„საქართველოს პარლამენტის რეგლამენტში ცვლილების შეტანის შესახებ“
📋 განხილვის ეტაპები
I მოსმენა
✓ 84 ✗ 0
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (1)
II მოსმენა
✓ 79 ✗ 0
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (2)
III მოსმენა
✓ 78 ✗ 0
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (3)
კანონი
📑 დასკვნები
📅 დამატებითი ინფორმაცია
ბიუროზე განხილვის თარიღი 2022-10-31
ბიუროს ნომერი 193
📜 ტექსტი
საქართველოს პარლამენტის რეგლამენტის პროექტი
პროექტი
საქართველოს პარლამენტის რეგლამენტი
საქართველოს პარლამენტის რეგლამენტში
ცვლილების შეტანის შესახებ
მუხლი 1. საქართველოს პარლამენტის რეგლამენტში (საქართველოს
საკანონმდებლო მაცნე (www.matsne.gov.ge), 14.12.2018, სარეგისტრაციო კოდი:
010190030.06.001.016054) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:
1. მე-8 მუხლის მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„3. პარლამენტის წევრი ვალდებულია „კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლის
შესახებ“ საქართველოს კანონით დადგენილი წესით შეავსოს და საჯარო
სამართლის იურიდიულ პირს − საჯარო სამსახურის ბიუროს წარუდგინოს
ქონებრივი მდგომარეობის დეკლარაცია. პარლამენტის საპროცედურო საკითხთა
და წესების კომიტეტი პერიოდულად და საჭიროების შემთხვევაში აანალიზებს
სათანადო ორგანოების მიერ წარმოდგენილ ინფორმაციას პარლამენტის წევრის
ქონებრივი მდგომარეობის დეკლარაციის შესახებ, ხოლო აუცილებლობის
შემთხვევაში საკითხს განსახილველად სვამს პარლამენტის პლენარულ
სხდომაზე.“.
2. 186-ე მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„მუხლი 186. საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების
მარეგულირებელი ეროვნული კომისიის წევრის გადაყენება
საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი
ეროვნული კომისიის წევრის მიერ „კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ“
საქართველოს კანონის მოთხოვნების დარღვევის ან/და ზედიზედ 4 თვის
განმავლობაში სამსახურებრივი მოვალეობის შეუსრულებლობის შემთხვევაში
კომისიის
წევრის
გადაყენების
თაობაზე
გადაწყვეტილებას
სრული
შემადგენლობის უმრავლესობით იღებს პარლამენტი.“.
3. რეგლამენტს დაემატოს შემდეგი შინაარსის 1321 მუხლი:
„მუხლი 1321. კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლის ზოგადი პოლიტიკის
განმსაზღვრელი დოკუმენტის დამტკიცება
1. პარლამენტი დადგენილებით ამტკიცებს კორუფციის წინააღმდეგ
ბრძოლის ზოგადი პოლიტიკის განმსაზღვრელ დოკუმენტს.
2. ამ მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრული დადგენილება
პარლამენტს წარედგინება, განიხილება და მიიღება რეგლამენტის 130-ე მუხლით
გათვალისწინებული წესით.
3. კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლის ზოგადი პოლიტიკის განმსაზღვრელი
დოკუმენტის დამტკიცებისას პარლამენტი მსჯელობს, მათ შორის, ამ საკითხთან
დაკავშირებით საჯარო სამართლის იურიდიული პირის − ანტიკორუფციული
1
ბიუროს და სხვა სათანადო სახელმწიფო უწყებების მიერ პარლამენტისთვის
წარდგენილ წინადადებებზე.“.
4. რეგლამენტს დაემატოს შემდეგი შინაარსის 1753 მუხლი:
„მუხლი 1753. ქვეყანაში კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლის საკითხებზე
ზედამხედველობა, საჯარო სამართლის იურიდიული პირის − ანტიკორუფციული
ბიუროს წლიური ანგარიში
1. საჯარო სამართლის იურიდიული პირი − ანტიკორუფციული ბიურო
წელიწადში ერთხელ, არაუგვიანეს 31 მარტისა, პარლამენტს წარუდგენს წლიურ
ანგარიშს საჯარო სამართლის იურიდიული პირის − ანტიკორუფციული ბიუროს
უფლებამოსილებებში შემავალი საკითხების შესახებ.
2. სავალდებულოა საჯარო სამართლის იურიდიული პირის −
ანტიკორუფციული ბიუროს წლიური ანგარიშის პარლამენტის პლენარულ
სხდომაზე განხილვა. აღნიშნულ ანგარიშს პარლამენტი განიხილავს რეგლამენტის
176-ე მუხლის მე-2−მე-5 და მე-9 პუნქტებით დადგენილი წესით.
