„მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“
📋 განხილვის ეტაპები
ბიუროზე განხილული დოკუმენტი (1)
ბიუროზე განხილული დოკუმენტი (2)
ბიუროზე განხილული დოკუმენტი (3)
საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის სხდომაზე განხილული დოკუმენტი
ბიუროზე განხილული დოკუმენტი (4)
დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის სხდომაზე განხილული დოკუმენტი
I მოსმენა
✓ 11 ✗ 2
საქართველოს პარლამენტის დადგენილება
🏛️ კომიტეტები
- დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტი წამყვანი კომიტეტი
- საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა
📑 დასკვნები
📅 დამატებითი ინფორმაცია
ბიუროზე განხილვის თარიღი 2022-10-24
ბიუროს ნომერი 192
📜 ტექსტი
საქართველოს კანონის პროექტი
პროექტი
საქართველოს კანონი
„მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე
მუხლი 1. „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონში (საქართველოს საკანონმდებლო
მაცნე, N5, 18.01.2005, მუხ. 19) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:
1. 33-ე მუხლის სათაური ჩამოყალიბდეს შემდეგნაირად
,,მუხლი 33. საზოგადოებრივი მაუწყებლის ბიუჯეტი.’’
2. 33-ე მუხლის მეორე პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგნაირად:
,,2. საზოგადოებრივი მაუწყებლის ბიუჯეტს ქმნის კანონმდებლობით განსაზღვრული
ან/და ნებადართული სხვა შემოსავლები და სახელმწიფო ბიუჯეტი. ‘’
ბ) მესამე პუნქტი ამოღებულ იქნას;
გ) მეოთხე პუნქტი ამოღებულ იქნას;
დ) მეხუთე პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„5. საზოგადოებრივი მაუწყებლობის დაფინანსების ძირითადი წყაროა
სახელმწიფო ბიუჯეტი.’’
საქართველოს
3. 77 -ე მუხლის პირველი და მეორე პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგნაირად :
,,1. ეს კანონი, გარდა 71-ე მუხლისა, ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.’’
2. ამოღებულ იქნას.
მუხლი 2.
ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
საქართველოს პრეზიდენტი
სალომე ზურაბიშვილი
განმარტებითი ბარათი
განმარტებითი ბარათი
საქართველოს კანონის პროექტზე
,,მაუწყებლობის შესახებ “ საქართველოს კანონში
ცვლილების შეტანის თაობაზე
ა) ზოგადი ინფორმაცია კანონპროექტის შესახებ:
ა.ა) კანონპროექტის მიღების მიზეზი:
ა.ა.ა) პრობლემა, რომლის გადაჭრასაც მიზნად ისახავს კანონპროექტი:
აღნიშნული კანონპროექტის მიზანია საზოგადოებრივი მაუწყებლის საბიუჯეტო დაფინანსების
სტრუქტურის ცვლილება, კერძოდ, საზოგადოებრივი მაუწყებლის ბიუჯეტის საქართველოს
მთლიან შიდა პროდუქტზე დამოკიდებულების გაუქმება.
შემოთავაზებული ცვლილებით საზოგადოებრივი მაუწყებლის ბიუჯეტი განისაზღვრება ისე,
როგორც ზოგადად სსიპ-ებისა და ა(ა)იპ ების ბიუჯეტი, განსახორციელებელი პროექტების
ჯამური ღირებულების მიხედვით.
ცვლილების მიხედვით, საზოგადოებრივი მაუწყებლის დაფინანსება არ იქნება მიმაგრებული
ისეთ ინდიკატორზე რომელიც კავშირში არ არის მის საქმიანობასთან, განხორციელებულ
პროექტებთან და ეყრდნობა ქვეყანაში ზოგად მაკროეკონომიკურ მდგომარეობას. აღნიშნული
კანონპროექტი მიზნად ისახავს რიგი პრობლემების აღმოფხვრას. საზოგადოებრივი მაუწყებლის
ბიუჯეტი შესაძლოა იცვლებოდეს, ნომინალური მთლიანი შიდა პროდუქტის ცვლილებისგან
დამოუკიდებლად, რადგან მათ შორის არ არის პირდაპირი კავშირი. ამავდროულად, ნომინალურ
მთლიან შიდა პროდუქტზე დაფინანსების მიბმა გულისხმობს, საზოგადოებრივი მაუწყებლის
ბიუჯეტის წინა წლის ინფლაციის მაჩვენებელზე მეტად ზრდას. საზოგადოებრივ მაუწყებელს
ამჟამად უკვე აქვს სხვა ყველა ქართულ ტელევიზიაზე დიდი ბიუჯეტი, რაც ფუნდამენტურად
არღვევს თავისუფალი კონკურენციის პრინციპს. არსებული კანონპროექტი აუქმებს
ზემოთჩამოთვლილი ხარვეზების ნეგატიურ ეფექტს.
