საქართველოს პარლამენტის განათლებისა და მეცნიერების კომიტეტის მიერ წარმოდგენილი, ეფექტიანი სწავლა-სწავლების უზრუნველყოფის პროცესში სასკოლო საგანმანათლებლო რესურსების გამოყენების პრაქტიკის შესახებ თემატურ მოკვლევაზე კომიტეტში შექმნილი თემატური მოკვლევის ჯგუფის ანგარიში

ანგარიში განხილვაშია
ინიცირების თარიღი
11.10.2022
ავტორი
საქართველოს პარლამენტის განათლებისა და მეცნიერების კომიტეტი
ნომერი
#2-15641/22/10
წყარო

📋 განხილვის ეტაპები

ბიუროზე განხილული დოკუმენტი

📅 დამატებითი ინფორმაცია

ბიუროზე განხილვის თარიღი 2022-10-17
ბიუროს ნომერი 189

📜 ტექსტი

წერილი
განათლებისა და მეცნიერების კომიტეტი 2-15641/22 11-10-2022 საქართველოს პარლამენტის ბიუროს გაცნობებთ, რომ საქართველოს პარლამენტის განათლებისა და მეცნიერების კომიტეტში შექმნილმა თემატური მოკვლევის ჯგუფმა, რომელიც სწავლობდა ეფექტიანი სწავლასწავლების უზრუნველყოფის პროცესში სასკოლო საგანმანათლებლო რესურსების გამოყენების პრაქტიკას, დაასრულა მუშაობა. აღნიშნულიდან გამომდინარე, საქართველოს პარლამენტის რეგლამენტის 155-ე მუხლის მე-8 პუნქტის შესაბამისად, წარმოგიდგენთ თემატური მოკვლევის დასკვნას. დანართი 84 გვერდი. პატივისცემით, კომიტეტის თავმჯდომარე გიორგი ამილახვარი თბილისი 0118, რუსთაველის გამზირი # 8, საქართველოს პარლამენტის სასახლე ტელეფონი: (995 32) 2281679. ელ. ფოსტა: contact@parliament.ge
ანგარიში
საქართველოს პარლამენტის განათლებისა და მეცნიერების კომიტეტის თემატური მოკვლევის ანგარიში სასკოლო საგანმანათლებლო რესურსების გამოყენების პრაქტიკა ეფექტიანი სწავლა-სწავლების უზრუნველყოფის პროცესში 2022 1 2 თემატური მოკვლევის ჯგუფის წევრები: თამარ ტალიაშვილი - მთავარი მომხსენებელი გიორგი ამილახვარი - მოკვლევის ჯგუფის წევრი მაია მენაღარიშვილი - მოკვლევის ჯგუფის წევრი ბექა დავითულიანი - მოკვლევის ჯგუფის წევრი ვლადიმერ კახაძე - მოკვლევის ჯგუფის წევრი ბაია კვიციანი - მოკვლევის ჯგუფის წევრი მარიამ ლაშხი - მოკვლევის ჯგუფის წევრი როსტომ ჩხეიძე - მოკვლევის ჯგუფის წევრი თემატური მოკვლევის ანგარიშზე მუშაობდნენ: ირინე მარგიშვილი - განათლებისა და მეცნიერების კომიტეტის აპარატი გიორგი არზიანი - განათლებისა და მეცნიერების კომიტეტის აპარატი რატი ფრუიძე - განათლებისა და მეცნიერების კომიტეტის აპარატი თამარ სიხარულიძე - განათლებისა და მეცნიერების კომიტეტის აპარატი ქეთევან გოცირიძე - განათლებისა და მეცნიერების კომიტეტის აპარატი ნათია ანდღულაძე - მოწვეული ექსპერტი 3 სარჩევი შესავალი 5 ძირითადი მიგნებები და რეკომენდაციები 6 თავი 1: თემატური მოკვლევის შესახებ 12 თავი 2: საკითხის მიმოხილვა 15 თავი 3: შედეგების განხილვა 66 თავი 4: რეკომენდაციები 78 გამოყენებული ლიტერატურა 83 4 შესავალი სასწავლო რესურსები მნიშვნელოვნად განაპირობებს სწავლა-სწავლების ხარისხს. შესაბამისად, მათი ხარისხი, რელევანტურობა და ხელმისაწვდომობა სასკოლო საზოგადოების აქტიური ინტერესის საგანს წარმოადგენს. 2022 წლის გაზაფხულზე, საქართველოს პარლამენტის განათლებისა და მეცნიერების კომიტეტმა დაიწყო თემატური მოკვლევა, სახელწოდებით „სასკოლო საგანმანათლებლო რესურსების გამოყენების პრაქტიკა ეფექტიანი სწავლა-სწავლების უზრუნველყოფის პროცესში“. პირველ ეტაპზე მომზადდა ტექნიკური მოთხოვნების დოკუმენტი, რომელშიც წარმოდგენილი იყო დაინტერესებული მხარეებისა და მიზნობრივი ჯგუფებისთვის განკუთვნილი შეკითხვები თემატური მოკვლევის მეთოდოლოგიიდან გამომდინარე, მოსაზრებების მიღების მიზნით, ზემოხსენებული დოკუმენტი განთავსდა საჯაროდ, საქართველოს პარლამენტის ვებ-გვერდზე, ამასთანავე, მაისსა და ივნისში ჩატარდა გასვლითი შეხვედრები საქართველოს რეგიონებში, რის შემდეგაც გაიმართა ზეპირი მოსმენები. მიმდინარე თემატური რესურსცენტრების, მოკვლევა მასწავლებელთა მომზადდა მასწავლებლების, ასოციაციების, დირექტორების, გამომცემლობებისა და სახელმძღვანელოს ავტორებისა და ადგილობრივი არასამთავრობო ორგანიზაციებისგან შეგროვებული წერილობითი მოსაზრებების, საჯარო განხილვებისა და სხვადასხვა ორგანიზაციის მიერ ჩატარებული კვლევების სინთეზის გზით. კომიტეტმა შეისწავლა საერთაშორისო გამოცდილება გამოკვეთილი გამოწვევების გარშემო. მოკვლევის ფარგლებში მიღებული მოსაზრებების განხილვისა და ანალიზის შედეგად, შემუშავდა რეკომენდაციები. ანგარიშის I თავში აღწერილია თემატური მიმოხილვის მიზნები და მეთოდოლოგია. მეორე თავი ეთმობა სახელმძღვანელოების ხარისხს, რელევანტურობას, მათზე ხელმისაწვდომობას განვითარების სისტემის ეფექტიანობასა და მდგრადობას, ციფრული სასწავლო რესურსების განვითარებისა და სწავლა-სწავლებაში დანერგვის ტენდენციებს, ლაბორატორიების როლს სწავლა-სწავლებაში, მათი მდგომარეობისა და ხელმისაწვდომობის შესახებ არსებული ვითარების აღწერას და სასკოლო ბიბლიოთეკების მიმართულებით არსებულ მდგომარეობას. მესამე თავში შემოთავაზებულია რეკომენდაციები, ანალიზზე დაყრდნობით გამოკვეთილი თემების მიხედვით. თემატური მოკვლევა განხორციელდა ევროკავშირის (EU) და გაეროს განვითარების პროგრამისა (UNDP) მხარდაჭერით. 5 ძირითადი მიგნებები და რეკომენდაციები სახელმძღვანელო სწავლების მიზნების, შინაარსის და სწავლა-სწავლების ყოველდღიური ამოცანების განსაზღვრისთვისაც კი მთავარ საშუალებად რჩება მასწავლებლებისთვის. მასწავლებლების უდიდესი ნაწილისთვის სახელმძღვანელო ერთადერთი თუ არა, ძირითადი სასწავლო რესურსია. სწავლა-სწავლებაში ცვლილებების შეტანის თვალსაზრისით, სახელმძღვანელო ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ინსტრუმენტია. გარდა ამისა, სახელმძღვანელო მასწავლებლებისა და მოსწავლეების ნაწილისთვის მაინც ერთადერთ ხელმისაწვდომ რესურსად რჩება, რადგან მოსწავლეების მეათედისთვის მაინც ონლაინ სასწავლო რესურსები ხელმისაწვდომი არ არის.1 შესაბამისად, ხარისხიანი სახელმძღვანელო განათლებაზე თანაბარი ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფისთვის თვალსაზრისითაც არის აქტუალური. სახელმძღვანელოების განვითარების პოლიტიკამ მნიშვნელოვანი ევოლუცია განიცადა. ამ მიმართულებით შეიძლება გამოიყოს სამი ეტაპი: საგამომცემლო ბაზრის განვითარებაზე მიმართული პოლიტიკის ფაზა (2001-2009), რომლის წყალობით სახელმძღვანელოების ბაზარზე რამდენიმე ათეული გამომცემელი გაჩნდა და ბაზრის ზომამ 60 მილიონ ლარს მიაღწია, თუმცა, წინ წამოწია სახელმძღვანელოს ხელმისაწვდომობის პრობლემამ. მეორე ფაზა ხასიათდება სახელმძღვანელო სექტორის მართვაში სახელმწიფოს როლის გაძლიერებით (2010-2017) და სახელმძღვანელოებზე ხელმისაწვდომობის პრობლემის დიდწილად გადაჭრით, თუმცა საგამომცემლო ბიზნესის შემცირების ხარჯზე; მესამე ფაზა ეროვნულ სასწავლო გეგმასთან და, ზოგადად, სწავლა-სწავლების თანამედროვე მიდგომებთან თავსებადობის გაზრდაზე მიმართული პოლიტიკით გამოირჩევა და მისი დაწყება შეიძლება გამოვკვეთოთ სახელმძღვანელოების განვითარების პოლიტიკის და პროცედურების მართვის ბერკეტების ეროვნული სასწავლო გეგმების განვითარების გუნდისთვის გადაბარებით 2018 წელს. სახელმძღვანელოების ხელმისაწვდომობის საკითხი დიდწილად გადაიჭრა, თუმცა გამოწვევად რჩება მეორადი სახელმძღვანელოების მდგომარეობა. დღეისთვის სახელმძღვანელოები მასწავლებლებისა და მოსწავლეების დიდი ნაწილისთვის უფასოა და კატეგორიები განსაზღვრულია „მოსწავლეებისა და მასწავლებლების სახელმძღვანელოებით უზრუნველყოფის“ პროგრამით, რომელიც 2013 წლიდან წარმატებით ხორციელდება და მისი მიზანია სრული ზოგადი განათლებისა და საგანმანათლებლო რესურსების თანაბრად ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფა. ეს მიდგომა მნიშვნელოვანია განათლებაზე თანაბარი ხელმისაწვდომობის და მოსწავლეების არასასურველი სტიგმატიზირების თავიდან არიდების თვალსაზრისითაც. თუმცა მეორადი სახელმძღვანელოების მდგომარეობა რისკს უქმნის 1 საქ ართ ვე ლ ოს პარლ ამ ე ნ ტ ი , 2021 6 სახელმძღვანელოს ხელმისაწვდომობას. ეს გამოწვევა შეიძლება უკავშირდებოდეს როგორც სახელმძღვანელოს ბეჭდვის ტექნიკურ პარამეტრებს და მასთან დაკავშირებულ წიგნის გამძლეობას, ასევე, განათლებისა და სახელმძღვანელოს ცირკულაციაში დაბრუნების შეფასების წესს. მეცნიერების სამინისტროს განმარტებით, ბეჭდვის პარამეტრები დადგენილია და ჩართულია სახელმძღვანელოების ბეჭდვის სატენდერო პირობებში. რაც შეეხება ინფორმაციას სახელმძღვანელოების ვარგისიანობის შეფასებასა და ახალი სახელმძღვანელოების რაოდენობასთან დაკავშირებით, თავად სკოლა ასახავს ამ მონაცემებს სსიპ განათლების მართვის საინფორმაციო სისტემის მიერ შექმნილ ერთიან ელექტრონულ სისტემაში, შესაბამისად, საგანმანათლებლო დაწესებულებას იმდენივე ახალი სახელმძღვანელო გადაეცემა, რამდენსაც ის შეაფასებს უვარგისად. სსსმ მოსწავლეებისთვის რამდენიმე სახელმძღვანელო შეიქმნა, მაგრამ საჭიროა რესურსების ბანკის შექმნა. მასწავლებლებს უჭირთ არსებული რესურსების სსსმ მოსწავლეების საჭიროებებზე მორგება. შესაბამისად, საჭიროა როგორც უკვე არსებული რესურსების ადაპტირება, ასევე, სპეციალისტების ჩართულობით სხვადასხვა საჭიროების მქონე მოსწავლეებისთვის რესურსების ბანკის შექმნა. არაქართულენოვანი მოსწავლეებისთვის სახელმძღვანელოებით უზრუნველყოფის თვალსაზრისით ვითარება ბოლო წლებში გაუმჯობესდა. თუმცა, გამოწვევად რჩება ახალი გრიფირებული სახელმძღვანელოების დროულად თარგმნის და სკოლებისთვის დროულად მიწოდების საკითხი; ასევე გამოწვევაა 2012 წელს საშუალო საფეხურის გრიფირებული სახელმძღვანელოების თარგმანის ხარისხი, თუმცა, ისინი ეტაპობრივად იცვლება ახალი ეროვნული სასწავლო გეგმის დანერგვის კვალდაკვალ. სახელმძღვანელოს ხარისხთან მეთოდოლოგიური და დაკავშირებულ შინაარსობრივი მეთოდოლოგიური შენიშვნები თანმიმდევრულობას და ეხება თემატურ გამოწვევებს შორის სახელდება ასევე, ტექნიკური ხარვეზები. სახელმძღვანელოში საკითხების დაფარვის (ისტორიის წყაროებზე საკითხები, კავშირებს, სირთულეს დაფუძნებული სწავლება და გრამატიკის ინტეგრირებული სწავლება), სავარჯიშოების ნაკლებობას (მათემატიკა და ენები). მეთოდოლოგიური საკითხების ირგვლივ წამოჭრილი საკითხები უკავშირდება როგორც სახელმძღვანელოების ხარისხს, ასევე, მესამე თაობის ეროვნული სასწავლო გეგმის დანერგვის გამოწვევებს და, ზოგადად, სწავლა-სწავლების ზოგიერთი თანამედროვე მიდგომის სწორად გააზრებასა და პრაქტიკაში დანერგვას. შინაარსობრივ საკითხებში მასწავლებლები ასახელებენ ლიტერატურული ნაწარმოებების შერჩევის კრიტერიუმებს, უმცირესობათა რეპრეზენტაციას, გენდერულ თანასწორობას და სხვა. სახელმძღვანელოების ნაწილებად დაყოფას პოზიტიურად აფასებენ, თუმცა აწუხებთ სახელმძღვანელოების არასაკმარისი გამძლეობა იმ პირობებში, როცა მეორადი წიგნი 7 რამდენიმე წლის განმავლობაში რჩება გამოყენებაში. აქვე უნდა აღინიშნოს, რომ სკოლებისთვის სახელმძღვანელოების მიწოდების პარალელურად, კონტრაქტორი კომპანია ყოველ ჯერზე წარუდგენს სამინისტროს კვალიფიციური ექსპერტის შესაბამის დასკვნას სახელმძღვანელოების ხარისხთან დაკავშირებით. ბოლო წლებში მნიშვნელოვნად გაუმჯობესდა სახელმძღვანელოების გრიფირების წესები, თუმცა საჭიროა ზომების მიღება შეფასების სანდოობის გაზრდის მიმართულებით. პოზიტიურ ცვლილებებში განსაკუთრებულ შემადგენლობის გაფართოება, აღნიშვნას სახალხო იმსახურებს დამცველის რეცენზირების კომისიის წარმომადგენლის ჩართვა, სახელმძღვანელოს ავტორის საკვალიფიკაციო მოთხოვნაში პედაგოგიკური გამოცდილების შეტანა. დახვეწას საჭიროებს რეცენზირების მოდელი ისე, რომ გაიზარდოს შეფასების სანდოობა და რეცენზირების პროცესისადმი ნდობა. ეს შესაძლებელია მიღწეული იქნას 1. რეცენზირების ვადების გაზრდით, 2. რეცენზენტების რაოდენობის გაზრდით და 3. შემფასებელთაშორისი სანდოობის გაზრდის სტანდარტული მიდგომების გამოყენებით. სახელმძღვანელოების ავტორებისთვის უნდა გამოიყოს მეტი დრო და რესურსი, რათა სახელმძღვანელოების და, ზოგადად, სასწავლო რესურსების ავტორობა გახდეს მიმზიდველი კარიერული მიმართულება, განსაკუთრებით, მოქმედი მასწავლებლებისთვის და ქვეყანაში დაგროვდეს სასწავლო რესურსების განვითარებისთვის საჭირო ადამიანური კაპიტალი. დღეის მდგომარეობით, ავტორების საქმიანობა არის არაპროგნოზირებადი როგორც დროის, ასევე, შემოსავლების თვალსაზრისით. 2010-2013 წლებში განხორციელებული ცვლილებების შედეგად განათლებისა უზრუნველყოფა, და თუმცა, მეცნიერების ამან გავრცელების ხარჯების დაფინანსება განათლების ასევე შემცირება. სამინისტრომ შეძლო ხელმისაწვდომობის გამოიწვია სახელმძღვანელოების შექმნისა დღეისთვის სახელმძღვანელოებზე გამოყოფილი ბიუჯეტის დაახლოებით 1.68%-ს შეადგენს და (განათლების სამინისტროს 2022 წლის დამტკიცებული გეგმა არის 1,684.8 მლნ ლარი, მათ შორის, სახელმძღვანელოების პროგრამა - 28.3 მლნ ლარი, რაც ბიუჯეტის 1.68%-ია). სწავლა- სწავლების ხელმისაწვდომობის, ხარისხისა და რეფორმის მხარდაჭერის თვალსაზრისით სახელმძღვანელოების მნიშვნელობის სახელმძღვანელოების განვითარებისთვის გათვალისწინებით, გამოყოფილი უნდა გადაიხედოს სახელმწიფო დანახარჯების მოცულობა. ნაკლებია ინტერესი სასწავლო რესურსების ხარისხის კვლევებთან დაკავშირებით, რაც მნიშვნელოვან წვლილს შეიტანდა სასწავლო რესურსების განვითარებაში. მნიშვნელოვანია ქვეყანაში ტარდებოდეს კვლევები სახელმძღვანელოებსა და სასწავლო რესურსებზე. ეს ეხება როგორც სამეცნიერო კვლევებს, მაგალითად, სახელმძღვანელოების მეთოდოლოგიურ ასპექტებზე, ასევე, კონკრეტული სახელმძღვანელოების თუ ციფრული რესურსების ეფექტიანობის კვლევებს. მაგალითად, 2021 წელს სამინისტროს მიერ ჩატარდა დაწყებითი და საბაზო საფეხურების მასწავლებელთა ფოკუს-ჯგუფებში სახელმძღვანელოებით 8 კმაყოფილების კვლევა. მნიშვნელოვანია, რომ შეიქმნას მექანიზმები სასწავლო რესურსების კვლევაში სასკოლო და სამეცნიერო საზოგადოების ჩართვის, განსაკუთრებით, ამ ორი მხარის ერთობლივი კვლევითი საქმიანობის წახალისების მიზნით. სისტემის მნიშვნელოვან ნაკლოვანებას წარმოადგენს აკადემიური წრეების დომინაცია სახელმძღვანელოების ავტორობაზე. სისტემის ეს მახასიათებელი უკავშირდება სახელმძღვანელოების შექმნის მწირ ტრადიციებს და დამახასიათებელია სხვა პოსტ-საბჭოთა და პოსტ-კომუნისტური ქვეყნებისთვისაც. ოპტიმიზმის საფუძველს ქმნის ბოლო წლების დინამიკა, რომელიც სახელმძღვანელოების ავტორებში მასწავლებლების წილის ზრდას აჩვენებს. 2020-2021 წლებში ეროვნული სასწავლო გეგმის გუნდის მიერ გატარებული პოლიტიკა ქმნის ამ დინამიკის მნიშვნელოვნად გაუმჯობესების პირობებს და წარმატებულ პრაქტიკას სასწავლო რესურსების განვითარებაში მასწავლებლების ჩართვის მიმართულებით. კერძოდ, ერთის მხრივ, პედაგოგიკური გრიფირების წესში ავტორის საკვალიფიკაციო მოთხოვნებში გამოცდილების დამატება და, მეორეს მხრივ, კომპლექსური დავალებების შექმნაში მასწავლებლების ჩართვამ, მთლიანობაში შექმნა კეთილსაიმედო პირობები სასწავლო რესურსების განვითარებაში მასწავლებლის წილის გაზრდისთვის. მაგალითად, ასეთია არასამთავრობო ორგანიზაციის მიერ მასწავლებელთა ჩართულობით შექმნილი (iskola) და ნათარგმნი - ck12 რესურსები, რომელიც განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს აქტიური მონაწილეობით და მხარდაჭერით განხორციელდა. სახელმძღვანელოების შერჩევისთვის გამოყოფილი დრო და რესურსი არ არის საკმარისი იმისთვის, რომ მასწავლებლებმა მიიღონ ინფორმირებული გადაწყვეტილება. მოკვლევის ფარგლებში შემოსული განცხადებების თანახმად, საჭიროა, გამოიყოს მეტი დრო და შეიქმნას ისეთი რესურსები, რომლებიც დაეხმარება მასწავლებელს სახელმძღვანელო შეარჩიოს ინფორმირებულად და გააზრებულად. თუმცა აღსანიშნავია, რომ სკოლებს მომავალი სასწავლო წლის სახელმძღვანელოების შერჩევა უწევთ იმ პერიოდისთვის, როცა მიმდინარე სასწავლო პროცესი დასრულებულია და მაქსიმუმ 3 შეთავაზებული სახელმძღვანელოდან მათთვის სასურველის შერჩევისთვის განკუთვნილი ვადა კი განისაზღვრება 10-14 დღით. მოსწავლეების ბუკებით უზრუნველყოფის ფონზე, მცირე მასშტაბისაა და დასახვეწია ციფრული რესურსების განვითარების პოლიტიკა. განათლებისა და მეცნიერების სამინისტროსა და მისი უწყებების მიერ შექმნილი რესურსები, გაფანტულია სხვადასხვა გვერდზე, რაც მასწავლებლებში ციფრული რესურსების გამოყენების ერთ-ერთ შემაფერხებელ ფაქტორად აღიქმება. ბოლო წლებში, განსაკუთრებით, პანდემიის პირობებში, გაიზარდა იმ მასწავლებლების წილი, რომლებიც სწავლა-სწავლებაში ელექტრონულ რესურსებს იყენებენ და ქმნიან, რაც ქმნის 9 ნაყოფიერ ნიადაგს იმისთვის, რომ განხორციელდეს პოლიტიკა, რომელიც მიმართული იქნება სკოლის მხარდაჭერაზე ორიენტირებული და მეთოდოლოგიურად გამართული ციფრული რესურსების შექმნასა და პრაქტიკაში დანერგვაზე. ასეთი რესურსები განსაკუთრებით აქტუალურია ეროვნული სასწავლო გეგმის დანერგვის ხელშეწყობისა და სასწავლო რესურსების განვითარებაში მასწავლებლების როლის გაძლიერების თვალსაზრისით. ეს უკანასკნელი, პარალელურად სახელმძღვანელოების განვითარებაში მასწავლებლების როლის გაზრდის მიმართულებით განხორციელებული ინტერვენციებისა, გააძლიერებს მასწავლებლის პროფესიას და შექმნის მასწავლებლის კარიერული განვითარების რეალური და ლოგიკური პროგრესირების ხაზს. სასკოლო ლაბორატორიები საჭიროებს არა მხოლოდ ლაბორატორიული დანადგარებით სკოლის მომარაგებას, არამედ, სკოლების ინფრასტრუქტურულ მხარდაჭერას, კერძოდ, შესაბამის სივრცეს, ლაბორატორიული მასალებით სკოლის რეგულარულად მომარაგებას და, რაც მთავარია, შესაბამისი კომპეტენციის მქონე მასწავლებელს. ლაბორატორიების სწავლასწავლებაში გამოყენების ხელმისაწვდომობა, სკოლების ხელისშემშლელი ფიზიკური ფაქტორებია ინფრასტრუქტურის ლაბორატორიების მდგომარეობა, რაც, ლაბორატორიებით აღჭურვილ სკოლებში მნიშვნელოვნად ამცირებს ლაბორატორიების გამოყენების შესაძლებლობას. ლაბორატორიების ეფექტიანად გამოყენებისთვის კრიტიკულად მნიშვნელოვანია მასწავლებლების კომპეტენციების გაძლიერება. სასკოლო საგანმანათლებლო რესურსების, მათ შორის ლაბორატორიების, დანერგვა და შესაბამისად, გამოყენება საჭიროებს სკოლებისთვის შესაბამისი ფინანსური მხარდაჭერის გაღებას. სკოლების ნაწილს არ აქვს ლაბორატორიებისა და მათი ფუნქციონირებისთვის საჭირო რესურსების შესყიდვისთვის საჭირო სახსრები, ვინაიდან მცირეკონტიგენტიანი სკოლებისთვის გამოყოფილი დაფინანსების მნიშვნელოვანი ნაწილი კომუნალურ ხარჯებსა და პერსონალის ანაზღაურებას ხმარდება, ასევე მნიშვნელოვანია სკოლის მენეჯმენტის გაძლიერება და კომპეტენციების ამაღლება სასკოლო ბიუჯეტის სკოლის ეფექტიან განკარგვასთან დაკავშირებით. სკოლების უმრავლესობაში წიგნადი ფონდი არის უკიდურესად მოძველებული და სკოლების დიდი ნაწილი ვერ ახერხებს მათ განახლებას. სკოლების წიგნადი ფონდის განახლება ეფექტიანი იქნება იმ შემთხვევაში, თუ სკოლას აქვს საბიბლიოთეკო რესურსების სწავლასწავლების ხარისხის გაუმჯობესების მიზნით გამოყენების მკაფიო, გააზრებული გეგმა და ამ გეგმის განხორციელებისთვის საჭირო კომპეტენციები. სასკოლო რესურსების სწავლა-სწავლებაში ეფექტიანად დანერგვისთვის საჭიროა როგორც ეფექტიანი ანგარიშვალდებულება, ასევე, შესაბამისი მხარდაჭერა. ამ თვალსაზრისით მნიშვნელოვანი ცვლილებაა სკოლების ავტორიზაციის ახალი კრიტერიუმები, სადაც ყურადღებაა გამახვილებული რესურსების განვითარებასა და ეფექტიანად გამოყენებაზე. გარე 10 შეფასების სისტემის ეს ცვლილება რომ ეფექტიანი იყოს, საჭიროა, სკოლას ჰქონდეს შესაძლებლობა, რეაგირება მოახდინოს შეფასების საშუალებით იდენტიფიცირებულ გამოწვევებზე. სკოლას ამისთვის უნდა ჰქონდეს შესაბამისი რესურსი. დაფინანსების არსებული მოდელისა და მოცულობის პირობებში, სკოლების ნაწილს სახელმწიფოს მიერ გამოყოფილი დაფინანსება ჰყოფნის მხოლოდ ხელფასებისა და კომუნალური ხარჯების დასაფარად, თუმცა, ამის საკომპენსაციოდ კონკრეტული სკოლების მოთხოვნის შესაბამისად სამინისტრო გამოყოფს დამატებით დაფინანსებას. სკოლის განვითარების ფონდის გარე შეფასებასთან მიბმა გაზრდის როგორც სკოლის მიერ სასკოლო რესურსების განვითარების შესაძლებლობებს, ასევე, გარე შეფასების ეფექტიანობას. 11 თავი 1: თემატური მოკვლევის შესახებ მიზანი თემატური მოკვლევა საქართველოს პარლამენტის რეგლამენტით გათვალისწინებული ინსტრუმენტია, რომელიც აძლიერებს საკანონმდებლო ორგანოს საზედამხედველო ფუნქციებს და ხელს უწყობს ამ ფუნქციათა ქმედით შესრულებას. თემატურ მოკვლევას კომიტეტი იყენებს აქტუალური საკითხის შესწავლისა და მტკიცებულებებზე დაფუძნებული რეკომენდაციების შემუშავების მიზნით. მიმდინარე თემატური მოკვლევის მიზანია სასკოლო საგანმანათლებლო რესურსების განვითარების პოლიტიკისა და პრაქტიკის, მიღწევებისა და გამოწვევების შესწავლა და აღმასრულებელი ხელისუფლებისთვის შესაბამისი რეკომენდაციების მომზადება. საკვლევი კითხვები სასკოლო საზოგადოების ეფექტიანად ფუნქციონირებას მნიშვნელოვნად განსაზღვრავს სასწავლო რესურსების ხარისხი. მიმდინარე მიმოხილვის ამოცანად განისაზღვრა, დაგვეფარა სახელმძღვანელოები, დამატებით სასწავლო რესურსები, ლაბორატორიები და ბიბლიოთეკები. მოკვლევის მიზანი იყო დაეფარა თვალსაჩინოებების საკითხიც. თუმცა თვალსაჩინოებებთან დაკავშირებული შეკითხვები უპასუხოდ დატოვეს თითქმის ყველა შემოსულ მოსაზრებებში. ამ საკითხს არ ეხება არცერთი ქვეყანაში აქამდე ჩატარებული კვლევა. შესაბამისად, მოკვლევის ჯგუფს არ აღმოაჩნდა საკმარისი ინფორმაცია იმისთვის, რომ ეს საკითხი მოკვლევის ანგარიშში შეეტანა. ანგარიში განიხილავს შემდეგ ასპექტებს: - სასკოლო სახელმძღვანელოების გამოყენების პრაქტიკა; - ელექტრონული რესურსების გამოყენების პრაქტიკა; - სასკოლო ლაბორატორიების გამოყენების პრაქტიკა; - მასწავლებელთა როლი სასკოლო რესურსების შემუშავების პროცესში; - საგანმანათლებლო რესურსების ხელმისაწვდომობა სსსმ და ეროვნული უმცირესობების წარმომადგენელი მოსწავლეებისთვის. მეთოდოლოგია საქართველოს პარლამენტის განათლებისა და მეცნიერების კომიტეტმა ეფექტიანი სწავლასწავლების პროცესში სასკოლო საგანმანათლებლო რესურსების როლის შეფასების ინსტრუმენტად აირჩია თემატური მოკვლევა, აღნიშნული საქართველოს პარლამენტის 12 რეგლამენტით განსაზღვრული მექანიზმია, რომელიც საკანონმდებლო ორგანოს ეხმარება საზედამხედველო ფუნქციების ეფექტიან განხორციელებაში. თემატურ მოკვლევას კომიტეტი იყენებს აქტუალური საკითხის შესწავლის, ჩართულობასა და მტკიცებულებებზე დაფუძნებული დასკვნის შემუშავების მიზნით. შესაბამისად, აღნიშნულ პროცესში დაინტერესებულ მხარეებს ეძლევათ საკუთარი მოსაზრებებისა და დაკვირვებების გაზიარების შესაძლებლობა, როგორც წერილობით, ასევე, ზეპირი მოსმენების ფარგლებში. კომიტეტმა მოკვლევის დაწყების შესახებ გადაწყვეტილება მიიღო 2022 წლის 6 აპრილს გამართულ სხდომაზე, სადაც დამტკიცდა მოკვლევის საკითხი და მოკვლევის ჯგუფის შემადგენლობა. მთავარ მომხსენებლად განისაზღვრა თამარ ტალიაშვილი, ხოლო ჯგუფს წევრებად გიორგი ამილახვარი, მაია მენაღარიშვილი, ბექა დავითულიანი, ვლადიმერ კახაძე, ბაია კვიციანი, მარიამ ლაშხი და როსტომ ჩხეიძე. აღნიშნული პროცესის შემდეგ შემუშავდა თემატური მოკვლევის ტექნიკური მოთხოვნის დოკუმენტი, რომელიც განთავსდა საქართველოს პარლამენტის ვებ-გვერდზე და დაინტერესებულ მხარეებს შესაძლებლობა მიეცათ მის საფუძველზე წარმოედგინათ დასაბუთებული მოსაზრებები. მოცემულ დოკუმენტში წარმოდგენილი ანალიზი ეყრდნობა მიღებულ მოსაზრებებს და ზეპირი მოსმენების დისკუსიის შედეგებსა და განსახილველ თემაზე ჩატარებულ კვლევებს. თემატური მოკვლევის ფარგლებში შემოვიდა 110 წერილობითი მოსაზრება. მოსაზრებების ავტორებს შორის არიან საჯარო სკოლების (94), რესურსცენტრის, მასწავლებელთა ასოციაციის, მასწავლებელთა პროფესიული კავშირის, გამომცემლობების, ადგილობრივი არასამთავრობო და საერთაშორისო ორგანიზაციების, საუნივერსიტეტო სექტორის წარმომადგენლები, სახელმძღვანელოების გამომცემლები და ავტორები. ამასთანავე, გაიმართა 2 ზეპირი მოსმენა და 23 სამუშაო შეხვედრა. საგულისხმოა, რომ მოცემული ინფორმაციის თანახმად, დირექტორების დიდმა ნაწილმა მოკვლევის შეკითხვები გაუზიარა სკოლის საგნობრივ კათედრებს და სკოლის სახელით მოგვაწოდა მათი პოზიციები. მიღებული წერილობითი მოსაზრებებისა და განხილვების საფუძველზე, გამოვლინდა საგანმანათლებლო რესურსების განვითარებასა და უზრუნველყოფის მიმართულებით არსებული მიღწევები, გამოწვევები და ამ გამოწვევებთან გამკლავების საჭიროებები. საბოლოოდ კი შემუშავდა რეკომენდაციები, რომელთა შესრულებაც ხელს შეუწყობს საგანმანთლებლო რესურსების ხარისხის, რელევანტურობისა და ხელმისაწვდომობის გაზრდას და რესურსების განვითარების მექანიზმების მდგრადობას. შემოსული მოსაზრებების ინტერპრეტაციის ვალიდობის გაზრდის მიზნით, გამოყენებული 13 იყო კოდირების სამეტაპიანი პროცედურა, რომელიც დაიწყო ე.