საქართველოს პარლამენტის საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის დასკვნა კონსტიტუციურ სარჩელზე პარლამენტის წევრთა ხელმოწერების ნამდვილობის შესახებ

დასკვნა განხილვაშია
ინიცირების თარიღი
31.10.2022
ავტორი
საქართველოს პარლამენტის საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტი
ინიციატორი
საქართველოს პარლამენტის საპროცდურო საკითხთა და წესების კომიტეტი
ნომერი
#2-16925/22/10
წყარო

📋 განხილვის ეტაპები

საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის სხდომაზე განხილული დოკუმენტი
ბიუროზე განხილული დოკუმენტი

📅 დამატებითი ინფორმაცია

კომიტეტზე განხილვის თარიღი 2022-10-31
კომიტეტის სხდომის ნომერი 90

📜 ტექსტი

დღის წესრიგი
10/31/22, 1:51 PM საქართველოს პარლამენტი საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის სხდომა თარიღი 31 ოქტომბერი 2022 13:00 2022 წლის 31 ოქტომბერი, 13:00 საათი ქ. თბილისი, რუსთაველის გამზირი N8 კომიტეტის სათათბირო ოთახი N221 (C კორპუსი, II სართული) დღის წესრიგი (პროექტი) კონსტიტუციურ სარჩელზე საქართველოს პარლამენტის წევრთა ხელმოწერების ნამდვილობის შემოწმების საკითხის განხილვა; მომხსენებელი: ირაკლი ქადაგიშვილი. https://parliament.ge/print/announcement/1758?local=true 1/2 10/31/22, 1:51 PM https://parliament.ge/print/announcement/1758?local=true საქართველოს პარლამენტი 2/2
ოქმი
საქართველოს პარლამენტის საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის 2022 წლის 31 ოქტომბერი, 13.00 სთ ქ. თბილისი, რუსთაველის გამზირი N8 კომიტეტის სათათბირო ოთახი N221 (C კორპუსი, II სართული) სხდომის ოქმი N90 სხდომის თავმჯდომარე: ირაკლი ქადაგიშვილი - საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის თავმჯდომარე. სხდომას ესწრებოდნენ: კომიტეტის წევრები: ირაკლი შატაკიშვილი, ლევან მგალობლიშვილი, პაატა მანჯგალაძე, ლევან ბეჟაშვილი, ირმა ზავრადაშვილი, თამარ კორძაია, გურამ მაჭარაშვილი, ბაჩუკი ქარდავა, გენრიეტა წიწავა და გიორგი კახიანის უფლებამონაცვლე გელა სამხარაული. სხდომას ესწრებოდნენ აგრეთვე: საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის აპარატის თანამშრომლები და მასმედიის წარმომადგენლები. სხდომის მდივანი: სესილი ძებნიაური - წამყვანი სპეციალისტი. დღის წესრიგი (პროექტი): კონსტიტუციურ სარჩელზე საქართველოს პარლამენტის წევრთა ხელმოწერების ნამდვილობის შემოწმების საკითხის განხილვა მომხსენებელი: ირაკლი ქადაგიშვილი სხდომის თავმჯდომარემ კომიტეტის წევრებს გააცნო სხდომის დღის წესრიგის პროექტი. სხდომის დღის წესრიგის პროექტთან დაკავშირებით კომიტეტის წევრების მიერ შენიშვნები და მოსაზრებები არ გამოთქმულა. კომიტეტის წევრებმა კენჭი უყარეს და ერთხმად დაამტკიცეს სხდომის დღის წესრიგი. სხდომის დღის წესრიგით გათვალისწინებულ საკითხთან დაკავშირებით კონსტიტუციურ სარჩელზე საქართველოს პარლამენტის წევრთა ხელმოწერების ნამდვილობის შემოწმების საკითხის განხილვა მოისმინეს: ირაკლი ქადაგიშვილის ინფორმაცია, რომლის თანახმად საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტი, საქართველოს პარლამენტის რეგლამენტის 178-ე მუხლის მე-3 პუნქტისა და მე-200 მუხლის შესაბამისად, განიხილავს საქართველოს პარლამენტის წევრების ხელმოწერების ნამდვილობის შემოწმების შედეგებს, რომელიც შეეხება „საერთო სასამართლოების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის კონსტიტუციურ სარჩელში მითითებული ნორმების საქართველოს კონსტიტუციასთან შესაბამისობის დადგენის მიზნით საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოსათვის მიმართვის უფლების განხორციელებას. საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის აპარატის მიერ შემოწმების შედეგად დადგინდა საქართველოს პარლამენტის 42 წევრის ხელმოწერის ნამდვილობა, რაც შეესაბამება საქართველოს პარლამენტის რეგლამენტის მე-200 მუხლით დადგენილ ხელმოწერების რაოდენობას (პარლამენტის წევრთა ერთი მეხუთედი). ყოველივე ზემოაღნიშნული იძლევა საქართველოს პარლამენტის რეგლამენტის მე-200 მუხლით მინიჭებული საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოში კონსტიტუციური სარჩელის წარდგენის უფლებას. კენჭისყრა: სხდომის თავმჯდომარემ კენჭისყრაზე დააყენა საკითხი: ვინ არის მომხრე, რომ საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტმა მხარი დაუჭიროს კომიტეტის დასკვნას კონსტიტუციურ სარჩელზე პარლამენტის წევრთა ხელმოწერების ნამდვილობის შესახებ? კენჭისყრაში მონაწილეობდა კომიტეტის 10 წევრი გადაწყვიტეს (ერთხმად): - საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტმა მხარი დაუჭირა დასკვნას პარლამენტის წევრთა ხელმოწერების ნამდვილობის შესახებ; - საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის დასკვნა წარედგინა საქართველოს პარლამენტის ბიუროს ინფორმირებისათვის. ირაკლი ქადაგიშვილი კომიტეტის თავმჯდომარე სესილი ძებნიაური სხდომის მდივანი 2