„მტირალას ეროვნული პარკის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“

საქართველოს კანონის პროექტი მიღებულია
ინიცირების თარიღი
01.11.2022
ავტორი
საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო; საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს სისტემაში შემავალი საჯარო სამართლის იურიდიული პირი - დაცული ტერიტორიების სააგენტო
ინიციატორი
საქართველოს მთავრობა
ნომერი
#07-2/202/10
წყარო

📋 განხილვის ეტაპები

რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტის სხდომაზე განხილული დოკუმენტი
გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტზე განხილული დოკუმენტი (1)
I მოსმენა
✓ 83 ✗ 0
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (1)
გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტზე განხილული დოკუმენტი (2)
II მოსმენა
✓ 76 ✗ 0
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (2)
გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტზე განხილული დოკუმენტი (3)
III მოსმენა
✓ 78 ✗ 0
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (3)
კანონი

🏛️ კომიტეტები

  • გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტი წამყვანი კომიტეტი
  • რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა

📑 დასკვნები

📅 დამატებითი ინფორმაცია

ბიუროზე განხილვის თარიღი 2022-11-07
ბიუროს ნომერი 197

📜 ტექსტი

საქართველოს კანონის პროექტი
პროექტი საქართველოს კანონი „მტირალას ეროვნული პარკის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე მუხლი 1. „მტირალას ეროვნული პარკის შესახებ“ საქართველოს კანონში (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე, №20, 09.06.2006, მუხ. 175) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება: 1. პირველი მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „1. აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უნიკალური ბიოლოგიური და ლანდშაფტური მრავალფეროვნების შენარჩუნების, კოლხური ტყეების ეკოსისტემების გრძელვადიანი დაცვის, ეკოლოგიური უსაფრთხოებისა და ბუნებრივ გარემოში ეკო-ტურისტული და რეკრეაციული საქმიანობის განვითარების უზრუნველყოფის მიზნით ქობულეთის, ხელვაჩაურისა და ქედის მუნიციპალიტეტების ადმინისტრაციულ საზღვრებში მოქცეულ სახელმწიფო ტყეს, რომლის საერთო ფართობია 15580 ჰექტარი, მიენიჭოს დაცული ტერიტორიის კატეგორიის – ეროვნული პარკის – სტატუსი და ეწოდოს მტირალას ეროვნული პარკი (შემდგომ – პარკი). 2. მტირალას ეროვნული პარკი მოიცავს შემდეგ გეოგრაფიულ კოორდინატებს: № X Y № X Y № X Y № X Y 1 728185 4611837.6 51 729355.3 4616156.2 101 740688.9 4618547.1 151 741414.3 4613517 2 728113 4611920.4 52 730623.4 4618034.9 102 740671 4618459.7 152 741014.2 4613732.1 3 728176.7 4611971.5 53 731423 4618251 103 740598.5 4618391.9 153 740641.1 4613722.3 4 728252.7 4612019.4 54 731769.3 4618368.9 104 740601 4618221.4 154 740228.7 4613507.4 5 728303.5 4612007.5 