საქართველოს მოქალაქეების ზურაბ ვანიშვილის და შალვა ხაჭაპურიძის მიერ წარმოდგენილი საკანონმდებლო წინადადება „საქართველოს სამოქალაქო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ საქართველოს კანონის პროექტთან დაკავშირებით
📋 განხილვის ეტაპები
საკანონმდებლო წინადადება
ბიუროზე განხილული დოკუმენტი
🏛️ კომიტეტები
- იურიდიულ საკითხთა კომიტეტი წამყვანი კომიტეტი
📅 დამატებითი ინფორმაცია
ბიუროზე განხილვის თარიღი 2022-10-17
ბიუროს ნომერი 189
📜 ტექსტი
საკანონმდებლო წინადადება
my.gov.ge
"ელექტრონული სერვისების ერთიანი პორტალი"
საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სსიპ. „ციფრული მმართველობის სააგენტო“
კორესპონდენცია წარმოებულია საჯარო უწყებებთან მიმოწერის სერვისის
მეშვეობით
№ CA0041229830736
12.10.2022
საქართველოს პარლამენტი
სათაური: ერთობლივი საკანონმდებლო წინადადება იპოთეკის ინსტიტუტის
სრულყოფასთან დაკავშირებით
შინაარსი: იპოთეკის ინსტიტუტის არასტაბილური საკანონმდებლო რეგულირება დიდ
ზიანს აყენებს ქვეყნის და ფიზიკურ და იურიდიულ პირთა ინტერესებს. ასე, მაგალითად,
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 301-ე მუხლის პირველი ნაწილი შეიცავს იმდაგვარ
ნორმატიულ შინაარსს, რაც საშუალებას იძლევა, რომ უკვე აღსრულების ეტაპზე საერთო
სასამართლოების და არბიტრაჟის გამოყენებით დავა "ჩაწყობით" კრედიტორის
სასარგებლოდ აღსრულდეს და სრულად იგნორირებული იქნას აღნიშნული ნორმის
ნორმატიული შინაარსი/დანიშნულება. სასამართლოები სარგებლობენ იმით, რომ არსებობს
ეს "თეთრი ლაქა" და ათასგვარი მეთოდებით ცდილობენ დაარღვიონ დანაწესი იმის შესახებ,
რომ იპოთეკის საგნის რეალიზაციის შემდეგ მოთხოვნა ითვლება დაკმაყოფილებულად და
ამის დასამტკიცებლად თავად წერენ განჩინებებს აღსრულების წესის შეცვლის შესახებ,
რომლებიც კრედიტორებს აძლევთ აღსრულების გაგრძელებას იპოთეკით დატვირთული
უძრავი ნივთის რეალიზაციის შემდგომ! ამგვარი უკანონობის შეჩერება მხოლოდ 301.1
მუხლიდან ბოლო ფრაზის: "თუ კანონით ან მხარეთა შეთანხმებით სხვა რამ არ არის
დადგენილი" ამოღება იქნება. გთხოვთ, სამოქალაქო კოდექსის 301-ე მუხლის პირველი
ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: "მოთხოვნა, რომლის უზრუნველყოფის
საშუალებაც არის იპოთეკა, დაკმაყოფილებულად ითვლება იმ შემთხვევაშიც, როდესაც
იპოთეკით დატვირთული უძრავი ნივთის რეალიზაციიდან ამონაგები თანხა საკმარისი არ
არის იპოთეკით უზრუნველყოფილი მოთხოვნის დასაფარავად". ასეთ შემთხვევაში აშკარად
გართულდება აღნიშნული ნორმის შინაარსის პერვერზიული ინტერპრეტაცია და გამოყენება,
ამაღლდება საკუთრების უფლების დაცვის დონე, გაუმჯობესდება საინვესტიციო გარემო,
შემცირდება კორუფციული შეთანხმებების ნორმატიული საფუძველი, გაჯანსაღდება
საბანკო სექტორი, გაძლიერდება მცირე და საშუალო ბიზნესის მდგომარეობა საფინანსო
ბაზარზე, გაიზრდება სამეურნეო ოპერაციათა რაოდენობა, ხელი შეეწყობა ექსპორტიმპორტის განვითარებას. პატივისცემით, შალვა ხაჭაპურიძე (
) და ზურაბ
ვანიშვილი
). P.S. საკითხის მნიშვნელობიდან გამომდინარე, გთხოვთ,
საკანონმდებლო წინადადებით მოთხოვნილ საკითხზე გამართოთ
კონსულტაციები/მოსთხოვოთ კომენტარები საბანკო ასოციაციებს, სავჭრო-სამრეწველო
პალატებს და ბიზნეს-ომბუდსმენს. აღნიშნული ორგანიზაციების ჩართულობა ამ საკითხის
განხილვაში მნიშვნელოვან წვლილს შეიტანს სამიზნე კორუფციული ნორმატიული
ჩანაწერის ძირ-ფესვიან აღმოფხვრაში.
პატივისცემით,
ზურაბ ვანიშვილი
პ. #:
მობილური: +
ელფოსტა: