„საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“
📋 განხილვის ეტაპები
თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის სხდომაზე განხილული დოკუმენტი
ბიუროზე განხილული დოკუმენტი (1)
ბიუროზე განხილული დოკუმენტი (2)
იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომაზე განხილული დოკუმენტი
🏛️ კომიტეტები
- იურიდიულ საკითხთა კომიტეტი წამყვანი კომიტეტი
- თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა
📑 დასკვნები
📅 დამატებითი ინფორმაცია
ბიუროზე განხილვის თარიღი 2022-10-17
ბიუროს ნომერი 189
📜 ტექსტი
საქართველოს კანონის პროექტი
პროექტი
საქართველოს კანონი
საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში ცვლილების შეტანის
შესახებ
მუხლი 1. საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში (საქართველოს
სსრ უმაღლესი საბჭოს უწყებები, №12, 1984 წელი, მუხ. 421) შეტანილ იქნეს შემდეგი
ცვლილება:
1. 198-ე მუხლის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის 1981 მუხლი:
„მუხლი 1981. პასუხისმგებლობა საქართველოს თავდაცვის სამინისტროს მიერ გაცემული
ლიცენზიის ან ნებართვის სალიცენზიო ან სანებართვო პირობების დარღვევისთვის
საქართველოს თავდაცვის სამინისტროს მიერ გაცემული ლიცენზიის ან ნებართვის
მფლობელის მიერ ამ ლიცენზიის ან ნებართვის სალიცენზიო ან სანებართვო პირობების
შეუსრულებლობა, „ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ“ საქართველოს კანონის 22-ე
მუხლის პირველი პუნქტით ან 34-ე მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებულ
შემთხვევაში, გამოიწვევს ლიცენზიის ან ნებართვის მფლობელის დაჯარიმებას 1000 (ათასი)
ლარის ოდენობით.
შენიშვნა: ამ მუხლით გათვალისწინებული ადმინისტრაციული სახდელის დადების შემდეგ
ლიცენზიის ან ნებართვის მფლობელის მიერ სალიცენზიო ან სანებართვო პირობების
დარღვევის დადგენილ ვადაში აღმოუფხვრელობა გამოიწვევს პასუხისმგებლობას ამ
კოდექსის 361 მუხლით დადგენილი წესით.“.
2. 220-ე მუხლის პირველი ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„1. საქართველოს თავდაცვის სამინისტროს ორგანოები განიხილავენ საქართველოს
თავდაცვის სამინისტროს თავდაცვის ძალების სატრანსპორტო საშუალების მძღოლის,
სამხედრო მოსამსახურისა და სამხედრო სარეზერვო სამსახურში გაწვეული პირის მიერ
ჩადენილ
იმ
ადმინისტრაციულ
სამართალდარღვევათა
საქმეებს,
რომლებიც
გათვალისწინებულია ამ კოდექსის 119-ე მუხლის პირველი ნაწილით, 125-ე მუხლის
პირველი–მე-2 ნაწილებით, 1711 მუხლით (თავდაცვის ძალების დაწესებულების შენობანაგებობაში ჩადენილი დარღვევებისათვის) და 1961, 197-ე და 198-ე მუხლებით, აგრეთვე
ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა საქმეს, რომელიც განსაზღვრულია ამ კოდექსის
1981 მუხლით.“.
3. 239-ე მუხლის 53-ე ნაწილის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის 531 ნაწილი:
„531. ამ კოდექსის 1981 მუხლით გათვალისწინებული „ლიცენზიებისა და ნებართვების
შესახებ“
საქართველოს
კანონით
დადგენილი
წესით
ადმინისტრაციულ
სამართალდარღვევათა საქმეებზე ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა შესახებ ოქმების
შედგენის და ადმინისტრაციული სახდელების დადების შესახებ ინდივიდუალური
ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის უფლება აქვს საქართველოს თავდაცვის
სამინისტროს.“.
