საქართველოს პარლამენტის დიასპორისა და კავკასიის საკითხთა კომიტეტის მომართვა საქართველოს პარლამენტის წევრების: გიორგი ხოჯევანიშვილის, მიხეილ დაუშვილის, ანა ბუჩუკურის, შალვა კერესელიძის, ბექა ლილუაშვილის და ალექსანდრე მოწერელიას მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარმოდგენილი „უცხოეთში მცხოვრები თანამემამულეებისა და დიასპორული ორგანიზაციების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ (№07-3/223; 09.06.2022) საქართველოს კანონის პროექტის განხილვის ვადის 30 დღით გაგრძელების შესახებ

საორგანიზაციო საკითხი განხილვაშია
ინიცირების თარიღი
31.10.2022
ავტორი
საქართველოს პარლამენტის დიასპორისა და კავკასიის საკითხთა კომიტეტი
ნომერი
#2-16841/22/10
წყარო

📋 განხილვის ეტაპები

📅 დამატებითი ინფორმაცია

ბიუროზე განხილვის თარიღი 2022-10-31
ბიუროს ნომერი 193

📜 ტექსტი

წერილი
დიასპორისა და კავკასიის საკითხთა კომიტეტი 2-16841/22 31-10-2022 საქართველოს პარლამენტის ბიუროს როგორც თქვენთვის ცნობილია, საქართველოს პარლამენტის წევრების: გიორგი ხოჯევანიშვილის, მიხეილ დაუშვილის, ანა ბუჩუკურის, შალვა კერესელიძის, ბექა ლილუაშვილისა და ალექსანდრე მოწერელიას მიერ, საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარმოდგენილია საქართველოს კანონის პროექტი: „უცხოეთში მცხოვრები თანამემამულეებისა და დიასპორული ორგანიზაციების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ (№07-3/223; 09.06.2022). აღნიშნულ კანონპროექტზე, საქართველოს პარლამენტის ბიუროს (N161/3; 20.06.2022) გადაწყვეტილებით, წამყვან კომიტეტად განსაზღვრულია დიასპორისა და კავკასიის საკითხთა კომიტეტი, ხოლო სავალდებულო კომიტეტებად: ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტი და საგარეო ურთიერთობათა კომიტეტი. მიმდინარე წლის 31 ოქტომბერს, აღნიშნული კანონპროექტის საკომიტეტო განხილვის ვადის გაგრძელების თაობაზე, თხოვნით მოგვმართა ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტმა (2-16823/22; 31.10.2022). საქართველოს პარლამენტის რეგლამენტით გათვალისწინებული ვადების დაცვისა და ამ კანონპროექტის სრულყოფილად მომზადების მიზნით, გთხოვთ, აღნიშნული კანონპროექტის საკომიტეტო განხილვის ვადა გაგრძელდეს 30 დღით. დანართი: 1 (ერთი) ფურცელი პატივისცემით, კომიტეტის თავმჯდომარე ბექა ოდიშარია თბილისი 0118, რუსთაველის გამზირი # 8, საქართველოს პარლამენტის სასახლე ტელეფონი: (995 32) 2281679. ელ. ფოსტა: contact@parliament.ge
დანართი
ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტი 2-16823/22 31-10-2022 საქართველოს პარლამენტის დისპორისა და კავკასიის საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარეს, ბატონ ბექა ოდიშარიას საქართველოს პარლამენტის ბიუროს N161/3, 20.06.2022 გადაწყვეტილებით, ადამიანის უფლებათა დაცვისა განსახილველად და სამოქალაქო გადმოეცა ინტეგრაციის საქართველოს კომიტეტს პარლამენტის სავალდებულოდ წევრების: გიორგი ხოჯევანიშვილის, მიხეილ დაუშვილის, ანა ბუჩუკურის, შალვა კერესელიძის, ბექა ლილუაშვილისა და ალექსანდრე მოწერელიას მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარმოდგენილი საქართველოს კანონის პროექტი „უცხოეთში მცხოვრები თანამემამულეებისა და დიასპორული ორგანიზაციების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ (№07-3/223; 09.06.2022), რისი განხილვის ვადაც განსაზღვრულია 2022 წლის 02 ნოემბრამდე. კომიტეტი აღნიშნული საკანონმდებლო ინიციატივის განხილვას გეგმავდა მიმდინარე კვირაში, მისი განხილვისთვის დადგენილ ვადაში, თუმცა ამავე კვირაში პრიორიტეტულად განსახილველია საქართველოს სახალხო დამცველის თანამდებობაზე ასარჩევად წარმოდგენილი კანდიდატურების საკითხი, რის გამოც დასახელებული საკანონმდებლო ინიციატივის განხილვა ვერ მოხერხდება. ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, გთხოვთ უზრუნველყოთ დასახელებული ინიციატივის განხილვის ვადის გაგრძელება 30 დღით. პატივისცემით, კომიტეტის თავმჯდომარე მიხეილ სარჯველაძე თბილისი 0118, რუსთაველის გამზირი # 8, საქართველოს პარლამენტის სასახლე ტელეფონი: (995 32) 2281679. ელ. ფოსტა: contact@parliament.ge საკანონმდებლო