საქართველოს პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის უარყოფითი დასკვნა საქართველოს მოქალაქე მაკა მინდიაშვილის და ემიგრანტ ლიზა ასატერის მიერ წარმოდგენილ ოჯახური ძალადობის შესახებ (№1-8782/22; 13.07.2022) საკანონმდებლო წინადადებასთან დაკავშირებით

დასკვნა განხილვაშია
ინიცირების თარიღი
12.10.2022
ავტორი
საქართველოს პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტი
ნომერი
#2-15666/22/10
წყარო

📋 განხილვის ეტაპები

ბიუროზე განხილული დოკუმენტი

📅 დამატებითი ინფორმაცია

ბიუროზე განხილვის თარიღი 2022-10-17
ბიუროს ნომერი 189

📜 ტექსტი

წამყვანი კომიტეტის დასკვნა
ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტი 2-15666/22 12-10-2022 საქართველოს პარლამენტის საორგანიზაციო დეპარტამენტის უფროსს ქალბატონ ეთერ სვიანაიძეს დასკვნა საქართველოს ემიგრანტ მოქალაქე ლიზა ასატერის საკანონმდებლო ძალადობასთან მაკა მინდიაშვილის და მიერ წარმოდგენილ წინადადებაზე ოჯახურ დაკავშირებით (№1-8782/22; 13.07.2022) საქართველოს პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტმა 2022 წლის 11 ოქტომბრის სხდომაზე განიხილა საქართველოს მოქალაქე მაკა მინდიაშვილის და ემიგრანტ ლიზა ასატერის მიერ წარმოდგენილი საკანონმდებლო წინადადება ოჯახურ ძალადობასთან დაკავშირებით. საკანონმდებლო წინადადებით შემოთავაზებულია ოჯახში ძალადობის ფაქტების პრევენციისა და გამოვლენის შემდეგი მექანიზმების დანერგვა:  სკოლაში ფსიქოლოგ-მასწავლებლის შემოყვანა, რომელიც შეისწავლის თითოეული მოსწავლის ფსიქოლოგიასა და ქცევას და ძალადობის ნიშნების აღმოჩენის შემთხვევაში ახდენს შემთხვევის რეფერირებას სოციალურ ორდერის გამოცემის აგენტთან;  სოციალური აგენტის გამაფრთხილებელი უფლებამოსილებით აღჭურვა, ხოლო ძალადობის განმეორებისას პოლიციელის მიერ შემაკავებელი ორდერის გამოცემა; თბილისი 0118, რუსთაველის გამზირი # 8, საქართველოს პარლამენტის სასახლე ტელეფონი: (995 32) 2281679. ელ. ფოსტა: contact@parliament.ge  ფიზიკური ძალადობის შემთხვევაში მოძალადისათვის აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის რამდენიმე წლით შეფარდება, ხოლო გათავისუფლების შემდეგ ოჯახის წევრებთან მიახლოების აკრძალვა;  მოძალადე, რომელიც ნივთიერებაზე და დამოკიდებულია თრობის ქვეშ ალკოჰოლურ ჩაიდენს ან ნარკოტიკულ ძალადობას, გადაიყვანონ სარეაბილიტაციო კლინიკაში და გამოჯანმრთელების შემდეგ გაგრძელდეს მასზე დაკვირვება;  ეკონომიკური მდგომარეობის გათვალისწინებით, ძალადობის მსხვერპლის თავშესაფრით უზრუნველყოფა. კომიტეტი შენიშნავს, რომ საკანონმდებლო წინადადება ეფუძნება საკანონმდებლო წინადადების ავტორთა მიერ საქართველოს კანონმდებლობის განსხვავებულ აღქმას. კერძოდ, საკანონმდებლო წინადადებით შემოთავაზებული მექანიზმები უკვე განსაზღვრულია მოქმედ კანონმდებლობაში და მიმდინარეობს მათი იმპლემენტაცია. ბავშვის მიმართ და ოჯახში