საქართველოს მოქალაქე ბერდია ბუსქანძის მიერ წარმოდგენილი საკანონმდებლო წინადადება „საქართველოს ორგანულ კანონში „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ ცვლილების შეტანის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის პროექტთან დაკავშირებით

საკანონმდებლო წინადადება განხილვაშია
ინიცირების თარიღი
18.10.2022
ავტორი
საქართველოს მოქალაქე ბერდია ბუსქანძე
ნომერი
#1-13407/22/10
წყარო

📋 განხილვის ეტაპები

რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტის სხდომაზე განხილული დოკუმენტი
ბიუროზე განხილული დოკუმენტი

🏛️ კომიტეტები

  • რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტი წამყვანი კომიტეტი

📅 დამატებითი ინფორმაცია

ბიუროზე განხილვის თარიღი 2022-10-24
ბიუროს ნომერი 192

📜 ტექსტი

წერილი
my.gov.ge "ელექტრონული სერვისების ერთიანი პორტალი" საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სსიპ. „ციფრული მმართველობის სააგენტო“ კორესპონდენცია წარმოებულია საჯარო უწყებებთან მიმოწერის სერვისის მეშვეობით № CA00412210136626 18.10.2022 საქართველოს პარლამენტი სათაური: საკანონმდებლო წინადადების შესახებ შინაარსი: საქართველოს პარლამენტის რეგლამენტის 105–ე მუხლის შესაბამისად, წარმოგიდგენთ საკანონმდებლო წინადადებას „საქართველოს ორგანულ კანონში „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ ცვლილების შეტანის შესახებ“ (თანახმად დანართისა). დოკუმენტები: 1 ) დანართი-კანონპროექტი, განმარტებითი ბარათი..docx; პატივისცემით, ბერდია ბუსქანძე პ. #: მობილური: ელფოსტა:
საკანონმდებლო წინადადება
პროექტი საქართველოს ორგანული კანონი საქართველოს ორგანულ კანონში „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ ცვლილების შეტანის შესახებ მუხლი 1. საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (www.matsne.gov.ge), 19.02.2014, სარეგისტრაციო კოდი: 010250000.04.001.016100) 26-ე მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-7 პუნქტი: „7. ობიექტური გარემოებების არსებობისას, საკრებულოს რეგლამენტით დადგენილი წესით, საჯაროობის პრინციპების დაცვით, საკრებულოს სხდომები, საკრებულოს კომისიების, ბიუროს სხდომები შეიძლება ჩატარდეს დისტანციურად სათანადო ელექტრონული საკომუნიკაციო საშუალების გამოყენებით. პირის თანამდებობაზე არჩევის, თანამდებობიდან გადაყენების და უნდობლობის გამოცხადების საკითხებზე სხდომა დისტანციურად არ ტარდება.“. მუხლი 2. ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე. საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი განმარტებითი ბარათი კანონპროექტზე (საქართველოს ორგანულ კანონში „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ცვლილების შეტანის შესახებ“) ა) ზოგადი ინფორმაცია კანონპროექტის შესახებ: ა.ა) კანონპროექტის მიღების მიზეზი: ა.ა.ა) პრობლემა, რომლის გადაჭრასაც მიზნად ისახავს კანონპროექტი: საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ 26-ე მუხლის მე-5 და მე-6 პუნქტების შესაბამისად, მუნიციპალიტეტის საკრებულოს სხდომა უფლებამოსილია, თუ მას ესწრება მუნიციპალიტეტის საკრებულოს სრული შემადგენლობის ნახევარზე მეტი. მუნიციპალიტეტის საკრებულო გადაწყვეტილებებს იღებს ღია კენჭისყრით. ფარული კენჭისყრა იმართება მხოლოდ პირის თანამდებობაზე არჩევის, თანამდებობიდან გადაყენების და უნდობლობის გამოცხადების საკითხების გადაწყვეტისას. ზემოხსენებული ორგანული კანონის 61-ე მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, მუნიციპალიტეტის საკრებულო ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტს იღებს საკრებულოს სხდომაზე დამსწრე წევრთა ხმების უმრავლესობით, მაგრამ არანაკლებ საკრებულოს სიითი შემადგენლობის ერთი მესამედისა, თუ ამ კანონით სხვა რამ არ არის დადგენილი. ზემოაღნიშნული ორგანული კანონი და სხვა საკანონმდებლო აქტი, არ ითვალისწინებს ობიექტური გარემოებების არსებობისას, საკრებულოს სხდომების, საკრებულოს კომისიების, ბიუროს სხდომების დისტანციურად ჩატარების შესაძლებლობას. საქართველოში ახალი კორონავირუსის შესაძლო გავრცელების აღკვეთის მიზნით, „იზოლაციისა და კარანტინის წესების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2020 წლის 23 მაისის №322 დადგენილება ითვალისწინებდა საჯარო დაწესებულებების თანამშრომელთა დისტანციურ რეჟიმში მუშაობის საკითხს. ამასთანავე, ზოგიერთი მუნიციპალიტეტის საკრებულოს რეგლამენტი ითვალისწინებს ობიექტური გარემოებების არსებობისას, საკრებულოს უფლებამოსილების განხორციელებას დისტანციურად, სათანადო ელექტრონული საკომუნიკაციო საშუალებების გამოყენებით (იხილეთ „ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს რეგლამენტის დამტკიცების შესახებ’’ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 19 ივლისის №2-1 დადგენილებით დამტკიცებული საკრებულოს რეგლამენტის 651 მუხლი და სხვა. ). ამდენად, მიზანშეწონილია საკანონმდებლო დონეზე მოხდეს ზემოხსენებული საკითხის დარეგულირება, კერძოდ: საკრებულოების საქმიანობის შეფერხების თავიდან აცილების მიზნით, ობიექტური გარემოებების არსებობისას (პანდემია, სტიქიური უბედურება, საომარი ვითარება და სხვა), საკრებულოებს მიეცეთ უფლება, საკრებულოს სხდომები, საკრებულოს კომისიების, ბიუროს სხდომები ჩაატარონ დისტანციურად, სათანადო ელექტრონული საკომუნიკაციო საშუალების გამოყენებით. პირის თანამდებობაზე არჩევის, თანამდებობიდან გადაყენების და უნდობლობის გამოცხადების საკითხებზე სხდომა დისტანციურად არ ჩატარდება. ა.ა.ბ) არსებული პრობლემის გადასაჭრელად კანონის მიღების აუცილებლობა: პროექტით გათვალისწინებული საკითხის დარეგულირება, შინაარსიდან გამომდინარე საჭიროებს საკანონმდებლო აქტის მიღებას. ა.ბ) კანონპროექტის მოსალოდნელი შედეგები: წინამდებარე კანონპროექტის მიღებით მოხდება საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ სრულყოფა, კერძოდ: საკრებულოების საქმიანობის შეფერხების თავიდან აცილების მიზნით, ობიექტური გარემოებების არსებობისას (პანდემია, სტიქიური უბედურება, საომარი ვითარება და სხვა), საკრებულოებს მიეცემათ უფლება, საკრებულოს სხდომები, საკრებულოს კომისიების, ბიუროს სხდომები ჩაატარონ დისტანციურად სათანადო ელექტრონული საკომუნიკაციო საშუალების გამოყენებით. ა.გ) კანონპროექტის ძირითადი არსი: კანონპროექტის მიხედვით, ორგანულ კანონს ემატება მუხლი, რომლის თანახმადაც, ობიექტური გარემოებების არსებობისას, საჯაროობის პრინციპების დაცვით, საკრებულოს რეგლამენტით დადგენილი წესით, საკრებულოს სხდომები, საკრებულოს კომისიების, ბიუროს სხდომები შეიძლება ჩატარდეს დისტანციურად სათანადო ელექტრონული საკომუნიკაციო საშუალების გამოყენებით. პირის თანამდებობაზე არჩევის, თანამდებობიდან გადაყენების და უნდობლობის გამოცხადების საკითხებზე სხდომა დისტანციურად არ ტარდება. ა.დ) კანონპროექტის კავშირი სამთავრობო პროგრამასთან და შესაბამის სფეროში არსებულ სამოქმედო გეგმასთან, ასეთის არსებობის შემთხვევაში (საქართველოს მთავრობის მიერ ინიციირებული კანონპროექტის შემთხვევაში): აღნიშნული ქვეპუნქტი არ გამოიყენება წარმოდგენილ კანონპროექტთან მიმართებაში (კანონპროექტი არ არის ინიცირებული საქართველოს მთავრობის მიერ). ა.ე) კანონპროექტის ძალაში შესვლის თარიღის შერჩევის პრინციპი, ხოლო კანონისთვის უკუძალის მინიჭების შემთხვევაში − აღნიშნულის თაობაზე შესაბამისი დასაბუთება: კანონპროექტის ამოქმედება გათვალისწინებულია მისი საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით გამოქვეყნებისთანავე. ა.ვ) კანონპროექტის დაჩქარებული წესით განხილვის მიზეზები და შესაბამისი დასაბუთება (თუ ინიციატორი ითხოვს კანონპროექტის დაჩქარებული წესით განხილვას): არ მოითხოვება კანონპროექტის დაჩქარებული წესით განხილვა. ბ) კანონპროექტის ფინანსური გავლენის შეფასება საშუალოვადიან პერიოდში (კანონპროექტის ამოქმედების წელი და შემდგომი 3 წელი): ბ.ა) კანონპროექტის მიღებასთან დაკავშირებით აუცილებელი ხარჯების დაფინანსების წყარო: კანონპროექტის მიღება არ გამოიწვევს აუცილებელი მუნიციპალიტეტისა და სახელმწიფო ბიუჯეტიდან. ხარჯების გამოყოფას ბ.ბ) კანონპროექტის გავლენა სახელმწიფო ან/და მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილზე: წარმოდგენილი კანონპროექტი გავლენას არ იქონიებს სახელმწიფოსა და მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილზე. ბ.გ) კანონპროექტის გავლენა სახელმწიფო ან/და მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ხარჯვით ნაწილზე: კანონპროექტს არ ექნება გავლენა ბიუჯეტის ხარჯვით ნაწილზე. ბ.დ) სახელმწიფოს ახალი ფინანსური ვალდებულებები, კანონპროექტის გავლენით სახელმწიფოს ან მის სისტემაში არსებული უწყების მიერ მისაღები პირდაპირი ფინანსური ვალდებულებების (საშინაო ან საგარეო ვალდებულებები) მითითებით: კანონპროექტის მიღება არ წარმოშობს სახელმწიფოსთვის ახალ ფინანსურ ვალდებულებებს. ბ.ე) კანონპროექტის მოსალოდნელი ფინანსური შედეგები იმ პირთათვის, რომელთა მიმართაც ვრცელდება კანონპროექტის მოქმედება, იმ ფიზიკურ და იურიდიულ პირებზე გავლენის ბუნებისა და მიმართულების მითითებით, რომლებზედაც მოსალოდნელია კანონპროექტით განსაზღვრულ ქმედებებს ჰქონდეს პირდაპირი გავლენა: კანონპროექტი ფინანსურ გავლენას არ იქონიებს იმ პირებზე, რომლებიც ექცევიან კანონპროექტის რეგულირების სფეროში. ბ.ვ) კანონპროექტით დადგენილი გადასახადის, მოსაკრებლის ან სხვა სახის გადასახდელის (ფულადი შენატანის) ოდენობა შესაბამის ბიუჯეტში და ოდენობის განსაზღვრის პრინციპი: კანონპროექტით არ დგინდება გადასახადი, მოსაკრებელი ან სხვა სახის გადასახდელი. ბ1) ბავშვის უფლებრივ მდგომარეობაზე კანონპროექტის ზეგავლენის შეფასება. კანონპროექტი გავლენას არ ახდენს ბავშვის უფლებრივ მდგომარეობაზე. გ) კანონპროექტის მიმართება საერთაშორისო სამართლებრივ სტანდარტებთან: გ.ა) კანონპროექტის მიმართება ევროკავშირის სამართალთან: კანონპროექტი არ ეწინააღმდეგება ევროკავშირის სამართალს. გ.ბ) კანონპროექტის მიმართება საერთაშორისო ორგანიზაციებში საქართველოს წევრობასთან დაკავშირებულ ვალდებულებებთან: კანონპროექტი არ ეწინააღმდეგება საერთაშორისო წევრობასთან დაკავშირებულ ვალდებულებებს. ორგანიზაციებში საქართველოს გ.გ) კანონპროექტის მიმართება საქართველოს ორმხრივ და მრავალმხრივ ხელშეკრულებებთან და შეთანხმებებთან, აგრეთვე, ისეთი ხელშეკრულების/შეთანხმების არსებობის შემთხვევაში, რომელსაც უკავშირდება კანონპროექტის მომზადება, − მისი შესაბამისი მუხლი ან/და ნაწილი: კანონპროექტი არ ეწინააღმდეგება საქართველოს მიერ ორმხრივი და მრავალმხრივი ხელშეკრულებებით და შეთანხმებებით ნაკისრ ვალდებულებებს. გ.დ) არსებობის შემთხვევაში, ევროკავშირის ის სამართლებრივი აქტი, რომელთან დაახლოების ვალდებულებაც გამომდინარეობს „ერთი მხრივ, საქართველოსა და, მეორე მხრივ, ევროკავშირსა და ევროპის ატომური ენერგიის გაერთიანებას და მათ წევრ სახელმწიფოებს შორის ასოცირების შესახებ შეთანხმებიდან” ან ევროკავშირთან დადებული საქართველოს სხვა ორმხრივი და მრავალმხრივი ხელშეკრულებებიდან: ასეთი არ არსებობს. დ) კანონპროექტის მომზადების პროცესში მიღებული კონსულტაციები: დ.ა) სახელმწიფო, არასახელმწიფო ან/და საერთაშორისო ორგანიზაცია/დაწესებულება, ექსპერტი, სამუშაო ჯგუფი, რომელმაც მონაწილეობა მიიღო კანონპროექტის შემუშავებაში, ასეთის არსებობის შემთხვევაში: ასეთი არ არსებობს. დ.ბ) კანონპროექტის შემუშავებაში მონაწილე ორგანიზაციის/დაწესებულების, სამუშაო ჯგუფის, ექსპერტის შეფასება კანონპროექტის მიმართ, ასეთის არსებობის შემთხვევაში: ასეთი არ არსებობს. დ.გ) სხვა ქვეყნების გამოცდილება კანონპროექტის მსგავსი კანონების იმპლემენტაციის სფეროში, იმ გამოცდილების მიმოხილვა, რომელიც მაგალითად იქნა გამოყენებული კანონპროექტის მომზადებისას, ასეთი მიმოხილვის მომზადების შემთხვევაში: ასეთი მიმოხილვა არ მომზადებულა. ე) კანონპროექტის ავტორი: ვ) საკანონმდებლო წინადადების ავტორი: საქართველოს მოქალაქე -ბერდია ბუსქანძე.