გენდერული თანასწორობის მუდმივმოქმედი საპარლამენტო საბჭოს ანგარიში საქართველოში გენდერული თანასწორობის მდგომარეობის შესახებ
📦 საკანონმდებლო პაკეტი
გენდერული თანასწორობის მუდმივმოქმედი საპარლამენტო საბჭოს თავმჯდომარის ნინო წილოსანის მიერ წარმოდგენილი გენდერული თანასწორობის მუდმივმოქმედი საპარლამენტო საბჭოს ანგარიში საქართველოში გენდერული თანასწორობის მდგომარეობის შესახებ
- გენდერული თანასწორობის მუდმივმოქმედი საპარლამენტო საბჭოს თავმჯდომარის ნინო წილოსანის მიერ წარმოდგენილი გენდერული თანასწორობის მუდმივმოქმედი საპარლამენტო საბჭოს ანგარიში საქართველოში გენდერული თანასწორობის მდგომარეობის შესახებ ანგარიში
- გენდერული თანასწორობის მუდმივმოქმედი საპარლამენტო საბჭოს ანგარიში საქართველოში გენდერული თანასწორობის მდგომარეობის შესახებ (ეს პროექტი) ანგარიში
📋 განხილვის ეტაპები
📅 დამატებითი ინფორმაცია
მიღების თარიღი 2022-11-16
შენიშვნები ცნობად იქნა მიღებული 114-IXმს-Xმპ, 16112022
📜 ტექსტი
წერილი
საქართველოს პარლამენტის წევრი
2-17184/22
02-11-2022
საქართველოს პარლამენტის ბიუროს,
საქართველოს პარლამენტის რეგლამენტის 76-ე მუხლის მე-5 პუნქტის შესაბამისად,
გიგზავნით
გენდერული
თანასწორობის
მუდმივმოქმედი
ანგარიშს
საქართველოში
გენდერული
თანასწორობის
საპარლამენტო
მდგომარეობის
პლენარული სხდომის დღის წესრიგში შესატანად.
პატივისცემით,
გენდერული თანასწორობის მუდმივმოქმედი საპარლამენტო
საბჭოს თავმჯდომარე
ნინო წილოსანი
თბილისი 0118, რუსთაველის გამზირი # 8, საქართველოს პარლამენტის სასახლე
ტელეფონი: (995 32) 2281679. ელ. ფოსტა: contact@parliament.ge
საბჭოს
შესახებ,
ანგარიში
სარჩევი
აბრევიატურები და შემოკლებები
2
1. საქართველოში გენდერული თანასწორობის დაცვის ინსტიტუტების მიმოხილვა
3
1.1 გენდერული თანასწორობის მუდმივმოქმედი საპარლამენტო საბჭო
3
1.2 გენდერული თანასწორობის, ქალთა მიმართ ძალადობისა და ოჯახში ძალადობის
საკითხებზე მომუშავე უწყებათაშორისი კომისია
3
1.3 საქართველოს სახალხო დამცველის აპარატი
4
1.4 მუნიციპალურ დონეზე შექმნილი გენდერული თანასწორობის საბჭოები
4
2. ძირითადი მიღწევების მოკლე მიმოხილვა
5
3. ქვეყნის ძირითადი მაკროეკონომიკური პარამეტრები გენდერულ ჭრილში
7
4. საერთაშორისო ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებები
8
5. გენდერული პოლიტიკის განსაზღვრა
9
6. ქალთა პოლიტიკური მონაწილეობის მხარდაჭერა
10
7. გენდერული მეინსტრიმინგის ხელშეწყობა
12
8. ქალთა მიმართ და ოჯახში ძალადობის აღმოფხვრა
14
9. ცნობიერების ამაღლება სექსუალური შევიწროების შესახებ
20
10. სახელმწიფო ბიუჯეტის გენდერული ანალიზის მეთოდოლოგიის დანერგვა
21
11. კანონმდებლობის გენდერული ანალიზის მეთოდოლოგიის დანერგვა
22
12. სახელმწიფო კონცეფციები
22
12.1 საქართველოს გენდერული თანასწორობის სახელმწიფო კონცეფცია
22
12.2 ქალთა ეკონომიკური გაძლიერების სახელმწიფო კონცეფცია
23
13. სახელმწიფოს გენდერული პოლიტიკის იმპლემენტაცია
25
13.1 თანასწორობის პოლიტიკის დამკვიდრება და დისკრიმინაციის წინააღმდეგ
ბრძოლა
25
13.2 უწყებათაშორისი კოორდინაციის გაუმჯობესება გენდერული თანასწორობის
პოლიტიკის სისტემური იმპლემენტაციისათვის
27
13.3 ცნობიერების ამაღლება გენდერული თანასწორობის გასაძლიერებლად
28
14. ქალთა ეკონომიკური გაძლიერება
29
15. ქალები, მშვიდობა და უსაფრთხოება
33
16. გენდერული თანასწორობა ჯანმრთელობის დაცვის სფეროში
36
17. გენდერული თანასწორობა განათლებაში, კულტურასა და სპორტში
37
18. გენდერული თანასწორობა სოფლის მეურნეობასა და გარემოს დაცვაში
39
19. გენდერულად სეგრეგირებული მონაცემების შეგროვება
41
20. შეჯამება
44
1
გენდერული თანასწორობის მუდმივმოქმედი
საპარლამენტო საბჭოს ანგარიში საქართველოში
გენდერული თანასწორობის მდგომარეობის შესახებ
წინამდებარე ანგარიში მოიცავს 2021 წლის 1 იანვრიდან 31 დეკემბრის ჩათვლით
პერიოდში გენდერული თანასწორობის კუთხით საქართველოში არსებულ მდგომარეობას
და ქვეყანაში ამ მიმართულებით განხორციელებულ მნიშვნელოვან საქმიანობებს.
ანგარიში მომზადებულია გაეროს განვითრების პროგრამისა (UNDP) და შვედეთის მთავრობის
მხარდაჭერით. მის შინაარსზე სრულად პასუხისმგებელია გენდერული თანასწორობის
მუდმივმოქმედი საპარლამენტო საბჭო და შესაძლოა, იგი არ გამოხატავდეს შვედეთის მთავრობისა
და გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) შეხედულებებს.
აბრევიატურები და შემოკლებები
BPfA
პეკინის დეკლარაცია და სამოქმედო პლატფორმა
EIGE
ევროპის გენდერული თანასწორობის ინსტიტუტი
EWMI
PROLoG
აღმოსავლეთ-დასავლეთის მართვის ინსტიტუტის კანონის უზენაესობის
პროგრამა
GIA
გენდერული ზეგავლენის შეფასება
NDI
ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტი
UNDP
გაეროს განვითარების პროგრამა
UNFPA
გაეროს მოსახლეობის ფონდი
UPR
უნივერსალური პერიოდის მიმოხილვის ანგარიში
USAID
აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტო
UN Women
გაეროს ქალთა ორგანიზაცია
2
VNR
ნებაყოფლობითი ეროვნული მიმოხილვა
შშმ პირი
შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირი
შსს
საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო
1. საქართველოში გენდერული თანასწორობის დაცვის ინსტიტუტების
მიმოხილვა
საქართველოში ქვეყნის გენდერული თანასწორობის პოლიტიკის განსაზღვრას და
განხორციელებას ხელს უწყობს სამი ძირითადი ინსტიტუტის საქმიანობის კოორდინაცია:
გენდერული თანასწორობის მუდმივმოქმედი საპარლამენტო საბჭო;
გენდერული თანასწორობის, ქალთა მიმართ ძალადობისა და ოჯახში ძალადობის
საკითხებზე მომუშავე უწყებათაშორისი კომისია;
საქართველოს სახალხო დამცველის აპარატი;
მუნიციპალურ დონეზე შექმნილი გენდერული თანასწორობის საბჭოები.
1.1. გენდერული თანასწორობის მუდმივმოქმედი საპარლამენტო საბჭო
გენდერულ
საკითხებზე
სისტემური
და
კოორდინირებული
მუშაობის
უზრუნველსაყოფად, „გენდერული თანასწორობის შესახებ“ საქართველოს კანონისა და
საქართველოს პარლამენტის რეგლამენტის შესაბამისად, საქართველოს უმაღლეს
საკანონმდებლო ორგანოში შექმნილია გენდერული თანასწორობის მუდმივმოქმედი
საპარლამენტო საბჭო.
საბჭო ხელს უწყობს შემდეგ საქმიანობებს: პარლამენტის მიერ გენდერულ სფეროში
სახელმწიფო პოლიტიკის ძირითადი მიმართულებების განსაზღვრა; გენდერული
თანასწორობის სფეროში საკანონმდებლო ბაზის შექმნა და განვითარება; შესაბამისი
სტრატეგიის განხილვა და დამტკიცება; გენდერული თანასწორობის საკითხებზე
საქართველოს პარლამენტის წინაშე ანგარიშვალდებულ ორგანოთა საქმიანობის
კონტროლი; ფართო საზოგადოების ცნობიერების ამაღლება გენდერული თანასწორობის
შესახებ; ქალთა გაძლიერების მხარდამჭერი ღონისძიებების განხორციელება.
ამასთანავე, გენდერული თანასწორობის მუდმივმოქმედი საპარლამენტო საბჭო სანდო,
გამჭვირვალე და კომპეტენტური ორგანოა, რომელიც წამყვან როლს ასრულებს
სახელმწიფო გენდერული პოლიტიკის დღის წესრიგის ფორმირებაში, ასევე, გენდერული
თანასწორობის კუთხით ქვეყანაში მიღწეული დადებითი ცვლილებების სწორ და
ეფექტიან კომუნიკაციაში.
