საქართველოს პარლამენტის საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის მომართვა საქართველოს პარლამენტის წევრების: შალვა შავგულიძის, დავით უსუფაშვილის და ანა ნაცვლიშვილის მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარმოდგენილი „საქართველოს პარლამენტის რეგლამენტში ცვლილების შეტანის შესახებ“ (№07-3/235; 07.09.2022) საქართველოს პარლამენტის რეგლამენტის პროექტის განხილვის ვადის ერთი თვით გაგრძელების შესახებ

საორგანიზაციო საკითხი განხილვაშია
ინიცირების თარიღი
11.10.2022
ავტორი
საქართველოს პარლამენტის საპროცდურო საკითხთა და წესების კომიტეტი
ნომერი
#2-15622/22/10
წყარო

📋 განხილვის ეტაპები

📅 დამატებითი ინფორმაცია

ბიუროზე განხილვის თარიღი 2022-10-17
ბიუროს ნომერი 189

📜 ტექსტი

წერილი
საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტი 2-15622/22 11-10-2022 საქართველოს პარლამენტის ბიუროს გაცნობებთ, რომ საქართველოს პარლამენტში პარლამენტის წევრების შალვა შავგულიძის, დავით უსუფაშვილისა და ანა ნაცვლიშვილის მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარმოდგენილია საქართველოს პარლამენტის რეგლამენტის პროექტი „საქართველოს პარლამენტის რეგლამენტში ცვლილების შეტანის შესახებ“ (№07-3/235; 07.09.2022). საქართველოს პარლამენტის ბიუროს 2022 წლის 12 სექტემბრის N174/1 გადაწყვეტილებით, წარმოდგენილ რეგლამენტის პროექტზე წამყვანი კომიტეტია საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტი, რომელსაც განხილვის მაქსიმალურ ვადად განესაზღვრა 2022 წლის 17 ოქტომბერი. ვინაიდან აღნიშნულ ვადაში რეგლამენტის პროექტის განხილვა ვერ ხერხდება, გთხოვთ, აღნიშნულ პროექტზე განხილვის ვადა გააგრძელოთ 2022 წლის 17 ოქტომბრიდან 1 თვით. პატივისცემით, კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი ქადაგიშვილი თბილისი 0118, რუსთაველის გამზირი # 8, საქართველოს პარლამენტის სასახლე ტელეფონი: (995 32) 2281679. ელ. ფოსტა: contact@parliament.ge