საქართველოს პარლამენტის თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის მომართვა საქართველოს პარლამენტის წევრების: ანა წითლიძის, გიორგი ბოტკოველის, დევი ჭანკოტაძის, თეიმურაზ ჯანაშიას, ნონა მამულაშვილის და ლევან ხაბეიშვილის მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარმოდგენილი „ომისა და თავდაცვის ძალების ვეტერანების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის შესახებ“ (№07-3/204; 02.05.2022) საქართველოს კანონის პროექტის განხილვის ვადის 30 დღით გაგრძელების შესახებ

საორგანიზაციო საკითხი განხილვაშია
ინიცირების თარიღი
31.10.2022
ავტორი
საქართველოს პარლამენტის თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტი
ნომერი
#2-16844/22/10
წყარო

📋 განხილვის ეტაპები

📅 დამატებითი ინფორმაცია

ბიუროზე განხილვის თარიღი 2022-10-31
ბიუროს ნომერი 193

📜 ტექსტი

წერილი
თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტი 2-16844/22 31-10-2022 საქართველოს პარლამენტის ბიუროს საქართველოს პარლამენტის ბიუროს N174/17; გადაწყვეტილებით საქართველოს პარლამენტის 2022 წევრების: წლის ანა 12 სექტემბრის წითლიძის, გიორგი ბოტკოველის, დევი ჭანკოტაძის, თეიმურაზ ჯანაშიას, ნონა მამულაშვილისა და ლევან ხაბეიშვილის მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარმოდგენილი საქართველოს კანონის პროექტის „ომისა და თავდაცვის ძალების ვეტერანების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ (№07-3/204; 02.05.2022) წამყვანი კომიტეტის, თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის განხილვის ვადად განისაზღვრა ( 06.10.-17.11) , ხოლო სავალდებულო კომიტეტების: ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის, საფინანსო-საბიუჯეტო და ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტების განხილვის ვადად განისაზღვრა ( 22.09-03.11). ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარემ მოგვმართა N 2-16825/22, 31-10-2022 წერილით, რომლითაც განხილვის ვადის გაგრძელებას ითხოვს 30 დღის ვადით. შესაბამისად, გთხოვთ საქართველოს კანონის პროექტის „ომისა და თავდაცვის ძალების ვეტერანების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ (№07-3/204; 02.05.2022) განხილვის ვადა როგორც წამყვანი, ისე სავალდებულო კომიტეტებისთვის გააგრძელოთ 30 დღით. დანართი: 1 ფურცლად. პატივისცემით, თბილისი 0118, რუსთაველის გამზირი # 8, საქართველოს პარლამენტის სასახლე ტელეფონი: (995 32) 2281679. ელ. ფოსტა: contact@parliament.ge კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი ბერაია
დანართი
ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტი 2-16825/22 31-10-2022 საქართველოს პარლამენტის თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარეს, ბატონ ირაკლი ბერაიას საქართველოს პარლამენტის ბიუროს N147/1, 10.05.2022 გადაწყვეტილებით, ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტს სავალდებულოდ განსახილველად გადმოეცა საქართველოს პარლამენტის წევრების: ანა წითლიძის, გიორგი ბოტკოველის, დევი ჭანკოტაძის, თეიმურაზ ჯანაშიას, ნონა მამულაშვილისა და ლევან ხაბეიშვილის მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარმოდგენილი საქართველოს კანონის პროექტი „ომისა და თავდაცვის ძალების ვეტერანების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ (№07-3/204; 02.05.2022 განხილვის ვადა 2022 წლის 03 ნოემბრამდე). კომიტეტი აღნიშნული საკანონმდებლო ინიციატივის განხილვას გეგმავდა მიმდინარე კვირაში, მისი განხილვისთვის დადგენილ ვადაში, თუმცა ამავე კვირაში პრიორიტეტულად განსახილველია საქართველოს სახალხო დამცველის თანამდებობაზე ასარჩევად წარმოდგენილი კანდიდატურების საკითხი, რის გამოც დასახელებული საკანონმდებლო ინიციატივის განხილვა ვერ მოხერხდება. ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, გთხოვთ უზრუნველყოთ დასახელებული ინიციატივის განხილვის ვადის გაგრძელება 30 დღით. პატივისცემით, კომიტეტის თავმჯდომარე მიხეილ სარჯველაძე თბილისი 0118, რუსთაველის გამზირი # 8, საქართველოს პარლამენტის სასახლე ტელეფონი: (995 32) 2281679. ელ. ფოსტა: contact@parliament.ge საკანონმდებლო