3
1.2. გენდერული თანასწორობის, ქალთა მიმართ ძალადობისა და ოჯახში ძალადობის
საკითხებზე მომუშავე უწყებათაშორისი კომისია
გენდერული თანასწორობის, ქალთა მიმართ ძალადობისა და ოჯახში ძალადობის
საკითხებზე მომუშავე უწყებათაშორისი კომისია შეიქმნა საქართველოს მთავრობის 2017
წლის 12 ივნისის №286 დადგენილებით.
კომისია საქართველოს მთავრობის მაკოორდინირებელი ორგანოა გენდერული
პოლიტიკის განსაზღვრისა და აღსრულების მიმართულებით. მისი მიზანია: ხელი
შეუწყოს საქართველოს მთავრობის მიერ გენდერული თანასწორობის, ქალთა უფლებების,
ქალთა მიმართ და ოჯახში ძალადობის სფეროებში ნაკისრი საერთაშორისო
ვალდებულებების შესრულებას; იმუშაოს სქესის ნიშნით სეგრეგირებულ მონაცემთა
შეგროვებისა და ანალიზის მიმართულებით; წაახალისოს გენდერული მეინსტრიმინგი
აღმასრულებელი ხელისუფლების ორგანოებსა და სექტორულ პოლიტიკაში. სხვა
ამოცანებთან ერთად, უწყებათაშორისი კომისია უძღვება სამოქმედო გეგმების შემუშავებას
გაეროს დოკუმენტების განსახორციელებლად, რომლებიც შეეხება გენდერულ
თანასწორობას, ასევე, ქალთა მიმართ და ოჯახში ძალადობას, მათ შორისაა, გაეროს
უშიშროების საბჭოს რეზოლუციები ქალებზე, მშვიდობასა და უსაფრთხოებაზე.
უწყება კოორდინაციასა და მონიტორინგს უწევს ამ გეგმების შესრულებასაც.
უწყებათაშორის კომისიას თავმჯდომარეობს საქართველოს პრემიერ-მინისტრის
მრჩეველი ადამიანის უფლებათა დაცვისა და გენდერული თანასწორობის საკითხებში,
თანათავმჯდომარეობას კი უწევს საქართველოს იუსტიციის მინისტრის მოადგილე.
1.3. საქართველოს სახალხო დამცველის აპარატი
საქართველოს სახალხო დამცველი კონსტიტუციური ინსტიტუტია, რომელიც
ზედამხედველობს ადამიანის უფლებათა და თავისუფლებათა დაცვას საქართველოს
ტერიტორიისა და მისი იურისდიქციის ფარგლებში. იგი ავლენს ადამიანის უფლებათა და
თავისუფლებათა დარღვევის ფაქტებს და ხელს უწყობს დარღვეული უფლებებისა და
თავისუფლებების აღდგენას.
საქართველოს სახალხო დამცველის აპარატის გენდერის დეპარტამენტი 2013 წელს
შეიქმნა. მისი მიზანია: ზედამხედველობა ადამიანის უფლებათა და თავისუფლებათა
დაცვაზე გენდერული თანასწორობის კუთხით; სახალხო დამცველის რეგულარულ
უფლებადაცვით საქმიანობაში გენდერული თანასწორობის საკითხთა ინტეგრირების
ხელშეწყობა; საზოგადოებრივი ცნობიერების ამაღლება საქართველოში გენდერული
თანასწორობის გასაძლიერებლად.
ზემოხსენებული ინსტიტუტების ერთობლივი საქმიანობა განაპირობებს გენდერული
თანასწორობის პოლიტიკის გაძლიერებასა და გატარებას საქართველოში. ამ მხრივ,
მდგრადი სისტემური თანამშრომლობა და კოორდინაცია სახელმწიფო გენდერული
პოლიტიკის წარმატებით განხორციელების წინაპირობაა. მნიშვნელოვანია საერთაშორისო
და არასამთავრობო ორგანიზაციების, ასევე, სამოქალაქო საზოგადოების როლიც,
რომელთა ჩართულობა ცალსახად უწყობს ხელს კონსტიტუციით გამყარებული
თანასწორობის დამკვიდრებას და მდგრადობას სძენს მიღწეულ შედეგს.
4
1.4 მუნიციპალურ დონეზე შექმნილი გენდერული თანასწორობის საბჭოები
მუნიციპალურ დონეზე შექმნილი გენდერული თანასწორობის საბჭოები მნიშვნელოვან
როლს ასრულებენ ქვეყანაში გენდერული თანასწორობის უზრუნველყოფაში. მათ
მოვალეობაში შედის როგორც ადგილობრივ დონეზე სახელმწიფო გენდერული
პოლიტიკის გატარება, დისკრიმინაციის იდენტიფიცირება და აღმოფხვრა, აგრეთვე
მოსახლეობის სხვა გენდერულ თანასწორობასთან ასოცირებული საჭიროებების
გამოვლენა და კეთილდღეობის ხელშეწყობა.
აღსანიშნავია, რომ გენდერული პოლიტიკის ლოკალიზება საქართველოში ჯერ კიდევ 2013
წლიდან დაიწყო - ამ კუთხით ქვეყანამ საინტერესო გზა განვლო, კერძოდ:
2013 წელს საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის
სამინისტროში, აგრეთვე 49 მუნიციპალიტეტში დაინიშნენ გენდერის მრჩევლები;
2016 წელს ცვლილებები შევიდა გენდერული თანასწორობის შესახებ კანონის მე-13
მუხლსა და თვითმმართველობის კოდექსის 24-ე მუხლში, რამაც საფუძველი ჩაუყარა
ადგილობრივ დონეზე გენდერული თანასწორობის საბჭოების შექმნას.
2018-2019 წლებში ადგილობრივ, რეგიონულ და ცენტრალურ დონეზე კოორდინაციის
მექანიზმის
გაუმჯობესებისთვის
დამტკიცდა
გენდერული
თანასწორობის
ლოკალიზაციის კონცეფცია და საქართველოს 64-ვე მუნიციპალიტეტში შეიქმნა
მუნიციპალური გენდერული თანასწორობის საბჭოები, ხოლო აღმასრულებელ შტოში
გამოიყო გენდერულ თანასწორობაზე პასუხისმგებელი პირები.
საბჭოების გაძლიერებისა და შესაძლებლობების ზრდის მიზნით პარლამენტის
გენდერული თანასწორობის საბჭო, საერთაშორისო და ადგილობრივი ორგანიზაციები
აქტიურად მუშაობენ თითოეულ მუნიციპალიტეტში. მეტიც, გენდერული თანასწორობის
მუდმივმოქმედი საპარლამენტო საბჭოს ფარგლებში შეიქმნა ურთიერთთანამშრომლობის
ცალკემდგომი სამოქმედო გეგმა და თანამშრომლობის ონალინ პლატფორმა, რომელიც
კომუნიკაციის მოქნილ მეთოდს წარმოადგენს.
2. ძირითადი მიღწევების მოკლე მიმოხილვა
საანგარიშო პერიოდში საქართველოში გენდერული თანასწორობის გაძლიერების
მიმართულებით განსაკუთრებულად აღსანიშნავია შემდეგი ღონისძიებები:
●
2021 წლის დეკემბერში დასრულდა მუშაობა საქართველოს გენდერული
თანასწორობის ახალი სახელმწიფო კონცეფციის პროექტზე. დოკუმენტი წარმოადგენს
სახელმწიფოს ერთიან ხედვას გენდერის ნიშნით ყველა ფორმის დისკრიმინაციის
აღმოფხვრისა და გენდერული თანასწორობის უზრუნველსაყოფად სამოქალაქო,
პოლიტიკურ, ეკონომიკურ, სოციალურ თუ კულტურულ სფეროში, როგორც
საზოგადოებრივ, ისე კერძო ურთიერთობებში. კონცეფციის ამოსავალი წერტილია
გენდერული უთანასწორობის ძირეული და სისტემური მიზეზებისა და არსებითი
თანასწორობის მიღწევა 2021 წელს დაიწყო მუშაობა ქალთა ეკონომიკური გაძლიერების
5
სახელმწიფო კონცეფციის შემუშავებაზე1. დოკუმენტი მიზნად ისახავს საქართველოში
არსებული სპეციფიური გენდერული თანასწორობის გამოწვევების გათვალისწინებით,
ქალთა ეკონომიკური გაძლიერების ჩარჩოს ჩამოყალიბებას, რომელიც მოიცავს
ინტერვენციებს როგორც ინდივიდუალურ, ისე საზოგადოებრივ დონეზე, როგორც კერძო
პრაქტიკებში, ისე სახელმწიფო ინსტიტუციების დონეზე.
●
2021 წელს საბჭომ დაიწყო მუშაობა საკანონმდებლო პროცესში გენდერული
გავლენის ანალიზის ინსტიტუციონალიზაციაზე, რაც მნიშვნელოვნად შეუწყობს ხელს
კარგი მმართველობის პრინციპების გამყარებას. ამ მიზნით აპრილის თვეში პარლამენტში
შეიქმნა გენდერული გავლენის ანალიზის (GIA) სამუშაო ჯგუფი, რომელშიც შედიან
გენდერული თანასწორობის მუდმივმოქმედი საპარლამენტო საბჭოსა და პარტნიორი
დონორი ორგანიზაციების წარმომადგენლები, საქართველოს პრემიერ-მინისტრის
მრჩეველი ადამიანის უფლებების საკითხში და საქართველოს მთავრობის
ადმინისტრაციის ადამიანის უფლებათა დაცვის სამდივნოს წარმომადგენლები.
●
ადგილობრივ დონეზე საკრებულოებში არსებული გენდერული თანასწორობის
საბჭოებთან თანამშრომლობა და მათი გაძლიერების ხელშეწყობა წარმოადგენდა 2021
წლის განმავლობაში გენდერული თანასწორობის მუდმივმოქმედი საპარლამენტო საბჭოს
ერთ-ერთ მთავარ პრიორიტეტს. ამ მიზნით საბჭომ 2021 წელს დაიწყო მცირე სამოქმედო
გეგმაზე მუშაობა, რომელიც დონორებთან თანამშრომლობით უზრუნველყოფს
ადგილობრივი გენდერული საბჭოების საჭიროებების იდენტიფიცირებასა და შემდგომ
მუნიციპალიტეტებთან
თანამშრომლობით
სამომავლო
ნაბიჯების
დაგეგმვას.
დოკუმენტის პირველადი სამუშაო ვერსიის მიხედვით, დაიგეგმა საკოორდინაციო
შეხვედრების ჩატარება წელიწადში 2-ჯერ, ვიზიტები მუნიციპალიტეტებში, სამუშაო
შეხვედრები და ადგილობრივი გენდერული საბჭოების წევრების დატრენინგება მათი
საქმიანობის ხელშეწყობის მიზნით.
●
2021 წლის თებერვალში დამტკიცდა სამთავრობო პროგრამა 2021-2024 „ევროპული
სახელმწიფოს მშენებლობისთვის“, რაც მოიაზრებს, მათ შორის, ღონისძიებების
განხორციელებას საზოგადოებრივი ცხოვრების ყველა სფეროში გენდერული
თანასწორობის გასაძლიერებლად. ასევე უზრუნველყოფილი იქნება სწრაფი და ქმედითი
რეაგირება გენდერული ნიშნით ჩადენილი ძალადობის თითოეულ ფაქტზე.
●
2021 წელს აქტიურად მიმდინარეობდა მუშაობა საქართველოს ადამიანის
უფლებათა დაცვის რიგით მეორე ეროვნულ სტრატეგიაზე (2022-2030 წლებისთვის).
პროცესი, მთავრობის ადმინისტრაციის, გაეროს განვითარების პროგრამისა და გაეროს
ადამიანის უფლებათა უმაღლესი კომისრის ოფისის მხარდაჭერით წარიმართა.
●
2021 წელს მთავრობის ადმინისტრაციის მხრიდან ასევე მიმდინარეობდა მუშაობა
შემდეგ სამოქმედო გეგმებზე:
ა) ქალთა მიმართ ძალადობისა და ოჯახში ძალადობის წინააღმდეგ ბრძოლისა და
მსხვერპლთა (დაზარალებულთა) დასაცავად გასატარებელ ღონისძიებათა სამოქმედო
გეგმა;
ბ) ქალებზე, მშვიდობასა და უსაფრთხოებაზე გაეროს 1325 რეზოლუციების
განხორციელების სამოქმედო გეგმა.
აღნიშნული მიმართულებით განხორციელებული საქმიანობა საფუძველს უყრის 2022
წელს ამ სამოქმედო გეგმების დამტკიცებას და ამოქმედებას.
1 დოკუმენტის შემუშავების პროცესში
საბჭოს ტექნიკურ მხარდაჭერას უწევს გაეროს
განვითარების პროგრამა (UNDP).
6
●
2019 წელს „დისკრიმინაციის ყველა ფორმის აღმოფხვრის შესახებ“ საქართველოს
კანონში სექსუალური შევიწროების დისკრიმინაციის ერთ-ერთი ფორმად განსაზღვრის
შემდგომ,
გენდერული თანასწორობის, ქალთა მიმართ ძალადობისა და ოჯახში
ძალადობის საკითხებზე მომუშავე უწყებათშორისი კომისიისა და გაეროს ქალთა
ორგანიზაციის თანამშრომლობით საჯარო დაწესებულებებში სექსუალურ შევიწროებაზე
რეაგირების მექანიზმების დანერგვა დაიწყო. 2021 წლისთვის საქართველოში უწყებათა
დიდ უმრავლესობას შექმნილი აქვს აღნიშნული მექანიზმი და ასევე უზრუნველყოფილია
თანამშრომელთა გადამზადება.
●
„სამოქალაქო თანასწორობისა და ინტეგრაციის 2021-2030 წლების სახელმწიფო
სტრატეგიის“
ერთ-ერთ
პრიორიტეტად
განისაზღვრა
გენდერული
ნიშნით
დისკრიმინაციასთან ბრძოლა, საზოგადოებრივი შეხედულებების გარდაქმნა, ქალთა
მონაწილეობის გაზრდა გადაწყვეტილების მიღების პროცესში და პოლიტიკურ თუ
სოციალურ-ეკონომიკურ სფეროებში მათი მონაწილეობის გაძლიერება.
●
2021 წელს „პოლიტიკის დოკუმენტების შემუშავების, მონიტორინგისა და
შეფასების წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის N629 დადგენილების
შესაბამისად, დამტკიცდა „საქართველოს მცირე და საშუალო მეწარმეობის განვითარების
სტრატეგია 2021–2025 წწ.“ და ამავე სტრატეგიის 2021-2022 წწ. სამოქმედო გეგმა, სადაც 7
პრიორიტეტულ მიმართულებას შორის, წარმოდგენილია ახალი პრიორიტეტული
მიმართულება - „ქალთა მეწარმეობის განვითარების ხელშეწყობა“.
3. ქვეყნის ძირითადი მაკროეკონომიკური პარამეტრები გენდერულ
ჭრილში
2021 წლის 1 იანვრის მონაცემებით, საქართველოს მთლიანი მოსახლეობა 3,728,600
ადამიანს შეადგენს. აქედან 1,932,400 ქალია, ხოლო 1,796,200 - კაცი. შესაბამისად,
მოსახლეობის პროცენტული მაჩვენებლები გენდერულ ჭრილში შემდეგნაირად
ნაწილდება: ქალი - 52%, კაცი - 48%.
აღსანიშნავია, რომ 2021 წელს საქართველოში ცოცხლად დაბადებულთა რიცხოვნობამ 45
946 ბავშვი შეადგინა, მათ შორის 23 911 ბიჭი და 22 035 გოგოა. ცოცხლად დაბადებულთა
აღნიშნული ჯამური მაჩვენებელი, წინა წელთან შედარებით შემცირებულია 1.2
პროცენტით.
2021 წელს ცოცხლად დაბადებულთა საერთო რიცხოვნობაში, წინა წელთან შედარებით, 25
წლამდე ასაკის დედების მიერ გაჩენილი ბავშვების წილი 28.4 პროცენტიდან 27.2
პროცენტამდე შემცირდა, 25-39 წლის ასაკობრივი ჯგუფის დედების წილი 67.2
პროცენტიდან 69.2 პროცენტამდე გაიზარდა. კლება შეინიშნება 40 წლის და უფროსი ასაკის
დედებში, მათი წილი 4.4 პროცენტიდან 3.6 პროცენტამდე შემცირდა. ამასთან, 2021 წელს
დედის საშუალო ასაკი პირველი ბავშვის დაბადებისას 26.2 წლით განისაზღვრა.
2021 წელს საქართველოში დაფიქსირდა უარყოფითი ბუნებრივი მატება2 (სხვაობა
ცოცხლად დაბადებულთა და გარდაცვლილთა რიცხოვნობას შორის) 13 960 ერთეულით
2 დეტალური ინფორმაცია იხილეთ საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის შემდეგ
ბმულზე - https://www.geostat.ge/ka/modules/categories/321/bunebrivi-mateba
7
განისაზღვრა. 2021 წელს, 2020 წელთან შედარებით, გარდაცვლილთა რიცხოვნობა 18.5
პროცენტით გაიზარდა და 59 906 ერთეული შეადგინა.
საქსტატის ძირითადი დემოგრაფიული მაჩვენებლების კვლევის თანახმად, 2021 წელს
რეგისტრირებულია 23 155 ქორწინება, რაც 41.5 პროცენტით მეტია წინა წლის შესაბამის
მაჩვენებელთან შედარებით. პირველი ქორწინების საშუალო ასაკი ქალებისთვის შეადგენს
29.0 წელს, ხოლო მამაკაცებისთვის 31.5 წელს. ამასთან, რაოდენობა არ მოიცავს იმ
ქორწინებებს, როდესაც ორივე პირი არის უცხო ქვეყნის მოქალაქე და არ არის
საქართველოს მუდმივი მოსახლე. ამასთან, 2021 წელს რეგისტრირებულ განქორწინებათა
რაოდენობამ 10 654 ერთეული შეადგინა, რაც 39.4 პროცენტით მეტია წინა წლის შესაბამის
მაჩვენებელზე.
გლობალური გენდერული სხვაობის შესახებ მსოფლიო ეკონომიკური ფორუმის 2021 წლის
ანგარიშის თანახმად, საქართველოს გენდერული სხვაობის გლობალური ინდექსი 0.732
ქულას შეადგენს და 156 ქვეყანას შორის 49-ე ადგილს იკავებს. ეს 25 ქულიანი სხვაობა
გაუმჯობესებაა 2020 წელთან შედარებით, როდესაც ქვეყანა 0.708 ქულით 74-ე ადგილზე
იყო.
4. საერთაშორისო ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებები
საქართველოს კონსტიტუციასა და ეროვნულ კანონმდებლობასთან ერთად, გედერული
თანასწორობის ჩარჩო საქართველოში ეყრდნობა საერთაშორისო ინსტრუმენტებსაც.
