„წყალმომხმარებელთა ორგანიზაციების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“
📋 განხილვის ეტაპები
ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის სხდომაზე განხილული დოკუმენტი
ბიუროზე განხილული დოკუმენტი
საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის სხდომაზე განხილული დოკუმენტი
რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტის სხდომაზე განხილული დოკუმენტი (1)
დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის სხდომაზე განხილული დოკუმენტი
რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტის სხდომაზე განხილული დოკუმენტი (2)
აგრარულ საკითხთა კომიტეტის სხდომაზე განხილული დოკუმენტი (1)
I მოსმენა
✓ 74 ✗ 1
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (1)
აგრარულ საკითხთა კომიტეტის სხდომაზე განხილული დოკუმენტი (2)
II მოსმენა
✓ 78 ✗ 1
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (2)
აგრარულ საკითხთა კომიტეტის სხდომაზე განხილული დოკუმენტი (3)
III მოსმენა
✓ 83 ✗ 1
საბოლოო რედაქტირებული ვარიანტი
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (3)
კანონი
🏛️ კომიტეტები
- აგრარულ საკითხთა კომიტეტი წამყვანი კომიტეტი
- ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა
- დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა
- რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა
- საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა
📑 დასკვნები
📅 დამატებითი ინფორმაცია
ბიუროზე განხილვის თარიღი 2022-10-31
ბიუროს ნომერი 193
📜 ტექსტი
საქართველოს კანონის პროექტი
პროექტი
საქართველოს კანონი
„წყალმომხმარებელთა ორგანიზაციების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების
შეტანის თაობაზე
მუხლი 1. „წყალმომხმარებელთა ორგანიზაციების შესახებ“ საქართველოს კანონში
(საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (www.matsne.gov.ge), 26/12/2019, სარეგისტრაციო
კოდი: 400020000.05.001.019727) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:
1.პირველი მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„1. ეს კანონი არეგულირებს წყალმომხმარებელთა ორგანიზაციების (შემდგომ −
წყალმომხმარებელთა ორგანიზაცია) საქმიანობასა და მათ ურთიერთობებს ფიზიკურ
პირებთან, იურიდიულ პირებსა და სახელმწიფო ორგანოებთან, აგრეთვე, პირველადი
წყალმოსარგებლეების მიერ მომსახურების გაწევის პირობებს და წყალმომხმარებელთა
ორგანიზაციებისა და სხვა წყალმომხმარებლების მიერ საირიგაციო ინფრასტრუქტურით
სარგებლობის პირობებს.“.
2. მე-2 მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის „ე“ ქვეპუნქტი:
„ე) სხვა წყალმომხმარებლის მიერ საირიგაციო სისტემის მეშვეობით წყლის მიღებასთან
დაკავშირებული ურთიერთობების მოწესრიგება.“.
3. მე-3 მუხლის:
ა) „ბ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„ბ)
სხვა
წყალმომხმარებელი
−
წყალმომხმარებელი,
რომელიც
პირველადი
წყალმოსარგებლისგან იღებს წყალს საირიგაციო სისტემის მეშვეობით და არ არის
წყალმომხმარებელთა ორგანიზაციის წევრი;“;
ბ) „დ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„დ) საირიგაციო სისტემა − საირიგაციო ინფრასტრუქტურის ურთიერთდაკავშირებული
ნაგებობების კომპლექსი, რომელიც უზრუნველყოფს კვების წყაროდან წყლის აღებას
(წყალაღებას), ტრანსპორტირებასა და მიწოდებას საირიგაციო ან/და სხვა მიზნებისთვის;“;
გ) „ზ“ და „თ“ ქვეპუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„ზ)
მომსახურების
ხელშეკრულება
−
წყალმომხმარებელთა
ორგანიზაციას/სხვა
წყალმომხმარებელსა და პირველად წყალმოსარგებლეს შორის საირიგაციო სისტემის
მეშვეობით წყლის მიღებასთან დაკავშირებით გაფორმებული ხელშეკრულება;
თ) მიწოდების წერტილი – მომსახურების ხელშეკრულებით განსაზღვრული ადგილი
(ადგილები), სადაც პირველადი წყალმოსარგებლე განახორციელებს განსაზღვრული
რაოდენობის წყლის მიწოდებას;“.
4. მე-4 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„მუხლი 4. პირველადი წყალმოსარგებლე
1. პირველადი წყალმოსარგებლე შეიძლება იყოს საჯარო სამართლის იურიდიული პირი
ან სახელმწიფოს წილობრივი მონაწილეობით შექმნილი იურიდიული პირი, რომელიც
ახორციელებს საირიგაციო სისტემის მეშვეობით წყლის მიწოდებასთან დაკავშირებულ
მომსახურებას.
2. პირველადი წყალმოსარგებლე ახორციელებს ძირითადი/მაგისტრალური საირიგაციო
ინფრასტრუქტურის მართვასა და მოვლა-შენახვას, აგრეთვე საირიგაციო სისტემის
მეშვეობით
აწვდის
წყალს
წყალმომხმარებელთა
ორგანიზაციასა
და
სხვა
წყალმომხმარებელს.“.
5. მე-5 მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„1. წყალმომხმარებელთა ორგანიზაციებისა და სხვა წყალმომხმარებლისათვის,
პირველადი წყალმოსარგებლის მიერ გაწეული მომსახურების ტარიფს ადგენს ეროვნული
კომისია.“.
6. მე-5 მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-3 პუნქტი:
„3. პირველადი წყალმოსარგებლის მიერ გაწეული მომსახურების ტარიფის დადგენისას,
ეროვნული კომისია უფლებამოსილია პირველადი წყალმოსარგებლის მიერ გაწეული
მომსახურებების ღირებულება წყლის საირიგაციო და სხვა მიზნით მომხმარებლებზე,
გადაანაწილოს განსხვავებული პროპორციით.“.
7. მე-6 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„მუხლი 6. წყალმომხმარებელთა ორგანიზაციის სამართლებრივი სტატუსი
წყალმომხმარებელთა ორგანიზაცია არის წევრობაზე დაფუძნებული საჯარო სამართლის
იურიდიული
პირი,
რომელიც
იქმნება
სამინისტროს
მიერ
განსაზღვრულ
წყალმომხმარებელთა ორგანიზაციის მომსახურების ტერიტორიაზე საირიგაციო სისტემის
მეშვეობით წყლის მიწოდების, აგრეთვე საირიგაციო ინფრასტრუქტურის მოვლაშენახვისა და ექსპლუატაციის მიზნით.“.
8. მე-10 მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„ა)
წყალმომხმარებელთა
ორგანიზაციის მომსახურების ტერიტორიაზე არსებული
ინფრასტრუქტურის (მეორე რიგის/მესამე რიგის არხი, ლოკალური საირიგაციო სისტემა,
ჰიდროტექნიკური ერთეული) მართვა, მოვლა-შენახვა და ექსპლუატაცია და საირიგაციო
სისტემის მეშვეობით წყლის მიღებასთან დაკავშირებული მომსახურების გაწევა;“.
9. 23-ე მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„მუხლი 23. წყლის საბითუმო მიწოდება
1. წყალმომხმარებელთა ორგანიზაციისთვის წყლის საბითუმო მიწოდება ხორციელდება
წყალმომხმარებელთა ორგანიზაციასა და პირველად წყალმოსარგებლეს შორის არანაკლებ
10 წლის ვადით გაფორმებული მომსახურების ხელშეკრულების საფუძველზე.
2. მომსახურების ხელშეკრულებაში მითითებული უნდა იყოს მიწოდების წერტილში
მისაწოდებელი წყლის ზღვრული მოცულობა (მაქსიმალური და
მოცულობები) წინასწარ განსაზღვრული ყოველთვიური გრაფიკის
მინიმალური
შესაბამისად.
ამასთანავე, წყლის ხელმისაწვდომი მოცულობა შეიძლება ყოველწლიურად დაზუსტდეს.“.
10. 26-ე მუხლის „ვ“ ქვეპუნქტი ამოღებულ იქნეს.
11. 27-ე მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„მუხლი 27. ეროვნული კომისიის კომპეტენცია
1. საირიგაციო სისტემის მეშვეობით წყლის მიღებასთან დაკავშირებული მომსახურების
სფეროში ეროვნული კომისიის კომპეტენციას განეკუთვნება:
ა) მომსახურების ხელშეკრულების პირობებიდან გამომდინარე,
წარმოშობილი დავის განხილვა და გადაწყვეტა;
მხარეებს
შორის
ბ) პირველადი წყალმოსარგებლის მიერ გაწეული მომსახურების ტარიფების დადგენის
მეთოდოლოგიის დამტკიცება;
გ) პირველადი წყალმოსარგებლის მიერ გაწეული მომსახურების ტარიფების დადგენა.
დ) პირველადი წყალმოსარგებლის მიერ წყალმომხმარებელთა ორგანიზაციასთან/სხვა
წყალმომხმარებელთან გასაფორმებელი მომსახურების ხელშეკრულების სტანდარტული
პირობების დამტკიცება და გადასინჯვა/ცვლილებების შეტანა;
ე) პირველადი წყალმოსარგებლის მიერ მომსახურების გაწევის წესების დამტკიცება;
ვ) პირველადი წყალმოსარგებლის მიერ მომსახურების გაწევის წესების მოთხოვნათა
დარღვევისთვის პირველად წყალმოსარგებლეზე ამ მუხლის მე-2 პუნქტით
გათვალისწინებული სანქციის დაკისრება.
2.
ეროვნული
კომისია
უფლებამოსილია,
პირველადი
წყალმოსარგებლის
მიერ
მომსახურების გაწევის წესების დარღვევის თითოეულ შემთხვევაში პირველადი
წყალმოსარგებლე წერილობით გააფრთხილოს ან დააკისროს მას
ლარამდე ჯარიმა.
5 000-დან 75 000
3. ეროვნული კომისიის მიერ დაკისრებული ჯარიმა შესაბამის დასაბუთებასთან ერთად
აღინიშნება ეროვნული კომისიის მიერ მიღებულ გადაწყვეტილებაში.
4. ამ მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული საჯარიმო სანქციის დაკისრების წესს
ადგენს ეროვნული კომისია.
5. ეროვნულ კომისიამ ჯარიმის დაკისრების შესახებ გადაწყვეტილება უნდა მიიღოს 6 თვის
ვადაში მას შემდეგ, რაც ეროვნული კომისიისთვის ცნობილი გახდა სამართალდარღვევის
შესახებ.
6. დაკისრებული ჯარიმა გადახდილი უნდა იქნეს დაჯარიმების შესახებ ეროვნული
კომისიის გადაწყვეტილებით განსაზღვრულ ვადაში. ჯარიმა ირიცხება საქართველოს
სახელმწიფო ბიუჯეტში.
7. პირველადი წყალმოსარგებლის მიერ ჯარიმის დაკისრების შესახებ ეროვნული კომისიის
გადაწყვეტილების
შეუსრულებლობის
შემთხვევაში,
ეროვნული
კომისია
უფლებამოსილია გადაწყვეტილების იძულებითი აღსრულების მიზნით მიმართოს
საქართველოს კომპეტენტურ უწყებებს.“.
12. 28-ე მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„1.
მომსახურების
ხელშეკრულების
პირობებიდან
გამომდინარე,
პირველად
წყალმოსარგებლესა და წყალმომხმარებელთა ორგანიზაციას/სხვა წყალმომხმარებელს
შორის წარმოშობილ დავას განიხილავს ეროვნული კომისია საკუთარი კომპეტენციის
ფარგლებში.“.
13. 29-ე მუხლის:
ა) პირველი პუნქტის „გ“ ქვეპუნქტი ამოღებულ იქნეს;
ბ) მე-2 პუნქტის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
ა)
დაამტკიცოს
პირველადი
წყალმოსარგებლის
მიერ
წყალმომხმარებელთა
ორგანიზაციის/სხვა წყალმომხმარებლისთვის გაწეული მომსახურების ტარიფების
დადგენის მეთოდოლოგია;
„ბ)
დაადგინოს
პირველადი
წყალმოსარგებლის
მიერ
წყალმომხმარებელთა
ორგანიზაციის/სხვა წყალმოსარგებლისათვის გაწეული მომსახურების ტარიფები;“;
გ) მე-4 და მე-5 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„4. „ეროვნული კომისია მომსახურების ხელშეკრულების პირობებიდან გამომდინარე,
პირველად
წყალმოსარგებლესა
და
წყალმომხმარებელთა
ორგანიზაციას/სხვა
წყალმომხმარებელს შორის წარმოშობილ დავას განიხილავს და გადაწყვეტილებას მიიღებს
ამ
მუხლის
მე-2
პუნქტის
„ა“
ქვეპუნქტით
გათვალისწინებული
პირველადი
წყალმოსარგებლის მიერ გაწეული მომსახურების ტარიფების დადგენის მეთოდოლოგიის
დამტკიცებისა და იმავე პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული პირველადი
წყალმოსარგებლის
მიერ
წყალმომხმარებელთა
ორგანიზაციის/სხვა
წყალმომხმარებლისათვის გაწეული მომსახურების ტარიფების დადგენის შემდეგ.
5. ამ მუხლის მე-2 პუნქტის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული პირველადი
წყალმოსარგებლის
მიერ
წყალმომხმარებელთა
ორგანიზაციის/სხვა
წყალმომხმარებლისთვის გაწეული მომსახურების ტარიფების დადგენის მეთოდოლოგიის
დამტკიცებამდე და პირველადი წყალმოსარგებლის მიერ წყალმომხმარებელთა
ორგანიზაციის/სხვა
წყალმომხმარებლისთვის
გაწეული
მომსახურების
ტარიფების
დადგენამდე, პირველად წყალმოსარგებლესა და წყალმომხმარებელთა ორგანიზაციას/სხვა
წყალმომხმარებელს შორის წარმოშობილი დავა შესაძლებელია განხილულ იქნეს
საქართველოს საერთო სასამართლოში.“.
მუხლი 2. საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელმა
ეროვნულმა კომისიამ 2023 წლის 30 ივნისამდე დაამტკიცოს:
ა) „წყალმომხმარებელთა ორგანიზაციების შესახებ“ საქართველოს კანონის 27-ე მუხლის
პირველი პუნქტის:
ა.ა)
„დ“
ქვეპუნქტით
გათვალისწინებული,
პირველად
წყალმოსარგებლესა
და
წყალმომხმარებელთა ორგანიზაციას/სხვა წყალმომხმარებელს შორის გასაფორმებელი
მომსახურების ხელშეკრულების სტანდარტული პირობები;
ა.ბ) „ე“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული,
მომსახურების გაწევის წესები;
პირველადი
წყალმოსარგებლის
მიერ
ბ) პირველადი წყალმოსარგებლის მიერ მომსახურების გაწევის წესების დარღვევისთვის
საჯარიმო სანქციის დაკისრების წესი.“
მუხლი 3. ეს კანონი ამოქმედეს გამოქვეყნებისთანავე.
საქართველოს პრეზიდენტი
სალომე ზურაბიშვილი
განმარტებითი ბარათი
განმარტებითი ბარათი
საქართველოს კანონის პროექტზე
„წყალმომხმარებელთა ორგანიზაციების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების
შეტანის თაობაზე“
ა) ზოგადი ინფორმაცია კანონპროექტის შესახებ.
ა.ა) კანონპროექტის მიღების მიზეზი:
ა.ა.ა) პრობლემა, რომლის გადაჭრასაც მიზნად ისახავს კანონპროექტი:
„წყალმომხმარებელთა ორგანიზაციების შესახებ“ საქართველოს კანონის (შემდგომ კანონი) მოქმედი რედაქციით საირიგაციო მომსახურების ხელშეკრულება შეიძლება
დაიდოს მხოლოდ პირველად წყალმოსარგებლესა და წყალმომხმარებელთა ორგანიზაციას
შორის; ამასთან, აღნიშნულ სუბიექტებს შორის დადებული საირიგაციო მომსახურების
ხელშეკრულება
შეიძლება
ემსახურებოდეს
მხოლოდ
საირიგაციო
(საირიგაციო/სარწყავი/საძოვრების გაწყლოვანება) მიზნებს. აღნიშნულიდან გამომდინარე,
შეზღუდულია როგორც პირველად წყალმოსარგებლესთან საირიგაციო მომსახურების
ხელშეკრულების დადების უფლებამოსილების მქონე პირთა წრე, ასევე აღნიშნული
ხელშეკრულების მიზნობრიობაც. შესაბამისად, კანონის მოქმედი რეგულაცია იმთავითვე
გამორიცხავს იმ ფიზიკურ პირთა, ფიზიკურ პირთა გაერთიანების ან იურიდიულ პირთა
მიერ საირიგაციო სისტემიდან წყლის მიღებას, რომელთაც აღნიშნული წყალი სჭირდებათ
სხვა მიზნით, გარდა ირიგაციისა. გარდა ამისა, კანონი ზღუდავს მომსახურების
ხელშეკრულების დადებას საირიგაციო სისტემიდან წყლის მიღების მიზნით იმ პირებთან,
რომლებიც არ არიან წყალმომხმარებელთა ორგანიზაციების წევრი.
ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, იმ შემთხვევაში, თუ პირი ითხოვს
საირიგაციო სისტემიდან წყლის მიღებას სხვა მიზნით, გარდა ირიგაციისა , აგრეთვე, თუ
აღნიშნული პირი არ არის წყალმომხმარებელთა ორგანიზაციის წევრი, იგი არ არის
უფლებამოსილი,
დადოს
მომსახურების
ხელშეკრულება
პირველად
წყალმოსარგებლესთან. აღნიშნული ქმნის მნიშვნელოვან პრაქტიკულ პრობლემებს,
რომელთა აღმოფხვრაც შეუძლებელია სათანადო სამართლებრივი საფუძვლის შექმნის
გარეშე.
ა.ა.ბ) არსებული პრობლემის გადასაჭრელად კანონის მიღების აუცილებლობა:
ზემოღნიშნული პრობლემის გადაწყვეტა შესაძლებელია მხოლოდ კანონში ცვლილების
შეტანის გზით.
ა.ბ) კანონპროექტის მოსალოდნელი შედეგები:
„წყალმომხმარებელთა ორგანიზაციების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების
შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონის პროექტი (შემდგომში - კანონპროექტი), თავის
მხრივ, ქმნის სწორედ სამართლებრივ საფუძველს საიმისოდ, რომ საირიგაციო სისტემიდან
წყლის მიღება განხორციელდეს არა მხოლოდ წყალმომხმარებელთა ორგანიზაციის,
არამედ სხვა წყალმოსარგებლის მიერაც. გარდა ამისა, კანონპროექტი ითვალისწინებს
საირიგაციო სისტემიდან წყლის მიღებას არა მხოლოდ საირიგაციო, არამედ სხვა
მიზნითაც, რომელთა შესახებაც პირდაპირ მითითებას არ შეიცავს, შესაბამისად,
კანონპროექტის წარმოდგენილი სახით მიღების შემთხვევაში შესაძლებელი იქნება,
საირიგაციო სისტემიდან წყლის მიღება სხვა წყალმომხმარებლის მიერ, მომსახურების
ხელშეკრულების საფუძველზე, და აღნიშნული წყლის გამოყენება სხვა მიზნით
(მაგალითად, ჰიდროელექტროსადგურები, სათევზე მეურნეობები და სხვა), გარდა
საირიგაციო დანიშნულებისა.
ა.გ) კანონპროექტის ძირითადი არსი:
კანონპროექტი განსხვავებულად განსაზღვრავს კანონის მოქმედების სფეროს
წყალმომხმარებელთა ორგანიზაციების საქმიანობის დაზუსტების გზით, რომელიც
მოიცავს წყალმომხმარებელთა ორგანიზაციების ურთიერთობებს ფიზიკურ პირებთან,
იურიდიულ
პირებსა
და
სახელმწიფო
ორგანოებთან,
აგრეთვე,
საირიგაციო
ინფრასტრუქტურით სარგებლობას; კანონის მოწესრიგების სფეროდ, წარმოდგენილი
ცვლილებით,
აგრეთვე
განისაზღვრება
პირველადი
წყალმოსარგებლეების
მიერ
მომსახურების გაწევის პირობები და სხვა წყალმომხმარებლების მიერ საირიგაციო
ინფრასტრუქტურით სარგებლობის პირობების დადგენა.
კანონპროექტით ზუსტდება განმარტებები, კერძოდ, სხვა წყალმოსარგებლის განმარტებას
ემატება დამატებითი კრიტერიუმი - საირიგაციო სისტემის მეშვეობით სხვა
წყალმოსარგებლისაგან წყლის მიღება. საირიგაციო სისტემის განმარტების არსებული
რედაქცია პირდაპირ ადგენს იმ მიზნებს, რომელთა განსახორციელებლადაც,
შესაძლებელია, გამოყენებულ იქნეს საირიგაციო სისტემა. კანონპროექტით ახლებურად
ყალიბდება საირიგაციო სისტემის ცნება და შედეგად, საირიგაციო სისტემის მეშვეობით
განსახორციელებელი საქმიანობები განისაზღვრება უფრო ფართო, ზოგადი მითითებით.
საირიგაციო
განმარტებით,
მომსახურების
ხელშეკრულების
კანონპროექტით
საირიგაციო
მომსახურების
ხელშეკრულების
შემოთავაზებული
მხარე,
გარდა
წყალმომხმარებელთა
ორგანიზაციისა
და
პირველადი
წყალმოსარგებლისა,
შესაძლებელია, იყოს სხვა წყალმოსარგებლეც; მიწოდების წერტილის კანონპროექტით
გათვალისწინებული განსაზღვრების მიხედვით, მიწოდების წერტილში შეიძლება
განხორციელდეს არა მხოლოდ სარწყავი წყლის, არამედ წყლის სხვა მიზნით მიწოდებაც.
აღნიშნული განმარტებების გათვალისწინებით კანონპროექტი განახლებული სახით
აყალიბებს წყალმომხმარებელთა ორგანიზაციის განსაზღვრებასა და საქმიანობის ზოგად
სფეროს.
ზემოაღნიშნული
განმარტებებისა
და
ტერმინების
ცვლილებების
გათვალისწინებით, კანონპროექტი შეიცავს რიგ რედაქციულ ცვლილებებს, მათ შორის,
მითითება საირიგაციო მომსახურების ხელშეკრულებაზე კანონპროექტში შეცვლილია
მითითებით - მომსახურების ხელშეკრულებაზე. კანონპროექტით განისაზღვრება,
აგრეთვე, წყალმომხმარებელთა ორგანიზაციების მიერ საირიგაციო ინფრასტრუქტურის
მოვლა-შენახვის ვალდებულება და მისი ექსპლუატაცია.
კანონპროექტით, ზემოაღნიშნული ცვლილებების გათვალისწინებით, განსხვავებულად
განისაზღვრება საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი
ეროვნული კომისიის (შემდგომში - ეროვნული კომისია) ფუნქციები და
უფლებამოსილებები. კერძოდ, კანონპროექტის მიხედვით, ეროვნული კომისია ადგენს
პირველადი წყალმოსარგებლის მიერ წყალმომხმარებელთა ორგანიზაციებისა და სხვა
წყალმოსარგებლეებისათვის გასაწევი მომსახურების ტარიფს; ხოლო საირიგაციო
სისტემიდან
წყლის
მიღების
მიზნობრიობის
განსხვავებიდან
გამომდინარე,
კანონპროექტით განისაზღვრება ეროვნული კომისიის უფლებამოსილება, მომსახურების
ტარიფი განსხვავებული პროპორციით გადაანაწილოს საირიგაციო და სხვა მიზნით
მომხმარებლებზე. კანონის არსებული რედაქციით განსაზღვრული ეროვნული კომისიის
უფლებამოსილებები იცვლება რედაქციულად და აგრეთვე, ეროვნული კომისიის
უფლებამოსილებას ემატება პირველადი წყალმოსარგებლის მიერ წყალმომხმარებელთა
ორგანიზაციასთან/სხვა
წყალმომხმარებელთან
გასაფორმებელი
მომსახურების
ხელშეკრულების სტანდარტული პირობების დამტკიცება და გადასინჯვა/ცვლილებების
შეტანა, პირველადი წყალმოსარგებლის მიერ მომსახურების გაწევის წესების დამტკიცება,
აგრეთვე, პირველადი წყალმოსარგებლისათვის საჯარიმო სანქციის დაკისრების
უფლებამოსილება პირველადი წყალმოსარგებლის მიერ მომსახურების გაწევის წესების
მოთხოვნათა დარღვევისთვის. ეროვნული კომისიის მიერ პირველადი წყალმოსარგებლის
მიერ
წყალმომხმარებელთა
გასაფორმებელი
მომსახურების
ორგანიზაციასთან/სხვა
ხელშეკრულების
წყალმომხმარებელთან
სტანდარტული
პირობების
დამტკიცების ბოლო ვადად, კანონპროექტის გარდამავალი დებულებით, განსაზღვრულია
2023 წლის 30 ივნისი.
ა.დ) კანონპროექტის კავშირი სამთავრობო პროგრამასთან და შესაბამის სფეროში არსებულ
სამოქმედო გეგმასთან, ასეთის არსებობის შემთხვევაში (საქართველოს მთავრობის მიერ
ინიცირებული კანონპროექტის შემთხვევაში):
ასეთი არ არსებობს.
ა.ე) კანონპროექტის ძალაში შესვლის თარიღის შერჩევის პრინციპი, ხოლო კანონისთვის
უკუძალის მინიჭების შემთხვევაში, აღნიშნულის თაობაზე შესაბამისი დასაბუთება:
კანონპროექტის ძალაში შედის გამოქვეყნებისთანავე, ვინაიდან, მნიშვნელოვანია მისი
დროული ამოქმედება. კანონპროექტი არ ითვალისწინებს კანონისთვის უკუძალის
მინიჭებას.
ა.ვ) კანონპროექტის დაჩქარებული წესით განხილვის
მიზეზები
და
შესაბამისი
დასაბუთება (თუ ინიციატორი ითხოვს კანონპროექტის დაჩქარებული წესით განხილვას):
კანონპროექტის დაჩქარებული წესით განხილვა არ არის მოთხოვნილი.
ბ) კანონპროექტის
ფინანსური გავლენის
შეფასება
(კანონპროექტის ამოქმედების წელი და შემდგომი 3 წელი):
საშუალოვადიან
პერიოდში
ბ.ა) კანონპროექტის მიღებასთან დაკავშირებით აუცილებელი ხარჯების დაფინანსების
წყარო :
კანონპროექტის მიღება არ არის დაკავშირებული ბიუჯეტიდან დამატებითი სახსრების
გამოყოფასთან.
ბ.ბ)
კანონპროექტის
გავლენა
სახელმწიფო, ავტონომიური რესპუბლიკის
რესპუბლიკური ან/და მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილზე:
კანონპროექტის მიღებამ შესაძლებელია გავლენა იქონიოს სახელმწიფო ბიუჯეტის
საშემოსავლო ნაწილზე, ვინაიდან, პროექტით დგინდება ჯარიმა 5 000 ლარიდან 75 000
ლარამდე,
პირველადი
წყალმოსარგებლის
მიერ
მომსახურების
გაწევის
წესების
დარღვევის თითოეულ შემთხვევისთვის. კონკრეტულად თუ რა გავლენას იქონიებს ამ
კანონპროექტის მიღება სახელმწიფო ბიუჯეტზე დამოკიდებული იქნება დაჯარიმების
რაოდენობაზე და ჯარიმის თანხის ოდენობაზე. გასათვალისწინებელია ის გარემოებაც,
რომ ამჟამად პირველადი წყალმოსარგებლე არის მხოლოდ ერთი სუბიექტი შპს
საქართველოს მელიორაცია.
ამასთან, კანონპროექტის მიღება გავლენას არ იქონიებს ავტონომიური რესპუბლიკის
რესპუბლიკურ ან/და მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილზე.
ბ.გ) კანონპროექტის გავლენა სახელმწიფო, ავტონომიური რესპუბლიკის რესპუბლიკური
ან/და მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ხარჯვით ნაწილზე:
კანონპროექტის მიღება გავლენას არ იქონიებს სახელმწიფო, ავტონომიური რესპუბლიკის
რესპუბლიკურ ან/და მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ხარჯვით ნაწილზე.
ბ.დ) სახელმწიფოს ახალი ფინანსური ვალდებულებები, კანონპროექტის გავლენით
სახელმწიფოს ან მის სისტემაში არსებული უწყების მიერ მისაღები პირდაპირი ფინანსური
ვალდებულებების (საშინაო ან საგარეო ვალდებულებები) მითითებით:
კანონპროექტის მიღება არ გამოიწვევს
ვალდებულებების წარმოქმნას.
სახელმწიფოსათვის
ახალი
ფინანსური
ბ.ე) კანონპროექტის მოსალოდნელი ფინანსური შედეგები იმ პირთათვის, რომელთა
მიმართაც ვრცელდება კანონპროექტის მოქმედება, იმ ფიზიკურ და იურიდიულ პირებზე
გავლენის ბუნებისა და მიმართულების მითითებით, რომლებზედაც მოსალოდნელია
კანონპროექტით განსაზღვრულ ქმედებებს ჰქონდეს პირდაპირი გავლენა:
იმ
პირთათვის,
რომელთა
მიმართაც
ვრცელდება
კანონპროექტის
მოქმედება
კანონპროექტი იქონიებს ფინანსურ გავლენას, ვინაიდან, საქართველოს ენერგეტიკისა და
წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის მიერ უნდა დადგინდეს
პირველადი წყალმოსარგებლის მიერ გაწეული მომსახურების ტარიფები, რაც
დაფუძნებული იქნება შესაბამის მეთოდოლოგიაზე. შესაბამისად, მოხდება დღეს
არსებული ფიქსირებული ტარიფის (75 ლარი) გაზრდა რეალურ ტარიფამდე. ასევე,
კანონპროექტი გავლენას იქონიებს ახალ სუბიექტებზე - სხვა წყალმოსარგებლეებზეც,
ვინაიდან, მოხდება მათთვისაც ახალი ტარიფის დადგენა.
კანონპროექტი ფინანსურ გავლენას იქონიებს ასევე პირველად წყალმომხმარებელზე,
ვინაიდან, საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი
ეროვნული კომისიის მიერ დადგინდება მეთოდოლოგიაზე დაფუძნებული ახალი
ტარიფები, რაც მეტი იქნება არსებულ ფიქსირებულ ტარიფებზე. შესაბამისად, გაიზრდება
მისი შემოსავალი. ხოლო, მის მიერ მომსახურების გაწევის წესების დარღვევის
შემთხვევაში, იგი დაჯარიმდება 5 000 ლარიდან 75 000 ლარამდე თანხით, რაც
უარყოფითად აისახება მის ბიუჯეტზე.
ბ.ვ) კანონპროექტით დადგენილი გადასახადის, მოსაკრებლის ან სხვა სახისგადასახდელის
(ფულადი შენატანის) ოდენობა შესაბამის ბიუჯეტში და ოდენობის განსაზღვრის პრინციპი:
პროექტი ითვალისწინებს ახალი ჯარიმების შემოღებას 5 000 ლარიდან 75 000 ლარამდე,
პირველადი წყალმოსარგებლის მიერ მომსახურების გაწევის წესების დარღვევის
თითოეულ შემთხვევისთვის.
გასათვალისწინებელია ის გარემოებაც, რომ ამჟამად პირველადი წყალმოსარგებლე არის
მხოლოდ ერთი სუბიექტი - შპს საქართველოს მელიორაცია.
კანონპროექტით არ დგინდება რაიმე სხვა სახის გადასახადი, მოსაკრებელი ან
გადასახდელი.
1
ბ ) ბავშვის უფლებრივ მდგომარეობაზე კანონპროექტის ზეგავლენის შეფასება:
კანონპროექტი არ იქონიებს ზეგავლენას ბავშვის უფლებრივ მდგომარეობაზე.
გ) კანონპროექტის მიმართება საერთაშორისო სამართლებრივ სტანდარტებთან:
გ.ა) კანონპროექტის მიმართება ევროკავშირის სამართალთან:
კანონპროექტი არ ეწინააღმდეგება ევროკავშირის სამართალს.
გ.ბ) კანონპროექტის მიმართება საერთაშორისო
წევრობასთან დაკავშირებულ ვალდებულებებთან :
ორგანიზაციებში
საქართველოს
კანონპროექტი არ ეწინააღმდეგება საერთაშორისო ორგანიზაციებში საქართველოს
წევრობასთან დაკავშირებულ ვალდებულებებს.
გ.გ) კანონპროექტის მიმართება
საქართველოს
ორმხრივ
და მრავალმხრივ
ხელშეკრულებებთან და შეთანხმებებთან, აგრეთვე, ისეთი ხელშეკრულების/შეთანხმების
არსებობის შემთხვევაში, რომელსაც უკავშირდება კანონპროექტის მომზადება, − მისი
შესაბამისი მუხლი ან/და ნაწილი:
კანონპროექტი
არ
ეწინააღმდეგება
საქართველოს
ორმხრივ
და
მრავალმხრივ
ხელშეკრულებებს და შეთანხმებებს. აგრეთვე, კანონპროექტის მიღება არ უკავშირდება
რომელიმე ხელშეკრულებას/შეთანხმებას.
გ.დ) არსებობის შემთხვევაში, ევროკავშირის ის სამართლებრივი აქტი, რომელთან
დაახლოების ვალდებულებაც გამომდინარეობს „ერთი მხრივ, საქართველოსა და, მეორე
მხრივ, ევროკავშირსა და ევროპის ატომური ენერგიის გაერთიანებას და მათ წევრ
სახელმწიფოებს შორის ასოცირების შესახებ შეთანხმებიდან“ ან ევროკავშირთან დადებული
საქართველოს სხვაორმხრივი და მრავალმხრივი ხელშეკრულებებიდან:
ასეთი არ არსებობს.
დ) კანონპროექტის მომზადების პროცესში მიღებული კონსულტაციები:
დ.ა) სახელმწიფო, არასახელმწიფო ან/და საერთაშორისო ორგანიზაცია/დაწესებულება,
ექსპერტი, სამუშაო ჯგუფი, რომელმაც მონაწილეობა მიიღო კანონპროექტის შემუშავებაში,
ასეთის არსებობის შემთხვევაში:
ასეთი არ არსებობს.
დ.ბ) კანონპროექტის შემუშავებაში მონაწილე ორგანიზაციის/დაწესებულების, სამუშაო
ჯგუფის, ექსპერტის შეფასება კანონპროექტის მიმართ, ასეთის არსებობის შემთხვევაში:
ასეთი არ არსებობს.
დ.გ) სხვა ქვეყნების გამოცდილება კანონპროექტის მსგავსი კანონების იმპლემენტაციის
სფეროში, იმ გამოცდილების მიმოხილვა, რომელიც მაგალითად იქნა გამოყენებული
კანონპროექტის მომზადებისას, ასეთი მიმოხილვის მომზადების შემთხვევაში:
ასეთი მიმოხილვა არ მომზადებულა.
ე) კანონპროექტის ავტორი :
საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო.
ვ) კანონპროექტის ინიციატორი:
საქართველოს მთავრობა.