საქართველოს პარლამენტის კულტურის კომიტეტის თავმჯდომარის ელისო ბოლქვაძის მიერ წარმოდგენილი 2022 წლის 10-14 ოქტომბერს აზერბაიჯანის რესპუბლიკაში მისი სამუშაო ვიზიტის ფარგლებში გამართული შეხვედრების შესახებ ანგარიში

ანგარიში განხილვაშია
ინიცირების თარიღი
17.10.2022
ავტორი
საქართველოს პარლამენტის კულტურის კომიტეტის თავმჯდომარე ელისო ბოლქვაძე
ნომერი
#2-15922/22/10
წყარო

📋 განხილვის ეტაპები

ბიუროზე განხილული დოკუმენტი

📅 დამატებითი ინფორმაცია

ბიუროზე განხილვის თარიღი 2022-10-17
ბიუროს ნომერი 189

📜 ტექსტი

წერილი
კულტურის კომიტეტი 2-15922/22 17-10-2022 საქართველოს პარლამენტის ბიუროს ასლი: საორგანიზაციო დეპარტამენტს ბატონო შალვა, საქართველოს პარლამენტის რეგლამენტის 188-ე მუხლის საფუძველზე, წარმოგიდგენთ ანგარიშს 2022 წლის 10-14 ოქტომბერს აზერბაიჯანის რესპუბლიკაში ჩემი სამუშაო ვიზიტის ფარგლებში გამართული შეხვედრების შესახებ. დანართი „2“ ფურცელი. პატვისცემით, კომიტეტის თავმჯდომარე ელისო ბოლქვაძე თბილისი 0118, რუსთაველის გამზირი # 8, საქართველოს პარლამენტის სასახლე ტელეფონი: (995 32) 2281679. ელ. ფოსტა: contact@parliament.ge
ანგარიში
საქართველოს პარლამენტის კულტურის კომიტეტის თავმჯდომარის სამუშაო ვიზიტის ანგარიში აზერბაიჯანის რესპუბლიკაში ( ქ. ბაქო) 2022 წლის 10-14 ოქტომბერი 2022 წლის 10-14 ოქტომბერს განხორციელდა პარლამენტის კულტურის კომიტეტის თავმჯდომარის ელისო ბოლქვაძის სამუშაო ვიზიტი აზერბაიჯანის რესპუბლიკაში, ქ. ბაქოში. ვიზიტის ფარგლებში დეპუტატმა ჩაატარა მნიშვნელოვანი შეხვედრები: 1. აზერბაიჯანის რესპუბლიკის მილი მეჯლისის კულტურის კომიტეტის თავმჯდომარის განირა ფაშაევას მოწვევის საფუძველზე შედგა ელისო ბოლქვაძის ოფიციალური ვიზიტი აზერბაიჯანის რესპუბლიკაში. ვიზიტის ფარგლებში შეხვედრა გაიმართა აზერბაიჯანის მეცნიერებისა და განათლების მინისტრთან ემინ ამრულაევთან. შეხვედრაზე მხარეებმა განიხილეს თანამშრომლობა საგანმანათლებლო სფეროში, სტუდენტებისთვის გაცვლითი პროგრამების დანერგვის შესაძლებლობა და მათი მონაწილეობა აზერბაიჯანსა და საქართველოში დაგეგმლ ფესტივალებსა თუ კონკურსებში. შეხვედრაზე ასევე ისაუბრეს საქართველო-აზერბაიჯანს შორის დიპლომატიური ურთიერთობების 30 წლის იუბილესა და ორმხრივი ისტორიული მეგობრობის თაობაზე. ხაზგასმით აღინიშნა კახის რაიონში ორი ქვეყნის განათლების სამინისტროების მიერ აზერბაიჯანულ-ქართული სკოლის გახსნის თემა. 2. აზერბაიჯანის რესპუბლიკაში ვიზიტის ფარგლებში კულტურის კომიტეტის თავმჯდომარე ელისო ბოლქვაძე მუღამის საერთაშორისო ცენტრს ეწვია, სადაც ცენტრის დირექტორს მურად გუსეინოვს შეხვდა. კომპლექსის მონახულებისას გამოითქვა ერთობლივი ღონისძიებების გამართვის სურვილი. 