საქართველოს პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის მომართვა კანონპროექტების განხილვის ვადების 30 დღით გაგრძელების შესახებ: ა) საქართველოს პარლამენტის წევრების: გიორგი ხოჯევანიშვილის, მიხეილ დაუშვილის, ანა ბუჩუკურის, შალვა კერესელიძის, ბექა ლილუაშვილის და ალექსანდრე მოწერელიას მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარმოდგენილი „სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს შესახებ“ საქართველოს კანონში დამატების შეტანის თაობაზე“ (№07-3/221; 09.06.2022) საქართველოს კანონის პროექტი; ბ) საქართველოს პარლამენტის წევრების: ანა ნაცვლიშვილის, შალვა შავგულიძის, სალომე სამადაშვილის და დავით უსუფაშვილის მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარმოდგენილი „უცხოელთა და მოქალაქეობის არმქონე პირთა სამართლებრივი მდგომარეობის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილებების შეტანის თაობაზე“ (№07-3/253; 05.10.2022) საქართველოს კანონის პროექტი.

საორგანიზაციო საკითხი განხილვაშია
ინიცირების თარიღი
31.10.2022
ავტორი
საქართველოს პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტი
ნომერი
#2-16987/22/10
წყარო

📋 განხილვის ეტაპები

📅 დამატებითი ინფორმაცია

ბიუროზე განხილვის თარიღი 2022-11-02
ბიუროს ნომერი 194

📜 ტექსტი

წერილი
იურიდიულ საკითხთა კომიტეტი 2-16987/22 31-10-2022 საქართველოს პარლამენტის ბიუროს თქვენთვის როგორც ცნობილია, საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარმოდგენილია შემდეგი კანონპროექტები: − საქართველოს კანონის პროექტი „სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ (N07-3/221; 09.06.2022); − საქართველოს კანონის პროექტი „უცხოელთა და მოქალაქეობის არმქონე პირთა სამართლებრივი მდგომარეობის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ (N07-3/253; 05.10.2022). აღნიშნულ კანონპროექტებზე წამყვან კომიტეტად განსაზღვრულია იურიდიულ საკითხთა კომიტეტი. საქართველოს პარლამენტის რეგლამენტით გათვალისწინებული ვადების დაცვისა და ამ კანონპროექტების სრულყოფილად მომზადების მიზნით, გთხოვთ, მათი საკომიტეტო განხილვის ვადები გაგრძელდეს 30 დღით. აღნიშნული კანონპროექტების საკომიტეტო განხილვის ვადების გაგრძელების თაობაზე მოგვმართა საგარეო ურთიერთობათა კომიტეტმა. პატივისცემით, კომიტეტის თავმჯდომარე ანრი ოხანაშვილი თბილისი 0118, რუსთაველის გამზირი # 8, საქართველოს პარლამენტის სასახლე ტელეფონი: (995 32) 2281679. ელ. ფოსტა: contact@parliament.ge
დანართი
საგარეო ურთიერთობათა კომიტეტი 2-15599/22 11-10-2022 იურიდულ საკითხთა კომიტეტს ასლი: საორგანიზაციო დეპარტამენტს საქართველოს კანონის პროექტის „სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს შესახებ“ საქართველოს კანონში დამატების შეტანის თაობაზე (07-3/221; 09.06.2022) განხილვის ახალი ვადის განსაზღვრის შესახებ საქართველოს პარლამენტის ბიუროს, 2022 წლის 20 ივნისის (N161/1) გადაწყვეტილებით საგარეო ურთიერთობათა კომიტეტს დაევალა საქართველოს კანონის პროექტის „სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს შესახებ“ საქართველოს კანონში დამატების შეტანის თაობაზე (07-3/221; 09.06.2022) განხილვა და დასკვნის იურდიულ საკითხთა (წამყვანი) კომიტეტისათვის წარდგენა. საქართველოს პარლამენტის რეგლამენტის შესაბამისად გთხოვთ, მიიღოთ გადაწყვეტილება განხილვის ახალი ვადის განსაზღვრის თაობაზე და განხილვის ვადა გააგრძელოთ ერთი თვის ვადით. პატივისცემით, კომიტეტის თავმჯდომარე ნიკოლოზ სამხარაძე თბილისი 0118, რუსთაველის გამზირი # 8, საქართველოს პარლამენტის სასახლე ტელეფონი: (995 32) 2281679. ელ. ფოსტა: contact@parliament.ge
დანართი
საგარეო ურთიერთობათა კომიტეტი 2-16972/22 31-10-2022 იურიდულ საკითხთა კომიტეტს ასლი: საორგანიზაციო დეპარტამენტს საქართველოს კანონის პროექტის „უცხოელთა და მოქალაქეობის არმქონე პირთა სამართლებრივი მდგომარეობის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილებების შეტანის თაობაზე“ (07-3/253; 05.10.2022) განხილვის ახალი ვადის განსაზღვრის შესახებ საქართველოს პარლამენტის ბიუროს, 2022 წლის 10 ოქტომბრის (N188/5) გადაწყვეტილებით, საგარეო ურთიერთობათა კომიტეტს დაევალა საქართველოს კანონის პროექტის „უცხოელთა და მოქალაქეობის არმქონე პირთა სამართლებრივი მდგომარეობის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილებების შეტანის თაობაზე“ (07-3/253; 05.10.2022) განხილვა და დასკვნის იურდიულ საკითხთა (წამყვანი) კომიტეტისათვის წარდგენა. საქართველოს პარლამენტის რეგლამენტის შესაბამისად გთხოვთ, მიიღოთ გადაწყვეტილება განხილვის ახალი ვადის განსაზღვრის თაობაზე და განხილვის ვადა გააგრძელოთ ერთი თვის ვადით. პატივისცემით, კომიტეტის თავმჯდომარე ნიკოლოზ სამხარაძე თბილისი 0118, რუსთაველის გამზირი # 8, საქართველოს პარლამენტის სასახლე ტელეფონი: (995 32) 2281679. ელ. ფოსტა: contact@parliament.ge