3. საჯარო სამართლის იურიდიული პირის − ანტიკორუფციული ბიუროს
წლიური ანგარიშის განხილვის შემდეგ პარლამენტი იღებს დადგენილებას.“.
მუხლი 2. ამ რეგლამენტით გათვალისწინებული საქართველოს
პარლამენტის რეგლამენტის 1753 მუხლით განსაზღვრული საჯარო სამართლის
იურიდიული პირის − ანტიკორუფციული ბიუროს წლიური ანგარიში
საქართველოს პარლამენტს 2023 წელს არ წარედგინება.
მუხლი 3. ეს რეგლამენტი ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
საქართველოს პარლამენტის
თავმჯდომარე
შალვა პაპუაშვილი
2
განმარტებითი ბარათი
განმარტებითი ბარათი
საქართველოს პარლამენტის რეგლამენტის პროექტზე
„საქართველოს პარლამენტის რეგლამენტში
ცვლილების შეტანის შესახებ“
ა) ზოგადი ინფორმაცია რეგლამენტის პროექტის შესახებ:
ა.ა) რეგლამენტის პროექტის მიღების მიზეზი:
ა.ა.ა) პრობლემა, რომლის გადაჭრასაც მიზნად ისახავს რეგლამენტის პროექტი:
საქართველოს
პარლამენტის
რეგლამენტის
პროექტი
გამომდინარეობს
საკანონმდებლო ცვლილებების პაკეტში შემავალი „საჯარო დაწესებულებაში
ინტერესთა შეუთავსებლობისა და კორუფციის შესახებ“ საქართველოს კანონის
პროექტიდან; კერძოდ, აღნიშნული კანონის პროექტით იქმნება საჯარო
სამართლის იურიდიული პირი − ანტიკორუფციული ბიურო, რომელიც, სხვა
უფლებამოსილებების განხორციელებასთან ერთად, შეიმუშავებს წინადადებებს
კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლის ზოგადი პოლიტიკის განსაზღვრასთან
დაკავშირებით და წარუდგენს მათ საქართველოს პარლამენტს, აგრეთვე
წელიწადში ერთხელ, არაუგვიანეს 31 მარტისა, საქართველოს პარლამენტს
წარუდგენს წლიურ ანგარიშს ანტიკორუფციული ბიუროს უფლებამოსილებებში
შემავალი საკითხების შესახებ. შესაბამისად, წარმოდგენილი რეგლამენტის
პროექტი ანტიკორუფციული ბიუროს ამ უფლებამოსილებებთან დაკავშირებული
პროცედურული საკითხების მოწესრიგებას ემსახურება.
ა.ა.ბ) არსებული პრობლემის გადასაჭრელად კანონის მიღების აუცილებლობა:
„ა.ა.ა“ ქვეპუნქტში აღნიშნული საკითხი, მისი მიზნიდან და არსიდან გამომდინარე,
მოითხოვს საკანონმდებლო ცვლილების განხორციელებას.
ა.ბ) რეგლამენტის პროექტის მოსალოდნელი შედეგები:
რეგლამენტის პროექტით მოწესრიგდება
პროცედურული საკითხები.
„ა.ა.ა“
ქვეპუნქტში
აღნიშნული
ა.გ) რეგლამენტის პროექტის ძირითადი არსი:
რეგლამენტის პროექტით განისაზღვრება საქართველოს პარლამენტის მიერ
კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლის ზოგადი პოლიტიკის განმსაზღვრელი
დოკუმენტის დამტკიცებისა და საჯარო სამართლის იურიდიული პირის −
ანტიკორუფციული ბიუროს წლიური ანგარიშის მოსმენის პროცედურები.
ამასთანავე, საკანონმდებლო ცვლილებების პაკეტში შემავალი „საჯარო
დაწესებულებაში ინტერესთა შეუთავსებლობისა და კორუფციის შესახებ“
საქართველოს კანონის პროექტით გათვალისწინებული ამავე კანონის სათაურის
1
ცვლილებიდან გამომდინარე, საქართველოს პარლამენტის რეგლამენტში
სამართლებრივი ტექნიკის თვალსაზრისით ზუსტდება მითითება აღნიშნულ
კანონზე.
ა.დ) რეგლამენტის პროექტის კავშირი სამთავრობო პროგრამასთან და შესაბამის
სფეროში არსებულ სამოქმედო გეგმასთან, ასეთის არსებობის შემთხვევაში
(საქართველოს მთავრობის მიერ ინიციირებული კანონპროექტის შემთხვევაში):
რეგლამენტის პროექტი საქართველოს მთავრობის მიერ არ არის ინიციირებული.
ა.ე) რეგლამენტის პროექტის ძალაში შესვლის თარიღის შერჩევის პრინციპი, ხოლო
კანონისთვის უკუძალის მინიჭების შემთხვევაში − აღნიშნულის თაობაზე შესაბამისი
დასაბუთება:
რეგლამენტის პროექტით გათვალისწინებული საქართველოს პარლამენტის
რეგლამენტი ამოქმედდება გამოქვეყნებისთანავე, რადგან იგი, მისი მიზნიდან და
შინაარსიდან გამომდინარე, არ ითხოვს ამოქმედების უფრო გვიანდელი ვადის
დადგენას. რეგლამენტის პროექტი არ ითვალისწინებს უკუძალის მინიჭების
საკითხს.
ა.ვ) რეგლამენტის პროექტის დაჩქარებული წესით განხილვის მიზეზები და
შესაბამისი დასაბუთება (თუ ინიციატორი ითხოვს რეგლამენტის პროექტის
დაჩქარებული წესით განხილვას):
ევროკომისიის 2022 წლის 17 ივნისის დასკვნით განსაზღვრული პრიორიტეტული
ამოცანების შესასრულებლად საქართველოს ხელისუფლების მიერ შემუშავებული
სამოქმედო გეგმის თანახმად, საკანონმდებლო ცვლილებების პაკეტის საბოლოო
რედაქციით მიღების ვადაა პერიოდი არაუგვიანეს 2022 წლის 1 დეკემბრისა. აქედან
გამომდინარე, საქართველოს პარლამენტის რეგლამენტით დადგენილი მოქმედი
პროცედურების გათვალისწინებით საჭიროა წარმოდგენილი რეგლამენტის
პროექტის დაჩქარებული წესით განხილვის შესახებ გადაწყვეტილების მიღება.
ბ) რეგლამენტის პროექტის ფინანსური გავლენის შეფასება საშუალოვადიან
პერიოდში (რეგლამენტის პროექტის ამოქმედების წელი და შემდგომი 3 წელი):
ბ.ა) რეგლამენტის პროექტის მიღებასთან დაკავშირებით აუცილებელი ხარჯების
დაფინანსების წყარო:
რეგლამენტის პროექტის მიღება არ იწვევს დამატებით ხარჯებს.
ბ.ბ) რეგლამენტის პროექტის გავლენა სახელმწიფო, ავტონომიური რესპუბლიკის
რესპუბლიკური ან/და მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილზე:
2
რეგლამენტის პროექტი გავლენას არ ახდენს სახელმწიფო, ავტონომიური
რესპუბლიკის რესპუბლიკური ან/და მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის საშემოსავლო
ნაწილზე.
ბ.გ) რეგლამენტის პროექტის გავლენა სახელმწიფო, ავტონომიური რესპუბლიკის
რესპუბლიკური ან/და მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ხარჯვით ნაწილზე:
რეგლამენტის პროექტი გავლენას არ ახდენს სახელმწიფო, ავტონომიური
რესპუბლიკის რესპუბლიკური ან/და მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ხარჯვით
ნაწილზე.
ბ.დ) სახელმწიფოს ახალი ფინანსური ვალდებულებები, რეგლამენტის პროექტის
გავლენით სახელმწიფოს ან მის სისტემაში არსებული უწყების მიერ მისაღები
პირდაპირი ფინანსური ვალდებულებების (საშინაო ან საგარეო ვალდებულებები)
მითითებით:
რეგლამენტის პროექტი არ ითვალისწინებს სახელმწიფოს მიერ ახალი ფინანსური
ვალდებულებების აღებას.
ბ.ე) რეგლამენტის პროექტის მოსალოდნელი ფინანსური შედეგები იმ პირთათვის,
რომელთა მიმართაც ვრცელდება რეგლამენტის პროექტის მოქმედება, იმ ფიზიკურ
და იურიდიულ პირებზე გავლენის ბუნებისა და მიმართულების მითითებით,
რომლებზედაც მოსალოდნელია რეგლამენტის პროექტით განსაზღვრულ ქმედებებს
ჰქონდეს პირდაპირი გავლენა:
რეგლამენტის პროექტი არ ახდენს ფინანსურ გავლენას იმ პირებზე, რომელთა
მიმართაც ვრცელდება მისი მოქმედება.
ბ.ვ) რეგლამენტის პროექტით დადგენილი გადასახადის, მოსაკრებლის ან სხვა სახის
გადასახდელის (ფულადი შენატანის) ოდენობა შესაბამის ბიუჯეტში და ოდენობის
განსაზღვრის პრინციპი:
რეგლამენტის პროექტით არ დგინდება გადასახადი, მოსაკრებელი ან სხვა სახის
გადასახდელი.
