საქართველოს პარლამენტის აგრარულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის ნინო წილოსანის მიერ წარმოდგენილი აგრარულ საკითხთა და ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტების 2022 წლის 10 ოქტომბრის ერთობლივ სხდომაზე დამტკიცებული „აგრარულ დარგში ევროპასთან ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი სავაჭრო სივრცის შესახებ“ (DCFTA) ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულების ფარგლებში მიღებული საკანონმდებლო ცვლილებების აღსრულების გადავადების შესახებ“ თემატური მოკვლევის ანგარიში

ანგარიში განხილვაშია
ინიცირების თარიღი
11.10.2022
ავტორი
საქართველოს პარლამენტის აგრარულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ნინო წილოსანი
ნომერი
#2-15564/22/10
წყარო

📋 განხილვის ეტაპები

ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის სხდომაზე განხილული დოკუმენტი
ბიუროზე განხილული დოკუმენტი

📅 დამატებითი ინფორმაცია

კომიტეტზე განხილვის თარიღი 2022-10-10
კომიტეტის სხდომის ნომერი 38
შენიშვნა კომიტეტების ერთობლივი სხდომა: 1)აგრარულ საკითხთა კომიტეტი; 2)ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტი.

📜 ტექსტი

დღის წესრიგი
10/11/22, 1:04 AM საქართველოს პარლამენტი აგრარულ საკითხთა, ევროპასთან ინტეგრაციის და ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტების ერთობლივი სხდომა თარიღი 10 ოქტომბერი 2022 15:00 2022 წლის 10 ოქტომბერი, 15:00 საათი პირველი რესპუბლიკის დარბაზი (C კორპუსი, III სართული) ერთობლივი სხდომის დღის წესრიგი 1. საქართველოს მთავრობის მიერ წარმოდგენილი „საქართველოს 2023 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ“ საქართველოს კანონის პროექტი (თანდართულ მასალებთან ერთად), დოკუმენტი - „ქვეყნის ძირითადი მონაცემები და მიმართულებები 2023-2026 წლებისათვის“, საქართველოს მთავრობის მოხსენება - „საქართველოს 2022 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესრულების მიმდინარეობის შესახებ“ და წლიური საბიუჯეტო კანონის ამოქმედებისთვის საჭირო საქართველოს კანონის პროექტები: „საქართველოს საბიუჯეტო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“, „საჯარო დაწესებულებაში შრომის ანაზღაურების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“, „საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოს მიერ გაწეული მომსახურებისათვის დაწესებული საფასურისა და ვადების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“. (07-2/189/10, 09.2022); მომხსენებელი: საქართველოს ფინანსთა მინისტრის პირველი მოადგილე გიორგი კაკაურიძე აგრარულ საკითხთა და ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტების განსახილველი საკითხი 2. საქართველოს პარლამენტის აგრარულ საკითხთა და ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტების ერთობლივი თემატური მოკვლევის - აგრარულ დარგში ევროკავშირთან „ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი სავაჭრო სივრცის შესახებ“ (DCFTA) ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების ფარგლებში მიღებული საკანონმდებლო ცვლილებების აღსრულების გადავადება“ - ანგარიშის დამტკიცება; https://parliament.ge/print/announcement/1691?local=true 1/2 10/11/22, 1:04 AM საქართველოს პარლამენტი მომხსენებელი: ნინო წილოსანი - საქართველოს პარლამენტის წევრი, აგრარულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე; აგრარულ საკითხთა კომიტეტის განსახილველი საკითხი 3. „შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირების უფლებების შესახებ“ საქართველოს სამინისტროების 2021 წლის სამოქმედო გეგმების შესრულების წლიური ანგარიში“ (07-2/174; 18.08.2022); მომხსენებელი: ნიკო თათულაშვილი - საქართველოს პრემიერ-მინისტრის მრჩეველი ადამიანის უფლებათა დაცვის საკითხებში. პრესრელიზი https://parliament.ge/print/announcement/1691?local=true 2/2
ოქმი