წ. ღია კოდირების მეთოდით. კოდირების ეს მეთოდი ითვალისწინებს ტექსტობრივი მონაცემების შინაარსიდან გამომდინარე შინაარსობრივ კატეგორიებად დაყოფას.2 მაგალითად, როცა შემოსულ მოსაზრებაში ნათქვამია, რომ „სახელმძღვანელოები რთულია და მოსწავლეების შესაძლებლობებს არ შეესაბამება,“ შეესაბამა კოდს - სახელმძღვანელოს სირთულე. კოდირების მეორე ეტაპზე ამ კოდის მქონე მონაცემები გაერთიანდა „სახელმძღვანელოების ხარისხისა და რელევანტურობის“ კატეგორიაში. შემოსულ მოსაზრებებსა და ჩატარებული კვლევების სინთეზის შედეგად, გამოიკვეთა ძირითადი მიგნებები და დასაზუსტებელი საკითხები. ამ საკითხებზე მსჯელობა წარიმართა ზეპირი მოსმენების ფარგლებში, რომელიც პირისპირ რეჟიმში მიმდინარეობდა. მათში მონაწილეობა მიიღეს სახელმძღვანელოების ავტორებმა, გამომცემლებმა, სკოლების დირექტორებმა და რესურსცენტრების თანამშრომლებმა, საერთაშორისო, არასამთავრობო და სამთავრობო სექტორის წარმომადგენლებმა, მათ შორის, მასწავლებელთა ასოციაციებმა. ანგარიშში წარმოდგენილი მიგნებები ეყრდნობა დაინტერესებული მხარეების მოსაზრებების, ჩატარებულ კვლევებისა და ზეპირი მოსმენების შედეგად მიღებულ ინფორმაციას. 14 თავი 2: საკითხის მიმოხილვა სახელმძღვანელოები მიუხედავად იმისა, რომ მნიშვნელოვნად იზრდება ელექტრონული რესურსების გამოყენება, სახელმძღვანელო რჩება სწავლა-სწავლების ძირითად რესურსად. გარდა ამისა, სახელმძღვანელო განიხილება სწავლების შინაარსსა და მეთოდოლოგიაზე ზემოქმედების ყველაზე ძლიერ ინსტრუმენტად. ამასთან, სახელმძღვანელო რჩება ერთადერთ ხელმისაწვდომ სასწავლო რესურსად, რადგან სხვა რესურსებზე მოსწავლეებისა და მასწავლებლების ნაწილს ხელი არ მიუწვდებათ. შესაბამისად, სახელმძღვანელოების ხარისხს, რელევანტურობასა და ხელმისაწვდომობას განსაკუთრებული როლი უჭირავს განათლების პოლიტიკაში. ამ თავში განვიხილავთ: - როგორ იცვლება სახელმძღვანელოების სისტემა ბოლო 15 წლის განმავლობაში; - რა გამოწვევები გადაიჭრა და რა გამოწვევები რჩება სახელმძღვანელოების ხარისხის, ხელმისაწვდომობისა და სახელმძღვანელოების შექმნის ეფექტიანი მოდელის განვითარების თვალსაზრისით. სახელმძღვანელოების გამოცემის სისტემის განვითარება და ძირითადი მახასიათებლები საქართველოში სასკოლო სახელმძღვანელოების დედა ენით დაწყებული ტრადიცია საბჭოთა მმართველობის პერიოდში შეწყდა. ამ ვითარებაში აღმოჩნდა ცენტრალური და აღმოსავლეთ ევროპის ყველა ქვეყანა,2 რადგან რამდენიმე ათეული წლის განმავლობაში ცენტრალიზებულად იქმნებოდა მხოლოდ ერთი სახელმძღვანელო, რომელიც შემდეგ 55 სხვადასხვა ენაზე ითარგმნებოდა და ამ ერთი სახელმძღვანელოთი სწავლობდა ყველა მოსწავლე. შესაბამისად, სახელმძღვანელოების დამყარებული ამ ქვეყნებში, შემუშავების წესები, არ არსებობდა ექსპერტული საავტორო ცოდნა, უფლებების ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფის პოლიტიკა. გამომცემლობის ტრადიცია, სახელმძღვანელოს დაცვის ბაზრის კანონმდებლობა და 3 საქართველოში სახელმძღვანელოების განვითარების მიმართულებით მუშაობა აქტიურ ფაზაში მხოლოდ 21-ე საუკუნის დასაწყისში შევიდა. 2001 წელს დაწყებული ილია ჭავჭავაძის პროექტის ფარგლებში, აქცენტი გაკეთდა სახელმძღვანელოების „ბაზრის რეგულირების ახალი სისტემის“ განვითარებაზე. პროექტის ფარგლებში დაწყებული რეფორმის ამოცანა „სახელმძღვანელოების შემუშავების და გავრცელების ოპტიმალური სისტემის შექმნა“ იყო, 2 აქ გ ამ ონ აკ ლ ი სს წ არმ ოად გ ე ნ დ ა ყ ოფ ი ლ ი ი უ გ ოსლ ავი ი ს რე სპ უ ბ ლ ი კ ე ბ ი . 3 Kovac & Sebart, 2004. 15 რომლის თანახმად „ბაზრის ძირითადი სუბიექტები იყვნენ სკოლა და გამომცემელი“. სამინისტროს როლი სახელმძღვანელოს ხარიხის კონტროლით განისაზღვრა. საგულისხმოა, რომ სახელმძღვანელოების კონკურენტული ბაზრის განვითარებაზე მიმართული მსგავსი რეფორმები მსოფლიო ბანკის მხარდაჭერით სხვა პოსტ-საბჭოთა ქვეყნებშიც განხორციელდა.4 2006 წელს დამტკიცდა „რეკომენდირებული სახელმძღვანელოს გრიფის მინიჭების შესახებ“ სამინისტროს ბრძანება და განისაზღვრა გრიფირების პროცედურები და კრიტერიუმები.5 გრიფირებული სახელმძღვანელოებიდან სასურველ წიგნს პედაგოგები ირჩევდნენ და ამ არჩევანს სამეურვეო საბჭო ამტკიცებდა. 6 სკოლის მიერ სახელმძღვანელოს არჩევის შემდეგ, მშობლებს უნდა შეეძინათ სახელმძღვანელოები წიგნის მაღაზიებში. 2009 წლისთვის გამომცემლობების წლიური შემოსავალი, სულ მცირე, 50 მილიონ ლარს შეადგენდა, რომელზეც 57 სხვადასხვა საგამომცემლო კომპანია ოპერირებდა; ერთი მოსწავლის სახელმძღვანელოს პაკეტის საშუალო საფასური 108 ლარს შეადგენდა.7 მასშტაბის გააზრებისთვის გამოგვადგება სხვა ქვეყნის მსგავს მონაცემებთან შედარება. მაგალითისთვის, ავსტრალიაში და ჰოლანდიაში 2021 წელს გამომცემლობებისთვის სახელმძღვანელოებიდან (სასკოლო, საუნივერსიტეტო) მიღებულმა შემოსავალმა დაახლოებით 400 მილიონი დოლარი შეადგინა.8 ესტონეთში საგამომცემლო საქმიანობის მთლიანმა შემოსავალი წლიურად დაახლოებით 20 მილიონი დოლარია.9 გამომცემლობების სახელმძღვანელოების შემდგომი რეფორმები ხელმისაწვდომობის გამოწვევის საპასუხოდ განხორციელდა. 2010 წელს დაწესდა სახელმძღვანელოს საფასურზე ზედა ზღვარი, შემცირდა გრიფირებული სახელმძღვანელოების რაოდენობა სამამდე და სოციალურად დაუცველი ოჯახებიდან მოსწავლეებისთვის სახელმძღვანელოების უფასოდ განაწილების სისტემა შეიქმნა. 2010 წელს სოციალურად დაუცველი მოსწავლეების წიგნებით უზრუნველყოფაზე 5 მილიონი ლარი დაიხარჯა. 2011 წელს მიღებული გრიფის მინიჭების წესი (ბრძანება N30/ნ, 25.02.2011) ითვალისწინებდა სამინისტროს უფლებას „აუცილებელი საზოგადოებრივი საჭიროებიდან გამომდინარე, გრიფმინიჭებული სახელმძღვანელოების გამოყენების უფლება გადაეცა ნებისმიერი დაინტერესებული პირისთვის (შესაბამისი სალიცენზიო ხელშეკრულების საფუძველზე) და ამ შემთხვევაში საავტორო უფლების მფლობელისათვის (გამომცემლობებისთვის) ვალდებული იყო ჰონორარის სახით გადაეხადა 4 Kazimzade, 2008 5 საქ ართ ვე ლ ოს გან ათ ლ ე ბ ი სა დ ა მ ე ც ნ ი ე რე ბ ი ს მ ი ნ ი სტ რი ს ბ რძ ან ე ბ ა #428. 11/05/2006. მ უ ხ ლ ი 1.ა 6 მ უ ხ ლ ი 38 დ 7 გ ამ ოყ ე ნ ე ბ ი თ ი კ ვ ლ ე ვ ე ბ ი ს ც ე ნ ტ რი , 2009 8 ავსტ რალ ი ა: Reid, 2021.ჰოლ ან დ ი ა: https://www.statista.com/statistics/870502/annual- educational-book-publishing-market-revenue-in-the-netherlands-by-type-of-book/ 9 https://www.statista.com/forecasts/907868/book-publishing-revenue-in-estonia 16 გრიფმინიჭებული სახელმძღვანელოს ტირაჟის ღირებულების 10%. აღნიშნულ პოლიტიკის ცვლილება უფლებამოსილებას სამინისტრო იყენებს 2013 წლიდან დღემდე.10 ხელმისაწვდომობის მიმართულებით სახელმძღვანელოების გაძლიერდა 2013 წელს. სამინისტრომ აამოქმედა 2011 წლის საავტორო უფლებების შესახებ ბრძანება და, გამომცემლობების გვერდის ავლით, დაბეჭდა და უფასოდ გაავრცელა სახელმძღვანელოები. 2013 წლიდან ამ მოდელით ფუნქციონირებს სისტემა. 2018 წლიდან განხორციელებული ცვლილებები ემსახურება მესამე თაობის ეროვნულ სასწავლო გეგმასთან სახელმძღვანელოების თავსებადობის გაზრდას. სახელმძღვანელოების გრიფირების ფუნქცია საგანმანათლებლო და სამეცნიერო ინფრასტრუქტურის სააგენტოდან განათლების სამინისტროს სკოლამდელი და ზოგადი განათლების დეპარტამენტს გადაეცა. მას შემდეგ შეიცვალა გრიფირების კრიტერიუმები და გრიფირების რეცენზენტთა შემადგენლობა. დღეის მდგომარეობით, სახელმძღვანელოების შესყიდვისა და გავრცელების მოდელის ძირითადი მახასიათებლები შემდეგნაირად გამოიყურება: - სახელმძღვანელოს წარდგენაზე კონკურსს აცხადებს სამინისტრო. ავტორებს (ფიზიკური ან იურიდიული პირი) 2,5-6 თვე აქვთ სახელმძღვანელოს შემუშავებისა და წარდგენისთვის. კერძოდ, VII, VIII, IX კლასებისთვის - 4.5 თვე, X კლასისთვის გამოყოფილი იყო 2.5 თვე, თუმცა გასათვალისწინებელია, რომ ეს ვადა უმრავლესობა საგნებისთვის მხოლოდ ერთი სემესტრის მასალის მომზადებაზე იყო განკუთვნილი და არა მთელი წლის სახელმძღვანელოსი (გამონაკლისი იყო მხოლოდ უცხოური ენები, რომლებიც უცხოეთიდან შემოაქვთ მზა რესურსის სახით). რაც შეეხება XI კლასს, მათთვის განკუთვნილი დრო 6 თვეს შეადგენს; - სარეცენზიოდ ავტორი წარადგენს სახელმძღვანელოს/სერიის მაკეტს. დაწყებითი საფეხურის შემთხვევაში, გამომცემლობებმა მოთხოვნის შესაბამისად წარადგინეს სახელმძღვანელოების სერია (ანუ, ყველა კლასის სახელმძღვანელო ერთდროულად), საბაზო და საშუალო საფეხურისთვის კი - წარადგენენ მხოლოდ ერთი კლასის სახელმძღვანელოს. წარდგენილ მაკეტში შედის: სახელმძღვანელო, მასწავლებლის წიგნი, მოსწავლის რვეული სხვადასხვა საგნისთვის სხვადასხვა კომბინაციით, ზოგიერთ შემთხვევაში აღნიშნულ კომპლექტს აუდიო რესურსიც ემატება; - სახელმძღვანელოს ავტორის სავალდებულო მოთხოვნად განისაზღვრა 3 წლიანი პედაგოგიკური გამოცდილება შესაბამის საფეხურზე; 10 მ უ ხ ლ ი 10. საქ ართ ვე ლ ოს გან ათ ლ ე ბ ი სა დ ა მ ე ც ნ ი ე რე ბ ი ს მ ი ნ ი სტ რი ს ბ რძ ან ე ბ ა „ზ ოგ ად საგ ან მ ან ათ ლ ე ბ ლ ო დ აწ ე სე ბ უ ლ ე ბ ი ს სახ ე ლ მ ძ ღ ვ ან ე ლ ოს გ რი ფ ი ს მ ი ნ ი ჭე ბ ი ს წ ე სი სა დ ა საფ ასუ რი ს დ ამ ტ კ ი ცე ბ ი ს შ ე სახ ე ბ “ 25/02/2011. https://matsne.gov.ge/ka/document/view/1218762?publication=0 17 - რეცენზირებას სახელმძღვანელოს უწევს სამინისტროს მიერ შერჩეული ჯგუფი. თითოეული სახელმძღვანელოს რეცენზირების ჯგუფში შედის „მასწავლებელი, დარგის მეცნიერი, ფილოლოგი (ქართული ენის), ფსიქოლოგი, ეროვნული სასწავლო გეგმით გათვალისწინებული საგნის სტანდარტის შემუშავებაში გამოცდილების მქონე პირი/ეროვნული სასწავლო გეგმის ექსპერტი ან სხვა სპეციალისტი.“11 - რეცენზირება მოიცავს შინაარსობრივ და ტექნიკურ შეფასებას. ტექნიკური კრიტერიუმებით შეფასების ეტაპზე სახელმძღვანელო გადადის იმ შემთხვევაში, თუ ის წარმატებით გაივლის შინაარსობრივ შეფასებას. - სახელმძღვანელოები, რომლებიც გადალახავენ შინაარსობრივი კრიტერიუმებით შეფასების I ეტაპს, ანუ 90%-იან ბარიერს, გადადის შინაარსობრივი შეფასების მეორე, დახვეწა-გაუმჯობესების ეტაპზე. ავთენტურობის დადასტურების, ასევე ტექნიკური კრიტერიუმების დაკმაყოფილების და საბოლოოდ გრიფის მიღების შემდეგ თუკი აღმოჩნდება, რომ გრიფირებულია სამზე მეტი სახელმძღვანელო, კონკურენციაში ერთვება ფასი 5%-ანი წილით (95% წილი აქვს ბარიერგადალახული სახელმძღვანელოს შინაარსს). ამ ეტაპზე გადაწყვეტილება მიიღება შემდეგი ფორმულის საშუალებით: საბოლოო ქულა=ფასი*0.05+რეცენზირების ქულა *0.95. სამინისტრო შეიძენს მაქსიმუმ 3 სახელმძღვანელოს ყველაზე მაღალი საბოლოო ქულით ქართულენოვანი სკოლებისთვის და გრიფირებულ სახელმძღვანელოებს შორის ყველაზე მაღალქულიან ერთ სახელმძღვანელოს - არაქართულენოვანი სკოლებისთვის.12 სამინისტრო ყველა იმ სახელმძღვანელოს საავტორო უფლების მფლობელს, რომლებმაც შინაარსობრივი რეცენზირებისას გადალახეს 90%-იანი ბარიერი და მიენიჭათ გრიფი, უხდის ერთჯერად ჰონორარს, ხოლო იმ შემთხვევაში თუ სახელმძღვანელო მოხვდა „მოსწავლეებისა და მასწავლებლების სახელმძღვანელოებით უზრუნველყოფის პროგრამის“ ფარგლებში დასაბეჭდ სახელმძღვანელოთა სამეულში, ამ შემთხვევაში საავტორო უფლების მფლობელი დამატებით იღებს თითოეულ ნაბეჭდ ეგზემპლარზე ცალ-ცალკე მოსწავლის წიგნისთვის, რვეულისთვის და მასწავლებლის წიგნისთვის წინასწარ განსაზღვრულ თანხას. - სახელმძღვანელოები დასაბეჭდად გადაეცემა სსიპ საგანმანათლებლო და სამეცნიერო ინფრასტრუქტურის სააგენტოს. დაბეჭდილი წიგნები კონტრაქტორი კომპანიის მეშვეობით მიეწოდება სკოლებს, თბილისის შემთხვევაში, ხოლო რაიონებში რესურსცენტრებს, რომელთა მეშვეობითაც ხდება მათი სკოლებში განაწილება; - სახელმძღვანელოების შექმნასა და ბეჭდვაზე 2018-2021 წლებში დაიხარჯა 100 მილიონი ლარი. 2013 წლიდან მოყოლებული, საშუალოდ, 17.5 მილიონი ლარი იხარჯება სახელმძღვანელოებზე, რაც განათლების სახელმწიფო ბიუჯეტის 1,1%-ს შეადგენს (იხილეთ გრაფიკი #1). 11 მ ი ნ ი სტ რი ს ბ რძ ან ე ბ ა 202/ნ . https://matsne.gov.ge/ka/document/view/4664965?publication=0 12 18 გრაფიკი 1: მოსწავლეების სახელმძღვანელოებით უზრუნველყოფის სახელმწიფო ხარჯები (მილიონი ლარი)13 30.0 28.3 25.0 23.6 23.5 23.8 19.1 20.0 14.2 15.0 10.9 10.0 5.0 4.1 7.3 5.6 9.3 5.6 0.0 2010 2011 2012 2013 2014 2015 2016 2017 2018 2019 2020 2021 სახელმძღვანელოების ხარისხი და რელევანტურობა სახელმძღვანელოების შინაარსობრივი და მეთოდოლოგიური ასპექტებზე საუბრისას, შემოსულ მოსაზრებებში განიხილავენ ეროვნულ სასწავლო გეგმასთან მეთოდოლოგიურ თავსებადობას, შინაარსობრივ საკითხებს, სირთულეს/სიმარტივესა და დიფერენცირების შესაძლებლობებს, განმტკიცებისთვის საჭირო სავარჯიშოების რაოდენობას, საკითხების თანმიმდევრულობას, სახელმძღვანელოებს შორის თემატურ/შინაარსობრივ კავშირს, წინარე ცოდნის გააქტიურების შესაძლებლობას, ლიტერატურული ნაწარმოებების შესაბამისობას და სხვა. საკითხების თანმიმდევრულობა სახელმძღვანელოების თემატიკის თანმიმდევრობასთან დაკავშირებით გამოიკვეთა შენიშვნები. მაგალითად, ისტორიის მასწავლებლის შეხედულებით, უმჯობესია, საკითხები ისწავლებოდეს ისტორიული ქრონოლოგიის დაცვით და რეგიონებზე კონცენტრირებით. 13 https://mof.ge/GovBudget საქ ართ ვე ლ ოს სახ ე ლ მ წ ი ფ ო ბ ი უ ჯ ე ტ ი ს ა სი გ ნ ე ბ ე ბ ი 19 როგორც ერთი მასწავლებელი ხსნის „ეპოქებიდან ამოვარდნილი პროცესები და ისტორიული მოვლენები ერთმანეთის გვერდით არის მოცემული. ეგვიპტედან შეიძლება ამერიკის შეერთებულ შტატებზე გადასვლა, შემდეგ კავკასიის პრობლემებზე XIX საუკუნეში, ხოლო მომდევნო თავები კი ანტიკური მონობის შესახებ გვიყვებოდეს.“ თუმცა, აღსანიშნავია, რომ ახალი ეროვნული სასწავლო გეგმის მიხედვით, ისტორია ისწავლება სწორედ ქრონოლოგიური პრინციპით და რეგიონებზე მკაფიოდ კონცენტრირებით როგორც საბაზო, ისე საშუალო თანმიმდევრობით; საფეხურზე: სასწავლო სპეციალურად, თემები რეგიონებზე დალაგებულია ქრონოლოგიური კონცენტრირებისთვისაა გამოტანილი სამიზნე ცნებად "სივრცე", რომელიც მუშავდება უკლებლივ ყველა თემაში. მათემატიკის მასწავლებლებსაც აქვთ შენიშვნები საკითხების კლასებს შორის განაწილებასთან დაკავშირებით და აქვთ კონკრეტული შემოთავაზებები. მაგალითად, მასწავლებლების ნაწილის აზრით, კომბინატორიკის ელემენტების, ვექტორებისა, სივრცული ფიგურები მე-9 კლასიდან მე-10, მე-11 კლასებში უნდა გადანაწილდეს. თანმიმდევრობის დაცვასთან დაკავშირებულ ასეთ სირთულეებზე მასწავლებლები საუბრობენ მაშინაც, როცა რომელიმე საგანი სხვადასხვა კლასში სხვადასხვა ავტორის სახელმძღვანელოთი ისწავლება. მაგალითად, ერთ-ერთ სკოლაში ფიზიკა VII, VIII და IX კლასებში ისწავლება სხვადასხვა ავტორის სახელმძღვანელოებით, რამაც, მასწავლებლის მტკიცებით, გამოიწვია „საკითხთა თანმიმდევრობის დარღვევა და ზოგიერთი საკითხის ამოვარდნა მაგ: ტენიანობა, სითხის ზედაპირული დაჭიმულობა, კაპილარული მოვლენები.“ თუმცა, სამინისტროს განმარტებით, სტანდარტის მიხედვით ფიზიკაში განსაზღვრულია სავალდებულო თემები და რამდენიმე ალტერნატიული სახელმძღვანელოს შემთხვევაშიც კონკრეტული თემა კონკრეტულ კლასზეა მიბმული. მასწავლებლების ნაწილი საგნებს შორის თემატურ კავშირებზე და ბმებზე ამახვილებს ყურადღებას. აქ საუბრია წინაპირობების გათვალისწინებაზე. მაგალითად, ეს შეიძლება ეხებოდეს ფიზიკაში გარკვეული საკითხების გააზრებისთვის საჭირო ცნებების შესწავლას მათემატიკაში. საგულისხმოა, რომ ანალოგიური საკითხი მასწავლებლებმა 2015 წელს შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის კვლევის ფარგლებში ჩატარებულ ინტერვიუებშიც დასვეს. სახელმძღვანელოების ავტორები საკითხების თანმიმდევრულობასთან დაკავშირებულ ამ გამოწვევებს საგნობრივ სტანდარტებს უკავშირებენ. თუმცა, სამინისტროს განმარტებით, მეტწილად ეს ეხება ძველ სასწავლო გეგმებს. ახალი სასწავლო გეგმის მიხედვით, ეს გამოწვევა აღარ დგას. სირთულე 20 სახელმძღვანელოების სირთულის საკითხი მასწავლებლებმა დასვეს განათლების რეფორმის ფარგლებში შექმნილი პირველი სახელმძღვანელოების გამოჩენისთანავე. 2007 წელს ჩატარებულ კვლევაში, გამოკითხული მასწავლებლების 17% აცხადებს, „სახელმძღვანელოები რთულია და მოსწავლეების შესაძლებლობებს არ შეესაბამება“. ეს საკითხი დღესაც სახელმძღვანელოებზე აქტუალურია. აღნიშნავს, რომ მასწავლებლების ნაწილი მნიშვნელოვნად გამარტივდა. რომ 14 კონკრეტულ თუმცა, სახელმძღვანელოების ნაწილის მიმართ კვლავ რჩება ეს პრეტენზია. სირთულის კონტექსტში რამდენიმე მოსაზრებაში სახელდებოდა ისტორიის სახელმძღვანელო. როგორც ერთ-ერთი მასწავლებელი გვიხსნის „დაწყებით, საბაზო და საშუალო საფეხურზე ტექსტები შეიცავს საკმაოდ რთულ, მეცნიერულ ტერმინებს, რაც ასაკობრივი თავისებურებებიდან გამომდინარე ნაადრევია, შეიძლება მექანიკურად დაიზეპიროს, მაგრამ იგი ყოველდღიურ მეტყველებაში მოერიდება მის გამოყენებას.“ აღსანიშნავია, სამინისტრომ სახელმძღვანელოების შინაარსობრივი შეფასების კრიტერიუმებში ზემოხსენებული პრობლემის დასაძლევად დამატებით ცალკეც შესაბამისობის გამოყო კრიტერიუმი მიმართულებით (გარდა სახელმძღვანელოს იმისა, რომ მოსწავლის ასაკობრივი ასაკთან თავისებურების გათვალისწინება ისედაც ჩართული იყო სხვადასხვა კრიტერიუმში). ხოლო, დაწყებითი საფეხურის სახელმძღვანელოების შინაარსობრივ კრიტერიუმებში ეს მოთხოვნა კიდევ უფრო აქცენტირებულია და ჩაშლილია რამდენიმე ქვეკრიტერიუმად. მეთოდოლოგიური საკითხები შემოსულ მოსაზრებებში მასწავლებლები და დირექტორები აღნიშნავენ, რომ ბოლო წლებში მნიშვნელოვნად გაუმჯობესდა სახელმძღვანელოების შესაბამისობა ეროვნული სასწავლო გეგმის პედაგოგიკურ პრინციპებთან. მასწავლებლების ნაწილი პოზიტიურად აფასებს „კომპლექსური დავალებების შეტანას“ სახელმძღვანელოებში, მასწავლებლების მიერ გამოთქმული შენიშვნების ნაწილი უკავშირდება ეროვნული სასაწავლო გეგმის სწავლასწავლების მიდგომებსაც. კერძოდ, წყაროებზე დაფუძნებულ სწავლებას, გრამატიკის ინტეგრირებულ სწავლებასა და კომპლექსურ დავალებებს. წყაროებზე დაფუძნებული სწავლება: „ისტორიის სახელმძღვანელოები ძირითადად წყაროს მოძიებაზეა“. მასწავლებლების ნაწილის შეფასებით, წყაროების ინტერპრეტაცია მოსწავლეებს უჭირთ, როცა მოცემულ საკითხს არ ახლავს ინტერპრეტაცია. როგორც ერთ-ერთი მასწავლებელი ხსნის „ძალიან ბევრი ფაქტობრივი მასალით, წყაროებით და მაღალ სააზროვნო კითხვებითაა დატვირთული ახალი სახელმძღვანელოები, ძალიან ცოტაა ნარატივი (თხრობა). საგაკვეთილო პროცესისთვის განკუთვნილი დრო არაა საკმარისი ერთი პარაგრაფის შესასწავლად და მასში რთულად გასაგები წყაროების გასააზრებლად და კითხვებზე პასუხის 14 შ აპი რო დ ა კ ოლ ე გ ე ბ ი , 2007. გ ვ. 135 21 გასაცემად. მომდევნო გაკვეთილზე იგივე თემისთვის დროის დათმობა იწვევს კალენდარული გეგმის ჩამორჩენას, რადგან საათობრივი ბადე არ ითვალისწინებს საგნისთვის ამდენი დროის დათმობას. სახლში დამოუკიდებლად სამუშაოდ მოწაფეს ნარატივის გარეშე წყაროს ტექსტის გააზრება უჭირს, ხშირად ვერ ასრულებს დავალებას.“ ისტორიის წყაროების ანალიზით სწავლება თანამედროვე სწავლების მეთოდებს განეკუთვნება და მისი მიზანია, დაეხმაროს მოსწავლეს, გაიაზროს, რომ, მაგალითად, ისტორია შეისწავლება სხვადასხვა წყაროზე დაყრდნობით, წყაროებს შორის არსებობს მოვლენებისა და ფაქტების სხვადასხვაგვარი გადმოცემისა და ინტერპრეტაციის შემთხვევები და ა.შ. შედეგად, მოსწავლე იძენს კვლევის კომპეტენციებსაც და მთლიანობაში ე.წ. ისტორიული აზროვნების (historical thinking) კომპეტენცია უყალიბდება. ისტორიის სწავლების ეს მიდგომა 90-იანი წლების ბოლოდან ინერგება დასავლეთის საგანმანათლებლო სისტემებში. იქაც გამოწვევას უკავშირდება მოსწავლეების კითხვის უნარი: მოსწავლეები, რომლებსაც კითხვის უნარი არ აქვთ საკმარისად განვითარებული, უჭირთ წყაროებთან მუშაობა, რაც მნიშვნელოვნად ართულებს მასწავლებლის საქმეს. ასეთ შემთხვევებში, ერთი გამოსავალია წყაროების ტექსტების ადაპტირება.15 უფრო ფართედ რომ შევხედოთ ამ საკითხს, სწავლების ასეთი ინოვაციური მიდგომების დანერგვას სჭირდება მის მიმდინარეობაზე დაკვირვება, სხვა ქვეყნების გამოცდილების გათვალისწინებით, მასწავლებლების ჩართვა გამოსავლის ძიებაში და წარმოშობილ გამოწვევებთან გამკლავების გზების შემუშავება და გამოცდა ისე, რომ არ დაირღვეს მეთოდის პრინციპი, მაგრამ, ამავდროულად, მასწავლებლებს გაუმარტივდეთ ამ პრინციპის პრაქტიკაში დანერგვა. გრამატიკის ინტეგრირებული სწავლება: აქ მასწავლებლების წუხილი უკავშირდება გრამატიკის ‘დანაწევრებულად სწავლებას“, „ხან მორფოლოგიისა და ხან სინტაქსის საკითხები“. როგორც ჩანს, მასწავლებლების ნაწილისთვის უფრო მისაღებია გრამატიკის ამ საკითხების დაჯგუფება კლასების მიხედვით, მაგალითად, „V-VI-VII კლასები - მორფოლოგია, VIII- IX კლასები სინტაქსი“. საგულისხმოა, რომ გრამატიკის ინტეგრირებული სწავლების მიმართ მასწავლებლები ეროვნული სასწავლო გეგმის რეფორმის ადრეული წლებიდან გამოთქვამენ წუხილს. როგორც მასწავლებლების პროფესიული განვითარების საჭიროებებზე ჩატარებული ერთ-ერთი კვლევა აჩვენებს, მასწავლებლების მეორე ნაწილი ამას სწავლა-სწავლების კონსტრუქტივისტული სწავლების მიდგომების საფუძვლების გააზრების საჭიროებას უკავშირდება და პრობლემა მდგომარეობს არა ეროვნული სასწავლო გეგმის მეთოდოლოგიურ პრინციპებში, არამედ, მასწავლებლების კომპეტენციაში.16 15 Wineburg & Martin, 2009 16 ან დ ღ უ ლ აძ ე დ ა ბ რე გ ვაძ ე , 2022 22 კომპლექსური დავალებების ინტეგრირება სწავლა-სწავლებაში: მასწავლებლების ნაწილი მიესალმება კომპლექსური დავალებების შეტანას სახელმძღვანელოებში. ამ თვალსაზრისით, მაგალითად, ერთი მასწავლებელი გამოყოფს გეოგრაფიის VIII და IX კლასის ახალ სახელმძღვანელოებს. თუმცა, როგორც მასწავლებლები აღნიშნავენ, ყველა სახელმძღვანელოში არ არის შეტანილი კომპლექსური დავალებები. როგორც ერთ-ერთი მასწავლებელი ხსნის „რამდენიმე საგნის ახალ სახელმძღვანელოში მოცემულია ახალი სკოლის მოდელის ფარგლებში შექმნილი მატრიცები, კომპლექსური დავალებები და მითითებულია ამ დავალებების შესასრულებლად საჭირო დამატებითი რესურსები, რასაც ვერ ვიტყვით ყველა საგანზე.“ მასწავლებლების ნაწილი აღნიშნავს, რომ კომპლექსური დავალებების შესრულება მოსწავლეებს უჭირთ. შესაძლოა, ცალკეულ სახელმძღვანელოში მოცემული კომპლექსური დავალება გათვლილი იყოს მაღალი მოსწრების მოსწავლეებზე. ამიტომაც მასწავლებლების ნაწილი ითხოვს, რომ „თითოეული თემა მოიცავდეს კომპლექსური დავალების რამდენიმე ვარიანტს“. კომპლექსური დავალების სწავლებაში დანერგვის საკითხი სხვა კვლევების ფარგლებშიც წამოიწია. კომპლექსური დავალებების სირთულესთან დაკავშირებულ ამ წუხილს მასწავლებლების ერთი ნაწილი (როგორც წესი, ეროვნული სასწავლო გეგმის დანერგვის ქოუჩები და „ახალი სკოლის მოდელის“ საპილოტე სკოლების მასწავლებლები) ხსნის ასე: მასწავლებლებს ჯერ არ ესმით, თუ რა დანიშნულებით და როგორ უნდა გამოიყენონ კომპლექსური დავალება. როგორც შედარებით მეტი გამოცდილების მქონე მასწავლებლები ხსნიან, კომპლექსური დავალება წარმოადგენს სწავლის პროცესის მაორიენტირებელ, მიმართულების მიმცემ, მამოტივირებელ ინსტრუმენტს. კომპლექსურ დავალებაზე მოსწავლეები მუშაობენ ხანგრძლივი პერიოდის განმავლობაში. მოსწავლე ეტაპობრივად, მასწავლებლის მხარდაჭერით, აგებს ცოდნასა და ივითარებს უნარებს ამ დავალების შესასრულებლად. ნაცვლად ამისა, მასწავლებლების ნაწილმა ჩათვალა, რომ კომპლექსური დავალება მოსწავლეს ჩვეულებრივი დავალების სახით უნდა მისცეს. შედეგად, მოსწავლეებს უჭირთ ამოცანაში ორიენტირება და სჭირდებათ მშობლების, ზოგჯერ კი, ოჯახის ნაცნობი მასწავლებლების დახმარებაც კი.17 კომპლექსურ დავალების პრაქტიკაში დანერგვის ეს გამოწვევები მოულოდნელი არ იყო, რადგან, როგორც მასწავლებლები და დირექტორები გვიხსნიან, კომპლექსურ დავალებას და, ზოგადად, მესამე თაობის ეროვნული სასწავლო გეგმის პედაგოგიკური მიდგომებისა და ინსტრუმენტების გაგებას სჭირდება კონსტრუქტივისტული პრინციპების გააზრება, რაც ჯერ კიდევ დიდ გამოწვევას წარმოადგენს. ეს მიდგომები არ შედიოდა მასწავლებლების მოსამზადებელ პროგრამებში და მოკლევადიან ტრენინგებზე დაფუძნებული მოდელი, 17 ibid 23 რომელიც ჩვენი განათლების სისტემისთვის მასწავლებლების პროფესიული განვითარების ყველაზე გავრცელებული მიდგომა იყო ზოგადი განათლების რეფორმის დაწყებიდან, არ არის საკმარისი იმისთვის, რომ მასწავლებელთა კრიტიკულმა ნაწილმა მაინც გაიაზროს ამ მიდგომების დანიშნულება და გამოყენების შესაძლებლობები. კომპლექსური დავალების პრაქტიკაში გამოყენება, მორგება საკუთარი მოსწავლეების საჭიროებებზე ასევე კომპლექსური ამოცანაა და საჭიროებს მასწავლებლის პროფესიული განვითარების სისტემის დრამატულ ცვლილებას. ამ მიზნით, მესამე თაობის ეროვნული სასწავლო გეგმების დანერგვის მოდელი იყენებს ე.წ. სკოლის ბაზაზე პროფესიული განვითარების მოდელს, რომელიც ითვალისწინებს ეფექტიანი პროფესიული განვითარების პრინციპებს (იხილეთ ამ პრინციპების აღწერა ქვემოთ მოცემულ ჩანართში). კერძოდ: - საპილოტედ შერჩეულ სკოლაში მასწავლებლები მესამე თაობის ეროვნული სასწავლო გეგმის საკვანძო პრინციპებს სწავლობენ კეთებით - ტრენინგის გავლის შემდეგ, მასწავლებლები ქმნიან სასკოლო სასწავლო გეგმას: ეროვნული სასწავლო გეგმის მიზნების მიხედვით სწავლის მიზნების განსაზღვრას ესგ მოდელის (ცნებები, მკვიდრი წარმოდგენები, საკითხები, თემა და ა.შ) მიხედვით; - მუშაობენ კოლეგებთან ერთად, კათედრების ფარგლებში, ერთობლივად, ერთი საგნის ან საგნობრივი ჯგუფის მასწავლებლები; - სწავლაში მხარდაჭერისთვის სკოლებზე მიმაგრებულნი არიან ე.წ. ქოუჩები, რომლებიც მასწავლებლებს აწვდიან უკუკავშირს და ეხმარებიან წარმოქმნილი გამოწვევების გადაჭრაში; - მასწავლებლებისთვის შექმნილია დახმარე რესურსები სანიმუშო/სამაგალითო მატრიცების და კომპლექსური დავალებების სახით. ჩანართი 1: ეფექტიანი პროფესიული განვითარების პრინციპები18 არის საგნობრივ შინაარსზე კონცენტრირებული: ფოკუსირებულია კონკრეტული საგნის სწავლების სტრატეგიებზე და მასწავლებლის სწავლა მიმდინარეობს საკლასო კონტექსტში. ეს ელემენტი მოიცავს მიზანმიმართულ ფოკუსირებას დისციპლინის სპეციფიკური სასწავლო გეგმის შემუშავებაზე და პედაგოგიკაზე ისეთ სფეროებში, როგორიცაა მათემატიკა, მეცნიერება ან წიგნიერება. აქტიური სწავლა: მასწავლებელი სწავლობს კეთებით, სწავლების სტრატეგიების შემუშავებით და გამოცდით; იყენებს ავთენტურ არტეფაქტებს, ინტერაქტიულ აქტივობებს და სხვა სტრატეგიებს პრაქტიკული და კონტექსტზე მორგებული სწავლის უზრუნველსაყოფად. 18 Darling-Hammond et al, 2017 24 თანამშრომლობითია: ქმნის სივრცეს მასწავლებლებისთვის, რომ გაუზიარონ იდეები და ითანამშრომლონ სწავლაში, ხშირად სამუშაო პროცესში. ერთობლივი მუშაობით, მასწავლებლებს შეუძლიათ შექმნან თემები, რომლებიც დადებითად ცვლის კულტურას და სწავლებას მათი მთელი კლასის დონის, დეპარტამენტის, სკოლის და/ან რაიონის შესახებ. ასწავლის მაგალითებით: კურიკულუმის და სწავლების მოდელების ნიმუშით, მაგალითებით სწავლის საშუალებას აძლევს მასწავლებელს, რათა მასწავლებელმა ცხადად ნახოს, რა არის სამაგალითო და სანიმუშო. ნიმუშები შეიძლება მოიცავდეს გაკვეთილის გეგმებს, სილაბუსებს, მოსწავლეების დავალების ნიმუშებს, სანიმუშო გაკვეთილებზე დასწრებას ან სანიმუშო გაკვეთილების ვიდეო ჩანაწერებს და ტრანსკრიპტებს. უზრუნველყოფს ქოუჩინგსა და ექსპერტულ მხარდაჭერას: ქოუჩინგი და საექსპერტო მხარდაჭერა მოიცავს გამოცდილების გაზიარებას შინაარსისა და მტკიცებულებებზე დაფუძნებული პრაქტიკის შესახებ, რომელიც ორიენტირებულია უშუალოდ მასწავლებლების ინდივიდუალურ საჭიროებებზე. უზრუნველყოფს უკუკავშირითა და რეფლექსიის შესაძლებლობით: ხშირად აძლევს მასწავლებლებს დროს და საშუალებას, დაფიქრდეს, გააანალიზოს საკუთარი პრაქტიკა, მიიღოს უკუკავშირი და შეიტანოს ცვლილებები საკუთარ პრაქტიკაში. მიმდინარეობს ხანგრძლივი პერიოდის განმავლობაში: აძლევს მასწავლებლებს ადექვატურ დროს იმისთვის, რომ ისწავლონ, ივარჯიშონ, პრაქტიკაში გამოცადონ, გააანალიზონ და გამოიტანონ დასკვნები. სავარჯიშოების ნაკლებობა სავარჯიშოების ნაკლებობაზე, ძირითადად, მათემატიკის მასწავლებლები საუბრობენ. თუმცა, ასევე ახსენებენ ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებლებიც. მაგალითად, ერთ-ერთი მასწავლებლის თქმით, საჭიროა „მეტი სარედაქციო ტექსტი მორფოლოგიური, სინტაქსური, სტილური თვალსაზრისით.“ როცა სახელმძღვანელოში „ცოტაა სავარჯიშო“, „მასწავლებელი იძულებულია, გამოიყენოს სხვა სახელმძღვანელო, თავად მოიფიქროს სავარჯიშოები“ ან „გამოიყენოს დამატებითი რესურსები“. გარდა ამისა, სავარჯიშოები „მორგებულია ან მაღალი ან დაბალი მიღწევის მოსწავლეებზე“ და ერთ სახელმძღვანელოში სხვადასხვა მოსწრების მოსწავლისთვის დავალებები არ არის თავმოყრილი. მასწავლებლები გვთავაზობენ: - სავარჯიშოები და საშინაო დავალებები იყოს მრავალფეროვანი; - სავარჯიშოები იყოს საკმარისი რაოდენობის და ემსახურებოდეს „ნასწავლის განმტკიცებას“. 25 - დავალებებისა და სავარჯიშოების დიფერენცირება სირთულის მიხედვით: „დამატებით შემოტანილი იქნას სავარჯიშოები, რაც მისცემს მოსწავლეს საშუალებას, აირჩიოს მისი უნარების შესაბამისი სავარჯიშო.“ - სახელმძღვანელოსთან ერთად მოსწავლეს გადაეცეს მოსწავლის რვეული . აღსანიშნავია, რომ I-VI კლასები - ქართული ენისა და ლიტერატურის ყველა სახელმძღვანელოს ახლავს რვეული, რადგან გრიფირების წესების თანახმად, დაწყებით საფეხურზე მოსწავლის სახელმძღვანელო ამ საგანში შედგება სამი ნაწილისგან. ესენია: ლიტერატურის ნაწილი, ენის ნაწილი და ენობრივი სავარჯიშოები, რომელიც რვეულშია მოცემული. VII –IX კლასები - მოქმედებს ცალკე სახელმძღვანელო ენაში - მოსწავლის სახელმძღვანელოს ე.წ. ენის ნაწილი, რომელშიც წარმოდგენილია გრამატიკის სისტემური კურსი შესაბამისი სავარჯიშოებითა და დავალებებით. ენობრივი ცოდნის ფუნქციურ კონტექსტში გამოყენებას ხელს უწყობს ასევე კომპლექსური დავალებები, რომლებშიც ინტეგრირებულია ის ენობრივი საკითხები, რომლებიც მოსწავლეებმა ენის გაკვეთილებზე აითვისეს. X-XII კლასები - ენისა და ლიტერატურის საკითხები ისწავლება ინტეგრირებულად, კერძოდ, კომპლექსურ დავალებებში ინტეგრირებულია ენობრივი საკითხები. მიუხედავად იმისა, რომ დავალებების დიფერენცირება-ადაპტირება განეკუთვნება მასწავლებლის კომპეტენციას, ამ საკითხთან დაკავშირებით სამინისტრო მასწავლებლებს სთავაზობს რეკომენდაციებს. მეთოდოლოგიური სახელმძღვანელო მასწავლებლისთვის მასწავლებლის წიგნის, მეთოდური მითითების საჭიროება მასწავლებლებმა ჯერ კიდევ 15 წლის წინ გააჟღერეს. როგორც 2007 წელს ჩატარებული კვლევა აჩვენებს, მასწავლებლები ახალი სახელმძღვანელოების გამოყენების პირველივე წლებიდან ითხოვდნენ მასწავლებლის გზამკვლევს და „გაკვეთილების გეგმის უფრო მეტ მაგალითს“. გამოკითხვის თანახმად, მასწავლებლების დაახლოებით 40% არ მიუწვდებოდა ხელი მასწავლებლის გზამკვლევზე.19 წლების განმავლობაში, ამ მიმართულებით სიტუაცია გაუმჯობესდა. რაოდენობრივად შეფასების შესაძლებლობა არ გვაქვს, რადგან ამ საკითხზე კვლევა არ ჩატარებულა. თუმცა, სკოლებიდან შემოსულ მოსაზრებებში პოზიტიურად აფასებენ ე.წ. მასწავლებლების წიგნებთან წვდომის გაზრდას. ამავდროულად, დირექტორები და მასწავლებლები აღნიშნავენ, რომ სახელმძღვანელოების ნაწილს ან საერთოდ არ აქვს მეთოდური სახელმძღვანელო ან მასწავლებლებისთვის ეს სახელმძღვანელოები ხელმისაწვდომია მხოლოდ ელექტრონულად. 19 შ აპი რო დ ა კ ოლ ე გ ე ბ ი , 2007. გ ვ. 208 26 თუმცა, რიგ შემთხვევებში, ბმული არ იხსნება. სამინისტრო განმარტავს, რომ უკლებლივ ყველა საგანში არსებობს მასწავლებლის წიგნი. მასწავლებლები და დირექტორები გვთავაზობენ: - გადაიხედოს არსებული მეთოდური სახელმძღვანელოები, რათა უკეთ იყოს წარმოდგენილი პრაქტიკული რესურსების, შეფასების რუბრიკების, უკუკავშირის ნიმუშების, ახალი თემის ახსნის ნიმუშები და - „სკოლას გადაეცეს ყველა კლასის თითო მასწავლებლის წიგნი“. შინაარსი შემოსულ მოსაზრებებში შინაარსთან დაკავშირებით შენიშვნები ეხება ლიტერატურული ნაწარმოებების შერჩევის პრინციპს, სამოქალაქო ინკლუზიურობის და ადამიანთა უფლებების პრინციპების წარმოჩენას, ლიტერატურულ ნაწარმოებებს: აქ აზრი იყოფა. მასწავლებლების ნაწილი თვლის, რომ საჭიროა თანამედროვე ავტორების შეტანა, „მოსწავლეთა ინტერესისა და მოტივაციის გაზრდის მიზნით, უფრო მეტი ისეთი მასალის შემოტანა, რომლებშიც ბავშვები თავიანთი თანატოლების შესახებ წაიკითხავდნენ ამბებს“. ნაწილი კი - პირიქით, მოითხოვს, „სახელმძღვანელოები უფრო მეტად იყოს დატვირთული ქართული კლასიკური ნაწარმოებებით.“ აღსანიშნავია, რომ ქართული ენისა და ლიტერატურის საგნობრივ სტანდარტსა და, შესაბამისად, სახელმძღვანელოებში ასახულია ორივე შეხედულების მომხრეთა ინტერესები. კერძოდ: VII-XII კლასები - საბაზო და საშუალო საფეხურებისთვის შემუშავებულია სავალდებულო ნაწარმოებების ჩამონათვალი, რომელიც ფოკუსირებულია ქართველი კლასიკოსი მწერლების შემოქმედებაზე და უზრუნველყოფს კულტურული მეხსიერების უწყვეტობას. ამის გვერდით სტანდარტში მითითებულია, რომ „სავალდებულო ნაწარმოებებთან ერთად მოსწავლეებს უნდა შევთავაზოთ არასავალდებულო ლიტერატურაც - მხატვრული და არამხატვრული ტექსტები, რომლებიც შეესაბამება მოსწავლეთა ასაკობრივ ინტერესებს.“ ცალკე უნდა ითქვას დაწყებითი საფეხურის შესახებ. I-VI კლასებისთვის შემუშავებულია თემატური ჩარჩო, სადაც დასახელებულია ამ ასაკის მოსწავლეებისთვის სარეკომენდაციო თემები. ესენია, კერძოდ: ● თანატოლების ცხოვრება, სურვილები, ოცნებები, ფანტაზიები; ● თამაში, გართობა, სპორტი, დღესასწაულები; ● ოჯახი/სახლი; ურთიერთობები ოჯახის წევრებს შორის; 27 ● სკოლა; სწავლა-აღზრდა; ● ფასეულობები (მაგ., ზრუნვა, თანაგანცდა, სიკეთე და ბოროტება); ● ბუნება, ადამიანისა და ბუნების ურთიერთობა; ● სამშობლო, მშობლიური კულტურა; კულტურული მრავალფეროვნება (მაგ., დღესასწაულები). უმცირესობების რეპრეზენტაცია და გენდერული თანასწორობის დაცვა: ეს საკითხი წამოიჭრა როგორც სასკოლო საზოგადოების წარმომადგენლების მიერ მოწოდებულ მოსაზრებებში, ასევე, სახალხო დამცველის მიერ სამინისტროსთვის მიწოდებულ წინადადებაშიც. როგორც ერთ-ერთი დირექტორი ხსნის, „არასაკმარისად ან საერთოდ არ არის ასახული გენდერული, ეთნიკური, რელიგიური, კულტურული და სხვა ნიშნით მრავალფეროვნების საკითხები ისევე, როგორც უმცირესობების როლი საზოგადოებისა და სახელმწიფოსთვის მნიშვნელოვან სოციალურ-პოლიტიკურ პროცესებში.“ სახალხო დამცველის წინადადება ეყრდნობა რეცენზირების პროცედურის 7 სხდომის ოქმის ანალიზს. დოკუმენტში აღნიშნულია, რომ რეცენზენტები ეწინააღმდეგებიან რეკომენდაციას ეთნიკური მრავალფეროვნების წარმოჩენისა და გენდერული თანასწორობის წახალისებასთან დაკავშირებით. სახალხო დამცველის შეფასებით, რეცენზენტები თვლიან, რომ ეთნიკური მრავალფეროვნების წარმოჩენა და გენდერული თანასწორობის წახალისების მოთხოვნა მხოლოდ სამოქალაქო განათლების საგნებისთვის შექმნილი სახელმძღვანელოებზე ვრცელდება.20 თუმცა, სამინისტრო განმარტავს, რომ სახელმძღვანელოების შინაარსობრივი შეფასების კრიტერიუმებში მოცემულია მთელი ბლოკი - „სამართლებრივ და ეთიკურ ნორმებთან შესაბამისობა“, რომელიც ითვალისწინებს სწორედ გენდერული, ეთნიკური, რელიგიური და ა.შ. ნიშნით სახელმძღვანელოების დაბალანსებასა თუ დისკრიმინაციადისკრედიტაციის აკრძალვას. აღსანიშნავია ისიც, რომ შეფასების ეს კრიტერიუმები ეხება არა მხოლოდ სამოქალაქო განათლების, არამედ უკლებლივ ყველა საგნის სახელმძღვანელოს და ამ მიზნით რეცენზენტების ჯგუფში ჩასმულია „სხვა სპეციალისტის“ სტატუსით მოწვეული პირი (როგორც წესი, ამ პირს არჩევს საქართველოს სახალხო დამცველის აპარატი და წარუდგენს სამინისტროს). სამინისტრო ასევე განმარტავს, რომ არ უნდა მოხდეს ამ საკითხების ხელოვნურად ჩართვა და საგნის მიზნებიდან აცდენა. ქართველი მემატიანეების დამატებას ისტორიის სახელმძღვანელოებში: მაგალითად, როგორც ერთი მასწავლებელი გვიხსნის, „X კლასის ისტორიის სახელმძღვანელო, რომელიც მთლიანად ისტორიის თეორიული ნაწილით არის შედგენილი, ინგლისელი, ფრანგი, შოტლანდიელი, გერმანელი ისტორიკოსები და მათი ნაშრომებია ძირითადად. კარგი იქნებოდა ვახუშტი ბატონიშვილი უფრო ვრცლად ყოფილიყო წარმოდგენილი, ასევე იოანე ბატონიშვილი და ქართველი XVIII-XIX საუკუნის მოაზროვნეები.“ თუმცა, უნდა ითქვას, რომ მასწავლებლების 20 სახ ალ ხ ო დ ამ ცვ ე ლ ი , 2020 28 ეს მოსაზრებები ეხება 2012 წელს გრიფირებულ სახელმძღვანელოს. 2022-2023 სასწავლო წლიდან კი X კლასის მოსწავლეებისთვის შეთავაზებულია ახალი გრიფირებული სახელმძღვანელოები ისტორიასა და საქართველოს ისტორიაში. ისტორიის სახელმძღვანელოებში კონფლიქტების კონტექსტის შესახებ შინაარსის დამატებას: ისტორიის ერთ-ერთი მასწავლებლის აზრით, „კონფლიქტების მიმოხილვისას სათანადოდ იყოს გადმოცემული კონფლიქტების საზოგადოებრივ-ეკონომიკური და კულტურული წახნაგები. საჭიროა და ხშირად მოსწავლეებიც ინტერესდებიან უახლესი ისტორიის საკითხებით, ხშირად სვამენ შეკითხვებს, რასაც ვერ პოულობენ წიგნებში. ცალკეული საკითხების დამატებას: ნაკლები ადგილი აქვს დათმობილი კავკასიელი ხალხის ბუნებრივ-ისტორიულ თანაცხოვრებას ერთმანეთთან, კავკასიის როლსა და მის მსოფლიო სტრატეგიული მნიშვნელობის რეგიონად ჩამოყალიბებას. სამინისტროს ინფორმაციით, აღნიშნული მოსაზრებები ეხება საშუალო საფეხურის ძველ გრიფირებულ სახელმძღვანელოებს, რომელთა ცვლილება ეტაპობრივად მიმდინარეობს. შინაარსთან დაკავშირებული ზოგიერთი შენიშვნა (მაგალითად, ნაწარმოებების დამატება ან ისტორიაში წყაროებისა და საკითხების დამატება) აჩვენებს, რომ მასწავლებლების ნაწილი ისევ ძლიერ არის დამოკიდებული სახელმძღვანელოზე და ნაკლებად აქვთ შესაძლებლობა, გამოიყენონ დამატებითი რესურსი. ეს მოცემულობა შეიძლება უკავშირდებოდეს როგორც მასწავლებლების პროფესიული განვითარების საჭიროებას, ასევე, მარტივ პრაქტიკულ გამოწვევებს. მაგალითად, სახელმძღვანელოების როლზე საუბრისას, მასწავლებლები აღნიშნავენ, რომ სახელმძღვანელოების მნიშვნელობას განაპირობებს არა მხოლოდ ის, რომ მასწავლებლების ნაწილისთვის სახელმძღვანელო რჩება ერთადერთ რესურსად, არამედ ისიც, რომ დამატებითი რესურსების გამოყენებისთვის სკოლებს არ აქვთ საკმარისი რესურსი (მაგალითად, პრინტერი, ფურცლები), რომ მასწავლებელმა მიაწოდოს დამატებითი რესურსი მოსწავლეს. ზოგიერთ სკოლაში კი მოსწავლეების დიდ ნაწილს არ მიუწვდება ხელი ელექტრონულ ან ონლაინ არსებულ რესურსებზე. ამიტომ შინაარსის ცვლილება არსებით პრაქტიკულ გამოწვევებთანაა დაკავშირებული. ტექნიკური ხარვეზები შემოსულ მოსაზრებებში მასწავლებლები და დირექტორები საუბრობენ მექანიკურ შეცდომებზე. კერძოდ: - ენობრივი ნორმების დარღვევაზე, მათ შორის, ქართული ენისა და ლიტერატურის სახელმძღვანელოებში „სტილისტური და ორთოგრაფიულ-მორფოლოგიური შეცდომები“; 29 - თემის და დავალების აცდენა, დავალების არასწორი პასუხები, სახელმძღვანელოში გამოტოვენული გვერდები; - ზოგიერთ საგანში, სახელმძღვანელოში მოცემული თემატიკა არ შეესაბამება მოსწავლის რვეულში შეტანილ დავალებებს; - როცა სახელმძღვანელო 2 ან 3 ნაწილადაა გაყოფილი, პირველი თავის დანართები/შეკითხვების პასუხები შეიძლება აღმოჩნდეს მესამე წიგნში; - ელექტრონული რესურსის ლინკი არ იხსნება; - აცდენა სახელმძღვანელოში მოცემული თემატიკასა და მოსწავლის რვეულში შეტანილ დავალებებს შორის. სამინისტრო აღნიშნავს, რომ მსგავსი ხარვეზები დამახასიათებელი იყო ძველი გრიფირებული სახელმძღვანელოებისთვის. ახალ გრიფირებულ სახელმძღვანელოებში თუკი აღმოჩნდება ტექნიკური თუ შინაარსობრივი ხარვეზები, უმეტეს შემთხვევაში დაუყოვნებლივ ხდება სახელმძღვანელოს გამოცვლა. სახელმძღვანელოების ბეჭდვის ხარისხი მასწავლებლები პოზიტიურად აფასებენ სახელმძღვანელოების ნაწილებად დაყოფას, რადგან ეს „წონას ამცირებს და უმსუბუქებს მოსწავლეს წიგნების ტარებას.“ თუმცა მნიშვნელოვან გამოწვევას წარმოადგენს მეორადი სახელმძღვანელოების მდგომარეობა. მასწავლებლებისა და დირექტორების შეფასებით, მეორადი წიგნები „მოსწავლეებს ფურცელ-ფურცელ ეშლებათ.“ მეორადი სახელმძღვანელოების მდგომარეობა, მასწავლებლების შეფასებით, მშობლების ნაწილს უბიძგებს, წიგნები თავად შეუძინონ შვილებს. როგორც ერთ-ერთი მასწავლებელი გვიხსნის, „სახელმძღვანელოები 2, 3, 4, 5 წელი ტრიალებს და ძალიან ბევრი მშობელი თავად ყიდულობს, რომ ბავშვს სუფთა სახელმძღვანელო ჰქონდეს.“ თუმცა, როგორც ზემოთაც აღინიშნა, სწორედ სკოლა აფასებს სახელმძღვანელოების ვარგისიანობას და რამდენ ახალ სახელმძღვანელოსაც მოითხოვს, იმდენს აწვდის სამინისტრო. მეორადი სახელმძღვანელოების გამომცემლობების მდგომარეობას წარმომადგენლები წიგნების უკავშირებენ დაბალ ბეჭდვის ხარისხს ხარისხს. უკავშირებენ კონტრაფრაქციული ასლების გავრცელებას. ზოგიერთი გამომცემლის აზრით, გამომცემლებს თავად უნდა ჰქონდეთ სახელმძღვანელოების ბეჭდვისა და ტირაჟის განკარგვის უფლება და, შესაბამისად, პასუხისმგებლობა სახელმძღვანელოთა ხარისხსა და შინაარსზე. მეორე ფაქტორი სახელმძღვანელოების ცირკულაციაში დაბრუნების კრიტერიუმებია. 2013 წელს, მინისტრის ბრძანებით, დამტკიცდა „მოსწავლის სკოლის სახელმძღვანელოებით (მოსწავლის წიგნის) და დამხმარე ლიტერატურით უზრუნველყოფის მიზნით სახელმწიფოს 30 მიერ მოსწავლის მშობლის/კანონიერი წარმომადგენლისათვის უსასყიდლოდ, დროებით სარგებლობაში გადაცემული სკოლის სახელმძღვანელოების (მოსწავლის წიგნის) და დამხმარე ლიტერატურის გამოყენების ზოგადი წესისა და მათი მოვლა-პატრონობის შეფასების კრიტერიუმების დამტკიცების თაობაზე“.21 2014 წელს შეტანილ იქნა ცვლილებები22 გამოყენებული სახელმძღვანელოების შეფასების კრიტერიუმებში (იხილეთ ქვემოთ მოცემული ცხრილის მეორე სვეტი). დაზუსტდა და დაკონკრეტდა კრიტერიუმები. მასწავლებლები და დირექტორები გვთავაზობენ, „დაწყებითი კლასის პირველკლასელი მოსწავლეებისთვის ყველა წიგნი ყოველთვის ახალი იყოს და არა წინა წელს გამოყენებული“ და გაუმჯობესდეს წიგნების მოვლის პრაქტიკა. ცხრილი 1: სახელმძღვანელოს შეფასების კრიტერიუმები და ინდიკატორები კრიტერიუმი 2013 2014 ყდის მდგომარეობა დაუზიანებელი - 5 ქულა დაუზიანებელი − 3 ქულა; უმნიშვნელოდ დაზიანებული - 4 ქულა დაზიანებული, თუმცა სასწავლო დაზიანებული, თუმცა სასწავლო პროცესში გამოყენებადი − 2 ქულა; პროცესში გამოყენებადი - 3 ქულა მნიშვნელოვნად დაზიანებული, შიგთავსს მნიშვნელოვნად დაზიანებული, დაცილებული − 1 ქულა. შიგთავსს დაცილებული - 1-ან 2 ქულა სისუფთავე მარკირების გარეშე - 5 ქულა მარკირების გარეშე − 3 ქულა; უმნიშვნელოდ მარკირებული 4 ქულა მარკირებული, თუმცა სასწავლო მარკირებული, თუმცა სასწავლო პროცესში გამოყენებადი −2 ქულა; პროცესში გამოყენებადი - 3 ქულა მნიშვნელოვნად მარკირებული, სასწავლო მნიშვნელოვნად მარკირებული, პროცესში გამოსაყენებლად სასწავლო პროცესში გამოსაყენებლად გამოუსადეგარი − 1 ქულა. გამოუსადეგარი - 0 ქულა გვერდების დაუზიანებელი - 5 ქულა დაუზიანებელი − 3 ქულა; მდგომარეობა უმნიშვნელოდ დაზიანებული - 4 ქულა დაზიანებული, მაგრამ სასწავლო დაზიანებული, პროცესში გამოყენებადი − 2 ქულა; მაგრამ სასწავლო პროცესში გამოყენებადი - 3 ქულა დახეული, არ იკითხება შინაარსი და სასწავლო პროცესში გამოსაყენებლად გამოუსადეგარი − 1 ქულა. 21 საქ ართ ვე ლ ოს გან ათ ლ ე ბ ი სა დ ა მ ე ც ნ ი ე რე ბ ი ს მ ი ნ ი სტ რი ს ბ რძ ან ე ბ ა #103/ნ , 2013 წ ლ ი ს 5 აგ ვ ი სტ ო. https://matsne.gov.ge/ka/document/view/1976963?publication=0 22 საქ ართ ვე ლ ოს გან ათ ლ ე ბ ი სა დ ა მ ე ც ნ ი ე რე ბ ი ს მ ი ნ ი სტ რი ს ბ რძ ან ე ბ ა #103/ნ ცვ ლ ი ლ ე ბ ი ს შ ე ტ ან ი ს თ აობ აზ ე . მ ი ღ ე ბ ი ს თ არი ღ ი : 01/07/2014 https://matsne.gov.ge/ka/document/view/2383040?publication=0 31 კრიტერიუმი 2013 2014 დახეული, არ იკითხება შინაარსი და სასწავლო პროცესში გამოსაყენებლად გამოუსადეგარი - 0 საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროდან მიღებული ინფორმაციის თანახმად, სახელმძღვანელოების ტექნიკური მახასიათებლები და პარამეტრები რეკომენდირებულია უწყების მიერ, რომელიც გათვალისწინებულია სატენდერო პირობებში. ამავე დროს, როგორც ზემოთაც აღინიშნა, სახელმძღვანელოების ყოველ ეტაპზე მოწოდების პარალელურად, კონტრაქტორი კომპანია წარმოადგენს კვალიფიციური ექსპერტის მიერ მომზადებულ შესაბამის დასკვნას სახელმძღვანელოების ხარისხთან დაკავშირებით. სახელმძღვანელოების ხელმისაწვდომობა სახელმძღვანელოების ხელმისაწვდომობა განათლების პოლიტიკის ერთ-ერთი აქტუალური საკითხია ყველა სისტემისთვის, თუმცა ეს საკითხი სხვადასხვა ხარისხით დგას განვითარებულ და განვითარებად, მაღალშემოსავლიან თუ დაბალშემოსავლიან ქვეყნებში. განვითარებულ სისტემებში სახელმძღვანელო უფასოა ყველა მოსწავლისთვის ან მოსწავლეების ნაწილისთვის მაინც. როგორც წესი, სახელმძღვანელოების უფასოდ მიწოდება სოციალურ-ეკონომიკური ნიშნით ხდება. თუმცა, ქვეყნების ნაწილი, მიუხედავად საშუალოდ მაღალი სოციო-ეკონომიკური ვითარებისა, სახელმძღვანელოებს უფასოდ ურიგებენ ყველა მოსწავლეს. სახელმძღვანელოების ხელმისაწვდომობის პოლიტიკის თვალსაზრისით, აღმოსავლეთ და ცენტრალური ევროპის ქვეყნებში სამი კატეგორიის გამოყოფაა შესაძლებელი: - უფასოა ყველა მოსწავლისთვის ესტონეთსა და ლიეტუვაში, წიგნები მოსწავლეებს უფასოდ ურიგდებათ მიუხედავად სოციალური სტატუსისა. ესტონეთში ერთ-ერთი არგუმენტი მოსწავლეების სტიგმატიზაციის რისკის არიდებაა.23 - უფასოა მხოლოდ კონკრეტული სახელმძღვანელოები: სლოვაკეთის რესპუბლიკაში და უნგრეთში უფასოა მხოლოდ სამინისტროს მიერ დამტკიცებული კონკრეტული სახელმძღვანელო. სლოვაკეთის შემთხვევაში, მხოლოდ ერთი,24 ხოლო უნგრეთის შემთხვევაში - მაქსიმუმ ორი. სხვა სახელმძღვანელოს არჩევის შემთხვევაში, სახელმძღვანელოს საფასურს სახელმწიფო არ ფარავს.25 23 Santiago et al, 2016a 24 Santiago et al, 2016b 25 https://eurydice.eacea.ec.europa.eu/national-education-systems/hungary/teaching-and-learning-single-structure-education 32 - უფასოა მხოლოდ კონკრეტული კატეგორიისთვის: ქვეყნების ნაწილი მიმართავს დიფერენცირების პოლიტიკას. მაგალითად, პოლონეთში და ბულგარეთში უფასოა სახელმძღვანელო დაწყებითი და საბაზო საფეხურებისთვის, მაგრამ საშუალო საფეხურზე სახელმძღვანელოს შეძენა მშობლის პასუხისმგებლობაა.26 ჩეხეთის რესპუბლიკაში სახელმძღვანელოები უფასოა მხოლოდ ცალკეული სოციალური ჯგუფებისთვის.27 ბულგარეთში საშუალო საფეხურზე უფასოა მხოლოდ ბრეილის ტექსტით მოსარგებლე მოსწავლეებისთვის ყველა საგანში და სენსორული დაწესება გვხვდება დარღვევების მქონე მოსწავლეებისთვის კონკრეტულ საგნებში.28 - სახელმძღვანელოს ხორვატიაში. საფასურის მაქსიმალური ზღვრის 29 საქართველოში 2005 წელს შექმნილი სახელმძღვანელოების განვითარების მოდელის ფარგლებში სახელმძღვანელო არ იყო უფასო. 2009 წელს ჩატარებულმა კვლევამ წარმოაჩინა ამ სისტემის ნაკლოვანებები ხელმისაწვდომობის თვალსაზრისით. კერძოდ, კვლევამ აჩვენა, რომ ერთი მოსწავლის სახელმძღვანელოს პაკეტი საშუალოდ 108 ლარი უჯდებოდა ოჯახს. საჭირო წიგნების სრული ნაკრები მოსწავლეების მხოლოდ ნახევარს ჰქონდა. რეგიონებში სახელმძღვანელო, თბილისთან შედარებით, საშუალოდ, 16% ძვირი იყო. გარდა ამისა, რეგიონებში 2-4 წლის წინ გამოცემული წიგნები ჭარბობდა. სოციალურად დაუცველის სტატუსის მქონე მოსწავლეთა სახელმძღვანელოები. 30 მესამედისთვის ჰქონდათ სკოლებს შეძენილი სახელმძღვანელოების ხელმისაწვდომობის გაზრდის მიზნით, 2010 წელს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრომ წამოიწყო „სიღარიბის ზღვარს ქვემოთ მყოფი ოჯახების მოსწავლეების სასკოლო სახელმძღვანელოებით უზრუნველყოფის პროგრამა“. უფასო სახელმძღვანელოს პოლიტიკა 2013 წელს შევიდა ძალაში. პარალელურად მოქმედებს მეორადი წიგნების სისტემაც. სახელმძღვანელოების ხელმისაწვდომობასთან დაკავშირებით კვლევა არ ჩატარებულა. შესაბამისად, ხელმისაწვდომობის არსებულ გამოწვევებზე შეგვიძლია ვიმსჯელოთ მხოლოდ შემოსულ მოსაზრებებზე დაყრდნობით. აქ სამი საკითხის გამოიყო: სახელმძღვანელოები სსსმ მოსწავლეებისთვის, სახელმძღვანელოები არაქართულენოვანი სკოლებისთვის და მეორადი სახელმძღვანელოების მდგომარეობით 26 https://eurydice.eacea.ec.europa.eu/national-education-systems/poland/teaching-and-learning-general-upper-secondaryeducation 27 Shewbridge et al, 2016a 28 https://eurydice.eacea.ec.europa.eu/national-education-systems/bulgaria/teaching-and-learning-single-structure-education 29 https://eurydice.eacea.ec.europa.eu/national-education-systems/croatia/teaching-and-learning-general-upper-secondaryeducation 30 გ ამ ოყ ე ნ ე ბ ი თ ი კ ვ ლ ე ვ ე ბ ი ს კ ომ პან ი ა (2009) სკ ოლ ი ს სახ ე ლ მ ძ ღ ვან ე ლ ოე ბ ი ს დ ა ე როვნ უ ლ ი სასწ ავ ლ ო გ ე გ მ ე ბ ი სა დ ა შ ე ფ ასე ბ ი ს ცე ნ ტ რი ს საგ ან მ ან ათ ლ ე ბ ლ ო რე სუ რსე ბ ი ს ბაზ რი ს შ ე სწ ავ ლ ა. 33 განპირობებული შესაძლო უთანასწორობა. ეს ბოლო საკითხი წინა ქვეთავში სახელმძღვანელოების ბეჭდვის ხარისხის კონტექსტში უკვე განვიხილეთ. სახელმძღვანელოებში სსსმ მოსწავლეებისთვის რესურსები მასწავლებლების ნაწილი აღიარებს, რომ სასწავლო რესურსების სსსმ მოსწავლეების საჭიროებაზე მორგება სკოლის პასუხისმგებლობაა. ასევე დასძენენ, რომ „ცალკეულ სსსმ პირს აქვს სხვადასხვაგვარი საჭიროება და ერთ სახელმძღვანელოში ეს ვერ აისახება.“ თუმცა, ასევე აღნიშნავენ, რომ სსსმ მოსწავლეებზე რესურსის ადაპტირებისთვის არ ჰყოფნით კომპეტენცია და „მასწავლებლის შრომას გაადვილებდა ბავშვის განვითარების ცნობილი დარღვევების შესაბამისი, ადაპტირებული მასწავლებლების ნაწილი მასალების აღნიშნავს, არსებობა.“ იყენებენ როგორც დაწყებითი დირექტორებისა კლასებისთვის და შექმნილ სახელმძღვანელოებს და ასახელებენ ქართულსა და მათემატიკაში შექმნილ წიგნებს. მასწავლებლები გვთავაზობენ: a. „არსებობდეს მეთოდისტების, ფსიქოლოგების, გამოცდილი პედაგოგების მიერ შემუშავებული რესურსების ბანკი, რომლიდანაც შესაძლებელი იქნება საჭირო რესურსების ამორჩევა, გადახალისება და მორგება ჩვენს სსსმ მოსწავლეზე.“ b. დამხმარე სახელმძღვანელოები შედგენილი იყოს ყველა საგანში, როგორც დაწყებით, ასევე საბაზო და საშუალო საფეხურებზე, რათა უკეთ მოხდეს ინფორმაციის აღქმა/გაგება როგორც სსსმ (ინტელექტუალური განვითარების, სენსორული განვითარების დარღვევა, სოციალური ფაქტორებით გამოწვეული აკადემიური ჩამორჩენილობა, ასაკთან შედარებით მაღალი ინტელექტის მქონე), ასევე არაქართულენოვანი მოსწავლისთვის. აღსანიშნავია, რომ სსიპ საგანმანათლებლო და სამეცნიერო ინფრასტრუქტურის განვითარების სააგენტოს მიერ „მოსწავლეებისა და მასწავლებლების სახელმძღვანელოებით უზრუნველყოფის პროგრამის“ ფარგლებში სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროებების მქონე მოსწავლეებისთვის, მოთხოვნის შესაბამისად ხორციელდება:  უსინათლო და მცირემხედველი პირებისთვის შექმნილი თანამედროვე დამხმარე მოწყობილობების შესყიდვა და შემდგომ სკოლისთვის გადაცემა;  პორტატული ვიდეო გამადიდებლის შესყიდვა და შემდგომ სკოლისთვის გადაცემა;  ბრაილის შრიფტითა და რელიეფურად დაბეჭდილი სახელმძღვანელოების შესყიდვა და შემდგომ სკოლისთვის გადაცემა;  გრიფირებული სახელმძღვანელოების გახმოვანება და შემდგომ აუდიო ვერსიების სკოლისთვის გადაცემა. სამინისტროს მიდგომაა, რომ სსსმ მოსწავლეებთან მიმართებით საჭიროა ინდივიდუალური მიდგომა და, შესაბამისად, ინდივიდუალური სასწავლო გეგმის შედგენა, რთულია ისეთი 34 გამზადებული დავალებების მიწოდება, რომელიც მიესადაგება კონკრეტულ სსსმ მოსწავლეს, ვინაიდან თითოეული მოსწავლის საჭიროება განსხვავებულია. არაქართულენოვანი სკოლებისთვის სახელმძღვანელოებით უზრუნველყოფა არაქართულენოვანი სკოლებისთვის სახელმძღვანელოების უზრუნველყოფის თვალსაზრისით გაუმჯობესებაზე საუბრობენ შემოსულ მოსაზრებებში. ამ მიმართულებით მნიშვნელოვანია აღინიშნოს საერთაშორისო ორგანიზაციების მხარდაჭერა. კერძოდ, როგორც განათლებისა და მეცნიერების სამინისტროსგან ვიგებთ, 2018-2020 წლებში, ეუთოს ეროვნულ უმცირესობათა უმაღლესი კომისრის ოფისის (OSCE HCNM) ფინანსური მხარდაჭერით, სამოქალაქო ინტეგრაციისა და ეროვნებათშორისი ურთიერთობის ცენტრმა, ეროვნული უმცირესობების (სომხური და აზერბაიჯანული) სკოლებში განახორციელა პროექტი - "საზოგადოების ინტეგრაცია მულტილინგვური განათლების გზით" პროექტის ფარგლებში შეიქმნა ბუნებისმეტყველებისა და ქართული ენის ინტეგრირებული რესურსი, საგნისა და ენის ინტეგრირებული მეთოდოლოგიის გათვალისწინებით. მთლიანობაში, შეიქმნა 20 ენობრივად ადაპტირებული თემატური ერთეული. სომხურ, აზერბაიჯანულ, რუსულ ენებზე ნათარგმნია I, II, III, IV, V, VI, VII, VIII, IX კლასების სახელმძღვანელოები. გამოწვევად რჩება თარგმანის ხარისხი. ზეპირი მოსმენების საშუალებით ვიგებთ, რომ „სახელმძღვანელოთა პირდაპირი თარგმნა ხდება, რაც რიგ საკითხების (მაგალითად; გრამატიკა, ლიტერატურული ტექსტები) შესწავლას მნიშვნელოვნად ართულებს მოსწავლეებისთვის. შემოსულ მოსაზრებებში და, ასევე, სახალხო დამცველის წერილში, დაისვა არაქართულენოვანი სკოლებისთვის სახელმძღვანელოების დაგვიანებით მიწოდების საკითხიც. განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ინფორმაციით, მათ განახორციელეს აქტივობები ნათარგმნ სახელმძღვანელოთა ხარისხის ამაღლების მიზნით (ორჯერადი ავთენტურობის დადგენით), უწყების წარმომადგენლების განმარტებით, მასწავლებლების მხრიდან თარგმანის ხარისხზე გამოთქმული არცერთი პრეტენზია არ უკავშირდება ახალგრიფირებულ სახელმძღვანელოებს, ამას ცხადყოფს 2022 წელს სამინისტროს მიერ ჩატარებული მასწავლებელთა ფოკუს-ჯგუფები სომხურ და აზერბაიჯანულ სახელმძღვანელოებზე, რა დროსაც არ დაფიქსირებულა პრეტენზიები თარგმანის ხარისხთან გრიფირებული დაკავშირებით. ამასთანავე, სახელმძღვანელოებით უწყების განმარტებით, არაქართულენოვანი ახალი მოსწავლეების უზრუნველყოფა 1 წლის ვადაში ხდება, რაც ხარისხიანი თარგმნისთვის გონივრულ ვადას წარმოადგენს. სახელმძღვანელოების განვითარებისთვის საჭირო რესურსები და მექანიზმების ეფექტიანობა 35 ჩატარებული კვლევებისა და მიმოხილვების შედეგად მიღებული ინფორმაციის შეჯერების შედეგად, სახელმძღვანელოების შემუშავებისა და გავრცელების არსებულ მექანიზმებთან და პროცედურებთან დაკავშირებით გამოიკვეთა რამდენიმე საკითხი. ეს ეხება შეფასების ვალიდობას, სანდოობასა და ინფორმატიულობას, რეცენზენტების სახელმძღვანელოების შემუშავებისთვის განვითარების საჭიროებებს, რესურსების ადეკვატურობას, შემუშავებაში, სახელმძღვანელოს მასწავლებლების ჩართულობას შერჩევისთვის საჭირო კომპეტენციების გამოყოფილი სახელმძღვანელოების დროისა და ინფორმაციის ნაკლებობას, სახელმძღვანელოების ავტორების კომპეტენციებს და სახელმძღვანელოების კვლევების დეფიციტს. სახელმძღვანელოების რეცენზირების სისტემის ვალიდობა, სანდოობა და ინფორმატიულობა რეცენზირების პროცედურების გაუმჯობესებაზე ამახვილებენ ყურადღებას შემოსულ მოსაზრებებში. განსაკუთრებით განხორციელებულ ცვლილებებს. აღნიშნავენ ბოლო მასწავლებლებისა სამი და წლის განმავლობაში დირექტორების თანახმად, განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო აქტიურად თანამშრომლობს პედაგოგებთან, აწყობს შეხვედრებს სახელმძღვანელოების „დადებითი და უარყოფითი მხარეების“ და სახელმძღვანელოების გამოყენების პროცესში გამოწვევების განსახილველად, სახელმძღვანელოს შეფასების კრიტერიუმების დასახვეწად. თუმცა, ასევე გამოყოფენ სისტემაში არსებულ ხარვეზებს. კერძოდ: - შეფასების სანდოობა დაბალია: საქართველოს იურისტთა ასოციაციის კვლევაში სახელმძღვანელოს ავტორები ურთიერთგამომრიცხავ საუბრობენ კომენტარებზე. რეცენზენტებისგან როგორც ერთ-ერთი მიღებულ ავტორი ხსნის: „სახელმძღვანელოს შეფასება რომ მივიღე, გაოცებული დავრჩი - ერთი რეცენზენტი წერდა, ეს არ შეესაბამება ახალ კურიკულუმსო, ხოლო მეორე სხვა ნაწილში წერდა, რომ დავალება სრულად პასუხობდა პრინციპებს და უმაღლესი ქულით ვიყავი შეფასებული“.31 ამავე საკითხზე საუბარია გაეროს ბავშვთა ფონდის დაკვეთით ჩატარებულ კვლევაშიც.32 თუმცა, სამინისტროსგან მიღებული განმარტებით, მსგავსი პრეტენზიები როცა შემოსულა, სააპელაციო კომისიაში, განხილვების შედეგად არ დადასტურდა ურთიერთგამომრიცხავი კომენტარები. 31 ჭ ან ტ უ რი ა დ ა ქ ად აგ ი ძ ე , 2021 32 Smart, 2020 36 - რეცენზირების პროცესისადმი ნდობას ამცირებს სავარაუდო ინტერესთა კონფლიქტების არსებობა. ერთ-ერთი გამომცემლობის წარმომადგენლის მტკიცებით, „არსებობენ ფარული ავტორები, ანუ ექსპერტი შესაძლებელია იყოს ამა თუ იმ გამომცემლობის ფარული ავტორი. ამის ბევრი შემთხვევა იყო“. მსგავსი პრეტენზია არასდროს როგორც სამინისტრო აღნიშნავს, დაფიქსირებულა კონკრეტული ავტორების/გამომცემლობების მხრიდან, წინააღმდეგ შემთხვევაში, აუცილებლად მოახდენდნენ რეაგირებას. ყოფილა შემთხვევები, როცა გამომცემლობა ითხოვს რომელიმე კონკრეტული რეცენზენტის ან რეცენზენტთა ჯგუფის აცილებას და როცა ის არგუმენტირებულია, სამინისტრო აკმაყოფილებს; თუმცა, ზემოაღნიშნული მიზეზი არგუმენტად არასდროს დასახელებულა. - რეცენზენტების მიერ მიწოდებული უკუკავშირი არ არის საკმარისად ცხადი და ინფორმატიული: ავტორების შეფასებით, კონკურსის ფარგლებში შემფასებლისგან მიღებული უკუკავშირი არ არის საკმარისი, სახელმძღვანელოს განვითარებაზე ორიენტირებული და კონსტრუქციული ფორმით მიწოდებული. მსგავსი შენიშვნები დაფიქსირდა სააპელაციო კომისიასთან მიმართებაშიც. გამომცემლობების წარმომადგენლების შეფასებით, სააპელაციო კომისია იმეორებს გრიფირების კომისიის შენიშვნებს და სიცხადე შეფასებაში არ შეაქვს. თუმცა, როგორც განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო აღნიშნავს, სწორედ იმის გამო, რომ რეკომენდაციებსა და შენიშვნებში არ დარჩეს რაიმე ტიპის ბუნდოვანება, რეცენზირების პროცესი ითვალისწინებს ავტორებისა და რეცენზენტების შეხვედრას, სადაც შესაძლებელია დამატებითი ახსნა-განმარტების რეკომენდაციის/შენიშვნის მიცემა გაცემულ რეფორმულირება. რეკომენდაციებზე, განათლებისა და ასევე მეცნიერების სამინისტროს მიერ მოწოდებული ინფორმაცია განსხვავებულია სააპელაციო კომისიის მუშაობაზეც, კერძოდ, კომისიის საქმიანობის ისტორიაში არაერთი მაგალითია, როდესაც კომისიამ მთლიანად შეცვალა სახელმძღვანელოს შეფასება, ახლებურად ჩამოაყალიბა შენიშვნა/რეკომენდაცია ან საერთოდ გააუქმა გაცემული შენიშვნა/რეკომენდაცია. - მიუხედავად იმისა, რომ რეცენზენტთა ჯგუფში შედის მასწავლებელი, არ არის საკმარისად წარმოდგენილი მასწავლებელთა პოზიცია: შემოსული მოსაზრებების ავტორების ნაწილი აღნიშნავს, რომ გრიფირების პროცესში მასწავლებლების პრეფერენციები არ არის ჯეროვნად გათვალისწინებული. გვთავაზობენ, რომ გრიფირების პროცესში გაიზარდოს მასწავლებლების გავლენა გადაწყვეტილების მიღებაზე. განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ინფორმაციით, საგნობრივ ჯგუფში მასწავლებლის კატეგორიის რეცენზენტი როგორც წესი არის ორი, კატეგორიის რეცენზენტი, კი ერთი. გადაწყვეტილების მიღების სხვა პროცესში მასწავლებლები იმავე უფლება-მოვალეობით სარგებლობენ, როგორც სხვა დანარჩენი კატეგორიის რეცენზენტები. სახელმძღვანელოების შერჩევის პროცესში მასწავლებლების მონაწილეობის გაზრდის სხვა სტრატეგიებიც არსებობს. მაგალითად, ბულგარეთში, სახელმძღვანელოების ექსპერტული შეფასების შემდეგ, 37 სახელმძღვანელოები ეგზავნებათ სკოლებს. მასწავლებლებმა თითოეულ სახელმძღვანელოს უნდა მიანიჭონ რეიტინგი. სამინისტრო ამტკიცებს რეიტინგში პირველ სამ სახელმძღვანელოს.33 - სააპელაციო კომისიის დაკოპლექტების პრინციპი ვერ უზრუნველყოფს საგნობრივი სპეციფიკის სრულად გათვალისწინებას შეფასების პროცესში: სააპელაციო კომისიაში საგნობრივი ექსპერტის მოწვევა საკუთრივ სააპელაციო კომისიის გადაწყვეტილებაზეა დამოკიდებული. მოწვევის შემთხვევაში კი მას არ აქვს ხმის მიცემის უფლება. ერთერთი ავტორის შეფასებით, ეს ასუსტებს მეთოდოლოგიურ საკითხებზე საბჭოსთან კომუნიკაციის ეფექტიანობას, რადგან „ისტორიკოსებს და ფილოლოგებს“ უნდა აუხსნას ამა თუ იმ საკითხის შესაბამისობა ქიმიაში. თუმცა, სამინისტროს განმარტებით, სწორედ იმის გამო, რომ სააპელაციო კომისია არცერთი კონკრეტული საგნის მიმართულების ექსპერტით არ არის დაკომპლექტებული, ფაქტობრივად ყველა საჩივრის განხილვაზე მოწვეულია შესაბამისი დარგის/საგნის ექსპერტი. კონკრეტული დარგის/საგნის ექსპერტთან გასაუბრების შედეგად კომისია იღებს გადაწყვეტილებას, მისაღებია თუ არა საჩივარში წარმოდგენილი არგუმენტები. საჭიროების შემთხვევაში დარგის/საგნის ექსპერტის მოწვევის შესაძლებლობა ხსნის იმის აუცილებლობას, რომ კომისიის წევრები თავად იყვნენ რომელიმე კონკრეტული დარგის სპეციალისტები. ამგვარი მიდგომის ოპტიმალურად, შედეგად, ხოლო სააპელაციო დამატებითი პირების კომისია დაკომპლექტებულია ჩართვასთან დაკავშირებით გადაწყვეტილებებს იღებს მიზნობრივად, რაც უზრუნველყოფს წარმოდგენილ საჩივარზე გადაწყვეტილებების მიღებას როგორც კომპეტენტურად, ასევე დროულად. - გრიფირების კომისიის წევრების ვინაობის კონფიდენციალობის შენარჩუნება არ არის გამართლებული. გრიფირების წესის თანახმად, სახელმძღვანელოს რეცენზენტთა ჯგუფის ვინაობა კონფიდენციალურია გრიფირების პროცედურის გარკვეულ ეტაპამდე. კერძოდ, თუ სახელმძღვანელო გადალახავს შინაარსობრივი შეფასების 90%იან ნიშნულს, ავტორი პირადად ხვდება რეცენზენტთა ჯგუფს მათი რეკომენდაციების განსახილველად. რაც შეეხება იმ ავტორებს, რომლებიც ვერ გადალახავენ 90%-იან ზღვარს, რეცენზენტების ვინაობის გაგება შეუძლიათ განცხადების საფუძველზე. - დაინტერესებული მხარეების მიერ უკუკავშირის მიწოდების ონლაინ სისტემა არ არის მომხმარებელზე მორგებული და ინტუიტიური. შემოსულ მოსაზრებებში აღნიშნულია, რომ „საიტს არ აქვს კომენტარების ექსპორტის სისტემა, შენიშვნების მეორე ეტაპზეც საერთოდ გაუგებარია ძველი და ახალი (შესწორებული) შენიშვნები რომელია.“ აღსანიშნავია, რომ განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო ამჟამად მუშაობს ახალ სისტემაზე, რომლის ამუშავებაც თებერვალში იგეგმება და გრიფირების პროცესები ამ ახალი სისტემით წარიმართება. 33 https://eurydice.eacea.ec.europa.eu/national-education-systems/bulgaria/teaching-and-learning-single-structure-education 38 სახელმძღვანელოების შემუშავებისთვის გამოყოფილი რესურსები ბოლო წლებში მნიშვნელოვნად გაიზარდა მოსწავლეების სახელმძღვანელოებით უზრუნველყოფისთვის გამოყოფილი სახელმწიფო ხარჯები. 2018-2021 წლებში ჯამში 100 მილიონი ლარი დაიხარჯა სახელმძღვანელოების გამოცემასა და დისტრიბუციაზე. დანახარჯების ზრდა, ნაწილობრივ, ახალი სასწავლო გეგმის მიხედვით სახელმძღვანელოების განახლებას უკავშირდება. თუმცა, სახელმძღვანელოებზე გაწეული ხარჯი, მთლიანობაში, ზოგად განათლებაზე სახელმწიფო ხარჯების მხოლოდ 1.68%-ს შეადგენს. რესურსების ნაკლებობას უსვამენ ხაზს ავტორები და გამომცემლობები. აქ სამი ასპექტი სახელდება: დრო, ავტორების ანაზღაურება, სახელმძღვანელოს შექმნის დანახარჯები და დამატებითი ღირებულების გადასახადი. სახელმძღვანელოს შემუშავებისთვის გამოყოფილი დრო: როგორც შემოსულ მოსაზრებებში აღნიშნავენ, სახელმძღვანელოების შემუშავებისთვის გამოყოფილი 2.5-6 თვე არ არის საკმარისი ხარისხიანი სახელმძღვანელოს მომზადებისთვის. ასეთი მოკლე ვადები, საქართველოს იურისტთა ასოციაციის მიერ ჩატარებული კვლევის რესპონდენტების თქმით, განსაკუთრებით დიდ გამოწვევას წარმოადგენს მაშინ, როცა სახელმძღვანელო სწავლასწავლების ახალ მიდგომებზე უნდა გადაეწყოს. ეს საკითხი დასმულია სახალხო დამცველის მიერ ჩატარებულ მოკვლევებშიც. გამომცემლობები და ავტორები ითხოვენ ვადების გაზრდას. ეს შენიშვნა მოცემულია განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს დაკვეთით ჩატარებულ კვლევაშიც. ექსპერტის შეფასებით, სახელმძღვანელოს შემუშავებისთვის მეტი დრო უნდა გამოიყოს განსაკუთრებით მაშინ, როცა სახელმძღვანელოები ახალ მეთოდოლოგიას უნდა დაეფუძნოს. თუმცა, აქვე უნდა აღინიშნოს, რომ გასული წლების გრიფირების ციკლებთან შედარებით, როცა 6 კლასის სახელმძღვანელოს დაწერისთვის ჯამურად გამოყოფილი იყო 6 თვე (ანუ 1 წიგნისთვის საშუალოდ 1 თვე), სახელმძღვანელოების წერისთვის მიცემული დრო ზოგადად გაზრდილია, მათ შორის ყველაზე მცირე - 2.5 თვე მიცემულია იმ შემთხვევაში, როცა მხოლოდ 1 სემესტრის მასალაა წარმოსადგენი (გამონაკლისია უცხოური ენები). ექსპერტს მოჰყავს სხვა ქვეყნების პრაქტიკაც. კერძოდ, სამხრეთ კორეაში 2011 წელს კომპეტენციებზე დაფუძნებული კურიკულუმის სახელმძღვანელოების შექმნაზე შემოტანის შემდეგ, გამოცხადდა კონკურსი. I-II და VII-IX კლასების ავტორებს 12 მისცეს თვე სახელმძღვანელოების წარსადგენად. ექსპერტის მტკიცებით, სხვა სისტემებში უფრო მეტ დროს აძლევენ გამომცემლებსა და ავტორებს სახელმძღვანელოების შექმნისთვის. „ზოგადი მიდგომაა ერთი წლის დათმობა ერთი კლასის ერთი საგნის სახელმძღვანელოს შექმნისა და გამოცემისთვის.“34 სამინისტროს განცხადებით, ზოგადად მსგავსი მიდგომაა დანერგილი საქართველოს განათლების სისტემაშიც. მაგალითად, საბაზო და საშუალო საფეხურების 34 Smart, 2020 39 სახელმძღვანელოების გრიფირება მიმდინარეობს შემდეგი პერიოდულობით: 2018 წელს - VII კლასი, 2019 წელს - VIII კლასი, 2020 წელს - IX კლასი, 2021 წელს - XI კლასი, ხოლო 2022 წლის აგვისტოში გრიფირება გამოცხადდა XI კლასის სახელმძღვანელოებზე, რომლებიც დაინერგება 2023 წლის სექტემბრიდან. სახელმძღვანელოების ავტორების ანაზღაურება: ავტორები აღნიშნავენ, რომ 2018 წლიდან გაიზარდა ავტორების ანაზღაურება. დღეისთვის საბაზისო ჰონორარის მოცულობა განსაზღვრულია ყოველი კლასისა და საგნის სახელმძღვანელოსთვის და მერყეობს 20,000-დან 30,000 ლარამდე. გარდა საბაზისო ჰონორარისა, ისინი იღებენ დამატებით ფიქსირებულ ჰონორარს მასწავლებლის წიგნის ელექტრონული რესურსისა და, ასევე, დაბეჭდილი სახელმძღვანელოს ყოველი ერთეულისთვის, რაც განისაზღვრება სალიცენზიო ხელშეკრულების საფუძველზე, ფასდაკლების გათვალისწინებით. სახელმძღვანელოს ავტორობა ფინანსურად არაპროგნოზირებადია და ამცირებს ამ საქმიანობაში შესაბამისი კომპეტენციის მქონე პროფესიონალების სრულფასოვნად ჩართვის მოტივაციას. ამას განაპირობებს შემდეგი ფაქტორები: - საშუალოდ, ერთ სახელმძღვანელოზე მუშაობს 2-3 ავტორი 3 ან მეტი თვის განმავლობაში და, სამუშაოს მოცულობიდან და ალტერნატიული დანახარჯის გათვალისწინებით, ჰონორარი დაბალია.“ - ჰონორარის უნიფიცირებული ანაზღაურების მიდგომა უსამართლოა. როგორც ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის კვლევაშია ნათქვამი, რომელსაც კომიტეტის მიერ ჩატარებულ შეხვედრებზე დამსწრე გამომცემელთა და ავტორთა მოსაზრებებიც დაემთხვა, უსამართლოა, როცა საბაზისო ჰონორარი არ არის დიფერენცირებული საგნის პროგრამის მოცულობის მიხედვით.35 - სახელმძღვანელოს შემუშავებისთვის საჭირო რესურსებზე (რუქა, ფოტო, ნაწარმოებები) საავტორო უფლებების შეძენა დიდ ხარჯებთანაა დაკავშირებული. ავტორები და გამომცემლები გამოთქვამენ მოსაზრებას, რომ მათი საავტორო უფლებების შეძენის ხარჯებს სახელმწიფო უნდა ფარავდეს იმ შემთხვევაში, თუ სახელმძღვანელო მიიღებს გრიფს. - სახელმძღვანელოს შესყიდვის გამომცემლობებისთვის სახელმძღვანელოს რთულად არსებული მოდელი პროგნოზირებად ავტორები/გამომცემლები 25-60 ავტორებისა სიტუაციას პროცენტის და ქმნის. დიაპაზონში ფასდაკლებას სთავაზობენ სამინისტროს, თუკი ცხადი ხდება, რომ სამზე მეტი გამომცემლობა მონაწილეობს კონკრეტული საგნისა და კლასისთვის გამოცხადებულ კონკურსში. თუმცა ყოფილა 90-99%-იანი ფასდაკლების შემთხვევებიც. ასეთ შემთხვევაში, ავტორი/გამომცემლები იღებს მხოლოდ ჰონორარს იმ გამომცემლის 35 ჭ ან ტ უ რი ა დ ა ქ ად აგ ი ძ ე , 2021 40 მსგავსად, რომლის სახელმძღვანელომ გრიფი მიიღო, მაგრამ სამინისტროს მიერ დასაბეჭდად არ შეირჩა. 36 შემოსულ მოსაზრებებშიცაა აღნიშნული, რომ „ამ მოდელის „წყალობით“, ადვილი შესაძლებელია, უმაღლესი შეფასების (100-ქულიანი) სახელმძღვანელო, რომელიც მართალია კონკურენციაშია ასევე მაღალი ან ზუსტად 100 ქულის მქონე სახელმძღვანელოსთან, ნაკლები ფასდაკლების შემთხვევაში, შესაძლოა არ მოხვდეს სახელმწიფო შესყიდვაში და, შესაბამისად, არ შევიდეს საჯარო სკოლებში.“ შედეგად, იკარგება სასარგებლო სასწავლო რესურსი და, უფრო გრძელვადიან პერსპექტივაში, ავტორების მოტივაცია, საკუთარი ძალისხმევა გაწიონ სახელმძღვანელოების მომზადებაზე. - აუდიომასალის წარდგენის ვალდებულება დამატებით ზრდის სახელმძღვანელოს შექმნის თვითღირებულებას. ერთ-ერთი გამომცემლობის რჩევით, უმჯობესია, გრიფირებაზე სახელმძღვანელოს წარდგენის ეტაპზე არ იყოს სავალდებულო აუდიომასალის ჩანაწერის წარდგენა და მხოლოდ აუდიო ჩანაწერის ტრანსკრიპტით შემოიფარგლოს ვალდებულება. აუდიოჩანაწერი გაკეთდეს მას შემდეგ, რაც სახელმძღვანელო გრიფს მოიპოვებს. - დამატებითი ღირებულების გადასახადი კიდევ უფრო ამცირებს გამომცემელთა შემოსავალს. როგორც ერთ-ერთი გამომცემლობის წარმომადგენელი ხსნის, „მაშინაც, როცა წიგნების მიწოდება-რეალიზაცია, იმპორტი და ბეჭდვა გათავისუფლებულია დღგ-სგან, დღგ-ს დაბეგვრისგან არ არის გათავისუფლებული წიგნების შინაარსის მიწოდება. თანხები, რასაც გამომცემლები ვიღებთ, იბეგრება და, შესაბამისად, ზარალდება გამომცემელიც და ავტორიც.