საქართველოს პარლამენტის წევრის ვლადიმერ ჩაჩიბაიას მიერ წარმოდგენილი 2022 წლის 18-20 ოქტომბერს, ნატო-ს საპარლამენტო ასამბლეაში საქართველოს პარლამენტის მუდმივმოქმედი დელეგაციის „როუზ-როთ“-ის რიგით 103-ე სემინარში (ქ. ჰელსინკი, ფინეთის რესპუბლიკა) მონაწილეობის ანგარიში

ანგარიში განხილვაშია
ინიცირების თარიღი
31.10.2022
ავტორი
საქართველოს პარლამენტის წევრი ვლადიმერ ჩაჩიბაია
ნომერი
#2-16910/22/10
წყარო

📋 განხილვის ეტაპები

ბიუროზე განხილული დოკუმენტი

📅 დამატებითი ინფორმაცია

ბიუროზე განხილვის თარიღი 2022-11-02
ბიუროს ნომერი 194

📜 ტექსტი

წერილი
საქართველოს პარლამენტის წევრი 2-16910/22 31-10-2022 საქართველოს პარლამენტის საორგანიზაციო დეპარატამენტის უფროსს ქალბატონ ეთერ სვიანაიძე ქალბატონო ეთერ, გიგზავნით, ნატო-ს საპარლამენტო ასამბლეაში საქართველოს პარლამენტის მუდმივმოქმედი დელეგაციის „როუზ-როთ“-ის რიგით 103-ე სემინარში მონაწილეობის ანგარიშს, რომელიც გაიმართა ქ. ჰელსინკში (ფინეთის რესპუბლიკა) მიმდინარე წლის 1820 ოქტომბერს. გთხოვთ, აღნიშნული ანგარიში შეიტანოთ უახლოვეს ბიუროს შეხვედრის დღის წესრიგში. დანართი: 5 ფურცლად. პატივისცემით, პარლამენტის წევრი ვლადიმერ ჩაჩიბაია თბილისი 0118, რუსთაველის გამზირი # 8, საქართველოს პარლამენტის სასახლე ტელეფონი: (995 32) 2281679. ელ. ფოსტა: contact@parliament.ge
ანგარიში
ნატო-ს საპარლამენტო ასამბლეა „როუზ-როთ“-ის 103 სემინარი ჰელსინკი, ფინეთის რესპუბლიკა 18-20 ოქტომბერი, 2022 ნატო-ს საპარლამენტო ასამბლეაში საქართველოს პარლამენტის მუდმივმოქმედი დელეგაციის ანგარიში WWW.PARLIAMENT.GE 28 ოქტომბერი 2022 ანგარიში მოამზადა ნატო-ს საპარლამენტო ასამბლეაში საქართველოს პარლამენტის მუდმივმოქმედი დელეგაციის მდივანმა, საერთაშორისო დეპარატმენტის, საერთაშორისო ორგანიზაციებთან ურთიერთობის განყოფილების მთავარმა სპეციალისტმა დავით ღუჭაშვილმა. ნატო-ს საპარლამენტო ასამბლეაში საქართველოს პარლამენტის მუდმივმოქმედი დელეგაციის შემადგენლობა ძირითადი შემადგენლობა  ირაკლი ბერაია (დელეგაციის ხელმძღვანელი) დემოკრატიული საქართველო“;  ვლადიმერ ჩაჩიბაია საქართველო“; ფრაქცია „ქართული ოცნება-დემოკრატიული  გიორგი ხელაშვილი საქართველო“; ფრაქცია „ქართული ოცნება-დემოკრატიული  თინათინ ბოკუჩავა ფრაქცია ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ გაერთიანებული ოპოზიცია „ძალა ერთობაშია; ფრაქცია „ქართული ოცნება- სათადარიგო შემადგენლობა  ნინო იობაშვილი საქართველო“; ფრაქცია „ქართული ოცნება-დემოკრატიული  დავით ბაქრაძე უფრაქციო;  თეონა აქუბარდია ფრაქცია რეფორმების ჯგუფი“;  ბექა ოდიშარია საქართველო“. ფრაქცია „ქართული ოცნება-დემოკრატიული ნატო-ს საპარლამენტო ასამბლეის მიერ, 2022 წლის მანძილზე დაგეგმილი ღონისძიებები, რომელშიც მონაწილეობას მიიღებს საქართველოს პარლამენტის მუდმივმოქმედი დელეგაცია  ასამბლეის რიგით 68-ე წლიური სხდომა ქ. მადრიდი, ესპანეთის სამეფო 18-21 ნოემბერი 2022. მოკლე შინაარსი  უკრაინაში, რუსეთის სამხედრო შეჭრამ განაპირობა ფინეთის და შვედეთის ნეიტრალური სტატუსის შეცვლა;  ფინეთის და შვედეთის ნატო-ში გაწევრიანება უფრო გააძლიერებს ალიანს;  რუსეთის ფედერაცია აღარ არის ის სახელმწიფო, რომელსაც ადრე ვიცნობდით;  ფინეთში, სამხედრო სავალდებულო თავდაცვის ქვაკუთხედს;  შვედეთის ახალად არჩეული მთავრობა კვალ გააგრძელებს უკრაინის თავდაცვისუნარიანობის მხარდაჭერას;  კლიმატური ცვლილებები, რომლებიც ასევე აღნიშნება არქტიკაში, შესაძლოა უსაფრთხოების თავლსაზრისით რიგ გამოწვევებს საფუძვლები გახდეს. სამსახური წარმოადგეს ქვეყნის ანგარიში 1. მიმდინარე წლის 18-20 ოქტომბერს, ქ. ჰელსინკში, ფინეთის რესპუბლიკაში ნატო-ს საპარლამენტო ასამბლეის ორგანიზებით, ფინეთის პარლამენტმა „როუზ-როთის“ რიგით 103-ე სემინარს უმასპინძლა. რომელშიც მონაწილეობა მიიღო საქართველოს პარლამენტის მუდმოვმოქმედი დელეგაციამ ნატო-ს საპარლამენტო ასამბლეაში შემდეგი შემადგენლობით: ვლადიმერ ჩაჩიბაია, თეონა აქუბარდია და დავით ბაქრაძე. 