საქართველოს საპარლამენტო დელეგაციის (შალვა პაპუაშვილი, ნიკოლოზ სამხარაძე, ხატია წილოსანი, ალექსანდრე რაქვიაშვილი) 2022 წლის 11-16 ოქტომბერს, რუანდას დედაქალაქ კიგალიში გამართულ საპარლამენტთაშორისო კავშირის (IPU) რიგით 145-ე ასამბლეაზე მივლინების ანგარიში

ანგარიში განხილვაშია
ინიცირების თარიღი
01.11.2022
ავტორი
საქართველოს პარლამენტის აპარატის საერთაშორისო ურთიერთობათა დეპარტამენტი
ნომერი
#2-17036/22/10
წყარო

📋 განხილვის ეტაპები

ბიუროზე განხილული დოკუმენტი

📅 დამატებითი ინფორმაცია

ბიუროზე განხილვის თარიღი 2022-11-02
ბიუროს ნომერი 194

📜 ტექსტი

წერილი
2-17036/22 01-11-2022 საქართველოს პარლამენტის საორგანიზაციო დეპარტამენტის უფროსს ქალბატონ ეთერ სვიანაიძეს ქალბატონო ეთერ, გიგზავნით მ/წ 11-16 ოქტომბერს, რუანდას დედაქალაქ კიგალიში გამართულ საპარლამენტთაშორისო კავშირის (IPU) რიგით 145-ე ასამბლეაზე საქართველოს საპარლამენტო დელეგაციის მივლინების ანგარიშს. დანართი: 3 ფურცელი საერთაშორისო ურთიერთობათა დეპარტამენტი დეპარტამენტის უფროსი თამარ ყოლბაია
ანგარიში
მივლინების ანგარიში მივლინების ადგილი მივლინების თარიღი მივლინების მიზანი ღონისძიების თემა დელეგაციის შემადგენლობა აქტივობები კიგალი, რუანდა 11-16 ოქტომბერი მონაწილეობა საერთაშორისო საპარლამენტო კავშირის (IPU) რიგით 145-ე ასამბლეაში გენდერული თანასწორობა და გენდერულად მგრძნობიარე პარლამენტები შალვა პაპუაშვილი - საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე; ნიკოლოზ სამხარაძე - საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე; ხატია წილოსანი - გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე; ალექსანდრე რაქვიაშვილი - პოლიტიკური ჯგუფის „გირჩი“ წევრი; ლევან მახაშვილი - პარლამენტის თავმჯდომარის კაბინეტის უფროსი; თამარ ყოლბაია - საერთაშორისო ურთიერთობათა დეპარტამენტის უფროსი; მიხეილ ფეიქრიშვილი - საზოგადოებასთან ურთიერთობისა და ინფორმაციის დეპარტამენტის უფროსი; ირაკლი ბროკიშვილი - საერთაშორისო საპარლამენტო კავშირში მუდმივმოქმედი საპარლამენტო დელეგაციის მდივანი; სერგო სარდლიშვილი - საზოგადოებასთან ურთიერთობისა და ინფორმაციის დეპარტამენტის წამყვანი სპეციალისტი; 2022 წლის 11-16 ოქტომბერს, რუანდის დედაქალაქ კიგალიში, გაიმართა საერთაშორისო საპარლამენტო კავშირის რიგით 145-ე ასამბლეა, რომლის მუშაობაშიც მონაწილეობა მიიღო საქართველოს პარლამენტის მუდმივმოქმედმა დელეგაციამ, პარლამენტის თავმჯდომარის შალვა პაპუაშვილის ხელმძღვანელობით. ღონისძიებაში 125-მდე ქვეყნის 600-მდე პარლამენტის წევრი, მათ შორის 40-მდე პარლამენტის თავმჯდომარე მონაწილეობდა. „გენდერული თანასწორობა და გენდერულად მგრძნობიარე პარლამენტები“- ამ თემის გარშემო გაიმართა პოლიტიკური დებატები ასამბლეაზე, რომელიც 4 დღის განმავლობაში გრძელდებოდა და ქართული დელეგაციის წევრები აქტიურად იყვნენ ჩართულები განხილვებში თემის გარშემო. პარლამენტის თავმჯდომარემ ასამბლეას სიტყვით მიმართა და საქართველოს მხრიდან გენდერული თანასწორობის წახალისებისა და ქალთა გაძლიერების მიმართულებით გადადგმულ იმ საკანონმდებლო ცვლილებებზე ისაუბრა, რომელიც გენდერული თანასწორობის საკითხების უკეთესად დარეგულირების თვალსაზრისით საქართველოს პარლამენტმა განახორციელა. საკუთარ გამოსვლაში შალვა პაპუაშვილმა აღნიშნა, რომ 2014 წელს საქართველოს პარლამენტმა მიიღო კანონი დისკრიმინაციის ყველა ფორმის აღმოფხვრის შესახებ, რომელიც საქართველოს თანამედროვე ისტორიაში აღსანიშნავ ნაბიჯს წარმოადგენს გენდერული თანასწორობის საკითხის შემდგომი უკეთესი რეგულირებისკენ. 