“ ასევე იბეგრება მოსწავლის რვეულები, რადგან ჩვეულებრივი რვეულის კატეგორიაში გაჰყავს არსებულ კანონმდებლობას. გამომცემლები ითხოვენ, გადაიხედოს ეს მიდგომა, რაც ლეგიტიმური მოთხოვნა ჩანს იმის გათვალისწინებითაც, რომ სტამბების კონსორციუმისთვის საკონტრაქტო შეთანხმება დამატებითი ღირებულების გადასახადს არ მოიცავს.37 - გამომცემლობებს აზარალებს კონტრაფრაქციული წიგნების გავრცელება. ერთ-ერთი გამომცემლობის წარმომადგენლის მტკიცებით, სახელმძღვანელოები სტამბებიდან ვრცელდება შავ ბაზარზე: „ჩვენი ფაილები ხვდება სტამბებში, საიდანაც ისინი ვრცელდება შავ ბაზარზე. არის უხარისხო, უცნობია რა ქაღალდზე, რა საღებავით იბეჭდება, რამდენად ეკოლოგიურად სუფთა და მთავარი პრობლემა სწორედ ეგ არის, რომ გამომცემლებს არ გვაქვს იმის საშუალება, რომ ჩვენვე დავბეჭდოთ და გავყიდოთ ჩვენი წიგნები, იქნება ჩვენი საბოლოო მყიდველი კერძო პირი თუ სახელმწიფო, არ აქვს მნიშვნელობა“. 36 Smart, 2020 37 ibid 41 - გამომცემლობები ითხოვენ, რომ ელექტრონული ვერსიების საავტორო უფლებების შეძენა დამატებით ანაზღაურდეს. საზოგადოებრივი ინკლუზიურობისა და თანასწორობის პრინციპებით ხელმძღვანელოების კომპეტენციები ეს გამოწვევა უკავშირდება როგორც რეცენზენტების, ასევე, ავტორების გამოცდილებასა და კომპეტენციებს. სახალხო დამცველის ანგარიში ყურადღებას ამახვილებს რეცენზენტთა კომპეტენციების შესაბამისობაზე. კერძოდ, სახალხო დამცველის თანახმად, რეცენზირების პროცესში სისტემატიურ ხასიათი აქვს რეცენზენტების მიერ გენდერული თანასწორობის პრინციპებისა და სახალხო დამცველის წარმომადგენლის რეკომენდაციების უგულებელყოფას. სახალხო დამცველი რეკომენდაციას უწევს, „რეცენზენტთა საგნობრივი ჯგუფების წევრთა შერჩევა განხორციელდეს სავალდებულო საკვალიფიკაციო მოთხოვნების საფუძველზე, რომელიც მოიცავს კანდიდატისთვის გარკვეული ღირებულებების (ტოლერანტობა, დემოკრატიისა და ადამიანის უფლებათაა პრინციპების პატივისცემა) ქონას.“ მსგავს მიგნებას, ამჯერად, სახელმძღვანელოების ავტორებზე, გვიზიარებს საქართველოს იურისტთა ასოციაციის კვლევაც, რომლის თანახმად, ავტორებს უჭირთ გენდერული თანასწორობისა და უმცირესობების (რელიგიური, ეთნიკური) რეპრეზენტატულობის პრინციპების გატარება სახელმძღვანელოების შინაარსში. ამას, როგორც ჩანს, თავად ავტორებიც აღიარებენ. ამ საკითხთან მიმართებაში აზრთა სხვადასხვაობაც იკვეთება. ავტორებისა და გამომცემლების მოსაზრებებში იკითხება, რომ, რიგ შემთხვევებში, შენიშვნები ინკლუზიურობის პრინციპების დაცვასთან დაკავშირებით არ ითვალისწინებს „საგნის სპეციფიკას,“ ხელოვნურია და რეკომენდაციების გათვალისწინება დაარღვევს სახელმძღვანელოს ავთენტურობას. რეცენზენტების კომპეტენციასთან დაკავშირებით - სამინისტროს მიერ აღნიშნულია, რომ კომპეტენტური რეცენზენტების მობილიზების მიზნით, მათი შერჩევა ხდება კონკურსის წესით, შერჩევის კრიტერიუმია კონკურსანტის პროფესიული ცოდნა, სამუშაო გამოცდილება, სახელმძღვანელოებთან და მათ გაუმჯობესებასთან დაკავშირებული ხედვა, სწავლასწავლების თანამედროვე მიდგომების ცოდნა, სხვა ქვეყნებში სახელმძღვანელოებთან დაკავშირებული საკითხების ცოდნა და სხვა. თუ შერჩევისას რეცენზენტების ნაკლებობაა, დამატებით ხდება მიმართვა უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებისადმი, რომ სახელმძღვანელოების შემფასებლებად გამოყონ დარგის სპეციალისტები. შერჩევის შემდეგ კი ხდება ყველა რეცენზენტის გადამზადება. რაც შეეხება გენდერული თანასწორობისა და უმცირესობების საკითხების ასახვას, როგორც ზემოთაც აღინიშნა, ამ საკითხის პრიორიტეტულობა გამოხატულია იმით, რომ სახელმძღვანელოს შეფასების კრიტერიუმებში ცალკე ბლოკი ეძღვნება ზემოაღნიშნული საკითხების დაბალანსებულად წარმოდგენას. 42 თუმცა, სამინისტრო ასევე განმარტავს, რომ არ უნდა მოხდეს ამ საკითხების ხელოვნურად ჩართვა და საგნის მიზნებიდან აცდენა. პედაგოგიკური კომპეტენციების ნაკლებობა სახელმძღვანელოების ავტორებს შორის ეს კომპეტენცია გულისხმობს სწავლა-სწავლების თანამედროვე მიდგომებზე დაყრდნობით სახელმძღვანელოს აგებას, მათ შორის, მოსწავლის ასაკობრივი თავისებურებების გათვალისწინებას. თუმცა, როგორც შემოსულ მოსაზრებებში აღნიშნავენ დირექტორები, მასწავლებლები და განათლების სფეროს სხვა წარმომადგენლები, სახელმძღვანელოები ვერ ითვალისწინებენ მოსწავლეებისა და მასწავლებლების საჭიროებებს და „სწავლა-სწავლებაში არსებულ რეალურ გამოწვევებს.“ ამ საკითხზე ყურადღებაა გამახვილებული საქართველოს იურისტთა ასოციაციის მიერ ჩატარებულ კვლევაშიც, სადაც გადმოცემულია მასწავლებლების წუხილი იმაზე, რომ სახელმძღვანელოები არ მიესადაგება მოსწავლეების ასაკობრივ თავისებურებებს „ლექსიკისა და სტილის შერჩევის, ცხოვრებისეული მაგალითების, სიტუაციების შერჩევისა და აღწერის მიმართულებით.“38 კვლევის რესპონდენტების თანახმად, პედაგოგიკური გამოწვევა განსაკუთრებით მწვავედ დგას იმ ავტორებში, რომლებსაც არ აქვთ პედაგოგიკური გამოცდილება. საქართველოში, ტრადიციულად, სახელმძღვანელოების ავტორები აკადემიური წრეების წარმომადგენლები არიან, რაც სახელმძღვანელოების შექმნის მწირ ტრადიციებს უკავშირებდა. ანალოგიური პრობლემა რამდენიმე პოსტ-კომუნისტურ და პოსტ-საბჭოთა ქვეყანაშიც დგას. როგორც ერთ-ერთი მკვლევარი გვიხსნის, პოსტ საბჭოთა და პოსტ კომუნისტურ ქვეყნებში სახელმძღვანელოების ავტორები, დასავლეთის ქვეყნებისგან განსხვავებით, არიან არა მასწავლებლები, არამედ აკადემიური სფეროს წარმომადგენლები, რაც წარმოადგენს „გამოძახილს იმ ავტორიტარული სულისკვეთებისა, რომლის თანახმად, სასკოლო სახელმძღვანელოებში ერთი და მხოლოდ ერთი ჭეშმარიტება უნდა გამჟღავნდეს და ეს სიმართლე საზოგადოების უძველესი და ყველაზე სწავლული წევრების ხელშია.“39 ბოლო წლებში ვითარება იცვლება და შეიმჩნევა მასწავლებლების წილის ზრდა ავტორთა რიგებში, განსაკუთრებით სახელმწიფო ენასა და საზოგადოებრივ მეცნიერებებში.40 სამწუხაროდ, არ არსებობს ამ ტენდენციის ამსახველი სტატისტიკა, რომ მიზეზ-შედეგობრივ კავშირებზე ვიმსჯელოთ და დავუკავშიროთ რომელიმე კონკრეტულ პოლიტიკას. 2020-2021 წლებში განათლებისა და მეცნიერების სამინისტრომ განახორციელა ორი მნიშვნელოვანი ცვლილება, რაც მასწავლებლების როლის გაძლიერებას უკავშირდება. 38 ჭ ან ტ უ რი ა დ ა ქ ად აგ ი ძ ე , 2021. გ ვ. 39 Kovac & Sebart, 2004 40 ჭ ან ტ უ რი ა დ ა ქ ად აგ ი ძ ე , 2021 43 კერძოდ, სახელმძღვანელოს გრიფირების წესში 2021 წელს შეიტანეს ცვლილება, რომლის თანახმად, სახელმძღვანელოს ავტორს უნდა ჰქონდეს მასწავლებლობის გამოცდილება.41 მეორე მნიშვნელოვანი ინტერვენცია, რომელიც თვალსაჩინოდ უკავშირდება სასწავლო რესურსების განვითარებაში მასწავლებლების როლის გაზრდას, მესამე თაობის ეროვნული სასწავლო გეგმის მასწავლებლების დანერგვის ჩართვაა. ფარგლებში კომპლექსური კომპლექსური დავალება დავალებების სასწავლო გეგმის შექმნაში რეფორმის ქვაკუთხედია. ეს არის პროექტული ტიპის სასწავლო რესურსი და მისი მთავარი ამოცანა მოსწავლის სწავლაში აქტიური ჩართვაა, რაც ეროვნული სასწავლო გეგმის ერთ-ერთ მთავარ პედაგოგიკურ პრინციპს წარმოადგენს. ეროვნული სასწავლო გეგმის თანახმად, სწავლასწავლება აგებულია კომპლექსური დავალებების ირგვლივ. ანუ, ეს არ არის მხოლოდ ერთი რომელიმე დავალება, არამედ სწავლის მიზნების გამაერთიანებელი და მიმართულების მიმცემი მოსწავლისთვის. დავალებაზე მუშაობა იწყება პირობის გაცნობით. შემდეგ კი გარკვეული პერიოდის განმავლობაში მასწავლებელი თანმიმდევრულად მუშაობს იმაზე, რომ მოსწავლემ შეიძინოს ცოდნა და უნარები დავალების შესასრულებლად. კომპლექსური დავალება უნდა იყოს მოსწავლის ინტერესის მაპროვოცირებელი და შემოქმედებითი (იხილეთ კომპლექსური დავალების ნიმუში ქვემოთ მოცემულ ჩანართში #2). კომპლექსური დავალების კომპონენტი ასევე ემსახურება მასწავლებლების მიერ დამატებითი რესურსების გამოყენების პრაქტიკის გაძლიერებასაც. კომპლექსური დავალებების პრაქტიკაში დანერგვა საპილოტე სკოლებში 2018-2019 აკადემიურ წელს დაიწყო. ეს პროცესები წინ უსწრებდა ახალი ეროვნული სასწავლო გეგმის მიხედვით საბაზო და საშუალო საფეხურების სახელმძღვანელოების შექმნას. შესაბამისად, მასწავლებლები დადგნენ გამოწვევის წინაშე - დანერგვის ფარგლებში ჩატარებული ტრენინგებისა და სამუშაო შეხვედრების ფარგლებში გაზიარებული რამდენიმე ათეული ნიმუშის მიხედვით, თავად უნდა შეემუშავებინათ კომპლექსური დავალებები. თეორიულად, მასწავლებელი თავად უნდა ქმნიდეს კომპლექსურ დავალებას ან ახერხებდეს უკვე შექმნილი კომპლექსური დავალების მორგებას საკუთარი სწავლების მიზნებისა და მოსწავლეების საჭიროებების მიხედვით. თუმცა, მასწავლებლების უდიდესი ნაწილი უკვე შექმნილი კომპლექსური დავალებების მომხმარებელი შეიძლება იყოს, განსაკუთრებით, რეფორმის დანერგვის ადრეულ ეტაპზე. თეორიულად, ყველა მასწავლებელმა უნდა შეძლოს ერთი კომპლექსური დავალების შემუშავება მაინც. თუმცა, როგორც სხვა ქვეყნების პრაქტიკაც გვიჩვენებს, მასწავლებლების მხოლოდ მცირე ნაწილი ქმნის საკუთარ სასწავლო რესურსებს. მაგალითად, აშშ-ში ჩატარებული ერთ-ერთი ბოლო კვლევის თანახმად, სასწავლო რესურსების შექმნის თვალსაზრისით, მასწავლებლები იყოფიან ხუთ მსხვილ ჯგუფად. მათ შორის, არიან მასწავლებლები, რომლებიც ქმნიან სასწავლო რესურსებს და ასეთი 41 მ ი ნ ი სტ რი ს ბ რძ ან ე ბ ა №108/ნ 31/12/2021 44 მასწავლებლების წილი დაახლოებით მეოთხედია. მასწავლებლების მხოლოდ მეათედი ქმნის და აქვეყნებს საკუთარ რესურსებს სხვებისთვის გამოსაყენებლად. მასწავლებლები დანარჩენი ნაწილი შემოიფარგლება ამ რესურსების საკუთარი სწავლებისთვის ადაპტირებით, იყენებს ადაპტირების გარეშე ან არ იყენებს საერთოდ.42 2021 წელს ეროვნული სასწავლო გეგმის დანერგვის ამოცანად განისაზღვრა კომპლექსური დავალებების ბანკის შექმნა. კომპლექსური დავალებების ბანკის შექმნის შესახებ გადაწყვეტილებას წინ უძღოდა 2020 წლის მარტი-მაისის პერიოდში, ონლაინ სწავლასწავლების მხარდაჭერის მიზნით, განათლების კოალიციასთან თანამშრომლობით და გაეროს ბავშვთა ფონდის მხარდაჭერით, კომპლექსური დავალებების შექმნა. პროექტის ფარგლებში, ეროვნული სასწავლო გეგმის ჯგუფის ექსპერტების მხარდაჭერით, დაახლოებით 50 მასწავლებელი მუშაობდა კომპლექსური დავალებების შექმნაზე. ამ თანამშრომლობის შედეგად, შეიქმნა დაახლოებით 318 კომპლექსური დავალება43 და ჩატარდა კვლევა, რომლის საშუალებით შეფასდა კომპლექსური დავალებების სწავლა-სწავლებაში დანერგვის გამოწვევები და შესაძლებლობები. კვლევის შედეგები განხილულ იქნა სკოლამდელი და ზოგადი განათლების დეპარტამენტთან.44 2021 წელს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრომ კომპლექსური დავალებების შემუშავებაში ჩართო რეფორმის დანერგვის პედაგოგიკური ექსპერტების ჯგუფი (ე.წ. ქოუჩები). თითოეული საგნობრივი მიმართულებით ასეთი 24 ექსპერტი (ქოუჩია) დასაქმებული ეროვნული სასწავლო გეგმის დანერგვის მხარდასაჭერად. მათი უდიდესი ნაწილი მოქმედი მასწავლებელია. ბოლო სამი წლის განმავლობაში ისინი აქტიურად არიან ჩართულნი ეროვნული სასწავლო გეგმის პედაგოგიკური პრინციპების სკოლებამდე მიტანაში. კერძოდ, ქოუჩები მიმაგრებულნი არიან სკოლებზე (თითოეული ქოუჩი საშუალოდ 20 სკოლასთან მუშაობს) და ეხმარება მათ სასკოლო კურიკულუმის შემუშავებასა და დანერგვაში. ქოუჩების ნაწილი განათლებისა და მეცნიერების სამინისტრომ კომპლექსური დავალებების ავტორებად შეარჩია. მათ მიერ შემუშავებული კომპლექსური რესურსები განიხილება ესგ ექსპერტების მიერ და დავალებების ბანკში გადადის მასწავლებლებისთვის სწავლასწავლებაში გამოსაყენებლად. დღეისთვის კომპლექსური დავალებების ავტორების რიცხვი რამდენიმე ათეულს შეადგენს და მათი ნაწილი უკვე სახელმძღვანელოების თანა/ავტორების როლს ირგებენ. 42 Admiraal, 2022 43 ი ხ . https://el.ge/projects/iskola 44 გ ან ათ ლ ე ბ ი ს კ ოალ ი ც ი ა, პ როე ქ ტ ი ს გ ან ხ ორც ი ე ლ ე ბ ი ს ან გ არი შ ი , 2020 45 ჩანართი 2: კომპლექსური დავალების ნიმუში45 საგანი - ისტორია საკითხი - დმანისის აღმოჩენები სამიზნე ცნება: წყარო / ინტერპრეტაცია (შედეგები: 1, 2, 5, 6) დავალების პირობა: წარმოიდგინე, რომ ხარ არქეოლოგი, რომელიც მონაწილეობას იღებს დმანისის არქეოლოგიურ გათხრებში, აწარმოეთ თქვენი აღმოჩენების ჩანაწერები საველე დღიურში, დეტალურად აღწერეთ თქვენ მიერ მიკვლეული პირველყოფილი ადამიანების ნაშთები, ქვის სამუშაო იარაღები, ცხოველთა ნაშთები. გააკეთეთ წინასწარი დასკვნები, როგორ შეიძლება დაგეხმაროთ დმანისის არქეოლოგიური მონაცემები ადამიანთა წარმოშობის, განვითარებისა და მიგრაციის საკითხების კვლევისას. საველე დღიურის ჩანაწერებში/ საველე დღიურის პრეზენტაციისას ხაზგასმით წარმოაჩინეთ: ● რა ტიპის წყაროებიდან გვაქვს ინფორმაცია დმანისის არქეოლოგიური აღმოჩენების შესახებ და რა ინფორმაციას გვაწვდიან; ● რამდენად სანდოა დმანისის არქეოლოგიური მონაცემები; ● შეიძლება არსებობდეს თუ არა აზრთა სხვადასხვაობა მეცნიერთა შორის, რომ საქართველოს ტერიტორიაზე აღმოჩენილია ევრაზიაში უძველესი ადამიანის ნაშთები. რესურსები: ● სახელმძღვანელო: ისტორია, VII კლასი, გამომცემლობა ,,დიოგენე“ / ისტორია, VII კლასი, გამომცემლობა ,, ლოგოს პრესი“; ● „ქვის ხანის საქართველო“ (დმანისის კოლექცია) ● ექსპონატით მოყოლილი საქართველოს ისტორია - დმანისის აღმოჩენების მოკლე ისტორია. / უკბილო ჰომინინის თავის ქალა / ● „მეცნიერები დმანისის აღმოჩენების შესახებ“ სახელმძღვანელოების შერჩევა და განაწილება სახელმძღვანელოების შერჩევისთვის გამოყოფილი დრო და რესურსი არ არის საკმარისი იმისთვის, რომ მასწავლებლებმა მიიღონ ინფორმირებული გადაწყვეტილება. როგორც ერთერთი დირექტორი გვიხსნის: „სახელმძღვანელოს შექმნა და შემდეგ სკოლების მიერ შერჩევა 45 გ ან ათ ლ ე ბ ი სა დ ა მ ე ც ნ ი ე რე ბ ი ს სამ ი ნ ი სტ როს ვე ბ გ ვ ე ე რდ ი . ი სტ ორი ი ს კ ომ პ ლ ე ქ სუ რი დ ავ ალ ე ბ ე ბ ი ს ბ ან კ ი . https://mes.gov.ge/content.php?id=12600&lang=geo 46 დიდ პასუხისმგებლობას მოითხოვს და რადგანაც მსგავსი შესაძლებლობა სკოლებს მხოლოდ ექვს წელიწადში ერთხელ აქვთ, საჭიროა მათ დიდი პასუხისმგებლობით მოეკიდონ. ამის საშუალება კი ნაკლებადაა. მოცემულია რამდენიმე ნიმუში, შესარჩევი დრო მცირეა, ზოგიერთ ნიმუშში მხოლოდ რამდენიმე გვერდია წარმოდგენილი.“ გარდა ამისა, სასკოლო საზოგადოების ნაწილი მიიჩნევს, რომ ელექტრონული ვერსია არ არის მათთვის ყველაზე მოსახერხებელი ფორმატი და უმჯობესი იქნებოდა, „სკოლას წინასწარ ჰქონდეს ნაბეჭდი ეგზემპლიარი (არა მხოლოდ ელექტრონული ვერსია) სახელმძღვანელოს განხილვისთვის და სწორი არჩევანის გასაკეთებლად. მასწავლებლებლების ნაწილი პოზიტიურად აფასებს ავტორებისა და გამომცემლობების ინიციატივას, წარუდგინონ სახელმძღვანელო სკოლებს პრეზენტაციის სახით. თუმცა, მასწავლებლების მეორე ნაწილი აღნიშნავს, რომ „ონლაინ შეხვედრების ფორმატი ან ერთსაათიანი პირადი გასაუბრება არაა სწორი ფორმა და საკმარისი დრო სახელმძღვანელოს შესასწავლად.“ სახელმძღვანელოების განაწილების სისტემის ხარვეზებზეც საუბრობენ შემოსულ მოსაზრებებში. რამდენიმე მოსაზრებაში დაფიქსირებული იყო წუხილი იმაზე, რომ არის შემთხვევები - სკოლა ირჩევს ერთი ავტორის სახელმძღვანელოს და იღებს სხვას, ან მასწავლებელი ირჩევს ერთს და სკოლა იღებს - მეორეს. გარდა ამისა, რიგ შემთხვევებში, ადგილი აქვს სახელმძღვანელოების დაგვიანებით მიწოდებას. სისტემის ეს გამოწვევები განხილულია სამინისტროს დაკვეთით 2020 წელს ჩატარებულ კვლევაშიც.46 როგორც ზემოთაც აღინიშნა, სამინისტროს განმარტებით, მასწავლებლებს სახელმძღვანელოების შერჩევა ახალი სასწავლო წლისთვის უწევთ იმ პერიოდში, როცა მიმდინარე სასწავლო პროცესი დასრულებულია და მათ შედარებით თავისუფალი დრო აქვთ. სახელმძღვანელოების შერჩევისთვის განკუთვნილი დრო კი - 10-14 დღე - სავსებით რელევანტურად არის მიჩნეული ერთი საგნის სახელმძღვანელოს შესარჩევად მაქსიმუმ 3 ალტერნატივიდან. სამინისტრო ასევე აღნიშნავს, რომ მასწავლებლებს შეუძლიათ სახელმძღვანელოებს გაეცნონ ჯერ კიდევ გრიფირების კონკურსის საწყის ეტაპზე, ვინაიდან როგორც კი შემოდის სახელმძღვანელოები განსახილველად, ისინი იდება საჯაროდ და ნებისმიერ დაინტერესებულ პირს აქვს შესაძლებლობა არათუ გაეცნოს, თავისი მოსაზრებებიც მიაწოდოს შემფასებელთა ჯგუფს. გარდა ამისა, სამინისტრო აღნიშნავს, რომ სახელმძღვანელოების ელექტრონული ვერსიები სრულად არის ხელმისაწვდომი (და არა მხოლოდ რამდენიმე გვერდი) სკოლების მიერ სახელმძღვანელოების შერჩევის პროცესში. ასევე, არასწორია მითითება, რომ სახელმძღვანელოების შერჩევა 6 წელიწადში ერთხელ ხდება და შეცვლა შეუძლებელია. თუ აღმოჩნდება, რომ მასწავლებელი ვერ იყენებს შერჩეულ სახელმძღვანელოს, სკოლას შეუძლია მიმართოს სამინისტროს სახელმძღვანელოს შეცვლის 46 Smart, 2020 47 მოთხოვნით. აღსანიშნავია, რომ სკოლების მიერ მოთხოვნილი სახელმძღვანელოების დროული მიწოდება ინფრასტრუქტურის უზრუნველყოფილია განვითარების სსიპ სააგენტოს საგანმანათლებლო მიერ. თუმცა, და სამეცნიერო სამინისტროს მიერ მოწოდებული ინფორმაციის მიხედვით, გარკვეულ გავლენას ახდენს მოსწავლეთა მობილობა, ამ შემთხვევაში სკოლა დამატებით ითხოვს წიგნებს, რამაც მიწოდებაზე შესაძლოა გარკვეული გავლენა იქონიოს. გამოიკვეთა ვარაუდი, რომ დირექტორები, მასწავლებლების მოთხოვნის უგულვებელყოფით, თავად იღებენ გადაწყვეტილებას სახელმძღვანელოსთან დაკავშირებით. თუმცა, დასაშვებია ალტერნატიული ახსნაც: მიწოდების ქსელის ხარვეზები. როგორც სხვა ქვეყნების გამოცდილება გვიჩვენებს, მიწოდების ასეთი ხარვეზები - შეცდომები და შეფერხება მიწოდებაში - დამახასიათებელია სახელმძღვანელოების მიწოდების ცენტრალიზებული მოდელებისთვის.47 სამინისტროს განმარტებით, იმისთვის, რომ სწორედ მასწავლებლებმა (და არა მაგალითად, ყოველწლიურად სკოლის დირექტორმა) რესურსცენტრებში შეარჩიონ აგზავნის სახელმძღვანელო, შესაბამის წერილს ამ სამინისტრო საკითხზე განსაკუთრებული ყურადღების გასამახვილებლად. ბეჭდვისა და მიწოდების მჭიდრო ვადების პირობებში, ხარვეზების ალბათობა კიდევ უფრო იზრდება. სახელმძღვანელოების დაბეჭდვა და მიწოდება დაახლოებით 30-60 დღეში ხდება. ახალი სახელმძღვანელოების შემთხვევაში განსაკუთრებით შემჭიდროვებულ ვადებში უწევთ ბეჭდვასა და მიწოდებაზე მუშაობა- სკოლები სახელმძღვანელოებს ირჩევენ ივლისში და კონტრაქტები სტამბების კონსორციუმთან ფორმდება აგვისტოში. შესაბამისად, წიგნები უნდა დაიბეჭდოს და განაწილდეს სასწავლო წლის დაწყებამდე. დამატებითი მონაცემებია საჭირო იმისთვის, რომ შეფასდეს მიწოდების სისტემაში არსებული გამოწვევების მასშტაბი და მიზეზები. თუმცა, სამინისტროს განმარტებით, ამ მხრივ შეფერხება არ არსებობს და როგორც წესი, ყველა მოსწავლე სწავლის დაწყებისთანავე უზრუნველყოფილია სახელმძღვანელოებით. იმ მიზნით, რომ ყველა მოსწავლისთვის ზუსტად განხორციელდეს მოთხოვნილი სახელმძღვანელოების დისტრიბუცია, მოსწავლეთა მობილობაც კი შეწყვეტილია სწავლის დაწყებიდან 2 კვირის განმავლობაში. სახელმძღვანელოების კვლევები სახელმძღვანელოების კვლევები მწირია. თავად ფაქტი, რომ სახელმძღვანელოთა ავტორების საჭიროებების კვლევას ატარებს საქართველოს იურისტთა ასოციაცია, მიანიშნებს ამ პრობლემის სიმწვავეზე. არცერთი უწყება, მათ შორის, გამომცემლობები და კვლევითი დაწესებულებები, არაა ჩართული სახელმძღვანელოების ეფექტიანობის და, მით უმეტეს, 47 DFID, 2011 48 სახელმძღვანელოების მეთოდოლოგიური ასპექტების კვლევაში. ბოლო ოცი წლის განმავლობაში სულ 10-მდე კვლევა მიეძღვნა სახელმძღვანელოებს. უკიდურესად პასიურია ამ თვალსაზრისით საუნივერსიტეტო სექტორი. ბოლო 5 წლის განმავლობაში, ერთ-ერთ წამყვან უნივერსიტეტში ჩაატარეს სულ 6 კვლევა, რომელიც პირდაპირ ან ირიბად ეხება სახელმძღვანელოებს და მოიცავს როგორც პროფესორების მიერ ჩატარებულ კვლევებს, ასევე, სადოქტორო დისერტაციებს. ეს პრობლემა უკავშირდება ზოგადად ქართული საუნივერსიტეტო სექტორის დაბალ კვლევით პროდუქტიულობას და ჩართულობას კვლევით საქმიანობაში. განათლების კვლევებში ამას ემატება საგანმანათლებლო ტრადიციების დაწესებულებები სიმწირე. ტრადიციულად საქართველოში მასწავლებელთა ფუნქციონირებდნენ, როგორც სასწავლო და არა კვლევითი ინსტიტუციები. შესაბამისად, კვლევა არ იყო მათი საქმიანობის ნაწილი. ორი ათეული წლის წინ მასწავლებელთა ინსტიტუტები გარდაიქმნა კვლევით უნივერსიტეტებად ან ინტეგრირებულ იქნა კვლევით უნივერსიტეტებში. თუმცა, განათლების სფეროში კვლევის შედეგები სუსტი რჩება. განათლების თემებზე კვლევის შედეგების მიხედვით, საქართველო ჩამორჩება აღმოსავლეთ ევროპის ბევრ სხვა ქვეყანას. 1996-2021 წლებში ქართველმა მკვლევარებმა გამოაქვეყნეს 348 ციტირებადი დოკუმენტი განათლების თემებზე. იმავე პერიოდში ხორვატიამ გამოაქვეყნა 2752 და ესტონეთმა - 1450 პუბლიკაცია.48 განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს უწყებაც უფრო მეტ ყურადღებას უნდა უთმობდეს სახელმძღვანელოების ეფექტიანობის შეფასებას. სახელმძღვანელოების თემაზე გამოკითხვა 2009 წელს ჩატარდა და სახელმძღვანელოების ბაზარს ეხებოდა. 2016 და 2017 წლებში სახელმძღვანელოებისადმი მასწავლებლების დამოკიდებულების საკითხი შევიდა შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის სახელმწიფო შეფასებაში. თუმცა 2018 წელს ჩატარებულ სახელმწიფო შეფასების ანგარიშში სახელმძღვანელოებთან დაკავშირებული საკითხი აღარ ფიგურირებს. მრავალფეროვნების 2020 ინსტიტუტმა“ წელს ორგანიზაცია შეისწავლა VII „ტოლერანტობისა კლასის და გრიფირებული სახელმძღვანელოები, მოამზადა რეკომენდაციები, რომელიც გაზიარებულ იქნა სამინისტროს მიერ. ასევე, როგორც ზემოთაც აღინიშნა, 2021 წელს სამინისტრომ ჩაატარა დაწყებითი და საბაზო საფეხურის მასწავლებლებთან ფოკუს-ჯგუფები სახელმძღვანელოებით კმაყოფილების თაობაზე. 48 ი ხ ი ლ ე თ Scimago Journal and Country Rank https://www.scimagojr.com/countryrank.php?region=Eastern%20Europe&category=3304 49 ციფრული სასწავლო რესურსები მიუხედავად იმისა, რომ სახელმძღვანელო უმნიშვნელოვანესი სასწავლო რესურსია და მასწავლებლები არა მხოლოდ საქართველოში, არამედ განვითარებულ ქვეყნებშიც ძლიერ არიან დამოკიდებულნი სახელმძღვანელოზე,49 არ არსებობს „ოპტიმალური“ სახელმძღვანელოს“ ცნება და შეუძლებელია, შეიქმნას ისეთი სახელმძღვანელო, რომელიც დააკმაყოფილებდა ყველა მოსწავლისა და მასწავლებლის საჭიროებებს, განსაკუთრებით მაშინ, როცა ცოდნა უფრო ფართე და მოსწავლეთა საჭიროებები უფრო კომპლექსური გახდა.50 ამიტომ აქტიურად უნდა გავრცელდეს დამატებითი, მათ შორის, ციფრული სასწავლო რესურსების გამოყენების პრაქტიკა. შესაბამისად, მოკვლევის ფარგლებში, შევეცადეთ, შეგვესწავლა, რა მიღწევები და გამოწვევები გვაქვს ციფრული რესურსების განვითარების, ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფისა და პრაქტიკაში დანერგვის მიმართულებით. ციფრული სასწავლო რესურსების განვითარება ციფრული რესურსების განვითარების მიმართულებით განათლებისა და მეცნიერების სამინისტრომ გარკვეული პროექტები განახორციელა. თუმცა, ეს ინტერვენციები მოკრძალებულია მასშტაბის თვალსაზრისით. 2010-2012 წლებში განათლების მართვის საინფორმაციო სისტემის (EMIS) დაკვეთით რამდენიმე საგანმანათლებლო თამაში შეიქმნა დაწყებითი კლასის მოსწავლეებისთვის. 2018 წელს განაახლა სამინისტრომ ციფრულ რესურსებზე მუშაობა. 2018-2021 წლებში შეიქმნა სასწავლო ციფრული თამაშები კითხვაში და გრამატიკაში, მათემატიკაში, მუსიკასა და ხელოვნებაში, ბუნებაში, ინტერაქტიული წიგნები და კომპლექსური დავალებების ბანკი. ეს რესურსები, ძირითადად, აპლიკაციების სახითაა შექმნილი. ასეთი ტიპის რესურსები, როგორც წესი, მოსწავლისთვის დამოუკიდებლად სამუშაოდ არის გათვლილი. 2019 წელს შეიქმნა პორტალი el.ge, რომელიც თავს უყრის სხვადასხვა ორგანიზაციის მიერ შექმნილ/თარგმნილ სხვადასხვა ფორმატის (ტექსტური, აუდიო, ვიდეო) სასწავლო რესურსებს. არასამთავრობო და დონორი ორგანიზაციების მხარდაჭერით განხორციელდა რამდენიმე პროექტი ამ მიმართულებით: - USAID-ის ფინანსური ფარგლებში შეიქმნა მხარდაჭერით ელექტრონული განხორციელებული რესურსების პროექტის, პორტალი GPriEd kargiskola.ge 1-6 კლასებისთვის, რომელიც ხელმისაწვდომი გახდა 2017 წლიდან; - 2017-2018 წლებში გაციფრულდა ათასწლეულის გამოწვევის ფონდი - საქართველოსა და ათასწლეულის გამოწვევის კორპორაციის მიერ ზოგადი განათლების მხარდაჭერის 49 50 50 ფარგლებში ჩატარებული ტრენინგ რესურსები, რომლებიც ხელმისაწვდომია edx.org პორტალზე. - 2020 წელს ახალი საგანმანათლებლო პროექტის ფარგლებში, განათლებისა და მეცნიერების სამინისტროსა და განათლების კოალიციის თანამშრომლობით და გაეროს ბავშვთა ფონდის მხარდაჭერით შეიქმნა კომპლექსური დავალებების პირველი ბანკი და განთავსდა el.ge-ზე. - 2015 წლიდან ორგანიზაცია Educare მუშაობს ხანის აკადემიის გაქართულებაზე. ka.khanacademy.org. ითარგმნა 5200-ზე მეტი ვიდეო გაკვეთილი და ათასობით სავარჯიშო და კოსმოლოგიასა სტატია და მათემატიკაში, ასტრონომიაში, ფიზიკაში, ქიმიაში, ელექტროინჟინერიაში და ბიოლოგიაში, კომპიუტერულ მეცნიერებებში. ამავე ორგანიზაციამ გააქართულა code.org. - 2020-2021 წლებში ითარგმნა CK12 საბაზო და საშუალო საფეხურის სახელმძღვანელოები და სხვა რესურსები STEM სფეროებში (მათემატიკა, ფიზიკა, ქიმია, ბიოლოგია). ამ პროექტს განათლების კოალიცია ახორციელებს (იხ. https://ck12.edu.ge/). პანდემიით შექმნილმა გარემოებამ ბიძგი მისცა მასწავლებლების გააქტიურებას სასწავლო რესურსების შექმნაში. პანდემიის პირობებში მასწავლებლების ფართე წრე ჩაერთო არა მხოლოდ ელექტრონული რესურსების გამოყენებაში, არამედ, შექმნაშიც. მასწავლებლები მოკლე დროში დაწინაურდნენ Microsoft Teams ფუნქციონალის გამოყენებაზე ვიდეო ტუტორიალების შექმნისა და გაზიარებიდან სწავლებისთვის გამოსაყენებელი ციფრული რესურსების შექმნასა და გაზიარებამდე. ზოგიერთმა ასეთმა მასწავლებელმა მალევე მოახერხა კოლეგების დაინტერესება და ჩართვა: მაგალითად, თუ დასაწყისისთვის რესურსებს მხოლოდ ჯგუფის ზოგიერთ facebook ჯგუფში ადმინისტრატორები ამზადებდნენ, ეტაპობრივად გაიზარდა ჯგუფის წევრების მიერ რესურსების შექმნისა და კოლეგებისთვის გაცნობის შემთხვევები. საგულისხმოა, რომ მასწავლებლების მიერ შექმნილი რესურსები პოპულარობით სარგებლობენ კოლეგებში. 2021 წლისთვის, ერთ-ერთი დაწყებითი კლასების მასწავლებლის მიერ შექმნილ ვიდეო რესურსებს 1,8 მილიონი ნახვა ჰქონდა, ყველაზე პოპულარულ ვიდეო რესურსს, კი - 190,000-ზე მეტი. შედარებისთვის, მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის მიერ შექმნილ ყველაზე პოპულარულ ვიდეო რესურსს იმავე პერიოდში 92,000-მდე ნახვა ჰქონდა.51 ციფრული რესურსების სწავლებაში გამოყენების ტენდენციები თუ თემატური მოკვლევის ფარგლებში მასწავლებლებისა და დირექტორებისგან შემოსული მოსაზრებებით ვიმსჯელებთ, პანდემიის პირობებში წახალისებული აქტიურობის სტიმული ჯერჯერობით ნარჩუნდება. შემოსულ მოსაზრებებში მასწავლებლები და დირექტორები ხაზს 51 Andguladze & Flemming, 2021 51 უსვამენ, რომ ციფრული რესურსების გამოყენება კვლავაც აქტუალურია. შემოსულ მოსაზრებებში მასწავლებლები და დირექტორები ასახელებენ არასამთავრობო და კერძო სექტორის მიერ შექმნილ შემდეგ რესურსებს (მაგალითად, ხანის აკადემია, Math.ge, Kargiskola.ge-ეს რესურსი ხშირად სახელდება შემოსულ მოსაზრებებში. ერთ-ერთი დირექტორი მას „საგანძურად“ მოიხსენიებს. ქართულ რესურსებთან ერთად, ჩანს, რომ იყენებენ ინგლისურენოვან რესურსებს. ასეთი რესურსის მაგალითია https://phet.colorado.edu/, რომელიც საბუნებისმეტყველო საგნებში სიმულაციების გამოყენების საშუალებას იძლევა, ინგლისური ენის შესასწავლი რესურსები და სხვა. ციფრული რესურსის გამოყენების საჭიროებას მასწავლებლები და დირექტორები ასაბუთებენ სწავლა-სწავლების ხარისხის გაუმჯობესებასთან დაკავშირებული არგუმენტებით. კერძოდ: - სწავლების მორგება მოსწავლეების ინტერესებზე: როგორც ერთ-ერთი დირექტორი ხსნის, „ძნელია, ყველა მოსწავლეს თავისთვის სასურველი არხით მივაწოდოთ ინფორმაცია ისე, რომ სასწავლო მასალა ყოველთვის ადვილად აღქმადი იყოს. ამიტომ სწავლების მრავალფეროვანი, კომბინირებული მეთოდების, ელექტრონული რესურსების, ვიზუალური მასალების გამოყენება მოსწავლეს აქტიურს ხდის.“ - მოსწავლეების ჩართვა სწავლაში: „უფრო მეტი მოსწავლე ერთვება სწავლაში“, „იზრდება მოსწავლეთა მოტივაცია, ცნობიერება და ინტერესი საგნის მიმართ,“ „იზრდება საგნის სწავლის აქტუალურობა.“ - ახსნის სიცხადე: „.შესაძლებელი ხდება თვალსაჩინო გავხადოთ ესა თუ ის მოვლენა.“ ამ თვალსაზრისით საგულისხმოა ვირტუალური ლაბორატორიების გამოყენების პრაქტიკაც. შემოსული მოსაზრებებით თუ ვიმსჯელებთ, ვირტუალური ლაბორატორიების გამოყენებას ჰყავს თავისი გულშემატკივრები მასწავლებლებსა და დირექტორებს შორის. - შესასწავლი შინაარსის კონტექსტუალიზება: სწავლების პროცესი სცდება საკლასო ოთახს; ხდება კავშირის დამყარება თეორიასა და პრაქტიკას შორის; შესასწავლი ობიექტების შესახებ იგებენ თანამედროვე და აქტუალურ მონაცემებს; „მყარდება საგანთაშორისი კავშირები; - სწავლება სახალისო ხდება მოსწავლისთვის: „სასწავლო პროცესი ხდება სახალისო და საინტერესო“. მასწავლებლები და დირექტორები ასევე ამახვილებენ ყურადღებას პრაქტიკულ ასპექტებზე: „დაკარგვის შანსი მინიმალურია,“ „შესაძლებელია მისი გამოყენება მრავალჯერადად“, „მისი გამოყენება შეუზღუდავად შეუძლია ნებისმიერ დაინტერესებულ პირს.“ მასწავლებლებისა და დირექტორებისგან შემოსულ მოსაზრებებზე დაყრდნობით, ციფრული რესურსების ხელმისაწვდომობისა და რელევანტურობის შესახებ შემდეგი გამოწვევები გამოიკვეთა: 52 ● ეროვნული სასწავლო გეგმის მიზნებთან შესაბამისობა: „არსებული ელექტრონული რესურსები ზოგჯერ არ არის ადაპტირებული და თანხვედრაში ეროვნული სასწავლო გეგმით განსაზღვრულ საგნობრივ სტანდარტებთან თუ სასწავლო კურიკულუმთან. შესაბამისად, მათი გამოყენება საგაკვეთილო პროცესში ყოველთვის ეფექტიანი არ არის.“ ● რესურსების სიმწირე: დირექტორები და ქართულ ენაზე მასწავლებლები. რესურსების როგორც სიმწირეზე ერთ-ერთი საუბრობენ დირექტორი ხსნის, „მიუხედავად იმისა, რომ, როგორც ჩვენ მიერ წარმოდგენილი მასალიდან ჩანს, ელექტრონული რესურსები ზოგადი განათლების სახელმწიფო პოლიტიკის აღმასრულებელი თუ მასთან დაკავშირებული ინსტიტუციების არაერთ ოფიციალურ ვებგვერდსა და პორტალზეა განთავსებული, ისინი ზოგიერთი მიმართულებით საკმაოდ მწირია, ერთმანეთს იმეორებს.“ ● შინაარსობრივი და ენობრივი ხარვეზები: „ქართულ ენაზე თარგმნილი ელექტრონული რესურსები ხშირად არ არის სათანადოდ გამართული, რის გამოც აზრი ბუნდოვანი და გაუგებარია. იგივე ითქმის ციფრული პროგრამების ინსტრუქციებზეც, რაც ართულებს მათ პრაქტიკაში გამოყენებას.“ ● მასწავლებლის კომპეტენცია: რესურსების მოძიება და გამოყენება საჭიროებს როგორც შესაბამის ციფრულ კომპეტენციას, ასევე, ზოგჯერ, ინგლისური ენის ცოდნას. რესურსების სწავლებაში ეფექტიანად გამოყენება კი სწავლების მიდგომებისა და მეთოდების ფლობას, რომ მასწავლებელმა გაითვალისწინოს „1. მოსწავლეთა ისტ კომპეტენცია 2. მის ხელთ არსებული ტექნიკური ბაზა 3. მის მიერ დაგეგმილი გაკვეთილის მიზანი და პედაგოგიური სტრატეგიები 4. გაკვეთილის მიმდინარეობის ტიპი (მიმდინარე, შემაჯამებელი, პროექტული, სხვ.) 5. სასწავლი მასალის თემატიკა.“ ● ციფრული საგანმანათლებლო რესურსების ერთიანი სივრცე: რესურსები გაფანტულია სხვადასხვა გვერდზე. როგორც ერთ-ერთი დირექტორი გვიხსნის, „არ ქმნის ერთიან სივრცეს, რომელშიც გამარტივებული ნავიგაციით შესაძლებელი იქნება ყველა არსებულ რესურსზე წვდომა, მათ შორის, საერთაშორისო და არასამთავრობო ორგანიზაციების მიერ შექმნილ ციფრულ საგანმანათლებლო მასალებზეც.“ დღემდე ქვეყანაში არ ჩატარებულა კვლევა, რომელიც ციფრული რესურსების განვითარებასა და გამოყენებას ეხება. ციფრული რესურსებზე ხელმისაწვდომობა ციფრული რესურსების განვითარების პარალელურად, მნიშვნელოვანია, გადაიჭრას მოსწავლეებისა და მასწავლებლების წვდომა ციფრულ რესურსებზე. როგორც პანდემიის გამოცდილებამ აჩვენა, მოსწავლეების, სულ მცირე, მეათედისთვის მაინც ციფრული 53 რესურსების არ არის ხელმისაწვდომი. ინტერნეტზე და კომპიუტერულ მოწყობილობებზე წვდომის პრობლემა აქტუალურია მასწავლებლების ნაწილისთვისაც.52 სასკოლო ლაბორატორიები შემოსულ მოსაზრებებშიც მასწავლებლები და დირექტორები ლაბორატორიებს მოიხსენიებენ მოსწავლეების მოტივაციისა და საბუნებისმეტყველო საგნებისადმი ინტერესის გაზრდის კონტექსტში. თუმცა დირექტორები და მასწავლებლები ასევე საუბრობენ ლაბორატორიების ხელმისაწვდომობასა და იმ გამოწვევებზე, რომლებიც ლაბორატორიების არსებობის შემთხვევაშიც კი მათი სწავლა-სწავლებაში წინააღმდეგობებს. აღსანიშნავია, ეფექტიანი გამოყენებისთვის ქმნის რომ სკოლების ლაბორატორიებით უზრუნველყოფა გათვალისწინებულია ახალ ინფრასტრუქტურულ პროექტში, რომელიც გულისხმობს 800 სკოლის მშენებლობა-რეაბილიტაციას. იმ საგანმანათლებლო დაწესებულებებში, სადაც შეუძლებელია შესაბამისი გარემოს მოწყობა საბუნებისმეტყველო ლაბორატორიების ფუნქციონირებისათვის, სამინისტრო განიხილავს რეალურ-ვირტუალური ლაბორატორიის შეტანას. ლაბორატორიების ხელმისაწვდომობა სასკოლო ლაბორატორიების მოწყობაზე ბოლო 10 წლის განმავლობაში ერთი პროექტი განხორციელდა. მილენიუმის გამოწვევის პროექტისა და მილენიუმის გამოწვევის კორპორაციის სკოლების რეაბილიტაციის კომპონენტის ფარგლებში 2015-2019 წლებში 107 სკოლის ლაბორატორია აღიჭურვა. სკოლებში ინფრასტრუქტურის რეაბილიტაციის, მათ შორის, ლაბორატორიებით აღჭურვის ეფექტის შესწავლის მიზნით, პროექტის ფარგლებში განხორციელდა საბაზისო კვლევა მიზნობრივი და საკონტროლო სკოლების ჩართულობით. მოგვიანებით, 2019 წელს ჩატარდა შუალედური შეფასება, რომლის ფარგლებში იმ დროისთვის რეაბილიტირებულ 29 სკოლაში შეფასდა ინფრასტრუქტურის მდგომარეობა და სასკოლო საზოგადოების აღქმები ინფრასტრუქტურის მდგომარეობის შესახებ შედარდა საბაზისო შეფასების დროს მათ შეფასებებს. როგორც ქვემოთ მოყვანილ გრაფიკზეა ნაჩვენები, 52 დ აწ ვ რი ლ ე ბ ი თ ამ საკ ი თ ხ ზ ე ი ხ ი ლ ე თ პარლ ამ ე ნ ტ ი ს 2021 წ ლ ი ს მ ი მ ოხ ი ლ ვ ა „COVID 19 პან დ ე მ ი ი ს გ ავ ლ ე ნ ა ზ ოგ ად გ ან ათ ლ ე ბ აზ ე https://web-api.parliament.ge/storage/files/shares/tematurimokvleva/ganatleba/covid-19/COVID-19angarishi.pdf?fbclid=IwAR1IUJze6JpFaos4vb7DqBR1JfZXLSfwYLwmOPL6RBtAQGDQ2GSrmSVJXU0 54 20%-ით გაიზარდა მოსწავლეების წილი, რომლებიც „ყოველთვის“ ან „ზოგჯერ“ იყენებენ სამეცნიერო ლაბორატორიას. თუმცა სტატისტიკურად მნიშვნელოვანი განსხვავება არ დაფიქსირდა ექსპერიმენტების დემონსტრირების ან ექსპერიმენტებში მონაწილეობის თვალსაზრისით. შემფასებელი ორგანიზაციის ვარაუდით, ეს მიგნება უკავშირდება იმას, რომ პირველი შედეგების შეფასება სკოლების ლაბორატორიებით აღჭურვიდან მოკლე დროში განხორციელდა და ლაბორატორიების უსაფრთხოებასა და სწავლების მეთოდებზე ტრენინგები გამოკითხვის შემდეგ ჩაუტარდათ მასწავლებლებს. რეაბილიტირებული სკოლების მოსწავლეების განცხადებით, ახალ ლაბორატორიებში მეტი რესურსია, მოწყობილობები უფრო დახვეწილი და უფრო გამართული უსაფრთოხების მექანიზმებით. მოსწავლეების თქმით, მათ გაეზარდათ ლაბორატორიულ აქტივობების დასწრებისა და საბუნებისმეტყველო საგნების სწავლის მოტივაცია. მასწავლებლებიც აცხადებდნენ, რომ გაეზარდათ სწავლების მოტივაცია და განცდა იმისა, რომ დააფასეს ის, როგორც მასწავლებელი, მიეცათ კეთებით სწავლების პრინციპების პრაქტიკაში დანერგვის შესაძლებლობა. 2022 წლის ოქტომბერში იგეგმება საბოლოო შეფასების ჩატარება, რომელიც უფრო კარგად წარმოაჩენს ლაბორატორიების რეაბილიტაციის ეფექტს. სასკოლო ლაბორატორიების მდგომარეობაზე რეპრეზენტატული მონაცემები ხელმისაწვდომია მოსწავლეების პროგრესის შეფასების საერთაშორისო პროგრამის (PISA 2015) საშუალებით. ამ კონკრეტული ციკლის ფოკუსი საბუნებისმეტყველო საგნები იყო და, შესაბამისად, კვლევამ მოიცვა შეკითხვები უშუალოდ ლაბორატორიების მდგომარეობის შესახებ. 2015 წლის მონაცემებით: - მოსწავლეების დაახლოებით 70% სწავლობდა სკოლაში, სადაც, დირექტორის შეფასებით, საბუნებისმეტყველო მეცნიერებების გაკვეთილების პრაქტიკული მეცადინეობისთვის განკუთვნილი ინვენტარი კარგ მდომარეობაშია, მაგრამ ეს ინვენტარი არ არის საკმარისი ყველა გაკვეთილზე რეგულარულად გამოსაყენებლად სკოლების უდიდესი ნაწილისთვის: მოსწავლეების მხოლოდ მესამედი სწავლობს სკოლაში, სადაც, დირექტორის შეფასებით, ეს ასე არაა. ამ მაჩვენებლით საქართველო მნიშვნელოვნად ჩამოუვარდება ეკონომიკური განვითარებისა და თანამშრომლობის ქვეყნების საშუალო მაჩვენებელს (იხილეთ გრაფიკი 2). გრაფიკი 2: მოსწავლეების წილი (%) სასკოლო ლაბორატორიების დებულებებზე დირექტორების პასუხების მიხედვით53 53 შ ე ფ ასე ბ ი სა დ ა გ ამ ოც დ ე ბ ი ს ე როვნ უ ლ ი ც ე ნ ტ რი , 2017 55 0 10 20 30 40 50 60 70 სხვა განყოფილებებთან შედარებით, ჩვენი სკოლის საბუნებისმეტყველო მეცნიერებების განყოფილება უკეთ არის აღჭურვილი 74 62 52 საბუნებისმეტყველო მეცნიერებების გაკვეთილების პრაქტიკული მეცადინეობისთვის განკუთვნილი ინვენტარი კარგ მდგომარეობაშია 78 68 66 საკმარისი ლაბორატორიული ინვენტარი გაგვაჩნია ყველა გაკვეთილზე რეგულარულად გამოსაყნებლად 35 48 ჩვენი სკოლა ხარჯავს დამატებით თანხას სკოლის საბუნებისმეტყველო ინვენტარით აღჭურვაზე - 90 69 ჩვენს მსგავს სკოლებთან შედარებით, უკეთ აღჭურვილი ლაბორატორია გვაქვს ეგთო 80 43 საქართველო სკოლების ნახევარზე ნაკლები (43%) ხარჯავს თანხას სკოლის საბუნებისმეტყველო ინვენტარის აღჭურვაზე. სკოლების დიდ ნაწილს ქვეყანაში, ხელფასებისა და კომუნალური ხარჯების დაფარვის შემდეგ, არ რჩება საკმარისი თანხა სასწავლო რესურსების შეძენისთვის. თუმცა, ასევე ხშირია ისეთი შემთხვევები, როცა სკოლის ადმინისტრაცია თავს არიდებს სასკოლო ბიუჯეტიდან შესყიდვის განხორციელებას, რათა თავიდან აირიდონ შესყიდვების პროცესში ხარვეზის დაშვების რისკი. ამ ფენომენს უკავშირებენ როგორც სკოლის ადმინისტრაციის შესყიდვების პროცედურების მართვის დაბალ კომპეტენციას, ასევე, შესყიდვების პროცედურების არარელევანტურობას.54 განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მიერ მოწოდებული ინფორმაციით, საჯარო სკოლები უზრუნველყოფილია ყოველთვიური ვაუჩერული დაფინანსებით. ამასთან, იმ საჯარო სკოლებს, რომელთაც ვაუჩერული დაფინანსების გარდა განსაზღვრავს მინისტრი ესაჭიროებათ დამატებითი ყოველთვიურად. ამდენად, დაფინანსება, რომელსაც სამინისტროს პოზიციის თანახმად, სკოლებს აქვთ საკმარისი თანხები სასწავლო რესურსების შეძენისთვის. ამას გარდა, ინფრასტრუქტურის სააგენტოც ჩართულია წლიური ბიუჯეტის ფარგლებში უზრუნველყოს სკოლებისთვის სხვადასხვა საჭიროების საგანმანათლებლო რესურსის შეძენა. ასევე უნდა აღინიშნოს, რომ სსიპ - ფინანსთა სამინისტროს აკადემია 54 გან ათ ლ ე ბ ი ს კ ოალ ი ც ი ა, 2019 56 ყოველწლიურად საჯარო სკოლის დირექციას სთავაზობს და უტარებს სხვადასხვა მიმართულებით ტრენინგებს, მათ შორის სახელმწიფო შესყიდვების კუთხით. ინფრასტრუქტურის მდგომარეობა გამოწვევად რჩება „მცირე ზომის საკლასო ოთახები,“ „ჰაერის გამწოვი სისტემის არარსებობა, რომელიც ასევე უზრუნველყოფს ქიმიური ცდების უსაფრთხო ჩატარებას“, „სველი წერტილებისა და ელექტრო-გაყვანილობის გაუმართაობა“, „არასაკმარისი სივრცე“. რეგიონებში გამართულ შეხვედრაზე გაჟღერებული გამოწვევები ინფრასტრუქტურის გაუმართაობას უკავშირდება, ხოლო ურბანულ ცენტრებში მოსწავლეთა დიდი კონტიგენტი იწვევს ლაბორატორიებისთვის საჭირო სივრცეების სასწავლო კლასებად ათვისებას. სხვაგვარად რომ ვთქვათ, სკოლის ლაბორატორიული მოწყობილობით აღჭურვა აზრს მოკლებულია, თუ, ამავდროულად, არ მოგვარდება ამავე სკოლის ფიზიკური სივრცის ისე მოწყობა, რომ მასწავლებლებმა ლაბორატორიების პრაქტიკაში გამოყენება შეძლონ. გრაფიკი 3: მოსწავლეების წილი (%) სკოლებში, რომელთა დირექტორების თანახმად, საკმაოდ ან ძალიან ასუსტებს სწავლებას ინფრასტრუქტურის ნაკლებობა ან შეუსაბამობა 58.3 ინფრასტრუქტურის ნაკლებობა (მაგ., შენობები, მოედნები, გათბობა/ვენტილაცია, განათებისა და აკუსტიკური სისტემები). 46.4 შეუსაბამო ან უხარისხო ინფრასტრუქტურა (მაგ., შენობები, მოედნები, გათბობა-ვენტილაცია, განათლებისა და აკუსტიკური სისტემები). 53.6 49.5 2015 2018 მასწავლებლებისა და დირექტორების მიერ ზეპირ განხილვებსა და შემოტანილ წერილობით მოსაზრებებში გაჟღერებული ეს წუხილები თავსებადია საქართველოში ჩატარებული კვლევების შედეგებთან. ბოლო კვლევების თანახმად, სკოლაში ფიზიკური ინფრასტრუქტურის მდგომარეობა (შენობის მდგომარეობა, გათბობა, განათება და ა.შ), საქართველოში უფრო შემაფერხებლად მიიჩნევა, ვიდრე საშუალოდ ეგთოს ქვეყნებში. 57 სკოლებში ინფრასტრუქტურის მდგომარეობა, დირექტორების შეფასებების თანახმად, უმჯობესდება (იხილეთ გრაფიკი 3). მაგალითად, მოსწავლეთა პროგრესის შეფასების საერთაშორისო პროგრამის (PISA) თანახმად, თუ 2015 წელს მოსწავლეების 58% სწავლობდა სკოლაში, რომლის დირექტორის განცხადებით, ინფრასტრუქტურის ნაკლებობა „საკმაოდ“ ან „ძალიან“ ასუსტებს სწავლებას, ასეთი მოსწავლეების წილი 2018 წელს 46%-მდე, ანუ დაახლოებით 12%-ით შემცირდა. მსგავსი ტენდენციაა დირექტორების შეფასებით „შეუსაბამო ან უხარისხო ინფრასტრუქტურის“ თვალსაზრისით: მაჩვენებელი შემცირდა 54%-დან 50%. თუმცა მოსწავლეების თითქმის ნახევარი კვლავაც სწავლობს სკოლაში, რომლის მდგომარეობას დირექტორი ნეგატიურად აფასებს. ინფრასტრუქტურის მდგომარეობის თვალსაზრისით ვითარება უფრო მწვავეა სოფლად, ვიდრე ქალაქის სკოლებში. დაბალი სოციო-ეკონომიკური სტატუსის მქონე სკოლებში მდგომარეობა კიდევ უფრო მწვავდება რესურსების ნაკლებობით - შესაბამისად, სკოლა ვერ ასრულებს ოჯახის დაბალი სოციო-ეკონომიკური სტატუსის მაკომპენსირებელ ფუნქციას და ვერ უქმნის მოსწავლეებს სწავლისათვის იმ გარემოს, რომელიც მათ სახლში ისედაც აკლიათ.55 სამინისტროს მიერ მოწოდებული ინფორმაციით, 2019 წლიდან 2022 წლის სასწავლო წლის დაწყებისთვის: აშენდა - 18 საჯარო სკოლა, მიმდინარეობს 4 სკოლის მშენებლობა სრულად რეაბილიტირდა - 14 საჯარო სკოლა, ამასთანავე, ამერიკული პროექტის MCC ფარგლებში, განხორციელდა დამატებით 33 საჯარო სკოლის სრული რეაბილიტაცია და ტერიტორიის კეთილმოწყობა, ასევე მიმდინარეობს 11 სკოლის სრული რეაბილიტაცია; განხორციელდა ნაწილობრივ სარეაბილიტაციო სამუშაოები - 465 სკოლის, მიმდინარეობს 33 სკოლის ნაწილობრივი რეაბილიტაცია. 500-მდე საჯარო სკოლა დაფინანსდა სხვადასხვა ინფრასტუქტურული თუ მატერიალური პროექტებისთვის. აქვე აღსანიშნავია საქართველოს პრემიერ-მინისტრის მიერ მიღებული გადაწყვეტილება, რომლის მიხედვითაც 2022-2026 სასწავლო წელს სასკოლო ინფრასტრუქტურის მოწესრიგების და სათანადო რესურსებით აღჭურვის მიზნით ბიუჯეტში დამატებით გამოიყოფა 1 მილიარდი ლარი. 55 შ ე ფ ასე ბ ი სა დ ა გ ამ ოც დ ე ბ ი ს ე როვნ უ ლ ი ც ე ნ ტ რი , 2017 58 ცხრილი 2: საგანმანთლებლო და სამეცნიერო ინფრასტრუქტურის განვითარების სააგენტოს მიერ განხორციელებული ინფრასტრუქტურული პროექტები 2019-2025 წლების სტატისტიკა56 დასრულებული მიმდინარე დაგეგმილი ჯამი გამაგრება 45 41 4 90 რეაბილიტაცია 12 0 151 163 სრული რეაბილიტაცია 6 12 4 22 მშენებლობა 60 13 28 101 ჯამი 123 66 187 376 ლაბორატორიული რესურსების ნაკლებობა სკოლებს არ აქვთ შესაბამისი საბიუჯეტო სახსრები, რომ რეგულარულად შეავსონ ლაბორატორიული საქმიანობის მხარდასაჭერად საჭირო მასალები (ქიმიური რეაქტივები და მისთ.). ეს საკითხი დაფიქსირდა მილენიუმის გამოწვევის ფონდისა და მილენიუმის გამოწვევის კორპორაციის ინტერვენციის პირველად შეფასებაშიც: ფოკუს ჯგუფების მონაწილე მოსწავლეებმა გამოთქვეს წუხილი, რომ „ისინი იშვიათად იყენებენ ქიმიის ლაბორატორიას, რადგან აკლიათ ქიმიური ნივთიერებები და სხვა მასალები ექსპერიმენტების ჩასატარებლად“.57 სკოლებში ფინანსური რესურსების უკმარისობა გავრცელებული პრობლემაა და სკოლების უდიდეს ნაწილს ეხება. ეს საკითხი დაფიქსირდა ეგთოს შეფასებაშიც, სადაც აღნიშნულია, რომ სკოლების დაფინანსება უზრუნველყოფს მხოლოდ კომუნალური ხარჯებისა და ხელფასების დაფინანსებას და სკოლებს მცირე რესურსები რჩებათ ისეთი საქმიანობის დასაფინანსებლად, როგორიცაა სკოლის განვითარება, მასწავლებლების პროფესიული განვითარება თუ ექსტრაკურიკულარული აქტივობები.58 მეორე კვლევის თანახმად კი, დირექტორების მხოლოდ 19% აცხადებს, რომ „არასდროს“ და 31% კი - „იშვიათად“ მომხდარა ისე, რომ სკოლას თავისი ბიუჯეტიდან ვერ დაეფარა თავისი ხარჯები; დირექტორების 5%-ის თანახმად, ისინი 56 მ ონ აც ე მ ე ბ ი მ ოგ ვ აწ ოდ ა საგ ან მ ან თ ლ ე ბ ლ ო დ ა სამ ე ცნ ი ე რო ი ნ ფ რასტ რუ ქ ტ უ რი ს გ ან ვი თ არე ბ ი ს სააგე ნ ტ ო 57 Nichols-Barrer et al, 2019 58 Li et al, 2019 59 ყოველთვის დგებიან ამ გამოწვევის წინაშე, დირექტორების 26%-ს შეფასებით ეს ხშირად ხდება, 19%-ის თქმით კი - ზოგჯერ.59 გრაფიკი 4: რამდენად ხშირია შემთხვევა, როცა სკოლა ვერ ფარავს თავის ხარჯებს (დირექტორების წილი%) 31% 26% 19% 19% 5% ყოველთვის ხშირად ზოგჯერ იშვიათად არასდროს გარდა სკოლის დაფინანსებასთან დაკავშირებული გამოწვევებისა, არსებობს სხვა მიზეზებიც, რატომაც სკოლის დირექტორები თავს იკავებენ, დამოუკიდებლად, სამინისტროსთან შეუთანხმებლად გაწიონ ხარჯი სკოლის ბიუჯეტიდან. როგორც ერთ-ერთი კვლევის რესპონდენტი დირექტორი ხსნის „არ მინდა, სამინისტროსგან ნებართვის გარეშე განვახორციელო შესყიდვა, რადგან არ მინდა აღმოვჩნდე ისეთ სიტუაციაში, რომ შემოვიდეს აუდიტი და დაწეროს დასკვნა, რომ არამიზნობრივი ხარჯი გავწიე. მირჩევნია, არ განვახორციელო შესყიდვა მაშინ, როცა ამის საჭიროება დგას, არამედ დაველოდო, ვიდრე ნებართვას არ მივიღებ, რომ შემდეგ საყვედური არ მივიღო. შესყიდვის პროცედურები უფრო მოქნილი უნდა გახდეს, რომ მეტი დამოუკიდებლობა ვიგრძნოთ შესყიდვებზე გადაწყვეტილებაში. ეს ჩემთვის, როგორც დირექტორისთვის ყველაზე დიდი თავისტკივილია. არადა, არ უნდა იყოს ასე.“60 განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მიერ მოწოდებული ინფორმაციის თანახმად, სკოლის დირექტორებს და ბუღალტრებს სისტემატურად უტარდებათ სხვადასხვა მიმართულებით ტრენინგები, როგორც მენეჯერული უნარების განვითარების, ისე საფინანსო, საბუღალტრო და სახელმწიფო შესყიდვების მიმართულებით. მასწავლებლების კომპეტენცია შემოსულ მოსაზრებებში, დირექტორების ნაწილი საუბრობს მასწავლებლებში ლაბორატორიების ეფექტიანად გამოყენების კომპეტენციების ნაკლებობაზე. როგორც ერთ59 Moore at al, 2022 60 ibid 60 ერთი დირექტორი გვიხსნის, „სასკოლო ლაბორატორიები მოსწავლეთათვის ხელმისაწვდომი და ეფექტურად გამოყენებადი რომ იყოს, საჭიროა, პედაგოგი იყოს მოტივირებული და მზად ამ პროცესების მიმართ, ასევე ინტენსიურად უნდა გადიოდეს გადამზადების სპეციალურ პროგრამას, რათა უფრო ეფექტურად წარმართოს საგანმანათლებლო პროცესი.“ ეს პრობლემა წამოიჭრა „მათემატიკას“ მიერ ჩატარებულ შეფასებაშიც.61 ლაბორატორიების გამოყენებასთან დაკავშირებულ გამოწვევებს სრულად აჯამებს ერთ-ერთი დირექტორი: „ამ მეთოდის გამოყენების ეფექტურობა დაკავშირებულია განსაზღვრულ ტექნიკურ პირობებთან, სათანადო ლაბორატორიული ხელსაწყოების კვალიფიციურ გამოყენებასთან, მასწავლებლის დახელოვნებასთან. მოსწავლეებისთვის ლაბორატორიული მუშაობით სწავლა ძალიან მნიშვნელოვანია მეცნიერული განათლების მისაღებად. სინამდვილეში, ამას თან სდევს შეზღუდვები და პრობლემები: ექსპერიმენტების ჩატარება, აღჭურვილობის მოწყობა და ლაბორატორიული საქმიანობა ძვირია. ექსპერიმენტის დაგეგმვა და ჩატარება(რესურსის გარეშე) შრომატევადია.