გენდერული თანასწორობის ინსტიტუციურ დონეზე გასაძლიერებლად, საქართველომ
ბოლო წლებში მნიშვნელოვან პროგრესს მიაღწია, რაც დადებითად ფასდება
საერთაშორისო თანამეგობრობის მხრიდანაც. კერძოდ, რეგულარულად უმჯობესდება
გენდერული თანასწორობის ეროვნული ინსტიტუციური მექანიზმები ქვეყანაში, ასევე,
ხორციელდება პერიოდული სამოქმედო გეგმები, რომლებიც შეეხება გენდერულ
თანასწორობას, ქალთა მიმართ ძალადობას, ასევე, ქალებზე, მშვიდობასა და
უსაფრთხოებაზე გაეროს უშიშროების საბჭოს N1325 (UNRS1325) რეზოლუციის საკითხებს.
გაძლიერდა საკანონმდებლო ბაზა და დაიხვეწა მხარდაჭერის პრაქტიკული მექანიზმები.
გენდერული თანასწორობის გაძლიერების კუთხით, ადამიანის უფლებათა საერთაშორისო
ინსტრუმენტებს შორის განსაკუთრებით მნიშვნელოვანია:
●
●
●
გაეროს მდგრადი განვითარების მიზნები (SDG’s);
პეკინის დეკლარაცია და სამოქმედო პლატფორმა (BPfA);
გაეროს კონვენცია ქალთა მიმართ დისკრიმინაციის ყველა ფორმის აღმოფხვრის
შესახებ (CEDAW);
●
და ევროპის საბჭოს კონვენცია ქალთა მიმართ ძალადობისა და ოჯახში ძალადობის
პრევენციისა და აღკვეთის შესახებ (სტამბოლის კონვენცია).
რადგანაც
აღნიშნული
საერთაშორისო
ორგანიზაციების/კომიტეტების
მიმართ
საქართველომ წინა წლებში გააგზავნა ანგარიშები, 2021 წელს სახელმწიფოს მხრიდან
ძალისხმევა მიმართული იყო ნაკისრი ვალდებულებების დაგეგმვაზე, შესრულებასა და
იმპლემენტაციაზე ყველა შესაბამის სფეროში.
აქვე უნდა აღინიშნოს, რომ 2021 წლის 30 ივნისს-2 ივლისს პარიზში გამართულ
თანასწორობის თაობის ფორუმს საქართველოც შეუერთდა. აღნიშნული ფორუმის მიზანს
8
წარმოადგენდა ჩართული ქვეყნების მხრიდან კონკრეტული ვალდებულებების გაჟღერება
გენდერული თანასწორობის პროგრესის მისაღწევად, რის ფარგლებშიც ქვეყანამ აიღო
ვალდებულებები 2 მიმართულებით:
1. გენდერული ნიშნით ძალადობა;
2. ტექნოლოგიები და ინოვაციები გენდერული თანასწორობისთვის.
აღნიშნული
ვალდებულებების
ჯეროვანი
შესრულების,
კოორდინირებული
მონიტორინგისა და პროგრესის პროაქტიულად გამოქვეყნების მიზნით, გენდერული
თანასწორობის მუდმივმოქმედმა საპარლამენტო საბჭომ შექმნა საკოორდინაციო
მექანიზმი - მონიტორინგის ჯგუფი. ჯგუფის შემადგენლობაში შედიან საქართველოს
მთავრობის წარმომადგენლები, გაეროს ორგანიზაციები და დიპლომატიური კორპუსის
წარმომადგენლები. მონიტორინგის ჯგუფს ხელმძღვანელობენ საბჭოს თავმჯდომარე ნინო
წილოსანი და პრემიერ-მინისტრის მრჩეველი ადამიანის უფლებების დაცვის
მიმართულებით ნიკო თათულაშვილი. აღსანიშნავია, რომ მონიტორინგის ჯგუფი
შეიკრიბება წელიწადში ორჯერ, რათა ზედამხედველობა გაუწიოს თანასწორობის თაობის
ფარგლებში საქართველოს მიერ ნაკისრი ვალდებულებების შესრულებას.
მნიშვნელოვანია ის ფაქტიც, რომ 2021 წლის 17 სექტემბერს გენდერული თანასწორობის
მუდმივმოქმედი საპარლამენტო საბჭოს მხრიდან აქტიური ლობირების შედეგად
საქართველო მიუერთდა თანაბარი ანაზღაურების საერთაშორისო კოალიციას (EPIC).
აღნიშნული კოალიციის მიზანია მსოფლიოს მასშტაბით გენდერული სახელფასო
სხვაობების შემცირება და ქალისა და მამაკაცისთვის თანაბარი ანაზღაურების
უზრუნველყოფა თანაბარი ღირებულების საქმიანობის გაწევისას.
5. გენდერული პოლიტიკის განსაზღვრა
სამთავრობო დონეზე ქალთა მიმართ ძალადობის და ოჯახში ძალადობის საკითხებზე
სახელმწიფო პოლიტიკის განსაზღვრაში, გარდა მოქმედი საკანონმდებლო აქტებისა,
მნიშვნელოვან როლს ასრულებს პოლიტიკის დოკუმენტები, როგორებიცაა ადამიანის
უფლებების ეროვნული სტრატეგია და სამოქმედო გეგმები. აღნიშნული დოკუმენტები
ხელს უწყობს პოლიტიკის დაგეგმვას, პრიორიტეტების განსაზღვრას, აღსრულების
კოორდინაციას, მიღებული შედეგების შეფასებასა და ახალი მიდგომების დანერგვას.
გენდერული თანასწორობის მუდმივმოქმედი საპარლამენტო საბჭოს 2021 წლის
სამოქმედო გეგმა დამტკიცდა ამავე წლის 26 აპრილის სხდომაზე და მოიცავს ექვს ძირითად
მიმართულებას:
1. სახელმწიფოს გენდერული პოლიტიკის ძირითადი მიმართულებების ჩამოყალიბება;
2. გენდერული თანასწორობის სფეროში საკანონმდებლო ბაზის შექმნა და გაუმჯობესება;
3. გენდერული თანასწორობის სახელმწიფო მექანიზმების დახვეწა;
4. სახელმწიფო გენდერული პოლიტიკის განხორციელების მონიტორინგი;
5. საბჭოს კომუნიკაციის გაძლიერება;
6. ცნობიერების ამაღლება გენდერული თანასწორობის თაობაზე.
2021 წლის დეკემბრიდან გენდერული თანასწორობის მუდმივმოქმედმა საპარლამენტო
საბჭომ აქტიურად დაიწყო მუშაობა საბჭოს 2022-2024 წლების სამოქმედო გეგმაზე. საბჭო
ეყრდნობა მტკიცებულებებზე დაფუძნებული გადაწყვეტილების მიღების პრინციპებს,
9
სწორედ ამიტომ, სამოქმედო გეგმის შემუშავებამდე განახლდა მასშტაბური კვლევა
ქვეყანაში გენდერული თანასწორობის მდგომარეობის შესახებ (“გენდერული
თანასწორობა საქართველოში: ბარიერები და რეკომენდაციები”), რომლის მიგნებებსაც
დაეფუძნა აღნიშნული სამოქმედო გეგმა - დოკუმენტი მოიცავს მომავალი 3 წლის
განმავლობაში განსახორციელებელ ძირითად პრიორიტეტებსა და აქტივობებს, როგორც
ქვეყანაში გენდერული პოლიტიკისა და კანონმდებლობის გაუმჯობესების, აგრეთვე
საზოგადოების ცნობიერების ამაღლებისა და ადგილობრივ თუ საერთაშორისო დონეზე
თანამშრომლობის გაღრმავების კუთხით.
აღსანიშნავია, რომ 2014-2020 წლებში მოქმედებდა ადამიანის უფლებათა ეროვნული
სტრატეგია,
რომელიც
წარმოადგენდა
პოლიტიკის
განმსაზღვრელ
ძირითად
დოკუმენტს.იგი ხელს უწყობდა პოლიტიკის შემუშავების და განხორციელების პროცესში
ადამიანის უფლებებზე დამყარებული მიდგომის დამკვიდრებას, მათ შორის,
ითვალისწინებდა ქალების და მამაკაცების განსხვავებულ საჭიროებებს. ასევე, 2018 წლის
11 აპრილს საქართველოს მთავრობამ დაამტკიცა ქალთა მიმართ ძალადობის და ოჯახში
ძალადობის წინააღმდეგ ბრძოლისა და მსხვერპლთა (დაზარალებულთა) დასაცავად
გასატარებელ ღონისძიებათა 2018-2020 წლების სამოქმედო გეგმა. აღნიშნული გეგმის
ისევე, როგორც ადამიანის უფლებათა ეროვნული სტრატეგიის მოქმედება 2020 წელს
ამოიწურა. შესაბამისად, დღეისთვის სახელმწიფოს არ გააჩნია, როგორც პოლიტიკის
ძირითადი მიმართულებების განმსაზღვრელი სტრატეგია, ასევე, აღმასრულებელი
ხელისუფლების ორგანოების საქმიანობის მაკოორდინირებელი სამოქმედო გეგმა.3
Covid-19-ით განპირობებულმა პანდემიამ და საქართველოში მიმდინარე დინამიურმა
პოლიტიკურმა პროცესებმა გარკვეული შეფერხებები გამოიწვია გენდერული
თანასწორობის პოლიტიკის დაგეგმვასა და განხორციელებაში. 2021 წლისთვის შეფერხდა
ეროვნული სამოქმედო გეგმების განახლება, თუმცა როგორც ქვემოთ არის მითითებული,
გეგმებზე მუშაობა არ შეწყვეტილა. აქტიურად მიმდინარეობს ეროვნული სამოქმედო
გეგმების შემუშავების პროცესი, რომელიც 2022 წლიდან უნდა დამტკიცდეს და ამ
პროცესში ჩართული არიან როგორც ადგილობრივი ხელისუფლების, აგრეთვე პარტნიორი
საერთაშორისო და ადგილობრივი ორგანიზაციების წარმომადგენლები.აქვე აღსანიშნია,
რომ 2021 წლის აგვისტოში დაინიშნა პრემიერ-მინისტრის მრჩეველი ადამიანის უფლებათა
საკითხებში, რაც ხელს უწყობს და აძლიერებს სამთავრობო დონეზე გენდერული
თანასწორობის მიმართულებით უწყებათა კოორდინირებულ მუშაობას.