2. სემინარის ფარგლებში განხილული იყო ისეთი საკითხები, როგორიცაა: რუსეთის აგრესია უკრაინის წინააღმდეგ, ნატო-სს მადრიდის სამიტის გადაწყვეტილებები და ნატო-ს როლი ალიანსის და პარტნიორების უსაფრთხოების და მშვიდობის უზრუნველყოფაში. ასევე, ფინეთის და შვედეთი წვლილი ჩრდილოეთის და ბალტიის ზღვის რეგიონში უსაფრთხოების გაძლიერებაში, ფინეთის ტოტალური თავდაცვა და რუსეთის ჰიბრიდული საფრთხეები, საზღვაო უსაფრთხოება და კლიმატის ცვლილებების გავლენა. 3. ღონისძიებისას არაერთხელ აღინიშნა, რომ სწორედ რუსეთის სამხედრო შეჭრამ უკრაინაში განაპირობა ფინეთის და შვედეთის ნატო-ში გაწევრიანების გადაწყვეტილება და ნეიტრალური სტატუსის შეცვლა. მათი თქმით ალიანსი უფრო ძლიერი და უსაფრთხოების გარანტორი გახდება არამხოლოდ ბალტიის რეგიონში, არამედ შორეული ჩრდილოეთის მიმართულებითაც. ფინეთის პრეზიდენტმა, თავდაცვის მინისტრმა და სხვა ოფიციალურმა წარმომადგენლებმა ხაზგასმით ანიშნეს, რომ ფინეთი შემდგომშიც გააგრძელებს თავდაცვის შესაძლებლობების გაზრდას და გაძლიერებას, მათ შორის სამხედრო შესყიდვების მიმართულებითაც. მათი სია დიდია და მოცულობითი. 4. დისკუსიის ფარგლებში, ასევე განიხილეს რუსეთის თემა, სადაც აღნიშნეს, რომ მოსკოვზე ეკონომიკური და პოლიტიკური ზეწოლა სხვადასხვა მეთოდებით უნდა გაგრძელდეს, როგორიცაა მაგალითად ეკონომიკური, პოლიტიკური და ინდივიდუალური სანქციები. უნდა გაანალიზდეს, რომ დასავლეთი რუსეთთან შედის გრძელვადიან კონფრონტაციაში, ვინაიდან რუსეთის მოქმედი ხელისულების შეცვლა არაფერს შეცვლის. 5. რაც შეეხება მნიშვნელოვან წილად რუსეთის ენერგო რესურსებზე ევროპის დამოკიდებულებას, აღინიშნა რომ ეს ფაქტორი მტკივნეული საკითხია, მაგრამ რუსეთის ენერგიის ჩანაცვლება სხვა ალტერნატიული რესურსებით უკვე დაწყებულია. ახლახან მომხდარი გაზის გაჟონვა „ჩრდილოეთ ნაკადის“ მილსადენიდან საბოტაჟს უფრო გავს ვიდრე ტექნიკურ პრობლემას. არ არის გამორიცხული ანალოგიური შემთხვევები მომავალშიც განმეორდეს, შესაბამისად მოსკოვის ნდობა არ შეიძლება. 6. ნატო-ს მადრიდის სამიტის შეფასებისას ითქვა, რომ პირველად ცივი ომის დასრულების შემდეგ ნატოს უსაფრთხოების კონცეფციაში რუსეთი მოწინააღმდეგედ არის მოხსენიებული და ალიანსის ღია კარის პოლიტიკა რუსეთის მუქარის მიუხედავად შეუქცევადია ფინეთის და შვედეთის მაგალითებით. ხაზგასმით აღინიშნა, რომ ალიანსის კარი ღიაა და ნატო-ს არა წევრების ზეგავლენა გაფართოვების პროცესებზე შეზღუდულია. ასევე, ითქვა რომ არსებობს ძალიან ცოტა მიზეზი იმისა, თუ რატომ არ უნდა იყვნენ საქართველო და უკრაინა ალიანსის წევრები. ყოველივე ეს იმის მაჩვენებელია, რომ ალიანსის ღია კარის პოლიტიკა ცოცხალია და ქმედითია. 7. რაც შეეხება კლიმატურ ცვლილებებს, აღინიშნა რომ ეს ფაქტორი სერიოზულ უსაფრთხოების გამოწვევებს შექმნის არქტიკის ნაწილში. აღინიშნება დიდი ოდენობით ყინულის მასების დნობა, რაც ახალ საზღვაო გზებსა და ბუნებრივ წიაღისეულ რესურსებს ქმნის. ყოველივე ამან შესაძლოა კონფლიქტიც კი გამოიწვიოს. ასევე, ითქვა, რომ ამ მომენტისათვის ჩრდილოეთით სიმშვიდეა, მაგრამ როგორც კი ფინეთი და შვედეთი ალიანსის წევრები გახდებიან, მოსკოვიდან მოსალოდნელია რიგი პროვოკაციები. 8. სემინარის ბოლო დღეს, დელეგაციის წევრებს, ფინეთის ერთ-ერთ სამხედრო ბაზაზე სტუმრობის შესაძლებლობა ქონდათ, სადაც გაეცნენ ფინეთის სამხედრო სტრუქტურას და ქვეყანაში არსებულ სავალდებულო სამხედრო გაწვევის სიტემას.