საქართველოს პარლამენტის წევრის, საქართველოს კონსტიტუციური კანონის პროექტის საყოველთაო-სახალხო განხილვის საორგანიზაციო კომისიის თავმჯდომარის ანრი ოხანაშვილის მიერ წარმოდგენილი „საქართველოს კონსტიტუციაში ცვლილების შეტანის შესახებ“ საქართველოს კონსტიტუციურ კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კონსტიტუციური კანონის პროექტის (№07-3/234; 31.08.2022) საყოველთაო-სახალხო განხილვის შემაჯამებელი ოქმი
📋 განხილვის ეტაპები
ბიუროზე განხილული დოკუმენტი
📅 დამატებითი ინფორმაცია
ბიუროზე განხილვის თარიღი 2022-10-17
ბიუროს ნომერი 189
📜 ტექსტი
წერილი
საქართველოს პარლამენტის წევრი
2-15758/22
12-10-2022
საქართველოს პარლამენტის ბიუროს
გიგზავნით „საქართველოს კონსტიტუციაში ცვლილების შეტანის შესახებ“
საქართველოს
კონსტიტუციურ
კანონში
ცვლილების
შეტანის
თაობაზე“
საქართველოს კონსტიტუციური კანონის პროექტის (N07-3/234; 31.08.2022)
საყოველთაო-სახალხო განხილვის საორგანიზაციო კომისიის შემაჯამებელ ოქმსა და
თანდართულ საყოველთაო-სახალხო განხილვის საორგანიზაციო კომისიის
შეხვედრების ოქმებს.
პატივისცემით,
საქართველოს კონსტიტუციური კანონის პროექტის
საყოველთაო-სახალხო განხილვის საორგანიზაციო
კომისიის თავმჯდომარე
ანრი ოხანაშვილი
თბილისი 0118, რუსთაველის გამზირი # 8, საქართველოს პარლამენტის სასახლე
ტელეფონი: (995 32) 2281679. ელ. ფოსტა: contact@parliament.ge
დანართი
2-15751/22
12-10-2022
„საქართველოს კონსტიტუციაში ცვლილების შეტანის შესახებ“ საქართველოს
კონსტიტუციურ კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს
კონსტიტუციური კანონის პროექტის (N07-3/234; 31.08.2022) საყოველთაოსახალხო განხილვის საორგანიზაციო კომისიის
შემაჯამებელი ოქმი
2022 წლის 31 აგვისტოს საქართველოს პარლამენტის 80-მა წევრმა საქართველოს
პარლამენტს საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარუდგინა საქართველოს
კონსტიტუციური კანონის პროექტი „საქართველოს კონსტიტუციაში ცვლილების
შეტანის შესახებ“ საქართველოს კონსტიტუციურ კანონში ცვლილების შეტანის
თაობაზე“ (N07-3/234; 31.08.2022).1 კონსტიტუციური კანონის პროექტის თანახმად,
„მომდევნო ორი მოწვევის პარლამენტი გენერალურ პროკურორს ირჩევს სრული
შემადგენლობის სამი მეხუთედის უმრავლესობით. თუ პარლამენტი სრული
შემადგენლობის სამი მეხუთედის უმრავლესობით გენერალურ პროკურორს
ორჯერ ვერ აირჩევს, პარლამენტი გენერალურ პროკურორს ირჩევს სრული
შემადგენლობის უმრავლესობით. მეორე და მესამე კენჭისყრა ტარდება შესაბამისი
წინა კენჭისყრიდან არაუადრეს 28-ე დღისა და კენჭი ეყრება ერთსა და იმავე
კანდიდატს. მომდევნო ორი მოწვევის პარლამენტის მიერ სრული შემადგენლობის
უმრავლესობით არჩეული გენერალური პროკურორის უფლებამოსილების ვადაა
ერთი წელი.“
2022 წლის 9 სექტემბერს საქართველოს პარლამენტის რეგლამენტის 125-ე მუხლის
შესაბამისად საქართველოს პარლამენტის N1789-IXმს-Xმპ დადგენილებით2
შეიქმნა აღნიშნული კონსტიტუციური კანონის პროექტის საყოველთაო-სახალხო
განხილვის საორგანიზაციო კომისია, ხოლო კონსტიტუციური კანონის პროექტი
საქართველოს პარლამენტის რეგლამენტის იმავე მუხლისა და საქართველოს
კონსტიტუციის 77-ე მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად გამოქვეყნდა საყოველთაოსახალხო განხილვისათვის. საყოველთაო-სახალხო განხილვის საორგანიზაციო
კომისია შექმნილია შემდეგი 7 წევრის შემადგენლობით:
− ანრი ოხანაშვილი − საქართველოს პარლამენტის იურიდიულ საკითხთა
კომიტეტის თავმჯდომარე (საყოველთაო-სახალხო განხილვის საორგანიზაციო
კომისიის თავმჯდომარე);
− მიხეილ სარჯველაძე − საქართველოს პარლამენტის ადამიანის უფლებათა
დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე;
1 https://parliament.ge/legislation/24570
https://info.parliament.ge/#law-drafting/24570
2 https://parliament.ge/legislation/24619
https://info.parliament.ge/#law-drafting/24619
−
−
−
−
−
ნინო იობაშვილი − საქართველოს პარლამენტის ევროპასთან ინტეგრაციის
კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე (საყოველთაო-სახალხო განხილვის
საორგანიზაციო კომისიის მდივანი);
ფრიდონ ინჯია − საპარლამენტო პოლიტიკური ჯგუფი „ევროპელი
სოციალისტების“ თავმჯდომარე;
დავით უსუფაშვილი − საპარლამენტო პოლიტიკური ჯგუფის „ლელო −
პარტნიორობა საქართველოსთვის“ თავმჯდომარე;
იაგო ხვიჩია − საპარლამენტო პოლიტიკური ჯგუფი „გირჩის“ თავმჯდომარე;
მიხეილ დაუშვილი − საქართველოს პარლამენტის წევრი.
საყოველთაო-სახალხო განხილვის საორგანიზაციო კომისიამ საქართველოს
კონსტიტუციური კანონის პროექტის განხილვის მიზნით, მოსახლეობის
მაქსიმალური ინფორმირებისა და ჩართულობის პრინციპის გათვალისწინებით,
საქართველოს პარლამენტის 125-ე მუხლის შესაბამისად საქართველოს სხვადასხვა
ადმინისტრაციულ-ტერიტორიულ ერთეულში გამართა 2 შეხვედრა; კერძოდ,
აღნიშნული შეხვედრები გაიმართა 2022 წლის 8 ოქტომბერს ქალაქ თბილისში,
საქართველოს პარლამენტის სასახლესა და ქალაქ ქუთაისში, აკაკი წერეთლის
სახელმწიფო უნივერსიტეტში. შეხვედრებში მონაწილეობდნენ საყოველთაოსახალხო განხილვის საორგანიზაციო კომისიის წევრები, აკადემიური წრეების,
პროფესიული საზოგადოების, სამოქალაქო საზოგადოებისა და სხვადასხვა
სახელმწიფო უწყების წარმომადგენლები, სხვა დაინტერესებული პირები (მათ
შორის, სტუდენტები). შეხვედრებში მონაწილე პირთა უმეტესობამ გენერალური
პროკურორის
დამოუკიდებლობისა
და
გენერალური
პროკურატურის
ინსტიტუციური მდგრადობის უზრუნველყოფის ნაკლოვანების თვალსაზრისით
ძირითადად უარყოფითად შეაფასა კონსტიტუციური კანონის პროექტის არსი და
მისით გათვალისწინებული სამართლებრივი მოწესრიგება. შეხვედრები ე. წ. live
stream-ით გადაიცემოდა ასევე youtube-გვერდისა და საქართველოს პარლამენტის
ოფიციალური facebook-გვერდის მეშვეობით.3
ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, „საქართველოს კონსტიტუციაში
ცვლილების შეტანის შესახებ“ საქართველოს კონსტიტუციურ კანონში ცვლილების
შეტანის თაობაზე“ საქართველოს კონსტიტუციური კანონის პროექტის (N07-3/234;
31.08.2022) საყოველთაო-სახალხო განხილვის საორგანიზაციო კომისია ამ
3 შეხვედრების მიმდინარეობის შესახებ დაწვრილებითი ინფორმაციის გასაცნობად იხ. შესაბამისი
facebook-გვერდი, youtube-გვერდი და საქართველოს პარლამენტის ვებგვერდზე განთავსებული
სათანადო აუდიოჩანაწერები:
https://www.facebook.com/watch/live/?ref=watch_permalink&v=613449897147727
https://www.facebook.com/watch/live/?ref=watch_permalink&v=420077896937666
https://www.youtube.com/watch?v=_HpgmlIiOqE
https://www.youtube.com/watch?v=w2ajwU9FaYY
https://www.youtube.com/watch?v=6ME8BaXc2wo
https://www.youtube.com/watch?v=dXCBCEGIEyk
https://info.parliament.ge/#law-drafting/24819
https://parliament.ge/legislation/24819
კონსტიტუციური კანონის პროექტის კანონით გათვალისწინებულ საყოველთაოსახალხო განხილვას დასრულებულად მიიჩნევს.
ამასთანავე, საყოველთაო-სახალხო განხილვის საორგანიზაციო კომისია მიიჩნევს,
რომ დაცულია აღნიშნული კონსტიტუციური კანონის პროექტის განხილვისთვის
დადგენილი მოთხოვნები და კონსტიტუციური კანონის პროექტი მზად არის
საქართველოს კონსტიტუციისა და საქართველოს პარლამენტის რეგლამენტის
შესაბამისად საქართველოს პარლამენტის საკომიტეტო და პლენარულ სხდომებზე
განსახილველად.
საქართველოს კონსტიტუციური კანონის პროექტის
საყოველთაო-სახალხო განხილვის საორგანიზაციო
კომისიის თავმჯდომარე
ანრი ოხანაშვილი
დანართი N1
„საქართველოს კონსტიტუციაში ცვლილების შეტანის შესახებ“ საქართველოს
კონსტიტუციურ კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს
კონსტიტუციური კანონის პროექტის (N07-3/234; 31.08.2022) საყოველთაო-სახალხო
განხილვის საორგანიზაციო კომისიის
შეხვედრის ოქმი N1
2022 წლის 8 ოქტომბერი, 11:00 საათი
ქ. თბილისი, რუსთაველის გამზირი N8
(საქართველოს პარლამენტის სასახლე)
პრეზიდიუმის შემადგენლობა: საყოველთაო-სახალხო განხილვის საორგანიზაციო
კომისიის წევრები: ანრი ოხანაშვილი (საქართველოს პარლამენტის იურიდიულ
საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე, საყოველთაო-სახალხო განხილვის
საორგანიზაციო კომისიის თავმჯდომარე), მიხეილ სარჯველაძე (საქართველოს
პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის
კომიტეტის თავმჯდომარე), ნინო იობაშვილი (საქართველოს პარლამენტის
ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე, საყოველთაოსახალხო განხილვის საორგანიზაციო კომისიის მდივანი), ფრიდონ ინჯია
(საპარლამენტო
პოლიტიკური
ჯგუფი
„ევროპელი
სოციალისტების“
თავმჯდომარე), მიხეილ დაუშვილი (საქართველოს პარლამენტის წევრი).
შეხვედრის წამყვანი: ანრი ოხანაშვილი (საქართველოს პარლამენტის იურიდიულ
საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე, საყოველთაო-სახალხო განხილვის
საორგანიზაციო კომისიის თავმჯდომარე).
შეხვედრაში მონაწილეობდნენ: საყოველთაო-სახალხო განხილვის საორგანიზაციო
კომისიის წევრები (ანრი ოხანაშვილი, მიხეილ სარჯველაძე, ნინო იობაშვილი,
ფრიდონ ინჯია, მიხეილ დაუშვილი), აკადემიური წრეების, პროფესიული
საზოგადოების, სამოქალაქო საზოგადოებისა და სხვადასხვა სახელმწიფო უწყების
წარმომადგენლები, სხვა დაინტერესებული პირები.
