საქართველოს პარლამენტის განათლებისა და მეცნიერების კომიტეტის ინფორმაცია 2022 წლის 11 ოქტომბრის კომიტეტის სხდომაზე კომიტეტის თავმჯდომარის პირველ მოადგილედ საქართველოს პარლამენტის წევრის მარიამ ლაშხის არჩევის შესახებ
📋 განხილვის ეტაპები
განათლების და მეცნიერების კომიტეტის სხდომაზე განხილული დოკუმენტი
ბიუროზე განხილული დოკუმენტი
📅 დამატებითი ინფორმაცია
კომიტეტზე განხილვის თარიღი 2022-10-11
კომიტეტის სხდომის ნომერი 53
📜 ტექსტი
დღის წესრიგი
10/11/22, 7:23 PM
საქართველოს პარლამენტი
განათლებისა და მეცნიერების კომიტეტის სხდომა
თარიღი
11 ოქტომბერი 2022 13:30
2022 წლის 11 ოქტომბერი, 13:30 საათი
ქ. თბილისი, რუსთაველის გამზირი N8
კომიტეტის სათათბირო ოთახი N239
(C კორპუსი, II სართული)
დღის წესრიგი
1. საქართველოს მთავრობის მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარმოდგენილი
საქართველოს კანონის პროექტი „საქართველოს 2023 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ“
თანდართულ მასალებთან ერთად, დოკუმენტი - „ქვეყნის ძირითადი მონაცემები და
მიმართულებები
წლებისათვის“,
2023-2026
საქართველოს
მთავრობის
მოხსენება
-
„საქართველოს 2022 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესრულების მიმდინარეობის შესახებ“
(07-2/189; 30.09.2021) განხილვა;
მომხსენებელი:
გიორგი
კაკაურიძე
საქართველოს
-
ფინანსთა
მინისტრის
პირველი
მოადგილე;
2. საქართველოს მთავრობის მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარმოდგენილი
საქართველოს კანონის პროექტი „ზოგადი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონში
ცვლილების შეტანის თაობაზე“ (07-2/164; 06.07.2022) განხილვა II მოსმენით;
მომხსენებელი:
ვალერიან
გობრონიძე
-
საქართველოს
განათლებისა
და
მეცნიერების
მინისტრის მოადგილე;
3. საქართველოს მთავრობის მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარმოდგენილი
საქართველოს კანონის პროექტები: „ზოგადი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონში
ცვლილების შეტანის თაობაზე“ და „უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონში
ცვლილების შეტანის თაობაზე“ (07-2/166; 15.07.2022) განხილვა I მოსმენით;
მომხსენებელი:
ვალერიან
გობრონიძე
https://parliament.ge/print/announcement/1690?local=true
-
საქართველოს
განათლებისა
და
მეცნიერების
1/2
10/11/22, 7:23 PM
საქართველოს პარლამენტი
მინისტრის მოადგილე;
4. კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილის არჩევა;
მომხსენებელი: გიორგი ამილახვარი - კომიტეტის თავმჯდომარე.
https://parliament.ge/print/announcement/1690?local=true
2/2
ოქმი
განათლებისა და მეცნიერების კომიტეტის სხდომის ოქმი
ოქმი N53
2022 წელი, 11 ოქტომბერი, 12:00 საათი
ქ. თბილისი, რუსთაველის გამზირი N8
პირველი რესპუბლიკის სახელობის დარბაზი
(C კორპუსი, III სართული)
სხდომას უძღვებოდა: გიორგი ამილახვარი - საქართველოს პარლამენტის განათლებისა და
მეცნიერების კომიტეტის თავმჯდომარე.
სხდომას ესწრებოდნენ კომიტეტის წევრები: მაია მენაღარიშვილი, ბექა დავითულიანი,
მარიამ ლაშხი, ვლადიმერ კახაძე, ბაია კვიციანი, გენრიეტა წიწავა, ვახტანგ მეგრელიშვილი,
როსტომ ჩხეიძე, თამარ ჩარკვიანი.