ძალადობის ფაქტებზე რეაგირების და მათი პრევენციის მექანიზმების შექმნის საფუძველია „ბავშვის უფლებათა კოდექსი“, „სოციალური მუშაობის შესახებ“ და „ქალთა მიმართ ძალადობის ან/და ოჯახში ძალადობის აღკვეთის, ძალადობის მსხვერპლთა დაცვისა და დახმარების შესახებ“ საქართველოს კანონები. ამავე დროს, საქართველოს მთავრობამ 2016 წლის 12 სექტემბერს დაამტკიცა №437 დადგენილება „ბავშვთა დაცვის მიმართვიანობის (რეფერირების) პროცედურების დამტკიცების თაობაზე“. რეფერირების პროცედურების მიზანია ოჯახში და მის გარეთ ბავშვის ძალადობის ყველა ფორმისგან დაცვის ხელშეწყობა, რეფერირების პროცედურების კოორდინირებული და ეფექტიანი სისტემის ჩამოყალიბების გზით. ბავშვთა დაცვის მიმართვიანობის (რეფერირების) სისტემა მოიცავს: (ა) ძალადობის მსხვერპლი ბავშვის გამოვლენას, (ბ) ბავშვის მდგომარეობის შეფასებას, (გ) ბავშვზე ძალადობის შემთხვევის შესახებ შესაბამისი ორგანოების ინფორმირებას, (დ) საჭიროების შემთხვევაში, ბავშვის სპეციალიზებულ განცალკევებასა და განთავსებას დაწესებულებაში/თავშესაფარში/მინდობით ბავშვთა სათანადო აღზრდაში და (ე) ძალადობის შემთხვევაზე ზედამხედველობას. რეფერირების პროცედურის შესაბამისად, ბავშვზე ძალადობის შემთხვევის გამოვლენა ევალება რეფერირების პროცედურით განსაზღვრულ ყველა დაწესებულებასა და ორგანოს, რომელსაც შეხება აქვს ბავშვებთან ან/და მათ ოჯახებთან ან იმ გარემოსთან, სადაც ბავშვი იმყოფება. №437 დადგენილების თანახმად, სხვებს შორის, პოლიციის, სახელმწიფო ზრუნვისა და ტრეფიკინგის მსხვერპლთა, დაზარალებულთა დახმარების სააგენტოს (შემდგომში - სააგენტო), საბავშვო ბაღების, მანდატურის სამსახურის, საგანმანათლებლო და სკოლისგარეშე სახელოვნებო ან/და სასპორტო საგანმანათლებლო დაწესებულებების წარმომადგენლები, ბავშვთა სპეციალიზებული დაწესებულებების, თავშესაფრების, სამედიცინო სერვისის მიმწოდებლები ვალდებულნი არიან, ბავშვზე ძალადობის ეჭვის გაჩენის შემთხვევაში, ადგილზე გადაამოწმონ ბავშვზე ძალადობასთან დაკავშირებული გადაუდებელი შემთხვევა, ბავშვზე განხორციელებული ძალადობის საფუძვლიანი ეჭვის იდენტიფიკაცია და აწარმოონ შემთხვევის მართვა, რეფერირების პროცედურებით განსაზღვრული კომპეტენციების ფარგლებსა და შესაბამისი შიდა ინსტრუქციების საფუძვლიანი მიხედვით. ეჭვის ინფორმირებას. შემთხვევაში ამავე თანამშრომლობით აღნიშნული დროს, აწარმოონ დაწესებულებები უზრუნველყონ ძალადობის სააგენტოსა ისინი ვალდებულნი ძალადობის მსხვერპლი და თაობაზე პოლიციის არიან, სააგენტოსთან ბავშვის მდგომარეობაზე ზედამხედველობა. ამდენად, ზოგადი განათლების სისტემაში ბავშვთან მომუშავე პროფესიონალები (სკოლის მიერ გამოყოფილი უსაფრთხოებაზე პასუხისმგებელი პირები, მანდატურები, ფსიქოლოგები, განათლების სოციალური მუშაკები) უზრუნველყოფენ ბავშვზე ძალადობის შემთხვევების იდენტიფიცირებას და, საჭიროებისამებრ, რეფერირებას სხვა უწყებებში. პირველი დონის პრევენციისთვის მნიშვნელოვანი როლი მუნიციპალიტეტებს აკისრიათ. შესაბამისად, გამგეობის/მერიის ამავე უფლებამოსილი რეფერირების ფარგლებში თანამშრომელი მუნიციპალიტეტის მუნიციპალიტეტის შესაბამის დასახლებაში მცხოვრები პირების მდგომარეობის შესახებ ინფორმაციის შეგროვების პროცესში, შეისწავლის ბავშვების მდგომარეობას და ახდენს ბავშვზე ძალადობის ნიშნების იდენტიფიკაციას, შეფასების შედეგების ზუსტ დოკუმენტირებას და სამედიცინო დახმარების უზრუნველყოფას, ხოლო საფუძვლიანი ეჭვის არსებობისას, სავალდებულო წესით აგზავნის შეტყობინებას სააგენტოსა და პოლიციაში. საქართველოს განათლების სამინისტროდან მიღებული წერილიდან ირკვევა, რომ, ამ ეტაპზე, ბავშვის კეთილდღეობის უზრუნველყოფისთვის უწყებათაშორისი სისტემის გამართული ფუნქციონირების მიზნით მიმდინარეობს მუშაობა „კოორდინაციის წესზე“, რომელიც გახდება ქმედითი მექანიზმი მუნიციპალიტეტებისა და სხვადასხვა სახელმწიფო უწყების კოორდინირებული მუშაობისთვის.1 ამდენად, როგორც მუნიციპალიტეტის, ისე სასწავლო დაწესებულებების დონეზე არსებობს ბავშვის მიმართ ოჯახში და მის გარეთ ძალადობის გამოვლენისა და რეაგირების მექანიზმები. გარდა ძალადობის ამისა, კანონმდებლობით ფაქტზე ოპერატიული განმტკიცებულია რეაგირების რიგი ოჯახში ბავშვის მიმართ ინსტრუმენტები, კერძოდ, დროებითი ღონისძიების სახით სასამართლოს მიერ შესაძლოა გამოიცეს დამცავი, ხოლო პოლიციელის მიერ შემაკავებელი ორდერები, რომლებიც არეგულირებს მსხვერპლის დაცვისა და მოძალადისთვის გარკვეული მოქმედებების შეზღუდვის საკითხს. ასევე, რეფერირების პროცედურებით განსაზღვრულ შემთხვევებში სოციალური მუშაკი უფლებამოსილია მიიღოს გადაწყვეტილება ბავშვის მოძალადისგან განცალკევების თაობაზე. აღსანიშნავია, რომ შემაკავებელი ან დამცავი ორდერის გამოცემა არ წარმოადგენს ბავშვის მიმართ ჩადენილი ძალადობის თაობაზე სისხლის სამართლის პროცესის ფარგლებში გამოძიების დაწყების დამაბრკოლებელ გარემოებას. გარდა ამისა, მოქმედი წესრიგი იცნობს საკანონმდებლო წინადადებით შემოთავაზებულ ისეთ ღონისძიებებს, როგორებიცაა მოძალადისთვის/დამნაშავისთვის ალკოჰოლიზმისა და ნარკომანიის მკურნალობის კურსის გავლის დავალდებულება2, ძალადობის მსხვერპლის თავშესაფრით უზრუნველყოფა,3 ოჯახში ძალადობისთვის მსჯავრდებული პირის პენიტენციური დაწესებულებიდან გათავისუფლების თაობაზე მსხვერპლის ინფორმირება და შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ ძალადობის განმეორების რისკის შეფასება4. 1 საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს 2022 წლის 22 ივლისის № MES 9 22 0000830577 წერილი. 2 საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 65-ე მუხლი. 