“ დირექტორებისა და მასწავლებლების მოსაზრებები თავსებადია უახლეს კვლევებთან. მასწავლებლის კომპეტენციას აქვს გადამწყვეტი მნიშვნელობა. თუმცა, ლაბორატორიების სწავლებაში ეფექტიანად გამოყენება კიდევ უფრო კომპლექსური ამოცანაა. ამაზე მეტყველებს PISA 2015 წლის ციკლის შედეგები. კვლევამ აჩვენა, რომ კავშირი ე.წ. ექსპერიმენტებისა და ლაბორატორიული აქტივობების სწავლებაში გამოყენებასა და სწავლის შედეგებს შორის არც ისე სწორხაზოვანია, როგორც შეიძლება წარმოგვედგინოს. 2015 წელს ჩატარებულმა კვლევამ აჩვენა, რომ მონაწილე ქვეყნების უმეტესობაში, ექსპერიმენტებთან და, ლაბორატორიულ სამუშაოებთან დაკავშირებულ აქტივობების გამოყენების სიხშირესთან ერთად, მცირდება მოსწავლეების ქულები PISA-ს საბუნებისმეტყველო მეცნიერებების ტესტში. ეს შედეგი ძალაში რჩება მოსწავლეების სოციოეკონომიკური მახასიათებლების გაკონტროლების პირობებშიც.62 ამ შედეგების სადემონსტრაციოდ, შევარჩიეთ საქართველო და, შედარებისთვის, ასევე ესტონეთი, როგორც პოსტ-საბჭოთა ქვეყნებს შორის და ჰოლანდია, როგორც დასავლეთ ევროპის ქვეყნებში ტრადიციულად მაღალი შედეგების მქონე ქვეყნები. ასევე ვაჩვენებთ ეკონომიკური განვითარებისა და თანამშრომლობის ქვეყნების (OECD) საშუალოს. საგულისხმოა, რომ ექსპერიმენტებზე დაფუძნებული სწავლების ეს შედეგები არ არის ახალი განათლების კვლევებისთვის. ამ საკითხზე საგანმანათლებლო სფეროს ყურადღების მიპყრობას მანამდე სხვა მკვლევრებიც ცდილობდნენ.63 მნიშვნელოვანია ამ შედეგების სწორად 61 Nichols-Barrer et al, 2019 62 შ ე ფ ასე ბ ი სა დ ა გ ამ ოც დ ე ბ ი ს ე როვნ უ ლ ი ც ე ნ ტ რი , 2017; PISA 2015. 63 Jiang and McComas 2015; McConney et al 2014 61 ინტერპრეტირება. ბუნებრივია, არ უნდა გავიგოთ ისე, თითქოს, ექსპერიმენტებზე დაფუძნებული მიზანშეწონილი, სწავლების გამოყენება არ არის არამედ, რომ ექსპერიმენტებზე დაფუძნებული მიდგომების გამოყენებას სჭირდება საფუძვლიანად გააზრება და მორგება სწავლების ამოცანებზე. აქ, ბუნებრივია, საუბარია მასწავლებლების გადამზადების საჭიროებაზე. მაგრამ რადგან ეს შედეგები ეხება მაღალკვალიფიციური მასწავლებლებით ცნობილ საგანმანათლებლო სისტემებსაც (მაგალითად, ფინეთს და სინგაპურს სადაც ანალოგიური ტენდენცია დაფიქსირდა), ვარაუდობენ, რომ პრობლემა კიდევ უფრო კომპლექსურია და მიანიშნებს სასწავლო გეგმების განტვირთვის საჭიროებაზე.64 ზემოთ აღწერილი მიგნებების კვალობაზე და ლაბორატორიებით სკოლების აღჭურვისა და ლაბორატორიული მასალებით მომარაგების ხარჯების გათვალისწინებით, ლოგიკური ჩანს მასწავლებლებისა და დირექტორების უპირატესობაზე. როგორც რჩევები ერთ-ერთი ვირტუალური დირექტორი გვიხსნის, ლაბორატორიების ვირტუალური ლაბორატორიების უპირატესობა მდგომარეობს იმაში, რომ მათ შეუძლიათ: „ჩაანაცვლოს ძვირადღირებული რეაქტივები და ხელსაწყოები; შექმნას უსაფრთხო გარემო; ხელმისაწვდომი იყოს ყველა მოსწავლისთვის; გადაჭრას სივრცის პრობლემა; მოსწავლეებს შესაძლებლობა მისცეს, გაიმეორონ ექსპერიმენტი და ა.შ.“ 64 OECD, 2016. PISA 2015 Results (Volume II): Policies and Practices for Successful Schools 62 გრაფიკი 5: მოსწავლეების სამეცნიერო წიგნიერება მათი მასწავლებლების მიერ ექსპერიმენტული სწავლების მიდგომების გამოყენების სიხშირის მიხედვით სკოლების ამ საკითხისადმი დამოკიდებულება ჩანს იმაშიც, რომ მათი ნაწილი საკუთარი ბიუჯეტიდან შეისყიდის ხოლმე ვირტუალურ ლაბორატორიებს. როგორც ერთ-ერთი დირექტორი გვიყვება: „სასკოლო ლაბორატორიების ხელმისაწვდომობის გაზრდისა და გამოყენების პროცესში შესაძლო მიღწევების გათვალისწინებით, სკოლამ, საკუთარი სახსრებით, შეიძინა ფიზიკის ვირტუალური ლაბორატორია, რომელსაც დამატებით მოჰყვა ბიოლოგიის, მათემატიკისა და ქართულის რიგი საკითხები. ვფიქრობთ, საბუნებისმეტყველო საგნების პოპულარიზაციისა და სასწავლო პროცესიის საინტერესოდ წარმართვისთვის სასურველია მსგავსი ვირტუალური ლაბორატორია გვქონდეს ქიმიაშიც.“ ვირტუალური ლაბორატორიებისადმი დამოკიდებულება არ არის ერთგვაროვანი. მაგალითად, ზეპირ მოსმენებში ერთ-ერთი მასწავლებლის მტკიცებით, ზოგჯერ ვირტუალური ლაბორატორია არ არის ყველაზე ხარჯთეფექტური მიდგომა: „ტექნიკურმა უნივერსიტეტმა შექმნა ვირტუალური ლაბორატორიის მოდელი, ჟუჟუნა პეტრიაშვილი და დავით სონღულაშვილი არიან ავტორები, მაგრამ მხოლოდ ერთმა სკოლამ შეიძინა, რომელიც 9600 ლარი ღირს, თუმცა შესაძლებელია 3000 ლარად ისეთი ქიმიური ლაბორატორიის გამართვა რაც ოთხ სკოლას 63 ეყოფა.“ აქვე უნდა აღინიშნოს, რომ ვირტუალური ლაბორატორიების გამოყენება უფრო მეტად გავრცელებულია ფიზიკის სწავლებაში, ვიდრე ქიმიასა და ბიოლოგიაში.65 სასკოლო ბიბლიოთეკები საქართველოში სკოლების უდიდეს ნაწილში ბიბლიოთეკების თაროები სავსეა წიგნებით. სკოლების მეხუთეში 10,000 წიგნებზე მეტი ინახება, 25%-ში კი 5000-დან 10000-მდე წიგნი.66 მაგრამ, როგორც შემოსულ მოსაზრებებში გვიხსნიან, წიგნები მოძველებულია და არ ხდება ახალი წიგნებით განახლება. ერთ-ერთი დირექტორის თქმით, „სკოლის ბიბლიოთეკები ხშირად წარმოადგენენ დასაწყობებული წიგნების რაოდენობას, რომელსაც არანაირი საგანმანათლებლო დატვირთვა არ გააჩნიათ.“ დირექტორების ამ დაკვირვებას ამტკიცებს ჩვენს ხელთ არსებული რაოდენობრივი მონაცემები. როგორც 2022 წელს რესურსცენტრების მიერ მოწოდებული მონაცემებით ირკვევა, სკოლების მეხუთედს (21%) არ მიუღია არცერთი ახალი წიგნი ბოლო ხუთი წლის განმავლობაში და სკოლების 26%-მა მიიღო 50-მდე ახალი წიგნი. მთლიანობაში, სკოლების დაახლოებით ნახევარში, ბოლო 5 წლის განმავლობაში, ფაქტობრივად, წიგნადი ფონდი არ განახლებულა. საგულისხმოა, რომ ამ სკოლებში გვხვდება როგორც სოფლების პატარა სკოლები, ასევე ქალაქების (ქუთაისი, თბილისი) დიდი სკოლები. დირექტორების განცხადებით, სხვადასხვა პროექტის ფარგლებში ახერხებენ წიგნების შეძენას. წიგნადი ფონდის განახლების წყაროებად ასახელებენ განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს, კერძო შემოწირულობებს და თბილისის მერიასაც. ცხრილი 3: 2017-2021 წლებში სკოლებში წიგნადი ფონდის განახლების სტატისტიკა (1911 საჯარო სკოლის მონაცემი)67 განახლების ინდიკატორი სკოლების რაოდენობა სკოლების წილი (%) არცერთი 402 21% 1-10 ახალი წიგნი 88 4,6% 11-50 ახალი წიგნი 389 20,4% 65 Zaturrahmi et al, 2020 66 შ ე ფ ასე ბ ი სა დ ა გ ამ ოც დ ე ბ ი ს ე როვნ უ ლ ი ც ე ნ ტ რი , 2017. 67 მ ონ აც ე მ ე ბ ი შ ე გ როვ დ ა საქ ართ ვ ე ლ ოს კ უ ლ ტ უ რი ს, სპ ორტ ი სა დ ა ახ ალ გ აზ რდ ობი ს სამ ი ნ ი სტ როს სსი პ „შ ე მ ოქ მ ე დ ე ბ ი თ ი საქ ართ ვე ლ ოს“ მ ი ე რ 2021 წ ე ლ ს ჩ ატ არე ბ უ ლ ი წ ი გ ნ ზ ე ხ ე ლ მ ი საწ ვდ ომ ობ ი ს კ ვ ლ ე ვ ი ს ფ არგ ლ ე ბ შ ი . 64 განახლების ინდიკატორი სკოლების რაოდენობა სკოლების წილი (%) 51-100 ახალი წიგნი 329 17,2% 101-200 ახალი წიგნი 332 17,4% 201-400 ახალი წიგნი 178 9,3% 401-1000 ახალი წიგნი 136 7,1% 1000-ზე მეტი ახალი წიგნი 57 3,0% მეორე მნიშვნელოვანი მოსაზრებებში გამოწვევა, დაფიქსირდა რომელიც ბიბლიოთეკების დირექტორებისა სივრცეების და მასწავლებლების ფიზიკური განახლებაა. დირექტორების ნაწილი ასახელებს მაგალითებს იმისა, თუ როგორ ცდილობენ, გაზარდონ ბიბლიოთეკის როლი სკოლის ცხოვრებაში. თუმცა, როგორც დირექტორები გვიხსნიან, მოსწავლეებს არ აქვთ კითხვისადმი ინტერესი. შესაბამისად, მოსწავლეების დიდი ნაწილი არასდროს შედის ბიბლიოთეკაში. ამით შეიძლება აიხსნას ის ფაქტი, რომ შემოსულ მოსაზრებებში დირექტორები იშვიათად საუბრობენ ბიბლიოთეკებზე - მათ დაკარგეს აქტუალურობა სკოლის ცხოვრებაში. ბიბლიოთეკების „გაცოცხლებაზე“ საუბრობს რამდენიმე დირექტორი და გვთავაზობენ ფიზიკური სივრცის განახლება, რომ სივრცე მოსწავლეებისთვის მიმზიდველი გახდეს. 65 თავი 3: შედეგების განხილვა შემოსული მოსაზრებებისა და კვლევების საშუალებით იდენტიფიცირებული ძირითადი გამოწვევებისა და შესაძლებლობების მიხედვით, გამოიყო საკვანძო საკითხები. ამ საკითხებზე არსებული ლიტერატურის და სხვა საგანმანათლებლო სისტემების გამოცდილების შეჯერებით, წარმოგიდგენთ სასკოლო სასწავლო რესურსების განვითარების რეკომენდაციებს. 1. სახელმძღვანელოების ავტორებისა და რეცენზენტების კომპეტენციების განვითარება საზოგადოებრივი ინკლუზიურობის პრინციპების სახელმძღვანელოში ეფექტიანად ინტეგრირებისთვის სახელმძღვანელოში ინკლუზიურობის პრინციპების გატარებისთვის მნიშვნელოვანია, სახელმძღვანელოს ავტორებსა და რეცენზენტებს ჰქონდეთ მკაფიო წარმოდგენა და, ასევე, კომპეტენცია იმისთვის, რომ შეაფასონ და შექმნან ავთენტურად ინკლუზიური რესურსები. ამ მიმართულებით შესაძლო ინტერვენციებია: ● ● ავტორებისა და რეცენზენტების გადამზადება სანიმუშო სახელმძღვანელოებიდან მაგალითების გამოყენებით. ამ თვალსაზრისით მდიდარ გამოცდილებას გვთავაზობს დასავლეთის ქვეყნებში გამოცემული სახელმძღვანელოები. ნიმუშების გამოყენებით მსჯელობა, დაეხმარება ავტორებს და რეცენზენტებს, უკეთ გაიაზრონ ინკლუზიურობის სახელმძღვანელოში გატარების შესაძლებლობები და კონკრეტული მეთოდოლოგიური ხერხები; სახელმძღვანელოს შემუშავება, რომელშიც ასახული იქნება ინკლუზიურობის პრინციპები, მათი კავშირი ზოგადი განათლების ეროვნულ მიზნებთან და სასწავლო გეგმასთან და, რაც მთავარია, სხვადასხვა საგანში ინკლუზიურობის პრინციპის წარმოჩენის მეთოდოლოგიური მიდგომები და მაგალითები. 2. რეცენზირების პროცედურის სანდოობის გაზრდა შეფასების პროცედურის სანდოობა არის შეფასების ვალიდობის წინაპირობა. სანდოობის ერთ-ერთი ასპექტი უკავშირდება შემფასებელთა შორის თანხმობის ხარისხს. შეფასების სანდოობის გაზრდის მიზნით, მიღებული პრაქტიკაა შემფასებელთა რაოდენობის გაზრდა. თუმცა, შემფასებელთა რაოდენობის გაზრდას სანდოობის გაზრდის თვალსაზრისით აქვს დაბალი ეფექტი, თუ დაბალია შემფასებელთაშორისი თანხმობის დონე: შეფასების სანდოობა მაღალია, თუ მაღალია შემფასებელთაშორის თანხმობის ხარისხი, ანუ ყველა შემფასებელი ერთი და იმავე ინდიკატორს მსგავსად უნდა აფასებდეს. შეფასებაში, სასურველია, იშვიათი, 66 განსვლების შემთხვევაში, მიღებულია ე.წ. შემფასებლის მიერ შეფასების გადახედვა. ასეთი მიდგომები რელევანტურია ე.წ. high stake შეფასების დროს. 3 . სახელმძღვანელოს შერჩევაში მასწავლებლების მხარდაჭერის რესურსების განვითარება სახელმძღვანელოს არჩევისთვის მასწავლებელს სჭირდება საკმარისი დრო სახელმძღვანელოს შერჩევისთვის. შემოსულ მოსაზრებებში არ დაუკონკრეტებიათ, რა დრო იქნებოდა საკმარისი სახელმძღვანელოების შესარჩევად. დამატებითი კონსულტაციები ან გამოკითხვა არის საჭირო იმისთვის, რომ გავიგოთ, წლის რა პერიოდში და რა დრო იქნება ოპტიმალური ამ საქმიანობის განხორციელებისთვის. შემოსულ მოსაზრებებში აქცენტი კეთდება სახელმძღვანელოების შერჩევისთვის საჭირო ინფორმაციაზე. ინფორმაციის ნაკლებობა, შესაძლოა, უკავშირდებოდეს იმ ფაქტორსაც, რომ სახელმძღვანელოების ავტორებს მხოლოდ ორი კვირა აქვთ იმისთვის, რომ მასწავლებლებთან საკუთარი სახელმძღვანელოები წარადგინონ. მასწავლებლები და დირექტორები ორი კატეგორიის მხარდაჭერის საჭიროებაზე საუბრობენ: - სახელმძღვანელოს ექსპერტული შეფასების მიწოდება: მასწავლებლები და დირექტორები გვთავაზობენ, რომ სკოლებისთვის მომზადდეს ინფორმაცია სახელმძღვანელოების შესახებ, სადაც „უფრო მკაფიოდ იქნება გამოკვეთილი წიგნების ძლიერი და სუსტი მხარეები“ ან „რეცენზიები წარედგინოს სკოლას სახელმძღვანელოების არჩევამდე.“ შესაძლოა, ამ ტიპის კვლევითი სამუშაოები ჩაატარონ საგნობრივმა ასოციაციებმა. - სახელმძღვანელოს შეფასების გვთავაზობენ, „მომზადდეს რომ კრიტერიუმების ვიდეო მიწოდება: გზამკვლევი მასწავლებლები მასწავლებლისთვის, სახელმძღვანელოების შეფასების ძირითადი კრიტერიუმების გააზრებისა და შეფასების ტექნიკების შესახებ.“ აღსანიშნავია, რომ მასწავლებლებისა და დირექტორების რეკომენდაცია თავსებადია საერთაშორისო პრაქტიკასთან. მიერ შემოთავაზებული მაგალითად, ჰოლანდიაში „კურიკულუმის განვითარების ეროვნული ინსტიტუტის“ „სასწავლო რესურსების ცოდნის ცენტრი“ აწვდის სკოლებს სახელმძღვანელოებისა და სასწავლო რესურსების მიმოხილვას, რათა დაეხმაროს მათ სასწავლო რესურსების შერჩევაში.[1] აშშ-ში გავრცელებული პრაქტიკაა სახელმძღვანელოს შეფასებაში მასწავლებლების ტრენინგი ან სასწავლო რესურსების შეფასების სახელმძღვანელოებით მასწავლებლების უზრუნველყოფა.[2] 67 4. სსსმ მოსწავლეებისთვის სასწავლო რესურსების განვითარება ბოლო წლებში განსაკუთრებით აქტუალური გახდა სსსმ მოსწავლეების სწავლაში ჩართვის გამოწვევები. მასწავლებლები აღიარებენ, რომ უჭირთ არსებული რესურსების - სახელმძღვანელო იქნება ეს თუ კომპლექსური დავალებები - მორგება მოსწავლეების საჭიროებებზე. მსგავსი გამოწვევების წინაშე მასწავლებლები დადგნენ გლობალურად. ამ გამოწვევების საპასუხოდ შესაძლებელია როგორც მასწავლებლების კომპეტენციების განვითარებაზე ორიენტირებული ინტერვენციების განხორციელება, ისე - დამხმარე რესურსების შექმნა ან უკვე არსებულის თარგმნა და ამ გზით სხვადასხვა საჭიროებებზე მქონე მოსწავლეებისთვის რესურსების ბანკის შექმნა მასწავლებლებისა და, ასევე, მშობლებისთვის. 5. ციფრული სასწავლო რესურსების სწავლა-სწავლებაში გამოყენების ხელშეწყობა ციფრული რესურსების განვითარებაში ინვესტირების საჭიროება უფრო და უფრო ცხადი ხდება სასკოლო საზოგადოებისთვის. მასწავლებლები და დირექტორები ხედავენ, რომ ციფრული რესურსების მოსწავლეების სწავლაში ჩართვის და სწავლების მოსწავლეების საჭიროებებზე მორგების მეტ საშუალებას იძლევა. ამიტომ მასწავლებლების ნაწილი უკვე თავად ქმნის სასწავლო რესურსებს, ნაწილი კი აქტიურად იყენებს მათ სწავლებაში. მასწავლებლების ეს დაკვირვება თავსებადია სხვა ქვეყნებში ამ მიმართულებით ჩატარებული კვლევების მიგნებებთან.68 ციფრული რესურსების სწავლა-სწავლებაში გამოყენების ხელშეწყობა და წახალისება შესაძლებელია სხვადასხვა გზით. მაგალითად, შედარებით მარტივი ამოცანაა სახელმძღვანელოების ციფრული ვერსიებით მასწავლებლების უზრუნველყოფა. როგორც შემოსულ მოსაზრებებშია აღნიშნული, სახელმძღვანელოების ნაწილი ნახატის ფორმატით მიეწოდებათ მასწავლებლებს. მაგრამ მასწავლებელმა რომ მარტივად მოახერხოს კონტენტის (მაგალითად, დავალებების, სავარჯიშოების) გაციფრულება, საჭიროა, მასწავლებლებს არჩეული სახელმძღვანელოების pdf ან word ფორმატის ვერსიებზე მიუწვდებოდეთ ხელი. ასევე, შედარებით ნაკლებად კიდევ ერთი მიმართულება არის ინტერაქტიული ციფრული სახელმძღვანელოების შექმნა. მაგალითად, ასეთი სახელმძღვანელოს შექმნა შესაძლებელია ისტ მიმართულებით. ისტ-ის სწავლებისთვის საჭირო სახელმძღვანელოს საჭიროებაზე საუბრობენ მასწავლებლები შემოსულ მოსაზრებებში. ამ თვალსაზრისით საინტერესო 68 ი ხ . მ აგ ა ლ თ ად , Lin, M. H., & Chen, H. G. (2017). A study of the effects of digital learning on learning motivation and learning outcome. Eurasia Journal of Mathematics, Science and Technology Education, 13(7), 3553-3564. 68 გამოცდილებას გვთავაზობს ესტონეთი, სადაც ნაცვლად ტრადიციული, ნაბეჭდი სახელმძღვანელოსი, ისტ-ის სწავლება თავიდანვე ინტერაქტიული ციფრული სახელმძღვანელოთი დაიწყო. ციფრული რესურსების განვითარების ხელშეწყობა შესაძლებელია არსებული ღია საგანმანათლებლო რესურსების (Open Educational Resources) თარგმნის, ქართულ კონტექსტში გამოყენებისა და ადაპტირების წახალისება. ასეთი რესურსები განსაკუთრებით მრავალადაა ხელმისაწვდომი ინგლისურ ენაზე. შედარებით მეტ დაგეგმვას და ციფრული რესურსების განვითარების საერთო სტრატეგიის კონტექსტში მოაზრებას საჭიროებს მაღალი ხარისხის და მრავალფეროვანი ციფრული რესურსების შექმნა სხვადასხვა საგნის სწავლებისთვის. ამისთვის საჭირო იქნება სასკოლო საზოგადოების ჩართვა ციფრული რესურსების ეფექტიანობის შესახებ და ცოდნის გავრცელება, რადგან რესურსის ციფრულ ფორმატში გადატანა ავტომატურად არ ზრდის მოსწავლის სწავლაში ჩართულობას თუ სწავლის შედეგებს. არსებობს გარკვეული წინაპირობები, რასაც ციფრული რესურსი უნდა აკმაყოფილებდეს. ამ მიმართულებით კვლევა და დისკუსია დაგროვდა განვითარებულ საგანმანათლებლო სისტემებში, თუმცა ქართულ სამეცნიერო და სასკოლო საზოგადოებაში ჯერჯერობით ციფრული რესურსების მეთოდოლოგიურ ასპექტებზე მსჯელობა არ მიმდინარეობს. ამ ცოდნის გათვალისწინებით რესურსების შექმნის ხელშეწყობას სჭირდება ცოდნის დაგროვებისა და გავრცელების ინფრასტრუქტურის შექმნა. გარდა რესურსების გამრავალფეროვნებისა, მნიშვნელოვანია, რომ რესურსები იყოს ადვილად ხელმისაწვდომი მიგვითითებენ მასწავლებლებისთვის. არსებული საგანმანათლებლო სასწავლო პორტალზე მასწავლებლები ციფრული განთავსებისა და დირექტორები რესურსების თავმოყრისა საჭიროებაზე. შემოსულ ხშირად და ერთ მოსაზრებებში აღნიშნავენ, რომ „დღეისთვის რესურსები გაფანტულია სხვადასხვა საიტზე“ და „პორტალზე რესურსები დაჯგუფებული უნდა იყოს საგნობრივი მიმართულებების/თემების მიხედვით.“ რესურსების თავმოყრისა და კატეგორიზების მარტივი ონლაინ მოდელები არსებობს და ამის მცდელობა განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს უკვე ჰქონდა el.ge-ს სახით. თუმცა ბოლო ათწლეულია უფრო აქტუალურია სწავლის მართვის სისტემების დანერგვა (learning management system). ამ სისტემის უპირატესობა მდგომარეობს იმაში, რომ იძლევა სისტემის სხვადასხვა აქტორის (მოსწავლე, მასწავლებელი, მშობელი, ადმინისტრაცია, მართვის მეზო და მაკრო დონის აქტორები) ერთ სივრცეში ინტერაქციის საშუალებას ისე, რომ, მაგალითად, რესურსებს სისტემაში ტვირთავს ავტორი, მას ავტორიზაციას აძლევს ექსპერტი ან ექსპერტთა ჯგუფი, ირჩევს მასწავლებელი, იყენებს მოსწავლე, უკუკავშირს მოსწავლეს აწვდის მასწავლებელი და მოსწავლისა და მასწავლებლის საქმიანობას მონიტორინგს უწევს დირექტორი. 69 სწავლის მართვის სისტემის შექმნა განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს პროექტის „ინოვაციურობა, ინკლუზიურობა და ხარისხი - საქართველო“ ფარგლებში დაიგეგმა 2021 წლის თებერვალში.69 პროექტის ფარგლებში სწავლის მართვის სისტემის შემუშავებაზე კონკურსი გამოცხადდება 2022 წლის სექტემბრის ბოლოს და, გეგმის თანახმად, დასრულდება 2025 წლის მარტის თვეში.70 6. ლაბორატორიებით სკოლების აღჭურვის ჰოლისტური პოლიტიკის გატარება სკოლების ლაბორატორიებით შესყიდვას, არამედ, ასევე, აღჭურვა საჭიროებს არა მხოლოდ ლაბორატორიების ლაბორატორიების პრაქტიკაში გამოყენებისთვის საჭირო ინფრასტრუქტურული პრობლემების გადაჭრას და მასწავლებლების მომზადებას. სკოლების ნაწილი უკვე არის აღჭურვილი ლაბორატორიებით, მაგრამ ლაბორატორიების გამოყენებას აფერხებს სივრცის ნაკლებობა და სივრცის ფიზიკური მდგომარეობა. სკოლების ნაწილი ითხოვს ამ გამოწვევების გადაჭრას. აქ გასათვალისწინებელია, რომ ინფრასტრუქტურული პრობლემების გადაჭრა დაკავშირებულია გარკვეულ დროსთან და მნიშვნელოვან ინვესტიციასთან. სკოლების მიერ დასახელებული ინფრასტრუქტურული გამოწვევები საჭიროებს სკოლების რეაბილიტაციას, დამატებითი სასწავლო სივრცის შექმნას ან ახალი შენობის აშენებას. ეს პროექტები მიმდინარეობს. თუმცა, წლის განმავლობაში, საშუალოდ რეაბილიტირდება მაქსიმუმ 100 სკოლა და შენდება 20 სკოლა. ოპტიმისტური გათვლებით, დაახლოებით 5-7 წელი მაინცაა საჭირო, რომ ყველა სკოლას ჰქონდეს საკმარისი სივრცე და მოწესრიგებული ფიზიკური გარემო ლაბორატორიების უსაფრთხოდ და ეფექტიანად ფუნქციონირების უზრუნველსაყოფად. მასწავლებლები განიხილავენ და დირექტორები, ვირტუალურ ფიზიკური ლაბორატორიებს. ლაბორატორიების მათი ალტერნატივად არგუმენტები უკავშირდება ხარჯთეფექტიანობას. გარდა ამისა, თვლიან, რომ მასწავლებლებისთვისაც უფრო მარტივია ვირტუალური ლაბორატორიების გამოყენება, საგაკვეთილო პროცესის მართვა. გარდა ამისა, არ არსებობს უსაფრთხოების უზრუნველყოფასთან დაკავშირებული გამოწვევები. მასწავლებლებისა და დირექტორების ეს რჩევა თავსებადია ამ საკითხზე ჩატარებული კვლევების შედეგებთან. კერძოდ, ვირტუალური ლაბორატორიების გამოყენების უპირატესობებში სახელდება როგორც საკმაოდ ცხადი ხარჯთეფექტიანობა, ასევე, უფრო 69 https://documents.worldbank.org/en/publication/documents‐ reports/documentdetail/889551612767961080/georgia‐europe‐and‐central‐asia‐p168481‐georgia‐i2q‐innovation‐ inclusion‐and‐quality‐procurement‐plan 70 https://documents.worldbank.org/en/publication/documents‐ reports/documentdetail/099035108192270240/p1684810f36ad60c40811802227ab8b2d78 70 მრავალფეროვანი შესაძლებლობა სწავლის თვალსაზრისით: პარამეტრების რეგულირების შესაძლებლობა, უსაფრთხოება, ექსპერიმენტირების უფრო ფართო შესაძლებლობები. მიუხედავად იმისა, რომ არსებობს რისკი იმისა, რომ მოსწავლეები ვირტუალურ ლაბორატორიას უფრო ნაკლები ენთუზიაზმით მოეკიდონ, კვლევები აჩვენებს, რომ ვირტუალური ლაბორატორიების გამოყენებით შესაძლებელია მსგავსი ან უკეთესი შედეგის მიღწევა სამეცნიერო ცნებების გააზრების თვალსაზრისით. დაბოლოს, ლაბორატორიების ეფექტიანი ფუნქციონირებისთვის საჭიროა მასწავლებლების კომპეტენციის ამაღლება. ეს კომპლექსური ამოცანაა და მხოლოდ ლაბორატორიების უსაფრთხოდ გამოყენებას არ გულისხმობს. საჭიროა, მასწავლებლებმა საფუძვლიანად გაიაზრონ, როგორ უკავშირდება ლაბორატორიული საქმიანობა მოსწავლეების საბუნებისმეტყველო მეცნიერებებით დაინტერესებას, სამეცნიერო კონცეფციების გააზრებას და ლაბორატორიული საქმიანობის სასწავლო პროცესში ინტეგრირებას. ამ მიზნის მიღწევისთვის არ იქნება საკმარისი ერთი ან ორი ტრენინგ აქტივობა. მნიშვნელოვანია, მასწავლებლებს მიეცეთ შესაძლებლობა, რეგულარულად გაიღრმავონ ცოდნა ამ მიმართულებით. ამავდროულად, ლაბორატორიული სწავლების მიდგომები უნდა ინტეგრირდეს მასწავლებლის მომზადების პროგრამებში და გათვალისწინებული იყოს მასწავლებლის მომზადების პროგრამების აკრედიტაციის კრიტერიუმებში. საუნივერსიტეტო პროგრამების აკადემიურ პერსონალს უნდა მიეცეს ამ მიმართულებით კვლევების ჩატარების შესაძლებლობა, მათ შორის, მასწავლებლებთან თანამშრომლობით ლაბორატორიული აქტივობების ეფექტიანად დანერგვის შესახებ ცოდნის ქართულ კონტექსტზე მორგების მიმართულებით. 