3. კულტურის კომიტეტის თავმჯდომარე ელისო ბოლქვაძე მილი მეჯლისის კულტურის კომიტეტის თავმჯდომარეს განირა ფაშაევას, საქართველოსთან აზერბაიჯანის საპარლამენტო მეგობრობის ჯგუფის ხელმძღვანელს არზუ ნაგიევს და კულტურის კომიტეტის წევრებს შეხვდა. შეხვედრაზე ისაუბრეს პარლამენტთაშორისი ურთიერთობების გაღრმავებასა და თანამშრომლობაზე კულტურის სფეროში. ხაზი გაესვა გამოცდილების გაზიარების მნიშვნელობას საკანონმდებლო და სხვა მრავალი მიმართულებით. შეხვედრისას გამოითქვა კონკრეტული მოსაზრებები, რომლის მიხედვითაც ორი ქვეყნის კომიტეტები კულტურის პოპულარიზაციას შეუწყობენ ხელს - იქნება ეს ხელოვნება, ლიტერატურა, კინემატოგრაფია, მუსიკა თუ სხვა. შეხვედრის დასასრულს მხარეები შეთანხმდნენ საქართველო-აზერბაიჯანს შორის დიპლომატიური ურთიერთობების დამყარების 30 წლის საიუბილეო თარიღთან დაკავშირებით ერთობლივი კულტურული ღონისძიებების გამართვის თაობაზე. შეხვედრას ასევე ესწრებოდა საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი აზერბაიჯანში ზურაბ პატარაძე. 4. აზერბაიჯანის რესპუბლიკაში ვიზიტის ფარგლებში კულტურის კომიტეტის თავმჯდომარე ელისო ბოლქვაძე მილი მეჯლისისა და ჰეიდარ ალიევის ფონდის მმართველი საბჭოს წევრს სოლტან მამედოვს შეხვდა. შეხვედრაზე ისაუბრეს ფონდის მუშაობის სპეციფიკის შესახებ. აღინიშნა, რომ მათ პრიორიტეტს კულტურისა და განათლების სფეროები წარმოადგენს და ამ მიმართულებით ფონდს არაერთი პროექტი აქვს განხორციელებული, მათ შორის საქართველოში. მხარეებმა სურვილი გამოთქვეს ერთობლივი კულტურული პროგრამების განხორციელებასა და თანამშრომლობაზე, რაც მეტად გაამყარებს ქვეყნების ურთიერთობებს და ერთგვარი ხიდის როლს შეასრულებს ორი ერის კიდევ უფრო დასაახლოებლად. 5. აზერბაიჯანის რესპუბლიკაში ვიზიტის ფარგლებში კულტურის კომიტეტის თავმჯდომარე ელისო ბოლქვაძე აზერბაიჯანის კულტურის მინისტრს ბატონ ანარ ქარიმოვს შეხვდა. შეხვედრისას ისაუბრეს კულტურის მნიშვნელობასა და მის როლზე თანამედროვე საზოგადოების ჩამოყალიბებაში. ასევე განიხილეს ორი ქვეყნის ახალგაზრდა ხელოვანების ხელშეწყობისთვის სხვადასვა პროგრამების დანერგვა, რაც ორივე ქვეყნისთვის პრიორიტეტს წარმოადგენს. შეხვედრაზე აგრეთვე ხაზი გაესვა “UNESCO”-ს ორგანიზაციის მნიშვნელობას კულტურის სფეროს დაცვისა და განვითარების საკითხებში. შეხვედრას ასევე ესწრებოდნენ აზერბაიჯანის კულტურის მინისტრის მოადგილე სევდა მამედალიევა და საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი აზერბაიჯანში ზურაბ პატარაძე.