არსებულ კანონპროექტს, საბიუჯეტო ხარჯებზე წინასწარი განსაზღვრული გავლენა არ აქვს.
ა.ა.ბ) არსებული პრობლემის გადასაჭრელად კანონის მიღების აუცილებლობა:
კანონის მიღების აუცილებლობა გამოწვეულია ზემოთხსენებული საკითხის
დარეგულირების მიზნით საკანონმდებლო ცვლილების განსახორციელებლად.
ა.ბ) კანონპროექტის მოსალოდნელი შედეგები:
კანონპროექტის მიღების შემთხვევაში საზოგადოებრივი მაუწყებლის ბიუჯეტი განისაზღვრება
ისე, როგორც ზოგადად სსიპ-ებისა და ა(ა)იპ ების ბიუჯეტი, განსახორციელებელი პროექტების
ჯამური ღირებულების მიხედვით.
ა.გ) კანონპროექტის ძირითადი არსი:
შემოთავაზებული ცვლილებით საზოგადოებრივი მაუწყებლის ბიუჯეტი განისაზღვრება ისე,
როგორც ზოგადად სსიპ-ებისა და ა(ა)იპ ების ბიუჯეტი, განსახორციელებელი პროექტების
ჯამური ღირებულების მიხედვით და არა მაკროპარამეტრების გათვალისწინებით დასაგეგმი
წლის წინა წლისათვის განსაზღვრული მთლიანი შიდა პროდუქტის არანაკლებ 0,14%-ისა.
ა.დ) კანონპროექტის კავშირი სამთავრობო პროგრამასთან და შესაბამის სფეროში არსებულ
სამოქმედო გეგმასთან, ასეთის არსებობის შემთხვევაში (საქართველოს მთავრობის მიერ
ინიცირებული კანონპროექტის შემთხვევაში):
კანონპროექტი საქართველოს მთავრობის მიერ არ არის ინიცირებული.
ა.ე) კანონპროექტის ძალაში შესვლის თარიღის შერჩევის პრინციპი, ხოლო კანონისთვის უკუძალის
მინიჭების შემთხვევაში − აღნიშნულის თაობაზე შესაბამისი დასაბუთება:
კანონპროექტით გათვალისწინებული კანონი ამოქმედდება გამოქვეყნებისთანავე, რადგან იგი,
მისი მიზნიდან და შინაარსიდან გამომდინარე, არ ითხოვს ამოქმედების უფრო გვიანდელი
ვადის დადგენას.
ა.ვ) კანონპროექტის დაჩქარებული წესით განხილვის მიზეზები და შესაბამისი დასაბუთება (თუ
ინიციატორი ითხოვს კანონპროექტის დაჩქარებული წესით განხილვას):
2023 წლის ბიუჯეტის კორექტირება მიმდინარეობს ამჟამად, რის გამოც მნიშვნელოვანია
დაჩქარებული წესით მოხდეს საზოგადოებრივი მაუწყებლის დაფინანსების ცვლილების
განხილვა.
ბ) კანონპროექტის ფინანსური გავლენის შეფასება საშუალოვადიან პერიოდში (კანონპროექტის
ამოქმედების წელი და შემდგომი 3 წელი):
ბ.ა) კანონპროექტის მიღებასთან დაკავშირებით აუცილებელი ხარჯების დაფინანსების წყარო:
კანონპროექტის მიხედვით, საზოგადოებრივი მაუწყებლის დაფინანსების წყარო იქნება
სახელმწიფო ბიუჯეტი და კანონმდებლობით განსაზღვრული ან/და ნებადართული სხვა
შემოსავლები.