საქართველოს პარლამენტის აგრარულ საკითხთა კომიტეტი ოქმი N38 2022 წლის 10 ოქტომბერი 1500 საათი პირველი რესპუბლიკის სახელობის დარბაზი სხდომას თავმჯდომარეობდა: ნინო წილოსანი (კომიტეტის თავმჯდომარე) (სხდომა ჩატარდა ევროპასთან ინტეგრაციის და ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტებთან ერთად) სხდომას ესწრებოდნენ: კომიტეტის წევრები: ნინო წილოსანი - კომიტეტის თავმჯდომარე, გელა სამხარაული - კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე, სამველ მანუკიანი - კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე, გიორგი ბოტკოველი, ზაალ დუგლაძე, შალვა კერესელიძე, სუმბატ კიურეღიანი, სოზარ სუბარი, ცეზარ ჩოჩელი - (უფლებამონაცვლე - ანა წითლიძე), გიორგი ცაგარეიშვილი. აპარატის თანამშრომლები: ივერი ახალბედაშვილი - აპარატის უფროსი, სიმონ უროტაძე, ნანო კორშია, ირმა ქიტიაშვილი, ნინო ქორიძე. მოწვეული სტუმრები: გიორგი კაკაურიძე - საქართველოს ფინანსთა მინისტრის პირველი მოადგილე, გიორგი ხანიშვილი - საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის პირველი მოადგილე, თამარ ზედგენიძე - საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს საფინანსო დეპარტამენტის პირველადი სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელი, ნიკო თათულაშვილი - საქართველოს პრემიერმინისტრის საქართველოს მრჩეველი ადამიანის პარლამენტის უფლებათა ევროპასთან დაცვის ინტეგრაციის და საკითხებში, ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტების წევრები და ამავე კომიტეტების აპარატის წარმომადგენლები. 1 ერთობლივი სხდომის დღის წესრიგი (პროექტი) 1. საქართველოს მთავრობის მიერ წარმოდგენილი „საქართველოს 2023 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ“ საქართველოს კანონის პროექტი (თანდართულ მასალებთან ერთად), დოკუმენტი - „ქვეყნის ძირითადი მონაცემები და მიმართულებები 2023-2026 წლებისათვის“, საქართველოს მთავრობის მოხსენება - „საქართველოს 2022 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესრულების მიმდინარეობის შესახებ“ (07-2/189/10; 30.09.2022); (მომხსენებელი: გიორგი კაკაურიძე - საქართველოს ფინანსთა მინისტრის პირველი მოადგილე). აგრარულ საკითხთა და ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტების განსახილველი საკითხი 2. საქართველოს პარლამენტის აგრარულ საკითხთა და ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტების ერთობლივი თემატური მოკვლევის - აგრარულ დარგში ევროკავშირთან „ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი სავაჭრო სივრცის შესახებ“ (DCFTA) ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების ფარგლებში მიღებული საკანონმდებლო ცვლილებების აღსრულების გადავადება“ - ანგარიშის დამტკიცება. (მომხსენებელი: ნინო წილოსანი - საქართველოს პარლამენტის წევრი, აგრარულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე). აგრარულ საკითხთა კომიტეტის განსახილველი საკითხი 3. „შეზღუდული შესაძლებლობის საქართველოს სამინისტროების მქონე პირების უფლებების 2021 წლის სამოქმედო შესახებ“ გეგმების შესრულების წლიური ანგარიში“ (07-2/174; 18.08.2022). (მომხსენებელი: ნიკო თათულაშვილი - საქართველოს პრემიერ-მინისტრის მრჩეველი ადამიანის უფლებათა დაცვის საკითხებში). კომიტეტის წევრებმა ერთხმად დაამტკიცეს დღის წესრიგი წარმოდგენილი სახით. 2 I. მოისმინეს: გიორგი კაკაურიძის ინფორმაცია - „საქართველოს 2023 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ“ საქართველოს კანონის პროექტის, საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული თანდართული მასალების, დოკუმენტის - „ქვეყნის ძირითადი მონაცემები და მიმართულებები 20232026 წლებისათვის“ „საქართველოს და 2022 საქართველოს წლის მთავრობის სახელმწიფო მოხსენების ბიუჯეტის - შესრულების მიმდინარეობის შესახებ“. მან აღნიშნა, რომ კანონპროექტი მომზადებულია საქართველოს კონსტიტუციის 66-ე მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად და განისაზღვრება 2023 წლის განმავლობაში მისაღები შემოსულობებისა და გასაწევი გადასახდელების მაჩვენებლები. გიორგი კაკაურიძის განცხადებით, 2022 წლის ბიუჯეტი დაიგეგმა 6%-იანი რეალური ეკონომიკური ზრდის პროგნოზით, ხოლო ნომინალურ გამოხატულებაში მთლიანი შიდა პროდუქტის პროგნოზი 64,8 მლრდ ლარს შეადგენდა. ამავდროულად, კვლავ მაღალი იყო ნაერთი ბიუჯეტის დეფიციტის მაჩვენებელი და მშპ-ს 4,4%-ს შეადგენდა. 