ბ1) ბავშვის უფლებრივ მდგომარეობაზე რეგლამენტის პროექტის ზეგავლენის
შეფასება:
რეგლამენტის პროექტი არ ახდენს გავლენას ბავშვის უფლებრივ მდგომარეობაზე.
გ) რეგლამენტის პროექტის მიმართება
საერთაშორისო სამართლებრივ
სტანდარტებთან:
გ.ა) რეგლამენტის პროექტის მიმართება ევროკავშირის სამართალთან:
3
რეგლამენტის პროექტი არ ეწინააღმდეგება ევროკავშირის სამართალს.
გ.ბ) რეგლამენტის პროექტის მიმართება საერთაშორისო ორგანიზაციებში
საქართველოს წევრობასთან დაკავშირებულ ვალდებულებებთან:
რეგლამენტის პროექტი არ ეწინააღმდეგება საერთაშორისო ორგანიზაციებში
საქართველოს წევრობასთან დაკავშირებულ ვალდებულებებს.
გ.გ) რეგლამენტის პროექტის მიმართება საქართველოს ორმხრივ და მრავალმხრივ
ხელშეკრულებებთან
და
შეთანხმებებთან,
აგრეთვე,
ისეთი
ხელშეკრულების/შეთანხმების არსებობის შემთხვევაში, რომელსაც უკავშირდება
რეგლამენტის პროექტის მომზადება, − მისი შესაბამისი მუხლი ან/და ნაწილი:
რეგლამენტის პროექტი არ ეწინააღმდეგება საქართველოს ორმხრივ და
მრავალმხრივ ხელშეკრულებებსა და შეთანხმებებს. რეგლამენტის პროექტის
მომზადება არ არის დაკავშირებული ასეთ ხელშეკრულებასთან/შეთანხმებასთან.
გ.დ) არსებობის შემთხვევაში, ევროკავშირის ის სამართლებრივი აქტი, რომელთან
დაახლოების ვალდებულებაც გამომდინარეობს „ერთი მხრივ, საქართველოსა და,
მეორე მხრივ, ევროკავშირსა და ევროპის ატომური ენერგიის გაერთიანებას და მათ
წევრ სახელმწიფოებს შორის ასოცირების შესახებ შეთანხმებიდან“ ან ევროკავშირთან
დადებული საქართველოს სხვა ორმხრივი და მრავალმხრივი ხელშეკრულებებიდან:
ასეთი არ არსებობს.
დ) რეგლამენტის პროექტის მომზადების პროცესში მიღებული კონსულტაციები:
დ.ა)
სახელმწიფო,
არასახელმწიფო
ან/და
საერთაშორისო
ორგანიზაცია/დაწესებულება, ექსპერტი, სამუშაო ჯგუფი, რომელმაც მონაწილეობა
მიიღო რეგლამენტის პროექტის შემუშავებაში, ასეთის არსებობის შემთხვევაში:
რეგლამენტის პროექტი მომზადდა ევროკავშირის წევრობის კანდიდატის
სტატუსის საქართველოსთვის მისანიჭებლად განსახორციელებელი შესაბამისი
საკანონმდებლო ცვლილებების მომზადების (ანტიკორუფციული საქმიანობის
ინსტიტუციური გაძლიერების) მიზნით იურიდიულ საკითხთა კომიტეტის მიერ
შექმნილი სამუშაო ჯგუფის ფარგლებში.
დ.ბ)
რეგლამენტის
პროექტის
შემუშავებაში
ორგანიზაციის/დაწესებულების,
სამუშაო
ჯგუფის,
ექსპერტის
რეგლამენტის პროექტის მიმართ, ასეთის არსებობის შემთხვევაში:
მონაწილე
შეფასება
ასეთი არ არსებობს.
დ.გ) სხვა ქვეყნების გამოცდილება რეგლამენტის პროექტის მსგავსი კანონების
იმპლემენტაციის სფეროში, იმ გამოცდილების მიმოხილვა, რომელიც მაგალითად
4
იქნა გამოყენებული რეგლამენტის პროექტის მომზადებისას, ასეთი მიმოხილვის
მომზადების შემთხვევაში:
ასეთი მიმოხილვა არ მომზადებულა.
ე) რეგლამენტის პროექტის ავტორი:
ევროკავშირის
წევრობის
კანდიდატის
სტატუსის
საქართველოსთვის
მისანიჭებლად განსახორციელებელი შესაბამისი საკანონმდებლო ცვლილებების
მომზადების (ანტიკორუფციული საქმიანობის ინსტიტუციური გაძლიერების)
მიზნით იურიდიულ საკითხთა კომიტეტის მიერ შექმნილი სამუშაო ჯგუფი.
ვ) რეგლამენტის პროექტის ინიციატორი:
საქართველოს პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტი.
5