„საქართველოს ორგანულ კანონში „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ ცვლილების შეტანის შესახებ“
📋 განხილვის ეტაპები
ბიუროზე განხილული დოკუმენტი (1)
ბიუროზე განხილული დოკუმენტი (2)
რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტის სხდომაზე განხილული დოკუმენტი (1)
I მოსმენა
✓ 84 ✗ 1
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (1)
რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტის სხდომაზე განხილული დოკუმენტი (2)
II მოსმენა
✓ 83 ✗ 8
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (2)
რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტის სხდომაზე განხილული დოკუმენტი (3)
III მოსმენა
✓ 81 ✗ 6
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (3)
კანონი
🏛️ კომიტეტები
- რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტი წამყვანი კომიტეტი
- საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა
📑 დასკვნები
📅 დამატებითი ინფორმაცია
ბიუროზე განხილვის თარიღი 2022-10-31
ბიუროს ნომერი 193
📜 ტექსტი
საქართველოს ორგანული კანონის პროექტი
პროექტი
საქართველოს ორგანული კანონი
საქართველოს ორგანულ კანონში „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“
ცვლილების შეტანის შესახებ
მუხლი
1.
საქართველოს
ორგანულ
კანონში
„ადგილობრივი
თვითმმართველობის
კოდექსი“
(საქართველოს
საკანონმდებლო
მაცნე
(www.matsne.gov.ge), 19.02.2014, სარეგისტრაციო კოდი: 010250000.04.001.016100)
შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:
1. 24-ე მუხლის პირველ პუნქტს დაემატოს შემდეგი შინაარსის ,,ბ.ი“ ქვეპუნქტი:
,,ბ.ი) მუნიციპალიტეტის საკრებულოს სხდომის დღის წესრიგის პროექტის
დამტკიცება;“.
2. 27-ე მუხლის მე-2 პუნქტის:
ა) „ა“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„ა) შეიმუშავებს და მუნიციპალიტეტის საკრებულოს დასამტკიცებლად წარუდგენს
მუნიციპალიტეტის საკრებულოს სხდომის დღის წესრიგის პროექტს;“;
ბ) „გ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„გ) უზრუნველყოფს მუნიციპალიტეტის საკრებულოს კომისიებისა და დროებითი
სამუშაო
ჯგუფების
დასკვნებისა
და
წინადადებების
საფუძველზე
ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის პროექტისა და რეგლამენტით
გათვალისწინებული სხვა საკითხების საკრებულოს სხდომის დღის წესრიგის
პროექტში დაუყოვნებლივ შეტანას;“.
3. 35-ე მუხლის პირველი პუნქტის ,,დ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი
რედაქციით:
,,დ)
მუნიციპალიტეტის
საკრებულოს
დასამტკიცებლად
წარუდგენს
მუნიციპალიტეტის საკრებულოს სხდომის დღის წესრიგის პროექტს, განსახილველ
საკითხზე გამოსვლის მსურველთა სიას, მუნიციპალიტეტის საკრებულოს
რეგლამენტით დადგენილი წესით განსაზღვრავს გამომსვლელთა რიგითობას და
აძლევს მათ სიტყვას;“.
4. 54-ე მუხლის პირველ პუნქტს დაემატოს შემდეგი შინაარსის „ბ.ვ“ ქვეპუნქტი:
„ბ.ვ) შეუძლია მოითხოვოს საკითხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს სხდომის
დღის წესრიგში შეტანა ან დღის წესრიგიდან ამოღება. ამ შემთხვევაში
მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე განმარტავს საკითხის დღის
წესრიგში შეუტანლობის ან დღის წესრიგიდან ამოღების მიზეზს, რის შემდეგაც
სავალდებულოა საკითხის კენჭისყრაზე დაყენება. აღნიშნული საკითხის დღის
წესრიგში შეტანის ან დღის წესრიგიდან ამოღების თაობაზე გადაწყვეტილება
მიიღება განხილვის გარეშე, დამსწრეთა ხმების უმრავლესობით. ამასთანავე,
საკითხის დღის წესრიგში შეტანა შესაძლებელია, თუ მას გავლილი აქვს ამ
კანონითა და რეგლამენტით გათვალისწინებული შესაბამისი პროცედურები;“.
5. 56-ე მუხლის მე-2 პუნქტის „ი“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„ი) შესაბამისი მუნიციპალიტეტის საკრებულოს დათხოვნა.“
6. 91-ე მუხლის მე-8 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„8. მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის პროექტის დასაგეგმი წლის დაწყებამდე
დაუმტკიცებლობის შემთხვევაში მუნიციპალიტეტის მერი უფლებამოსილია
თითოეულ პრიორიტეტზე ყოველთვიურად გასცეს თანხა არაუმეტეს გასული
საბიუჯეტო წლის ასიგნებების ერთი მეთორმეტედისა. ახალი საბიუჯეტო წლის
დაწყებიდან 3 თვის განმავლობაში მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის პროექტის
დაუმტკიცებლობის შემთხვევაში საქართველოს მთავრობა ამ კანონით დადგენილი
წესით მუნიციპალიტეტის საკრებულოს ვადამდე უწყვეტს უფლებამოსილებას.“
7. 142-ე მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„მუხლი 142. საკრებულოს უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტა
საკრებულოს უფლებამოსილება ვადამდე შეუწყდება, თუ:
ა) საკრებულოს წევრთა რაოდენობა იმავე საკრებულოს სრული შემადგენლობის
უმრავლესობაზე ნაკლები დარჩა, ამასთანავე, შეუძლებელია აღნიშნული
საკრებულოს სრული შემადგენლობის უმრავლესობის ჩამოყალიბება;
ბ) საკრებულო ახალი საბიუჯეტო წლის დაწყებიდან 3 თვეში არ დაამტკიცებს
საქართველოს
კანონმდებლობით
განსაზღვრული
წესით
შედგენილ
მუნიციპალიტეტის ბიუჯეტს;
გ) საკრებულო ზედიზედ 6 თვის განმავლობაში არ შეიკრიბება.“.
