„სოციალური დახმარების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“
📋 განხილვის ეტაპები
ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის სხდომაზე განხილული დოკუმენტი (1)
საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის სხდომაზე განხილული დოკუმენტი
ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის სხდომაზე განხილული დოკუმენტი (2)
ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის სხდომაზე განხილული დოკუმენტი (1)
ბიუროზე განხილული დოკუმენტი
I მოსმენა
✓ 82 ✗ 0
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (1)
ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის სხდომაზე განხილული დოკუმენტი (2)
II მოსმენა
✓ 86 ✗ 0
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (2)
ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის სხდომაზე განხილული დოკუმენტი (3)
III მოსმენა
✓ 82 ✗ 0
საბოლოო რედაქტირებული ვარიანტი
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (3)
კანონი
🏛️ კომიტეტები
- ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტი წამყვანი კომიტეტი
- ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა
- საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა
📑 დასკვნები
📅 დამატებითი ინფორმაცია
ბიუროზე განხილვის თარიღი 2022-10-31
ბიუროს ნომერი 193
📜 ტექსტი
საქართველოს კანონის პროექტი
პროექტი
საქართველოს კანონი
„სოციალური დახმარების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე
მუხლი 1. „სოციალური დახმარების შესახებ“ საქართველოს კანონში (საქართველოს
საკანონმდებლო მაცნე, №51, 31.12.2006, მუხ. 448) შეტანილ იქნეს ცვლილება და 121
მუხლის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის 122 მუხლი:
„მუხლი 122. შეზღუდული შესაძლებლობის სტატუსის მქონე პირთა სოციალური პაკეტის
ოდენობა და გაანგარიშების წესი
1. შეზღუდული შესაძლებლობის სტატუსის მქონე პირთა სოციალური პაკეტის ოდენობა
განისაზღვრება ამ კანონით დადგენილი წესისა და პირობების შესაბამისად.
2. შეზღუდული შესაძლებლობის სტატუსის მქონე პირთა სოციალური პაკეტის ოდენობა
განისაზღვრება, როგორც საქართველოს მთავრობის შესაბამისი სამართლებრივი აქტით
განსაზღვრული სოციალური პაკეტი, გაზრდილი:
ა) მკვეთრად გამოხატული შეზღუდული შესაძლებლობის სტატუსის მქონე პირებისთვის
და შეზღუდული შესაძლებლობის სტატუსის მქონე ბავშვებისთვის - ბოლო 12 თვის
ინფლაციის საშუალო მაჩვენებლისა და ბოლო 6 კვარტალში მთლიანი შიდა პროდუქტის
(მშპ-ის) რეალური ზრდის მაჩვენებლების საშუალო არითმეტიკულის 80 პროცენტის
ჯამით, მაგრამ არანაკლებ 25 ლარის ოდენობით;
ბ) ყველა სხვა კატეგორიის შეზღუდული შესაძლებლობის სტატუსის მქონე პირთათვის ბოლო 12 თვის ინფლაციის საშუალო მაჩვენებლით, მაგრამ არანაკლებ 20 ლარის
ოდენობით.
3. თუ ამ მუხლის მე-2 პუნქტით დადგენილი წესით გაზრდილი სოციალური პაკეტის
ოდენობა 5-ის ჯერად რიცხვზე ნაკლებია, სოციალური პაკეტის ოდენობა მრგვალდება
მეტობით, უახლოეს 5-ის ჯერად რიცხვამდე.
4. ამ მუხლით დადგენილი წესით სოციალური პაკეტის ოდენობა უნდა გაიზარდოს
შესაბამისი საბიუჯეტო წლის პირველივე თვიდან, რაც აისახება საქართველოს
მთავრობის შესაბამის სამართლებრივ აქტში.
5. ამ მუხლის მიზნებისთვის:
ა) ინფლაციის მაჩვენებელი განისაზღვრება, როგორც საქართველოს საბიუჯეტო
კოდექსის 38-ე და 39-ე მუხლების საფუძველზე საქართველოს მთავრობის მიერ
საქართველოს შესაბამისი წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ კანონის პროექტის
საქართველოს პარლამენტისთვის წარდგენის მომენტისთვის საჯარო სამართლის
იურიდიული პირის − საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მიერ
გამოქვეყნებული ოფიციალური მონაცემებით გათვალისწინებული 12 თვის საშუალო
სამომხმარებლო ფასების ინდექსი წინა 12 თვის საშუალო სამომხმარებლო ფასების
ინდექსთან შედარებით, დამრგვალებული სათანადო რიცხვის მეათედამდე;
ბ) მთლიანი შიდა პროდუქტის (მშპ-ის) რეალური ზრდის მაჩვენებელი განისაზღვრება,
როგორც საქართველოს საბიუჯეტო კოდექსის 38-ე და 39-ე მუხლების საფუძველზე
საქართველოს მთავრობის მიერ საქართველოს შესაბამისი წლის სახელმწიფო ბიუჯეტის
შესახებ კანონის პროექტის საქართველოს პარლამენტისთვის წარდგენის მომენტისთვის
საჯარო სამართლის იურიდიული პირის − საქართველოს სტატისტიკის ეროვნული
სამსახურის მიერ გამოქვეყნებული ოფიციალური მონაცემებით გათვალისწინებული
კვარტალში მთლიანი შიდა პროდუქტის (მშპ-ის) რეალური ზრდის მაჩვენებელი წინა
წლის შესაბამის კვარტალში მთლიანი შიდა პროდუქტის (მშპ-ის) რეალური ზრდის
მაჩვენებელთან შედარებით, დამრგვალებული სათანადო რიცხვის მეათედამდე.“.
მუხლი 2. ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
საქართველოს პრეზიდენტი
სალომე ზურაბიშვილი
განმარტებითი ბარათი
განმარტებითი ბარათი
საქართველოს კანონის პროექტზე
„სოციალური დახმარების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“
ა) ზოგადი ინფორმაცია კანონპროექტის შესახებ:
ა.ა) კანონპროექტის მიღების მიზეზი:
ა.ა.ა) პრობლემა, რომლის გადაჭრასაც მიზნად ისახავს კანონპროექტი:
არსებული მდგომარეობით, „სოციალური დახმარების შესახებ“ საქართველოს
კანონის შესაბამისად, სოციალური პაკეტის ოდენობები განისაზღვრება „სოციალური
პაკეტის განსაზღვრის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2012 წლის 23 ივლისის N279
დადგენილებით. ყოველწლიურად შეზღუდული შესაძლებლობის სტატუსის მქონე
პირთათვის სოციალური პაკეტის ოდენობის ზრდის საკითხი დამოკიდებული იყო
შესაბამისი წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ საქართველოს კანონის პროექტის
მომზადებისას არსებულ ფისკალურ პარამეტრებზე და არ არსებობდა რაიმე ცხადი
მექანიზმი, რაც უზრუნველყოფდა სოციალური პაკეტის ყოველწლიურ ზრდას.
ამ მიზნით შემოღებულ იქნება სოციალური პაკეტის ინდექსაციის იგივე პრინციპი,
რაც 2021 წლიდან მოქმედებს პენსიონერებისთვის „სახელმწიფო პენსიის შესახებ“
საქართველოს კანონის შესაბამისად.
ა.ა.ბ) არსებული პრობლემის გადასაჭრელად კანონის მიღების აუცილებლობა:
შეზღუდული შესაძლებლობის სტატუსის მქონე პირები და შეზღუდული
შესაძლებლობის სტატუსის მქონე ბავშვები სოციალური პაკეტის მიმღებთა შორის ერთერთი ყველაზე მოწყვლადი კატეგორიაა და მათ განსაკუთრებული საჭიროებები აქვთ.
მიზანშეწონილია, ამ კატეგორიის პირთათვის საკანონმდებლო დონეზე იყოს
გარანატირებული სოციალური პაკეტის ოდენობის ყოველწლიური ინდექსაცია და
მსგავსი გადაწყვეტილებები არ იყოს დამოკიდებული ყოველ საბიუჯეტო წელს ამ
მიზნისთვის გამოყოფილი ასიგნებების ოდენობაზე და ფისკალურ პარამეტრებზე.
სოციალური პაკეტის ინდექსაციის პრინციპის შემოღებით ჩამოყალიბდება
სოციალური პაკეტის ზრდის მდგრადი მექანიზმი, რაც შეზღუდული შესაძლებლობის
სტატუსის მქონე პირებისთვის/ბავშვებისთვის სიღარიბის პრევენციის მნიშვნელოვანი
ინსტრუმენტი იქნება.