შეხვედრა გახსნა საქართველოს პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის
თავმჯდომარემ, საყოველთაო-სახალხო განხილვის საორგანიზაციო კომისიის
თავმჯდომარემ, ანრი ოხანაშვილმა. მან შეხვედრის მონაწილეებსა და
საქართველოს მოსახლეობას წარუდგინა საყოველთაო-სახალხო განხილვის
საორგანიზაციო კომისიის შემადგენლობის შესახებ ინფორმაცია, კონსტიტუციური
1
კანონის პროექტის არსი1 და კონსტიტუციური კანონის პროექტთან
დაკავშირებული სხვა დაწვრილებითი ინფორმაცია. ანრი ოხანაშვილმა ასევე
მიმოიხილა კონსტიტუციური კანონის პროექტით გათვალისწინებული საკითხის
უარყოფითი მხარეები და განმარტა კონსტიტუციური კანონის პროექტის
ინიციირების მიზეზი და მიზანი; კერძოდ, მან აღნიშნა, რომ კონსტიტუციური
კანონის პროექტის ინიციირება ემსახურება საქართველოს მიერ ევროკავშირის
მიმართ ნაკისრი ვალდებულებისა და ევროკავშირის წევრობის კანდიდატის
სტატუსის საქართველოსთვის მინიჭების ერთ-ერთი პირობის შესრულებას;
შესაბამისად, სწორედ მხოლოდ ამ მიზნიდან გამომდინარე შეიძლება გამართლდეს
წარმოდგენილი კონსტიტუციური ცვლილების (საქართველოს გენერალური
პროკურორის არჩევის ახალი წესის) განსაზღვრული დროით მიღება, მიუხედავად
მისი კონსტიტუციურსამართლებრივი ხარვეზიანობისა.
აზრი გამოთქვეს: წარმომადგენლებმა აკადემიური წრეებიდან (ჯონი ხეცურიანი
(საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემია), ვასილ გონაშვილი, ირაკლი
დვალიძე, ირა აქუბარდია, თამარ ზარანდია (ივანე ჯავახიშვილის სახელობის
თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი)), პროფესიული საზოგადოებიდან
(მარიამ კუბლაშვილი (საქართველოს ადვოკატთა ასოციაცია)), სამოქალაქო
საზოგადოებიდან (ნიკოლოზ სიმონიშვილი (საქართველოს ახალგაზრდა
იურისტთა ასოციაცია)), სახელმწიფო უწყებებიდან (ამირან გულუაშვილი
(საქართველოს გენერალური პროკურატურა), რაჟდენ კუპრაშვილი (იურიდიული
დახმარების სამსახური)) და შეხვედრის მონაწილე საყოველთაო-სახალხო
განხილვის საორგანიზაციო კომისიის წევრებმა. მათმა უმეტესობამ გენერალური
პროკურორის
დამოუკიდებლობისა
და
გენერალური
პროკურატურის
ინსტიტუციური მდგრადობის უზრუნველყოფის ნაკლოვანების თვალსაზრისით
ძირითადად უარყოფითად შეაფასა კონსტიტუციური კანონის პროექტის არსი და
მისით გათვალისწინებული სამართლებრივი მოწესრიგება. მაგალითად,
საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის წევრმა, აკადემიკოსმა,
კონსტიტუციონალისტმა, ჯონი ხეცურიანმა, აღნიშნა, რომ პრობლემატურია
გენერალური პროკურორის 1 წლის ვადით არჩევის წესი, რადგან 1 წლის ვადით
არჩეული გენერალური პროკურორი ვერ იქნება დამოუკიდებელი და ეფექტიანი.
მისი აზრით, საჭიროა, გენერალური პროკურორის 1 წლის ვადით არჩევის წესი
კონსტიტუციური კანონის პროექტიდან ამოღებულ იქნეს, ხოლო თუ საქართველოს
პარლამენტი გენერალურ პროკურორს კვალიფიციური უმრავლესობით ვერ
აირჩევს, მომდევნო კენჭისყრის კვორუმად პარლამენტის სრული შემადგენლობის
უმრავლესობა განისაზღვროს. ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის
1
კონსტიტუციური კანონის პროექტის თანახმად, „მომდევნო ორი მოწვევის პარლამენტი
გენერალურ პროკურორს ირჩევს სრული შემადგენლობის სამი მეხუთედის უმრავლესობით. თუ
პარლამენტი სრული შემადგენლობის სამი მეხუთედის უმრავლესობით გენერალურ პროკურორს
ორჯერ ვერ აირჩევს, პარლამენტი გენერალურ პროკურორს ირჩევს სრული შემადგენლობის
უმრავლესობით. მეორე და მესამე კენჭისყრა ტარდება შესაბამისი წინა კენჭისყრიდან არაუადრეს
28-ე დღისა და კენჭი ეყრება ერთსა და იმავე კანდიდატს. მომდევნო ორი მოწვევის პარლამენტის
მიერ სრული შემადგენლობის უმრავლესობით არჩეული გენერალური პროკურორის
უფლებამოსილების ვადაა ერთი წელი.“
2
სახელმწიფო
უნივერსიტეტის
ასოცირებულმა
პროფესორმა,
კონსტიტუციონალისტმა, ვასილ გონაშვილმაც აღნიშნა, რომ 1 წლის ვადით
არჩეული გენერალური პროკურორი ვერ იქნება დამოუკიდებელი. მან ყურადღება
გაამახვილა საქართველოს გენერალური პროკურორის უფლებამოსილების
კონსტიტუციით დადგენილ 6-წლიან ვადაზე და მიუთითა, რომ ეს ვადა
განსხვავდება სხვადასხვა პოლიტიკური თანამდებობის პირის არჩევის
ვადებისაგან, რაც უზრუნველყოფს მის დამოუკიდებლობას. ამასთანავე, ვასილ
გონაშვილმა მიუთითა, რომ პრობლემატური იქნება აგრეთვე გენერალური
პროკურორის არჩევის პროცედურის გამართვის საჭიროების დღენიადაგ ხანმოკლე
ინტერვალებით წარმოშობის საკითხი და ამ პროცედურის ხანგრძლივობა,
რომელიც შესაძლოა ნახევარი წლის განმავლობაში გაგრძელდეს. მისი აზრით,
მიზანშეწონილია, გენერალური პროკურორის 1 წლის ვადით არჩევის პირობა
ამოღებულ იქნეს, ხოლო თუ სამი მეხუთედის უმრავლესობის კვორუმი ვერ შედგა,
გენერალური პროკურორი არჩეულ იქნეს პარლამენტის სრული შემადგენლობის
უმრავლესობით, ესტონეთში მოქმედი პრეზიდენტის არჩევის წესის მსგავსად.
ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის
ასოცირებული პროფესორის, ირა აქუბარდიას, განმარტებით, გენერალური
პროკურორის არჩევის შემოთავაზებული წესის იდენტური წესი არცერთ ქვეყანაში
არ
არსებობს.
მისი
თქმით,
კონსტიტუციური
კანონის
პროექტით
გათვალისწინებულ მოდელთან ახლოს დგას ალბანეთში მოქმედი მოდელი, თუმცა
გენერალური პროკურორის 1 წლის ვადით არჩევას არც ალბანეთის
კანონმდებლობა ითვალისწინებს. ირა აქუბარდიას აზრით, გენერალური
პროკურორის 1 წლის ვადით არჩევა ცალსახად უარყოფითად აისახება
გენერალური პროკურორის დამოუკიდებლობასა და მის მიერ თავისი ფუნქციების
ეფექტიანად
შესრულებაზე.
შეხვედრაში
მონაწილე
ცალკეულ
პირთა
მოსაზრებების მსგავსად ირა აქუბარდიაც მიიჩნევს, რომ მიზანშეწონილია,
გენერალური პროკურორის 1 წლის ვადით არჩევის პირობა ამოღებულ იქნეს,
ხოლო თუ სამი მეხუთედის უმრავლესობის კვორუმი ვერ შედგა, გენერალური
პროკურორი
არჩეულ
იქნეს
პარლამენტის
სრული
შემადგენლობის
უმრავლესობით.
შეხვედრა ე. წ. live stream-ით გადაიცემოდა youtube-გვერდისა და საქართველოს
პარლამენტის ოფიციალური facebook-გვერდის მეშვეობით.
შეხვედრის მიმდინარეობის შესახებ დაწვრილებითი ინფორმაციის გასაცნობად იხ.