ბ.ბ) კანონპროექტის გავლენა სახელმწიფო, ავტონომიური რესპუბლიკის რესპუბლიკური ან/და
მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილზე:
ამ კანონის 33-ე მუხლის მე-2– მე-4 პუნქტებით განსაზღვრული საზოგადოებრივი მაუწყებლობის
გადასახდელი არ არის პრაქტიკაში მოქმედი გადასახდელი, რადგან ძალაში არ შესულა მისი
განაკვეთისა და გადახდის წესის განმსაზღვრელი საკანონმდებლო აქტი, რის შედეგადაც
მოხდებოდა ამ გადასახდელის ამოქმედება.
შესაბამისად, კანონპროექტის მიღება გავლენას არ ახდენს საზოგადოებრივი მაუწყებლის
შემოსავლებზე.
ბ.გ) კანონპროექტის გავლენა სახელმწიფო, ავტონომიური რესპუბლიკის რესპუბლიკური ან/და
მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ხარჯვით ნაწილზე:
„საქართველოს 2023 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ“ საქართველოს კანონის პროექტის1
(პირველი წარდგენა) თანახმად, 2023 წელს საზოგადოებრივი მაუწყებლისთვის სახელმწიფო
ბიუჯეტიდან გამოსაყოფი სახსრების ოდენობა შეადგენს 101,110.0 ათას ლარს.
„ქვეყნის ძირითადი მონაცემებისა და მიმართულებების დოკუმენტის (2023-2026 წლები)“
მიხედვით, საზოგადოებრივი მაუწყებლის დაფინანსება სახელმწიფო ბიუჯეტიდან 2023-2026
წლებში მოსალოდნელია შემდეგი ოდენობით.
ათასი ლარი
დასახელება
სსიპ – საზოგადოებრივი მაუწყებელი
1
https://www.mof.ge/5593
2023 წელი
101,110.0
2024 წელი
2025 წელი
2026 წელი
111,500.0
120,800.0
130,900.0
ამავე კანონის მე-6 თავში წარმოდგენილია ინფორმაცია საზოგადოებრივი მაუწყებლისთვის
სახელმწიფო ბიუჯეტიდან გამოყოფილი ასიგნებების თაობაზე 2021 წლიდან.
ათასი ლარი
2021 წლის
ფაქტი
სულ
საბიუჯეტო
სახსრები
გრანტი
კრედიტი
69,585.3
82,180.0
101,110.0
101,110.0
0.0
0.0
ხარჯები
69,356.3
82,180.0
101,110.0
101,110.0
0.0
0.0
არაფინანსური აქტივების ზრდა
228.9
0.0
0.0
0.0
0.0
0.0
კოდი
42 00
2023 წლის პროექტი
2022
წლის
გეგმა
დასახელება
სსიპ – საზოგადოებრივი მაუწყებელი
რაც შეეხება მაკროეკონომიკურ პარამეტრებს, ბიუჯეტის კანონის თანდართულ დოკუმენტში „ძირითადი ეკონომიკური და ფინანსური ინდიკატორები“ წარმოდგენილია მონაცემები 2019
წლიდან 2026 წლამდე პროგნოზების ჩათვლით, კერძოდ:
(პროცენტული ცვლილება წინა წელთან
თუ სხვაგვარად არ არის მითითებული)
2019
ფაქტი
2020
ფაქტი
2021
ფაქტი
5.0%
-6.8%
10.4%
49252.7
49266.7
60231.6
2022
მოსალ.
2023
პროგნ.
2024
პროგნ.
2025
პროგნ.
2026
პროგნ.
