეველთა საერთო რაოდენობას; დ) გახსნას შესაბამისი საარჩევნო დოკუმენტაცია და ხელახლა დათვალოს კენჭისყრის შედეგები იმ შემთხვევაში, როდესაც საუბნო საარჩევნო კომისიის მიერ შედგენილ კენჭისყრის შედეგების შემაჯამებელ ოქმში, ბათილად მიჩნეულ საარჩევნო ბიულეტენების რაოდენობისა და საარჩევნო სუბიექტებისთვის მიცემულ ხმათა რაოდენობის ჯამი 10ით ან 10-ზე მეტით ნაკლებია არჩევნებში მონაწილე ამომრჩეველთა საერთო რაოდენობაზე. − სავალდებულო ხდება კენჭისყრაში გადასატანი საარჩევნო ყუთის მეშვეობით მონაწილე ამომრჩევლის მარკირება. − არჩევნებში ეტლით მოსარგებლე ამომრჩევლის მონაწილეობის დროებითი წესის მომწესრიგებელი ნორმები, რომლებიც საქართველოს პარლამენტის 2020 წლის და მუნიციპალიტეტის ორგანოთა 2021 წლის არჩევნებში გარდამავალი ნორმების სახით მოქმედებდა, ხდება ძირითადი („მუდმივმოქმედი“) ნორმები და ნებისმიერ არჩევნებში იმოქმედებს. − იცვლება საუბნო საარჩევნო კომისიის ხელმძღვანელ პირთა არჩევის წესი; კერძოდ, დღეს მოქმედი აღნიშნული წესის თანახმად, საუბნო საარჩევნო კომისიის ხელმძღვანელ პირს „შესაბამისი ვაკანტური თანამდებობის წარმოშობის შემდეგ, საუბნო საარჩევნო კომისიის პირველივე სხდომაზე, საუბნო საარჩევნო კომისიის წევრის უფლებამოსილების ვადით, სახელობითი კენჭისყრით, საოლქო საარჩევნო კომისიის მიერ არჩეულ საუბნო საარჩევნო კომისიის წევრთაგან ირჩევს საუბნო საარჩევნო კომისია, იმ პირობით, რომ კანდიდატურას მხარი დაუჭირა, მათ შორის, საოლქო საარჩევნო კომისიის მიერ არჩეულ საუბნო საარჩევნო კომისიის წევრთა უმრავლესობამ. კანდიდატურის წარდგენის უფლება აქვს საუბნო საარჩევნო კომისიის არანაკლებ 2 წევრს.“ კანონპროექტის მიხედვით, საუბნო საარჩევნო კომისიის ხელმძღვანელ პირებს აირჩევს საოლქო საარჩევნო კომისია, საუბნო საარჩევნო კომისიის წევრის არჩევისთვის დადგენილი წესით. − საუბნო საარჩევნო კომისიის წევრისა და ხელმძღვანელი პირისთვის დგინდება დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნა, კერძოდ, კანონპროექტის თანახმად, საუბნო საარჩევნო კომისიის წევრს უნდა ჰქონდეს საუბნო საარჩევნო კომისიის წევრის სერტიფიკატი, ხოლო საუბნო საარჩევნო კომისიის ხელმძღვანელ პირს − საუბნო საარჩევნო კომისიის ხელმძღვანელი პირის სერტიფიკატი; აღნიშნული სერტიფიკატის ქონა არ მოეთხოვებათ უფლებამოსილი პარტიის მიერ დანიშნულ საუბნო საარჩევნო კომისიის წევრს, საუბნო საარჩევნო კომისიის იმ წევრს/ხელმძღვანელ პირს, რომელსაც მინიჭებული აქვს საარჩევნო ადმინისტრაციის მოხელის სერტიფიკატი, გამონაკლის შემთხვევებში შექმნილ საარჩევნო უბნებში ასარჩევ საუბნო საარჩევნო კომისიის წევრს/ხელმძღვანელ პირს, სხვა სახელმწიფოში შექმნილი საუბნო საარჩევნო კომისიის წევრს/ხელმძღვანელ პირს; ცესკოს უფლება აქვს, დადგენილებით განსაზღვროს სხვა შემთხვევებიც, როდესაც საუბნო საარჩევნო კომისიის წევრს/ხელმძღვანელ პირს არ მოეთხოვება შესაბამისი სერტიფიკატის ქონა. − საჯარო სამართლის იურიდიული პირის − საარჩევნო სისტემების განვითარების, რეფორმებისა და სწავლების ცენტრის ფუნქციათა ჩამონათვალს ემატება ცესკოს დადგენილებით განსაზღვრული წესით საუბნო საარჩევნო კომისიის წევრთა და ხელმძღვანელ პირთა სერტიფიცირების ჩატარების ფუნქცია. − ცესკოს უფლებამოსილებათა ჩამონათვალს ემატება სერტიფიკატის (საარჩევნო ადმინისტრაციის მოხელის სერტიფიკატის/საუბნო საარჩევნო კომისიის წევრთა/ხელმძღვანელ პირთა სერტიფიკატის) მფლობელ პირთა მონაცემთა ბაზის წარმოების უფლებამოსილება, ხოლო აღნიშნული ბაზა „პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის მოთხოვნების შესაბამისად დამუშავდება. − დგინდება დამატებითი შეზღუდვები საოლქო საარჩევნო კომისიისა და საუბნო საარჩევნო კომისიის წევრებად პირთა არჩევასთან დაკავშირებით; კერძოდ, აღნიშნული კომისიის წევრად, დღეს მოქმედ შეზღუდვათა გათვალისწინებით, ასევე არ შეიძლება აირჩეს პირი, თუ იგი: ა) ბოლოს ჩატარებული ორი საერთო არჩევნებიდან ან ბოლოს ჩატარებული ორი შუალედური არჩევნებიდან რომელიმე არჩევნების დანიშვნის შემდეგ იყო პარტიის მიერ დანიშნული საარჩევნო კომისიის წევრი, საარჩევნო სუბიექტი ან საარჩევნო სუბიექტის წარმომადგენელი; ან ბ) ბოლოს ჩატარებული საერთო არჩევნების წლის დასაწყისიდან ან ბოლოს ჩატარებული შუალედური არჩევნების წლის დასაწყისიდან იყო რომელიმე პარტიისთვის შემომწირველი. ამასთანავე, კანონპროექტის თანახმად, პარტიების შემომწირველთა შესახებ ინფორმაციის გადამოწმების მიზნით, სახელმწიფო აუდიტის სამსახური ცესკოს უზრუნველყოფს პარტიების შემომწირველთა ელექტრონული მონაცემების ბაზის სათანადო ხელმისაწვდომობისა და გადამოწმების შესაძლებლობით. − დგინდება დამატებითი შეზღუდვები ადგილობრივი დამკვირვებელი ორგანიზაციის ადგილობრივ დამკვირვებლად პირთა მონაწილეობასთან დაკავშირებით; კერძოდ, ადგილობრივი დამკვირვებელი ორგანიზაციის ადგილობრივი დამკვირვებელი, დღეს მოქმედ შეზღუდვათა გათვალისწინებით, ასევე არ შეიძლება იყოს პირი, თუ იგი: ა) ბოლოს ჩატარებული საერთო არჩევნების დანიშვნის შემდეგ ან ბოლოს ჩატარებული შუალედური არჩევნების დანიშვნის შემდეგ იყო პარტიის მიერ დანიშნული საარჩევნო კომისიის წევრი, საარჩევნო სუბიექტი ან საარჩევნო სუბიექტის წარმომადგენელი; ან ბ) ბოლოს ჩატარებული საერთო არჩევნების წლის დასაწყისიდან ან ბოლოს ჩატარებული შუალედური არჩევნების წლის დასაწყისიდან იყო რომელიმე პარტიისთვის შემომწირველი. ამასთანავე, კანონპროექტის თანახმად, პარტიების შემომწირველთა შესახებ ინფორმაციის გადამოწმების მიზნით, სახელმწიფო აუდიტის სამსახური ცესკოს უზრუნველყოფს პარტიების შემომწირველთა ელექტრონული მონაცემების ბაზის სათანადო ხელმისაწვდომობისა და გადამოწმების შესაძლებლობით. − დამკვირვებელ ორგანიზაციებსა და დამკვირვებლებს ენიჭებათ არასაარჩევნო პერიოდში