„საქართველოს პარლამენტის რეგლამენტში ცვლილების შეტანის შესახებ“

საქართველოს პარლამენტის რეგლამენტის პროექტი მიღებულია
ინიცირების თარიღი
26.10.2022
ავტორი
საქართელოს პარლამენტის წევრები: გურამ მაჭარაშვილი; მამუკა მდინარაძე
ნომერი
#07-3/260/10
წყარო

📋 განხილვის ეტაპები

საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის სხდომაზე განხილული დოკუმენტი (1)
I მოსმენა
✓ 89 ✗ 0
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (1)
საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის სხდომაზე განხილული დოკუმენტი (2)
II მოსმენა
✓ 87 ✗ 0
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (2)
საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის სხდომაზე განხილული დოკუმენტი (3)
III მოსმენა
✓ 86 ✗ 0
საბოლოო რედაქტირებული ვარიანტი
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (3)
კანონი

🏛️ კომიტეტები

  • საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტი წამყვანი კომიტეტი

📑 დასკვნები

📅 დამატებითი ინფორმაცია

ბიუროზე განხილვის თარიღი 2022-10-31
ბიუროს ნომერი 193

📜 ტექსტი

საქართველოს პარლამენტის რეგლამენტის პროექტი
პროექტი საქართველოს პარლამენტის რეგლამენტი საქართველოს პარლამენტის რეგლამენტში ცვლილების შეტანის შესახებ მუხლი 1. საქართველოს პარლამენტის რეგლამენტს (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (www.matsne.gov.ge), 14.12.2018, სარეგისტრაციო კოდი: 010190030.06.001.016054) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება: 1. 28-ე მუხლის: ა) პირველი და მეორე პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „1. კომიტეტის შემადგენლობა განისაზღვრება ფრაქციათა წარმომადგენლობისა და საპარლამენტო უმრავლესობაში შემავალ უფრაქციო პარლამენტის წევრთა და საპარლამენტო ოპოზიციაში შემავალ უფრაქციო პარლამენტის წევრთა რაოდენობის პროპორციულად. კომიტეტების წევრთა რაოდენობასა და პროპორციული წარმომადგენლობის კვოტებს განსაზღვრავს პარლამენტის საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტი და ამტკიცებს პარლამენტის ბიურო, ხოლო ახალარჩეული პარლამენტის პირველ სხდომაზე განსაზღვრავს პარლამენტის დროებითი სამანდატო კომისია და დადგენილებით ამტკიცებს პარლამენტი. 2. კომიტეტის სრული შემადგენლობა განისაზღვრება არანაკლებ 10 პარლამენტის წევრით. კომიტეტი მუშაობას შეუდგება, თუ დანიშნულია კომიტეტის არანაკლებ 7 წევრი და არჩეულია კომიტეტის თავმჯდომარე.“; ბ) მე-6 პუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის 61 და 62 პუნქტები: „61. საპარლამენტო უმრავლესობაში შემავალი ფრაქციებისა და უფრაქციო წევრების მოთხოვნის შემთხვევაში, პარლამენტის საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტიტეტი უმრავლესობაში შემავალ ფრაქციათა და უფრაქციო პარლამენტის წევრებისთვის განსაზღვრავს პროპორციული წარმომადგენლობის საერთო კვოტებს, რასაც ამტკიცებს პარლამენტის ბიურო. 62. პროპორციული წარმომადგენლობის კვოტების ამ მუხლის 61 პუნქტის შესაბამისად დამტკიცების შემთხვევაში, კომიტეტში საპარლამენტო უმრავლესობის წევრის კომიტეტში გაწევრება ხდება საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერის განცხადებით, რასაც ცნობად იღებს პარლამენტის ბიურო.“. 2. 29-ე მუხლის მე-2 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „ა) კომიტეტის შემადგენლობიდან გასვლის შესახებ მისი განცხადების ბიუროს მიერ ცნობად მიღების მომენტიდან;“. 3. 62-ე მუხლის: ა) მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „3. დროებითი საგამოძიებო კომისიის შემადგენლობა განისაზღვრება ფრაქციათა წარმომადგენლობისა და საპარლამენტო უმრავლესობაში შემავალ უფრაქციო პარლამენტის წევრთა და საპარლამენტო ოპოზიციაში შემავალ პარლამენტის წევრთა რაოდენობის პროპორციულად. ამასთანავე, დროებით საგამოძიებო კომისიაში ფრაქციები წარმოდგენილი უნდა იყვნენ თითო წევრით მაინც და დროებით საგამოძიებო კომისიაში ოპოზიციის წარმომადგენლობა არ უნდა იყოს კომისიის წევრთა საერთო რაოდენობის ნახევარზე ნაკლები. ბ) მე-4 პუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის 41 პუნქტი: „41. დროებით საგამოძიებო კომისიაში პროპორციული წარმომადგენლობის კვოტების განსაზღვრა და შესაბამისი წევრების გაწევრება შესაძლებელია ამ რეგლამენტის 28-ე მუხლის 61 და 62 პუნქტებით გათვალისწინებული წესით.“. 4. 86-ე მუხლის მე-13 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „13. ფრაქციების შექმნისთანავე პარლამენტის დროებითი სამანდატო კომისია შეიმუშავებს კომიტეტებში ფრაქციათა, საპარლამენტო უმრავლესობაში შემავალ უფრაქციო პარლამენტის წევრთა და საპარლამენტო ოპოზიციაში შემავალ უფრაქციო პარლამენტის წევრთა პროპორციული წარმომადგენლობის კვოტებს და გადასცემს ფრაქციებს. საპარლამენტო უმრავლესობაში შემავალი ფრაქციებისა და უფრაქციო წევრების მოთხოვნის შემთხვევაში, უმრავლესობაში შემავალ ფრაქციათა და უფრაქციო პარლამენტის წევრებისთვის შესაძლებელია განისაზღვროს პროპორციული წარმომადგენლობის საერთო კვოტები. პარლამენტის დროებითი სამანდატო კომისია პარლამენტის უახლოეს პლენარულ სხდომას დასამტკიცებლად წარუდგენს კომიტეტებში პროპორციული წარმომადგენლობის კვოტებს. ამ კვოტების შესახებ გადაწყვეტილებას პარლამენტი იღებს დადგენილებით.“. 5. 189-ე მუხლის მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „2. მუდმივმოქმედი საპარლამენტო დელეგაციების შემადგენლობა განისაზღვრება პროპორციული წარმომადგენლობის კვოტების გათვალისწინებით ამ რეგლამენტის 28-ე მუხლით განსაზღვრული წესის შესაბამისად. ამ კვოტებს განსაზღვრავს პარლამენტის საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტი.“. 6. 227-ე მუხლის მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „3. პარლამენტი თავისი უფლებამოსილების ვადით, უფლებამოსილების ცნობიდან 2 თვის ვადაში დადგენილებით ქმნის ეთიკის საბჭოს. ამ დადგენილებაში მითითებული უნდა იყოს ეთიკის საბჭოს წევრთა რაოდენობა. ეთიკის საბჭოს შემადგენლობა განისაზღვრება ფრაქციათა წარმომადგენლობისა და საპარლამენტო უმრავლესობაში შემავალ უფრაქციო პარლამენტის წევრთა და საპარლამენტო ოპოზიციაში შემავალ პარლამენტის წევრთა რაოდენობის პროპორციულად. წარმომადგენლობითი კვოტების განსაზღვრა ასევე 1 2 შესაძლებელია ამ რეგლამენტის 28-ე მუხლის 6 და 6 პუნქტებით განსაზღვრული წესის შესაბამისად. ამასთანავე, ეთიკის საბჭოში საპარლამენტო უმრავლესობის წარმომადგენლობა არ უნდა აჭარბებდეს ეთიკის საბჭოს წევრთა რაოდენობის ნახევარს.“. 7. 228-ე მუხლის 15 პუნქტი ამოღებულ იქნეს. მუხლი 2. ამ რეგლამენტის ამოქმედებიდან 3 დღის ვადაში საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტმა შეიმუშაოს შესაბამისი წარმომადგენლობის კვოტები. მუხლი 3. ეს რეგლამენტი ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე. საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი
განმარტებითი ბარათი
განმარტებითი ბარათი საქართველოს პარლამენტის პროექტზე „საქართველოს პარლამენტის რეგლამენტში ცვლილების შეტანის შესახებ“ ა) ზოგადი ინფორმაცია პარლამენტის რეგლამენტის პროექტის შესახებ: ა.ა) პარლამენტის რეგლამენტის პროექტის მიღების მიზეზი: ა.ა.ა) პრობლემა, რომლის გადაჭრასაც მიზნად ისახავს პარლამენტის რეგლამენტის პროექტის: იმისათვის, რომ პარლამენტის, როგორც უმაღლესი საკანონმდებლო ორგანოს საქმიანობა იყოს გამართული და კიდევ უფრო დაიხვეწოს რიგი პროცედურული საკითხები, მნიშვნელოვანია გადაიჭრას რამდენიმე საკითხი. კერძოდ, იმისათვის, რომ პოლიტიკური სუბიექტების საპარლამენტო ორგანოებში წარმომადგენლობა იყოს მაქსიმალურად უზრუნველყოფილი საჭიროა გადაიხედოს პროპორციული წარმომადგენლობის კვოტებთან დაკავშირებული რეგულაციები. პარლამენტის რეგლამენტის (შემდგომში რეგლამენტი) დღეს მოქმედი რეგულაციის მიხედვით, პროპორციული წარმომადგენლობითი კვოტები განისაზღვრება „ფრაქციათა წარმომადგენლობისა და უფრაქციო პარლამენტის წევრთა რაოდენობის პროპორციულად“, მაშინ როდესაც ამავე რეგლამენტის 56-ე მუხლის მიხედვით, როგორც საპარლამენტო უმრავლესობაში, ისე საპარლამენტო ოპოზიციაში, შესაძლებელია გაერთიანდეს ერთი ან რამდენიმე ფრაქცია ანდა უფრაქციო პარლამენტის წევრები. შესაბამისად, მოქმედი დანაწესიდან გამომდინარე, შეუძლებელია ცალკე უმრავლესობაში შემავალი უფრაქციო წევრებისთვის და ცალკე ოპოზიციაში შემავალი უფრაქციო წევრებისთვის უზრუნველყოფილი იყოს შესაბამისი კვოტები, რაც თავის მხრივ წარმოადგენს გამოწვევას. მეტიც, მიზანშეწონილია დაზუსტდეს 28-ე მუხლის რედაქცია და შესაძლებელი გახდეს, ასეთი საჭიროების შემთხვევაში უმრავლესობაში შემავალ ფრაქციათა და უფრაქციო პარლამენტის წევრებისთვის განისაზღვროს პროპორციული წარმომადგენლობის საერთო კვოტები. ამასთანავე, წარმოდგენილი რეგლამენტის პროექტით იხვეწება რამდენიმე პროცედურული საკითხი, რაც პრაქტიკაში წამოჭრილი გამოწვევებით არის ნაკარნახევი. ა.ა.ბ) არსებული პრობლების გადასაჭრელად პარლამენტის რეგლამენტის პროექტის მიღების აუცილებლობა: წინამდებარე განმარტებითი ბარათის ა.ა.ა) ქვეპუნქტში ასახული გამოწვევების გადასაჭრელად, კერძოდ, საპარლამენტო ორგანოებში პოლიტიკურ სუბიექტთა წარმომადგენლობის უკეთ უზრუნველსაყოფად, აუცილებელია წარმოდგენილი ცვლილებების განხორციელება, რაც მხოლოდ საქართველოს პარლამენტის რეგლამენტში შესაბამისი ცვლილების შეტანით არის შესაძლებელი. ა.