„პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე"
📦 საკანონმდებლო პაკეტი
„სპეციალური საგამოძიებო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე"
- „სპეციალური საგამოძიებო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე" საქართველოს კანონის პროექტი
- „პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე" (ეს პროექტი) საქართველოს კანონის პროექტი
- „შეკრებებისა და მანიფესტაციების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე" საქართველოს კანონის პროექტი
- „საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ" საქართველოს კანონის პროექტი
- „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე" საქართველოს კანონის პროექტი
- საქართველოს პარლამენტის რეგლამენტში ცვლილების შეტანის შესახებ საქართველოს პარლამენტის რეგლამენტის პროექტი
📋 განხილვის ეტაპები
I მოსმენა
✓ 80 ✗ 0
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (1)
II მოსმენა
✓ 76 ✗ 0
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (2)
III მოსმენა
✓ 78 ✗ 0
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (3)
კანონი
📑 დასკვნები
📅 დამატებითი ინფორმაცია
ბიუროზე განხილვის თარიღი 2022-10-24
ბიუროს ნომერი 192
📜 ტექსტი
საქართველოს კანონის პროექტი
პროექტი
საქართველოს კანონი
„პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების
შეტანის თაობაზე
მუხლი 1. „პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონში
(საქართველოს
საკანონმდებლო
მაცნე
(www.matsne.gov.ge),
16.01.2012,
სარეგისტრაციო კოდი: 010100000.05.001.016606) შეტანილ იქნეს შემდეგი
ცვლილება:
1. მე-2 მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის „ტ1“ ქვეპუნქტი:
„ტ1) პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურის თანამშრომელი პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურში დასაქმებული პირი, მათ შორის,
პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურის უფროსი და ამ კანონის 404 მუხლით
გათვალისწინებული თანამდებობის პირი;“;
2. 402 მუხლის პირველი პუნქტის:
ა) „ბ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„ბ) განსაზღვრავს პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურის სტრუქტურას,
სტრუქტურული ერთეულებისა და თანამშრომლების უფლებამოსილებებს, ასევე
განსაზღვრავს პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურის თანამშრომლის მიერ
სამსახურის გავლის წესს;
ბ) ვ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„ვ) პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურის თანამშრომელს (გარდა
შრომითი
ხელშეკრულებით
დასაქმებული
პირისა)
საქართველოს
კანონმდებლობით დადგენილი წესით ანიჭებს სახელმწიფო სპეციალურ წოდებას
(შემდგომ − სპეციალური წოდება) და აქვეითებს სპეციალურ წოდებაში;“;
3. 408 მუხლის მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„2. პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურის თანამშრომელი (გარდა
პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურის უფროსისა, მისი პირველი
მოადგილისა და მოადგილისა) არის საჯარო მოსამსახურე. პერსონალურ
მონაცემთა დაცვის სამსახურის თანამშრომელზე ვრცელდება „საჯარო სამსახურის
შესახებ“ საქართველოს კანონის მოქმედება იმავე კანონით დადგენილი წესით, თუ
ამ კანონით ან ამ კანონის საფუძველზე გამოცემული პერსონალურ მონაცემთა
დაცვის სამსახურის უფროსის ნორმატიული აქტით სხვა რამ არ არის
დადგენილი.“;
1
4. 4018 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„მუხლი 4018. პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურის თანამშრომლის
სოციალური დაცვა
1. პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურის თანამშრომლის სოციალურ
დაცვას სახელმწიფო უზრუნველყოფს.
2. თუ საქართველოს კანონმდებლობით სხვა რამ არ არის დადგენილი,
პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურის თანამშრომელზე ვრცელდება
„საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული
მოხელის სოციალური დაცვის გარანტიები (მათ შორის, სამსახურებრივი
მოვალეობის შესრულებასთან დაკავშირებით სხეულის დაზიანებასთან ან
დაღუპვასთან დაკავშირებული სოციალური დაცვის გარანტიები).
3. პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურის თანამშრომელი იღებს:
ა) ამ მუხლის მე-5 პუნქტით დადგენილი წესით განსაზღვრულ თანამდებობრივ
სარგოს;
ბ) ამ მუხლის მე-5 პუნქტისა და „საჯარო დაწესებულებაში შრომის
ანაზღაურების შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად დადგენილ
სახელფასო დანამატსა და ფულად ჯილდოს;
გ) სპეციალური წოდების შესაბამის წოდებრივ სარგოს, თუ აქვს სპეციალური
წოდება;
დ) წელთა ნამსახურობის დანამატს;
ე) საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ სხვა დანამატებსა და
კომპენსაციებს.
4. პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურის შესაბამის თანამშრომელს
უფლება აქვს, საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად მიიღოს სახელმწიფო
კომპენსაცია ან სახელმწიფო პენსია.
5. პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურის თანამშრომლის შრომის
ანაზღაურების წესი და ოდენობა, წოდებრივი სარგოსა და წელთა ნამსახურობის
დანამატის
ოდენობები,
აგრეთვე
საქართველოს
კანონმდებლობით
გათვალისწინებული სხვა დანამატებისა და კომპენსაციების ოდენობები
განისაზღვრება პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურის უფროსის
ნორმატიული აქტებითა და საქართველოს სხვა საკანონმდებლო და
კანონქვემდებარე ნორმატიული აქტებით.
6. პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურის თანამშრომელი ექვემდებარება
სავალდებულო სახელმწიფო დაზღვევას. პერსონალურ მონაცემთა დაცვის
სამსახურის თანამშრომლის ოჯახის წევრთა სახელმწიფო დაზღვევასთან
დაკავშირებულ საკითხებს (მათ შორის, ოჯახის წევრთა წრეს) განსაზღვრავს
პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურის უფროსი.
7. პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურის თანამშრომლის სპეციალური
წოდებები განისაზღვრება „სახელმწიფო სპეციალური წოდებების შესახებ“
საქართველოს კანონით.“;
2
მუხლი 2. ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
საქართველოს პრეზიდენტი
სალომე ზურაბიშვილი
3
განმარტებითი ბარათი
განმარტებითი ბარათი
საქართველოს კანონის პროექტზე
„პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების
შეტანის თაობაზე
ა) ზოგადი ინფორმაცია კანონპროექტის შესახებ:
ა.ა) კანონპროექტის მიღების მიზეზი:
ა.ა.ა) პრობლემა, რომლის გადაჭრასაც მიზნად ისახავს კანონპროექტი:
საქართველომ 2022 წლის 3 მარტს წარადგინა ევროკავშირში გაწევრების განაცხადი.
ამ განაცხადთან დაკავშირებით 2022 წლის 17 ივნისს გამოქვეყნდა ევროკომისიის
დასკვნა, რომლითაც ევროკომისიამ გასცა ევროკავშირში გაწევრების პერსპექტივის
საქართველოსთვის მინიჭების რეკომენდაცია; ამასთანავე, ევროკომისიამ იმავე
დასკვნით განსაზღვრა 12 პუნქტისაგან შემდგარი გარკვეული პრიორიტეტული
ამოცანები და მიუთითა, რომ ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის
მისაღებად საჭიროა საქართველოს მიერ ამ ამოცანების შესრულება.
2022 წლის 23 ივნისს ევროპულმა საბჭომ მიიღო გადაწყვეტილება, სადაც აღინიშნა,
რომ ევროპული საბჭო აღიარებს საქართველოს ევროკავშირში გაწევრების
პერსპექტივას, ხოლო მას შემდეგ, რაც საქართველო შეასრულებს ევროკომისიის
2022 წლის 17 ივნისის დასკვნით განსაზღვრულ პრიორიტეტულ ამოცანებს,
ევროპული საბჭო მზად არის, საქართველოს ევროკავშირის წევრობის კანდიდატის
სტატუსი მიენიჭოს.