საარჩევნო კომისიის სხდომაზე დასწრების უფლება, ხოლო ამ მიზნით მათი რეგისტრაციის წესი განისაზღვრება ცესკოს დადგენილებით. − წინასაარჩევნო აგიტაციისას და კამპანიისას ადმინისტრაციული რესურსების გამოყენებისას და თანამდებობრივი ან სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებისას კანონით დადგენილი მოთხოვნების დარღვევისთვის განსაზღვრული ჯარიმა 2000 ლარის ოდენობით იცვლება ჯარიმით 2000 ლარიდან 4000 ლარამდე ოდენობით. ამასთანავე, 3 წლამდე იზრდება ამ სამართალდარღვევის ჩადენისთვის პასუხისმგებლობის დაკისრების ვადა. − საარჩევნო კამპანიის ხარჯების შეზღუდვისა და ანგარიშვალდებულების შესახებ კანონით დადგენილ მოთხოვნათა შეუსრულებლობისთვის შესაბამისი პასუხისმგებლობის დაკისრების ვადა 6 წლიდან 3 წლამდე მცირდება. − 100-დან 76-მდე მცირდება საქართველოს პარლამენტის არჩევნებში წარსადგენი პარტიული სიით გათვალისწინებულ პარლამენტის წევრობის კანდიდატთა მინიმალური რაოდენობა. − ნახევრდება მუნიციპალიტეტის წარმომადგენლობითი ორგანოს − საკრებულოს არჩევნებში წარსადგენი პარტიული სიით გათვალისწინებულ კანდიდატთა მინიმალური რაოდენობა. − მუნიციპალიტეტის მერობის კანდიდატისა და მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრობის კანდიდატისთვის დადგენილი ერთ-ერთი მოთხოვნა საქართველოში არანაკლებ 5 წლის ცხოვრების ფაქტის თაობაზე იცვლება საქართველოში არანაკლებ 1 წლით ცხოვრების ფაქტის შესახებ მოთხოვნით. − ზუსტდება ახალარჩეული საუბნო საარჩევნო კომისიის უფლებამოსილების დაწყების ვადა; კერძოდ, კანონპროექტის თანახმად, ახალარჩეული საუბნო საარჩევნო კომისია უფლებამოსილებას იძენს და მის წევრთა უფლებამოსილებები იწყება არჩევნების დღემდე 30-ე დღიდან. − ზუსტდება საუბნო საარჩევნო კომისიის წევრისთვის დისციპლინური პასუხისმგებლობის დაკისრების ან დაკისრებაზე უარის თქმის შესახებ გადაწყვეტილების მიღების ვადა; კერძოდ, კანონპროექტის თანახმად, აღნიშნული გადაწყვეტილება მიიღება შესაბამისი განცხადების/საჩივრის წარდგენიდან 15 კალენდარული დღის ვადაში. − ზუსტდება საარჩევნო უბანში კენჭისყრის პროცედურის დარღვევის შესახებ განცხადების/საჩივრის წარდგენისა და განხილვის ცალკეული ვადები, აგრეთვე საუბნო საარჩევნო კომისიის/საუბნო საარჩევნო კომისიის ხელმძღვანელი პირის გადაწყვეტილების გასაჩივრების ვადა. „მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანებების შესახებ“ საქართველოს ორგანულ კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს ორგანული კანონის პროექტი ითვალისწინებს „მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანებების შესახებ“ საქართველოს ორგანულ კანონში შემდეგ ცვლილებებს: − საქართველოს წინა წლის მთლიანი შიდა პროდუქტის 0.1%-დან 0.05%მდე მცირდება პარტიის მიერ წლის განმავლობაში გაწეული ხარჯების დასაშვები საერთო ოდენობის ზედა ზღვარი (აღნიშნულ ოდენობაში შედის პარტიის და მის სასარგებლოდ სხვა პირის მიერ გაწეული ხარჯები, რომლებიც დადგენილია სახელმწიფო აუდიტის სამსახურის მიერ, რის შესახებაც ეცნობა შესაბამის პარტიას). − 6 წლიდან 3 წლამდე მცირდება „მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანებების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 342 მუხლით გათვალისწინებული პასუხისმგებლობის (კერძოდ, იმავე კანონით განსაზღვრული სხვადასხვა მოთხოვნის დარღვევისთვის დადგენილი პასუხისმგებლობის) დაკისრების ვადა. აზრი გამოთქვეს: მიხეილ დაუშვილმა, მიხეილ სარჯველაძემ, რატი იონათამიშვილმა, ანრი ოხანაშვილმა, ფრიდონ ინჯიამ, გადაწყვიტეს: იურიდიულ საკითხთა კომიტეტმა საქართველოს პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარმოდგენილი საქართველოს ორგანული კანონების პროექტები: „საქართველოს ორგანულ კანონში „საქართველოს საარჩევნო კოდექსი“ ცვლილების შეტანის შესახებ“ და „მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანებების შესახებ“ საქართველოს ორგანულ კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ (N07-3/241; 21.09.2022) კომიტეტის სხდომაზე განხილვის შედეგად ცნო საქართველოს პარლამენტის პლენარულ სხდომაზე პირველი მოსმენით განხილვისათვის მომზადებულად. მომხრე: 9 წინააღმდეგი: 0 მოისმინეს: საქართველოს პარლამენტის წევრის, გივი მიქანაძის ინფორმაცია ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის საქართველოსთვის მისანიჭებლად განსახორციელებელი შესაბამისი საკანონმდებლო ცვლილებების მომზადების („დეოლიგარქიზაციის“ საკითხზე კანონპროექტის შემუშავების) მიზნით იურიდიულ საკითხთა კომიტეტის მიერ შექმნილი სამუშაო ჯგუფის მუშაობის შედეგების შესახებ. აზრი გამოთქვა: ანრი ოხანაშვილმა მოისმინეს: იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის, ანრი ოხანაშვილის, ინფორმაცია განსახილველი საკითხის თაობაზე. ანრი ოხანაშვილმა კომიტეტის წევრებსა და სხდომაზე დამსწრე სხვა პირებს გააცნო ინფორმაცია ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის საქართველოსთვის მინიჭების მიზნით „დეოლიგარქიზაციის“ საკითხზე მომზადებული კანონპროექტის საქართველოს პარლამენტისთვის საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარდგენის თაობაზე. გადაწყვიტეს: იურიდიულ საკითხთა კომიტეტმა საქართველოს პარლამენტს საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარუდგინოს საქართველოს კანონის პროექტი „დეოლიგარქიზაციის შესახებ“. ამასთანავე, აღნიშნულ კანონპროექტზე მომხსენებლად დაინიშნონ საქართველოს პარლამენტის წევრები: ანრი ოხანაშვილი, მიხეილ სარჯველაძე, რატი იონათამიშვილი, ირაკლი შატაკიშვილი. მომხრე: 9 წინააღმდეგი: 0 სხდომის თავმჯდომარე სხდომის მდივანი ანრი ოხანაშვილი ნია ლეჟავა (კომიტეტის ვებგვერდზე, სხდომის ოქმთან ერთად, იხილეთ კომიტეტის სხდომის აუდიო ჩანაწერი)