სხდომაზე დამსწრე სხვა პირები: გიორგი კაკაურიძე, საქართველოს ფინანსთა მინისტრის
პირველი მოადგილე;
ვალერიან
გობრონიძე,
საქართველოს
განათლებისა
და
მეცნიერების
თათულაშვილი,
საქართველოს
პრემიერ-მინისტრის
მინისტრის
მოადგილე;
ნიკო
მრჩეველი
ადამიანის
უფლებათა დაცვის საკითხებში.
სხდომის მდივანი: ქეთევან გოცირიძე - განათლებისა და მეცნიერების კომიტეტის
აპარატის უფროსი სპეციალისტი.
სხდომის თავმჯდომარემ გიორგი ამილახვარმა დაადასტურა კვორუმის არსებობა და
კომიტეტის წევრებს გააცნო განათლებისა და მეცნიერების, სპორტისა და
ახალგაზრდობისა და კულტურის კომიტეტების გაერთიანებული სხდომის დღის
წესრიგით გათვალისწინებული განსახილველი საკითხი. დეპუტატებმა დაამტკიცეს დღის
წესრიგი.
დღის წესრიგი:
ერთობლივი სხდომის დღის წესრიგი
1. საქართველოს მთავრობის მიერ წარმოდგენილი „შეზღუდული შესაძლებლობის
მქონე პირების უფლებების შესახებ“ საქართველოს სამინისტროების 2021 წლის
სამოქმედო გეგმების შესრულების წლიური ანგარიში“ (07-2/174; 18.08.2022);
მომხსენებელი:
საქართველოს
პრემიერ-მინისტრის
მრჩეველი
ადამიანის
უფლებათა დაცვის საკითხებში - ნიკო თათულაშვილი.
განათლებისა და მეცნიერების კომიტეტის განსახილველი საკითხები
2. საქართველოს მთავრობის მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარმოდგენილი
საქართველოს კანონის პროექტი „საქართველოს 2023 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის
შესახებ“ თანდართულ მასალებთან ერთად, დოკუმენტი - „ქვეყნის ძირითადი მონაცემები
და მიმართულებები 2023-2026 წლებისათვის“, საქართველოს მთავრობის მოხსენება „საქართველოს 2022 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესრულების მიმდინარეობის შესახებ“
(№07-2/189; 30.09.2021) განხილვა;
მომხსენებელი: გიორგი კაკაურიძე - საქართველოს ფინანსთა მინისტრის პირველი
მოადგილე;
3. საქართველოს მთავრობის მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარმოდგენილი
საქართველოს კანონის პროექტი „ზოგადი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონში
ცვლილების შეტანის თაობაზე“ (№07-2/164; 06.07.2022) განხილვა II მოსმენით;
მომხსენებელი: ვალერიან გობრონიძე - საქართველოს განათლებისა და მეცნიერების
მინისტრის მოადგილე;
4. საქართველოს მთავრობის მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარმოდგენილი
საქართველოს კანონის პროექტები: „ზოგადი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონში
ცვლილების შეტანის თაობაზე“ და „უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს
კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ (№07-2/166; 15.07.2022) განხილვა I მოსმენით;
მომხსენებელი: ვალერიან გობრონიძე - საქართველოს განათლებისა და მეცნიერების
მინისტრის მოადგილე;
5. კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილის არჩევა.
მომხსენებელი: გიორგი ამილახვარი - კომიტეტის თავმჯდომარე.
კომიტეტმა მოისმინა:
ნიკო თათულაშვილმა, პრემიერ-მინისტრის მრჩეველმა ადამიანის უფლებათა დაცვის
საკითხებში სხდომაზე დამსწრე პირებს განსახილველად წარუდგინა საქართველოს
მთავრობის მიერ წარმოდგენილი „შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირების
უფლებების შესახებ“ საქართველოს სამინისტროების 2021 წლის სამოქმედო გეგმების
შესრულების წლიური ანგარიში“.