55 732298.4 4618258.7 105 740483.1 4618156.1 155 740014.1 4613249.8 6 728348.5 4612032.9 56 732769.3 4618100.3 106 740149.9 4617946.7 156 739484.7 4613365.6 7 728413.4 4612051.2 57 733384.4 4617244 107 740302.3 4617944.7 157 739113.3 4613317.7 8 728548.3 4612024.9 58 733725.7 4617484.9 108 740089.3 4617836.3 158 738883.8 4612862.1 9 728611.6 4612037.1 59 734299.5 4618457 109 739978.3 4617823.7 159 738509.6 4612634.3 10 728707.4 4612068.8 60 734961.7 4618854.1 110 739973.7 4617692 160 738164.7 4612247.2 11 728733.9 4612079.5 61 735045.2 4619166.1 111 739909.5 4617667.1 161 738033 4611690.8 12 728729.8 4612145.2 62 734851.7 4619947.4 112 739717.7 4617735.7 162 737368.8 4611154.9 13 728731.9 4612177 63 735145.5 4621275.3 113 739690.5 4617731.5 163 736843 4610290.9 14 728766.5 4612299.3 64 735141.2 4620560.3 114 739680.7 4617710.6 164 736350.2 4610410.8 15 728927.2 4612919.6 65 735240.9 4621344.7 115 739700.3 4617666.5 165 735878 4610653.7 16 728938.2 4612953.7 66 735269.1 4621397.5 116 739615.3 4617592.4 166 735231.5 4609353.4 17 728992.1 4612983.6 67 735429.8 4621420.7 117 739478.1 4617605.3 167 734217.1 4607801.9 18 729103.9 4613009.6 68 735549.1 4621567 118 739415.3 4617639.9 168 734126.5 4608710.7 19 729160 4613031.2 69 735354.8 4621911.3 119 739404.3 4617737.4 169 733591.3 4609139.8 20 729208.7 4613109.8 70 734831.9 4622475 120 739391 4617786.1 170 733038.8 4609726 21 729276.2 4613152.7 71 735071.3 4622232.7 121 739302.9 4617792.4 171 732376.7 4608802.3 22 729357.2 4613140 72 735351.3 4622268.9 122 739170.5 4617822 172 731701.9 4608129.7 23 729363.6 4613044.7 73 736083.3 4618549.2 123 739110.8 4617863.9 173 730969.6 4608341.7 24 729496.3 4613089.3 74 736428.5 4618752.6 124 739071.9 4617910.5 174 730690.6 4608610.6 25 729648.3 4613060.5 75 736367.4 4618897.6 125 739093.6 4617812 175 730305.3 4608663 26 729702 4613045.2 76 736466.5 4618977.6 126 739044.3 4617607.9 176 730195.5 4608769.7 27 729793.6 4613036.9 77 736606.9 4619020.8 127 737940.2 4617898.4 177 730320.9 4609396.8 28 729875.2 4613010.3 78 736711.7 4619075.8 128 736745.8 4617823.1 178 729672.3 4609184.5 29 729930.9 4613020.9 79 736759.2 4618981 129 737172.6 4618096.9 179 729021.8 4609248.3 30 729952.2 4613268.4 80 736731.9 4618952.2 130 737146.4 4618116.4 180 728707.7 4609709 31 729971.8 4613165.5 81 736757.6 4618896 131 736751.7 4618016.5 181 728398 4610195.2 32 730022.4 4613378.8 82 736784.5 4618897.4 132 736671.9 4617865.4 182 728218.6 4610789.1 33 730130 4613591.3 83 736932.4 4619062.3 133 736073.9 4618094.6 183 728139.4 4611238.6 34 730178.2 4613714.2 84 736998.2 4619072.9 134 736223.7 4618374.1 184 735632.4 4622894.9 35 730163.7 4613793.9 85 737073.4 4619028.8 