„საქართველოს საგადასახადო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“

საქართველოს კანონის პროექტი მიღებულია
ინიცირების თარიღი
12.10.2022
ავტორი
საქართველოს პარლამენტის წევრები: ალექსანდრე რაქვიაშვილი, ჰერმან საბო, ვახტანგ მეგრელიშვილი, იაგო ხვიჩია
ინიციატორი
საქართველოს პარლამენტის წევრები: ალექსანდრე რაქვიაშვილი; ვახტანგ მეგრელიშვილი; იაგო ხვიჩია; ჰერმან საბო
ნომერი
#07-3/255/10
წყარო

📋 განხილვის ეტაპები

ბიუროზე განხილული დოკუმენტი (1)
ბიუროზე განხილული დოკუმენტი (2)
ბიუროზე განხილული დოკუმენტი (3)
ბიუროზე განხილული დოკუმენტი (4)
ბიუროზე განხილული დოკუმენტი (5)
დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის სხდომაზე განხილული დოკუმენტი
საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის სხდომაზე განხილული დოკუმენტი
I მოსმენა
✓ 20 ✗ 9
საქართველოს პარლამენტის დადგენილება

🏛️ კომიტეტები

  • საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტი წამყვანი კომიტეტი
  • დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა

📑 დასკვნები

📅 დამატებითი ინფორმაცია

ბიუროზე განხილვის თარიღი 2022-10-17
ბიუროს ნომერი 189

📜 ტექსტი

საქართველოს კანონის პროექტი
პროექტი საქართვრლოს კანონი საქართველოს საგადასახადო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ მუხლი 1. საქართველოს საგადასახადო კოდექსში (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე, №54,12.10.2010, მუხ. 343) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება: 1. 202-ე მუხლის მეხუთე ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „5. ფიზიკური პირის დასაბეგრ ქონებაზე გადასახადის წლიური განაკვეთი დიფერენცირებულია გადასახადის გადამხდელის ოჯახის მიერ საგადასახადო წლის განმავლობაში მიღებული შემოსავლების მიხედვით და განისაზღვრება შემდეგი ოდენობით: ა) 175 000 ლარამდე შემოსავლის მქონე ოჯახებისათვის – საგადასახადო პერიოდის ბოლოსთვის დასაბეგრი ქონების საბაზრო ღირებულების არანაკლებ 0.05 პროცენტისა და არა უმეტეს 0.2 პროცენტისა; ბ) 175 000 ლარის ან მეტი შემოსავლის მქონე ოჯახებისათვის – საგადასახადო პერიოდის ბოლოსთვის დასაბეგრი ქონების საბაზრო ღირებულების არანაკლებ 0.8 პროცენტისა და არა უმეტეს 1 პროცენტისა.“ 2. 206-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „1. შესაბამისი დაბეგვრის ობიექტის მიხედვით ქონების გადასახადისაგან გათავისუფლებულია: ა) ფიზიკური პირის დასაბეგრი ქონება (გარდა მიწისა), თუ ამ პირის ოჯახის მიერ მიმდინარე კალენდარული წლის წინა წლის განმავლობაში მიღებული შემოსავლები არ აღემატება 70 000 ლარს;“ მუხლი 2. ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე. საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი
განმარტებითი ბარათი
საქართვრლოს კანონი საქართველოს საგადასახადო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ განმარტებითი ბარათი საქართველოს კანონის პროექტზე „საქართველოს საგადასახადო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ ა) ზოგადი ინფორმაცია კანონპროექტის შესახებ: ა.ა) კანონპროექტის მიღების მიზეზი: ა.ა.ა) პრობლემა, რომლის გადაჭრასაც მიზნად ისახავს კანონპროექტი: არსებული კანონპროექტის მიზანია საქართველოს საგადასახადო კოდექსში, ქვეყანაში მიმდინარე მაკროეკონომიკურ მოვლენების გათვალისწინება, კერძოდ 2010 წლის სექტემბერში, საქართველოს რეზიდენტების შემოსავლებზე დაწესდა ზღვრები რომლითაც განისაზღვრა ქონების გადასახადის გადახდის ვალდებულების წარმოშობის პირობები. 