მომხსენებლის განცხადებით, საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციამ შშმ პირების
უფლებების შესახებ საქართველოს კანონის საფუძველზე, 2021 წლის განმავლობაში
კოორდინაცია გაუწია სახელმწიფო უწყებებს, შშმ პირთა უფლებების შესახებ სამოქმედო
გეგმების მიღების პროცესში, შედეგად სამოქმედო გეგმები, სამინისტროების გარდა
დაამტკიცა სხვა სახელმწიფო უწყებებმაც, მათ შორის: გენერალურმა პროკურატურამ,
სტატისტიკის ეროვნულმა სამსახურმა ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ, საჯარო
სამსახურის ბიურომ და სხვა ადმინისტრაციულმა ორგანოებმა, სამოქმედო გეგმები, ასევე,
დაამტკიცა ყველა მუნიციპალიტეტმა.
ანგარიშში ყურადღება გამახვილებულია ისეთ მნიშვნელოვან საკითხებზე, როგორიცაა
საერთაშორისო პრაქტიკის შესწავლა და ცნობიერების ამაღლება, ჯანმრთელობის დაცვა,
დამოუკიდებელი ცხოვრების ხელშეწყობა, ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფა,
დასაქმების ხელშეწყობა, სოციალური დაცვა, განათლების უფლება, შშმ პირების
მონაწილეობა კულტურულ სპორტულ, გასართობ და სხვა აქტივობებში.
2021 წლის განმავლობაში განათლების ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფის კუთხით,
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრომ, შშმ პირთა უფლებების
სამოქმედო გეგმის მიხედვით მნიშვნელოვანი აქტივობები განახორციელა, მათ შორის,
ქართული ჟესტური ენის თარჯიმნის პროფესიული განვითარების ხელშეწყობის მიზნით,
მინისტრის, 2021 წლის 7 ივნისის 345-ე ბრძანებით ჩამოყალიბდა სურდო-თარჯიმნების
სერტიფიცირების პროგრამა, რომლის ფარგლებშიც, სსიპ მასწავლებელთა პროფესიული
განვითარების ეროვნული ცენტრის მიერ ხორციელდება ჟესტური ენის თარჯიმნის
გადამზადება. 2021 წელს სურდო-თარჯიმნების სერტიფიცირების პროგრამა გაიარა
ქართული ჟესტური ენის 30-მდე თარჯიმანმა, მომზადდა აუტისტური სპექტრის
აშლილობის მქონე პირების პროფესიულ განათლებაში ტრანზიციის ხელშეწყობის
მოდელი, ამასთანავე განხორციელდა მოდელის პილოტირება და პილოტირების
შედეგებზე
დაყრდნობით
შემუშავდა
დამატებითი
რეკომენდაციები
აუტისტური
სპექტრის აშლილობის მქონე პირების პროფესიულ განათლებაში ტრანზიციის
მაქსიმალურად ეფექტიანად განხორციელებისათვის. მომზადდა რეკომენდაციები
სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე მოსწავლეების სასწავლო პროცესის
ორგანიზების მიმართულებით პირისპირ და დისტანციური სწავლების დროს, მომზადდა
სკოლებში რესურს ოთახების მოწყობისა და ფუნქციონირების რეკომენდაცია, რომელიც
უნდა გაითვალისწინონ სკოლებმა. სსსმ მოსწავლეთა დისტანციურ ფორმატში, სწავლასწავლების ხელშეწყობის მიზნით შემუშავდა ტრენინგ-მოდული, რომელიც შეთავაზებულ
იქნა საქართველოს მასშტაბით განათლების სისტემაში მომუშავე ყველა სპეციალური
მასწავლებლისათვის,
მოდული
სპეციალურმა მასწავლებელმა.
ამ
დროისთვის
წარმატებით
გაიარა
1500-მდე
კომიტეტზე გამოითქვა მოსაზრება:
განათლებისა და მეცნიერების კომიტეტის წევრის, ბაია კვიციანის კითხვა ეხებოდა
სკოლებში
რესურს
უზრუნველყოფის
ოთახების
არსებობის,
მონიტორინგს.
ასევე,
მათი
მოწყობისა
შეკითხვა
და
მოიცავდა
შესაბამისობის
სკოლებში
სპეც-
მასწავლებლების რაოდენობის ზრდის საკითხს.
კომიტეტის წევრმა, მარიამ ლაშხმა ყურადღება გაამახვილა შშმ ქალთა ჯანდაცვისა და
განათლების სერვისების ხელმისაწვდომობაზე. მისი კითხვა მოიცავდა, ასევე, გენდერული
თანასწორობის საბჭოს მიერ თემატური
რეკომენდაციების აღსრულების საკითხს.
მოკვლევის
ფარგლებში
გაცემული
ნიკო თათულაშვილმა განაცხადა, რომ სამოქმედო გეგმების ერთ-ერთი მიზანი, როგორც
განათლებისა და მეცნიერების სამინისტროსთვის, ისე მუნიციპალიტეტებისთვის სწორედ
არსებულ გამოწვევებთან ბრძოლა და პრობლემების გადაწყვეტაა, რომელთაგან ერთ-ერთ
მთავარ მიმართულებას, რა თქმა უნდა, რესურს ოთახების მოწესრიგება და მათი სწორად
ფუნქციონირება წარმოადგენს.
რაც შეეხება შშმ ქალთა ხელმისაწვდომობას, მან აღნიშნა, რომ სამოქმედო გეგმები
გენდერულად ნეიტრალურია, თუმცა, გასულ წლებთან შედარებით, წლევანდელი
სამოქმედო გეგმები, მეტად დახვეწილია.
ნიკო თათულაშვილმა, ასევე, აღნიშნა, რომ სამინისტრო ორიენტირებულია სპეცმასწავლებლების გადამზადებაზე და რომ ერთ-ერთი გამოწვევა, სწორედ მათი მცირე
რაოდენობაა.
კომიტეტმა გადაწყვიტა:
განათლებისა და მეცნიერების კომიტეტის წევრებმა მხარი დაუჭირეს საქართველოს
მთავრობის
მიერ
წარმოდგენილ
„შეზღუდული
შესაძლებლობის
მქონე
პირების
უფლებების შესახებ“ საქართველოს სამინისტროების 2021 წლის სამოქმედო გეგმების
შესრულების წლიური ანგარიშს“.
კენჭისყრის შედეგები:
მომხრე: 8;
წინააღმდეგი: 0;
თავი შეიკავა: 0.
განათლებისა და მეცნიერების კომიტეტის სხდომა გაგრძელდა კომიტეტის სათათბირო
ოთახში. კომიტეტის თავმჯდომარემ, გიორგი ამილახვარმა კომიტეტის წევრებს
წარუდგინა დარჩენილი განსახილველი საკითხები, რომელთაც კომიტეტის წევრებმა კენჭი
უყარეს.
კომიტეტმა მოისმინა:
საქართველოს ფინანსთა მინისტრის პირველმა მოადგილემ, გიორგი კაკაურიძემ
კომიტეტის წევრებს განსახილველად წარუდგინა საქართველოს მთავრობის მიერ
საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარმოდგენილი საქართველოს კანონის პროექტი
„საქართველოს 2023 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ“ თანდართულ მასალებთან
ერთად, დოკუმენტი - „ქვეყნის ძირითადი მონაცემები და მიმართულებები 2023-2026
წლებისათვის“, საქართველოს მთავრობის მოხსენება - „საქართველოს 2022 წლის
სახელმწიფო ბიუჯეტის შესრულების მიმდინარეობის შესახებ“ (№07-2/189; 30.09.2021).