33 „ქალთა მიმართ ძალადობის ან/და ოჯახში ძალადობის აღკვეთის, ძალადობის მსხვერპლთა დაცვისა და დახმარების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-18 და 181 მუხლები 4 „ქალთა მიმართ ძალადობის ან/და ოჯახში ძალადობის აღკვეთის, ძალადობის მსხვერპლთა დაცვისა და დახმარების შესახებ“ საქართველოს კანონის 171 მუხლი. ამავე დროს, საკანონმდებლო წინადადება შეიცავს არაერთ სამართლებრივ შეცდომას. მაგალითად, საკანონმდებლო წინადადების თანახმად, ოჯახში ძალადობის პრევენციაში ჩაბმული უნდა იყოს სოციალური აგენტი და, ასევე, ფიზიკური ძალადობის შემთხვევაში მოძალადის გამოყენებული მიმართ აღკვეთის რამდენიმეწლიანი პატიმრობა. ღონისძიების სახით ერთი ოჯახში მხრივ, უნდა იქნეს ძალადობის პრევენციასა და რეაგირებაში ჩაბმულია სოციალური მუშაკი და არა სოციალური აგენტი, ამ უკანასკნელის მოქმედების არეალი სხვა სფეროა. ამავე დროს, საქართველოს კონსტიტუციის მე-13 მუხლის მე-5 პუნქტის თანახმად, ბრალდებულის პატიმრობის ვადა არ უნდა აღემატებოდეს 9 თვეს, შესაბამისად, კონსტიტუციას ეწინააღმდეგება წინადადების ავტორთა შემოთავაზება აღკვეთის ღონისძიების სახით რამდენიმეწლიან პატიმრობაზე. თუკი საკანონმდებლო წინადადების ავტორები აღკვეთის ღონისძიების ნაცვლად მოიაზრებენ სასჯელის სახით თავისუფლების აღკვეთას, მაშინ აღნიშნული გათვალისწინებულია სისხლის სამართლის კანონმდებლობით. საქართველოს საკანონმდებლო პარლამეტის წინადადება უნდა რეგლამენტის შეიცავდეს 105-ე მისი მუხლის საჭიროების თანახმად, ავტორისეულ დასაბუთებას. საკანონმდებლო წინადადებაში მითითებული უნდა იყოს ცვლილების მიზეზი და არსი. მოცემულ შემთხვევაში, საკანონმდებლო წინადადების ავტორები არ მსჯელობენ არსებული კანონმდებლობით განმტკიცებულ არცერთ ზემოგანხილულ მექანიზმზე, შესაბამისად, მათი დასაბუთება არ მიემართება მათი ეფექტიანობის შეფასებასა და გაუმჯობესების შესაძლებლობას, არამედ საკანონმდებლო წინადადებაში საუბარია ზემოთხსენებული მექანიზმების ქართულ კანონმდებლობაში დანერგვაზე. ამდენად, გონივრულია ვარაუდი, რომ საკანონმდებლო წინადადების ავტორები შესაძლოა არ იცნობენ ოჯახში ძალადობის წინააღმდეგ მიმართულ ქართულ კანონმდებლობას, რამაც უარყოფითი გავლენა იქონია საკანონმდებლო წინადადების დასაბუთებულობაზე. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, კომიტეტმა მიზანშეწონილად არ მიიჩნია საკანონმდებლო წინადადებით შემოთავაზებული ცვლილების განხორციელება და იმავდროულად აღნიშნა, რომ აღნიშნულ საკითხებზე მსჯელობა გაგრძელდება კომიტეტთან შექმნილი იმ სამუშაო ჯგუფის ფარგლებში, რომლის მიზანია ფემიციდის პრევენციის ხელშემწყობი ღონისძიებების დაგეგმვა/განსაზღვრა, რათა გადაიხედოს საკანონმდებლო წინადადებაში წამოჭრილი საკითხების მიმართულებების მიხედვით არსებული კანონმდებლობა თუ პრაქტიკა მათი ეფექტიანობის თვალსაზრისით. შესაბამისად, კომიტეტმა უარყოფილად ცნო საქართველოს მოქალაქე მაკა მინდიაშვილის და ემიგრანტ ლიზა ასატერის მიერ წარმოდგენილი საკანონმდებლო წინადადება ოჯახურ ძალადობასთან დაკავშირებით. პატივისცემით, კომიტეტის თავმჯდომარე მიხეილ სარჯველაძე