საქართველოს პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის მომართვა კანონპროექტების განხილვის ვადების 30 დღით გაგრძელების შესახებ: ა) საქართველოს პარლამენტის წევრების: მიხეილ სარჯველაძის, ისკო დასენის, ზაურ დარგალის, სავალან მირზოევის, გოგი მეშველიანის, ალუდა ღუდუშაურის, სოზარ სუბარის, ანტონ ობოლაშვილის და სამველ მანუკიანის მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარმოდგენილი „ისტორიულ-კულტურულ ტრადიციებთან შეუსაბამო გვარის შეცვლის უფლების შესახებ“, „პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ და „სამოქალაქო აქტების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ (№07-3/114; 02.11.2021) საქართველოს კანონის პროექტები; ბ) საქართველოს პარლამენტის წევრების: სალომე სამადაშვილის, ბადრი ჯაფარიძის, დავით უსუფაშვილის, შალვა შავგულიძის და ანა ნაცვლიშვილის მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარმოდგენილი „ეროვნული ანტიკორუფციული სააგენტოს შესახებ“ საქართველოს კანონის პროექტი და მისი თანმდევი პროექტები (№07-3/158; 25.01.2022); გ) საქართველოს პარლამენტის წევრების: ნონა მამულაშვილის, ანა წითლიძის, თეიმურაზ ჯანაშიას და დევი ჭანკოტაძის მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარმოდგენილი „საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ (№07-3/216; 06.06.2022) საქართველოს კანონის პროექტი.

საორგანიზაციო საკითხი განხილვაშია
ინიცირების თარიღი
24.10.2022
ავტორი
საქართველოს პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტი
ნომერი
#2-16428/22/10
წყარო

📋 განხილვის ეტაპები

ბიუროზე განხილული დოკუმენტი

📅 დამატებითი ინფორმაცია

ბიუროზე განხილვის თარიღი 2022-10-24
ბიუროს ნომერი 192

📜 ტექსტი

წერილი
იურიდიულ საკითხთა კომიტეტი 2-16428/22 24-10-2022 საქართველოს პარლამენტის ბიუროს თქვენთვის როგორც ცნობილია, საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარმოდგენილია შემდეგი კანონპროექტები:  საქართველოს კანონების პროექტები: „ისტორიულ-კულტურულ ტრადიციებთან შეუსაბამო გვარის შეცვლის უფლების შესახებ“, „პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ და „სამოქალაქო აქტების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ (N07-3/114; 02.11.2021);  საქართველოს კანონის პროექტი „ეროვნული ანტიკორუფციული სააგენტოს შესახებ“ და საკანონმდებლო ცვლილებების პაკეტში შემავალი სხვა კანონპროექტები (N07-3/158; 25.01.2022);  საქართველოს კანონის პროექტი „საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ (N07-3/216; 06.06.2022). აღნიშნულ კანონპროექტებზე წამყვან კომიტეტად განსაზღვრულია იურიდიულ საკითხთა კომიტეტი. საქართველოს პარლამენტის რეგლამენტით გათვალისწინებული ვადების დაცვისა და ამ კანონპროექტების სრულყოფილად მომზადების მიზნით, გთხოვთ, მათი საკომიტეტო განხილვის ვადები გაგრძელდეს 30 დღით. აღნიშნული კანონპროექტების საკომიტეტო განხილვის ვადების გაგრძელების თაობაზე მოგვმართა ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტმა. პატივისცემით, კომიტეტის თავმჯდომარე ანრი ოხანაშვილი თბილისი 0118, რუსთაველის გამზირი # 8, საქართველოს პარლამენტის სასახლე ტელეფონი: (995 32) 2281679. ელ. ფოსტა: contact@parliament.ge
დანართი
ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტი 2-16410/22 21-10-2022 საქართველოს პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარეს ბატონ ანრი ოხანაშვილს საქართველოს პარლამენტის ბიუროს NN 97/14, 29.11.2021; 116/3, 31.01.2022 და 160/1, 13.06.2022 გადაწყვეტილებებით, ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტს სავალდებულოდ განსახილველად გადმოეცა:  საქართველოს პარლამენტის წევრების: მიხეილ სარჯველაძის, ისკო დასენის, ზაურ დარგალის, სავალან მირზოევის, გოგი მეშველიანის, ალუდა ღუდუშაურის, სოზარ სუბარის, ანტონ ობოლაშვილისა და სამველ მანუკიანის მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარმოდგენილი საქართველოს კანონის პროექტი „ისტორიულ-კულტურულ ტრადიციებთან შეუსაბამო გვარის შეცვლის უფლების შესახებ“ და თანმდევი 2 კანონის პროექტი (№07-3/114; 02.11.2021 - განხილვის ვადა 2022 წლის 26 ოქტომბრამდე);  საქართველოს პარლამენტის წევრების: სალომე სამადაშვილის, ბადრი ჯაფარიძის, დავით უსუფაშვილის, შალვა შავგულიძისა და ანა ნაცვლიშვილის მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარმოდგენილი საქართველოს კანონის პროექტი „ეროვნული ანტიკორუფციული სააგენტოს შესახებ“ და თანმდევი 29 კანონის პროექტი (№07-3/158; 25.01.2022 - განხილვის ვადა 2022 წლის 24 ოქტომბრამდე); თბილისი 0118, რუსთაველის გამზირი # 8, საქართველოს პარლამენტის სასახლე ტელეფონი: (995 32) 2281679. ელ. ფოსტა: contact@parliament.ge საქართველოს  წითლიძის, პარლამენტის თეიმურაზ საკანონმდებლო კანონის ჯანაშიასა ინიციატივის პროექტი წევრების: და წესით „საქართველოს ნონა მამულაშვილის, ანა დევი ჭანკოტაძის მიერ წარმოდგენილი სისხლის საქართველოს სამართლის კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ (№07-3/216; 06.06.2022 - განხილვის ვადა 2022 წლის 26 ოქტომბრამდე). კომიტეტი აღნიშნული საკანონმდებლო ინიციატივების განხილვას გეგმავდა მიმდინარე კვირაში, მათი განხილვისთვის დადგენილ ვადაში, თუმცა ამავე კვირაში პრიორიტეტულად განსახილველია საქართველოს სახალხო დამცველის თანამდებობაზე ასარჩევად წარმოდგენილი კანდიდატურების საკითხი, რის გამოც დასახელებული საკანონმდებლო ინიციატივების განხილვა ვერ მოხერხდება. ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, გთხოვთ უზრუნველყოთ დასახელებული საკანონმდებლო ინიციატივების განხილვის ვადების გაგრძელება 30 დღით. პატივისცემით, კომიტეტის თავმჯდომარე მიხეილ სარჯველაძე