მომხსენებლის განცხადებით, თავდაცვისა და უსაფრთხოების კუთხით დაფინანსება
წლევანდელთან შედარებით, დაახლოებით, 490 მლნ. ლარით იზრდება, საკმაოდ დიდი
ზრდა არის სოციალური მიმართულებით, პენსიების შესახებ კანონი გულისხმობს
ინდექსაციას ეკონომიკური ზრდისა და ინფლაციიდან გამომდინარე, შესაბამისად,
მომდევნო წლიდან 70 წლისა და უფრო მეტი ასაკის პენსიონერებისთვის განსაზღვრულია
65 ლარის ოდენობით, ხოლო, 70 წლამდე პირთათვის 35 ლარის ოდენობით პენსიის
გაზრდა, კვლავ შენარჩუნებულია დანამატები მაღალმთიან რეგიონებში მცხოვრები
პირებისთვის. წარმოდგენილ ბიუჯეტში, ასევე, 65 ლარით იზრდება მკვეთრად
გამოხატული შშმ პირთა პენსია, ხოლო, 35 ლარით, მნიშვნელოვნად და ზომიერად
გამოხატული შშმ პირთა პენსია. ეკონომიკის ხელშეწყობის კუთხით, მომდევნო წელს,
ჯამში
დაგეგმილია
6
მლრდ-ის
ოდენობის
ინფრასტრუქტურული
პროექტების
დაფინანსება. სოფლის მეურნეობის ხელშემწყობი პროგრამების დაფინანსება არის 590
მლნ. ლარი, ხოლო, ეკონომიკის სამინისტროს ნაწილში, მცირე და საშუალო ბიზნესის
ხელშეწყობის პროგრამები, აწარმოე საქართველოს პროგრამის ფარგლებში არის 260 მლნ.
ლარი. გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მიმართულებით ჯამში არის 688 მლნ.
ლარი.
განათლებისა და მეცნიერების სამინისტროსთვის მომავალ წელს მილიარდ 978 მლნ.
ლარია გამოყოფილი, რაც დაახლოებით 294 მლნ. ლარით მეტია წლევანდელ გეგმასთან
შედარებით. ამ თანხის ფარგლებში, ზოგადი და სკოლამდელი განათლების დაფინანსების
ნაწილში გათვალისწინებულია მილიარდ 293 მლნ. ლარი, რაც ითვალისწინებს შესაბამისი
სტატუსის მქონე მასწავლებლების დანამატის ზრდას 125 ლარით, ამავე თანხით არის
განსაზღვრული მანდატურების ხელფასების ზრდა, გარდა ამისა, საჯარო სკოლებში
გათვალისწინებულია ადმინისტრაციულ-ტექნიკური პერსონალისთვის ხელფასის 10%იანი ზრდა, პროფესიული განათლების მიმართულებით არის 87 მლნ. ლარი გამოყოფილი
და ამ შემთხვევაშიც გათვალისწინებულია მასწავლებლების საათობრივი ანაზღაურების
ზრდა 15-დან 18 ლარამდე. უმაღლესი განათლების კუთხით, გათვალისწინებულია 148
მლნ. ლარი, მეცნიერების დაფინანსება 76 მლნ. ლარამდეა წარმოდგენილი, ინკლუზიური
განათლების ნაწილში, ძირითადად საჯარო სკოლების ნაწილშია ეს თანხები და 42 მლნ.
ლარამდეა
გათვალისწინებული,
აქაც
მასწავლებელთა
ხელფასების
ზრდა
გათვალისწინებულია და ინფრასტრუქტურის განვითარება, ჯამში არის 229 მლნ. ლარი,
მათ შორის სკოლების ნაწილში 179 მლნ. ლარი, პროფესიული საგანმანათლებლო
დაწესებულების ნაწილში 50 მლნ. ლარი და უმაღლეს საგანმანათლებლო და სამეცნიერო
დაწესებულებებისთვის 10 მლნ. ლარი.
კომიტეტზე გამოითქვა მოსაზრება:
კომიტეტის წევრმა, ბექა დავითულიანმა ყურადღება გაამახვილა სკოლის ფსიქოლოგების
ანაზღაურებაზე, მისი ხედვით, საჭიროა მათი ხელფასების მასწავლებელთა მინიმალურ
ანაზღაურებასთან გათანაბრება.
