საქართველოს პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის უარყოფითი დასკვნა საქართველოს მოქალაქეების: ალექსანდრე კობაიძის და მირანდა შალამბერიძის მიერ წარმოდგენილ „პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის შესახებ“ (№1-8225/22; 01.07.2022) საკანონმდებლო წინადადებასთან დაკავშირებით

დასკვნა განხილვაშია
ინიცირების თარიღი
12.10.2022
ავტორი
საქართველოს პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტი
ნომერი
#2-15668/22/10
წყარო

📋 განხილვის ეტაპები

ბიუროზე განხილული დოკუმენტი

📅 დამატებითი ინფორმაცია

ბიუროზე განხილვის თარიღი 2022-10-17
ბიუროს ნომერი 189

📜 ტექსტი

წამყვანი კომიტეტის დასკვნა
ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტი 2-15668/22 12-10-2022 საქართველოს პარლამენტის საორგანიზაციო დეპარტამენტის უფროსს ქალბატონ ეთერ სვიანაიძეს დასკვნა საქართველოს მოქალაქეების ალექსანდრე კობაიძისა და მირანდა შალამბერიძის მიერ წარმოდგენილ საკანონმდებლო წინადადებაზე „პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის შესახებ“ საქართველოს კანონის პროექტთან დაკავშირებით (N1-8225/22; 01.07.2022) საქართველოს პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტმა 2022 წლის 11 ოქტომბრის სხდომაზე განიხილა საქართველოს მოქალაქეების ალექსანდრე კობაიძისა და მირანდა შალამბერიძის მიერ წარმოდგენილი საკანონმდებლო წინადადება „პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის შესახებ“ საქართველოს კანონის პროექტთან დაკავშირებით. საკანონმდებლო წინადადების ავტორები აღნიშნავენ, რომ პერსონალური მონაცემის „პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონით დადგენილი დეფინიცია ეხება მხოლოდ ფიზიკურ პირს, შესაბამისად, იურიდიული პირის პერსონალურ მონაცემებს კანონი არ იცავს და ამგვარი თბილისი 0118, რუსთაველის გამზირი # 8, საქართველოს პარლამენტის სასახლე ტელეფონი: (995 32) 2281679. ელ. ფოსტა: contact@parliament.ge მონაცემების ხელყოფისას, პერსონალურ მონაცემთა დაცვის საზედამხედველო ორგანო რეაგირებას ვერ განახორციელებს. ამასთანავე, ავტორები უთითებენ, რომ ერთი და იგივე გზით არის შესაძლებელი, როგორც ფიზიკური, ისე იურიდიული პირების პერსონალური მონაცემების ხელყოფა, თუმცა, რამდენადაც პერსონალური მონაცემის კანონით დადგენილ დეფინიციაში არ მოიაზრება იურიდიული პირი, ეს საშუალებას არ აძლევს დაცულ იქნეს იურიდიულ პირთა უფლებები. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკანონმდებლო წინადადების ავტორები უთითებენ, რომ საჭიროა ცვლილების განხორციელება „პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის პირველ მუხლში, სადაც ფიზიკურ პირთა უფლებათა და თავისუფლებათა დაცვის მიზანს, ასევე, დაემატება იურიდიული პირის უფლებათა და თავისუფლებათა დაცვის მიზანი, კერძოდ, შემდეგი სახით: „ამ კანონის მიზანია, პერსონალური მონაცემის დამუშავებისას უზრუნველყოს ფიზიკურ და იურიდიულ პირთა უფლებათა და თავისუფლებათა, მათ შორის, ადამიანის პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობის დაცვა. ამავდროულად, შემოთავაზებულია ცვლილება კანონის მე-2 მუხლის „ა“ პუნქტში, შემდეგი სახით: „პერსონალური მონაცემი (შემდგომ - მონაცემი) ნებისმიერი ინფორმაცია, იდენტიფიცირებულ ან რომელიც უკავშირდება იდენტიფიცირებად იურიდიულ ფიზიკურ პირსა პირს. და პირი იდენტიფიცირებადია, როდესაც შესაძლებელია მისი იდენტიფიცირება პირდაპირ ან არაპირდაპირ, კერძოდ, საიდენტიფიკაციო ნომრით ან პირის მახასიათებელი ფიზიკური, ფიზიოლოგიური, ფსიქოლოგიური, ეკონომიკური, კულტურული ან სოციალური ნიშნებით.“ აღნიშნულ საკანონმდებლო წინადადებაზე მუშაობის პროცესში კომიტეტმა კონსულტაცია გამართა პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურთან. შედეგად, კომიტეტმა მიიჩნია, რომ საკანონმდებლო წინადადების ავტორთა მიერ შემოთავაზებული ცვლილებების განხორციელება მიზანშეუწონელია შემდეგ გარემოებათა გათვალისწინებით: საქართველოს, „პერსონალურ ევროკავშირისა მონაცემს“ და ევროპის განმარტავს, საბჭოს კანონმდებლობა როგორც ინფორმაციას იდენტიფიცირებული ან იდენტიფიცირებადი ფიზიკური პირის შესახებ, რომლის ვინაობა ცნობილია, ან შეიძლება დადგინდეს დამატებითი ინფორმაციის საფუძველზე. „პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის მიხედვით, ნებისმიერ ფიზიკურ პირს, რომლის შესახებაც პერსონალური მონაცემები მუშავდება, მონაცემთა სუბიექტი ეწოდება. როგორც საქართველოს, ისე ევროკავშირის კანონმდებლობით, ფიზიკური პირი მონაცემთა დაცვის წესების ერთადერთი ბენეფიციარია. ევროპის მონაცემთა დაცვის რეგულაციის (GDPR) თანახმად, პერსონალურ მონაცემად მიიჩნევა ნებისმიერი ინფორმაცია, რომელიც უკავშირდება იდენტიფიცირებულ ან იდენტიფიცირებად ფიზიკურ პირს. ამასთან, რეგულაციის პრეამბულის მე-14 პუნქტი პირდაპირ უთითებს, რომ მისი მოქმედება არ ვრცელდება იურიდიულ პირებთან დაკავშირებული პერსონალური მონაცემების დამუშავებაზე, კერძოდ კი იურიდიული პირების სახით დაფუძნებულ საწარმოებზე, მათ შორის იურიდიული პირის სახელზე, ფორმასა და საკონტაქტო ინფორმაციაზე. ევროპის საბჭოს სამართალი, მათ შორის მოდერნიზებული 108-ე კონვენცია, ასევე მიუთითებს პიროვნების დაცვაზე პერსონალურ მონაცემთა დამუშავებისას. ამ შემთხვევაშიც, პერსონალური მონაცემი გულისხმობს ნებისმიერ ინფორმაციას იდენტიფიცირებული ან იდენტიფიცირებადი ფიზიკური პირის შესახებ. GDPR-სა და 108-ე მოდერნიზებულ კონვენციაში მითითებული ასეთი პირი მონაცემთა დაცვის სამართალში ცნობილია, როგორც მონაცემთა სუბიექტი. ტერმინი „პერსონალური მონაცემი“, რომელიც განმარტებულია „პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონით და რომელიც პერსონალურ მონაცემთა ერთადერთ სუბიექტად მიიჩნევს ფიზიკურ პირს, შეესაბამება ევროკავშირისა და ევროსაბჭოს სამართალს და სრულად ასახავს პერსონალური მონაცემის სამართლებრივ ბუნებას. ამასთან, „პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის მიერ რიგი საკითხების რეგულირება, რელევანტურია მხოლოდ ფიზიკური პირებისათვის (მაგ. განსაკუთრებული კატეგორიის ისეთი მონაცემები, ასევე, მონაცემთა დამუშავება პირის სასიცოცხლო ინტერესისთვის). გასათვალისწინებელია აგრეთვე, რომ რეგულაციის (GDPR) მე-4 მუხლი განსაზღვრავს პერსონალური მონაცემისა და მონაცემთა სუბიექტის ცნებებს, რომლებიც უკავშირდება მხოლოდ ფიზიკურ პირს, კერძოდ: „პერსონალური მონაცემი“ გულისხმობს იდენტიფიცირებულ ან იდენტიფიცირებად ფიზიკურ პირთან („მონაცემთა სუბიექტი“)...“. აქვე გასათვალისწინებელია, რომ კომიტეტში გრძელდება მუშაობა „პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ ახალი კანონის პროექტზე და თანმდევ საკანონმდებლო პაკეტზე, რის ფარგლებშიც გაგრძელდება მსჯელობა საკანონმდებლო წინადადებაში წამოჭრილ საკითხებზე. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, კომიტეტმა უარყოფილად ცნო საქართველოს მოქალაქეების ალექსანდრე კობაიძისა და მირანდა შალამბერიძის მიერ წარმოდგენილი საკანონმდებლო წინადადება „პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების საქართველოს კანონის პროექტთან დაკავშირებით. პატივისცემით, კომიტეტის თავმჯდომარე მიხეილ სარჯველაძე შეტანის შესახებ“