შესაბამისი facebook-გვერდი, youtube-გვერდი და საქართველოს პარლამენტის
ვებგვერდზე განთავსებული სათანადო აუდიოჩანაწერი:
https://www.facebook.com/watch/live/?ref=watch_permalink&v=613449897147727
https://www.youtube.com/watch?v=_HpgmlIiOqE
https://www.youtube.com/watch?v=w2ajwU9FaYY
https://info.parliament.ge/#law-drafting/24819
https://parliament.ge/legislation/24819
3
დანართი N2
„საქართველოს კონსტიტუციაში ცვლილების შეტანის შესახებ“ საქართველოს
კონსტიტუციურ კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს
კონსტიტუციური კანონის პროექტის (N07-3/234; 31.08.2022) საყოველთაო-სახალხო
განხილვის საორგანიზაციო კომისიის
შეხვედრის ოქმი N2
2022 წლის 8 ოქტომბერი, 19:00 საათი
ქ. ქუთაისი, თამარ მეფის ქ. N59
(აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტი)
პრეზიდიუმის შემადგენლობა: საყოველთაო-სახალხო განხილვის საორგანიზაციო
კომისიის წევრები: ანრი ოხანაშვილი (საქართველოს პარლამენტის იურიდიულ
საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე, საყოველთაო-სახალხო განხილვის
საორგანიზაციო კომისიის თავმჯდომარე), მიხეილ სარჯველაძე (საქართველოს
პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის
კომიტეტის თავმჯდომარე), ფრიდონ ინჯია (საპარლამენტო პოლიტიკური ჯგუფი
„ევროპელი სოციალისტების“ თავმჯდომარე), იაგო ხვიჩია (საპარლამენტო
პოლიტიკური ჯგუფი „გირჩის“ თავმჯდომარე).
შეხვედრის წამყვანი: ანრი ოხანაშვილი (საქართველოს პარლამენტის იურიდიულ
საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე, საყოველთაო-სახალხო განხილვის
საორგანიზაციო კომისიის თავმჯდომარე).
შეხვედრაში მონაწილეობდნენ: საყოველთაო-სახალხო განხილვის საორგანიზაციო
კომისიის წევრები (ანრი ოხანაშვილი, მიხეილ სარჯველაძე, ფრიდონ ინჯია, იაგო
ხვიჩია), აკადემიური წრეებისა და სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლები,
სხვა დაინტერესებული პირები (მათ შორის, სტუდენტები).
შეხვედრა გახსნა საქართველოს პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის
თავმჯდომარემ, საყოველთაო-სახალხო განხილვის საორგანიზაციო კომისიის
თავმჯდომარემ, ანრი ოხანაშვილმა. მან შეხვედრის მონაწილეებსა და
საქართველოს მოსახლეობას წარუდგინა საყოველთაო-სახალხო განხილვის
საორგანიზაციო კომისიის შემადგენლობის შესახებ ინფორმაცია, კონსტიტუციური
კანონის პროექტის არსი1 და კონსტიტუციური კანონის პროექტთან
1
კონსტიტუციური კანონის პროექტის თანახმად, „მომდევნო ორი მოწვევის პარლამენტი
გენერალურ პროკურორს ირჩევს სრული შემადგენლობის სამი მეხუთედის უმრავლესობით. თუ
1
დაკავშირებული სხვა დაწვრილებითი ინფორმაცია. ანრი ოხანაშვილმა ასევე
მიმოიხილა კონსტიტუციური კანონის პროექტით გათვალისწინებული საკითხის
უარყოფითი მხარეები და განმარტა კონსტიტუციური კანონის პროექტის
ინიციირების მიზეზი და მიზანი; კერძოდ, მან აღნიშნა, რომ კონსტიტუციური
კანონის პროექტის ინიციირება ემსახურება საქართველოს მიერ ევროკავშირის
მიმართ ნაკისრი ვალდებულებისა და ევროკავშირის წევრობის კანდიდატის
სტატუსის საქართველოსთვის მინიჭების ერთ-ერთი პირობის შესრულებას;
შესაბამისად, სწორედ მხოლოდ ამ მიზნიდან გამომდინარე შეიძლება გამართლდეს
წარმოდგენილი კონსტიტუციური ცვლილების (საქართველოს გენერალური
პროკურორის არჩევის ახალი წესის) განსაზღვრული დროით მიღება, მიუხედავად
მისი კონსტიტუციურსამართლებრივი ხარვეზიანობისა.
აზრი გამოთქვეს: შეხვედრის მონაწილე საყოველთაო-სახალხო განხილვის
საორგანიზაციო კომისიის წევრებმა და შეხვედრაზე დამსწრე სხვა პირებმა. მათმა
უმეტესობამ გენერალური პროკურორის დამოუკიდებლობისა და გენერალური
პროკურატურის ინსტიტუციური მდგრადობის უზრუნველყოფის ნაკლოვანების
თვალსაზრისით ძირითადად უარყოფითად შეაფასა კონსტიტუციური კანონის
პროექტის არსი და მისით გათვალისწინებული სამართლებრივი მოწესრიგება.