საქართველოს პარლამენტის ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის უარყოფითი დასკვნა საქართველოს მოქალაქე თამარ ცანავას მიერ წარმოდგენილ პედაგოგთა დეკრეტული შვებულების ანაზღაურების შესახებ (№1-170/22; 11.01.2022) საკანონმდებლო წინადადებასთან დაკავშირებით

დასკვნა განხილვაშია
ინიცირების თარიღი
24.10.2022
ავტორი
საქართველოს პარლამენტის ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტი
ნომერი
#2-16478/22/10
წყარო

📋 განხილვის ეტაპები

ბიუროზე განხილული დოკუმენტი

📅 დამატებითი ინფორმაცია

ბიუროზე განხილვის თარიღი 2022-10-31
ბიუროს ნომერი 193

📜 ტექსტი

წამყვანი კომიტეტის დასკვნა
ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტი 2-16478/22 24-10-2022 საქართველოს პარლამენტის ბიუროს საქართველოს პარლამენტის ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტმა 2022 წლის 24 ოქტომბრის სხდომაზე განიხილა საქართველოს მოქალაქე თამარ ცანავას მიერ წარმოდგენილი საკანონმდებლო წინადადება პედაგოგთა დეკრეტული შვებულების ანაზღაურებასთან დაკავშირებით (№1-170/22; 11.01.2022). წინადადების ავტორი ითხოვს, რომ პედაგოგების დეკრეტული შვებულების 6 თვე ანაზღაურდეს მთლიანი ხელფასის ოდენობით. კომიტეტის გადაწყვეტილებით, აღნიშნული საკანონმდებლო წინადადება უარყოფილ იქნა, რადგან 2023 წლის 1 იანვრიდან, საჯარო სკოლების მასწავლებლებისთვის ორსულობისა და მშობიარობის გამო, ბავშვის მოვლის გამო (ორივე ერთად 183 დღე), ასევე ახალშობილის შვილად აყვანის გამო (90 დღე) ანაზღაურებადი შვებულებების მთელი პერიოდი ანაზღაურდება სრული შრომის ანაზღაურების ოდენობით. ამისთვის საჭირო ხარჯები გათვალისწინებულია საქართველოს 2023 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ კანონპროექტში, რომელიც ინიცირებულია პარლამენტში. აქედან გამომდინარე, ამ საკითხზე დამატებითი საკანონმდებლო ცვლილების განხორციელება არ არის საჭირო. პატივისცემით, კომიტეტის თავმჯდომარე ზაზა ლომინაძე თბილისი 0118, რუსთაველის გამზირი # 8, საქართველოს პარლამენტის სასახლე ტელეფონი: (995 32) 2281679. ელ. ფოსტა: contact@parliament.ge