8.5%
5.0%
5.2%
5.2%
5.0%
72215.3
79617.4
86270.2
93479
101097.5
ეროვნული შემოსავალი და
ფასები
რეალური მშპ
ნომინალური მშპ
მლნ ლარი
წინა წლების ინფორმაციასა და მომავალი წლების პროგნოზებზე დაყრდნობით, მთლიანი შიდა
პროდუქტი ხასიათდება მზარდი ტენდენციით, რაც კანონის არსებული რედაქციის მიხედვით
გულისხმობს, რომ საზოგადოებრივი მაუწყებლის ბიუჯეტიც იქნება მზარდი. წარმოდგენილი
კანონპროექტით კი მომავალ წლებში შესაძლებელი იქნება სახელმწიფო ბიუჯეტიდან
გამოყოფილი დაფინანსების იგივე დონეზე შენარჩუნება ან კლება, ან ზრდა, ეს იქნება
დამოკიდებული მთავრობის გადაწყვეტილებაზე. ამან შესაძლოა გავლენა მოახდინოს როგორც
სახელმწიფო ბიუჯეტის ასევე საზოგადოებრივი მაუწყებლის ხარჯებზე.
მაგალითად:
თუ დავუშვებთ, რომ მომავალ წლებში საზოგადოებრივი მაუწყებლისთვის სახელმწიფო
ბიუჯეტიდან გამოსაყოფი დაფინანსება აღარ დაანგარიშდება დასაგეგმი წლის წინა წლისათვის
განსაზღვრული მთლიანი შიდა პროდუქტის არანაკლებ 0,14%-ის ოდენობით და შენარჩუნდება
2022 წლის დონეზე, ანუ განისაზღვრება 82,180.0 ათასი ლარით, 2023 წელს სახელმწიფო ბიუჯეტი
დაზოგავს 18,930.0 ათას ლარს, 2024 წელს - 29,320.0 ათას ლარს, 2025 წელს - 38,620.0 ათას ლარს,
2026 წელს - 48,720.0 ათას ლარს. 4 წლიან პერიოდში სახელმწიფო ბიუჯეტის დანაზოგი შეადგენს
დაახლოებით 135,590.0 ათას ლარს, იმ შემთხვევაში თუ მთლიანი შიდა პროდუქტის ცვლილება
დაემთხვევა პროგნოზებს, ხოლო საზოგადოებრივი მაუწყებლის ბიუჯეტი არც გაიზრდება და
არც შემცირდება. თუმცა მთავრობის გადაწყვეტილებით საზოგადოებრივი მაუწყებლის
დაფინანსება შესაძლოა გაიზარდოს ან შემცირდეს.
ბ.დ) სახელმწიფოს ახალი ფინანსური ვალდებულებები, კანონპროექტის გავლენით სახელმწიფოს
ან მის სისტემაში არსებული უწყების მიერ მისაღები პირდაპირი ფინანსური ვალდებულებების
(საშინაო ან საგარეო ვალდებულებები) მითითებით:
კანონპროექტი არ ითვალისწინებს სახელმწიფოს მიერ ახალი ფინანსური ვალდებულებების
აღებას.
ბ.ე) კანონპროექტის მოსალოდნელი ფინანსური შედეგები იმ პირთათვის, რომელთა მიმართაც
ვრცელდება კანონპროექტის მოქმედება, იმ ფიზიკურ და იურიდიულ პირებზე გავლენის ბუნებისა
და მიმართულების მითითებით, რომლებზედაც მოსალოდნელია კანონპროექტით განსაზღვრულ
ქმედებებს ჰქონდეს პირდაპირი გავლენა:
იმ შემთხვევაში, თუ საზოგადოებრივი მაუწყებლის ბიუჯეტი აღარ გაიზრდება ან შემცირდება,
ამან შესაძლოა გამოიწვიოს საზოგადოებრივი მაუწყებლის მხრიდან პროექტების დაფინანსების
შემცირება, რაც უარყოფითად აისახება მაუწყებელში დასაქმებულ პირებზე. თუმცა პირდაპირი
კავშირი კანონპროექტის ამოქმედებასა და საზოგადოებრივ მაუწყებელში დასაქმებული პირების
რაოდენობას შორის არ არსებობს.
რაც შეეხება საზოგადოებრივი მაუწყებლის გადასახდელის გაუქმებას, ამ ცვლილებას არ ექნება
გავლენა პირებზე, რადგან ეს გადასახდელი არ არის პრაქტიკაში მოქმედი გადასახდელი და
ისედაც არ უწევთ შესაბამის პირებს მისი გადახდა.