2022 წელს გაგრძელდა მაღალი ეკონომიკური ზრდა. აგვისტოში ეკონომიკურმა ზრდამ 10,5% შეადგინა, ხოლო 8 თვის მონაცემებით რეალური ეკონომიკური ზრდა კვლავ ორნიშნა მაჩვენებლით არის და 10,3%-ს შეადგენს. მაღალი ეკონომიკური ზრდიდან გამომდინარე, მომზადდა და საქართველოს პარლამენტს წარედგინა 2022 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის კანონში ცვლილების პროექტი, რომლის მიხედვითაც რეალური ეკონომიკური ზრდის საპროგნოზო მაჩვენებელმა შეადგინა 8,5%, ხოლო ნომინალური მშპ-ს პროგნოზი შეადგენს 72,2 მლრდ ლარს. მაღალმა ეკონომიკურმა მაჩვენებლებმა შესაძლებელი გახადა დაგეგმილთან შედარებით 700,0 მლნ ლარზე მეტით შემცირებული ვალის აღება, შედეგად ნაერთი ბიუჯეტის დეფიციტი შემცირდა მშპ-ს 3,2%-მდე, ხოლო მთავრობის ვალის მაჩვენებელი ჩამოცდა მშპ-ს 40%-ს. აღნიშნული მაჩვენებლები ცხადყოფს, რომ 2-წლიან პერიოდში განხორციელდა მნიშვნელოვანი ფისკალური კონსოლიდაცია, რამაც შესაძლებელი გახადა ვალის მაჩვენებლის 2023 წლისთვის ძირითადი პანდემიამდელ დონეზე შემცირება. წარმოდგენილი პროექტის მიხედვით, მაკროეკონომიკური მაჩვენებლები კვლავ შედარებით კონსერვატიულად არის დაგეგმილი და ამავდროულად გრძელდება ფისკალური კონსოლიდაცია, კერძოდ: რეალური ეკონომიკური ზრდა დაგეგმილია 5%ის ფარგლებში. საშუალოვადიანი აღნიშნული პერიოდის მაჩვენებელი განმავლობაში; 3 შენარჩუნებულია მშპ-ის დეფლატორის პროგნოზი, ასევე 5%-ს შეადგენს, ხოლო შემდგომ წლებში პროგნოზირებულია 3%-ის ფარგლებში; ნომინალური მშპ-ის პროგნოზი განსაზღვრულია 79,6 მლრდ ლარის ოდენობით, ხოლო ერთ სულ მოსახლეზე გადაანგარიშებული მთლიანი შიდა პროდუქტი თითქმის 7 500 დოლარს უტოლდება. 2026 წლისთვის პროგნოზირებულია ნომინალური მთლიანი შიდა პროდუქტის ზრდა 101,0 მლრდ ლარამდე, რაც ერთ სულ მოსახლეზე გადაანგარიშებით 9 500 დოლარს გადააჭარბებს; ნაერთი ბიუჯეტის საგადასახადო შემოსავლები განისაზღვრება 18,5 მლრდ ლარის ოდენობით, რაც მშპ-ს 23,2%-ია; ნაერთი ბიუჯეტის დეფიციტი შეადგენს მშპ-ს 2,8%-ს. მომხსენებლის ინფორმაციით, ზემოაღნიშნული მაჩვენებლების ფარგლებში 2023 წლის ნაერთი ბიუჯეტის ხარჯვითი ნაწილი ჯამურად შეადგენს 24,3 მლრდ ლარს, რაც საშუალებას იძლევა ბიუჯეტმა სრულყოფილად უპასუხოს ქვეყნის ძირითად გამოწვევებს. როგორც გიორგი კაკაურიძემ აღნიშნა, ამ ეტაპზე წარმოდგენილია 2023 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის პროექტის პირველადი ვერსია. კანონპროექტის განხილვა გაგრძელდება საქართველოს პარლამენტის კომიტეტებში. საქართველოს სამინისტროების წარმომადგენლებთან შემდგომი მუშობის და განხილვების შედეგად, საქართველოს პარლამენტის მიერ შემუშავებული კანონპროექტის რეკომენდაციების განახლებული ვერსია, შესაბამისად, მომზადდება რომელიც წარედგინება საქართველოს პარლამენტს შემდგომი განხილვისთვის. მომხსენებელმა, ასევე, ისაუბრა საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული თანდართული მასალების თაობაზე - „ქვეყნის ძირითად მონაცემებსა და მიმართულებებზე 2023-2026 წლებისათვის“. ასევე, კომიტეტის წევრებს გააცნო ინფორმაცია 2022 წლის სახელმწიფო ბიუჯეტით გათვალისწინებული პროგრამების, ღონისძიებების და მათ ფარგლებში გამოყოფილი ორგანიზაციების შესახებ ასიგნებების და ისაუბრა განმკარგავი საბიუჯეტო საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტით განსაზღვრული პროგრამების მოსალოდნელ შედეგებსა და ინდიკატორებზე. რაც