7. სასკოლო ბიბლიოთეკების განვითარების მხარდაჭერა როგორც სხვა ქვეყნებში ჩატარებული კვლევები გვიჩვენებს, სასკოლო ბიბლიოთეკებში ინვესტირებას მაღალი ამონაგები აქვს მოსწავლეების მიღწევების გაუმჯობესების თვალსაზრისით. თუმცა სასკოლო ბიბლიოთეკა საჭიროებს კონცეპტუალურ განახლებას, განსაკუთრებით ბოლო ოცი წლის განმავლობაში ბიბლიოთეკების ფუნქციურ დატვირთვაში ცვლილების გათვალისწინებით. სასკოლო ბიბლიოთეკების ტრადიციული, როგორც “კვლევისა და კითხვისთვის საჭირო რესურსების საცავი დიდი ოთახები,” როლი იცვლება და ტრანსფორმირდება მოსწავლეებისთვის “ექსპერიმენტირების, ძიებისა და შემოქმედებით” სივრცედ. ბიბლიოთეკებში წიგნის თაროები ადგილს უთმობენ კომპიუტერებს ციფრული რესურსებით. როგორც ჩანს, ამ ცვლილებას ქართული სასკოლო საზოგადოებაც ხედავს და 71 ბიბლიოთეკების წიგნადი ფონდის განახლების გარდა, ითხოვენ ბიბლიოთეკების სივრცის მოწყობას სასწავლო სივრცეებად. სასკოლო ბიბლიოთეკების როლის ტრანსფორმაცია გასათვალისწინებელია ონლაინ სწავლის მხარდაჭერის ჭრილშიც. ონლაინ სწავლა აქტიურად იკიდებს ფეხს სასკოლო განათლებაში. აშშ-ში, კანადაში, ახალ ზელანდიასა და ავსტრალიაში ონლაინ და შერეული სწავლა 90-იანი წლებიდან წარმოადგენს განათლებაზე ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფის საშუალებას. ონლაინ სწავლა ინერგება საქართველოშიც. კერძოდ, განათლებისა და მეცნიერების სამინისტრომ უკვე დააანონსა ონლაინ არჩევითი კურსების განვითარების გეგმა. კერძოდ, საშუალო საფეხურზე მოსწავლეებს საშუალება ექნებათ, აირჩიონ ონლაინ ან შერეული კურსები. კურსებს, როგორც წესი, სკოლის მიღმა არსებული ორგანიზაციები (მაგ., უნივერსიტეტი, მუზეუმი, ასოციაცია) ქმნიან. მაგრამ როგორც სხვა ქვეყნებში, ონლაინ სწავლაში მოსწავლეების ჩართვის ხელშეწყობის გარკვეული ფუნქციები ეკისრება სკოლასაც, რადგან ონლაინ კურსს მოსწავლე გადის არა სკოლისგან დამოუკიდებლად, არამედ სკოლის გავლით და სკოლის ხელშეწყობით. შესაბამისად, მნიშვნელოვანია, რომ სკოლამ მოსწავლეები უზრუნველყოს სწავლისთვის საჭირო სივრცით. ბიბლიოთეკის, როგორც სასწავლო სივრცის, ეს ფუნქცია განსაკუთრებით აქტუალურია ისეთი სკოლებისთვის, რომელთა მოსწავლეებს არ აქვთ სახლში სწავლისთვის ხელსაყრელი გარემო. როგორც საერთაშორისო კვლევებით ვიგებთ, საქართველოში ასეთი მოსწავლეების წილი მნიშვნელოვნად მაღალია სხვა ზოგიერთ პოსტ-საბჭოთა ქვეყანასთან (მაგალითად, ესტონეთი, ლიეტუვა) შედარებით. თუ სოფლად გამოწვევას წარმოადგენს კომპიუტერზე და ინტერნეტზე წვდომა, ქალაქში მოსწავლეების დიდ ნაწილს არ აქვს ინდივიდუალური სამეცადინო სივრცე. სასკოლო ბიბლიოთეკების განახლების პოლიტიკა უნდა განიხილებოდეს არა მხოლოდ ახალი სახელმძღვანელოების შეტანად, არამედ, ჰოლისტურად - კონცეპტუალური განახლებით და, საჭიროების შემთხვევაში, ფიზიკური სივრცის განახლების სახით. ახალი წიგნებით სკოლის უზრუნველყოფა არ იქნება საკმარისად ეფექტიანი, თუ სასკოლო საზოგადოებას არ აქვს ცხადი პროგრამა, როგორ გამოიყენებს ბიბლიოთეკას მოსწავლეების კითხვაში ჩართულობის გაზრდის თუ სასკოლო ცხოვრების გამრავალფეროვნების თვალსაზრისით. 8. სასწავლო რესურსების ავტორებში მასწავლებლების წილის გაზრდა ეს ამოცანა ემსახურება სასწავლო რესურსების რელევანტურობის გაზრდას, მასწავლებლის პროფესიის გაძლიერებასა და სასწავლო რესურსების განვითარების დეცენტრალიზებული, ხარჯთეფექტიანი და მდგრადი მოდელის შექმნას. აქვე უნდა აღვნიშნოთ, რომ ეს ამოცანა გრძელვადიან შედეგზეა გათვლილი და ამ შედეგების მიღებას სჭირდება, სულ მცირე, 72 შემდეგი ათი წლის განმავლობაში გეგმაზომიერი და თანმიმდევრული ინვესტირება ამ მიმართულებით მასწავლებლების განვითარებაში. სასწავლო რესურსების მეთოდოლოგიური რელევანტურობა: რესურსის სარგებლიანობა დამოკიდებულია არა მარტო შინაარსზე და, ციფრული რესურსების შემთხვევაში, ასევე, ტექნოლოგიურ სიახლეზე, არამედ მის პედაგოგიურ ღირებულებაზე. როგორც ციფრული სასწავლო რესურსები, ასევე სახელმძღვანელოები უნდა შემუშავდეს მკაფიო პედაგოგიკური გათვლებით. შესაბამისად, სასწავლო რესურსის შექმნას პედაგოგიური კომპეტენცია და პედაგოგიურ მეცნიერებებში დაგროვილი საუკეთესო ცოდნის გონივრული გამოყენება სჭირდება. ამ თვალსაზრისით ავტორობაზე ყველაზე ლეგიტიმური განაცხადის უფლება შეიძლება ჰქონდეთ მაღალკვალიფიციურ მასწავლებლებს, რადგან მათ ესმით კონკრეტულ კონტექსტში მოსწავლეებისა და კოლეგების საჭიროებები და შესაძლებლობები. შესაბამისად, ტრადიციულად, სახელმძღვანელოების ავტორებად განვითარებულ საგანმანათლებლო სისტემებში გვევლინებიან გამოცდილი პედაგოგები, რომლებმაც საკუთარი კარიერა განავითარეს სახელმძღვანელოს ავტორობის მიმართულებით. საქართველოში, სხვა საბჭოთა ქვეყნების მსგავსად, ეს ტრადიცია არ არსებობს. თუმცა, პანდემიის პირობებში მკაფიოდ გამოიხატა ქართველ მასწავლებლებში ეს პოტენციალი: მოქმედმა მასწავლებლებმა სწრაფად მოახდინეს რეაგირება და შექმნეს და გაავრცელეს სასწავლო რესურსები ონლაინ რეჟიმში სწავლებისთვის და ეს რესურსები დიდი პოპულარობით სარგებლობდა.[5] ბოლო ორი წლის განმავლობაში, საქართველოში სასწავლო რესურსების ავტორობაში მასწავლებლების როლის გაზრდის სამაგალითო პრეცენდენტები დაგროვდა. ეს ეხება როგორც განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს პრაქტიკას, ისე - არასამთავრობო სექტორის პროექტებს. ანუ, არსებობს, როგორც მზაობა მასწავლებლებს შორის, ასევე, ადგილობრივ კონტექსტში გამოცდილი მოდელებიც, რაც ქმნის ნაყოფიერ ნიადაგს ამ მიმართულებით საქმიანობის განვითარებისთვის. მდგრადი და დეცენტრალიზებული მოდელის შექმნა არის ამ მიმართულებით ინვესტირების მეორე არგუმენტი. ამ ეტაპზე სასწავლო რესურსების შექმნის ორი პარალელური მოდელი მოქმედებს ქვეყანაში: სახელმძღვანელოების გრიფირების მოდელი და კომპლექსური დავალებების ბანკის შექმნის მოდელი. ორივე მოდელი ცენტრალიზებულია სხვადასხვა ხარისხით. თუ გარკვეულ ეტაპზე, გამომდინარე სისტემის განვითარების დონიდან, მისაღებია ცენტრალიზებულად სისტემის გარკვეული ასპექტების მართვა, დანიშნულების საბოლოო წერტილი დეცენტრალიზებული, თვითმყოფადი სასკოლო სისტემაა. ამ პრინციპზე დგას ზოგადი განათლების მიმდინარე რეფორმაც. დეცენტრალიზაციის პრინციპი, ბუნებრივია, სასწავლო რესურსების შექმნასაც უნდა შეეხოს და შესაბამისი კომპეტენციებისა და მექანიზმების განვითარების კვალდაკვალ, უნდა მოხდეს დეცენტრალიზაციის ხარისხის 73 გაზრდაც. მაგალითად, ჰოლანდიაში სასწავლო რესურსების გრიფირება ან რაიმე ფორმით სახელმწიფო ავტორიზაცია არ ეხება. თუმცა, ერთის მხრივ, მასწავლებლებს აწვდიან არსებული სასწავლო რესურსების ექსპერტულ შეფასებას[6] და, მეორეს მხრივ, მთლიანობაში სასკოლო სისტემა ფუნქციონირებს ძლიერი ანგარიშვალდებულების პირობებში: სკოლა ფასდება რეგულარულად როგორც სასწავლო პროცესების ხარისხის, ასევე, სწავლის შედეგების მიხედვით. შესაბამისად, აღარ არსებობს საჭიროება იმისა, რომ სახელმწიფომ აკონტროლოს, რომელ სახელმძღვანელოს თუ ციფრულ რესურსს იყენებს მასწავლებელი. სასწავლო რესურსების განვითარების მოდელი თავსებადი უნდა იყოს განათლების სისტემის მართვის მოდელთან. რადგან რეფორმის ამოცანა დეცენტრალიზებული მოდელის შექმნაა, სასწავლო რესურსების სისტემაც ამ მიმართულებით უნდა განვითარდეს. ამა თუ იმ მოდელის ეფექტიანობას ასევე განსაზღვრავს სახელმძღვანელოების ბაზრის ზომაც, რადგან მარტივი ეკონომიკური კანონზომიერებიდან გამომდინარე, გამომცემლობების მოგება მასზე პირდაპირპროპორციულადაა დაკავშირებული და რაც უფრო დიდია ბაზარი, მით უფრო მეტად იძლევა კონკურენტული პირობების შექმნის საშუალებას. მესამე ფაქტორია მოსახლეობის მსყიდველობითუნარიანობა: რაც უფრო დაბალია ის ზოგადად ან კონკრეტულ ჯგუფებში, მით უფრო მეტად ხდება საჭირო სახელმწიფოს ჩარევა ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფისთვის და, შესაბამისად, გარკვეული რეგულაციების შემოღებისთვის.[7] სახელმძღვანელოებისა და ციფრული რესურსების განვითარება უნდა განიხილებოდეს ერთიან პოლიტიკად მიუხედავად იმისა, რომ სახელმძღვანელოებისა და ციფრული რესურსების განვითარება სხვადასხვა ეტაპზეა და, შესაბამისად, არსებობს ამოცანები, რომლებიც მხოლოდ სახელმძღვანელოს ან მხოლოდ ციფრული რესურსების განვითარებას ეხება. ერთიანი პოლიტიკის შემუშავება გამართლებულია, სულ მცირე, ორი ფაქტორით: 1. სახელმძღვანელოებისა და ციფრული რესურსების განვითარების ამოცანების გადაკვეთა: როგორც სახელმძღვანელოების, ასევე, ციფრული რესურსების განვითარების ძირითადი მდგენელი ადამიანური რესურსია: კომპეტენტური ავტორი და მომხმარებელი. საკვანძო საკითხი როგორც სახელმძღვანელოების, ასევე, ციფრული რესურსების განვითარებაში არის მათი მეთოდოლოგიური და შინაარსობრივი თავსებადობა ზოგადი განათლების მიზნებთან და ეროვნული სასწავლო გეგმის პედაგოგიკურ პრინციპებთან. ერთის განვითარებაში ჩადებული რესურსები ავტომატურად უწყობს ხელს მეორე ტიპის რესურსების განვითარებას. სახელმძღვანელოები და ციფრული რესურსები ურთიერთშემავსებელია. მაგალითად, სტანდარტული სახელმძღვანელოების განვითარების ნაცვლად, რიგ საგნებში, შესაძლოა, მხოლოდ ციფრული ინტერაქტიული წიგნების შექმნაზე კონცენტრირდეს რესურსი. მაგალითად, მასწავლებლები საქართველოში ითხოვენ სახელმძღვანელოს შემუშავებას ისტ- 74 ის სწავლებისთვის. ესტონეთმა თავიდანვე გადაწყვიტა, არ შეექმნა ნაბეჭდი სახელმძღვანელო და მხოლოდ ციფრული ინტერაქტიული წიგნის შექმნით შემოიფარგლა. უახლესი ორი წლის ფარგლებში, შესაძლებელია, გამრავალფეროვნდეს ინტერვენციების რეპერტუარი. ამ მასწავლებლებზე, მიმართულებით ასევე შესაძლებელია მასწავლებელთა ასოციაციების როგორც ინდივიდუალურ საქმიანობის გაძლიერებაზე ორიენტირებული ინტერვენციების განხორციელება. მასწავლებლის პროფესიის გაძლიერება: რესურსების განვითარებაში მასწავლებლის ჩართვა გააძლიერებს მასწავლებელთა საზოგადოების გავლენას სწავლა-სწავლების პროცესზე და, შესაბამისად, პასუხისმგებლობას. შექმნის მასწავლებლის კარიერული განვითარების ლეგიტიმურ არხს ავტორობის სახით. მასწავლებლის პროფესიის თვითმყოფადობა, სისტემის არსებული მდგომარების გათვალისწინებით, შორეული პერსპექტივაა. თუმცა, სისტემის ეფექტიანობისთვის მნიშვნელოვანია, რომ სისტემის გარკვეულ ასპექტებზე პასუხისმგებლობა და უფლებები დელეგირებული იყოს პროფესიულ საზოგადოებაზე. 9. სასწავლო რესურსების კვლევების განვითარების ხელშეწყობა ამ მიმართულებით ხელშეწყობის მიზნით, შესაძლებელია ინტერვენციების განხორციელება რამდენიმე მიმართულებით. კერძოდ: ● ● მასწავლებელთა ასოციაციების ჩართვა სახელმძღვანელოების შეფასებაში: ამ მიმართულებით მასწავლებლების ასოციაციების საქმიანობის განვითარება ხელს შეუწყობს მტკიცებულებებზე დაფუძნებული მსჯელობის კულტურის განვითარებას სასკოლო საზოგადოებაში, მასწავლებლის პროფესიის გაძლიერებას და სისტემის განვითარებაში მისი როლის გაზრდას, სახელმძღვანელოების მეთოდოლოგიურ საკითხებზე ცოდნის გავრცელებას აქ გასათვალისწინებელია, რომ სახელმძღვანელოების კვლევას სჭირდება შესაბამისი კომპეტენციების განვითარება და გამოცდილების დაგროვება. უნივერსიტეტებში სამეცნიერო კვლევების განვითარება მიზნობრივი დაფინანსების საშუალებით. მნიშვნელოვანია გავითვალისწინოთ, რომ კვლევით უნივერსიტეტებს არ აქვთ საკმარისი რესურსი იმისთვის, რომ კვლევითი საქმიანობა დააფინანსონ. საუკეთესო შემთხვევაში, უნივერსიტეტები გამოყოფენ მცირე შიდა გრანტებს კვლევებისთვის. სახელმძღვანელოების მიმართულებით სამეცნიერო საქმიანობის წახალისებას სჭირდება სტაბილური დაფინანსების წყარო, რათა აკადემიურმა პერსონალის ნაწილმა რეგულარულად იკვლიოს სახელმძღვანელოების და სასწავლო რესურსების მეთოდოლოგიური საკითხები და აკადემიურ სივრცეში დაგროვდეს ექსპერტიზა, რომლის გამოყენება შესაძლებელი იქნება სისტემის განვითარებისთვის. 75 10. სკოლისთვის განვითარების ფონდის გამოყოფა სკოლებს უნდა გაუჩნდეთ საჭირო რესურსების შეძენის შესაძლებლობა. ეს ეხება როგორც ლაბორატორიებს, ასევე, წიგნებსა და სხვა რესურსებს. სკოლისთვის განვითარებისთვის საჭირო რესურსების გამოყოფა განსაკუთრებით აქტუალურია სკოლების ავტორიზაციის სისტემის გაძლიერების და გააქტიურების პირობებში, განსაკუთრებით, იმის გათვალისწინებით, რომ ავტორიზაციის კრიტერიუმები მოიცავს რესურსების გამოყენებასთან დაკავშირებულ კრიტერიუმებს. 2021 წლიდან საქართველოში აქტიურ ფაზაში შევიდა გარე შეფასების სისტემის რეფორმა და 2022 წლიდან დაიგეგმა სკოლების ავტორიზაცია. ამ რეფორმის საჭიროებაზე არაერთ კვლევასა და ანგარიშში გაესვა ხაზი. ავტორიზაციის კრიტერიუმები ეხება სკოლაში რესურსების მართვასაც (იხილეთ კრიტერიუმები დანართში მოცემულ ცხრილში), სავარაუდოდ, იმ დაშვებით, რომ ამით სკოლის მიერ რესურსების ეფექტიანად გამოყენებას მივაღწევთ. ასეთ გათვლებს ზოგიერთი კვლევაც ამყარებს. მაგალითად, ეგთო, აღმოსავლეთ ევროპისა და ცენტრალური აზიის ქვეყნებს რეკომენდაციას უწევს, განავითაროს სკოლის შეფასების სისტემა ისე, რომ მიღებული მონაცემების საშუალებით, სკოლის ადმინისტრაციას დაეხმაროს რესურსების უკეთ მართვაში, ხოლო გარე სტრუქტურებს კი სკოლის რესურსებით მხარდაჭერაში. თუმცა აქ უნდა გავითვალისწინოთ, რომ გარე შეფასება აუცილებელი, მაგრამ არასაკმარისი პირობაა. როგორც საერთაშორისო გამოცდილება გვიჩვენებს, გარე ანგარიშვალდებულების სისტემა ეფექტიანია მაშინ, როცა სასკოლო საზოგადოება ცხადად ხედავს, როგორ უკავშირდება გარე შეფასებას მათ გაუმჯობესებაზე ზრუნვას. ამიტომ ავტორიზაციის რეფორმაში გათვალისწინებული უნდა იყოს ის, თუ როგორ გამოვიყენებთ მიღებულ ინფორმაციას, მათ შორის, სკოლებში სასწავლო რესურსების შესახებ, სკოლების განვითარებისთვის საჭირო მხარდაჭერის იდენტიფიცირებისა და უზრუნველყოფისთვის. სკოლებისთვის განვითარების ფონდის გამოყოფის საჭიროება უფრო ცხადად გამოიკვეთება ავტორიზაციის საპილოტე შეფასებების შედეგად და, საერთაშორისო გამოცდილებასთან შეპირისპირების შედეგად, შესაძლებელი იქნება სკოლის განვითარების ფონდის საპილოტე რეჟიმში ამოქმედება. მნიშვნელოვანია, რომ მთელ საგანმანათლებლო სისტემაზე გავრცელებამდე, ჯეროვნად შეფასდეს სასკოლო განვითარების ფონდის ეფექტიანად განაწილებისა და სკოლის მიერ გამოყენების საჭიროებები. სასკოლო რესურსების ხარისხს განსაკუთრებით მაღალი ეფექტი აქვს მოსწავლეებისთვის ხელმოკლე ოჯახებიდან და მოწყვლადი ჯგუფებიდან მოსწავლეებისთვის. ამ კრიტერიუმის 76 გათვალისწინების გამოცდილება საქართველოშიც არსებობს. ათასწლეულის გამოწვევის ფონდი - საქართველოსა და ათასწლეულის გამოწვევის კორპორაციის მიერ განხორციელებული სასკოლო რეაბილიტაციის პროექტში სკოლის სარეაბილიტაციოდ შერჩევის ერთ-ერთი კრიტერიუმი სკოლაში სოციალურად დაუცველი მოსწავლეების წილი იყო ისე, რომ რაც უფრო მეტი იყო სოციალურად დაუცველი მოსწავლის წილი სკოლაში, მით უფრო მაღალი იყო სკოლის რეიტინგი შესარჩევი სკოლების სიაში. 77 თავი 4: რეკომენდაციები N რეკომენდაცია პასუხისმგებელი უწყება ვადა ზოგადი რეკომენდაციები 1 უწყებათაშორის ფორმატში შემუშავდეს რეგიონალური სკოლების განვითარების გრძელვადიანი სტრატეგია, ინფრასტრუქტურული და კუთხით, შორის მათ სკოლების ავტორიზაციის განათლებისა და 2023 წელი მეცნიერების სამინიტრო; · საგანმანათლებლო და სამეცნიერო ინფრასტრუქტურის განვითარების სააგენტო; მეთოდოლოგიური მხარდაჭერის ·საქართველოს ·საქართველოს პარლამენტი. საჭიროებების გათვალისწინებით. 2 სასკოლო ინფრასტრუქტურის მოვლა-პატრონობის ჭრილში · საქართველოს განათლებისა და 2023 წელი მეცნიერების სამინიტრო; მიმდინარე დეცენტრალიზაციის პროცესის ფარგლებში შემუშავდეს ცენტრალურ და ადგილობრივ ხელისუფლებებს და სკოლებს შორის თანამშრომლობის მექანიზმები, ინფორმაციის რეგულარული გაცვლისა ეფექტიანი მხარდაჭერის · სამეცნიერო საგანმანათლებლო და ინფრასტრუქტურის განვითარების სააგენტო. და მიზნით 78 3 უწყებათაშორის სამუშაო ფორმატში გადაიხედოს ზოგადი განათლების დაფინანსების მოდელი, შეფასდეს არსებული მოდელის შესაბამისობა მაღალი ხარისხის სწავლა-სწავლების ·საქართველოს განათლებისა და 2024 წელი მეცნიერების სამინიტრო; ·საქართველოს ფინანსთა სამინისტრო; · საქართველოს პარლამენტი. საქართველოს განათლებისა და 2023 წელი მოთხოვნებთან და მოსწავლეთა საუკეთესო ინტერესებთან; 4 შემუშავდეს თანამედროვე · განათლების პრინციპებზე მეცნიერების სამინიტრო; მორგებული სახელმძღვანელოთა განვითარების სტრატეგიები, დაინტერესებული აქტორების ჩართულობით; 5 შემუშავდეს ბიბლიოთეკების სკოლების წიგნადი · საქართველოს განათლებისა და 2023 წლის II მეცნიერების სამინიტრო; კვარტალი ფონდის განახლებისა და მათი კონცეპტუალური გეგმა მოწყობის · საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრო; · სამეცნიერო საგანმანათლებლო და ინფრასტრუქტურის განვითარების სააგენტო. 79 6 სახელმწიფომ გააძლიეროს ახალი ეროვნული სასწავლო გეგმის დანერგვის პროცესში ჩართული · საქართველოს განათლებისა და რეგულარულა მეცნიერების სამინიტრო დ სკოლების მეთოდოლოგიური და მატერიალურ-ტექნიკური მხარდაჭერა 7 სახელმწიფომ გააძლიეროს სწავლა-სწავლების მოსწავლეთა პროცესში, · საქართველოს განათლებისა და რეგულარულა მეცნიერების სამინიტრო დ საჭიროებაზე ორიენტირებული, ინდივიდუალური მხარდაჭერა სასკოლო სახელმძღვანელოები 8 სახელმძღვანელოთა ხარისხის საქართველოს უზრუნველყოფის განათლებისა და 2023 წლის II მიზნით, მეცნიერების სამინისტრო კვარტალი ავტორ-გამომცემლობებს მიეცეთ ხარისხიანი სახელმძღვანელოების შექმნისთვის საჭირო ვადა ციფრული რესურსები 9 ციფრული რესურსების ბანკი საქართველოს ჩამოყალიბდეს რომ განათლებისა და 2023 წლის II იმდაგვარად, მეცნიერების სამინისტრო კვარტალი მასწავლებლებს პროფესიული მათთვის მასწავლებელთა სასურველი რესურსის მოძიება განვითარების ეროვნული ცენტრი გაუადვილდეთ განათლების მართვის სისტემები 80 სასკოლო ლაბორატორიები 10 სახელმწიფომ სკოლების უზრუნველყოს წვდომა მაღალი · საქართველოს განათლებისა და რეგულარულა მეცნიერების სამინისტრო; დ ხარისხის ინტერნეტზე · სამეცნიერო საგანმანათლებლო და ინფრასტრუქტურის განვითარების სააგენტო. 11 შემუშავდეს სკოლების ლაბორატორიებით საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო უზრუნველყოფის მექანიზმები, სკოლის კონტიგენტის სამეცნიერო გათვალისწინებით საგანმანათლებლო და ინფრასტრუქტურის სააგენტო 81 [1] https://eurydice.eacea.ec.europa.eu/national-education-systems/netherlands/teaching-and-learning-primary-education [2] Repoussi, M., & Tutiaux-Guillon, N. (2010). New trends in history textbook research: Issues and methodologies toward a school historiography. Journal of Educational Media, Memory, and Society, 2(1), 154170. [3] [4] [5] Andguladze & Flemming, 2021 [6] https://eurydice.eacea.ec.europa.eu/national-education-systems/netherlands/teaching-and-learning-primary-education [7] Kovac & Sebart, 2004 82 გამოყენებული ლიტერატურა Admiraal, W. (2022). A typology of educators using Open Educational Resources for teaching. International Journal on Studies in Education (IJonSE), 4(1), 1-23. https://doi.org/10.46328/ijonse.60 Aminu, S., Hussaini, S., & Suleiman, S. (2021). Revitalizing School Libraries for Enhanced Service Delivery. Darling-Hammond, L., Hyler, M. E., & Gardner, M. (2017). Effective teacher professional development. De Jong, T., Linn, M. C., & Zacharia, Z. C. (2013). Physical and virtual laboratories in science and engineering education. Science, 340(6130), 305-308. Gu, X., Wu, B., & Xu, X. (2015). Design, development, and learning in e-Textbooks: what we learned and where we are going. Journal of Computers in Education, 2(1), 25-41. Imholz, S., & Arns, J. W. (2007). Worth their weight: an assessment of the evolving field of library valuation. Kazimzade, E. L. M. I. N. A. (2008). ‘The Free Market in Textbook Publishing. How NGOs React: Globalization and Education in the Caucasus, Central Asia, and Mongolia, edited by I. Silova and G. Steiner-Khamsi, 103-117. Kovac, M., & Kepic Mohar, A. (2022). The changing role of textbooks in primary education in the digital era: what can we learn from reading research?. CEPS Journal, 12(2), 11-27. Kovac, M., & Sebart, M. K. (2004). Where east meets west: controversies of textbook publishing in small former communist countries. Publishing research quarterly, 20(3), 40-52. Kovač, M., & Šebart, M. K. (2019). Educational publishing: How it works: Primary and secondary education publishing. Li, R. R., Kitchen, H., George, B., Richardson, M., & Fordham, E. (2019). oecd reviews of evaluation and assessment in education: Georgia. OECD: Organisation for Economic Co-operation and Development. Lievens, F. (2001). Assessor training strategies and their effects on accuracy, interrater reliability, and discriminant validity. Journal of Applied Psychology, 86(2), 255 Murillo, F. J., & Román, M. (2011). School infrastructure and resources do matter: analysis of the incidence of school resources on the performance of Latin American students. School effectiveness and school improvement, 22(1), 29-50. Nusche, D. et al. (2016), OECD Reviews of School Resources: Austria 2016, OECD Reviews of School Resources, OECD Publishing, Paris. http://dx.doi.org/10.1787/9789264256729-en OECD/The World Bank (2015), OECD Reviews of School Resources: Kazakhstan 2015, OECD Publishing, Paris. http://dx.doi.org/10.1787/9789264245891-en Potkonjak, V., Gardner, M., Callaghan, V., Mattila, P., Guetl, C., Petrović, V. M., & Jovanović, K. (2016). Virtual laboratories for education in science, technology, and engineering: A review. Computers & Education, 95, 309-327. Read, T. (2011). Learning and teaching materials: Policy and practice for provision. Guidance Note–A DFID Practice Paper. Santiago, P. et al. (2016a), OECD Reviews of School Resources: Estonia 2016, OECD Reviews of School Resources, OECD Publishing, Paris. http://dx.doi.org/10.1787/9789264251731-en Santiago, P. et al. (2016b), OECD Reviews of School Resources: Slovak Republic 2015, OECD Reviews of School Resources, OECD Publishing, Paris. http://dx.doi.org/10.1787/9789264247567-en Shewbridge, C. et al. (2016b), OECD Reviews of School Resources: Lithuania 2016, OECD Reviews of School Resources, OECD Publishing, Paris. http://dx.doi.org/10.1787/9789264252547-en Shewbridge, C., et al. (2016a), OECD Reviews of School Resources: Czech Republic 2016, OECD Publishing, Paris. http://dx.doi.org/10.1787/9789264262379-en Smart, A. 2020. Georgia’s textbook policy: a situation review. Unpublished document Wineburg, S., & Martin, D. (2009). Tampering with history: Adapting primary sources for struggling readers. Social education, 73(5), 212-216. 83 Wiseman, A. W., & Hildebrandt-Wypych, D. (2021). The Shift from Hegemonic Agenda-Setting to Normative Discourse Formation in School Textbooks Worldwide. In Comparative Perspectives on School Textbooks (pp. 339-354). Palgrave Macmillan, Cham. Zaturrahmi, Z., Festiyed, F., & Ellizar, E. (2020). The utilization of virtual laboratory in learning: a metaanalysis. Indonesian Journal of Science and Mathematics Education, 3(2), 228-236. Coleman, M. C. (2016). Design Thinking and the School Library. Knowledge Quest, 44(5), 62-68. Grigsby, S. K. (2015). Re-imagining the 21st century school library: From storage space to active learning space. TechTrends, 59(3), 103-106. Boyer, B. (2015). Designer librarian: Embedded in k12 online learning. TechTrends, 59(3), 71-76. Boyer, B., & Kelly, R. (2014). K-12 online and blended learning, school libraries, and school librarians. In R. E. Ferdig & K. Kennedy (Eds.), Handbook of research on K-12 online and blended learning (pp. 365–388). Pittsburgh, PA: ETC. Press. OECD/UNICEF (2021), Education in Eastern Europe and Central Asia: Findings from PISA, PISA, OECD Publishing, Paris, https://doi.org/10.1787/ebeeb179-en. Reid, G. (2021). The Impact of Digital Technologies and COVID-19 on the Role of the Primary Educational Publisher (Doctoral dissertation). FERNÁNDEZ-LÓPEZ, Á., RODRÍGUEZ-FÓRTIZ, M. J., RODRÍGUEZ-ALMENDROS, M. L., & MARTÍNEZ-SEGURA, M. J. (2013). MOBILE LEARNING TECHNOLOGY BASED ON IOS DEVICES TO SUPPORT STUDENTS WITH SPECIAL EDUCATION NEEDS. COMPUTERS & EDUCATION, 61, 77-90. 84