აღნიშნული პრიორიტეტული ამოცანების შესრულების მიზნით საქართველოს
ხელისუფლებამ მყისიერად შეიმუშავა დროში გაწერილი კონკრეტული სამოქმედო
გეგმა, საქართველოს პარლამენტში კი შეიქმნა მთელი რიგი სამუშაო ჯგუფები. ამ
სამუშაო ჯგუფებიდან რამდენიმე შექმნა პარლამენტის იურიდიულ საკითხთა
კომიტეტმა, რომელთაგან ერთ-ერთის მიზანია სპეციალური საგამოძიებო
სამსახურის და პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურის გაძლიერება.
წარმოდგენილი კანონპროექტი მომზადებულია სწორედ ამ სამუშაო ჯგუფის
ფარგლებში და ევროკომისიის 2022 წლის 17 ივნისის ზემოხსენებული დასკვნით
განსაზღვრული პრიორიტეტული ამოცანებიდან ერთ-ერთი მათგანის შესრულებას
ისახავს მიზნად.
ა.ა.ბ) არსებული პრობლემის გადასაჭრელად კანონის მიღების აუცილებლობა:
„ა.ა.ა“ ქვეპუნქტში აღნიშნული საკითხი, მისი მიზნიდან და არსიდან გამომდინარე,
მოითხოვს საკანონმდებლო ცვლილების განხორციელებას.
ა.ბ) კანონპროექტის მოსალოდნელი შედეგები:
4
კანონპროექტის მიღების შედეგად ინსტიტუციურად გაძლიერდება პერსონალურ
მონაცემთა დაცვის სამსახური, რაც ევროკავშირის წევრობის კანდიდატის
სტატუსის საქართველოსთვის მისანიჭებლად ევროკომისიის მიერ განსაზღვრული
ერთ-ერთი პრიორიტეტული ამოცანის შესრულებას მოემსახურება.
ა.გ) კანონპროექტის ძირითადი არსი:
კანონპროექტით იზრდება პერსონალურ მონაცემთა
თანამშრომელთა სოციალური დაცვის გარანტიები.
დაცვის
სამსახურის
კერძოდ, კანონპროექტით განისაზღვრება, რომ: პერსონალურ მონაცემთა დაცვის
სამსახურის შესაბამის თანამშრომელს (გარდა შრომითი ხელშეკრულებით
დასაქმებული პირისა) შესაძლოა მიენიჭოს სპეციალური წოდება; პერსონალურ
მონაცემთა დაცვის სამსახურის თანამშრომელზე გავრცელდება „საჯარო
სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული მოხელის
სოციალური დაცვის გარანტიები (მათ შორის, სამსახურებრივი მოვალეობის
შესრულებასთან დაკავშირებით სხეულის დაზიანებასთან ან დაღუპვასთან
დაკავშირებული სოციალური დაცვის გარანტიები); პერსონალურ მონაცემთა
დაცვის
სამსახურის
თანამშრომელი
დაექვემდებარება
სავალდებულო
სახელმწიფო დაზღვევას.
ა.დ) კანონპროექტის კავშირი სამთავრობო პროგრამასთან და შესაბამის სფეროში
არსებულ სამოქმედო გეგმასთან, ასეთის არსებობის შემთხვევაში (საქართველოს
მთავრობის მიერ ინიციირებული კანონპროექტის შემთხვევაში):
კანონპროექტი საქართველოს მთავრობის მიერ არ არის ინიციირებული.
ა.ე) კანონპროექტის ძალაში შესვლის თარიღის შერჩევის პრინციპი, ხოლო
კანონისთვის უკუძალის მინიჭების შემთხვევაში − აღნიშნულის თაობაზე შესაბამისი
დასაბუთება:
კანონპროექტით გათვალისწინებული კანონი ამოქმედდება გამოქვეყნებისთანავე,
რადგან იგი, მისი მიზნიდან და შინაარსიდან გამომდინარე, არ ითხოვს
ამოქმედების უფრო გვიანდელი ვადის დადგენას. კანონპროექტი არ
ითვალისწინებს კანონისთვის უკუძალის მინიჭებას.