შეეხება, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს, დაფინანსება შეადგენს 688.5 მლნ ლარს. გამოყოფილი თანხის ფარგლებში გათვალისწინებულია: გარემოს დაცვის და სოფლის მეურნეობის განვითარების პროგრამა - 15.140.0; სურსათის უვნებლობა, მცენარეთა დაცვა და ეპიზოოტიური კეთილსაიმედოობა - 65.495 მლნ ლარი; მევენახეობა-მეღვინეობის განვითარება - 97.400 მლნ ლარი; სოფლის 4 მეურნეობის დარგში სამეცნიერო-კვლევითი ღონისძიებების განხორციელება - 5.850 მლნ ლარი; ერთიანი აგროპროექტი - 320.220 მლნ ლარი. მათ შორის: შეღავათიანი აგროკრედიტები - 200.0 მლნ ლარი; აგროდაზღვევა - 12.0 მლნ ლარი; დანერგე მომავალი - 35.0 მლნ ლარი; აგროსექტორის განვითარების ხელშეწყობა - 10.0 მლნ ლარამდე; სამელიორაციო სისტემების მოდერნიზაცია - 95.0 მლნ ლარი; კვების პროდუქტების, ცხოველთა და მცენარეთა დაავადებების დიაგნოსტიკა - 5.0 მლნ ლარი; მიწის მდგრადი მართვისა და მიწათსარგებლობის მონიტორინგის სახელმწიფო პროგრამა - 4.4 მლნ ლარზე მეტი. აზრი გამოთქვეს და კითხვები დასვეს: 1. ნინო წილოსანი: რომელმაც აღნიშნა, რომ მიესალმება გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ბიუჯეტის ზრდას და პოზიტიურ ცვლილებებს კონკრეტული პროგრამების კუთხით (ბიოწარმოება, ჩაის წარმოების ხელშეწყობა და ა.შ.), თუმცა კომიტეტს აქვს გარკვეული შენიშვნები და რეკომენდაციები, რაც მიაჩნია, რომ უნდა აისახოს მომავალი წლის ბიუჯეტში. 2023 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის პროექტის მიხედვით: საპილოტე პროგრამა ქალებისთვის-გამოყოფილია 200 ათასი ლარი. პროგრამის აქტუალობიდან გამომდინარე, მიზანშეწონილია, დაფინანსება გაიზარდოს 400 ათას ლარამდე. ბიუჯეტის პროექტში არ არის გათვალისწინებული პროგრამა-აკვაკულტურის წარმოების განვითარების ხელშეწყობა. კომიტეტს მიზანშეწონილად მიაჩნია, აღნიშნულ პროგრამაზე გამოიყოს 5 მილიონი ლარი. პროგრამაზე-იმერეთის აგროზონა-გამოყოფილი თანხა საკმარისი არ არის პროგრამით გათვალისწინებული ღონისძიებების დასაფინანსებლად, კომიტეტს მიაჩნია, რომ დაფინანსება უნდა გაიზარდოს. სასოფლო-სამეურნეო მექანიზაციის თანადაფინასების სახელმწიფო პროგრამა-იმის გათვალისწინებით, რომ ფერმერთა მხრიდან არის მზარდი ინტერესი (2022 წელს აღნიშნულ პროგრამაზე გამოყოფილი თანხით ფერმერთა დიდი ნაწილის დაფინანსება ვერ მოხერხდა), მიზანშეწონილია, აღნიშნული პროგრამის დაფინანსება გაიზარდოს. გადაშენების პირას მყოფი ქართული ხორბლის ენდემური სახეობების გენეტიკური მასალის მცირე ფერმერულ მეურნეობებში, შენარჩუნების, შენახვის და გავრცელების პროგრამით გათვალისწინებული ღონისძიებების დაფინანსება-სსიპ სამეცნიერო ცენტრის მიერ ჩასატარებელი სავალდებულო სასერტიფიკაციო სამუშაოების საფასური, დაფინანსდეს სახელმწიფო ბიუჯეტიდან - 30 ათასი ლარით. გარდა ამისა, 2023 წლის პირველ ივნისიდან HACCP-ის სისტემის 5 პრინციპების დაცვის ვალდებულების წრე ფართოვდება და ვრცელდება ყველა სხვა ბიზნესოპერატორზე, რომელსაც აქამდე აღნიშნული ვალდებულება არ გააჩნდა. კომიტეტი აუცილებლად მიიჩნევს, რომ სამინისტრომ და მისმა საქვეუწყებო დაწესებულებებმა, მაქსიმალური მხარდაჭერა გაუწიონ ბიზნესოპერატორებს, რომ მათ შეუფერხებლად დანერგონ თავიანთ საჭიროებისამებრ პროგრამებში საქმიანობაში მოხდეს HACCP სამინისტროს აღნიშნული სისტემა, და მისი ბიზნეოპერატორების მათ შორის სააგენტოების საჭიროებების გათვალისწინება. ა(ა)იპ სოფლის განვითარების სააგენტოს - პროექტების ტექნიკური მხარდაჭერის პროგრამაში განისაზღვროს HACCP-ის დანერგვის ხელშეწყობის ქვეპროგრამა/ქვეკომპონენტი და აღნიშნული პროგრამის ბიუჯეტი გაიზარდოს 2 მლნ ლარამდე (2023 წლის ბიუჯეტში გათვალისწინებულია 1 მლნ ლარი). ასევე, კომიტეტის გასვლით სხდომაზე, რომელიც ჩატარდა სოფელ წილკანში, აღინიშნა, რომ სსიპ სამეცნიერო ცენტრის მეცნიერ-თანამშრომელთა ანაზღაურება სამინისტროს დაქვემდებარებაში არსებულ სხვა სსიპ-ებთან შედარებით საგრძნობლად დაბალია. სამეცნიერო