ბ.ვ) კანონპროექტით დადგენილი გადასახადის, მოსაკრებლის ან სხვა სახის გადასახდელის
(ფულადი შენატანის) ოდენობა შესაბამის ბიუჯეტში და ოდენობის განსაზღვრის პრინციპი:
კანონპროექტი არ ითვალისწინებს გადასახადის, მოსაკრებლის ან სხვა სახის გადასახდელის
შემოღების ვალდებულებას.
ბ1) ბავშვის უფლებრივ მდგომარეობაზე კანონპროექტის ზეგავლენის შეფასება:
კანონპროექტი არ ახდენს გავლენას ბავშვის უფლებრივ მდგომარეობაზე.
გ) კანონპროექტის მიმართება საერთაშორისო სამართლებრივ სტანდარტებთან:
გ.ა) კანონპროექტის მიმართება ევროკავშირის სამართალთან:
კანონპროექტი არ ეწინააღმდეგება ევროკავშირის სამართალს.
გ.ბ) კანონპროექტის მიმართება საერთაშორისო ორგანიზაციებში საქართველოს წევრობასთან
დაკავშირებულ ვალდებულებებთან:
კანონპროექტი არ ეწინააღმდეგება საერთაშორისო ორგანიზაციებში საქართველოს წევრობასთან
დაკავშირებულ ვალდებულებებს.
გ.გ) კანონპროექტის მიმართება საქართველოს ორმხრივ და მრავალმხრივ ხელშეკრულებებთან და
შეთანხმებებთან, აგრეთვე, ისეთი ხელშეკრულების/შეთანხმების არსებობის შემთხვევაში,
რომელსაც უკავშირდება კანონპროექტის მომზადება, − მისი შესაბამისი მუხლი ან/და ნაწილი:
კანონპროექტი არ ეწინააღმდეგება საქართველოს ორმხრივ და მრავალმხრივ ხელშეკრულებებსა
და
შეთანხმებებს.
კანონპროექტის
მომზადება
არ არის
დაკავშირებული
ასეთ
ხელშეკრულებასთან/შეთანხმებასთან.
გ.დ) არსებობის შემთხვევაში, ევროკავშირის ის სამართლებრივი აქტი, რომელთან დაახლოების
ვალდებულებაც გამომდინარეობს „ერთი მხრივ, საქართველოსა და, მეორე მხრივ, ევროკავშირსა
და ევროპის ატომური ენერგიის გაერთიანებას და მათ წევრ სახელმწიფოებს შორის ასოცირების
შესახებ შეთანხმებიდან“ ან ევროკავშირთან დადებული საქართველოს სხვა ორმხრივი და
მრავალმხრივი ხელშეკრულებებიდან:
ასეთი არ არსებობს.
დ) კანონპროექტის მომზადების პროცესში მიღებული კონსულტაციები:
დ.ა) სახელმწიფო, არასახელმწიფო ან/და საერთაშორისო ორგანიზაცია/დაწესებულება, ექსპერტი,
სამუშაო ჯგუფი, რომელმაც მონაწილეობა მიიღო კანონპროექტის შემუშავებაში, ასეთის
არსებობის შემთხვევაში:
ასეთი არ არსებობს.
დ.ბ) კანონპროექტის შემუშავებაში მონაწილე ორგანიზაციის/დაწესებულების, სამუშაო ჯგუფის,
ექსპერტის შეფასება კანონპროექტის მიმართ, ასეთის არსებობის შემთხვევაში:
ასეთი არ არსებობს.
დ.გ) სხვა ქვეყნების გამოცდილება კანონპროექტის მსგავსი კანონების იმპლემენტაციის სფეროში,
იმ გამოცდილების მიმოხილვა, რომელიც მაგალითად იქნა გამოყენებული კანონპროექტის
მომზადებისას, ასეთი მიმოხილვის მომზადების შემთხვევაში:
ასეთი მიმოხილვა არ მოზადებულა
ე) კანონპროექტის ავტორი:
საქართველოს პარლამენტის წევრები: იაგო ხვიჩია, ვახტანგ მეგრელიშვილი, ალექსანდრე
რაქვიაშვილი , ჰერმან საბო.
ვ) კანონპროექტის ინიციატორი:
საქართველოს პარლამენტის წევრები: იაგო ხვიჩია, ვახტანგ მეგრელიშვილი, ალექსანდრე
რაქვიაშვილი, ჰერმან საბო.