კომიტეტის წევრის, მარიამ ლაშხის კითხვა ეხებოდა პროფესიულ განათლებას, კერძოდ
დაფინანსების
ეფექტური
მოდელის
შემუშავებისა
და
დაზოგილი
ბიუჯეტის
გადანაწილების საკითხს.
კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილემ, მაია მენაღარიშვილმა ყურადღება გაამახვილა
ქართული ენის მხარდაჭერის საკითხზე, კერძოდ სახელმწიფო ენის დეპარტამენტის
პროექტზე. აღნიშნული ინტერნეტ პორტალის შექმნის იდეას ეხება, რომელშიც
ნორმატიული ენობრივი რესურსები იქნება განთავსებული.
კომიტეტის წევრმა ვლადიმერ კახაძემ აღნიშნა, რომ განხორციელებული ცვლილებების
მიხედვით
სადეკრეტო
მხარდაჭერა
მასწავლებლებისათვის
სრულად
იქნება
ანაზღაურებული. მან, ასევე, ყურადღება გაამახვილა ფსიქოლოგების მხარდაჭერის და
მათი ანაზღაურების საკითხზე.
კომიტეტის თავმჯდომარემ, გიორგი ამილახვარმა ყურადღება გაამახვილა უმაღლესი
განათლებისა და პროფესიული განათლების დაფინანსების მოდელების ცვლილებაზე.
როგორც გიორგი ამილახვარმა აღნიშნა, უმაღლესი განათლების დაფინანსების მოდელის
კონცეფციის დამუშავება საბოლოო ეტაპზეა და ითხოვა დაზუსტება მოდელის ძალაში
შესვლისა და აღსრულების ვადებთან დაკავშირებით. გიორგი ამილახვარმა თავის
გამოსვლაში ხაზი გაუსვა მასწავლებელთა ანაზღაურების ყოველწლიური ზრდის
მნიშვნელობას.
გიორგი კაკაურიძის თქმით მიუხედავად იმისა, რომ სკოლის ფსიქოლოგების ანაზღაურება
იმატებს პრობლემად რჩება კადრების ნაკლებობის საკითხი.
პროფესიული და უმაღლესი განათლების დაფინანსების საკითხთან დაკავშირებით,
გიორგი კაკაურიძემ განაცხადა, რომ მოდელის ცვლილება არ მოიტანს ბიუჯეტში
ეკონომიას, პირიქით შესაძლებელია ხარჯი გაიზარდოს, თუმცა, ცვლილების მიზანი არა
ეკონომია, არამედ ხარჯვის ეფექტურობის გაზრდა უნდა იყოს. ასევე, მან აღნიშნა, რომ
უმაღლესი განათლების დაფინანსების მოდელი 2023 წელს შენარჩუნდება არსებული
სახით, ახალი მოდელის დანერგვა, 2024 წლისთვის იგეგმება.
მინისტრის მოადგილემ ასევე აღნიშნა, რომ სახელმწიფო ენის დეპარტამენტიდან
დაფინანსების საკითხზე მოთხოვნა არსებობს, თუმცა სრული დაფინანსების 2023 წელს
გამოყოფა შესაძლებელია ვერ მოხდეს. აღნიშნულთან დაკავშირებით წარიმართება
უწყებათაშორისი შეხვედრები და გაიწერება სამომავლო გეგმები.
განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მოადგილემ, ვალერიან გობრონიძემ განაცხადა,
რომ უმაღლესი განათლების დაფინანსების მოდელის კონცეფცია შემუშავებულია.
