საქართველოს პარლამენტის წევრის, ეუთოს საპარლამენტო ასამბლეაში (OSCE PA) საქართველოს პარლამენტის მუდმივმოქმედი დელეგაციის წევრის ნინო იობაშვილის მიერ წარმოდგენილი 2022 წლის 18-19 ოქტომბერს ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის აბრეშუმის გზის ჯგუფის მეოთხე კონფერენციაზე (ქ. სტამბოლი, თურქეთი) მივლინების ანგარიში
📋 განხილვის ეტაპები
ბიუროზე განხილული დოკუმენტი
📅 დამატებითი ინფორმაცია
ბიუროზე განხილვის თარიღი 2022-10-31
ბიუროს ნომერი 193
📜 ტექსტი
წერილი
საქართველოს პარლამენტის წევრი
2-16560/22
25-10-2022
საქართველოს პარლამენტის ბიუროს
საქართველოს
პარლამენტის
ურთიერთობათა კომიტეტს
საგარეო
ასლი: საორგანიზაციო დეპარტამენტის
უფროსს ეთერ სვიანაიძეს
გიგზავნით ეუთოს საპარლამენტო ასამბლეაში (OSCE PA) საქართველოს პარლამენტის
მუდმივმოქმედი დელეგაციის წევრის ნინო იობაშვილის ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის
აბრეშუმის გზის ჯგუფის მეოთხე კონფერენციაში ა. წ. 18-19 ოქტომბერს მუშაობის ანგარიშს.
დანართი: 2 ფურცელი.
პატივისცემით,
საპარლამენტო დელეგაციის წევრი
ნინო იობაშვილი
თბილისი 0118, რუსთაველის გამზირი # 8, საქართველოს პარლამენტის სასახლე
ტელეფონი: (995 32) 2281679. ელ. ფოსტა: contact@parliament.ge
ანგარიში
ეუთოს საპარლამენტო ასამბლეაში საქართველოს მუდმივმოქმედი დელეგაციის
ვიზიტი
აბრეშუმის გზის ჯგუფის (სილქ როუდ გრუპ) მეოთხე საერთაშორისო კონფერენცია
მივლინების ანგარიში
მივლინების ადგილი: ქ. სტამბოლი, თურქეთი
მივლინების თარიღი: 2022 წლის 18-19 ოქტომბერი
მივლინების მიზანი: აბრეშუმის გზის მეოთხე საერთაშორისო კონფერენციის
მუშაობაში მონაწილეობის მიღება
საქართველოს პარლამენტის ევროინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარის
მოადგილემ, ეუთოს საპარლამენტო დელეგაციის წევრმა ნინო იობაშვილმა
მონაწილეობა მიიღო ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის აბრეშუმის გზის ჯგუფის
კონფერენციაში (ქ. სტამბოლი, თურქეთი, 2022 წ. 18-19 ოქტომბერი).
კონფერენცია ორგანიზებული იყო ეუთოს საპარლამენტო ასამბლეაში თუქეთის
დელეგაციისა და მისი ხელმძღვანელის, სელამი ალთინოქისა და აზერბაიჯანის
დელეგაციის ხელმძღვანელის, აბრეშუმის გზის ჯგუფის თავმჯდომარის აზაი
გულიევის მიერ. ღონისძიების მონაწილეები იყვნენ ამავე ჯგუფის წევრები
ასამბლეის სხვადასხვა წვეყნებიდან. მთავარი განსახილველი თემა გახლდათ
დაკავშირებადობის გაძლიერება ენერგეო და კვებითი რესურსების უსაფრთხოების
უზრუნველსაყოფად კრიზისის პერიოდში.
მონაწილეებს ვიდეო მიმართვების მეშვეობით მიესალმენ ეუთოს მოქმედმა
თავმჯდომარემ, პოლონეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა ზბიგნევ რაუმ და
ევროკავშირის ენერგო საკითხების კომისარმა კადრი სიმსონმა, ასევე თუქეთის
პარლამენტისა და ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის ხელმძღვანელმა პირებმა.
ნინო იობაშვილმა მიიღო მონაწილეობა კონფერენციაზე გამართულ დებატებში. მან
ყურადღება
გაამახვილა
დაკავშირებადობის
მნიშვნელობაზე,
ასევე
ენერგორესურსების და კვებითი რესურსების მიწოდების უწყვეტობის საკითხზე,
ეროვნული და რეგიონალური უსაფრთხოების ჭრილში. მან აღნიშნა, რომ
დაკავშირებადობა და ენერგოუსაფრთხოების უზრუნველყოფა, უკრაინაში
რუსეთის აგრესიის ფონზე განსაკუთრებულ დატვირთვას იძენს.
ნინო იობაშვილმა ასევე ისაუბრა ევროპული საბჭოს მიერ საქართველოსთვის
ევროპული პერსპექტივის მინიჭების თაობაზე, ასევე საქართველოს მხრიდან
გადადგმულ ნაბიჯებზე და მიმდინარე რეფორმებზე კანდიდატის სტატუსის
მისაღებად. არსებული გამოწვევების მიუხედავად, ქვეყანაში არსებულ
მაკროეკონომიკური სტაბილურობის კარგ დონეზე და ხელსაყრელ ბიზნეს
გარემოზე.
კონფერენციის დასასრულს, მიღებულ იქნა აბრეშუმის გზის ჯგუფის სტამბოლის
დეკლარაცია, რომელშიც დაკავშირებადობის სხვა საკითხებთან ერთად, აღბიშნულ
იქნა ბაქო-თბილისი-ყარსის რკინიგზის მნიშვნელობაც.
სტამბოლის დეკალარაციაში აგრეთვე ხაზგასმულია რომ ეუთოს საპარლამენტო
ასამბლეის წევრი ქვეყნები საკუთარ საქმიანობაში უპირატესად უნდა აღიარებდენ
ჰელსინკის დასკვნით აქტით განმტკიცებულ საერთაშორისო სამართლის
პრინციპებსა და წესებს და მიისწრაფვოდნენ გაეროს მიერ 2030 წლისათვის
დასახული მდგრადი განვითარების მიზნების შესრულებისაკენ.
ანგარიში მოამზადა დელეგაციის მდივანმა
მ. გოგოლაძემ
25.11.2022