ა.ბ) კანონპროექტის მოსალოდნელი შედეგები:
კანონპროექტის მიღება გავლენას მოახდენს
შეზღუდული შესაძლებლობის სტატუსის მქონე
შესაძლებლობის სტატუსის მქონე ბავშვებზე.
სოციალური პაკეტის მიმღებ
პირებზე და შეზღუდული
ამასთან, გასათვალისწინებელია, რომ სოციალური პაკეტის ინდექსაცია
წარმოდგენილი რედაქციით სოციალური პაკეტის ზრდის უფრო მაღალ ინდექსს აწესებს
მკვეთრად გამოხატული შეზღუდული შესაძლებლობის სტატუსის მქონე პირებისთვის
და შეზღუდული შესაძლებლობის სტატუსის მქონე ბავშვებისთვის, ვიდრე სხვა
კატეგორიის შეზღუდული შესაძლებლობის სტატუსის მქონე პირთათვის, რაც
განპირობებულია იმით, რომ შეზღუდული შესაძლებლობის მინიჭების დღეს არსებული
სისტემით მკვეთრად გამოხატული შეზღუდული შესაძლებლობის სტატუსის დადგენის
კრიტერიუმს წარმოადგენს დაავადების, ტრავმის, ანატომიური ან გონებრივი დეფექტის
შედეგად გამოწვეული ადამიანის ჯანმრთელობის მოშლა ორგანიზმის ფუნქციის მყარი
და მკვეთრი დარღვევით, რაც განაპირობებს ქმედობაუნარიანობის მკვეთრად
გამოხატულ შეზუდვას და მუდმივი გარეშე მოვლის, დახმარების ან მეთვალყურეობის
საჭიროებას.
რაც შეეხება შეზღუდული შესაძლებლობის სტატუსის მქონე ბავშვებს, მათ
სოციალური დაცვის მეტი გარანტია სჭირდებათ, რათა უზრუნველყოფილი იქნას შშმ
სტატუსის მქონე ბავშვების ინკლუზია, მათი საჭიროებების დაკმაყოფილება, სიღარიბის
პრევენცია, დამოუკიდებელი ცხოვრების ხელშეწყობა და საზოგადოებაში ინტეგრაცია.
მკვეთრად გამოხატული შეზღუდული შესაძლებლობის სტატუსის მქონე პირები
და შეზღუდული შესაძლებლობის სტატუსის მქონე ბავშვები ყოველწლიურად მიიღებენ
გაზრდილ სოციალური პაკეტს, რომელიც აკომპენსირებს ინფლაციას სრულად, ამასთან
დამატებით იზრდება ეკონომიკის რეალური ზრდის 80%-ით, ხოლო სხვა კატეგორიის
შეზღუდული შესაძლებლობის სტატუსის მქონე პირებისთვის სოციალური პაკეტი
გაიზრდება ინფლაციის შესაბამისად, მაგრამ არანაკლებ 20 ლარით.
ა.გ) კანონპროექტის ძირითადი არსი:
კანონის პროექტის თანახმად, 121 მუხლის შემდეგ კანონს დაემატება 122 მუხლი,
რომელიც შეზღუდული შესაძლებლობის სტატუსის მქონე პირებისთვის განსაზღვრავს
სოციალური პაკეტის გაანგარიშების წესს. კერძოდ, შეზღუდული შესაძლებლობის
სტატუსის მქონე პირთა სოციალური პაკეტის ოდენობა განისაზღვრება, როგორც
საქართველოს მთავრობის შესაბამისი სამართლებრივი აქტით განსაზღვრული
სოციალური პაკეტი გაზრდილი:
მკვეთრად გამოხატული შეზღუდული შესაძლებლობის სტატუსის მქონე
პირებისთვის და შეზღუდული შესაძლებლობის სტატუსის მქონე ბავშვებისთვის - ბოლო
12 თვის ინფლაციის საშუალო მაჩვენებლისა და ბოლო 6 კვარტალში მთლიანი შიდა
პროდუქტის (მშპ-ის) რეალური ზრდის მაჩვენებლების საშუალო არითმეტიკულის 80
პროცენტის ჯამით, მაგრამ არანაკლებ 25 ლარის ოდენობით;
- ყველა სხვა კატეგორიის შეზღუდული შესაძლებლობის სტატუსის მქონე
პირთათვის - ბოლო 12 თვის ინფლაციის საშუალო მაჩვენებლით, მაგრამ არანაკლებ 20
ლარის ოდენობით.