6. ქალთა პოლიტიკური მონაწილეობის მხარდაჭერა
საერთაშორისო გამოცდილება ცხადყოფს, რომ ქალთა თანაბარი პოლიტიკური
მონაწილეობა ბუნებრივი, თვითდინების გზით ძალიან ძნელად მიიღწევა და ამას ათეული
წლები სჭირდება, რისი შესაძლებლობაც დღეს არცერთ სახელმწიფოს და, მათ შორის,
საქართველოსაც არ გააჩნია. გაეროს ქალთა ორგანიზაციის (UN WOMEN) ყოფილი
აღმასრულებელი დირექტორის (Phumzile Mlambo-Ngcuka) განცხადების მიხედვით,
დღევანდელი ცვლილებების ტემპითაც კი პოლიტიკის სფეროში გენდერული
3 საქართველოს გენდერული თანასწორობის მუდმივმოქმედი საპარლამენტო საბჭო, თემატური მოკვლევის
ანგარიში - ქალთა მიმართ ძალადობის და ოჯახში ძალადობის პრევენციისა და აღკვეთის შესახებ ევროპის
საბჭოს კონვენციის (სტამბოლის კონვენცია) ვალდებულებების კანონმდებლობაში ასახვის და მათი
აღსრულების ეფექტიანობის შესახებ, 2022
10
თანასწორობის მისაღწევად მსოფლიოს დაახლოებით 50 წელი კიდევ დასჭირდება, ამიტომ
საჭიროა ისეთი მეთოდების აქტიურად გამოყენება, როგორიც გენდერული კვოტირებაა.
მაგალითად, ბელგიის პარლამენტში გენდერული კვოტების დანერგვის შედეგად ქალთა
წარმომადგენლობა 1999 წელს 16%-დან 25%-მდე გაიზარდა, ხოლო 2007 წელს ამ რიცხვმა
38%-ს მიაღწია4.
შესაბამისად, პროცესის დასაჩქარებლად და საუკუნეების განმავლობაში შექმნილი
უთანასწორობის აღმოსაფხვრელად ადამიანის უფლებებსა და ქალთა უფლებებზე
მომუშავე აქტორების დღის წესრიგში დადგა ამოცანა, გადაწყვეტილების მიმღები პირები
დაერწმუნებინათ საკანონმდებლო დონეზე ჩარევის აუცილებლობაში, რაც სპეციალური
მექანიზმების ამუშავებაში გამოიხატებოდა.5
სავალდებულო გენდერული კვოტის არსი მდგომარეობს იმაში, რომ როდესაც არსებული
გენდერული უთანასწორობა შეუძლებელს ხდის ქალთა პოლიტიკაში თანასწორ
მონაწილეობას, რაც სხვადასხვა ფაქტორებით არის განპირობებული, (მათ შორის,
პატრიარქალური საზოგადოების გამოწვევები, ქალთა სოციალურ-ეკონომიკური
პრობლემები და პოლიტიკური პარტიების შიდა დემოკრატიის დაბალი ხარისხი),
სპეციალური დროებითი ზომების გატარებით ხორციელდება უთანასწორობის აღმოფხვრა
მანამ, სანამ არსებითი თანასწორობა არ იქნება მიღწეული და წარმომადგენლობით
ორგანოებში არ შეიქმნება განსხვავებული სქესის წარმომადგენელთა კრიტიკული მასა. 6
სწორედ ამ უთანასწორობის აღმოსაფხვრელად და კონსტიტუციური პრინციპის არსებითი
თანასწორობის აღსრულებისთვის ეფექტური მექანიზმის შესაქმნელად, 2020 წლის
საარჩევნო რეფორმის ფარგლებში, საქართველოს საარჩევნო კოდექსის 203-ე მუხლის
მიხედვით განისაზღვრა სავალდებულო გენდერული კვოტა შემდეგი პრინციპის დაცვით.7
აღსანიშნავია, რომ ქალთა პოლიტიკური მონაწილეობის გაზრდის მიზნით 2021 წლის
ზაფხულის პერიოდში გენდერული თანასწორობის მუდმივმოქმედი საპარლამენტო საბჭოს
ინიციატივითა და პარტნიორი განვითარების ორგანიზაციების8 მხარდაჭერით
საქართველოს 23 მუნიციპალიტეტიდან 265 ქალი დატრენინგდა, რომელთაგანაც 80 მათგანი
2021 წლის არჩევნებისთვის პარტიულ სიაში მოხვდა.
ამრიგად, 2021 წლის მუნიციპალიტეტის ორგანოთა არჩევნების შედეგები, მნიშვნელოვან
მიღწევად უნდა ჩაითვალოს - გენდერული კვოტირების და სხვა გაწეული ძალისხმევის
შედეგად საკრებულოებში პროპორციული სისტემით არჩეულ ქალთა წარმომადგენლობა
მნიშვნელოვნად
გაიზარდა
19.59%-დან
31.41%-მდე;
კერძოდ
2017
წელს
თვითმმათველობებში პროპორციული წესით არჩეულ ქალთა რაოდენობა 190-ს
წარმოადგენდა, ხოლო 2021 წელს ამ რიცხვმა 441-ს მიაღწია.
4OECD-ს ანგარიში გენდერული კვოტირების შესახებ. დამატებითი ინფორმაცია იხილეთ:
https://www.oecd.org/social/quotas-gender-equality.htm
5
საქართველოს გენდერული თანასწორობის მუდმივმოქმედი საპარლამენტო საბჭო,
თანასწორობა
საქართველოში:
ბარიერები
და
რეკომენდაციები,
ნაწილი
I,
https://georgia.unfpa.org/sites/default/files/pub-pdf/gender_geo_part_1_1.pdf
გენდერული
2022,
იხ:
6 იქვე
7 იქვე
8 გაეროს განვითარების პროგრამა (UNDP), საარჩევნო სისტემების საერთაშორისო ფონდი (IFES),
საერთაშორისო რესპიბლიკური ინსტიტუტი (IRI)
11
საანგარიშო პერიოდში გენდერული თანასწორობის მუდმივმოქმედმა საპარლამენტო
საბჭომ არაერთი ღონისძიება დაგეგმა და განახორციელა ქალთა პოლიტიკური
მონაწილეობის მხარდამჭერი საკანონმდებლო ცვლილებების ხელშესაწყობად. მათ შორის
იყო როგორც საზოგადოების ცნობიერების ასამაღლებელი ზომები, ასევე პარლამენტის
შიგნით დაგეგმილი კონსულტაციები.
მათ შორის უნდა აღინიშნოს დეპუტატ ქალთა არაფორმალური თანამშრომლობის
პლატფორმა, სადაც პოლიტიკაში ქალთა გამოწვევის საკითხები აქტიურად განიხილებოდა.
ამასთანავე, საანგარიშო პერიოდში საბჭომ კომუნიკაცია განახორციელა პოლიტიკურ
პარტიებთან გენდერული კვოტირების მექანიზმის მნიშვნელობასა და ეფექტიანად
გამოყენების საკითხზე. აღნიშნული მიზნით 2021 წლის 1 ივნისს გაიმართა ინტერპარტიული
არაფორმალური შეხვედრა დეპუტატ ქალთა მონაწილეობით. შეხვედრაზე აქცენტი გაკეთდა
გენდერული კვოტირების მნიშვნელობაზე, ქალთა პოლიტიკაში მონაწილეობის
გამოწვევებსა და საუკეთესო საერთაშორისო პრაქტიკებზე. საპარლამენტო პოლიტიკური
პარტიების წარმომადგენლებმა ისაუბრეს კვოტირების შესახებ მათ მოსაზრებებსა და
პოლიტიკაში მონაწილეობის პირად გამოწვევებზე.
7. გენდერული მეინსტრიმინგის ხელშეწყობა
სახელმწიფო
პოლიტიკის
ფორმირებაში
ადამიანის
უფლებების
დაცვაზე
ორიენტირებული მიდგომების ინტეგრირება მთავრობის პრიორიტეტად რჩება.
2021 წლის თებერვალში დამტკიცდა სამთავრობო პროგრამა 2021-2024 „ევროპული
სახელმწიფოს მშენებლობისთვის“, რაც მათ შორის მოიაზრებს, ღონისძიებების
განხორციელებას საზოგადოებრივი ცხოვრების ყველა სფეროში გენდერული
თანასწორობის გასაძლიერებლად; უზრუნველყოფილი იქნება სწრაფი და ქმედითი
რეაგირება გენდერული ნიშნით ჩადენილი ძალადობის თითოეულ ფაქტზე.
2021 წელს აქტიურად მიმდინარეობდა მუშაობა საქართველოს ადამიანის უფლებათა
დაცვის რიგით მეორე ეროვნულ სტრატეგიაზე (2022-2030 წლებისთვის). პროცესი,
მთავრობის ადმინისტრაციის, გაეროს განვითარების პროგრამისა და გაეროს ადამიანის
უფლებათა უმაღლესი კომისრის ოფისის მხარდაჭერით წარიმართა.9 ქვეყნის
ინსტიტუციური დემოკრატიისკენ სწრაფვა, სამოქალაქო, პოლიტიკური, სოციალური და
ეკონომიკური უფლებებით თანაბარი სარგებლობა, თანასწორობის პოლიტიკის
განმტკიცება და ოკუპაციის შედეგად დაზარალებულ მოქალაქეებზე ზრუნვა სახელმწიფო
პოლიტიკის ის ძირეული ბაზისია, რომელსაც ადამიანის უფლებების ახალი სტრატეგია
ეფუძნება. გარდა ამისა, სტრატეგია ითვალისწინებს ადამიანის უფლებათა
საერთაშორისოდ აღიარებულ სტანდარტებს და თანხვედრაშია გაეროს მდგრადი
განვითარების მიზნებთან. აღსანიშნავია, რომ სტრატეგიული დოკუმენტის პირველადი
ვერსია გადაგზავნილია სახელმწიფო უწყებებში, რომელთა შენიშვნების დამუშავების
შემდეგაც აღნიშნული დოკუმენტი გაზიარებულ იქნება საერთაშორისო და ადგილობრივ
ორგანიზაციებთან, ასევე საელჩოებთან.10
9
მთავრობის ადმინისტრაციის წერილი 2021 წელს გენდერული თანასწორობის
კუთხით განხორციელებული საკვანძო ღონისძიებების შესახებ, GOV 1 22 00019696, 20.06.2022
10 იქვე
12
ხელშეწყობის
საქართველოს პრემიერ-მინისტრის გადაწყვეტილებით, ადამიანის უფლებათა ეროვნული
სტრატეგიის შემუშავების პროცესის პარალელურად, გენდერული თანასწორობის, ქალთა
მიმართ ძალადობისა და ოჯახში ძალადობის საკითხებზე მომუშავე უწყებათაშორისი
კომისია, საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის ადამიანის უფლებათა სამდივნოს
დახმარებით, აქტიურად მუშაობს ორ, ცალკე მდგომ ეროვნულ სამოქმედო გეგმაზე:
ა) ქალთა მიმართ ძალადობისა და ოჯახში ძალადობის წინააღმდეგ ბრძოლისა და
მსხვერპლთა (დაზარალებულთა) დასაცავად გასატარებელ ღონისძიებათა სამოქმედო
გეგმა. აღნიშნული სამოქმედო გეგმა ეხმიანება მდგრადი განვითარების მიზანს (SDG)
გენდერული თანასწორობის (მე-5 მიზანი) შესახებ. გარდა ამისა, სამოქმედო გეგმა
შეესაბამება 2021-2024 წლების სამთავრობო პროგრამაში („ევროპული სახელმწიფოს
მშენებლობისათვის“) გაწერილ პრიორიტეტსაც გენდერული ნიშნით ჩადენილი
ძალადობის თითოეულ ფაქტზე სწრაფი და ქმედითი რეაგირების შესახებ.
ბ) ქალებზე, მშვიდობასა და უსაფრთხოებაზე გაეროს 1325 რეზოლუციების
განხორციელების სამოქმედო გეგმა, რომელიც ეხმიანება მდგრადი განვითარების (SDG)
გენდერული თანასწორობისა (მე-5 მიზანი) მიზანს. გარდა ამისა, სამოქმედო გეგმა
შეესაბამება 2021-2024 წლების სამთავრობო პროგრამაში („ევროპული სახელმწიფოს
მშენებლობისათვის“) გაწერილ პრიორიტეტებსაც თანასწორობის უფლების რეალიზებისა
და გენდერული თანასწორობის გასაძლიერებლად შესაბამისი ღონისძიებების
განხორციელების შესახებ.
აღნიშნული სამოქმედო გეგმები მიზნად ისახავს გენდერული თანასწორობის
ხელშეწყობას, გადაწყვეტილებების მიღების პროცესებში ქალთა ჩართულობის
ხელშეწყობას, ქალთა გაძლიერებას და ოჯახში ძალადობისა და გენდერული ნიშნით,
ქალთა დისკრიმინაციის წინააღმდეგ ბრძოლას. სამოქმედო გეგმების სამუშაო ვერსიები
დამუშავდა შესაბამისი უწყებების აქტიური ჩართულობით და გაეროს ქალთა
ორგანიზაციის ექსპერტების დახმარებით. გეგმების სამუშაო ვერსიები უკუკავშირისთვის
გაზიარებული
იქნა
დაინტერესებულ
არასამთავრობო
და
საერთაშორისო
ორგანიზაციებთან, სახალხო დამცველთან, რაც შესაბამისად აისახა არსებულ
დოკუმენტში.
ეროვნული სამოქმედო გეგმები, უახლოეს მომავალში წარედგინება საქართველოს
მთავრობას „პოლიტიკის დოკუმენტების შემუშავების, მონიტორინგისა და შეფასების
წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის N629 დადგენილების შესაბამისად
დამტკიცების მიზნით.
ამასთანავე, 2021 წელს გენდერული თანასწორობის, ქალთა მიმართ ძალადობისა და
ოჯახში ძალადობის საკითხებზე მომუშავე უწყებათაშორისი კომისია მუშაობდა ქალთა
მიმართ ძალადობის ან/და ოჯახში ძალადობის მსხვერპლთა გამოვლენის, მათი დაცვის,
დახმარებისა
და
რეაბილიტაციის
ეროვნული
რეფერირების
პროცედურების
დოკუმენტზეც.11
გენდერული მეინსტრიმინგისა და მგრძნობელობის გაზრდის კუთხით აქტიურად
მიმდინარეობდა მუშაობა საქართველოს საკანონმდებლო ორგანოშიც. 2021 წელს
გენდერული ბიუჯეტირების განხორციელების ხელშეწყობის მიზნით საბჭომ ჩაატარა
სამუშაო შეხვედრები. საბოლოოდ, სამუშაო ჯგუფმა შეიმუშავა პარლამენტის გენდერული
11 იქვე
13
მგრძნობელობის ინდექსი და ანგარიშის ფორმა, რომელიც პირველ ეტაპზე განსაზღვრავს
საქართველოს პარლამენტში გენდერულ მგრძნობელობის ხარისხსა და ბიუჯეტში
გენდერულ ნაწილზე პირდაპირ და ირიბად კონცენტრირებულ რესურსებს. შეფასება
მოხდება 4 წელიწადში 2-ჯერ: ახალი მოწვევის პარლამენტის შეკრებისას და საქმიანობის
დასრულებისას. რაც შეეხება მეთოდოლოგიას, შეფასების მოდელი ეფუძნება
საერთაშორისო EIGE მეთოდოლოგიას და ადაპტირებულია ქართულ რეალობაზე. იგი
მოიცავს 5 მიმართულებას და 71 ქვეინდიკატორს/კითხვას. ინდიკატორის გარდა, საბჭო
უზრუნველყოფს მოკლე ანგარიშის შედგენას ყოველი შეფასებისას, სადაც დეტალურად
იქნება განმარტებული ყოველი ინდიკატორის პასუხი.
მუშაობის პროცესში მოხდა შეფასებაში მონაწილე პარლამენტის აპარატის
დეპარტამენტებისა და კომიტეტების აპარატების იდენტიფიცირება და მეთოდოლოგიის
მათთვის გაცნობა. გენდერული მგრძნობელობის ინდექსი და ანგარიშის მეთოდოლოგია
დამტკიცდა საბჭოს 2021 წლის 23 დეკემბრის სხდომაზე.
ამასთანავე, გენდერული თანასწორობის მუდმივმოქმედმა საპარლამენტო საბჭომ,
საქართველოს პარლამენტის რეგლამენტის 155-ე მუხლის შესაბამისად, 2021 წლის 15
ნოემბრის სხდომაზე მიიღო გადაწყვეტილება თემატური მოკვლევის „გენდერული
თანასწორობის საკითხების მეინსტრიმინგი სამთავრობო პოლიტიკაში“ დაწყების შესახებ.
თემატური მოკვლევის ჯგუფის მთავარ მომხსენებლად განისაზღვრა მარიამ ლაშხი, ხოლო
წევრებად: ნინო წილოსანი, ნინო იობაშვილი, ხათუნა კვიციანი, მიხეილ სარჯველაძე და
ანა ნაცვლიშვილი. თემატური მოკვლევა 2022 წელს დასრულდება.
8. ქალთა მიმართ და ოჯახში ძალადობის აღმოფხვრა
ქალთა მიმართ ძალადობა და ოჯახში ძალადობა საქართველოში კვლავ ერთ-ერთ ყველაზე
მნიშვნელოვან გამოწვევას წარმოადგენს, რომელიც არღვევს ქალთა ფუნამენტურ
უფლებებს და მათ სხვებთან თანასწორად მინიჭებული უფლებებით სარგებლობის
პროცესში სერიოზულ ბარიერებს უქმნის. აქედან გამომდინარე, საქართველოს
ხელისუფლება ითვალისწინებს აღნიშნული ძალადობის ფორმების პრევენციის,
გამოძიების, დასჯისა და მსხვერპლთა რეპარაციის კუთხით გასატარებელი ღონისძიებების
მნიშვნელობას და ხელს უწყობს სახელმწიფოს პოლიტიკის მუდმივ განვითარებასა და
გაუმჯობესებას.