2017 წელს თანასწორობის პრინციპი აისახა საქართველოს კონსტიტუციაში, რის შედეგადაც ყურადღება გადატანილ იქნა სტრუქტურულ უთანასწორობებთან ბრძოლაზე და სახელმწიფოს დაევალა სპეციალური კანონების, პოლიტიკისა და პროგრამების მიღება და განხორციელება, რომლებიც უზრუნველყოფს ქალებისთვის თანაბარ შესაძლებლობებს. მისი განცხადებით, 2022 | საერთაშორისო ურთიერთობათა დეპარტამენტი; საერთაშორისო ორგანიზაციებთან ურთიერთობის განყოფილება 2020 წელს სავალდებულო გენდერული კვოტების შემოღება მნიშვნელოვან ნაბიჯს წარმოადენდა და საარჩევნო კოდექსში შეტანილი ცვლილებების შედეგად, არჩეულ ქალთა რიცხვი თითქმის გაორმაგდა შალვა პაპუაშვილმა აღნიშნა, რომ ევროკავშირში გაწევრების პროცესის ფარგლებში, გენდერული თანასწორობის საბჭო და ადამიანის უფლებათა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტი ერთობლივად მუშაობენ გენდერული თანასწორობის სახელმწიფო კონცეფციის და გენდერული თანასწორობის შესახებ საქართველოს კანონის შეცვლასა და განახლებაზე. მისი განცხადებით, დიდი ყურადღება ექცევა ქალთა ეკონომიკურ გაძლიერებას. შალვა პაპუაშვილმა ხაზი გაუსვა, რომ საქართველო აძლიერებს სწრაფვას გენდერული თანასწორობის მიმართულებით. მისივე თქმით, საქართველოს პარლამენტმა დაამტკიცა მეთოდოლოგია, რომლითაც ხორციელდება პარლამენტის გენდერულად სენსიტიურობის შეფასება, რაც საშუალებას იძლევა განისაზღვროს სამომავლო პრიორიტეტები, მათ შორის გენდერული ბიუჯეტირების მხრივ. საქართველოს საპარლამენტო დელეგაციამ ასამბლეაზე მხარი დაუჭირა რეზოლუციას, რომელიც გმობს რუსეთის ფედერაციის მხრიდან უკრაინის ტერიტორიების უკანონო ანექსიას, რუსულ აგრესიას უკრაინის წინააღმდეგ და ასევე, რუსეთის მიერ გადადგმულ ნაბიჯებს მსოფლიოში სასურსათო კრიზისის შექმნასთან დაკავშირებით. რეზოლუციის პროექტი მოამზადა ჩილეს და სამხრეთ ამერიკის ჯგუფმა, რომელიც მიიღო ასამბლეამ. რეზოლუცია კიდევ ერთხელ მოუწოდებს რუსეთს შეწყვიტოს საომარი მოქმედებები უკრაინაში, პატივი სცეს უკრაინის ტერიტორიულ მთლიანობას და საერთაშორისო სამართლის ნორმებს. ორმხრივი შეხვედრები ასამბლეის მსვლელობის პარალელურად, საქართველოს საპარლამენტო დელეგაციამ ორმხრივი შეხვედრები გამართა ოთხი კონტინენტის, 19 ქვეყნის პარლამენტების ლიდერებთან. მათ შორის, კორეის რესპუბლიკის, კოტ დივუარის, სიერა ლეონეს, ავსტრალიის, რუანდას, მალავის, ფიჯის, სეიშელის, ტანზანიის, გაიანას, სერბეთის, ბოტსვანას, ნამიბიის და ესვატინის პარლამენტების თავმჯდომარეებთან, უკრაინის, ჩილეს, ინდოეთის და იორდანიის პარლამენტების ვიცე-სპიკერებთან და დიდი ბრიტანეთის საპარლამენტო დელეგაციასთან. შეხვედრებზე ქართულმა დელეგაციამ ძირითადი ყურადღება გაამახვილა საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მხარდაჭერის საკითხებზე. პარლამენტის თავმჯდომარემ კოლეგებს ინფორმაცია მიაწოდა საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე ჰუმანიტარული და ადამიანის უფლებების მხრივ არსებულ რთულ ვითარებაზე. 2022 | საერთაშორისო ურთიერთობათა დეპარტამენტი; საერთაშორისო ორგანიზაციებთან ურთიერთობის განყოფილება რიგ შეხვედრებზე, ისაუბრეს უკრაინისადმი რუსულ აგრესიაზე. აღინიშნა, რომ რუსეთის ფედერაციის მოქმედებები მიუღებელია, ვინაიდან ის ძირს უთხრის მშვიდობას და საერთაშორისო სამართლის ფუნდამენტურ პრინციპებს. შეხვედრებზე, ასევე, საუბარი შეეხო საპარლამენტო თანამშრომლობის გაძლიერების პერსპექტივებს ორმხრივ და მრავალმხრივ ფორმატებში. ისაუბრეს სხვა და სხვა სფეროში, მათ შორის სავაჭრო-ეკონომიკურ, განათლების, კულტურისა და ხალხთაშორისი ურთიერთობების გაღრმავების პერსპექტივებზე, საერთაშორისო საპარლამენტო კავშირის მომდევნო ასამბლეას, 2023 წლის 11-15 მარტს, ბაჰრეინის დედაქალაქი მანამა უმასპინძლებს. მოამზადა ირაკლი ბროკიშვილმა 2022 | საერთაშორისო ურთიერთობათა დეპარტამენტი; საერთაშორისო ორგანიზაციებთან ურთიერთობის განყოფილება