8. 143-ე მუხლის მე-2 პუნქტი ამოღებულ იქნეს.
9. 144-ე და 145-ე მუხლები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„მუხლი 144. პირდაპირი სახელმწიფო მმართველობის განხორციელება.
მუნიციპალიტეტის საკრებულოს დათხოვნის, საქმიანობის შეჩერებისა და
უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტის, მერის უფლებამოსილების შეწყვეტისა და
შეჩერების შესახებ გადაწყვეტილებების გასაჩივრება
1. მუნიციპალიტეტის საკრებულოს დათხოვნისას ან მისი საქმიანობის შეჩერებისას
პირდაპირ სახელმწიფო მმართველობას ახორციელებს საქართველოს მთავრობის
მიერ დანიშნული მთავრობის რწმუნებული ან კოლეგიური ორგანო − საგანგებო
ადმინისტრაცია.
2. ამ კანონის 142-ე მუხლის პირველი პუნქტის საფუძველზე მუნიციპალიტეტის
საკრებულოს უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტისას პირდაპირ სახელმწიფო
მმართველობას ახორციელებს მოქმედი მერი.
3. პირდაპირი სახელმწიფო მმართველობის განმახორციელებელი თანამდებობის
პირი/ორგანო საქართველოს მთავრობის მიერ დადგენილ ფარგლებში
ახორციელებს
მუნიციპალიტეტის
საკუთარ
და
დელეგირებულ
უფლებამოსილებებს.
ამ
თანამდებობის
პირის/ორგანოს
დამატებითი
უფლებამოსილებები
და
პირდაპირი
სახელმწიფო
მმართველობის
განხორციელების წესი განისაზღვრება საქართველოს მთავრობის დადგენილებით.
პირდაპირი სახელმწიფო მმართველობის განხორციელებას საქართველოს
მთავრობის
დადგენილებით
განსაზღვრული
წესით
ზედამხედველობს
საქართველოს მთავრობა ან საქართველოს მთავრობის მიერ უფლებამოსილი
სამინისტრო.
4. მუნიციპალიტეტის საკრებულოს დათხოვნის, საქმიანობის შეჩერებისა და
უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტის, მერის უფლებამოსილების შეწყვეტისა და
შეჩერების შესახებ გადაწყვეტილებების კანონიერების საკითხი შეიძლება
გასაჩივრდეს სასამართლოში საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად.
5. ამ მუხლის მე-4 პუნქტით გათვალისწინებული გადაწყვეტილებების
გასაჩივრების უფლება აქვს შესაბამისი საკრებულოს მოქმედ წევრთა არანაკლებ
ერთ მეოთხედს ან შესაბამისი მუნიციპალიტეტის მერს.
მუხლი 145. პირდაპირი სახელმწიფო მმართველობის განხორციელების ვადა
პირდაპირი სახელმწიფო მმართველობა ხორციელდება შესაბამისი არჩევნების
შედეგად არჩეული მუნიციპალიტეტის ორგანოს უფლებამოსილების დაწყების
დღემდე.“.
მუხლი 2. ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
საქართველოს პრეზიდენტი
სალომე ზურაბიშვილი
განმარტებითი ბარათი
განმარტებითი ბარათი
საქართველოს ორგანული კანონის პროექტზე
„საქართველოს ორგანულ კანონში ,,ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“
ცვლილების შეტანის შესახებ“
ა) ზოგადი ინფორმაცია კანონპროექტის შესახებ:
ა.ა) კანონპროექტის მიღების მიზეზი:
ა.ა.ა) პრობლემა, რომლის გადაჭრასაც მიზნად ისახავს კანონპროექტი:
საქართველოს ორგანული კანონის ,,ადგილობრივი თვითმმართველობის
კოდექსი“ (შემდგომში - კოდექსი) დღეს მოქმედი რედაქციის მიხედვით, თუ
საკრებულო ახალი საბიუჯეტო წლის დაწყებიდან 3 თვეში არ დაამტკიცებს
საქართველოს
კანონმდებლობით
განსაზღვრული
წესით
შედგენილ
მუნიციპალიტეტის ბიუჯეტს, როგორც საკრებულოს, ისე მერს ვადამდე უწყდება
უფლებამოსილება.
კოდექსის მოქმედი რედაქციის მიხედვით, მუნიციპალიტეტის ბიუჯეტი
ადგილობრივი თვითმმართველობის შემოსულობების (ყველა წყაროდან
მიღებული შემოსავლების ჯამი), მათი ფუნქციებისა და ვალდებულებების
შესრულების მიზნით გასაწევი გადასახდელების (ხარჯების) ძირითადი საფინანსო
გეგმაა, რომელსაც მუნიციპალიტეტის მერი წარუდგენს ადგილობრივი
თვითმმართველობის წარმომადგენლობით ორგანოს, საკრებულოს, რომელიც,
თვის მხრივ, ამტკიცებს მას. მუნიციპალიტეტის ბიუჯეტი ასახავს ადგილობრივი
სოციალური და ეკონომიკური პოლიტიკის პრიორიტეტებს. იგი პირდაპირ ან
ირიბად ახდენს გავლენას მოქალაქეების კეთილდღეობაზე. მოსახლეობის
ცხოვრების დონე დიდად არის დამოკიდებული ისეთ გადაწყვეტილებებზე,
რომლებიც ეხება დროული და ხარისხიანი მომსახურების მიწოდებას ადგილზე.
მუნიციპალიტეტის ბიუჯეტი უშუალოდ საზოგადოებრივი ინტერესებიდან უნდა
გამომდინარეობდეს. შესაბამისად, კანონმდებლობით განსაზღვრულია ბიუჯეტის
დამტკიცების ვადები, რათა მაქსიმალურად სწრაფად და ეფექტურად იქნას იგი
მიღებული.
საყურადღებოა კოდექსის დეტალური საკანონმდებლო მოწესრიგება ბიუჯეტის
პროექტის დამტკიცებასთან დაკავშირებით. კერძოდ, ბიუჯეტის პროექტს
საკრებულოს
წარუდგენს
მუნიციპალიტეტის
მერი.