135 746335 4620858.9 185 735916.4 4622963.9 36 730149.3 4613865.2 86 737834.1 4618888.9 136 746018 4620023.2 186 736367.4 4623099.4 37 730116.1 4613996.1 87 738256.7 4619119.7 137 745771.7 4619731.6 187 736447.4 4623181.1 38 730085.7 4614103.7 88 738352.3 4619126.2 138 745920.4 4618432.1 188 737031.8 4622951.7 39 729969.4 4614257.3 89 738512.7 4619009.2 139 745732 4617595 189 737215.3 4622665.3 40 729936.7 4614480.7 90 738772 4618819.1 140 745216.5 4617000.4 190 737410.4 4622529.5 41 729919.6 4614554.6 91 738948.4 4618687.9 141 745440.6 4616543.5 191 737638.7 4622767.3 42 729859.8 4614554.5 92 739196.3 4618505.9 142 745567.2 4616044.7 192 737985.7 4623024.3 43 729799.9 4614649.4 93 739438.2 4618328.3 143 745046.5 4615706.9 193 738394.4 4623213.8 44 729711.8 4614855.9 94 739483 4618362.8 144 744644.1 4615253.5 194 738763.7 4623522.4 45 729643.6 4615060.7 95 739530.2 4618367.6 145 744230.5 4614769.2 195 739172.7 4623761.1 46 729588.7 4615230.2 96 739568.9 4618341.7 146 743774.9 4614367 196 739443.3 4624081.5 47 729535.4 4615224 97 739730.9 4618254.8 147 742797 4614128.1 197 740261.2 4623823.6 48 729593 4615337 98 740127.1 4618532.1 148 742237.8 4614086.8 198 740857.7 4623680.8 49 729628 4615524 99 740710.4 4618864.7 149 741919.6 4613773.2 50 729385.1 4615758.5 100 740624.1 4618665 150 741620.7 4613780.8 “. 2. მე-5 მუხლის მე-5 და მე-6 პუნქტები ამოღებულ იქნეს. .მუხლი 2. ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე. საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი
განმარტებითი ბარათი
განმარტებითი ბარათი საქართველოს კანონის პროექტზე „მტირალას ეროვნული პარკის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ ა) ზოგადი ინფორმაცია კანონპროექტის შესახებ: ა.ა) კანონპროექტის მიღების მიზეზი: ა.ა.ა) პრობლემა, რომლის გადაჭრასაც მიზნად ისახავს კანონპროექტი: კანონპროექტის მიღების მიზეზს წარმოადგენს მტირალას ეროვნული პარკის საზღვრების დემარკაციის შედეგების ასახვა კანონში. „დაცული ტერიტორიების სისტემის შესახებ“ საქართველოს კანონის და „დაცული ტერიტორიების საზღვრების დემარკაციის განხორციელების წესის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2014 წლის 23 ივნისის №414 დადგენილების თანახმად, დემარკაცია არის დაცული ტერიტორიის საზღვრის პერიმეტრის ზუსტი კოორდინატების დადგენა, რომლის დროსაც საზღვარი განისაზღვრება ადგილზე, მათ შორის, ფიზიკური და იურიდიული პირების საკუთრების, დაცული ტერიტორიისათვის არატიპური ინფრასტრუქტურული ობიექტების აღრიცხვით, მათი დაცული ტერიტორიის საზღვრებიდან ამორიცხვისა და დაზუსტებული საზღვრების საჯარო რეესტრში რეგისტრაციის მიზნით. 2022 წელს სსიპ დაცული ტერიტორიების სააგენტოს ორგანიზებით, განხორციელდა მტირალას ეროვნული პარკის სადემარკაციო სამუშაოები და მომზადდა შესაბამისი დასკვა. რის შედეგადაც დაზუსტდა ეროვნული პარკის საზღვრის პერიმეტრი, საზღვარი ძირითადად დაზუსტდა ბუნებრივ გეოგრაფიულ ობიექტებზე, ხოლო ეროვნული პარკის ადგილობრივი ტერიტორიის მოსახლეობის 4 უბანზე საზღვრებს სარგებლობაში გარეთ არსებული გამოტანილი იქნა სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების ბაღები, რომლებიც ძირითადად წარმოადგენს კაკლის, თხილის და იშვიათად სხვადასხვა კულტურული მცენარეების ნარგავებით დაკავებულ ტერიტორიებს. ასევე, ტერიტორიების გარეთ გამოტანილი იქნა სასმელი წყლის სათავე ნაგეგბობა და ეროვნული პარკის საზღვრებში არსებული გზის ნაწილი. შესაბამისად, აღნიშნული დაზუსტებული მონაცემები საჭიროა აისახოს კანონში. საქართველოს კანონმდებლობით, საქართველოში დაცული ტერიტორიების შექმნის, ტერიტორიის გაფართოება/შემცირების შესახებ გადაწყვეტილებას იღებს საქართველოს პარლამენტი. შესაბამისად, მტირალას ეროვნული პარკის საზღვრების დემარკაციის შედეგები შესაბამისად უნდა აისახოს „მტირალას ეროვნული პარკის შესახებ“ საქართველოს კანონში. ა.ა.ბ) არსებული პრობლემის გადასაჭრელად კანონის მიღების აუცილებლობა: კანონპროექტის მიღების აუცილებლობა გამოწვეულია მტირალას ეროვნული პარკის საზღვრების დემარკაციის შედეგების კანონში ასახვის აუცილებლობით, ვინაიდან „დაცული ტერიტორიების სისტემის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-14 მუხლის თანახმად, დემარკაციის შედეგებზე დაყრდნობით, დაცული ტერიტორიის საზღვრის ცვლილებაზე გადაწყვეტილებას იღებს საქართველოს პარლამენტი. ა.ბ) კანონპროექტის მოსალოდნელი შედეგები: კანონპროექტის მიღების შედეგად, მტირალას ეროვნული პარკის საზღვრების დემარკაციის შედეგები აისახება კანონში. შესაბამისად, დაცული ტერიტორიების საზღვრებიდან გამოტანილი იქნება დაცული ტერიტორიებისთვის არატიპიური ინფრასტრუქტურა ფიზიკური/იურიდიული პირების საკუთრებაში არსებული ტერიტორიები, ასევე, სახეცვლილი ტერიტორიები, რომლებსაც არ გააჩნიათ კონსერვაციული ღირებულება ან არ შეესაბამებიან „დაცული ტერიტორიების სისტემის შესახებ“ საქართველოს კანონის მოთხოვნებს (საკარმიდო ნაკვეთები, ხეხილის ბაღები და სხვ). შესაბამისად, დემარკაციის სამუშაოების შედეგად მტირალას ეროვნული პარკის ფართობი 15698,8 ჰა-დან შემცირდა 118, 8 ჰა-თი და შეადგინა 15580 ჰა. ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, ხორციელდება მტირალას ეროვნული პარკის კოორდინატების ასახვა კანონში. ა.გ) კანონპროექტის ძირითადი არსი: კანონპროექტი შედგება 2 მუხლისგან. პირველი მუხლით განისაზღვრება მტირალას ეროვნული პარკის ფართობი და გეოგრაფიული კოორდინატები, ასვე კანონიდან ამოღებული იქნება ის პუნქტები, რომლებიც განსაზღვრავდნენ მდინარე ლეჩის წყალსადენის სათავე ნაგებობის ფართობსა და კოორდინატებს, ვინაიდან დემარკაციის შემდეგ აღნიშნული ტერიტორია აღარ ექცევა დაცული ტერიტორიის ფართობში. კანონპროექტის მე-2 მუხლით დადგენილია კანონის ძალაში შესვლის თარიღი (გამოქვეყნებისთანავე). ა.