კადრის დენადობის შემცირების და ახალგაზრდა კადრის მოზიდვის მიზნით, საჭიროა, ცენტრის სახელფასო განაკვეთების გათანაბრება სამინისტროს სისტემაში არსებულ სსიპ-ების სახელფასო განაკვეთებთან. მნიშვნელოვან გამოწვევად რჩება საველე სამუშაოების შემსრულებელი სათანადო კვალიფიკაციის მქონე კერძო ვეტერინარების, (დაახლოებით 650 სპეციალისტი) ხელფასით უზრუნველყოფა. ,,ცხოველთა ჯანმრთელობის დაცვის სახელმწიფო პროგრამის“ წარმატებით განხორციელებისთვის საჭიროა დამატებით გამოიყოს 3 მლნ. ლარი, რაც ჯამში შეადგენს 18 მლნ. ლარს. კომიტეტის თავმჯდომარემ ასევე, ისაუბრა კომიტეტის მიერ განხორციელებულ თემატურ მოკვლევებთან დაკავშირებულ საკითხებზე და აღნიშნა, რომ გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს 2023 წლის ბიუჯეტში აისახოს კომიტეტის თემატური მოკვლევის ფარგლებში გაცემული რეკომენდაციების ფინანსური უზრუნველყოფა. 2. გიორგი კაკაურიძე: რომელმაც გააკეთა განმარტებები დასმულ საკითხებთან მიმართებაში და აღნიშნა, რომ აუცილებლად მოხდება აგრარულ საკითხთა კომიტეტის მიერ წარმოდგენილი წინადადებების და შენიშვნების განხილვა, თუმცა ზოგადად, ყველა უწყების და სამინისტროს მხრიდან მიღებული არგუმენტირებული მოთხოვნები, 4 მილიარდი ლარით აჭარბებს იმ რესურსს, რომელიც ბიუჯეტს აქვს. შესაბამისად, ყველა საჭიროების დაკმაყოფილება და დაფინანსება ვერ მოხდება. მომხსენებელმა განაცხადა, 6 რომ ყველა მოსაზრებას განიხილავენ სამინისტროში, ასევე მთავრობაში იქნება მსჯელობა, კომიტეტთან შედგება დამატებითი კომუნიკაცია და შეძლებისდაგვარად შეეცდებიან, მათი ძირითადი ნაწილი მაქსიმალურად გაითვალისწინონ. ასევე, აზრი გამოთქვა: ალექსი ნონიაძემ, რომლის შეკითხვა შეეხებოდა პროგრამას „იმერეთის აგროზონა“, რამდენად წარმატებული იყო პროექტი, რაზეც გიორგი კაკაურიძემ აღნიშნა, რომ არაერთი დაინტერესებული მხარეა, მათ შორის მსოფლიოს წამყვანი კომპანიები, რომლებიც სოფლის მეურნეობის კუთხით საქმიანობენ. მიმდინარეობს მუშაობა, მისი მოსაზრებით, 6 თვის პერიოდში აღნიშნული პროექტი ჩამოყალიბდება და შესაძლებელი იქნება საუბარი, რომელი კომპანია, რა ინვესტიციას განახორციელებს. გადაწყვიტეს: კომიტეტმა, გამოთქმული შენიშვნების გათვალისწინებით, მხარი დაუჭირა საქართველოს მთავრობის მიერ წარმოდგენილი „საქართველოს 2023 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ“ საქართველოს კანონის პროექტის (თანდართულ მასალებთან ერთად), დოკუმენტის - „ქვეყნის ძირითადი მონაცემები და მიმართულებები 2023-2026 წლებისათვის“ და საქართველოს მთავრობის მოხსენების - „საქართველოს 2022 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესრულების მიმდინარეობის შესახებ“ საქართველოს მთავრობაში დაბრუნებას გადამუშავებისათვის. (კომიტეტის შენიშვნები და რეკომენდაციები ოქმს თან ერთვის) II. მოისმინეს: ნინო წილოსანის ინფორმაცია - აგრარულ საკითხთა და ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტების ერთობლივი თემატური მოკვლევის - აგრარულ დარგში ევროკავშირთან „ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი სავაჭრო სივრცის შესახებ“ (DCFTA) ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების ფარგლებში მიღებული საკანონმდებლო ცვლილებების აღსრულების გადავადება“ - ანგარიშის შესახებ. თემატური მოკვლევის საკანონმდებლო აღსრულების მიზანი დაახლოების გადავადების იყო შესწავლილიყო პროცესში მიზეზები, 7 მიღებული მათი ევროკავშირთან რეგულაციების სისტემატიზაცია და სახელმწიფო უწყებებისთვის გადავადებებით გამოწვეული პრობლემების დასაძლევად შესაბამისი რეკომენდაციების შემუშავება. მოკვლევის შედეგად შესწავლილი იქნა საქართველოდან ევროკავშირში ექსპორტირებული აგრარული პროდუქციის დინამიკა და ამ ინფორმაციაზე დაყრდნობით გაანალიზდა რეგულაციების აღსრულების გადავადების შესაძლო უარყოფითი ზეგავლენა და საფრთხეები. თემატური მოკვლევის პროცესში დასაბუთებული პოზიციებისა და ზეპირი მოსმენებისას მიღებული ინფორმაციის დამუშავებისა და ანალიზის შედეგად, პარლამენტის აგრარულ საკითხთა და ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტებმა შეიმუშავეს შემდეგი რეკომენდაციები სხვადასხვა უწყებების მიმართ: საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო: 1. საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრომ 6 თვის ვადაში წარმოადგინოს საკანონმდებლო დაახლოების გეგმის აღსრულების ანგარიში. 2. საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრომ 6 თვის ვადაში წარმოადგინოს თავისი ხედვა ევროკავშირთან საკანონმდებლო დაახლოების გეგმის დროულად და მთლიანად სოფლის მეურნეობის შესრულებისათვის. 3. საქართველოს გარემოს დაცვისა და სამინისტრომ 9 თვის ვადაში წარმოადგინოს აღსრულების პროცესის დროულად და მთლიანად შესრულებისთვის საჭირო ადამიანური რესურსების მობილიზაციისა და გადამზადების (ტრენინგი) გეგმა. 4. საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრომ 9 თვის ვადაში წარმოადგინოს აღსრულების პროცესის დროულად და მთლიანად შესრულებისთვის საჭირო ფინანსური რესურსების მობილიზაციის გეგმა. 5. საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრომ 6 თვის ვადაში წარმოადგინოს თავისი ხედვა/კონცეფცია იმ მიმართულებების შესახებ, რომლების დელეგირებაც (აუთსორსინგი) შესაძლებელია კერძო სექტორისათვის. საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო: 6. საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრომ 9 თვის ვადაში 2014 წლიდან 2021 წლებში ახალი ნორმების ამოქმედებით კერძო სექტორისათვის შექმნილი ფინანსური საჭიროების ექსპერტული შეფასება. 8 7. საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრომ 9 თვის ვადაში დაახლოების პროცესის დარჩენილი პერიოდისათვის კერძო სექტორისათვის დამატებითი ფინანსური რესურსების (მათ შორის, ,,აუთსორსიგნის“ გათვალისწინებით) შეფასება (დონორთა და საერთაშორისო ექსპერტების დახმარებით). 8. 9 საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრომ თვის ვადაში შეიმუშავოს და წარმოადგინოს კერძო სექტორთან, მომხმარებლებთან და ფართო საზოგადოებასთან ეფექტური კომუნიკაციის (ცნობიერების ამაღლების) გეგმა (დონორთა და საერთაშორისო ექსპერტების დახმარებით) საკანონმდებლო დაახლოების მნიშვნელობასთან დაკავშირებით. საქართველოს მთავრობა: საქართველოს მთავრობამ შეისწავლოს და 6 თვის ვადაში წარმოადგინოს ინფორმაცია საქართველოსთვის ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის პერსპექტივით შექმნილი თანამშრომლობის გაფართოებული ინსტრუმენტების, მათ შორის ხელმისაწვდომი ფინანსური დახმარების მოცულობის და მექანიზმების შესახებ, რომელთა ნაწილი შესაძლოა, გამოყენებულ იქნას ევროკავშირთან საკანონმდებლო დაახლოებით გათვალისწინებული ღონისძიებების განსახორციელებლად. აზრი გამოთქვეს: ხატია წილოსანმა, რომელმაც ხაზი გაუსვა წარმოდგენილი საკითხის და მომზადებული რეკომენდაციების მნიშვნელობას. მან ასევე აღნიშნა, რომ რეკომენდაციებში თანამშრომელთა მობილიზებასთან ერთად, ფინანსური რესურსიც იყოს გათვალისწინებული, რადგან მნიშვნელოვანია ასახული იყოს პროცესის დაწყებიდან დღემდე ფინანსების ზრდა, ან პროგრამების მიხედვით გადანაწილება. ასევე, დეტალური ფინანსური ჩაშლაც თუ იქნება წარმოდგენილი, რეკომენდაციები უწყებას მისცემს შესაძლებლობას, თავისი პოზიციები დაიცვან. პარლამენტის მხრიდან, დარგობრივი მიმართულების კომიტეტის მხრიდან, ასეთი სიღრმისეული ანალიზის წარდგენა, ძალიან მნიშვნელოვანია. მაკა ბოჭორიშვილმა გამოთქვა ტექნიკური ხასიათის შენიშვნა საქართველოს მთავრობის მიმართ მომზადებულ რეკომენდაციაზე: „ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის“ ნაცვლად, მითითებული იყოს „ევროკავშირის კანდიდატის სტატუსის“, რაზეც მომხსენებელმა - ნინო წილოსანმა გააკეთა განმარტება და განაცხადა, რომ ეთანხმება გამოთქმულ მოსაზრებებს და სათანადო ჩანაწერი გაკეთდება დოკუმენტში. 