მუხლი 2. ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებიდან 30-ე დღეს.
საქართველოს პრეზიდენტი
სალომე ზურაბიშვილი
განმარტებითი ბარათი
განმარტებითი ბარათი
საქართველოს კანონის პროექტზე
„საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში ცვლილების შეტანის
შესახებ“
ა) ზოგადი ინფორმაცია კანონპროექტის შესახებ:
ა.ა) კანონპროექტის მიღების მიზეზი:
ა.ა.ა) პრობლემა, რომლის გადაჭრასაც მიზნად ისახავს კანონპროექტი:
„ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ“ საქართველოს კანონი განსაზღვრავს საქართველოს
თავდაცვის სამინისტროს მიერ გასაცემი ლიცენზიების და ნებართვების ჩამონათვალს. ამავე
კანონის თანახმად, თავდაცვის სამინისტროს უფლებამოსილებას განეკუთვნება სალიცენზიო
ან სანებართვო პირობების შესრულების კონტროლი.
„ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ“ საქართველოს კანონში განსაზღვრულია
სალიცენზიო და სანებართვო პირობების შესრულების კონტროლისა და ადმინისტრაციული
პასუხისმგებლობის მექანიზმი, რომლის მიხედვითაც ლიცენზიისა და ნებართვის პირობების
შეუსრულებლობა პირველ შემთხვევაში იწვევს ლიცენზიისა და ნებართვის მფლობელის
დაჯარიმებას, ხოლო ამ პირობების განმეორებით შეუსრულებლობა - დაკისრებული ჯარიმის
გასამმაგებას. საყურადღებოა, რომ არც „ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ“
საქართველოს კანონში და არც ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში არ არის
განსაზღვრული სალიცენზიო და სანებართვო პირობების დამრღვევი ლიცენზიისა და
ნებართვის მფლობელისთვის პირველ ჯერზე დასაკისრებელი ჯარიმის ოდენობა, რაც
ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის არსებულ მექანიზმს უმოქმედოს ხდის.
პროექტის მიზანია, კოდექსით მკაფიოდ განისაზღვროს სალიცენზიო და სანებართვო
პირობების დარღვევის გამო დასაკისრებელი პირველი ჯარიმის ოდენობა, რათა აღსრულდეს
„ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ“ საქართველოს კანონისა და ადმინისტრაციულ
სამართალდარღვევათა კოდექსის მოთხოვნები.
ა.ა.ბ) არსებული პრობლემის გადასაჭრელად კანონის მიღების აუცილებლობა:
„ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ“ საქართველოს კანონი, აგრეთვე ადმინისტრაციულ
სამართალდარღვევათა კოდექსი არ ითვალისწინებს სალიცენზიო ან სანებართვო პირობების
პირველ ჯერზე შეუსრულებლობისათვის დასაკისრებელი ჯარიმის ოდენობას. პროექტით
განისაზღვრება სალიცენზიო და სანებართვო პირობების დარღვევის გამო დასაკისრებელი
პირველი ჯარიმის ოდენობა, რათა რეალიზებულ იქნეს „ლიცენზიებისა და ნებართვების
შესახებ“ საქართველოს კანონისა და ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსით
განსაზღული ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის მექანიზმი.
ა.ბ) კანონპროექტის მოსალოდნელი შედეგები:
კანონპროექტის მიღების შედეგად, საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა
კოდექსით განისაზღვრება „ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ“ საქართველოს კანონის
თანახმად, საქართველოს თავდაცვის სამინისტროს მიერ გაცემული ლიცენზიის ან ნებართვის
სალიცენზიო და სანებართვო პირობების დარღვევისათვის დასაკისრებელი ჯარიმის
ოდენობა. ამასთან, განისაზღვრება „ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ“ საქართველოს
კანონით დადგენილი წესით ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა საქმეების განხილვის,
აგრეთვე ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა შესახებ ოქმების შედგენის და
ადმინისტრაციული სახდელების დადების შესახებ ინდივიდუალური ადმინისტრაციულსამართლებრივი აქტის გამომცემი უფლებამოსილი უწყება.