ა.ვ) კანონპროექტის დაჩქარებული წესით განხილვის მიზეზები და შესაბამისი
დასაბუთება (თუ ინიციატორი ითხოვს კანონპროექტის დაჩქარებული წესით
განხილვას):
კანონპროექტის დაჩქარებული წესით განხილვა და მიღება არ არის მოთხოვნილი.
ბ) კანონპროექტის ფინანსური გავლენის შეფასება საშუალოვადიან პერიოდში
(კანონპროექტის ამოქმედების წელი და შემდგომი 3 წელი):
5
ბ.ა) კანონპროექტის
დაფინანსების წყარო:
მიღებასთან
დაკავშირებით
აუცილებელი
ხარჯების
კანონპროექტის მიღებასთან დაკავშირებული ხარჯების დაფინანსების წყაროა
საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტი. აღნიშნული ხარჯები დაიფარება
პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურის საქმიანობისთვის განკუთვნილი
ასიგნებებიდან.
ბ.ბ) კანონპროექტის გავლენა სახელმწიფო, ავტონომიური რესპუბლიკის
რესპუბლიკური ან/და მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილზე:
კანონპროექტი გავლენას არ ახდენს სახელმწიფო, ავტონომიური რესპუბლიკის
რესპუბლიკური ან/და მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილზე.
ბ.გ) კანონპროექტის გავლენა სახელმწიფო, ავტონომიური რესპუბლიკის
რესპუბლიკური ან/და მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ხარჯვით ნაწილზე:
კანონპროექტის თანახმად, იზრდება პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურის
თანამშრომელთა სოციალური დაცვის გარანტიები. ამ მომენტისთვის
„პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის 4018 მუხლით
გათვალისწინებული სოციალური დაცვის გარანტიები პერსონალურ მონაცემთა
დაცვის
სამსახურის
მხოლოდ
სამსახურებრივი
ინსპექტირების
განმახორციელებელ თანამშრომლებზე ვრცელდება (ამ მომენტისთვის 1
თანამშრომელი). კანონპროექტის მიღების შემდეგ ამ მუხლით გათვალისწინებული
სოციალური დაცვის გარანტიები სამსახურის სხვა თანამშრომლებზეც
გავრცელდება.
კერძოდ, ამ მომენტისთვის პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურში საერთო
ჯამში (მათ შორის, სამსახურებრივი ინსპექტირების განმახორციელებელი
თანამშრომლის ჩათვლით) დასაქმებულია 58 თანამშრომელი. აქედან შრომითი
ხელშეკრულებით დასაქმებულია - 8. კანონპროექტის თანახმად, სამსახურის
თანამშრომლებს,
გარდა
შრომითი
ხელშეკრულებით
დასაქმებული
თანამშრომლებისა, შესაძლოა სპეციალური წოდება მიენიჭოთ, რაც ამ წოდების
მქონე პირებისთვის შრომის ანაზღაურების ოდენობის გაზრდას გამოიწვევს.
შრომის ანაზღაურების სავარაუდო ზრდა 49 თანამშრომელს შეეხება. რა ოდენობით
გაიზრდება სამსახურის სპეციალური წოდების მქონე თანამშრომლებისთვის
შრომის ანაზღაურება საერთო ჯამში - დამოკიდებულია იმაზე, თუ რამდენ
თანამშრომელს მიენიჭება სპეციალური წოდება და რა ოდენობის იქნება დანამატი
ამ წოდებაზე. კანონპროექტის მიხედვით, სამსახურის თანამშრომლისთვის
სპეციალური წოდების მინიჭების თაობაზე გადაწყვეტილებას და ამ წოდებაზე
დანამატის ოდენობის განსაზღვრის თაობაზე გადაწყვეტილებას სამსახურის
უფროსი იღებს. ამ დანამატის ოდენობის განსაზღვრისას სამსახურის უფროსი
„საჯარო დაწესებულებაში შრომის ანაზღაურების შესახებ“ საქართველოს კანონის
ფარგლებით არის შეზღუდული.