ამასთან, კანონის პროექტი ითვალისწინებს, რომ აღნიშნული წესით გამოთვლილი
სოციალური პაკეტის ოდენობა, მრგვალდება მეტობით, უახლოეს 5-ის ჯერად რიცხვამდე.
კანონის პროექტი, პენსიის ინდექსაციის პრინციპის მსგავსად ითვალისწინებს
კონკრეტულ განმარტებას, ინფლაციისა და მშპ-ის რეალურ ზრდასთან მიმართებაში და
განისაზღვრება, რომ აღნიშნული ინფორმაციის წყაროს წარმოადგენს საჯარო სამართლის
იურიდიული პირის - საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მიერ
გამოქვეყნებული ოფიციალური მონაცემები, იმ პერიოდისათვის, როდესაც საქართველოს
საბიუჯეტო კოდექსის 38-ე და 39-ე მუხლების საფუძველზე საქართველოს პარლამენტს
წარედგინება ბიუჯეტის კანონის პროექტი, ახალი საბიუჯეტო წლისათვის.
ა.დ) კანონპროექტის კავშირი სამთავრობო პროგრამასთან და შესაბამის სფეროში
არსებულ სამოქმედო გეგმასთან, ასეთის არსებობის შემთხვევაში (საქართველოს
მთავრობის მიერ ინიციირებული კანონპროექტის შემთხვევაში):
პროექტი სრულად შეესაბამება 2021-2024 წლების სამთავრობო პროგრამის „ევროპული სახელმწიფოს მშენებლობისთვის“ მიზნებს.
ა.ე) კანონპროექტის ძალაში შესვლის თარიღის შერჩევის პრინციპი, ხოლო
კანონისთვის უკუძალის მინიჭების შემთხვევაში - აღნიშნულის თაობაზე შესაბამისი
დასაბუთება:
კანონპროექტი ამოქმედდება გამოქვეყნებისთანავე, რაც საშუალებას იძლევა 2023
ფისკალური წლისათვის სოციალური პაკეტის ოდენობის განსაზღვრა განხორციელდეს
ამ კანონით დადგენილი წესით. ამასთან, კანონპროექტი არ ითვალისწინებს
კანონისათვის უკუძალის მინიჭებას.
ა.ვ) კანონპროექტის დაჩქარებული წესით განხილვის მიზეზები და შესაბამისი
დასაბუთება (თუ ინიციატორი ითხოვს კანონპროექტის დაჩქარებული წესით განხილვას):
კანონპროექტის დაჩქარებული წესით განხილვა არ არის მოთხოვნილი.
ბ) კანონპროექტის ფინანსური გავლენის შეფასება საშუალოვადიან პერიოდში
(კანონპროექტის ამოქმედების წელი და შემდგომი 3 წელი):
ბ.ა) კანონპროექტის
დაფინანსების წყარო:
მიღებასთან
დაკავშირებით
აუცილებელი
ხარჯების
კანონის პროექტის მიღება დაკავშირებულია სახელმწიფო ბიუჯეტის ხარჯვითი
ნაწილის ზრდასთან საშუალოვადიან და გრძელვადიან პერიოდში და შესაბამისად ამ
კანონის პროექტით გათვალისწინებული ხარჯები დაფინანსდება სახელმწიფო
ბიუჯეტიდან.
ბ.ბ) კანონპროექტის გავლენა სახელმწიფო, ავტონომიური რესპუბლიკის
რესპუბლიკური ან/და მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილზე:
კანონპროექტი არ იქონიებს გავლენას სახელმწიფო, ავტონომიური რესპუბლიკის
რესპუბლიკური ან/და მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილზე.
ბ.გ) კანონპროექტის გავლენა სახელმწიფო, ავტონომიური
რესპუბლიკური ან/და მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ხარჯვით ნაწილზე:
რესპუბლიკის
კანონპროექტის მიღება გავლენას მოახდენს სახელმწიფო ბიუჯეტის ხარჯვით
ნაწილზე,
კანონოპროექტით
წარმოდგენილი
პრინციპების
გათვალისწინებით
გაანგარიშებული
სოციალური
პაკეტის
ოდენობის
პროპორციულად,
რაც
გათვალისწინებული იქნება საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა,
შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროსთვის, შესაბამისი წლის
სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ კანონით.
2023 წელს მკვეთრად გამოხატული შეზღუდული შესაძლებლობის სტატუსის
მქონე პირებისთვის და შეზღუდული შესაძლებლობის სტატუსის მქონე ბავშვებისთვის
სოციალური პაკეტი გაიზრდება 65 ლარით, ხოლო სხვა კატეგორიის შეზღუდული
შესაძლებლობის სტატუსის მქონე პირთათვის სოციალური პაკეტის ოდენობა გაიზრდება
35 ლარით, აღნიშნული თანხები დაანგარიშებულია კანონის პროექტით განსაზღვრულ
პრინციპებსა და სსიპ - საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მიერ
გამოქვეყნებულ ოფიციალურ მონაცემებზე დაყრდნობით და ეფუძნება 2023 წელს პენსიის
ინდექსაციის გამოთვლის პრინციპს. კერძოდ, „სახელმწიფო პენსიის შესახებ“
საქართველოს კანონის მიხედვით 70 წლამდე პირთა პენსია უნდა გაიზარდოს ბოლო 12
თვის ინფლაციის საშუალო მაჩვენებლის, მაგრამ არანაკლებ 20 ლარის ოდენობით.
სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მიერ სექტემბერში გამოქვეყნებული მონაცემების
მიხედვით ბოლო 12 თვის საშუალო ინფლაცია შეადგენს 12,7%-ს. აღნიშნული
მაჩვენებლით პენსიის ზრდა (260*12,7%=33) გათვალისწინებულია 35 ლარის ოდენობით.
ამავე კანონის მიხედვით, 70 წლის და მეტი ასაკის პირთათვის პენსია უნდა
გაიზარდოს ბოლო 12 თვის საშუალო ინფლაციის და ბოლო 6 კვარტლის მშპ-ს რეალური
ზრდის მაჩვენებლის საშუალო არითმეტიკულის 80%-ის ჯამით. გასული წლის 4
კვარტალში და მიმდინარე წლის 2 კვარტალში მშპ-ს რეალური ზრდის მონაცემებია:
2021წ. I კვარტალი - (-4,1%);
2021წ. II კვარტალი - 28,9%;
2021წ. III კვარტალი - 9,1%;
2021წ. IVკვარტალი - 8,8%
2022წ. I კვარტალი - 14,9%
2022წ. II კვარტალი - 7,2%;
აღნიშნული მაჩვენებლების საშუალო არითმეტიკული შეადგენს 10,8%-ს, ხოლო
მისი 80% - 8,6%-ს. შესაბამისად, პენსიის მოცულობა უნდა გაიზარდის 12,7%+8,6%=21,3%ით. აღნიშნული ფორმულით პენსიის ზრდა (300*21,3%=64) გათვალისწინებულია 65
ლარით.
შესაბამისად, მკვეთრად გამოხატული შშმ პირებისთვის და შშმ ბავშვებისთვის
სოციალური პაკეტის ოდენობა 2023 წელს გაიზრდება 70 წლის და მეტი ასაკის
პირთათვის გათვალისწინებული ოდენობით, ხოლო სხვა დანარჩენი შშმ პირებისთვის 70
წლამდე პირთა პენსიის ოდენობით.
ამასთან, სოციალური პაკეტის ოდენობის ზრდა შეეხება დაახლოებით 132
000 პირს (მათ შორის დაახლოებით 45 000 მკვეთრად გამოხატული შეზღუდული
შესაძლებლობის სტატუსის მქონე პირებს და შეზღუდული შესაძლებლობის
სტატუსის მქონე ბავშვებს).
ამ მიზნისთვის საჭირო ასიგნებების ოდენობა 2023 წელს შეადგენს დამატებით
დაახლოებით
73
მლნ.
ლარს
((45,000*65*12)+(90,000*35*12)=72,900,000),
რაც
გათვალისწინებულია „საქართველოს 2023 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ“
საქართველოს კანონის პროექტში.
იმ დაშვებით, რომ მომდევნო წლებში შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა
რაოდენობა არსებითად არ შეიცვლება, 2024-2026 წლებში კანონის პროექტით
გათვალისწინებული პირობებით დამატებით საჭირო თანხა კანონის პროექტით
დადგენილი ქვედა ზღვრების გათვალისწინებით შეადგენს წლიურად მინიმუმ 35.1 მლნ.
ლარს ((45,000*25*12)+(90,000*20*12)=35,100,000), ხოლო მაქსიმალური თანხის ოდენობა
დამოკიდებული იქნება შესაბამისი პერიოდის ინფლაციის საშუალო მაჩვენებელსა და
მთლიანი შიდა პროდუქტის (მშპ-ის) რეალური ზრდის მაჩვენებლის დონეზე და
შესაძლოა შეადგენდეს წლიურად დაახლოებით 73 მლნ.ლარს.
ბ.დ) სახელმწიფოს ახალი ფინანსური ვალდებულებები, კანონპროექტის გავლენით
სახელმწიფოს ან მის სისტემაში არსებული უწყების მიერ მისაღები პირდაპირი ფინანსური
ვალდებულებების (საშინაო ან საგარეო ვალდებულებები) მითითებით:
კანონპროექტის მიღება არ ითვალისწინებს სახელმწიფოს მიერ ახალი ფინანსური
ვალდებულების აღებას.
ბ.ე) კანონპროექტის მოსალოდნელი ფინანსური შედეგები იმ პირთათვის, რომელთა
მიმართაც ვრცელდება კანონპროექტის მოქმედება, იმ ფიზიკურ და იურიდიულ პირებზე
გავლენის ბუნებისა და მიმართულების მითითებით, რომლებზედაც მოსალოდნელია
კანონპროექტით განსაზღვრულ ქმედებებს ჰქონდეს პირდაპირი გავლენა:
კანონპროექტის
მიღების
შემთხვევაში
გაუმჯობესდება
შეზღუდული
შესაძლებლობის სტატუსის მქონე პირების და შეზღუდული შეასძლებლობის სტატუსის
მქონე ბავშვების სოციალური მდგომარეობა, რადგან გარანტირებული იქნება მათთვის
გათვალისწინებული სოციალური პაკეტის ოდენობის ყოველწლიური ზრდა. კერძოდ,
მკვეთრად გამოხატული შეზღუდული შესაძლებლობის სტატუსის მქონე პირებისთვის
და შეზღუდული შესაძლებლობის სტატუსის მქონე ბავშვებისთვის სოციალური პაკეტი
გაიზრდება 65 ლარით, ხოლო სხვა კატეგორიის შეზღუდული შესაძლებლობის სტატუსის
მქონე პირთათვის სოციალური პაკეტის ოდენობა გაიზრდება 35 ლარით. სოციალური
პაკეტის ოდენობის ზრდა შეეხება დაახლოებით 132 000 პირს, რომელთა სოციალური
პაკეტის ოდენობა მერყეობს 100 ლარიდან 419 ლარამდე.
აღსანიშნავია, რომ პრაქტიკაში ეკონომიკური ზრდისა და ინფლაციის ფაქტობრივი
მაჩვენებლების გათვალისწინებით 2023 წელს სოციალური პაკეტი მკვეთრად
გამოხატული შეზღუდული შესაძლებლობის სტატუსის მქონე პირებისთვის და
შეზღუდული შესაძლებლობის სტატუსის მქონე ბავშვებისთვის 65 ლარით, ხოლო სხვა
კატეგორიის შეზღუდული შესაძლებლობის სტატუსის მქონე პირთათვის სოციალური 35
ლარით გაიზრდება, თუმცა იმ შემთხვევაში, თუ ეკონომიკური ზრდისა და ინფლაციის
მაჩვენებლები დაბალი იქნება, მკვეთრად გამოხატული შეზღუდული შესაძლებლობის
სტატუსის მქონე პირებისთვის და შშმ ბავშვებისთვის გარანტირებული სოციალური
პაკეტის ოდენობის ზრდა მინიმუმ 25 ლარი,
ხოლო ყველა სხვა შეზღუდული
შესაძლებლობის სტატუსის მქონე პირებისთვის - 20 ლარი იქნება.
ბ.ვ) კანონპროექტით დადგენილი გადასახადის, მოსაკრებლის ან სხვა სახის
გადასახდელის (ფულადი შენატანის) ოდენობა შესაბამის ბიუჯეტში და ოდენობის
განსაზღვრის პრინციპი:
კანონპროექტი არ ადგენს გადასახადს, მოსაკრებელს ან სხვა სახის გადასახდელს
(ფულად შენატანს).
ბ1) ბავშვის უფლებრივ მდგომარეობაზე კანონპროექტის ზეგავლენის შეფასება:
კანონპროექტის მიღება დადებით გავლენას მოახდენს
ბავშვის უფლებრივ
მდგომარეობაზე, რადგანაც შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ბავშვებისთვის
გარანტირებული იქნება მათთვის განკუთვნილი სოციალური პაკეტის ოდენობის
ყოველწლიური ზრდა.
გ) კანონპროექტის მიმართება საერთაშორისო სამართლებრივ სტანდარტებთან:
გ.ა) კანონპროექტის მიმართება ევროკავშირის სამართალთან:
კანონპროექტი არ ეწინააღმდეგება ევროკავშირის სამართალს.
გ.ბ) კანონპროექტის მიმართება საერთაშორისო ორგანიზაციებში საქართველოს
წევრობასთან დაკავშირებულ ვალდებულებებთან:
კანონპროექტი არ ეწინააღმდეგება საერთაშორისო ორგანიზაციებში საქართველოს
წევრობასთან დაკავშირებულ ვალდებულებებს.
გ.გ) კანონპროექტის მიმართება საქართველოს ორმხრივ და მრავალმხრივ
ხელშეკრულებებთან და შეთანხმებებთან, აგრეთვე, ისეთი ხელშეკრულების/შეთანხმების
არსებობის შემთხვევაში, რომელსაც უკავშირდება კანონპროექტის მომზადება, - მისი
შესაბამისი მუხლი ან/და ნაწილი:
კანონპროექტი არ ეწინააღმდეგება საქართველოს ორმხრივ და მრავალმხრივ
ხელშეკრულებებს და შეთანხმებებს. აგრეთვე, კანონპროექტის მომზადება არ
უკავშირდება რომელიმე ხელშეკრულებას/შეთანხმებას.
გ.დ) არსებობის შემთხვევაში, ევროკავშირის ის სამართლებრივი აქტი, რომელთან
დაახლოების ვალდებულებაც გამომდინარეობს „ერთი მხრივ, საქართველოსა და, მეორე
მხრივ, ევროკავშირსა და ევროპის ატომური ენერგიის გაერთიანებას და მათ წევრ
სახელმწიფოებს შორის ასოცირების შესახებ შეთანხმებიდან“ ან ევროკავშირთან
დადებული საქართველოს სხვა ორმხრივი და მრავალმხრივი ხელშეკრულებებიდან:
ასეთი არ არსებობს.
დ) კანონპროექტის მომზადების პროცესში მიღებული კონსულტაციები:
დ.ა)
სახელმწიფო,
არასახელმწიფო
ან/და
საერთაშორისო
ორგანიზაცია/დაწესებულება, ექსპერტი, სამუშაო ჯგუფი, რომელმაც მონაწილეობა მიიღო
კანონპროექტის შემუშავებაში, ასეთის არსებობის შემთხვევაში:
ასეთი არ არსებობს.
დ.ბ) კანონპროექტის შემუშავებაში მონაწილე ორგანიზაციის/დაწესებულების,
სამუშაო ჯგუფის, ექსპერტის შეფასება კანონპროექტის მიმართ, ასეთის არსებობის
შემთხვევაში:
ასეთი არ არსებობს.
დ.გ) სხვა ქვეყნების გამოცდილება კანონპროექტის მსგავსი კანონების
იმპლემენტაციის სფეროში, იმ გამოცდილების მიმოხილვა, რომელიც მაგალითად იქნა
გამოყენებული კანონპროექტის მომზადებისას, ასეთი მიმოხილვის მომზადების
შემთხვევაში:
ასეთი მიმოხილვა არ მომზადებულა.
ე) კანონპროექტის ავტორი:
საქართველოს
ოკუპირებული
ტერიტორიებიდან
ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო.
ვ) კანონპროექტის ინიციატორი:
საქართველოს მთავრობა.
დევნილთა,
შრომის,