2010 წლის რედაქციით ზემოთხსენებული ზღვრების დადგენის შემდგომ სამომხმარებლო ფასების ინდექსი საქართველოში შეიცვალა და გაიზარდა 75%-ით. სამომხმარებლო ფასების 75% პროცენტიანი ზრდა გულისხმობს იმას, რომ საქართველოს რეზიდენტები სამომხმარებლო პროდუქციაში საშუალოდ 75% -ით მეტს იხდიან ვიდრე 2010 წელს. ინფლაციის გამო 2010 წლის დადგენილი საზღვრები ნაკლები წნეხი იყო რეზიდენტებისთვის ვიდრე ახლა, 2022 წელს, როდესაც ამ პერიოდის კუმულაციური ინფლაცია 75% - ს შეადგენს. შესაბამისად ცვლილების მიზანია საგადასახადო კოდექსის შინაარსობრივად 2010 წლის ვერსიასთან ადაპტირება და საგადასახადო წნეხის არასამართლიანი ზრდის ნიველირება. ა.ა.ბ) არსებული პრობლემის გადასაჭრელად კანონის მიღების აუცილებლობა: გამომდინარე იქიდან, რომ მოქმედი კანონმდებლობა არ პასუხობს, 2022 წლისთვის, ლარის გაუფასურებით (ინფლაციით) განსაზღვრულ გამოწვევებს, გათვალისწინებული ცვლილებები, უზრუნველყოფს პროექტით წარმოდგენილი მიზნის მიღწევას. ა.ბ) კანონპროექტის მოსალოდნელი შედეგები: კანონპროექტის მიღების შემთხვევაში დაკორექტირდება ქონების გადასახადით დაბეგვრის საშემოსავლო ზღვრები, რაც განაპირობებს კოდექსში 2010 წელს დადგენილი ნომინალური ზღვრების გაზრდას, რათა იგი შესაბამისობაში მოვიდეს ლარის დღევანდელ მსყიდველუნარიანობასთან. ა.გ) კანონპროექტის ძირითადი არსი: კანონპროექტით ცვლილება შედის საქართველოს საგადასახადო კოდექსის 202-ე მუხლის მეხუთე ნაწილის „ა“ ქვეპუნქტში, კერძოდ ქონების გადასახადის განაკვეთით, რომელიც შეადგენს არანაკლებ 0.05 პროცენტის და არა უმეტეს 0.2 პროცენტისა, დაიბეგრებიან 175 000 ლარამდე დასაბეგრი შემოსავლის მქონე რეზიდენტი ფიზიკური პირები, ნაცვლად დღეს მოქმედი 100 000 ლარიანი ზღვრისა. ცვლილებები ასევე შედის ამავე მუხლის ამავე ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტში, კერძოდ ქონების გადასახადის განაკვეთით, რომელიც შეადგენს არანაკლებ 0.8 პროცენტის და არა უმეტეს 1 პროცენტისა, დაიბეგრებიან 175 000 ლარის ან მეტის დასაბეგრი შემოსავლის მქონე რეზიდენტი ფიზიკური პირები, ნაცვლად დღეს მოქმედი 100 000 ლარიანი ზღვრისა. კანონპროექტით ცვლილება შედის აგრეთვე საქართველოს საგადასახადო კოდექსის 206-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტში, რომლის მიხედვით რეზიდენტი ფიზიკური პირები, რომელთა დასაბეგრი შემოსავალი 70 000 ლარს არ აღემატება გათავისუფლებულები იქნებიან ქონების გადასახადისაგან, დღეს მოქმედი რედაქციით გადასახადისაგან გათავისუფლების საშემოსავლო ზღვარი 40 000 ლარს შეადგენს, ეს ზღვარი დადგინდა 2010 წელს და მის მერე არ შეცვლილა. ა.დ) კანონპროექტის კავშირი სამთავრობო პროგრამასთან და შესაბამის სფეროში არსებულ სამოქმედო გეგმასთან, ასეთის არსებობის შემთხვევაში (საქართველოს მთავრობის მიერ ინიცირებული კანონპროექტის შემთხვევაში): კანონპროექტი საქართველოს მთავრობის მიერ არ არის ინიცირებული. ა.ე) კანონპროექტის ძალაში შესვლის თარიღის შერჩევის პრინციპი, ხოლო კანონისთვის უკუძალის მინიჭების შემთხვევაში − აღნიშნულის თაობაზე შესაბამისი დასაბუთება: მიზანშეწონილია კანონპროექტის დროული ამოქმედება, შესაბამისად გათვალისწინებულია, რომ კანონი ძალაში უნდა შევიდეს გამოქვეყნებისთანავე, კანონპროექტი არ ითვალისწინებს კანონისთვის უკუძალის მინიჭებას. ა.