ა.გ) კანონპროექტის ძირითადი არსი:
კანონპროექტის თანახმად, ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსს ემატება
1981 მუხლი, რომელიც განსაზღვრავს პასუხისმგებლობას საქართველოს თავდაცვის
სამინისტროს მიერ გაცემული ლიცენზიის ან ნებართვის სალიცენზიო ან სანებართვო
პირობების დარღვევისთვის, კერძოდ:
საქართველოს თავდაცვის სამინისტროს მიერ გაცემული ლიცენზიის ან ნებართვის
სალიცენზიო ან სანებართვო პირობების შეუსრულებლობა გამოიწვევს ამ ლიცენზიის ან
ნებართვის მფლობელის დაჯარიმებას 1000 (ათასი) ლარის ოდენობით, „ლიცენზიებისა და
ნებართვების შესახებ“ საქართველოს კანონის 22-ე მუხლის პირველი პუნქტით ან 34-ე მუხლის
პირველი პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევებში.
განსაზღვრული ადმინისტრაციული სახდელის დადების შემდგომ დადგენილ ვადაში
ლიცენზიის ან ნებართვის მფლობელის მიერ სალიცენზიო ან სანებართვო პირობების
შეუსრულებლობა გამოიწვევს დაკისრებული ჯარიმის გასამმაგებას „ლიცენზიებისა და
ნებართვების შესახებ“ საქართველოს კანონით დადგენილი წესის შესაბამისად, ხოლო
გასამმაგებული ჯარიმის დაკისრებიდან დადგენილი ვადის გასვლის შემდეგ, თუ ლიცენზიის
ან ნებართვის მფლობელის მიერ სალიცენზიო ან სანებართვო პირობები არ იქნება
დაკმაყოფილებული, დაკისრებული ჯარიმა გასამმაგდება „ლიცენზიებისა და ნებართვების
შესახებ“ საქართველოს კანონით დადგენილი წესის შესაბამისად.
ამასთან,
პროცესის
აღსრულების
უზრუნველსაყოფად
სათანადო
ცვლილებები
განხორციელდება კოდექსის 220-ე და 239-ე მუხლებში, რომლის მიხედვით ადმინისტრაციულ
სამართალდარღვევათა
საქმეების
განხილვის,
აგრეთვე
ადმინისტრაციულ
სამართალდარღვევათა შესახებ ოქმების შედგენის და ადმინისტრაციული სახდელების
დადების შესახებ ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის
უფლება მიენიჭება საქართველოს თავდაცვის სამინისტროს.
ა.დ) კანონპროექტის კავშირი სამთავრობო პროგრამასთან და შესაბამის სფეროში არსებულ
სამოქმედო გეგმასთან, ასეთის არსებობის შემთხვევაში (საქართველოს მთავრობის მიერ
ინიციირებული კანონპროექტის შემთხვევაში):
ასეთი არ არსებობს.
ა.ე) კანონპროექტის ძალაში შესვლის თარიღის შერჩევის პრინციპი, ხოლო კანონისთვის
უკუძალის მინიჭების შემთხვევაში - აღნიშნულის თაობაზე შესაბამისი დასაბუთება:
კანონის პროექტის ამოქმედების თარიღად განსაზღვრულია გამოქვეყნებიდან 30-ე დღე,
ვინაიდან, გასატარებელია საორგანიზაციო ღონისძიებები. კერძოდ, უნდა გამოიცეს სათანადო
კანონქვემდებარე
სამართლებრივი
აქტები,
შესაბამის
ადმინისტრაციულ
სამართალდარღვევაზე განისაზღვრება სამართალდარღვევის განმხილველი ქვედანაყოფი.
კანონპროექტი არ ითვალისწინებს კანონისთვის უკუძალის მინიჭებას.