მუნიციპალიტეტის
საკრებულოს შეუძლია
არაუგვიანეს 25 ნოემბრისა ბიუჯეტის პროექტი
შენიშვნებით დაუბრუნოს მუნიციპალიტეტის მერს, რომელიც, თავის მხრივ,
უფლებამოსილია გაითვალისწინოს ან უცვლელი ფორმით დაუბრუნოს
საკრებულოს იგი. თუ მუნიციპალიტეტის საკრებულომ არ დაამტკიცა
მუნიციპალიტეტის მერის მიერ წარმოდგენილი ბიუჯეტის პროექტის
შესწორებული ან პირვანდელი რედაქცია, მუნიციპალიტეტის საკრებულოს
ფრაქციის ან მუნიციპალიტეტის საკრებულოს სიითი შემადგენლობის არანაკლებ
ერთ მესამედს შეუძლია დააინიციიროს ბიუჯეტის პროექტი, რომლის
დასამტკიცებლადაც საჭიროა სიითი შემადგენლობის სამი მეხუთედის თანხმობა.
შესაბამისად, სწორედ საკრებულოა უფლებამოსილი, მიიღოს საბოლოო
გადაწყვეტილება. აღსანიშნავია ის ფაქტიც, რომ პროექტის ინიციირება შეუძლია
მუნიციპალიტეტის საკრებულოს ფრაქციის ან მუნიციპალიტეტის საკრებულოს
სიითი შემადგენლობის არანაკლებ ერთ მესამედს, იმ შემთხვევაში, თუ
წარმოდგენილი მათ მით წარდგენილი ბიუჯეტის პროექტების დამტკიცება ვერ
მოხერხდება, აქ იკვეთება საკრებულოს და არა მერის პასუხისმგებლობა. კანონის
დღეს მოქმედი რედაქცია ბიუჯეტის პროექტის დაუმტკიცებლობის თაობაზე
პასუხისმგებლობას ანიჭებს საკრებულოსაც და მერსაც, თუმცა, რეალურად,
ბიუჯეტის დამტკიცების პროცესში საბოლოო ბერკეტი საკრებულოს ხელშია,
რადგანაც სწორედ ის იღებს საბოლოო გადაწყვეტილებას, ასევე, საბოლოო ეტაპზე
თავად შეუძლია დაამტკიცოს ის ბიუჯეტის პროექტი, რომელიც მერის მხრიდან
ინიციირებულ ბიუჯეტის პროექტში შენიშვნებს ითვალისიწნებს. შესაბამისად,
არათანაზომიერია, მაღალი ლეგიტიმაციის მქონე თანამდებობის პირს (მერს)
უწყდებოდეს ვადამდე უფლებამოსილება, როდესაც ბიუჯეტის პროექტის
დაუმტკიცებლობის გადაწყვეტილებას სწორედ მუნიციპალიტეტის საკრებულო
იღებს და არა - მერი. საყურადღებოა ის ფაქტიც, რომ თუკი მუნიციპალიტეტის
საკრებულო მიზანშეწონილად არ მიიჩნევს მერის მიერ წარდგენილ ბიუჯეტის
პროექტს, მას მაინც შეუძლია კოდექსის 91-ე მუხლის დაცვით დაამტკიცოს
ბიუჯეტის პროექტი.
ზემოაღნიშნულიდან
გამომდინარე,
მერისთვის
ბიუჯეტის
პროექტის
დაუმტკიცებლობასთან დაკავშირებული პასუხისმგებლობის დაკისრება არის
საკანონმდებლო ხარვეზი და საჭიროებს გამოსწორებას.
აგრეთვე, „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსში“ მოსაწესრიგებელია
მუნიციპალიტეტის საკრებულოს დღის წესრიგის პროექტის შედგენისა და მისი
საკრებულოსთვის დასამტკიცებლად წარდგენის საკითხი. დღეს მოქმედ
რედაქციაში ბუნდოვანია, ვინ ადგენს და ვინ წარადგენს მუნიციპალიტეტის
საკრებულოს დღის წესრიგს. ასევე, არ არის მითითებული, ვინ არის დღის
წესრიგის დამტკიცებაზე უფლებამოსილი ორგანო. დღეს მოქმედი რედაქცია არ
აზუსტებს, რომ მუნიციპალიტეტის საკრებულოს ბიურო არ არის უფლებამოსილი,
ადმინისტრაციულ-სამართლებრივი
აქტების
პროექტებზე
საკრებულოს
ორგანოების მიერ წარდგენილი დასკვნები განიხილოს შინაარსობრივად.
შესაბამისად, აუცილებელია დაკონკრეტება, რომ მუნიციპალიტეტის საკრებულოს
ბიუროს უფლებამოსილებები მხოლოდ ორგანიზაციულ სფეროს უნდა
შეეხებოდეს, შინაარსობრივ საკითხს კი - მუნიციპალიტეტის საკრებულოს სხდომა
უნდა განიხილავდეს.
ამგვარად, აღნიშნული ცვლილების შესაბამისად, მუნიციპალიტეტის საკრებულოს
ბიურო უზრუნველყოფს მუნიციპალიტეტის საკრებულოს კომისიებისა და
დროებითი სამუშაო ჯგუფების დასკვნებისა და წინადადებების საფუძველზე
ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის პროექტისა და რეგლამენტით
გათვალისწინებული სხვა საკითხების საკრებულოს სხდომის დღის წესრიგის
პროექტში დაუყოვნებლივ შეტანას, მისი განხილვის გარეშე.
ასევე, წარმოდგენილი ცვლილებით მერის უფლებამოსილებებს საკრებულოსთან
ურთიერთობის სფეროში დაემატა ახალი უფლებამოსილება,
რითაც მერს
შეეძლება მოითხოვოს საკითხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს სხდომის დღის
წესრიგში შეტანა ან დღის წესრიგიდან ამოღება.
