„საქართველოს საბიუჯეტო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“
📋 განხილვის ეტაპები
I მოსმენა
✓ 83 ✗ 1
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (1)
II მოსმენა
✓ 81 ✗ 1
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (2)
III მოსმენა
✓ 81 ✗ 3
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (3)
კანონი
📑 დასკვნები
📅 დამატებითი ინფორმაცია
ბიუროზე განხილვის თარიღი 2022-10-31
ბიუროს ნომერი 193
📜 ტექსტი
საქართველოს კანონის პროექტი
პროექტი
საქართველოს კანონი
საქართველოს საბიუჯეტო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ
მუხლი 1. საქართველოს საბიუჯეტო კოდექსის (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე, №47,
28.12.2009, მუხ. 361) 78-ე მუხლის მე-7 ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„7. ახალი საბიუჯეტო წლის დაწყებიდან 3 თვის განმავლობაში მუნიციპალიტეტის
ბიუჯეტის დაუმტკიცებლობის შემთხვევაში საქართველოს მთავრობა საქართველოს
ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ შესაბამისად
მუნიციპალიტეტის წარმომადგენლობით ორგანოს − საკრებულოს ვადამდე უწყვეტს
უფლებამოსილებას და შემოიღებს პირდაპირ სახელმწიფო მმართველობას. ასეთ
შემთხვევაში მუნიციპალიტეტის ბიუჯეტს პირდაპირი სახელმწიფო მმართველობის
განმახორციელებელი
თანამდებობის
პირის/ორგანოს
წარდგინებით
ამტკიცებს
საქართველოს მთავრობა.“.
მუხლი 2. ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
საქართველოს პრეზიდენტი
სალომე ზურაბიშვილი
განმარტებითი ბარათი
განმარტებითი ბარათი
საქართველოს კანონის პროექტზე
„საქართველოს კანონში ,, საქართველოს საბიუჯეტო კოდექსი“ ცვლილების შეტანის
შესახებ“
ა) ზოგადი ინფორმაცია კანონპროექტის შესახებ:
ა.ა) კანონპროექტის მიღების მიზეზი:
ა.ა.ა) პრობლემა, რომლის გადაჭრასაც მიზნად ისახავს კანონპროექტი:
კანონპროექტი მიზნად ისახავს საქართველოს კანონის ,,საქართველოს საბიუჯეტო
კოდექსი“ საქართველოს ორგანულ კანონთან ,,ადგილობრივი თვითმმართველობის
კოდექსი“ შესაბამისობაში მოყვანას. კერძოდ, მიზანშეწონილია, რომ აღნიშნული
კანონის მიზნებისთვის, საკრებულოს მიერ ახალი საბიუჯეტო წლის დაწყებიდან 3
თვეში საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული წესით შედგენილი
მინიციპალიტეტის
ბიუჯეტის
დაუმტკიცებლობის
შემთხვევაში
მერს
უფლებამოსილება ვადამდე არ შეუწყდეს.
ა.ა.ბ) არსებული პრობლემის გადასაჭრელად კანონის მიღების აუცილებლობა:
გამომდინარე იქიდან, რომ განმარტებითი ბარათის ა.ა.ა) ქვეპუნქტით განსაზღვრული
ცვლილება დარეგულირებულია ,,საქართველოს საბიუჯეტო კოდექსით“, შესაბამისი
ცვლილება უნდა განხორციელდეს სწორედ საქართველოს კანონში ,,საქართველოს
საბიუჯეტო კოდექსი“.
ა.ბ) კანონპროექტის მოსალოდნელი შედეგები:
ზემოაღნიშნული საკანონმდებლო ინიციატივა, რომლის თანახმად ბიუჯეტის
დაუმტკიცებლობის შემთხვევაში საკრებულოსთან ერთად მერს არ შეუწყდება
უფლებამოსილება, ხელს შეუწყობს სამართლებრივი რეგულირების დახვეწას,
უფლებამოსილებისა და პასუხისმგებლობის სწორად გადანაწილებას.
ა.გ) კანონპროექტის ძირითადი არსი:
საკანონმდებლო პაკეტის თანახმად, ვინაიდან საქართველოს ორგანული კანონში
,,ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ შედის ცვლილება მერის
უფლებამოსილების შეწყვეტასთან დაკავშირებით და შესაბამისად, საკრებულოს მიერ
ახალი საბიუჯეტო წლის დაწყებიდან 3 თვეში არ დაამტკიცებს საქართველოს
კანონმდებლობით განსაზღვრული წესით შედგენილ მუნიციპალიტეტის ბიუჯეტს
მერს უფლებამოსილება აღარ შეუწყდება, საჭიროა აღნიშნულთან შესაბამისობაში
მოყვანის მიზნით შეიცვალოს საქართველოს ორგანული კანონის ,,საქართველოს
საბიუჯეტო კოდექსი“ 78-ე მუხლის მე-7 ნაწილი და ჩამოყალიბდეს შემდეგნაირად:
„ახალი საბიუჯეტო წლის დაწყებიდან 3 თვის განმავლობაში მუნიციპალიტეტის
ბიუჯეტის დაუმტკიცებლობის შემთხვევაში საქართველოს მთავრობა საქართველოს
ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ შესაბამისად
მუნიციპალიტეტის წარმომადგენლობით ორგანოს − საკრებულოს ვადამდე უწყვეტს
უფლებამოსილებას და შემოიღებს პირდაპირ სახელმწიფო მმართველობას. ასეთ
შემთხვევაში მუნიციპალიტეტის ბიუჯეტს პირდაპირი სახელმწიფო მმართველობის
განმახორციელებელი თანამდებობის პირის/ორგანოს წარდგინებით ამტკიცებს
საქართველოს მთავრობა“.
ა.დ) კანონპროექტის კავშირი სამთავრობო პროგრამასთან და შესაბამის სფეროში
არსებულ სამოქმედო გეგმასთან, ასეთის არსებობის შემთხვევაში:
წარმოდგენილ კანონპროექტზე არ ვრცელდება განმარტებითი ბარათის წინამდებარე
ქვეპუნქტი, რადგან იგი არ არის ინიციირებული საქართველოს მთავრობის მიერ.
ა.ე) კანონპროექტის ძალაში შესვლის თარიღის შერჩევის პრინციპი, ხოლო კანონისთვის
უკუძალის მინიჭების შემთხვევაში − აღნიშნულის თაობაზე შესაბამისი დასაბუთება:
კანონპროექტით გათვალისწინებულია მისი ძალაში შესვლა გამოქვეყნებისთანავე,
რათა დროულად მოხდეს წინამდებარე ცვლილებების იმპლემენტაცია. ამასთანავე,
კანონპროექტი არ ითვალისწინებს კანონისთვის უკუძალის მინიჭებას.
ა.ვ) კანონპროექტის დაჩქარებული წესით განხილვის მიზეზები და შესაბამისი
დასაბუთება (თუ ინიციატორი ითხოვს კანონპროექტის დაჩქარებული წესით
განხილვას)
ინიციატორების მიერ არ მოითხოვება კანონპროექტის
განხილვა.
დაჩქარებული წესით
ბ) კანონპროექტის ფინანსური გავლენის შეფასება საშუალოვადიან პერიოდში
(კანონპროექტის ამოქმედების წელი და შემდგომი 3 წელი)
ბ.ა) კანონპროექტის მიღებასთან დაკავშირებით აუცილებელი ხარჯების დაფინანსების
წყარო
კანონპროექტის მიღებასთან დაკავშირებით აუცილებელი ხარჯები საჭიროების
შემთხვევაში დაფინანსდება ადგილობრივი თვითმმართველობის ბიუჯეტიდან.
ბ.ბ) კანონპროექტის გავლენა სახელმწიფო ან/და მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის
საშემოსავლო ნაწილზე
კანონპროექტის ამოქმედება გავლენას არ
მუნიციპალიტეტის საშემოსავლო ნაწილზე.
მოახდენს
სახელმწიფო
ან/და
ბ.გ) კანონპროექტის გავლენა სახელმწიფო ან/და მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის
ხარჯვით ნაწილზე
კანონპროექტის ამოქმედება პირდაპირ გავლენას არ მოახდენს სახელმწიფო ან/და
მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ხარჯვით ნაწილზე. გამომდინარე იქიდან, რომ
მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის დაუმტკიცებლობის შემთხვევაში, მუნიციპალიტეტის
მერს აღარ შეუწყდება უფლებამოსილება, შესაბამისად, მერის არჩევნების
ჩასატარებლად აუცილებელი ხარჯები დაიზოგება.
ბ.დ) სახელმწიფოს ახალი ფინანსური ვალდებულებები, კანონპროექტის გავლენით
სახელმწიფოს ან მის სისტემაში არსებული უწყების მიერ მისაღები პირდაპირი
ფინანსური ვალდებულებების (საშინაო ან საგარეო ვალდებულებები) მითითებით
კანონპროექტი არ ითვალისწინებს სახემწიფოს ახალ ფინანსურ ვალდებულებებს,
აგრეთვე სახელმწიფოს ან/და მის სისტემაში არსებული უწყების მიერ მისაღებ
ფინანსურ ვალდებულებებს.