კონცეფციაში შეტანილი ცვლილებები მისცემს უნივერსიტეტებს საშუალებას, რომ არ
იყვნენ დამოკიდებულნი მხოლოდ სტუდენტთა გადასახადებზე. პროცესი გადადის ახალ
ეტაპზე, როდესაც განიხილება კონკრეტული ინდიკატორები. პროცესში მაქსიმალურად
იქნება საუნივერსიტეტო საზოგადოება ჩართული და უახლოეს მომავალში მინისტრის
მიერ გაკეთდება მოხსენება აღნიშნულთან დაკავშირებით. ვალერიან გობრონიძემ აღნიშნა,
რომ 2023 წელი იქნება გარდამავალი პერიოდი და რეალური ცვლილებები
განხორციელდება 2024 წლიდან. რაც შეეხება პროფესიულ განათლებას, ვალერიან
გობრონიძემ
განაცხადა,
საზოგადოებასთან
(GIZ)
რომ
ერთად
გერმანიის
საერთაშორისო
შემუშავებულია
ძირითადი
თანამშრომლობის
კონცეფცია,
ამ
მიმართულებაშიც შემოღებული იქნება შედეგებზე ორიენტირებული დაფინანსება,
იგეგმება განხილვები პროფესიულ კოლეჯებთან და უნარების სააგენტოსთან.
კომიტეტმა გადაწყვიტა:
განათლებისა და მეცნიერების კომიტეტის წევრებმა მხარი დაუჭირეს საქართველოს
მთავრობის მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარმოდგენილ საქართველოს
კანონის პროექტს „საქართველოს 2023 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ“
თანდართულ მასალებთან ერთად, დოკუმენტი - „ქვეყნის ძირითადი მონაცემები და
მიმართულებები 2023-2026 წლებისათვის“, საქართველოს მთავრობის მოხსენებას „საქართველოს 2022 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესრულების მიმდინარეობის შესახებ“
(№07-2/189; 30.09.2021).
კენჭისყრის შედეგები:
მომხრე: 8;
წინააღმდეგი: 0;
თავი შეიკავა: 0.
კომიტეტმა მოისმინა:
განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მოადგილემ, ვალერიან გობრონიძემ კომიტეტის
წევრებს II მოსმენით განსახილველად წარუდგინა საქართველოს მთავრობის მიერ
საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარმოდგენილი საქართველოს კანონის პროექტი
„ზოგადი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“
(№07-2/164; 06.07.2022).
მომხსენებლის განცხადებით, აღნიშნული კანონის პროექტი I მოსმენის შემდეგ უცვლელი
სახითაა წარმოდგენილი.
კომიტეტმა გადაწყვიტა:
განათლებისა და მეცნიერების კომიტეტის წევრებმა მხარი დაუჭირეს საქართველოს
მთავრობის მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარმოდგენილ საქართველოს
კანონის პროექტს „ზოგადი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების
შეტანის თაობაზე“ II მოსმენით(№07-2/164; 06.07.2022).
კენჭისყრის შედეგები:
მომხრე: 8;
წინააღმდეგი: 0;
თავი შეიკავა: 0.
კომიტეტმა მოისმინა:
განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მოადგილემ, ვალერიან გობრონიძემ კომიტეტის
წევრებს განსახილველად წარუდგინა საქართველოს მთავრობის მიერ საკანონმდებლო
ინიციატივის წესით წარმოდგენილი საქართველოს კანონის პროექტები: „ზოგადი
განათლების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ და
„უმაღლესი
განათლების
შესახებ“
საქართველოს
კანონში
ცვლილების
შეტანის
თაობაზე“(№07-2/166; 15.07.2022).
მომხსენებლის
განცხადებით,
კანონპროექტის
მიღება
გამოწვეულია
ინკლუზიურ
განათლებაში ჩართული სპეციალური მასწავლებლების მიმართ ამჟამად არსებული
საკანონმდებლო რეგულაციების დახვეწის საჭიროებიდან. კანონპროექტის თანახმად,
სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე მოსწავლეებისათვის განათლების
უზრუნველყოფის მიზნით ზუსტდება სპეციალური მასწავლებლის განათლებისთვის
დადგენილი მოთხოვნები და გათვალისწინებული იქნება სხვადასხვა კვალიფიკაციის
მქონე პირი, რომელსაც ექნება შესაძლებლობა გახდეს სპეციალური მასწავლებელი.