6
კანონპროექტის მიხედვით, სამსახურის თანამშრომლები (სავარაუდოდ 57
თანამშრომელი) ექვემდებარება სახელმწიფო დაზღვევას და მათზე ვრცელდება
„საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული
მოხელის სხვა სოციალური დაცვის გარანტიები. სავალდებულო დაზღვევის ხარჯი
1 თანამშრომელზე ამ მომენტისთვის წელიწადში 780 ლარს შეადგენს.
ყველა ზემოხსენებული ხარჯი სახელმწიფო ბიუჯეტიდან
საქმიანობისთვის განკუთვნილი ასიგნებებიდან დაიფარება.
სამსახურის
ბ.დ) სახელმწიფოს ახალი ფინანსური ვალდებულებები, კანონპროექტის გავლენით
სახელმწიფოს ან მის სისტემაში არსებული უწყების მიერ მისაღები პირდაპირი
ფინანსური ვალდებულებების (საშინაო ან საგარეო ვალდებულებები) მითითებით:
კანონპროექტი არ ითვალისწინებს სახელმწიფოს მიერ ახალი ფინანსური
ვალდებულებების აღებას.
ბ.ე) კანონპროექტის მოსალოდნელი ფინანსური შედეგები იმ პირთათვის, რომელთა
მიმართაც ვრცელდება კანონპროექტის მოქმედება, იმ ფიზიკურ და იურიდიულ
პირებზე გავლენის ბუნებისა და მიმართულების მითითებით, რომლებზედაც
მოსალოდნელია კანონპროექტით განსაზღვრულ ქმედებებს ჰქონდეს პირდაპირი
გავლენა:
კანონპროექტი გავლენას მოახდენს პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურის
თანამშრომლებზე. კერძოდ, კანონპროექტის თანახმად: პერსონალურ მონაცემთა
დაცვის სამსახურის 49 თანამშრომელს შესაძლოა მიენიჭოს სპეციალური წოდება
და აქედან გამომდინარე, მათ შესაძლოა გაეზარდოთ შრომის ანაზღაურება;
პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურის თანამშრომლებზე (სავარაუდოდ 57
თანამშრომელი) გავრცელდება „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს
კანონით გათვალისწინებული მოხელის სოციალური დაცვის გარანტიები (მათ
შორის, სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებასთან დაკავშირებით სხეულის
დაზიანებასთან ან დაღუპვასთან დაკავშირებული სოციალური დაცვის
გარანტიები); პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურის თანამშრომლები
(სავარაუდოდ
57
თანამშრომელი)
დაექვემდებარებიან
სავალდებულო
სახელმწიფო დაზღვევას. გარდა ამისა, კანონპროექტს გავლენა ექნება იმ შესაბამისი
სადაზღვევო კომპანიის შემოსავალზე, რომელიც პერსონალურ მონაცემთა დაცვის
სამსახურის თანამშრომელს დააზღვევს.
ბ.ვ) კანონპროექტით დადგენილი გადასახადის, მოსაკრებლის ან სხვა სახის
გადასახდელის (ფულადი შენატანის) ოდენობა შესაბამის ბიუჯეტში და ოდენობის
განსაზღვრის პრინციპი:
კანონპროექტი არ აწესებს გადასახადს, მოსაკრებელს ან სხვა სახის გადასახდელს.
7
ბ1) ბავშვის უფლებრივ მდგომარეობაზე კანონპროექტის ზეგავლენის შეფასება:
კანონპროექტი არ ახდენს გავლენას ბავშვის უფლებრივ მდგომარეობაზე.
გ) კანონპროექტის მიმართება საერთაშორისო სამართლებრივ სტანდარტებთან:
გ.ა) კანონპროექტის მიმართება ევროკავშირის სამართალთან:
კანონპროექტი არ ეწინააღმდეგება ევროკავშირის სამართალს.
გ.ბ) კანონპროექტის მიმართება საერთაშორისო ორგანიზაციებში საქართველოს
წევრობასთან დაკავშირებულ ვალდებულებებთან:
კანონპროექტი არ ეწინააღმდეგება საერთაშორისო ორგანიზაციებში საქართველოს
წევრობასთან დაკავშირებულ ვალდებულებებს.
გ.გ) კანონპროექტის მიმართება საქართველოს ორმხრივ და მრავალმხრივ
ხელშეკრულებებთან
და
შეთანხმებებთან,
აგრეთვე,
ისეთი
ხელშეკრულების/შეთანხმების არსებობის შემთხვევაში, რომელსაც უკავშირდება
კანონპროექტის მომზადება, − მისი შესაბამისი მუხლი ან/და ნაწილი:
კანონპროექტი არ ეწინააღმდეგება საქართველოს ორმხრივ და მრავალმხრივ
ხელშეკრულებებსა და შეთანხმებებს. კანონპროექტის მომზადება არ არის
დაკავშირებული ასეთ ხელშეკრულებასთან/შეთანხმებასთან.
გ.დ) არსებობის შემთხვევაში, ევროკავშირის ის სამართლებრივი აქტი, რომელთან
დაახლოების ვალდებულებაც გამომდინარეობს „ერთი მხრივ, საქართველოსა და,
მეორე მხრივ, ევროკავშირსა და ევროპის ატომური ენერგიის გაერთიანებას და მათ
წევრ სახელმწიფოებს შორის ასოცირების შესახებ შეთანხმებიდან“ ან ევროკავშირთან
დადებული საქართველოს სხვა ორმხრივი და მრავალმხრივი ხელშეკრულებებიდან:
ასეთი არ არსებობს.
დ) კანონპროექტის მომზადების პროცესში მიღებული კონსულტაციები:
დ.ა)
სახელმწიფო,
არასახელმწიფო
ან/და
საერთაშორისო
ორგანიზაცია/დაწესებულება, ექსპერტი, სამუშაო ჯგუფი, რომელმაც მონაწილეობა
მიიღო კანონპროექტის შემუშავებაში, ასეთის არსებობის შემთხვევაში:
კანონპროექტი მომზადდა ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის
საქართველოსთვის
მისანიჭებლად
განსახორციელებელი
შესაბამისი
საკანონმდებლო ცვლილებების მომზადების მიზნით საქართველოს პარლამენტის
იურიდიულ საკითხთა კომიტეტის მიერ შექმნილი სამუშაო ჯგუფის ფარგლებში.
8
დ.ბ) კანონპროექტის შემუშავებაში მონაწილე ორგანიზაციის/დაწესებულების,
სამუშაო ჯგუფის, ექსპერტის შეფასება კანონპროექტის მიმართ, ასეთის არსებობის
შემთხვევაში:
ასეთი არ არსებობს.
დ.გ) სხვა ქვეყნების გამოცდილება კანონპროექტის მსგავსი კანონების
იმპლემენტაციის სფეროში, იმ გამოცდილების მიმოხილვა, რომელიც მაგალითად
იქნა გამოყენებული კანონპროექტის მომზადებისას, ასეთი მიმოხილვის
მომზადების შემთხვევაში:
ასეთი მიმოხილვა არ მომზადებულა.
ე) კანონპროექტის ავტორი:
ევროკავშირის
წევრობის
კანდიდატის
სტატუსის
საქართველოსთვის
მისანიჭებლად განსახორციელებელი შესაბამისი საკანონმდებლო ცვლილებების
მომზადების მიზნით საქართველოს პარლამენტის იურიდიულ საკითხთა
კომიტეტის მიერ შექმნილი სამუშაო ჯგუფი.
ვ) კანონპროექტის ინიციატორი:
საქართველოს პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტი.
9