საქართველოს საპარლამენტო დელეგაციის (გიორგი ხელაშვილი, ირაკლი ზარქუა, ალექსანდრე ელისაშვილი) 2022 წლის 27-28 ოქტომბერს, ლატვიის დედაქალაქ რიგაში გამართულ რიგით 41-ე ბალტიის ასამბლეაზე მივლინების ანგარიში

ანგარიში განხილვაშია
ინიცირების თარიღი
01.11.2022
ავტორი
საქართველოს პარლამენტის აპარატის საერთაშორისო ურთიერთობათა დეპარტამენტი
ნომერი
#2-17033/22/10
წყარო

📋 განხილვის ეტაპები

ბიუროზე განხილული დოკუმენტი

📅 დამატებითი ინფორმაცია

ბიუროზე განხილვის თარიღი 2022-11-02
ბიუროს ნომერი 194

📜 ტექსტი

წერილი
2-17033/22 01-11-2022 საქართველოს პარლამენტის საორგანიზაციო დეპარტამენტის უფროსს ქალბატონ ეთერ სვიანაიძეს ქალბატონო ეთერ, გიგზავნით მ/წ 27-28 ოქტომბერს, ლატვიის დედაქალაქ რიგაში გამართულ რიგით 41-ე ბალტიის ასამბლეაზე საქართველოს საპარლამენტო დელეგაციების მივლინებების ანგარიშებს. დანართი: 1 ფურცელი საერთაშორისო ურთიერთობათა დეპარტამენტი დეპარტამენტის უფროსი თამარ ყოლბაია
ანგარიში
მივლინების ანგარიში მივლინების ადგილი მივლინების თარიღი მივლინების მიზანი დელეგაციის შემადგენლობა აქტივობები რიგა, ლატვიის რესპუბლიკა 27-28 ოქტომბერი მონაწილეობა ბალტიის ასამბლეის მე-41 სესიასა და ბალტიის საბჭოს 28-ე შეხვედრაში გიორგი ხელაშვილი - სუამ-ის საპარლამენტო ასამბლეაში საქართველოს პარლამენტის მუდმივმოქმედი დელეგაციის ხელმძღვანელი; ირაკლი ზარქუა - რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე; ალექსანდრე ელისაშვილი - პოლიტიკური ჯგუფის „მოქალაქეები“ ხელმძღვანელი; ირაკლი ბროკიშვილი - სუამ-ის საპარლამენტო ასამბლეაში მუდმივმოქმედი დელეგაციის მდივანი. 2021 წლის 27-28 ოქტომბერს, რიგაში გაიმართა ბალტიის ასამბლეის მე-41 სესია და ბალტიის საბჭოს 28-ე შეხვედრა, სადაც მონაწილეობა მიიღეს ლატვიის, ლიეტუვას, ესტონეთის, მონტენეგროს, პოლონეთისა და ისლანდიის პარლამენტის თავმჯდომარეებმა და უკრაინის რადას ვიცე-სპიკერმა. ასევე, ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტმა, ევროპარლამენტის ვიცე-პრეზიდენტმა და სხვა მაღალი დონის წარმომადგენლებმა ევროპული სტრუქტურებიდან და ბალტიის ქვეყნების მთავრობებიდან. გიორგი ხელაშვილმა სიტყვით მიმართა ასამბლეას და ისაუბრა საქართველოს მხრიდან უკრაინის მხარდაჭერაზე, რუსეთის აგრესიაზე საქართველოს მიმართ და ოკუპირებულ ტერიტორიებზე შექმნილ ვითარებაზე. ხაზი გაუსვა საქართველოს, ევროკავშირისა და ნატოს ერთობლივ ძალისხმევას, უზრუნველყონ რეგიონში სამართლიანი მშვიდობა და მხარი დაუჭირონ საქართველოს ევროპულ და ევროატლანტიკური მისწრაფებებს. დელეგაციის ხელმძღვანელმა ბალტიელ კანონმდებლებს და ქვეყნების მოსახლეობას, საქართველოს მიმართ გამოხატული მყარი მხარდაჭერისთვის, მადლობა გადაუხადა. ვიზიტის ფარგლებში, გიორგი ხელაშვილმა ორმხრივი შეხვედრა გამართა ლატვიის რესპუბლიკის საეიმას (პარლამენტის) ვიცე-სპიკერთან და საქართველოსთან საპარლამენტო ჯგუფის ხელმძღვანელთან. შეხვედრაზე ისაუბრეს რეგიონში მიმდინარე გეოპოლიტიკურ გამოწვევებზე, უკრაინაში მიმდინარე რუსულ აგრესიაზე და უსაფრთხოების საკითხებზე. საუბარი ასევე შეეხო საქართველოს ევროკავშირში წევრობის პერსპექტივას. მხარეებმა, ასევე, განიხილეს ქვეყნებს შორის საპარლამენტო თანამშრომლობის დინამიკა და სამომავლო თანამშრომლობის პერსპექტივები. გიორგი ხელაშვილმა, ინტერვიუ მისცა ლატვიის ტელევიზიას, სადაც ისაუბრა უკრაინაში მიმდინარე რუსული აგრესიის გავლენაზე რეგიონზე, საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებულ ვითარებაზე, უკრაინა-საქართველოს ურთიერთობებზე და საქართველოს ევროპულ და ევროატლანტიკურ პერსპექტივაზე. მოამზადა ირაკლი ბროკიშვილმა 2022 | საერთაშორისო ურთიერთობათა დეპარტამენტი; საერთაშორისო ორგანიზაციებთან ურთიერთობის განყოფილება