ქალთა მიმართ ძალადობასა და ოჯახში ძალადობაზე ეფექტური რეაგირება
პრიორიტეტულ საკითხებად არის განსაზღვრული საქართველოს პროკურატურისა და
შინაგან საქმეთა სამინისტროს შიდა უწყებრივი დოკუმენტებით. კერძოდ, ქალთა მიმართ
და ოჯახური დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლა პრიორიტეტად იყო განსაზღვრული
საქართველოს პროკურატურის 2017-2021 წლების სტრატეგიით და სამოქმედო გეგმით.
საქართველოს
გენერალური
პროკურატურის
საპროკურორო
საქმიანობაზე
ზედამხედველობისა და სტრატეგიული განვითარების დეპარტამენტი და ადამიანის
უფლებათა დაცვის სამმართველო მუდმივად ახორციელებენ ქალთა მიმართ ძალადობისა
და ოჯახური დანაშაულის საქმეთა მონიტორინგს და ყოველწლიურად აანალიზებენ
არსებულ მდგომარეობას. განსაკუთრებული ყურადღება ექცევა აღნიშნული კატეგორიის
საქმეებზე გამოძიების გაჭიანურების გარეშე ჩატარებას, შემაჯამებელი გადაწყვეტილების
14
დროულად მიღებას, აგრეთვე, სასამართლო მონიტორინგის ფარგლებში სახელმწიფო
ბრალდების ეფექტიან მხარდაჭერას.12
ქალთა მიმართ და ოჯახში ძალადობის დანაშაულთან ბრძოლაში ასევე დიდი
მნიშვნელობა აქვს სასამართლო სისტემის მიერ გატარებულ ერთიან პოლიტიკას მსგავსი
დანაშაულების აღსაკვეთად. უზენაესი სასამართლოს ანალიტიკური განყოფილება
სისტემატურად აწარმოებს ოჯახში ძალადობისა ან/და ქალთა მიმართ ძალადობის
საკითხებზე ყველა ინსტანციის სასამართლო გადაწყვეტილებათა ანალიზს. ამის
დასტურია,
ანალიტიკური
განყოფილების
მიერ
გამოქვეყნებული
კვლევები:
დისკრიმინაცია, სიძულვილით მოტივირებული დანაშაულები და სიძულვილის ენა
საერთაშორისო
სამართლებრივი
სტანდარტების,
საქართველოს
ეროვნული
კანონმდებლობისა და სასამართლო პრაქტიკის ანალიზი; დისკრიმინაციასთან
დაკავშირებული საქმეები ეროვნულ სასამართლო პრაქტიკაში (საერთაშორისო
სტანდარტების ასახვა ეროვნულ დონეზე); საერთაშორისო სტანდარტების ასახვა ოჯახში
ძალადობის
საქმეებში;
ადამიანის
უფლებათა
ევროპული
სასამართლოს
გადაწყვეტილებები ქალთა მიმართ ძალადობისა და ოჯახში ძალადობის საკითხებზე
(განახლებული კრებული).
ნაშრომებში დამუშავებულია როგორც საერთო სტატისტიკა, ისე მონაცემები რეგიონების,
დაზარალებულებისა და სხვადასხვა ინდიკატორების მიხედვით. კვლევებში მოცემულია
ძირითადი მიგნებები და რეკომენდაციები. 2022 წლის მეორე ნახევარში დასრულდება
კვლევა თემაზე - საქართველოს სასამართლო პრაქტიკის ანალიზი ოჯახში ძალადობასთან
დაკავშირებით.
საქართველომ 2020 წელს გააგზავნა ანაგრიში „ქალთა მიმართ ძალადობისა და ოჯახში
ძალადობის პრევენციისა და აღკვეთის შესახებ“ ევროპის საბჭოს კონვენციის (სტამბულის
კონვენცია) შესრულების მონიტორინგზე პასუხისმგებელ ორგანოში. 2021 წელს კი
გაგრძელდა მუშაობა ანგარიშის შემდგომი პროგრესის მიმართულებით, კერძოდ, 2021
წლის 8 ნოემბერს მთავრობის ადმინისტრაციამ GREVIO-ს დამოუკიდებელ ექსპერტთა
ჯგუფს უმანსპინძლა. შეხვედრას გენდერული თანასწორობის, ქალთა მიმართ და ოჯახში
ძალადობის საკითხებზე მომუშავე უწყებათშორისი კომისიის, სახვადასხვა უწყებების და
საქართველოს პარლამენტის წევრები ესწრებოდნენ, სადაც განხილული იქნა ქალთა
მიმართ და ოჯახში ძალადობის წინააღმდეგ ბრძოლის საკითხებში საქართველოს მიერ
მიღწეული შედეგები და GREVIO-სთვის წარდგენილი ანგარიშის შემდგომი
პროგრესი. აღნიშნული ვიზიტის საფუძველზე, ჯგუფი შეიმუშავებს შეფასებისა და
მონიტორინგის
ანგარიშს.
ამასთანავე,
საჭიროების
შემთხვევაში
გამოსცემს
13
რეკომენდაციებს. აღნიშნული ანგარიში გამოქვეყნდება 2022 წლის ბოლომდე.
2021 წლის 11 ნოემბერს საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციაში ადამიანის
უფლებათა საბჭოს გენდერული თანასწორობის, ქალთა მიმართ ძალადობის და ოჯახში
ძალადობის საკითხებზე მომუშავე უწყებათაშორისი კომისიის მორიგი სხდომა
12 საქართველოს პროკურატურის წერილი, N13/32891, 31.05.2022
13
მთავრობის ადმინისტრაციის წერილი 2021 წელს გენდერული თანასწორობის
კუთხით განხორციელებული საკვანძო ღონისძიებების შესახებ, GOV 1 22 00019696, 20.06.2022
15
ხელშეწყობის
გაიმართა. სხდომა გაფართოებულ ფორმატში
ორგანიზაციების მონაწილეობით ჩატარდა.14
არასამთავრობო
და
საერთაშორისო
უნდა აღინიშნოს ქალთა მიმართ ძალადობის საკითხების რეგულირებისა და სტამბოლის
კონვენციით გათვალისწინებული ვალდებულებების შესრულების მონიტორინგის
მიზნით, გენდერული თანასწორობის მუდმივმოქმედმა საპარლამენტო საბჭომ 2021 წლის
21 ივნისის სხდომაზე მიიღო გადაწყვეტილება თემატური მოკვლევის „ქალთა მიმართ
ძალადობისა და ოჯახში ძალადობის პრევენციის და აღკვეთის შესახებ“ ევროპის საბჭოს
კონვენციის (სტამბულის კონვენცია) ვალდებულებების კანონმდებლობაში ასახვის და
მათი აღსრულების ეფექტიანობა“ დაწყების თაობაზე. თემატური მოკვლევის ჯგუფის
მთავარ მომხსენებლად განისაზღვრა ნინო წილოსანი, ხოლო წევრებად: გიორგი
ხელაშვილი, ხატია წილოსანი, თეონა აქუბარდია და ხათუნა კვიციანი. მოკვლევის
ფარგლებში ჩატარდა 2 სამუშაო შეხვედრა/ვიზიტი.
2021 წლის 25 ოქტომბერს განხორციელდა სამუშაო ჯგუფის წევრებისა და თემატური
მოკვლევის ფარგლებში ჩართული ექსპერტების ვიზიტი თბილისის ძალადობის
მსხვერპლთა მომსახურების კრიზისულ ცენტრში, სადაც ისინი ადგილზე გაეცნენ ცენტრის
ბენეფიციარების საჭიროებებს და კრიზისული ცენტრის საქმიანობის მიმართულებებს.
თემატური მოკვლევის ფარგლებში ჩატარდა საკითხის 4 ზეპირი მოსმენა 8 სახელმწიფო
უწყებისა და 12 ადგილობრივი ორგანიზაციის მონაწილეობით. 2021 წლის 19-20 დეკემბერს
საბჭომ ჩაატარა გასვლითი სამუშაო შეხვედრა, რის ფარგლებშიც მონაწილეობა მიიღეს
თემატურ მოკვლევაში ჩართულმა უწყებებმა და მოსაზრებების წარმომდგენმა
ორგანიზაციებმა; ისინი ადგილზე გაეცნენ თემატური მოკვლევის ანგარიშის პირველად
სამუშაო ვერსიას და მიიღეს მონაწილეობა დისკუსიაში.
ამასთანვე, საბჭომ იმუშავა არაერთ საკანონმდებლო ინიციატივაზე, რომელიც ქალთა
მიმართ და ოჯახში ძალადობის აღმოფხვრას თუ მსხვერპლთა დაცვას ისახავდა მიზნად.
მათ შორის უნდა აღინიშნოს „მსხვერპლის სტატუსის“ გაუქმება, როგორც თავშესაფრის
სერვისებით სარგებლობის წინაპირობა. საბჭოს ინიციატივითა და გაეროს ქალთა
ორგანიზაციის მხარდაჭერით მომზადდა ცვლილებათა პაკეტი, რომელიც ითვალისწინებს
ე.წ. „მსხვერპლის სტატუსის“ გაუქმებას, რაც ხელს უშლის ქალთა მიმართ ძალადობის
ან/და ოჯახში ძალადობის მსხვერპლის მიერ მხარდაჭერის მომსახურებების, მათ შორის,
თავშესაფრის ხელმისაწვდომობას. ე.წ. „მსხვერპლის სტატუსის“ არსებობა პირდაპირ
კავშირშია და ძირითადი წინაპირობაა სახელმწიფო მომსახურებებით სარგებლობისთვის,
რაც ხშირ შემთხვევაში მნიშვნელოვან ბარიერს წარმოადგენს ძალადობა გამოვლილი
ადამიანისთვის.
