საქართველოს პარლამენტის გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტის უარყოფითი დასკვნა საქართველოს მოქალაქე ზურაბ მუშკუდიანის მიერ წარმოდგენილ ქვეყანაში ბრაკონიერული ფაქტების აღკვეთისა და ბიომრავალფეროვნების შენარჩუნების შესახებ (№1-7226/22; 10.06.2022) საკანონმდებლო წინადადებასთან დაკავშირებით

დასკვნა განხილვაშია
ინიცირების თარიღი
24.10.2022
ავტორი
საქართველოს პარლამენტის გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტი
ნომერი
#2-16506/22/10
წყარო

📋 განხილვის ეტაპები

ბიუროზე განხილული დოკუმენტი

📅 დამატებითი ინფორმაცია

ბიუროზე განხილვის თარიღი 2022-10-31
ბიუროს ნომერი 193

📜 ტექსტი

წამყვანი კომიტეტის დასკვნა
გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტი 2-16506/22 24-10-2022 საქართველოს პარლამენტის ბიუროს ასლი: საორგანიზაციო დეპარტამენტის უფროსს, ქალბატონ ეთერ სვიანაიძეს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტის დასკვნა საქართველოს მოქალაქის ზურაბ მუშკუდიანის მიერ წარმოდგენილი საკანონმდებლო წინადადება ქვეყანაში ბრაკონიერული ფაქტების აღკვეთისა და ბიომრავალფეროვნების შენარჩუნებასთან დაკავშირებით (№1-7226/22; 10.04.2022). გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტმა 2022 წლის 13 ოქტომბერს კომიტეტის სხდომაზე განიხილა საქართველოს მოქალაქის ზურაბ მუშკუდიანის მიერ წარმოდგენილი საკანონმდებლო წინადადება ქვეყანაში ბრაკონიერული ფაქტების აღკვეთისა და ბიომრავალფეროვნების შენარჩუნებასთან დაკავშირებით. ბრაკონიერული ფაქტების შემცირება-აღკვეთის მიზნით მომზადებული საკანონმდებლო წინადადება ითვალისწინებს ბაზარზე თევზის წარმომავლობის დოკუმენტის შემოღებას, კუსტარული ელექტროშოკური აპარატების დამზადება/ფლობა/რეალიზაციის აკრძალვასა და სახლართი ბადეების, ანკესზე მისაბმელი სახლართი ბადეების ქვეყანაში უკონტროლო შემოტანა/რეალიზაციის აკრძალვას; კომიტეტი მიესალმება უკანონო თევზჭერის აღკვეთის მიზნით წარმოდგენილი საკანონმდებლო წინადადების სულისკვეთებას თუმცა, მიაჩნია, რომ საკანონმდებლო წინადადებით შემოთავაზებული მექანიზმები საჭიროებენ შინაარსობრივი და სამართლებრივი თვალსაზრისით დახვეწას, კერძოდ, აუცილებელია ჩატარდეს წინასწარი კვლევითი სამუშაოები, რის შედეგადაც იდენტიფიცირდება კონკრეტული კრიტერიუმები ბაზარზე პროდუქციის დაშვების თვალსაზრისით, ასევე საგულისხმოა საკითხის სოციალურეკონომიკური, თუ სხვა კუთხით განხილვა და ანალიზი, საერთაშორისო გამოცდილების შესწავლა. გასათვალისწინებელია ისიც, რომ აღნიშნული საკითხი წარმოადგენს არა მხოლოდ გარემოს დაცვის სექტორულ მიმართულებას, არამედ უკავშირდება ასევე ბაზარზე ზედამხედველობის, სურსათის უვნებლობის უწყებრივ კომპეტენციებს. ინტერსექტორული შემხებლობის თვალსაზრისით საჭიროა შემოთავაზებული ცვლილებები დამუშავდეს შესაბამისი უწყებების ჩართულობით. საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო მზად არის ითანამშრომლოს წინადადების ავტორთან და კომპეტენტური უწყებების ფართო ჩართულობის გზით შეიმუშავოს კანონის პროექტი. თბილისი 0118, რუსთაველის გამზირი # 8, საქართველოს პარლამენტის სასახლე ტელეფონი: (995 32) 2281679. ელ. ფოსტა: contact@parliament.ge კომიტეტმა განხილვის შედეგად წარმოდგენილი საქართველოს მოქალაქის ზურაბ მუშკუდიანის მიერ წარმოდგენილი საკანონმდებლო წინადადება ქვეყანაში ბრაკონიერული ფაქტების აღკვეთისა და ბიომრავალფეროვნების მოტივირებული გადაწყვეტილებით უარყოფილად ცნო. პატივისცემით, კომიტეტის თავმჯდომარე მაია ბითაძე შენარჩუნებასთან დაკავშირებით