ვ) კანონპროექტის დაჩქარებული წესით განხილვის მიზეზები და შესაბამისი დასაბუთება (თუ ინიციატორი ითხოვს კანონპროექტის დაჩქარებული წესით განხილვას): კანონპროექტის დაჩქარებული წესით განხილვა არ არის მოთხოვნილი. ბ) კანონპროექტის ფინანსური გავლენის შეფასება საშუალოვადიან პერიოდში (კანონპროექტის ამოქმედების წელი და შემდგომი 3 წელი): ბ.ა) კანონპროექტის მიღებასთან დაკავშირებით აუცილებელი ხარჯების დაფინანსების წყარო: კანონპროექტის მიღება არ გამოიწვევს დამატებით ხარჯების გაღებას არცერთი დონის ბიუჯეტიდან და შესაბამისად, არ საჭიროებს დაფინანსების წყაროს. ბ.ბ) კანონპროექტის გავლენა სახელმწიფო, ავტონომიური რესპუბლიკის რესპუბლიკური ან/და მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილზე: ვინაიდან ქონების გადასახადისაგან გათავისუფლების ზღვარი 40 000 დან 70 000 ლარამდე იზრდება, შესაბამისად შემცირდება ქონების გადასახადით დასაბეგრ პირთა ოდენობა, რაც შეამცირებს მუნიციპალიტეტების ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილს. ქონების გადასახადის განაკვეთით, რომელიც შეადგენს არანაკლებ 0.8 პროცენტის და არა უმეტეს 1 პროცენტისა, დაიბეგრებიან 175 000 ლარის ან მეტის დასაბეგრი შემოსავლის მქონე რეზიდენტი ფიზიკური პირები, ნაცვლად დღეს მოქმედი 100 000 ლარიანი ზღვრისა, ეს კი განაპირობებს გადასახადის გადამხდელთა ნაწილის უფრო დაბალი საგადასახადო განაკვეთით დაბეგვრის ჯგუფში გადასვლას (რომელიც შეადგენს, არანაკლებ 0.05 პროცენტს და არა უმეტეს 0.2 პროცენტისა) , შესაბამისად ამ ნაწილშიც შემცირდება მუნიციპალიტეტების ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილი. 2019, 2020, 2021 წლებში, ფიზიკურ პირთა ქონებიდან მიღებული საბიუჯეტო შემოსავლები საშუალოდ შეადგენს 32 მილიონ ლარს. თუ გავითვალისწინებთ იმას, რომ ამ თანხის ნახევარი სწორედ ზმოთხსენებული საშემოსავლო ზღვრების შედეგად არის მიღებული და ასევე თუ გავაკეთებთ დაშვებას, რომ 40 000 დან 70 000 ლარამდე შემოსავლის მქონე პირები ამ ნახევარი თანხის 30% რიცხავენ ბიუჯეტში ქონების გადასახადის სახით, მაშინ მხოლოდ 40 000-იანი ზღვარის 70 000-მდე ცვლილებით ტერიტორიული ერთეულების ბიუჯეტს მოაკლდება 4.8 მილიონი ლარი. თუ გაკეთდება დაშვება რომ 100 000 - დან 175 000 ლარამდე შემოსავლის მქონე პირები ქონების გადასახადის სახით ბიუჯეტში რიცხავენ ასევე 4.8 მილიონ ლარს, მაშინ ტერიტორიული ერთეულების ბიუჯეტს მოაკლდება დამატებით 4.5 მილიონი ლარი. ჯამში ტერიტორიული ერთეულების ბიუჯეტს დააკლდება დაახლოებით 9.3 მილიონი ლარი. ბ.გ) კანონპროექტის გავლენა სახელმწიფო, ავტონომიური რესპუბლიკის რესპუბლიკური ან/და მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ხარჯვით ნაწილზე: კანონპროექტი გავლენას არ ახდენს სახელმწიფო, ავტონომიური რესპუბლიკის რესპუბლიკური ან/და მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ხარჯვით ნაწილზე; ბ.დ) სახელმწიფოს ახალი ფინანსური ვალდებულებები, კანონპროექტის გავლენით სახელმწიფოს ან მის სისტემაში არსებული უწყების მიერ მისაღები პირდაპირი ფინანსური ვალდებულებების (საშინაო ან საგარეო ვალდებულებები) მითითებით: კანონპროექტის მიღება არ ვალდებულებების აღებას. ითვალისწინებს სახელმწიფოს მიერ ახალი ფინანსური ბ.