საქართველოს პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის მომართვა საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მიერ წარმოდგენილი ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს მიერ საქართველოს მიმართ გამოტანილი გადაწყვეტილებების/განჩინებების აღსრულების მდგომარეობის შესახებ 2021 წლის ანგარიშების (№1-4020/22; 01.04.2022) განხილვის ვადის 30 დღით გაგრძელების შესახებ
📋 განხილვის ეტაპები
📅 დამატებითი ინფორმაცია
ბიუროზე განხილვის თარიღი 2022-10-18
ბიუროს ნომერი 190
📜 ტექსტი
წერილი
ადამიანის უფლებათა დაცვისა და
სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტი
2-16070/22
18-10-2022
საქართველოს პარლამენტის ბიუროს
საქართველოს პარლამენტის ბიუროს № 139/16, 11.04.2022 გადაწყვეტილებით,
ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტს განსახილველად
გადმოეცა საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მიერ წარმოდგენილი: ა) 2021 წლის
ანგარიში ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს მიერ საქართველოს მიმართ
გამოტანილი გადაწყვეტილებების/განჩინებების აღსრულების შესახებ (დასრულებული
საქმეები); ბ) 2021 წლის ანგარიში ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს მიერ
საქართველოს მიმართ გამოტანილი გადაწყვეტილებების/განჩინებების აღსრულების
შესახებ (მიმდინარე საქმეები) (№1-4020/22; 01.04.2022).
აღნიშნული
ანგარიშები
სავალდებულო
დასკვნისთვის
გადაეცა
იურიდიულ
საკითხთა კომიტეტს. მითითებული ანგარიშების სავალდებულო წესით განხილვის ვადა
განსაზღვრულია 2022 წლის 17 ოქტომბრამდე.
მიმდინარე წლის 17 ოქტომბერს მოგვმართა იურიდიულ საკითხთა კომიტეტმა,
რომელმაც საქართველოს პარლამენტის რეგლამენტით გათვალისწინებული ვადების
დაცვისა და ამ საკითხის სრულყოფილად მომზადების მიზნით, ითხოვა დასახელებული
საკითხის განხილვის ვადის გაგრძელება.
ვითვალისწინებთ
რა
აღნიშნული
კომიტეტის
თხოვნას,
მოგმართავთ
შუამდგომლობით მითითებული ანგარიშების განხილვის ვადის 30 დღით გაგრძელების
თაობაზე.
პატივისცემით,
კომიტეტის თავმჯდომარე
მიხეილ სარჯველაძე
თბილისი 0118, რუსთაველის გამზირი # 8, საქართველოს პარლამენტის სასახლე
ტელეფონი: (995 32) 2281679. ელ. ფოსტა: contact@parliament.ge