ა.ვ) კანონპროექტის დაჩქარებული წესით განხილვის მიზეზები და შესაბამისი დასაბუთება (თუ
ინიციატორი ითხოვს კანონპროექტის დაჩქარებული წესით განხილვას):
კანონპროექტის დაჩქარებული წესით განხილვა არ არის მოთხოვნილი.
ბ) კანონპროექტის ფინანსური გავლენის შეფასება საშუალოვადიან პერიოდში (კანონპროექტის
ამოქმედების წელი და შემდგომი 3 წელი):
ბ.ა) კანონპროექტის მიღებასთან დაკავშირებით აუცილებელი ხარჯების დაფინანსების წყარო:
კანონპროექტის მიღება არ გამოიწვევს დამატებით ხარჯებს. ადმინისტრაციულ
სამართალდარღვევათა საქმეების განხილვა განხორციელდება საქართველოს თავდაცვის
სამინისტროს ასიგნებების ფარგლებში.
ბ.ბ) კანონპროექტის გავლენა სახელმწიფო, ავტონომიური რესპუბლიკის რესპუბლიკური ან/და
მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილზე:
კანონპროექტის მიღება ზეგავლენას მოახდენს სახელმწიფო ბიუჯეტის საშემოსავლო
ნაწილზე,
ვინაიდან
პასუხისმგებლობა
განისაზღვრება
შესაბამისი
სამართალდარღვევისათვის, რომელთან დაკავშირებითაც ჯარიმის ოდენობა შეადგენს 1000
(ათასი) ლარს. რაც შეეხება გავლენის ჯამურ ოდენობას, ეს დამოკიდებული იქნება ჩადენილ
სამართალდარღვევათა რაოდენობაზე.
ბ.გ) კანონპროექტის გავლენა სახელმწიფო, ავტონომიური რესპუბლიკის რესპუბლიკური ან/და
მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ხარჯვით ნაწილზე:
კანონპროექტის მიღება ზეგავლენას არ მოახდენს სახელმწიფო, ავტონომიური რესპუბლიკის
რესპუბლიკური ან/და მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ხარჯვით ნაწილზე. ადმინისტრაციულ
სამართალდარღვევათა საქმეების განხილვა განხორციელდება საქართველოს თავდაცვის
სამინისტროს ასიგნებების ფარგლებში.
ბ.დ) სახელმწიფოს ახალი ფინანსური ვალდებულებები, კანონპროექტის გავლენით
სახელმწიფოს ან მის სისტემაში არსებული უწყების მიერ მისაღები პირდაპირი ფინანსური
ვალდებულებების (საშინაო და საგარეო ვალდებულებები) მითითებით:
კანონპროექტის მიღება არ იწვევს სახელმწიფოს მიერ ახალი ფინანსური ვალდებულების
აღებას.
ბ.ე) კანონპროექტის მოსალოდნელი ფინანსური შედეგები იმ პირთათვის, რომელთა მიმართაც
ვრცელდება კანონპროექტის მოქმედება, იმ ფიზიკურ და იურიდიულ პირებზე გავლენის
ბუნებისა და მიმართულების მითითბით, რომლებზედაც მოსალოდნელია კანონპროექტით
განსაზღვრულ ქმედებებს ჰქონდეს პირდაპირი გავლენა:
კანონპროექტი იქონიებს გარკვეულ გავლენას, იმ პირთათვის, რომელთა მიმართ
გავრცელდება კანონპროექტის მოქმედება. კერძოდ, პირები, რომლებიც ჩაიდენენ აღნიშნული
კანონპროექტით განსაზღვრულ სამართალდარღვევას, დაჯარიმდებიან 1000 (ათასი) ლარის
ოდენობის თანხით.
ბ.ვ) კანონპროექტით დადგენილი გადასახადის, მოსაკრებლის ან სხვა სახის გადასახდელის
(ფულადი შენატანის) ოდენობა შესაბამის ბიუჯეტში და ოდენობის განსაზღვრის პრინციპი:
კანონპროექტი არ ადგენს გადასახადს და მოსაკრებელს, მაგრამ პროექტი ითვალისწინებს
გადასახდელებს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევებზე ჯარიმის სახით 1000 (ათასი)
ლარის ოდენობით დაწესებას.