დ) კანონპროექტის კავშირი სამთავრობო პროგრამასთან და შესაბამის სფეროში არსებულ სამოქმედო გეგმასთან, ასეთის არსებობის შემთხვევაში (საქართველოს მთავრობის მიერ ინიციირებული კანონპროექტის შემთხვევაში): ასეთი არ არსებობს. ა.ე) კანონპროექტის ძალაში შესვლის თარიღის შერჩევის პრინციპი, ხოლო კანონისთვის უკუძალის მინიჭების შემთხვევაში − აღნიშნულის თაობაზე შესაბამისი დასაბუთება: კანონპროექტი ძალაში შევა გამოქვეყნებისთანავე, ვინაიდან, მნიშვნელოვანია საკანონმდებლო ცვლილებების დროულად ამოქმედება და დემარკაციის შედეგების კანონში ასახვა. წარმოდგენილი ცვლილებით გათვალისწინებული არ არის კანონისთვის უკუძალის მინიჭების საკითხი. ა.ვ) კანონპროექტის დაჩქარებული წესით განხილვის მიზეზები და შესაბამისი დასაბუთება (თუ ინიციატორი ითხოვს კანონპროექტის დაჩქარებული წესით განხილვას): კანონპროექტის დაჩქარებული წესით განხილვა არ არის მოთხოვნილი. ბ) კანონპროექტის ფინანსური გავლენის შეფასება საშუალოვადიან პერიოდში (კანონპროექტის ამოქმედების წელი და შემდგომი 3 წელი). ბ.ა) კანონპროექტის მიღებასთან დაკავშირებით აუცილებელი ხარჯების დაფინანსების წყარო: კანონპროექტის მიღება არ იწვევს სახელმწიფო ბიუჯეტიდან დამატებითი სახსრების გამოყოფას. ბ.ბ) კანონპროექტის გავლენა სახელმწიფო, ავტონომიური რესპუბლიკის რესპუბლიკური ან/და მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილზე: კანონპროექტის მიღება გავლენას არ მოახდენს სახელმწიფო, ავტონომიური რესპუბლიკის რესპუბლიკური ან/და მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილზე, ვინაიდან მტირალას ეროვნული პარკი ფუნქციონირებს 2007 წლიდან და ამჟამად ხდება მხოლოდ საზღვრების დემარკაცია. ბ.გ) კანონპროექტის გავლენა სახელმწიფო, ავტონომიური რესპუბლიკის რესპუბლიკური ან/და მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ხარჯვით ნაწილზე: კანონპროექტის მიღება არ იწვევს სახელმწიფო ბიუჯეტიდან დამატებითი სახსრების გამოყოფას, ვინაიდან მტირალას ეროვნული პარკის ტერიტორიების მართვის ერთეული მტირალას ეროვნული პარკის ადმინისტრაცია ფუნქციონირებს 2007 წლიდან. კანონპროექტის მიღება ასევე არ იწვევს მისი ამოქმედების შემდგომ 3 წლის (2022-2024 წწ) განმავლობაში სახელმწიფო ბიუჯეტიდან დამატებითი სახსრების გამოყოფას. ბ.დ) სახელმწიფოს ახალი ფინანსური ვალდებულებები, კანონპროექტის გავლენით სახელმწიფოს ან მის სისტემაში არსებული უწყების მიერ მისაღები პირდაპირი ფინანსური ვალდებულებების (საშინაო ან საგარეო ვალდებულებები) მითითებით: კანონპროექტის მიღება სახელმწიფოს მხრიდან ახალი ფინანსური ვალდებულებების აღებას არ ითვალისწინებს. ბ.ე) კანონპროექტის მოსალოდნელი ფინანსური შედეგები იმ პირთათვის, რომელთა მიმართაც ვრცელდება კანონპროექტის მოქმედება, იმ ფიზიკურ და იურიდიულ პირებზე გავლენის ბუნებისა და მიმართულების მითითებით, რომლებზედაც მოსალოდნელია კანონპროექტით განსაზღვრულ ქმედებებს ჰქონდეს პირდაპირი გავლენა: კანონპროექტი იქონიებს გავლენას იმ პირთათვის, რომელთა ქონებაც, დემარკაციის შედეგად, გამოტანილი იქნება დაცული ტერიტორიების საზღვრებიდან. კერძოდ, მათ მიეცემათ შესაძლებლობა, შეუფერხებლად, შეზღუდვების გარეშე, ისარგებლონ აღნიშნული ქონებით. ბ.