ა.ა.ბ) არსებული პრობლემის გადასაჭრელად კანონის მიღების აუცილებლობა:
მერის უფლებამოსილების შეწყვეტის წესი გათვალისწინებულია საქართველოს
ორგანულ კანონში ,,ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“, შესაბამისად
ახლებურად დასარეგულირებლად საჭიროა ზემოაღნიშნულ კანონში ცვლილების
შეტანა.
ა.ბ) კანონპროექტის მოსალოდნელი შედეგები:
ზემოაღნიშნული საკანონმდებლო ინიციატივა, რომლის თანახმად, ბიუჯეტის
დაუმტკიცებლობის შემთხვევაში საკრებულოსთან ერთად მერს არ შეუწყდება
უფლებამოსილება, ხელს შეუწყობს სამართლებრივი რეგულირების დახვეწას და
უფლებამოსილების სწორად გადანაწილებას.
ა.გ) კანონპროექტის ძირითადი არსი:
წარმოდგენილი
ცვლილებებს:
ორგანული
კანონის
პროექტი
ითვალისწინებს
შემდეგ
„ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსის“ 24-ე მუხლის მე-2 პუნქტს
ემატება ,,ბ.ი“ ქვეპუნქტი, რომლის შესაბამისადაც მუნიციპალიტეტის
საკრებულოს ექნება უფლებამოსილება, დაამტკიცოს
მუნიციპალიტეტის
საკრებულოს სხდომის დღის წესრიგის პროექტი;
„ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსის“ 27-ე მუხლის მე-2 პუნქტის ,,ა“
ქვეპუნქტის მოქმედი რედაქციის მიხედვით, მუნიციპალიტეტის საკრებულოს
ბიურო ადგენს მუნიციპალიტეტის საკრებულოს სხდომის დღის წესრიგის,
მუნიციპალიტეტის საკრებულოს სამუშაო გეგმისა და სამუშაო პროგრამის
პროექტებს, კანონპროექტის შესაბამისად, კი - მუნიციპალიტეტის საკრებულოს
ბიურო შეიმუშავებს და მუნიციპალიტეტის საკრებულოს დასამტკიცებლად
წარუდგენს მუნიციპალიტეტის საკრებულოს სხდომის დღის წესრიგის
პროექტს;
„ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსის“ 27-ე მუხლის მე-2 პუნქტის ,,გ“
ქვეპუნქტის
მოქმედი
რედაქციის
შესაბამისად,
მუნიციპალიტეტის
საკრებულოს ბიურო განიხილავს მუნიციპალიტეტის საკრებულოს სხდომაზე
გასატან
ადმინისტრაციულ-სამართლებრივი
აქტების
პროექტებზე
მუნიციპალიტეტის საკრებულოს კომისიებისა და დროებითი სამუშაო
ჯგუფების დასკვნებსა და წინადადებებს. წარმოდგენილი კანონპროექტის
მიხედვით კი მუნიციპალიტეტის საკრებულოს ბიურო უზრუნველყოფს
მუნიციპალიტეტის საკრებულოს კომისიებისა და დროებითი სამუშაო
ჯგუფების დასკვნებისა და წინადადებების საფუძველზე ადმინისტრაციულსამართლებრივი აქტის პროექტისა და რეგლამენტით გათვალისწინებული სხვა
საკითხების საკრებულოს სხდომის დღის წესრიგის პროექტში დაუყოვნებლივ
შეტანას.
აღნიშნული
საკანონმდებლო
ცვლილების
შესაბამისად,
მუნიციპალიტეტის საკრებულოს ბიურო უზრუნველყოფს ორგანიზაციული
ფუნქციების შესრულებას, კერძოდ, იგი წარმოდგენილ პროექტებსა და მათ
შესახებ წარმოდგენილ დასკვნებზე შინაარსობრივ განხილვაში მონაწილეობას
ვერ მიიღებს. თავის მხრივ, აღნიშნული პროექტები და მათ შესახებ
წარმოდგენილი დასკვნები უნდა განისაზღვროს დღის წესრიგში, რათა, მისი
შინაარსობრივი განხილვა შეძლოს საკრებულომ.
„ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსის“ 35-ე მუხლის პირველი
პუნქტის ,,დ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, მუნიციპალიტეტის საკრებულოს
თავმჯდომარე ადგენს მუნიციპალიტეტის საკრებულოს სხდომის დღის
წესრიგის პროექტს, განსახილველ საკითხზე გამოსვლის მსურველთა სიას,
მუნიციპალიტეტის
საკრებულოს
რეგლამენტით
დადგენილი
წესით
განსაზღვრავს გამომსვლელთა რიგითობას და აძლევს მათ სიტყვას.
კანონპროექტის შესაბამისად, მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე
მუნიციპალიტეტის საკრებულოს დასამტკიცებლად წარუდგენს სხდომის დღის
წესრიგის პროექტს, დაადგენს განსახილველ საკითხზე გამოსვლის მსურველთა
სიას, მუნიციპალიტეტის საკრებულოს რეგლამენტით დადგენილი წესით
განსაზღვრავს გამომსვლელთა რიგითობას და მისცემს მათ სიტყვას. შედეგად,
მოწესრიგდება დღის წესრიგის პროექტის მიღებისა და წარდგენის
პროცედურები, გაიმიჯნება ამ პროცესში მუნიციპალიტეტის საკრებულოს
ბიუროსა და საკრებულოს თავმჯდომარის კომპეტენციები.
„ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსის“ 54-ე მუხლის პირველ პუნქტს
ემატება
„ბ.ვ“
ქვეპუნქტი,
რომლის
შესაბამისადაც
განისაზღვრება
მუნიციპალიტეტის საკრებულოსთან ურთიერთობის სფეროში მერის
უფლებამოსილება, შესაბამისად წარმოდგენილი პროექტის შესაბამისად, მერს
შეეძლება, მოითხოვოს საკითხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს სხდომის
დღის წესრიგში შეტანა ან დღის წესრიგიდან ამოღება. ამ შემთხვევაში
მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე განმარტავს საკითხის დღის
წესრიგში შეუტანლობის ან დღის წესრიგიდან ამოღების მიზეზს, რის შემდეგაც
სავალდებულოა საკითხის კენჭისყრაზე დაყენება. აღნიშნული საკითხის დღის
წესრიგში შეტანის ან დღის წესრიგიდან ამოღების თაობაზე გადაწყვეტილება
მიიღება განხილვის გარეშე, დამსწრეთა ხმების უმრავლესობით. ამასთანავე,
საკითხის დღის წესრიგში შეტანა შესაძლებელია, თუ მას გავლილი აქვს ამ
კანონითა და რეგლამენტით გათვალისწინებული შესაბამისი პროცედურები.
„ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსის“ 56-ე მუხლის მე-2 პუნქტის „ი“
ქვეპუნქტის მიხედვით, მერის უფლებამოსილების შეწყვეტის ერთ-ერთი
საფუძველია ამ კანონის XVIII თავით გათვალისწინებული შემთხვევები.
წარმოდგენილი კანონის პროექტის შესაბამისად, თუ საკრებულო ახალი
საბიუჯეტო წლის დაწყებიდან 3 თვეში არ დაამტკიცებს საქართველოს
კანონმდებლობით განსაზღვრული წესით შედგენილ მუნიციპალიტეტის
ბიუჯეტს, მერს უფლებამოსილება ვადამდე აღარ შეუწყდება. შესაბამისად,
კოდექსის XVIII თავში განსაზღვრული იქნება მერისთვის უფლებამოსილების
ვადამდე
შეწყვეტის
მხოლოდ
ერთი
საფუძველი,
შესაბამისად,
მიზანშეწონილია, ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსის 56-ე მუხლის
მე-2 პუნქტის ,,ი“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შედეგნაირად: ,,შესაბამისი
მუნიციპალიტეტის საკრებულოს დათხოვნა.“
დღეს მოქმედი რედაქციის 142-ე მუხლი ეხება „საკრებულოს და მერის
უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტას“. წინამდებარე ცვლილებებით,
უპირველესად, იცვლება აღნიშნული სათაური და ყალიბდება შემდეგნაირად:
„საკრებულოს უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტა“, რადგან პროექტის
მიხედვით ბიუჯეტის დაუმტკიცებლობის შემთხვევაში მოქმედ მერს აღარ
შეუწყდება უფლებამოსილება;
142-ე
მუხლის
პირველი
პუნქტი
განსაზღვრავს
საკრებულოს
უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტის საფუძვლებს. მათ შორისაა
,,ა“
ქვეპუნქტი, რომლის მიხედვით, საკრებულოს უფლებამოსილება ვადამდე
შეუწყდება თუ
საკრებულოს წევრთა რაოდენობა ნახევარზე მეტით
შემცირდება. კანონპროექტის თანახმად, ზემოაღნიშნული ქვეპუნქტი
ყალიბდება შემდეგნაირად: საკრებულოს უფლებამოსილება ვადამდე
შეუწყდება, თუ „საკრებულოს წევრთა რაოდენობა იმავე საკრებულოს სრული
შემადგენლობის უმრავლესობაზე ნაკლები დარჩა, ამასთანავე, შეუძლებელია
აღნიშნული
საკრებულოს
სრული
შემადგენლობის
უმრავლესობის
ჩამოყალიბება“;
ასევე, მიზანშეწონილია ამოღებულ იქნეს ამავე მუხლის მე-2 პუნქტი. პირველი
პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის მიხედვით, საკრებულოს უფლებამოსილება ვადამდე
შეუწყდება თუ იგი ახალი საბიუჯეტო წლის დაწყებიდან 3 თვეში არ
დაამტიცებს საქართველოს კანონმდებლობით განსაზღრული წესით შედგენილ
მუნიციპალიტეტის ბიუჯეტს. ამავე მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად, კი
საკრებულოს მიერ ბიუჯეტის 3 თვეში დაუმტკიცებლობის შემთხვევაში,
საკრებულოსთან ერთად მერსაც შეუწყდება ვადამდე უფლებამოსილება.
კანონპროექტის მიზანია, რომ საკრებულოს მიერ ბიუჯეტის 3 თვეში
დაუმტკიცებლობის შემთხვევაში, მერს აღარ შეუწყდეს უფლებამოსილება
ვადამდე. სწორედ ამიტომ, უქმდება ზემოაღნიშნული მუხლის მე-2 პუნქტის
ჩანაწერი, რომელიც დღეს მოქმედი რედაქციით, მიზნად ისახავს მერის
უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტას ამ მუხლის პირველი პუნქტის „ბ“
ქვეპუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში;
კანონპროექტი ითვალისწინებს ცვლილების შეტანას კოდექსის 143-ე მუხლში,
რომელიც ეხება პირდაპირი სახელმწიფო მმართველობის შემოღებას. კერძოდ,
აღნიშნული მუხლის მოქმედი რედაქციის მე-2 პუნქტის თანახმად, პირდაპირ
სახელმწიფო მმართველობას ახორციელებს საქართველოს მთავრობის მიერ
დანიშნული მთავრობის რწმუნებული ან კოლეგიური ორგანო − საგანგებო
ადმინისტრაცია ანდა ამ კანონის შესაბამისად უფლებამოსილი თანამდებობის
პირი. მიზანშეწონილია, დუბლირების თავიდან აცილების მიზნით, ამოღებულ
იქნას 143-ე მუხლის მე-2 პუნქტი, ვინაიდან ამ ნორმის შინაარსი ისედაც
ასახულია 144-ე მუხლის პირველ და მე-2 პუნქტებში;
კანონპროექტით გათვალისწინებული ცვლილებები შედის ,,ადგილობრივი
თვითმმართველობის კოდექსის“ 144-ე მუხლშიც. აღნიშნული მუხლის
სათაური ეხება „პირდაპირი სახელმწიფო მმართველობის განხორციელებას“.