ბ) პარლამენტის რეგლამენტის პროექტის მოსალოდნელი შედეგები: წარმოდგენილი ცვლილებების ამოქმედების შემთხვევაში საპარლამენტოს სუბიექტებს მიეცემათ შესაძლებლობა უკეთ იყვნენ წარმოდგენილები საპარლამენტო ორგანოებში, უზრუნველყონ საპარლამენტო საქმიანობის განხორციელება, ასევე, დაიხვეწება რიგი პროცედურული საკითხები. ა.გ) პარლამენტის რეგლამენტის პროექტის ძირითადი არსი: წარმოდგენილი რეგლამენტის პროექტი ითვალისწინებს შემდეგ ცვლილებებს:  რეგლამენტის 28-ე მუხლის პირველი პუნქტის განხორციელებული ცვლილების მიხედვით, კომიტეტებში წარმომადგენლობის პროპორციული კვოტები განისაზღვრება ფრაქციათა წარმომადგენლობისა და საპარლამენტო უმრავლესობაში შემავალ უფრაქციო პარლამენტის წევრთა და საპარლამენტო ოპოზიციაში შემავალ უფრაქციო პარლამენტის წევრთა რაოდენობის პროპორციულად;  ამავე მუხლის მე-2 პუნქტის რეგულირება იხვეწება და ყალიბდება შემდეგი რედაქციით: „კომიტეტის სრული შემადგენლობა განისაზღვრება არანაკლებ 10 პარლამენტის წევრით. კომიტეტი მუშაობას შეუდგება, თუ დანიშნულია კომიტეტის არანაკლებ 7 წევრი და არჩეულია კომიტეტის თავმჯდომარე“;  28-ე მუხლს ემატება 61 და 62 პუნქტები, რომლის მიხედვითაც, შესაძლებელი იქნება, ასეთი საჭიროების შემთხვევაში, უმრავლესობაში შემავალ ფრაქციათა და უფრაქციო პარლამენტის წევრებისთვის განისაზღვროს პროპორციული წარმომადგენლობის საერთო კვოტები;  ცვლილება შედის 29-ე მუხლის მე-2 პუნქტში და „ა“ ქვეპუნქტი, რომელიც კომიტეტის წევრის უფლებამოსილების შეწყვეტის ერთ-ერთ საფუძველს არეგულირებს, ყალიბდება შემდეგი რედაქციით: „კომიტეტის შემადგენლობიდან გასვლის შესახებ მისი განცხადების ბიუროს მიერ ცნობად მიღების მომენტიდან;  ცვლილება შედის 62-ე მუხლის მე-3 და მე-4 პუნქტებშიც და მსგავსად კომიტეტებისა, საპარლამენტო დროებით კომისიებშიც წარმომადგენლობის კვოტები შესაძლებელი გახდება განისაზღვრება ახალი პრინციპით, რეგლამენტის 28-ე მუხლის 61 და 62 პუნქტების შესაბამისად, იმ დათქმით, რომ კვლავ დაუშვებელი იქნება საპარლამენტო უმრავლესობის წევრები შესაბამისი კომისიის შემადგენლობაში იყვნენ უმრავლესობაში;  იცვლება 86-ე მუხლის მე-13 პუნქტიც და პარლამენტის პირველ სხდომაზეც ზემოაღნიშნული პრინციპით მოხდება წარმომადგენლობითი კვოტების განსაზღვრა;  189-ე მუხლის მე-2 პუნქტის ცვლილება ითვალისწინებს წარმომადგენლობითი კვოტების შემოთავაზებული ახალი პრინციპით განსაზღვრას;  227-ე მუხლის მე-3 პუნქტის რედაქცია ზუსტდება წარმომადგენლობითი კვოტების ახალი პრინციპიდან გამომდინარე. უცვლელი რჩება დანაწესი, რომლის მიხედვითაც, ეთიკის საბჭოში საპარლამენტო უმრავლესობის წარმომადგენლობა არ უნდა აჭარბებდეს ეთიკის საბჭოს წევრთა რაოდენობის ნახევარს.  რეგლამენტის წარმოდგენილი პროექტიდან გამომდინარე, მიზანშეწონილია 228-ე მუხლის 15 პუნქტი ამოღებულ იქნეს. ა.დ) პარლამენტის რეგლამენტის პროექტის კავშირი სამთავრობო პროგრამასთან, და შესაბამის სფეროში არსებულ სამოქმედო გეგმასთან, ასეთის არსებობის შემთხვევაში (საქართველოს მთავრობის მიერ ინიცირებული კანონპროექტის შემთხვევაში): განმარტებითი ბარათის ეს პუნქტი არ ვრცელდება წარმოდგენილ რეგლამენტის პროექტზე. ა.ე) პარლამენტის რეგლამენტის პროექტის ძალაში შესვლის თარიღის შერჩევის პრინციპი, ხოლო უკუძალის მინიჭების შემთხვევაში, აღნიშნულის თაობაზე შესაბამისი დასაბუთება: რეგლამენტის პროექტი ითვალისწინებს ცვლილებების გამოქვეყნებისთანავე, რათა ახალი რეგულირებების დროულად იმპლემენტაცია იყოს შესაძლებელი. ამასთანავე, პროექტი არ ითვალისწინებს უკუძალის მინიჭებას. ა.ვ) პარლამენტის რეგლამენტის პროექტის დაჩქარებული წესით განხილვის მიზეზები და შესაბამისი დასაბუთება (თუ ინიციატორი ითხოვს პარლამენტის რეგლამენტის პროექტის დაჩქარებული წესით განხილვას): ინიციატორის მიერ მოთხოვნილია რეგლამენტის პროექტის დაჩქარებული წესით განხილვა, რადგან საპარლამენტო საქმიანობაში დროულად მოხდეს წარმოდგენილი ცვლილებების იმპლემენტაცია, რათა საპარლამენტო სუბიექტებს მიეცეთ შესაძლებლობა სრულად უზრუნველყონ საპარლამენტო ცხოვრებაში ჩართვა, მათი ინტერესიდან გამომდინარე შესაბამის კომიტეტებში, შესაბამის საბჭოებში და დელეგაციებში საქმიანობა. ბ) პარლამენტის რეგლამენტის პროექტის ფინანსური გავლენის შეფასება საშუალოვადიან პერიოდში (პარლამენტის რეგლამენტის პროექტის ამოქმედების წელი და შემდგომი 3 წელი): ბ.ა) პარლამენტის რეგლამენტის პროექტის მიღებასთან დაკავშირებით აუცილებელი ხარჯების დაფინანსების წყარო: წარმოდგენილი რეგლამენტის პროექტი არ ითვალისწინებს აუცილებელ ხარჯებს, ხოლო თუ ასეთი ხარჯების გამოყოფა გახდა აუცილებელი, იგი დაფინანსება სახელმწიფო ბიუჯეტიდან საქართველოს პარლამენტისთვის განსაზღვრული ასიგნებებიდან. ბ.ბ) პარლამენტის რეგლამენტის პროექტის გავლენა სახელმწიფო, ავტონომიური რესპუბლიკის რესპუბლიკური ან/და მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილზე: რეგლამენტის პროექტს არ ექნება გავლენა სახელმწიფო, ავტონომიური რესპუბლიკის რესპუბლიკური ან/და მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილზე. ბ.გ) პარლამენტის რეგლამენტის პროექტის გავლენა სახელმწიფო ან/და მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ხარჯვით ნაწილზე: პარლამენტის რეგლამენტის პროექტს არ ექნება გავლენა სახელმწიფო ან/და მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ხარჯვით ნაწილზე. ბ.დ) სახელმწიფოს ახალი ფინანსური ვალდებულებები, პარლამენტის რეგლამენტის პროექტის გავლენით სახელმწიფოს ან მის სისტემაში არსებული უწყების მიერ მისაღები პირდაპირი ფინანსური ვალდებულებების (საშინაო ან საგარეო ვალდებულებები) მითითებით: რეგლამენტის პროექტი არ ითვალისწინებს ახალ ფინანსურ ვალდებულებებს. ბ.ე) პარლამენტის რეგლამენტის პროექტის მოსალოდნელი ფინანსური შედეგები იმ პირთათვის, რომელთა მიმართაც ვრცელდება პარლამენტის რეგლამენტის პროექტის მოქმედება, იმ ფიზიკურ და იურიდიულ პირებზე გავლენის ბუნებისა და მიმართულების მითითებით, რომლებზედაც მოსალოდნელია პარლამენტის რეგლამენტის პროექტის განსაზღვრულ ქმედებებს ჰქონდეს პირდაპირი გავლენა: რეგლამენტის პროექტს არ ექნება ფინანსური შედეგები იმ პირთათვის, რომელთა მიმართაც ვრცელდება პარლამენტის რეგლამენტის პროექტის მოქმედება. ბ.