ბ1) ბავშვის უფლებრივ მდგომარეობაზე კანონპროექტის ზეგავლენის შეფასება:
კანონპროექტი ზეგავლენას არ ახდენს ბავშვის უფლებრივ მდგომარეობაზე.
გ) კანონპროექტის მიმართება საერთაშორისო სამართლებრივ სტანდარტებთან:
გ.ა) კანონპროექტის მიმართება ევროკავშირის სამართალთან:
კანონპროექტი არ ეწინააღმდეგება ევროკავშირის სამართალს.
გ.ბ) კანონპროექტის მიმართება საერთაშორისო ორგანიზაციებში საქართველოს წევრობასთან
დაკავშირებულ ვალდებულებებთან:
კანონპროექტი არ უკავშირდება საერთაშორისო ორგანიზაციებში საქართველოს წევრობასთან
დაკავშირებულ ვალდებულებებს.
გ.გ)
კანონპროექტის
მიმართება
საქართველოს
ორმხრივ
და
მრავალმხრივ
ხელშეკრულებებთან და შეთანხმებებთან, აგრეთვე, ისეთი ხელშეკრულებების/შეთანხმების
არსებობის შემთხვევაში, რომელსაც უკავშირდება კანონპროექტის მომზადება, - მისი
შესაბამისი მუხლი ან/და ნაწილი:
კანონპროექტი
არ
ეწინააღმდეგება
საქართველოს
ორმხრივ
და
მრავალმხრივ
ხელშეკრულებებს და შეთანხმებებს. აგრეთვე, კანონპროექტი არ უკავშირდება რომელიმე
ხელშეკრულებას/შეთანხმებას.
გ.დ) არსებობის შემთხვევაში, ევროკავშირის ის სამართლებრივი აქტი, რომელთან დაახლოების
ვალდებულებაც გამომდინარეობს „ერთი მხრივ, საქართველოს და, მეორე მხრივ, ევროკავშირსა
და ევროპის ატომური ენერგიის გაერთიანებას და მათ წევრ სახელმწიფოებს შორის ასოცირების
შესახებ შეთანხმებიდან“ ან ევროკავშირთან დადებული საქართველოს სხვა ორმხრივი და
მრავალმხრივი ხელშეკრულებებიდან:
ასეთი არ არსებობს.
დ) კანონპროექტის მომზადების პროცესში მიღებული კონსულტაციები:
დ.ა) სახელმწიფო, არასახელმწიფო ან/და საერთაშორისო ორგანიზაცია/დაწესებულება,
ექსპერტი, სამუშაო ჯგუფი, რომელმაც მონაწილეობა მიიღო კანონპროექტის შემუშავებაში,
ასეთის არსებობის შემთხვევაში:
ასეთი არ არსებობს.
დ.ბ) კანონპროექტის შემუშავებაში მონაწილე ორგანიზაციის/დაწესებულების, სამუშაო
ჯგუფის, ექსპერტის შეფასება კანონპროექტის მიმართ, ასეთის არსებობის შემთხვევაში:
ასეთი არ არსებობს.
დ.გ) სხვა ქვეყნების გამოცდილება კანონპროექტის მსგავსი კანონების იმპლემენტაციის
სფეროში, იმ გამოცდილების მიმოხილვა, რომელიც მაგალითად იქნა გამოყენებული
კანონპროექტის მომზადებისას, ასეთი მიმოხილვის მომზადების შემთხვევაში:
ასეთი მიმოხილვა არ მომზადებულა.
ე) კანონპროექტის ავტორი:
საქართველოს თავდაცვის სამინისტრო.
ვ) კანონპროექტის ინიციატორი:
საქართველოს მთავრობა.