კანონპროექტის თანახმად, პირველ რიგში, იცვლება მუხლის სათაური და
ყალიბდება შემდეგნაირად: „პირდაპირი სახელმწიფო მმართველობის
განხორციელება. მუნიციპალიტეტის საკრებულოს დათხოვნის, საქმიანობის
შეჩერებისა
და
უფლებამოსილების
ვადამდე
შეწყვეტის,
მერის
უფლებამოსილების შეწყვეტისა და შეჩერების შესახებ გადაწყვეტილებების
გასაჩივრება“;
ამასთანავე, ცვლილება შედის ზემოაღნიშნული მუხლის მე-2 პუნქტშიც.
ამჟამინდელი რედაქციის თანახმად, ამ კანონის 142-ე მუხლის პირველი
პუნქტის „ა“ და „გ“ ქვეპუნქტების საფუძველზე მუნიციპალიტეტის
საკრებულოს
უფლებამოსილების
ვადამდე
შეწყვეტისას
პირდაპირ
სახელმწიფო მმართველობას ახორციელებს მოქმედი მერი, ხოლო ამ კანონის
142-ე მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ
შემთხვევაში მერის უფლებამოსილების შეწყვეტისას ახალი მერის არჩევამდე
საქართველოს
მთავრობა
მას
ავალებს
მთავრობის
რწმუნებულის
უფლებამოსილების
განხორციელებას.
ვინაიდან,
კანონპროექტით
გათვალისწინებული ცვლილებები ეხება დასახელებულ
142-ე მუხლს,
მიზანშეწონილია შეიცვალოს 144-ე მუხლის მე-2 პუნქტი და ჩამოყალიბდეს
შემდეგნაირად: ,,ამ კანონის 142-ე მუხლის პირველი პუნქტის საფუძველზე
მუნიციპალიტეტის საკრებულოს უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტისას
პირდაპირ სახელმწიფო მმართველობას ახორციელებს მოქმედი მერი“;
ასევე, კანონპროექტით იცვლება 144-ე მუხლის მე-3 პუნქტიც. აღნიშნული
პუნქტის მოქმედი რედაქციის თანახმად, მუნიციპალიტეტის საკუთარ და
დელეგირებულ უფლებამოსილებებს ახორციელებს პირდაპირი სახელმწიფო
მმართველობის
განმახორციელებელი
თანამდებობის
პირი/ორგანო.
კანონპროექტი ითვალისწინებს, რომ აღნიშნულ პუნქტს დაემატოს ჩანაწერი
უფლებამოსილების
მთავრობის
მიერ
დადგენილ
ფარგლებში
განხორციელებასთან დაკავშირებით და შესაბამისად, ჩამოყალიბდეს
ახლებურად: „პირდაპირი სახელმწიფო მმართველობის განმახორციელებელი
თანამდებობის პირი/ორგანო საქართველოს მთავრობის მიერ დადგენილ
ფარგლებში ახორციელებდეს მუნიციპალიტეტის საკუთარ და დელეგირებულ
უფლებამოსილებებს“. ამ ცვლილების მიზანია პირდაპირი სახელმწიფო
მმართველობის განმახორციელებელი პირის უფლებამოსილებების ფარგლები
იყოს დადგენილი, რადგან ფაქტობრივად ერთი ადამიანის ან ორგანოს ხელში
ექცევა აღმასრულებელი და მაკონტროლებელი ფუნქციები, თან იმ
შემთხვევაში, რომ ეს პირი/პირები არ არიან პირდაპირი არჩევნების შედეგად
არჩეულები.
კანონპროექტი 144-ე მუხლის მე-3 პუნქტში დამატებით ითვალისწინებს სხვა
ცვლილებასაც. კერძოდ, მე-3 პუნქტის მოქმედი რედაქციის მიხედვით,
პირდაპირი სახელმწიფო მმართველობის განმახორციელებელი თანამდებობის
პირის/ორგანოს დამატებითი უფლებამოსილებები და პირდაპირი სახელმწიფო
მმართველობის განხორციელების წესი განისაზღვრება შესაბამისი დებულებით,
რომელსაც
დადგენილებით
ამტკიცებს
საქართველოს
მთავრობა.
კანონპროექტის თანახმად, მიზანშეწონილია დებულების განსაზღვრასთან
დაკავშირებული ჩანაწერის ამოღება და მისი ჩამოყალიბება შემდეგნაირად: ,,ამ
თანამდებობის პირის/ორგანოს დამატებითი უფლებამოსილებები და
პირდაპირი
სახელმწიფო
მმართველობის
განხორციელების
წესი
განისაზღვრება საქართველოს მთავრობის დადგენილებით. პირდაპირი
სახელმწიფო მმართველობის განხორციელებას საქართველოს მთავრობის
დადგენილებით განსაზღვრული წესით ზედამხედველობს საქართველოს
მთავრობა ან საქართველოს მთავრობის მიერ უფლებამოსილი სამინისტრო“.
ცვლილება ტექნიკური ხასიათისაა და ახდენს მხოლოდ დებულების ამოღებას,
რადგან დებულება თუ ისევ დადგენილებით მტკიცდება, მაშინ
მიზანშეწონილია
ამ
დადგენილებაშივე
გაიწეროს
დამატებითი
უფლებამოსილებები და არა დადგენილების დანართ დებულებაში.
კოდექსის 144-ე მუხლის მე-4 პუნქტის მოქმედი რედაქციის თანახმად,
მუნიციპალიტეტის ორგანოების დათხოვნის, უფლებამოსილების შეჩერებისა
და ვადამდე შეწყვეტის შესახებ გადაწყვეტილებების კანონიერების საკითხი
შეიძლება გასაჩივრდეს სასამართლოში საქართველოს კანონმდებლობის
შესაბამისად. კანონპროექტის მიხედვით კი აღნიშნული პუნქტი ყალიბდება
შემდეგნაირად:
,,მუნიციპალიტეტის საკრებულოს დათხოვნის, საქმიანობის
შეჩერებისა
და
უფლებამოსილების
ვადამდე
შეწყვეტის,
მერის
უფლებამოსილების შეწყვეტისა და შეჩერების შესახებ გადაწყვეტილებების
კანონიერების საკითხი შეიძლება გასაჩივრდეს სასამართლოში საქართველოს
კანონმდებლობის შესაბამისად“. ცვლილება ტექნიკური ხასიათისაა და მიზნად
ისახავს მოქმედი ჩანაწერის რედაქციულად დახვეწას ისე, რომ შინაარსი იყოს
შენარჩუნებული.
კოდექსის 144-ე მუხლის მე-5 პუნქტის მიხედვით, ზემოაღნიშნული მე-4
პუნქტით გათვალისწინებული გადაწყვეტილებების გასაჩივრების უფლება აქვს
დათხოვნილი,
უფლებამოსილებაშეჩერებული
ან
უფლებამოსილებაშეწყვეტილი საკრებულოს წევრთა არანაკლებ ერთ
მეოთხედს ან შესაბამისი მუნიციპალიტეტის მერს. კანონპროექტით
შემოთავაზებული ვერსიით კი ამ მუხლის მე-4 პუნქტით გათვალისწინებული
გადაწყვეტილებების გასაჩივრების უფლება აქვს შესაბამისი საკრებულოს
მოქმედ წევრთა არანაკლებ ერთ მეოთხედს ან შესაბამისი მუნიციპალიტეტის
მერს. ცვლილება რედაქციული ხასიათისაა.
აგრეთვე, ცვლილება შედის კოდექსის 145-ე მუხლშიც. კანონის დღეს მოქმედი
რედაქციის 145-ე მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, „პირდაპირი
სახელმწიფო მმართველობა ხორციელდება მუნიციპალიტეტის ორგანოების
რიგგარეშე არჩევნების შედეგად არჩეული მუნიციპალიტეტის ორგანოების
უფლებამოსილების ცნობის დღემდე, ხოლო თუ მუნიციპალიტეტის
ორგანოების უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტიდან მორიგ არჩევნებამდე
დარჩენილია 1 წელზე ნაკლები − მორიგი არჩევნების შედეგად არჩეული
მუნიციპალიტეტის ორგანოების უფლებამოსილების ცნობის დღემდე.“ ნორმის
დახვეწისა და კანონმდებლობასთან შესაბამისობაში მოყვანის მიზნით
მიზანშეწონილია, განსახილველი მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს
შემდეგი რედაქციით: „პირდაპირი სახელმწიფო მმართველობა ხორციელდება
შესაბამისი არჩევნების შედეგად არჩეული მუნიციპალიტეტის ორგანოს
უფლებამოსილების დაწყების დღემდე“. ხოლო, იქიდან გამომდინარე, რომ
ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსის 145-ე მუხლის მე-2 პუნქტის
შინაარსი აგრეთვე გვხვდება საარჩევნო კოდექსის 135-ე მუხლშიც,
დუბლირების თავიდან აცილების მიზნით მიზანშეწონილია, 145-ე მუხლის მე2 პუნქტის ამოღება. შესაბამისად, კანონის პროექტით შემოთავაზებული
ცვლილების შედეგად, 145-ე მუხლი ყალიბდება შემდეგნაირად: ,,პირდაპირი
სახელმწიფო მმართველობა ხორციელდება შესაბამისი არჩევნების შედეგად
არჩეული მუნიციპალიტეტის ორგანოს უფლებამოსილების დაწყების დღემდე’’.
ა.დ) კანონპროექტის კავშირი სამთავრობო პროგრამასთან და შესაბამის სფეროში
არსებულ სამოქმედო გეგმასთან, ასეთის არსებობის შემთხვევაში:
წარმოდგენილ კანონპროექტზე არ ვრცელდება განმარტებითი ბარათის
წინამდებარე ქვეპუნქტი, რადგან იგი არ არის ინიციირებული საქართველოს
მთავრობის მიერ.
ა.ე) კანონპროექტის ძალაში შესვლის თარიღის შერჩევის პრინციპი, ხოლო
კანონისთვის უკუძალის მინიჭების შემთხვევაში − აღნიშნულის თაობაზე
შესაბამისი დასაბუთება:
კანონპროექტით
გათვალისწინებულია
მისი
ძალაში
შესვლა
გამოქვეყნებისთანავე, რათა დროულად მოხდეს წინამდებარე ცვლილებების
იმპლემენტაცია. ამასთანავე, კანონპროექტი არ ითვალისწინებს კანონისთვის
უკუძალის მინიჭებას.
ა.ვ) კანონპროექტის დაჩქარებული წესით განხილვის მიზეზები და შესაბამისი
დასაბუთება (თუ ინიციატორი ითხოვს კანონპროექტის დაჩქარებული წესით
განხილვას)
ინიციატორების მიერ არ მოითხოვება კანონპროექტის დაჩქარებული წესით
განხილვა.
ბ) კანონპროექტის ფინანსური გავლენის შეფასება საშუალოვადიან პერიოდში
(კანონპროექტის ამოქმედების წელი და შემდგომი 3 წელი)
ბ.ა) კანონპროექტის
დაფინანსების წყარო
მიღებასთან
დაკავშირებით
აუცილებელი
ხარჯების
კანონპროექტის მიღებასთან დაკავშირებით აუცილებელი ხარჯები საჭიროების
შემთხვევაში
დაფინანსდება
ადგილობრივი
თვითმმართველობის
ბიუჯეტიდან.
ბ.ბ) კანონპროექტის გავლენა სახელმწიფო ან/და მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის
საშემოსავლო ნაწილზე
კანონპროექტის ამოქმედება გავლენას არ მოახდენს სახელმწიფო ან/და
მუნიციპალიტეტის საშემოსავლო ნაწილზე.
ბ.გ) კანონპროექტის გავლენა სახელმწიფო ან/და მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის
ხარჯვით ნაწილზე
კანონპროექტის ამოქმედება პირდაპირ გავლენას არ მოახდენს სახელმწიფო
ან/და მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ხარჯვით ნაწილზე. გამომდინარე იქიდან,
რომ მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის დაუმტკიცებლობის შემთხვევაში,
მუნიციპალიტეტის მერს აღარ შეუწყდება უფლებამოსილება, შესაბამისად,
მერის არჩევნების ჩასატარებლად აუცილებელი ხარჯები დაიზოგება.