ე) კანონპროექტის მოსალოდნელი ფინანსური შედეგები იმ პირთათვის, რომელთა მიმართაც ვრცელდება კანონპროექტის მოქმედება, იმ ფიზიკურ და იურიდიულ პირებზე გავლენის ბუნებისა და მიმართულების მითითებით, რომლებზედაც მოსალოდნელია კანონპროექტით განსაზღვრულ ქმედებებს ჰქონდეს პირდაპირი გავლენა: კანონპროექტის მიღება დადებით გავლენას მოახდენს იმ ფიზიკურ პირებზე, რომლებიც იხდიან ქონების გადასახადს. ნაწილი პირებისა გათავისუფლდება მოცემული გადასახადისაგან, ნაწილი კიდევ უფრო შეღავათიანი დაბეგვრის განაკვეთის ჯგუფში გადავა. ჯამურად ისინი დაზოგავენ დაახლოებით 9.3 მილიონ ლარს. ბ.ვ) კანონპროექტით დადგენილი გადასახადის, მოსაკრებლის ან სხვა სახის გადასახდელის (ფულადი შენატანის) ოდენობა შესაბამის ბიუჯეტში და ოდენობის განსაზღვრის პრინციპი: კანონპროექტით არ დგინდება გადასახადი, მოსაკრებელი ან სხვა სახის გადასახდელი (ფულადი შენატანი). ბ1) ბავშვის უფლებრივ მდგომარეობაზე კანონპროექტის ზეგავლენის შეფასება: კანონპროექტს არ აქვს ზეგავლენა ბავშვის უფლებრივ მდგომარეობაზე. გ) კანონპროექტის მიმართება საერთაშორისო სამართლებრივ სტანდარტებთან გ.ა) კანონპროექტის მიმართება ევროკავშირის სამართალთან: კანონპროექტის მიღება არ ეწინააღმდეგება ევროკავშირის სამართალს. გ.ბ) კანონპროექტის მიმართება საერთაშორისო ორგანიზაციებში საქართველოს წევრობასთან დაკავშირებულ ვალდებულებებთან: კანონპროექტი არ ეწინააღმდეგება საერთაშორისო ორგანიზაციებში საქართველოს წევრობასთან დაკავშირებულ ვალდებულებებს. გ.გ) კანონპროექტის მიმართება საქართველოს ორმხრივ და მრავალმხრივ ხელშეკრულებებთან და შეთანხმებებთან, აგრეთვე, ისეთი ხელშეკრულების/შეთანხმების არსებობის შემთხვევაში, რომელსაც უკავშირდება კანონპროექტის მომზადება, − მისი შესაბამისი მუხლი ან/და ნაწილი: კანონპროექტი არ ეწინააღმდეგება საქართველოს ორმხრივ და მრავალმხრივ ხელშეკრულებებს და შეთანხმებებს. აგრეთვე, კანონპროექტის მომზადება არ უკავშირდება რომელიმე ხელშეკრულებას/შეთანხმებას. გ.დ) არსებობის შემთხვევაში, ევროკავშირის ის სამართლებრივი აქტი, რომელთან დაახლოების ვალდებულებაც გამომდინარეობს „ერთი მხრივ, საქართველოსა და, მეორე მხრივ, ევროკავშირსა და ევროპის ატომური ენერგიის გაერთიანებას და მათ წევრ სახელმწიფოებს შორის ასოცირების შესახებ შეთანხმებიდან“ ან ევროკავშირთან დადებული საქართველოს სხვა ორმხრივი და მრავალმხრივი ხელშეკრულებებიდან: ასეთი არ არსებობს. დ) კანონპროექტის მომზადების პროცესში მიღებული კონსულტაციები: დ.ა) სახელმწიფო, არასახელმწიფო ან/და საერთაშორისო ორგანიზაცია /დაწესებულება, ექსპერტი, სამუშაო ჯგუფი, რომელმაც მონაწილეობა მიიღო კანონპროექტის შემუშავებაში, ასეთის არსებობის შემთხვევაში: ასეთი არ არსებობს. დ.ბ) კანონპროექტის შემუშავებაში მონაწილე ორგანიზაციის/დაწესებულების, სამუშაო ჯგუფის, ექსპერტის შეფასება კანონპროექტის მიმართ, ასეთის არსებობის შემთხვევაში: ასეთი არ არსებობს. დ.გ) სხვა ქვეყნების გამოცდილება კანონპროექტის მსგავსი კანონების იმპლემენტაციის სფეროში, იმ გამოცდილების მიმოხილვა, რომელიც მაგალითად იქნა გამოყენებული კანონპროექტის მომზადებისას, ასეთი მიმოხილვის მომზადების შემთხვევაში: ასეთი არ არსებობს ე) კანონპროექტის ავტორი: კანონპროექტის ავტორები არიან, საქართველოს პარლამენტის რაქვიაშვილი, ჰერმან საბო, ვახტანგ მეგრელიშვილი, იაგო ხვიჩია. წევრები: ალექსანდრე ვ) კანონპროექტის ინიციატორი: კანონპროექტის ინიციატორები არიან, საქართველოს პარლამენტის წევრები: ალექსანდრე რაქვიაშვილი, ჰერმან საბო, ვახტანგ მეგრელიშვილი, იაგო ხვიჩია.