ვ) პარლამენტის რეგლამენტის პროექტით დადგენილი გადასახადის, მოსაკრებლის ან სხვა სახის გადასახდელის (ფულადი შენატანის) ოდენობა შესაბამის ბიუჯეტში და ოდენობის განსაზღვრის პრინციპი: რეგლამენტის პროექტი არ ადგენს გადასახადს, მოსაკრებელს ან სხვა სახის გადასახდელს. ბ1) ბავშვის უფლებრივ მდგომარეობაზე კანონპროექტის გავლენის შეფასება: კანონპროექტი არ ახდენს გავლენას ბავშვთა უფლებრივ მდგომარეობაზე. გ) პარლამენტის რეგლამენტის პროექტის მიმართება საერთაშორისო სამართლებრივ სტანდარტებთან გ.ა) პარლამენტის რეგლამენტის პროექტის მიმართება ევროკავშირის სამართალთან: პარლამენტის რეგლამენტის პროექტი არ ეწინააღმდეგება ევროკავშირის სამართლს. გ.ბ) პარლამენტის რეგლამენტის პროექტის მიმართება საერთაშორისო ორგანიზაციებში საქართველოს წევრობასთან დაკავშირებულ ვალდებულებებთან: პარლამენტის რეგლამენტის პროექტი არ ეწინააღმდეგება საერთაშორისო ორგანიზაციებში საქართველოს წევრობასთან დაკავშირებულ ვალდებულებებს. გ.გ) პარლამენტის რეგლამენტის პროექტის მიმართება საქართველოს ორმხრივ და მრავალმხრივ ხელშეკრულებებთან და შეთანხმებებთან, აგრეთვე, ისეთი ხელშეკრულების/შეთანხმების არსებობის შემთხვევაში, რომელსაც უკავშირდება პარლამენტის რეგლამენტის პროექტის მომზადება, − მისი შესაბამისი მუხლი ან/და ნაწილი: პარლამენტის რეგლამენტის პროექტი არ ეწინააღმდეგება საქართველოს ორმხრივ და მრავალმხრივ ხელშეკრულებებსა და შეთანხმებებს. პარლამენტის რეგლამენტის პროექტის მომზადება არ უკავშირდება საერთაშორისო ხელშეკრულებას ან შეთანხმებას. გ.დ) არსებობის შემთხვევაში, ევროკავშირის ის სამართლებრივი აქტი, რომელთან დაახლოების ვალდებულებაც გამომდინარეობს „ერთი მხრივ, საქართველოსა და, მეორე მხრივ, ევროკავშირსა და ევროპის ატომური ენერგიის გაერთიანებას და მათ წევრ სახელმწიფოებს შორის ასოცირების შესახებ შეთანხმებიდან“ ან ევროკავშირთან დადებული საქართველოს სხვა ორმხრივი და მრავალმხრივი ხელშეკრულებებიდან: პარლამენტის რეგლამენტის პროექტის არ გამომდინარეობს ევროკავშირის სამართლებრივი აქტიდან. დ) პარლამენტის რეგლამენტის პროექტის მომზადების პროცესში მიღებული კონსულტაციები: დ.ა) სახელმწიფო, არასახელმწიფო ან/და საერთაშორისო ორგანიზაცია/დაწესებულება, ექსპერტები, რომლებმაც მონაწილეობა მიიღეს პარლამენტის რეგლამენტის პროექტის შემუშავებაში, ასეთის არსებობის შემთხვევაში: ასეთი არ არსებობს. დ.ბ) პარლამენტის რეგლამენტის პროექტის შემუშავებაში მონაწილე ორგანიზაციის (დაწესებულების) ან/და ექსპერტის შეფასება პარლამენტის რეგლამენტის პროექტის მიმართ, ასეთის არსებობის შემთხვევაში: ასეთი არ არსებობს. დ.გ) სხვა ქვეყნების გამოცდილება პარლამენტის რეგლამენტის პროექტის მსგავსი კანონების იმპლემენტაციის სფეროში, იმ გამოცდილების მიმოხილვა, რომელიც მაგალითად იქნა გამოყენებული პარლამენტის რეგლამენტის პროექტის მომზადებისას, ასეთი მიმოხილვის მომზადების შემთხვევაში: ასეთი მიმოხილვა არ არსებობს. ე) პარლამენტის რეგლამენტის პროექტის ავტორი: რეგლამენტის პროექტის ავტორი არიას პარლამენტის წევრები: გურამ მაჭარაშვილი და მამუკა მდინარაძე ვ) პარლამენტის რეგლამენტის პროექტის ინიციატორი: რეგლამენტის ინიციატორები არიან პარლამენტის წევრები: გურამ მაჭარაშვილი და მამუკა მდინარაძე