ბ.დ) სახელმწიფოს ახალი ფინანსური ვალდებულებები, კანონპროექტის
გავლენით სახელმწიფოს ან მის სისტემაში არსებული უწყების მიერ მისაღები
პირდაპირი
ფინანსური
ვალდებულებების
(საშინაო
ან
საგარეო
ვალდებულებები) მითითებით
კანონპროექტი
არ
ითვალისწინებს
სახემწიფოს
ახალ
ფინანსურ
ვალდებულებებს, აგრეთვე სახელმწიფოს ან/და მის სისტემაში არსებული
უწყების მიერ მისაღებ ფინანსურ ვალდებულებებს.
ბ.ე) კანონპროექტის მოსალოდნელი ფინანსური შედეგები იმ პირთათვის,
რომელთა მიმართაც ვრცელდება კანონპროექტის მოქმედება, იმ ფიზიკურ და
იურიდიულ პირებზე გავლენის ბუნებისა და მიმართულების მითითებით,
რომლებზედაც მოსალოდნელია კანონპროექტით განსაზღვრულ ქმედებებს
ჰქონდეს პირდაპირი გავლენა
კანონპროექტი არ ახდენს პირდაპირ ფინანსურ გავლენას იმ პირებზე, რომელთა
მიმართაც ვრცელდება მისი მოქმედება.
ბ.ვ) კანონპროექტით დადგენილი გადასახადის, მოსაკრებლის ან სხვა სახის
გადასახდელის (ფულადი შენატანის) ოდენობა შესაბამის ბიუჯეტში და
ოდენობის განსაზღვრის პრინციპი
კანონპროექტი არ ითვალისწინებს გადასახადის, მოსაკრებლის ან სხვა სახის
გადასახდელების (ფულადი შენატანის) შემოღებას.
ბ1) ბავშვის უფლებრივ მდგომარეობაზე კანონპროექტის ზეგავლენის შეფასება
კანონპროექტის ამოქმედება არ მოახდენს ზეგავლენას ბავშვთა უფლებრივ
მდგომარეობაზე.
გ) კანონპროექტის მიმართება საერთაშორისო სამართლებრივ სტანდარტებთან.
გ.ა) კანონპროექტის მიმართება ევროკავშირის სამართალთან
კანონპროექტი არ ეწინააღმდეგება ევროკავშირის სამართალს.
გ.ბ) კანონპროექტის მიმართება საერთაშორისო ორგანიზაციებში საქართველოს
წევრობასთან დაკავშირებულ ვალდებულებებთან
კანონპროექტი
არ
ეწინააღმდეგება
საერთაშორისო
ორგანიზაციებში
საქართველოს წევრობასთან დაკავშირებულ ვალდებულებებს.
გ.გ) კანონპროექტის მიმართება საქართველოს ორმხრივ და მრავალმხრივ
ხელშეკრულებებთან
და
შეთანხმებებთან,
აგრეთვე,
ისეთი
ხელშეკრულების/შეთანხმების არსებობის შემთხვევაში, რომელსაც უკავშირდება
კანონპროექტის მომზადება, − მისი შესაბამისი მუხლი ან/და ნაწილი
კანონპროექტის მიღება არ ეწინააღმდეგება საქართველოს ორმხრივ და
მრავალმხრივ ხელშეკრულებებსა და შეთანხმებებს. კანონპროექტის მიღება არ
უკავშირდება საქართველოს მიერ დადებულ ხელშეკრულებას/შეთანხმებას.
გ.დ) არსებობის შემთხვევაში, ევროკავშირის ის სამართლებრივი აქტი,
რომელთან დაახლოების ვალდებულებაც გამომდინარეობს „ერთი მხრივ,
საქართველოსა და, მეორე მხრივ, ევროკავშირსა და ევროპის ატომური ენერგიის
გაერთიანებას და მათ წევრ სახელმწიფოებს შორის ასოცირების შესახებ
შეთანხმებიდან“ ან ევროკავშირთან დადებული საქართველოს სხვა ორმხრივი და
მრავალმხრივი ხელშეკრულებებიდან;
ასეთი არ არსებობს.
დ) კანონპროექტის მომზადების პროცესში მიღებული კონსულტაციები.
დ.ა)
სახელმწიფო,
არასახელმწიფო
ან/და
საერთაშორისო
ორგანიზაცია/დაწესებულება,
ექსპერტი,
სამუშაო
ჯგუფი,
რომელმაც
მონაწილეობა მიიღო კანონპროექტის შემუშავებაში, ასეთის არსებობის
შემთხვევაში
ასეთი არ არსებობს.
დ.ბ) კანონპროექტის შემუშავებაში მონაწილე ორგანიზაციის/დაწესებულების,
სამუშაო ჯგუფის, ექსპერტის შეფასება კანონპროექტის მიმართ, ასეთის
არსებობის შემთხვევაში
ასეთი არ არსებობს.
დ.გ) სხვა ქვეყნების გამოცდილება კანონპროექტის მსგავსი კანონების
იმპლემენტაციის სფეროში, იმ გამოცდილების მიმოხილვა, რომელიც
მაგალითად იქნა გამოყენებული კანონპროექტის მომზადებისას, ასეთი
მიმოხილვის მომზადების შემთხვევაში
ასეთი არ არსებობს.
ე) კანონპროექტის ავტორი
კანონპროექტის ავტორები არიან პარლამენტის წევრები: კახა კახიშვილი,
ვიქტორ ჯაფარიძე, ანტონ ობოლაშვილი, ირმა ზავრადაშვილი
ვ) კანონპროექტის ინიციატორი
კანონპროექტის ინიციატორები არიან პარლამენტის წევრები: კახა კახიშვილი,
ვიქტორ ჯაფარიძე, ანტონ ობოლაშვილი, ირმა ზავრადაშვილი