კერძოდ, კანონის ძალაში შესვლის შემდეგ, არსებული მოდელისაგან განსხვავებით,
ფსიქოლოგის ან ოკუპაციური თერაპევტის აკადემიური ხარისხის მქონე პირს ექნება
შესაძლებლობა დასაქმდეს, როგორც სპეციალური მასწავლებელი. ასევე, ცვლილებების
შედეგად, გაჩნდება სპეციალური მასწავლებლის მოსამზადებელი 60 კრედიტიანი
საგანმანათლებლო პროგრამა, რომლის დასრულების შემდეგ, პირს ექნება შესაძლებლობა
დასაქმდეს ამ მიმართულებით. ცვლილება, ასევე, ითვალისწინებს სპეციალური
განათლების ან განათლების აკადემიური დოქტორის მოპოვების შემთხვევაში, თუკი,
ნაშრომი ეხება ინკლუზიურ განათლებას, პირისთვის სპეციალურ მასწავლებლად
დასაქმების შესაძლებლობის მიცემას. ინკლუზიური განათლების მიმართულებით,
კვალიფიციური კადრების მომზადების მიზნით, 300 კრედიტიან ინტეგრირებულ
საბაკალავრო-სამაგისტრო საგანმანათლებლო პროგრამაშიც შევა შესაბამისი მოდული, რაც
შესაძლებლობას
კადრები.
მისცემს
უნივერსიტეტს
მოამზადოს
აღნიშნული
კვალიფიკაციის
კომიტეტზე გამოითქვა მოსაზრება:
კომიტეტის თავმჯდომარის, გიორგი ამილახვარის კითხვა ეხებოდა საბაკალავრო
პროგრამის პარალელურად სპეციალური მასწავლებლის მომზადების 60 კრედიტიანი
პროგრამის
გავლის
შესაძლებლობას.
ვალერიან
გობრონიძემ
განაცხადა,
რომ
წარმოდგენილი კანონის პროექტი ამას არ ითვალისწინებს, თუმცა, შესაძლებელია
დამატებით საკითხის დაზუსტება.
კომიტეტის წევრის, ვახტანგ მეგრელიშვილის კითხვა ეხებოდა იმ უნარ-ჩვევებს, რომლის
ათვისებაც უნდა მოხდეს 60 კრედიტიანი პროგრამის გავლის შემდეგ და რომელიც
სჭირდება სპეც-მასწავლებლის პრაქტიკას.
ვალერიან გობრონიძემ განაცხადა, რომ სპეციალური მასწავლებლის პროგრამა მისცემს
საშუალებას, მაგალითად, ფსიქოლოგებსა და ოკუპაციურ თერაპევტებს, რომ აიმაღლონ
კვალიფიკაცია სსსმ მოსწავლეებთან სამუშაოდ.
კომიტეტმა გადაწყვიტა:
განათლებისა და მეცნიერების კომიტეტის წევრებმა მხარი დაუჭირეს საქართველოს
მთავრობის მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარმოდგენილ საქართველოს
კანონის პროექტებს: „ზოგადი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების
შეტანის თაობაზე“ და „უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონში
ცვლილების შეტანის თაობაზე“(№07-2/166; 15.07.2022).
კენჭისყრის შედეგები:
მომხრე: 8;
წინააღმდეგი: 0;
თავი შეიკავა: 0.
კომიტეტმა მოისმინა:
განათლებისა და მეცნიერების კომიტეტის თავმჯდომარემ, გიორგი ამილახვარმა
კომიტეტის წევრებს დღის წესრიგით განსაზღვრული ბოლო განსახილველი საკითხის
მიხედვით წარუდგინა კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილის პოზიციაზე
კომიტეტის წევრის, მარიამ ლაშხის კანდიდატურა.
კომიტეტმა გადაწყვიტა:
განათლებისა და მეცნიერების კომიტეტის წევრებმა მხარი დაუჭირეს მარიამ ლაშხის
კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილის თანამდებობაზე არჩევას.
კენჭისყრის შედეგები:
მომხრე: 8;
წინააღმდეგი: 0;
თავი შეიკავა: 0
სხდომის თავმჯდომარე: გიორგი ამილახვარი
სხდომის მდივანი: ქეთევან გოცირიძე