9 გადაწყვიტეს: კომიტეტმა, გამოთქმული შენიშვნების გათვალისწინებით, მხარი დაუჭირა აგრარულ საკითხთა და ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტების თემატური მოკვლევის - აგრარულ დარგში “DCFTA-ით ნაკისრი ვალდებულებების ფარგლებში მიღებული საკანონმდებლო ცვლილებების აღსრულების გადავადების შესახებ“- ანგარიშს და მასში ასახულ რეკომენდაციებს. III. მოისმინეს: ნიკო თათულაშვილის ინფორმაცია - „შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირების უფლებების შესახებ“ საქართველოს სამინისტროების 2021 წლის სამოქმედო გეგმების შესრულების წლიური ანგარიში“-ს შესახებ. სამოქმედო გეგმების შედგენა, ერთი მხრივ, დაეყრდნო ისეთ საერთაშორისო ჩარჩო დოკუმენტებს, როგორიცაა გაეროს კონვენცია „შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებების შესახებ“ (UN CRPD) და მდგრადი განვითარების მიზნები (SDGs), ხოლო მეორე მხრივ ეროვნულ კანონმდებლობას, როგორიცაა საქართველოს კონსტიტუცია და საქართველოს კანონი „შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებების შესახებ“. 2014 წელს საქართველომ „შეზღუდული გაერთიანებული შესაძლებლობის ერების მქონე პირთა ორგანიზაციის უფლებების კონვენციის შესახებ“ რატიფიკაცია განახორციელა. კონვენციით ნაკისრი ვალდებულებებისა და პრინციპების ეროვნულ კანონმდებლობაში უკეთ ასახვის მიზნით, 2020 წელს საქართველოს პარლამენტმა მიიღო კანონი „შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებების შესახებ“. კანონი მნიშვნელოვნად აუმჯობესებს შშმ პირთა უფლებრივ გარანტიებს ეროვნულ დონეზე. აღნიშნული კანონის მიზანი შშმ პირთა სამართლებრივი მდგომარეობის მოწესრიგება, მათი უფლებებისა და თავისუფლებების დასაცავად საკანონმდებლო გარანტიების შექმნა და საქართველოს კანონმდებლობაში „შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებების შესახებ“ გაეროს კონვენციის ძირითადი პრინციპებისა და ღირებულებების ასახვაა. წარმოდგენილი დოკუმენტი ასახავს სამინისტროთა საქმიანობის შეჯამებას შშმ პირთა უფლებების შესახებ სამოქმედო გეგმების შესრულების კუთხით და ეხმიანება „შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებების შესახებ“ გაეროს კონვენციის და „შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებების შესახებ“ საქართველოს კანონში გაწერილ ვალდებულებებს. ანგარიში მოიცავს ინფორმაციას საერთაშორისო პრაქტიკის შესწავლასა და ცნობიერების ამაღლების, ჯანმრთელობის 10 დაცვის უფლების, დამოუკიდებელი ცხოვრების ხელშეწყობისა და მისაწვდომობის უზრუნველყოფის, სამართალწარმოებაზე ხელმისაწვდომობის, დასაქმების ხელშეწყობის, სოციალურ დაცვის, განათლების უფლების ხელმისაწვდომობასა და კულტურულ, სპორტულ, გასართობ და სხვა საზოგადოებრივ ღონისძიებებში მონაწილეობის შესახებ. მომხსენებელმა დეტალურად ისაუბრა გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს უწყებებში შშმ პირებისთვის განხორციელებულ ღონისძიებების თაობაზე. გადაწყვიტეს: კომიტეტმა მხარი დაუჭირა „შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირების უფლებების შესახებ“ საქართველოს სამინისტროების 2021 წლის სამოქმედო გეგმების შესრულების წლიური ანგარიშს“. სხდომის თავმჯდომარე: ნინო წილოსანი სხდომის მდივანი: ირმა ქიტიაშვილი 11
პრესრელიზი
პრესრელიზი განსახილველი საკითხები: 1. საქართველოს მთავრობის მიერ წარმოდგენილი „საქართველოს 2023 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ“ საქართველოს კანონის პროექტი (თანდართულ მასალებთან ერთად), დოკუმენტი - „ქვეყნის ძირითადი მონაცემები და მიმართულებები 2023-2026 წლებისათვის“, საქართველოს მთავრობის მოხსენება - „საქართველოს 2022 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესრულების მიმდინარეობის შესახებ“. წარმოდგენილი კანონპროექტი მომზადებულია საქართველოს კონსტიტუციის 66-ე მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად და განსაზღვრავს 2023 წლის