საქართველოს მოქალაქეების ზურაბ ვანიშვილის და შალვა ხაჭაპურიძის მიერ წარმოდგენილი საკანონმდებლო წინადადება „საექიმო საქმიანობის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის შესახებ“ საქართველოს კანონის პროექტთან დაკავშირებით

საკანონმდებლო წინადადება განხილვაშია
ინიცირების თარიღი
12.10.2022
ავტორი
საქართველოს მოქალაქეები: ზურაბ ვანიშვილი, შალვა ხაჭაპურიძე
ნომერი
#1-13146/22/10
წყარო

📋 განხილვის ეტაპები

ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის სხდომაზე განხილული დოკუმენტი
ბიუროზე განხილული დოკუმენტი

🏛️ კომიტეტები

  • ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტი წამყვანი კომიტეტი

📅 დამატებითი ინფორმაცია

ბიუროზე განხილვის თარიღი 2022-10-17
ბიუროს ნომერი 189

📜 ტექსტი

საკანონმდებლო წინადადება
my.gov.ge "ელექტრონული სერვისების ერთიანი პორტალი" საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სსიპ. „ციფრული მმართველობის სააგენტო“ კორესპონდენცია წარმოებულია საჯარო უწყებებთან მიმოწერის სერვისის მეშვეობით № CA0041229840535 12.10.2022 საქართველოს პარლამენტი საქართველოს პარლამენტი სათაური: ერთობლივი საკანონმდებლო წინადადება "საექიმო საქმიანობის შესახებ" საქართველოს კანონში დამატებების შეტანის შესახებ შინაარსი: მოგეხსენებათ, რომ "საექიმო საქმიანობის შესახებ" საქართველოს კანონი შეიცავს შემდეგ განმარტებებს: (1) "კლინიკური პრაქტიკის მეთოდური რეკომენდაცია" და (2) "კლინიკური პრაქტიკის ნაციონალური მეთოდური რეკომენდაცია" (იხ. კანონის მე-5 მუხლი). თუმცა, აღნიშნულ კანონში ამ ტერმინებს კანონი აღარ განიხილავს არც ერთ ასპექტში! კანონის აღნიშნული "თეთრი ლაქა" მნიშვნელოვნად განაპირობებს იმ გარემოებას, რომ საქართველოში დღემდე ვერ მოხერხდა სამედიცინო და ფარმაცევტული დარგების მკაცრი მარეგულირებელი ორგანოს (Stringent Regulatory Authority) ჩამოყალიბება. შესაბამისად, ქვეყნის მასშტაბით აღნიშნული დარგები რეგულირდება არამკაცრად (nonStringently). მიმდინარე პერიოდში საერთაშორისოდ აღიარებულ მეცნიერულ მტკიცებულებების გაზიარების გარეშე სამედიცინო და ფარმაცევტული დარგების განვითარება აფერხებს ქვეყნის ჯანდაცვის სისტემის ჰარმონიზაციას ევროკავშირის სტანდარტებთან, ფარმაცევტულ ბაზარზე მომრავლდა ცივილიზებულ სამყაროში აკრძალული მედიკამენტების წარმოება-რეალიზაცია, კლინიკურ პრაქტიკაში გამოიყენება აშშ-ში ბრუნვიდან ამოღებული სამედიცინო აპარატურა (FDA-recalled medical devices), მასობრივად ხდება FDA-ს "შავი ყუთი"-ს სიაში შეყვანილი მედიკამენტების დანიშვნა შესაბამისი დასაბუთების გარეშე, ხდება პაციენტთა დაინფიცირება უშუალოდ კლინიკებში მკურნალობისას, არ ხდება საჭირო კვლევების და გამოკვლევების ჩატარება და ა.შ. ასევე, გასატარებელია ზომები, რათა საქართველოში შეიქმნას სამედიცინო და ფარმაცევტული დარგების მკაცრი მარეგულერებელი ორგანო (Stringent Regulatory Authority), რაც მნიშვნელოვნად გააუმჯობესებს არსებულ ვითარებას სამედიცინო და ფარმაცევტულ დარგებში. შესაბამისად, გთხოვთ, კანონში ასახოთ ტერმინების: (1) "კლინიკური პრაქტიკის მეთოდური რეკომენდაცია" და (2) "კლინიკური პრაქტიკის ნაციონალური მეთოდური რეკომენდაცია" გამოყენება. საკანონმდებლო ტექნიკის თვალსაზრისით, სახეზეა ისეთი ვითარება, რომ ასეთ მნიშვნელოვან კანონში ასეთი მნიშვნელოვანი ტერმინები ფიგურირებს ყოველგვარი გამოყენების გარეშე. პატივისცემით, შალვა ხაჭაპურიძე და ზურაბ ვანიშვილი ( ) პატივისცემით, შალვა ხაჭაპურიძე პ. #: მობილური: ელფოსტა: