საქართველოს პარლამენტის ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის უარყოფითი დასკვნა საქართველოს მოქალაქე ინგა ღუტიძის მიერ წარმოდგენილ საცხოვრებელ კორპუსებში სტაციონარის (საავადმყოფოს) არსებობის აკრძალვის შესახებ (№1-6015/22; 18.05.2022) საკანონმდებლო წინადადებასთან დაკავშირებით

დასკვნა განხილვაშია
ინიცირების თარიღი
26.10.2022
ავტორი
საქართველოს პარლამენტის ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტი
ნომერი
#2-16634/22/10
წყარო

📋 განხილვის ეტაპები

ბიუროზე განხილული დოკუმენტი

📅 დამატებითი ინფორმაცია

ბიუროზე განხილვის თარიღი 2022-10-31
ბიუროს ნომერი 193

📜 ტექსტი

წამყვანი კომიტეტის დასკვნა
ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტი 2-16634/22 26-10-2022 საქართველოს პარლამენტის ბიუროს საქართველოს პარლამენტის ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტს, საქართველოს პარლამენტის რეგლამენტის 105-ე მუხლის მე-4 პუნქტის საფუძველზე, პარლამენტის ბიუროს გადაწყვეტილებით განსახილველად გადაეცა საქართველოს მოქალაქე ინგა ღუტიძის მიერ წარმოდგენილი საკანონმდებლო წინადადება საცხოვრებელ კორპუსებში სტაციონარის (საავადმყოფოს) არსებობის აკრძალვასთან დაკავშირებით (N16015/22; 18.05.2022). საქართველოს პარლამენტის ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტმა 2022 წლის 24 ოქტომბრის სხდომაზე განიხილა აღნიშნული საკანონმდებლო წინადადება. სხდომაზე აღინიშნა, რომ სტაციონარული სამედიცინო დაწესებულებების სანებართვო პირობები განსაზღვრულია „სამედიცინო საქმიანობის ლიცენზიისა და სტაციონარული დაწესებულების ნებართვის გაცემის წესისა და პირობების შესახებ დებულებების დამტკიცების თაობაზე “საქართველოს მთავრობის 2010 წლის 17 დეკემბრის №385 დადგენილებით და იგი განსხვავებულია სხვადასხვა ტიპის სტაციონარული სერვისის მიწოდებისათვის. ამასთან აღნიშნული დადგენილების დანართი №21 -ით განსაზღვრული სანებართვო პირობები ითვალისწინებს ისეთ მოთხოვნებს, რომელთა დაკმაყოფილება საკმაოდ რთულია, კერძოდ: 1. სანებართვო პირობაა სამედიცინო დანიშნულების აირების უსაფრთხო ქსელის არსებობა; აღსანიშნავია, რომ უსაფრთხოების უზრუნველმყოფი პირობები დადგენილია „სახანძრო უსაფრთხოების წესებისა და პირობების შესახებ ტექნიკური რეგლამენტის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2015 წლის 23 ივლისის №370 დადგენილების მე-20 მუხლით. 2. სანებართვო პირობაა - რენტგენოლოგიური სერვისის უზრუნველყოფა, რომელიც ექვემდებარება ლიცენზირებას (დაწესებულებას უნდა გააჩნდეს საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს მიერ გაცემული „ბირთვული და რადიაციული საქმიანობის ლიცენზია“) და რომლის პირობები დეტალურად გაწერილია „ტექნიკური რეგლამენტის „სამედიცინო დასხივების სფეროში რადიაციული უსაფრთხოების მოთხოვნების“ დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2022 წლის 26 აპრილის №226 დადგენილებაში. 3. ნებართვის დანართს დაქვემდებარებული საქმიანობა - გადაუდებელი სამედიცინო დახმარების (EMERGENCY) სერვისის უზრუნველყოფა, რომლის დამატებითი სანებართვო პირობები ითვალისწინებს რიგ მოთხოვნებს დაგეგმარებასთან დაკავშირებით. დღეს მოქმედი კანონმდებლობით, საცხოვრებელ კორპუსში სტაციონარის ფუნქციონირებისათვის განსაზღვრული ყველა მოთხოვნის დაკმაყოფილება რთულად შესასრულებელია, შესაბამისად რაიმე ტიპის დამატებითი ამკრძალავი ნორმის შემოღება ამ ეტაპზე არ არის აქტუალური. ყოველივე აღნიშნულის გათვალისწინებით, მოქალაქე ინგა თბილისი 0118, რუსთაველის გამზირი # 8, საქართველოს პარლამენტის სასახლე ტელეფონი: (995 32) 2281679. ელ. ფოსტა: contact@parliament.ge ღუტიძის მიერ წარმოდგენილი საკანონმდებლო (N1-6015/22; 18.05.2022) წინადადება ცნობილ იქნა უარყოფილად. კომიტეტი ამავდროულად გამოხატავს მზადყოფნას შემდგომშიც მიიღოს მონაწილეობა და იმსჯელოს აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით. კომიტეტის თავმჯდომარე ზაზა ლომინაძე