საქართველოს პარლამენტის კულტურის კომიტეტის თავმჯდომარის ელისო ბოლქვაძის მიერ წარმოდგენილი 2022 წლის 24-27 ოქტომბერს ფინეთის რესპუბლიკაში სამუშაო ვიზიტის ფარგლებში გამართული შეხვედრების ანგარიში

ანგარიში განხილვაშია
ინიცირების თარიღი
31.10.2022
ავტორი
საქართველოს პარლამენტის კულტურის კომიტეტის თავმჯდომარე ელისო ბოლქვაძე
ნომერი
#2-16849/22/10
წყარო

📋 განხილვის ეტაპები

ბიუროზე განხილული დოკუმენტი

📅 დამატებითი ინფორმაცია

ბიუროზე განხილვის თარიღი 2022-10-31
ბიუროს ნომერი 193

📜 ტექსტი

წერილი
კულტურის კომიტეტი 2-16849/22 31-10-2022 საქართველოს პარლამენტის ბიუროს ასლი: საორგანიზაციო დეპარტამენტს ბატონო შალვა, საქართველოს პარლამენტის რეგლამენტის 188-ე მუხლის საფუძველზე, წარმოგიდგენთ ანგარიშს 2022 წლის 24-27 ოქტომბერს ფინეთის რესპუბლიკაში ჩემი სამუშაო ვიზიტის ფარგლებში გამართული შეხვედრების შესახებ. დანართი „2“ ფურცელი. პატვისცემით, კომიტეტის თავმჯდომარე ელისო ბოლქვაძე თბილისი 0118, რუსთაველის გამზირი # 8, საქართველოს პარლამენტის სასახლე ტელეფონი: (995 32) 2281679. ელ. ფოსტა: contact@parliament.ge
ანგარიში
საქართველოს პარლამენტის კულტურის კომიტეტის თავმჯდომარის სამუშაო ვიზიტის ანგარიში ფინეთის რესპუბლიკაში ( ქ. რეიკიავიკი) 2022 წლის 24-27 ოქტომბერი 2022 წლის 24-27 ოქტომბერს განხორციელდა პარლამენტის კულტურის კომიტეტის თავმჯდომარის ელისო ბოლქვაძის სამუშაო ვიზიტი ფინეთის რესპუბლიკაში, ქ. ჰელსინკი. ვიზიტის ფარგლებში დეპუტატმა ჩაატარა მნიშვნელოვანი შეხვედრები: 1. ფინეთის რესპუბლიკაში ვიზიტის ფარგლებში კულტურის კომიტეტის თავმჯდომარე ელისო ბოლქვაძე ფინეთის პარლამენტის განათლებისა და კულტურის კომიტეტის თავმჯდომარეს პაულა რისიკოს შეხვდა. შეხვედრაზე ისაუბრეს პარლამენტთაშორისი ურთიერთობების გაღრმავებასა და თანამშრომლობაზე ორი ქვეყნის კულტურის კომიტეტებს შორის. ფინეთის კულტურის კომიტეტმა ელისო ბოლქვაძეს მათი მუშაობის სპეციფიკა და დოკუმენტაცია გააცნო. შეხვედრაზე ასევე განიხილეს სახელოვნებო განათლების ფინური სისტემა და კომიტეტისა და კულტურის სამინისტროს მიერ ერთობლივად შემუშავებული რეგულაციები, რომლებიც აღნიშნულ სფეროს აწესრიგებენ. 2. ფინეთის რესპუბლიკაში ვიზიტის ფარგლებში კულტურის კომიტეტის თავმჯდომარე ელისო ბოლქვაძე ფინეთის პარლამენტის საქართველოსთან მეგობრობის ჯგუფის წევრებს შეხვდა. შეხვედრაზე ისაუბრეს ორი ქვეყნის პარლამენტებს შორის არსებულ თანამშრომლობასა და მიმდინარე ერთობლივ სამუშაოებზე, განსაკუთრებით განათლების მიმართულებით. ასევე განიხილეს ქართული კულტურის დღეების მოწყობის იდეა ფინეთში. შეხვედრის დასასრულს მხარეები შეთანხმდნენ ურთიერთობების გაღრმავებაზე. 3. ფინეთის რესპუბლიკაში ვიზიტის ფარგლებში კულტურის კომიტეტის თავმჯდომარე ელისო ბოლქვაძე ევროპის მასშტაბით ერთ-ერთ ყველაზე პრესტიჟულ კონსერვატორიას სიბელიუსის აკადემიას ეწვია, სადაც აკადემიის დეკანს ემილი გარდბერგს და საერთაშორისო ურთიერთობათა მიმართულების ხელმძღვანელს ტუვი მარტინსენს შეხვდა. ვიზიტისას კომიტეტის თავმჯდომარე გაეცნო აკადემიის საგანმანათლებლო პროცესს და მიმდინარე პროექტებს, რომლებშიც ქართველი სტუდენტებიც არიან ჩართულები. აღსანიშნავია, რომ სიბელიუსის აკადემიაში სამი ქართველი სტუდენტი სწავლობს. 4. ფინეთის რესპუბლიკაში ვიზიტის ფარგლებში კულტურის კომიტეტის თავმჯდომარე ელისო ბოლქვაძე ფინეთის განათლებისა და კულტურის მინისტრის მოადგილეს ტუომო პუუმალას შეხვდა. შეხვედრას ესწრებოდნენ ფინეთის განათლებისა და კულტურის სფეროს ექსპერტები. შეხვედრაზე ისაუბრეს ფინეთის საგანმანათლებლო სისტემის, კულტურის სფეროს მარეგულირებელი კანონმდებლობისა და მიმდინარე პროექტების შესახებ. ექსპერტებმა კომიტეტის თავმჯდომარეს სახელოვნებო განათლების კუთხით გაუზიარეს ფინეთის გამოცდილება და შეთანხმდნენ ორმხვრივ თანამშრომლობაზე, რომელშიც თავადაც ჩაერთვებიან. 5. ფინეთის რესპუბლიკაში ვიზიტის ფარგლებში კულტურის კომიტეტის თავმჯდომარე ელისო ბოლქვაძე ფინეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს წარმომადგენლებს შეხვდა. მათ შორის: რუსეთთან, აღმოსავლეთ ევროპასთან და ცენტრალურ აზიასთან ურთიერთობის დეპარტამენტის გენერალურ დირექტორს მარია ლივალას, ამავე დეპარტამენტის ხელმძღვანელს სირპა ოკსანენს და ოფიცერს სვენ კილემეტს და სახალხო დიპლომატიისა და კომუნიკაციების გაერთიანების ხელმძღვანელს ლაურა კამრასს. შეხვედრაზე ისაუბრეს კულტურის დიპლომატიის უდიდეს მნიშვნელობასა და ამ კუთხით გამოცდილების გაზიარების თაობაზე. შეხვედრის დასასრულს მხარეებმა მზაობა გამოთქვეს აღნიშნული მიმართულებით თანამშრომლობის გაღრმავებაზე.