განმავლობაში მისაღები შემოსულობებისა და გასაწევი გადასახდელების მაჩვენებლებს. „საქართველოს 2023 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ“ პროექტს, რომელიც შეეხება სახელმწიფო ბიუჯეტის შესრულების მაჩვენებლების, სახელმწიფო ბიუჯეტის შემოსავლების, სახელმწიფო ბიუჯეტის პრიორიტეტებსა და პროგრამებს, მთლიანი სალდოს, ფინანსური აქტივებისა და ვალდებულებების ცვლილებების და სხვ. მაჩვენებლების შესახებ ინფორმაციას, ასევე, ინფორმაციებს „ქვეყნის ძირითადი მონაცემები და მიმართულებები 2023-2028 წლებისათვის“ და საქართველოს მთავრობის მოხსენებას - „საქართველოს 2022 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესრულების მიმდინარეობის შესახებ“ - ფინანსთა მინისტრის პირველი მოადგილე გიორგი კაკაურიძე წარმოადგენს. აგრარულ საკითხთა და განსახილველი საკითხი: 2. საქართველოს პარლამენტის ევროპასთან აგრარულ ინტეგრაციის საკითხთა და კომიტეტების ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტების ერთობლივი თემატური მოკვლევის - აგრარულ დარგში ევროკავშირთან „ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი სავაჭრო სივრცის შესახებ“ (DCFTA) ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების ფარგლებში მიღებული საკანონმდებლო ცვლილებების აღსრულების გადავადება“ - ანგარიშის დამტკიცება. თემატური მოკვლევის მიზანი იყო აგრარულ დარგში ევროპასთან ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი სავაჭრო სივრცის შესახებ ხელშეკრულების ფარგლებში მიღებული საკანონმდებლო ცვლილებების აღსრულების გადავადების ფარგლებში რეალური მიზეზების დადგენა. თემატური მოკვლევის კომიტეტებმა შეისწავლეს გადავადების მიზეზები და შეიმუშავეს რეკომენდაციები შესაბამისი სახელმწიფო უწყებების მიმართ, რათა განისაზღვროს პრიორიტეტული მიმართულებები და დროულად მოხდეს საკანონმდებლო ცვლილებების აღსრულება, რაც საშუალებას მისცემს დარგს დააკმაყოფილოს ევროპული სტანდარტები და მოახდინოს სავაჭრო ბაზრების დივერსიფიკაცია. თემატური მოკვლევის ანგარიშს საქართველოს პარლამენტის წევრი, აგრარულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე - ნინო წილოსანი წარმოადგენს. აგრარულ საკითხთა კომიტეტის განსახილველი საკითხი: 3. „შეზღუდული შესაძლებლობის საქართველოს სამინისტროების მქონე პირების უფლებების 2021 წლის შესახებ“ სამოქმედო გეგმების შესრულების წლიური ანგარიში“ (07-2/174; 18.08.2022). სამოქმედო გეგმების შედგენა, ერთი მხრივ, დაეყრდნო ისეთ საერთაშორისო ჩარჩო დოკუმენტებს, როგორიცაა გაეროს კონვენცია „შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებების შესახებ“ (UN CRPD) და მდგრადი განვითარების მიზნები კანონმდებლობას, საქართველოს (SDGs), როგორიცაა კანონი ხოლო მეორე საქართველოს „შეზღუდული მხრივ ეროვნულ კონსტიტუცია შესაძლებლობის მქონე და პირთა უფლებების შესახებ“. „შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებების შესახებ“ გაერთიანებული ერების ორგანიზაციის კონვენციისა და „შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებების შესახებ“ საქართველოს კანონის ვალდებულების შესრულების მიზნით, საქართველოს მთავრობის 2021 წლის 29 ნოემბრის N551 დადგენილებით დამტკიცდა შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებების კონვენციის იმპლემენტაციის უწყებათაშორისი საკოორდინაციო კომიტეტი და მისი დებულება. 2014 წელს საქართველომ „შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებების შესახებ“ გაერთიანებული ერების ორგანიზაციის კონვენციის რატიფიკაცია განახორციელა, რითაც ერთის მხრივ ქვეყანამ აღიარა შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა დაცვის საერთაშორისო სტანდარტები, ხოლო მეორე მხრივ, იკისრა რიგი ვალდებულებები როგორც ეროვნულ, ასევე საერთაშორისო დონეზე. ანგარიშს - საქართველოს პრემიერ-მინისტრის მრჩეველი ადამიანის უფლებათა დაცვის საკითხებში - ნიკო თათულაშვილი წარმოადგენს.