ვ) კანონპროექტით დადგენილი გადასახადის, მოსაკრებლის ან სხვა სახის გადასახდელის (ფულადი შენატანის) ოდენობა შესაბამის ბიუჯეტში და ოდენობის განსაზღვრის პრინციპი: კანონპროექტი არ ადგენს გადასახადს, მოსაკრებელს ან სხვა სახის გადასახდელს. ბ1) ბავშვის უფლებრივ მდგომარეობაზე კანონპროექტის ზეგავლენის შეფასება: კანონპროექტი არ ახდენს გავლენას ბავშვის უფლებრივ მდგომარეობაზე. გ) კანონპროექტის მიმართება საერთაშორისო სამართლებრივ სტანდარტებთან: გ.ა) კანონპროექტის მიმართება ევროკავშირის სამართალთან: კანონპროექტი არ ეწინააღმდეგება ევროკავშირის სამართალს. გ.ბ) კანონპროექტის მიმართება საერთაშორისო ორგანიზაციებში საქართველოს წევრობასთან დაკავშირებულ ვალდებულებებთან: კანონპროექტი არ ეწინააღმდეგება საერთაშორისო ორგანიზაციებში საქართველოს წევრობასთან დაკავშირებულ ვალდებულებებს. გ.გ) კანონპროექტის მიმართება საქართველოს ორმხრივ და მრავალმხრივ ხელშეკრულებებთან და შეთანხმებებთან, აგრეთვე, ისეთი ხელშეკრულების/შეთანხმების არსებობის შემთხვევაში, რომელსაც უკავშირდება კანონპროექტის მომზადება, - მისი შესაბამისი მუხლი ან/და ნაწილი: კანონპროექტი არ ეწინააღმდეგება საქართველოს ორმხრივ და მრავალმხრივ ხელშეკრულებებს და შეთანხმებებს. აგრეთვე, კანონპროექტის მიღება არ უკავშირდება რომელიმე ხელშეკრულებას/შეთანხმებას. გ.დ) არსებობის შემთხვევაში, ევროკავშირის ის სამართლებრივი აქტი, რომელთან დაახლოების ვალდებულებაც გამომდინარეობს „ერთი მხრივ, საქართველოსა და, მეორე მხრივ, ევროკავშირსა და ევროპის ატომური ენერგიის გაერთიანებას და მათ წევრ სახელმწიფოებს შორის ასოცირების შესახებ შეთანხმებიდან“ ან ევროკავშირთან დადებული საქართველოს სხვა ორმხრივი და მრავალმხრივი ხელშეკრულებებიდან: ასეთი არ არსებობს. დ) კანონპროექტის მომზადების პროცესში მიღებული კონსულტაციები: დ.ა) სახელმწიფო, არასახელმწიფო ან/და საერთაშორისო ორგანიზაცია/დაწესებულება, ექსპერტი, სამუშაო ჯგუფი, რომელმაც მონაწილეობა მიიღო კანონპროექტის შემუშავებაში, ასეთის არსებობის შემთხევაში: ასეთი არ არსებობს. დ.ბ) კანონპროექტის შემუშავებაში მონაწილე ორგანიზაციის/დაწესებულების, სამუშაო ჯგუფის, ექსპერტის შეფასება კანონპროექტის მიმართ, ასეთის არსებობის შემთხვევაში: ასეთი არ არსებობს. დ.გ) სხვა ქვეყნების გამოცდილება კანონპროექტის მსგავსი კანონების იმპლემენტაციის სფეროში, იმ გამოცდილების მიმოხილვა, რომელიც მაგალითად იქნა გამოყენებული კანონპროექტის მომზადებისას, ასეთი მიმოხილვის მომზადების შემთხვევაში: ასეთი მიმოხილვა არ მომზადებულა. ე) კანონპროექტის ავტორი: საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო და საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს სისტემაში შემავალი საჯარო სამართლის იურიდიული პირი - დაცული ტერიტორიების სააგენტო. ვ) კანონპროექტის ინიციატორი: საქართველოს მთავრობა.