ბ.ე) კანონპროექტის მოსალოდნელი ფინანსური შედეგები იმ პირთათვის, რომელთა
მიმართაც ვრცელდება კანონპროექტის მოქმედება, იმ ფიზიკურ და იურიდიულ
პირებზე გავლენის ბუნებისა და მიმართულების მითითებით, რომლებზედაც
მოსალოდნელია კანონპროექტით განსაზღვრულ ქმედებებს ჰქონდეს პირდაპირი
გავლენა
კანონპროექტი არ ახდენს პირდაპირ ფინანსურ გავლენას იმ პირებზე, რომელთა
მიმართაც ვრცელდება მისი მოქმედება.
ბ.ვ) კანონპროექტით დადგენილი გადასახადის, მოსაკრებლის ან სხვა სახის
გადასახდელის (ფულადი შენატანის) ოდენობა შესაბამის ბიუჯეტში და ოდენობის
განსაზღვრის პრინციპი
კანონპროექტი არ ითვალისწინებს გადასახადის, მოსაკრებლის ან სხვა სახის
გადასახდელების (ფულადი შენატანის) შემოღებას.
ბ1) ბავშვის უფლებრივ მდგომარეობაზე კანონპროექტის ზეგავლენის შეფასება
კანონპროექტის ამოქმედება
მდგომარეობაზე.
არ
მოახდენს
ზეგავლენას
ბავშვთა
უფლებრივ
გ) კანონპროექტის მიმართება საერთაშორისო სამართლებრივ სტანდარტებთან.
გ.ა) კანონპროექტის მიმართება ევროკავშირის სამართალთან
კანონპროექტი არ ეწინააღმდეგება ევროკავშირის სამართალს.
გ.ბ) კანონპროექტის მიმართება საერთაშორისო ორგანიზაციებში საქართველოს
წევრობასთან დაკავშირებულ ვალდებულებებთან
კანონპროექტი არ ეწინააღმდეგება საერთაშორისო ორგანიზაციებში საქართველოს
წევრობასთან დაკავშირებულ ვალდებულებებს.
გ.გ) კანონპროექტის მიმართება საქართველოს ორმხრივ და მრავალმხრივ
ხელშეკრულებებთან
და
შეთანხმებებთან,
აგრეთვე,
ისეთი
ხელშეკრულების/შეთანხმების არსებობის შემთხვევაში, რომელსაც უკავშირდება
კანონპროექტის მომზადება, − მისი შესაბამისი მუხლი ან/და ნაწილი
კანონპროექტის მიღება არ ეწინააღმდეგება საქართველოს ორმხრივ და მრავალმხრივ
ხელშეკრულებებსა და შეთანხმებებს. კანონპროექტის მიღება არ უკავშირდება
საქართველოს მიერ დადებულ ხელშეკრულებას/შეთანხმებას.
გ.დ) არსებობის შემთხვევაში, ევროკავშირის ის სამართლებრივი აქტი, რომელთან
დაახლოების ვალდებულებაც გამომდინარეობს „ერთი მხრივ, საქართველოსა და, მეორე
მხრივ, ევროკავშირსა და ევროპის ატომური ენერგიის გაერთიანებას და მათ წევრ
სახელმწიფოებს შორის ასოცირების შესახებ შეთანხმებიდან“ ან ევროკავშირთან
დადებული საქართველოს სხვა ორმხრივი და მრავალმხრივი ხელშეკრულებებიდან;
ასეთი არ არსებობს.
დ) კანონპროექტის მომზადების პროცესში მიღებული კონსულტაციები.
დ.ა) სახელმწიფო, არასახელმწიფო ან/და საერთაშორისო ორგანიზაცია/დაწესებულება,
ექსპერტი, სამუშაო ჯგუფი, რომელმაც მონაწილეობა მიიღო კანონპროექტის
შემუშავებაში, ასეთის არსებობის შემთხვევაში
ასეთი არ არსებობს.
დ.ბ) კანონპროექტის შემუშავებაში მონაწილე ორგანიზაციის/დაწესებულების, სამუშაო
ჯგუფის, ექსპერტის შეფასება კანონპროექტის მიმართ, ასეთის არსებობის შემთხვევაში
ასეთი არ არსებობს.
დ.გ) სხვა ქვეყნების გამოცდილება კანონპროექტის მსგავსი კანონების იმპლემენტაციის
სფეროში, იმ გამოცდილების მიმოხილვა, რომელიც მაგალითად იქნა გამოყენებული
კანონპროექტის მომზადებისას, ასეთი მიმოხილვის მომზადების შემთხვევაში
ასეთი არ არსებობს.
ე) კანონპროექტის ავტორი
კანონპროექტის ავტორები არიან პარლამენტის წევრები: კახა კახიშვილი, ვიქტორ
ჯაფარიძე, ანტონ ობოლაშვილი, ირმა ზავრადაშვილი
ვ) კანონპროექტის ინიციატორი
კანონპროექტის ინიციატორები არიან პარლამენტის წევრები: კახა კახიშვილი, ვიქტორ
ჯაფარიძე, ანტონ ობოლაშვილი, ირმა ზავრადაშვილი