აღნიშნული ცვლილებათა პაკეტის მიზანია:
კანონმდებლობის სტამბულის კონვენციის დებულებებთან უფრო მეტად ჰარმონიზება
და ქალთა მიმართ ძალადობისა და ოჯახში ძალადობის მსხვერპლთა მხარდაჭერის
გაძლიერება, რაც უკავშირდება მსხვერპლების მიერ მხარდაჭერის მომსახურებებით, მათ
შორის, თავშესაფრით/კრიზისული ცენტრით სარგებლობისთვის დღეს არსებული
ბარიერების დაძლევას/აღმოფხვრას.
14 იქვე
16
წარმოდგენილი ცვლილებების მიღებით მხარდაჭერის მომსახურებებით, მათ შორის
თავშესაფრით, სარგებლობა შეუფერხებელი და ადვილად ხელმისაწვდომი გახდება
ძალადობის მსხვერპლებისთვის, რაც ნიშნავს, რომ სახელმწიფო სრულად გაიზიარებს
საერთაშორისო ხელშეკრულებებით აღებულ ვალდებულებებს ამ ნაწილში.
2021 წლის 26 ოქტომბერს გაიმართა აღნიშნული საკანონმდებლო ინიციატივის წარდგენა
და განხილვა დაინტერესებულ მხარეებთან. შეხვედრას ესწრებოდნენ როგორც
საქართველოს პარლამენტის წევრები, აგრეთვე აღმასრულებელი ხელისუფლებისა და
პარტნიორი დონორი ორგანიზაციების წარმომადგენლები. ღონისძიების ფარგლებში
გაიმართა დისკუსია და საბჭომ მიიღო შენიშვნები/კომენტარები ინიციატივასთან
დაკავშირებით.
აღსანიშნავია, რომ ქალთა მიმართ და ოჯახში ძალადობის აღმოფხვრის მიზნით, საბჭო
აქტიურად მუშაობს მათ შორის სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის ეროვნულ
ბიუროსთან. კერძოდ, 2021 წლის განმავლობაში ჩატარდა რამდენიმე სამუშო შეხვედრა.
20 მაისს საბჭოს თავმჯდომარე ნინო წილოსანი გაეროს ქალთა
ორგანიზაციის
ექსპერტებთან ერთად ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის
ბიუროს წარმომადგენლებს შეხვდა. შეხვედრაზე განიხილეს ქალთა მიმართ
განხორციელებული სექსუალური ძალადობის დანაშაულებზე სასამართლო სამედიცინო
ექსპერტიზის ასპექტები და ამ მხრივ არსებული გამოწვევები.
ხოლო ამავე წლის
3 ნოემბერს გენდერული თანასწორობის მუდმივმოქმედმა
საპარლამენტო საბჭომ ჩაატარა დისკუსიის რიგით მეორე რაუნდი საქართველოს შინაგან
საქმეთა სამინისტროს, საქართველოს პროკურატურის, საქართველოს სახალხო
დამცველის ოფისის, სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის
ეროვნული ბიუროს, საქართველოს პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვისა და
სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტისა და იურიდიულ საკითხთა კომიტეტის
წარმომადგენლების მონაწილეობით.
აღნიშნული პროცესების შედეგად დამუშავდა ინიციატივის საბოლოო ვერსია და მისი
ინიცირება დაიგეგმა პარლამენტის 2022 წლის საგაზაფხულო სესიაზე.
მიუხედავად გლობალური პანდემიისა, საბჭომ აგრეთვე მოახერხა აქტიურად ეწარმოებინა
კამპანიები საზოგადოების ცნობიერების ამაღლების მიზნით. ამ მიმართულებით,
განსაკუთრებით გამოსადეგი იყო სოციალური ქსელები და მათ პლატფორმაზე დაგეგმილი
სოციალური კამპანიები ქალთა მიმართ ძალადობისა და ოჯახში ძალადობის შესახებ.
ამასთანავე 2021 წლის 25 ნოემბერს გენდერული თანასწორობის საბჭო პირველად
შეუერთდა გენდერული ნიშნით ძალადობის წინააღმდეგ ბრძოლის 16 დღიან გლობალურ
კამპანიას, რომელიც მსოფლიოს მასშტაბით უკვე არაერთი წელია ხორციელდება. საბჭოს
მიერ 2021 წელს განხორციელებული ზოგიერთი აქტივობა:
• 25 ნოემბერი - საბჭოს წევრების ვიდეო მიმართვა გამოქვეყნდა საბჭოს გვერდზე.
• 25 ნოემბერი - საბჭოს თავმჯდომარემ მონაწილეობა მიიღო კავშირი „საფარის“
ორგანიზებულ
კონფერენციაში
„სქესობრივი
დანაშაულები:
გამოწვევები
კანონმდებლობასა და პრაქტიკაში“.
• 29 ნოემბერი - საბჭომ მოქალაქეებს გააცნო ქალთა მიმართ ძალადობის დროს
მსხვერპლის მიერ გამოსაყენებელი დახმარების სიგნალი.
17
• 30 ნოემბერი - საბჭომ მოქალაქეებს საქართველოში ქალთა მიმართ ძალადობის შესახებ
გაეროს ერთობლივი პროგრამის კვლევის ფარგლებში გამოქვეყნებული სტატისტიკა
გააცნო.
• 7 დეკემბერი - საბჭოს თავმჯდომარე ნინო წილოსანი შინაგან საქმეთა სამინისტროს
ადამიანის უფლებათა დაცვისა და გამოძიების ხარისხის მონიტორინგის დეპარტამენტს
ეწვია. შეხვედრაზე მხარეებმა ოჯახური დანაშაულის, ქალთა მიმართ ძალადობის,
დისკრიმინაციის ნიშნით შეუწყნარებლობის მოტივით ჩადენილი დანაშაულის,
არასრულწლოვანთა მიერ/მიმართ ჩადენილი დანაშაულის ფაქტებზე დროული
რეაგირების პრობლემებზე, მიმდინარე გამოძიების ეფექტიანობასა და მონიტორინგის
მექანიზმის გამოწვევებზე ისაუბრეს.
• 9 დეკემბერი - საბჭომ გამოაქვეყნა საინფორმაციო პოსტი და ინფოგრაფიკა, რომელზეც
ასახულია სამთავრობო ცხელი ხაზების ნომრები, რომლებსაც უნდა დაუკავშირდეს
მოქალაქე, თუ თავად გახდა ოჯახში ძალადობის მსხვერპლი ან ფლობს ინფორმაციას
ოჯახში ძალადობის შესახებ.
• 9 დეკემბერი - საბჭოს თავმჯდომარემ ნინო წილოსანმა საქართველოს სტრატეგიის და
განვითარების ცენტრის (GCSD) მიერ ორგანიზებულ კონფერენციაში „ინკლუზიური
საზოგადოების განვითარების ხელშეწყობა ქალების გაძლიერების გზით“ მიიღო
მონაწილეობა.
საყურადღებოა, რომ ქალთა მიმართ და ოჯახში ძალადობის მიმართულებით,
სახელმწიფომ პოლიტიკის შემუშავებისა და სამართალდამცავი პირების მიერ
შემთხვევებზე რეაგირების კუთხით, მნიშვნელოვანი პროგრესი განიცადა.
შინაგან საქმეთა სამინისტროს საინფორმაციო-ანალიტიკური დეპარტამენტის მიერ
ოფიციალურად დამუშავებული მონაცემების მიხედვით15, ოჯახში და ქალთა მიმართ
ძალადობის ფაქტებზე, საანგარიშო პერიოდში გამოიცა 9376შემაკავებელი ორდერი.
ოჯახში და ქალთა მიმართ ძალადობის მსხვერპლთა დაცვის მიზნით, პოლიციის მიერ,
რისკების შეფასების შედეგად, 21 შემთხვევაში იქნა მიღებული გადაწყვეტილება
ელექტრონული ზედამხედველობის დაწესების თაობაზე, რომელთაგან ერთი,
სასამართლოს მიერ არ იქნა დამტკიცებული.16
აღსანიშნავია, რომ ქალთა მიმართ ძალადობის კატეგორიის სისხლის სამართლის
საქმეებზე მონიტორინგს აწარმოებს შსს ადამიანის უფლებათა დაცვისა და გამოძიების
ხარისხის მონიტორინგის დეპარტამენტი. შესაბამისად, დეპარტამენტის მიერ, მანდატის
ფარგლებში განხორციელებული მონიტორინგის ფარგლებში დამუშავებული მონაცემების
მიხედვით, საანგარიშო პერიოდში, დაფიქსირდა ოჯახის წევრის მიერ ქალთა მკვლელობის
8, მკვლელობის მცდელობის 4 ფაქტი და ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანების - 1
ფაქტი (რომელსაც მოჰყვა გარდაცვალება).
2019 წლიდან შინაგან საქმეთა სამინისტროში არსებობს მოწმისა და დაზარალებულის
კოორდინატორის სამსახური. კოორდინატორები სამართალწარმოების პროცესში ჩართულ
მოქალაქეებს დანაშაულის შედეგად განცდილი სტრესის და მიღებული ტრავმის
გამკლავებაში ეხმარებიან, უზრუნველყოფენ პოლიციის თანამშრომლებთან ეფექტიან
კომუნიკაციას, აწვდიან სამართალწარმოების პროცესთან დაკავშირებულ საჭირო
15 იხ: https://info.police.ge/uploads/620a26e57314e.pdf
16 საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საპასუხო წერილი, MIA 9 22 01400438, 27.05.2022
18
ინფორმაციას მათთვის გასაგებ და მარტივ ენაზე და შესაბამისი იურიდიული,
ფსიქოლოგიური, სამედიცინო ან/და სახელმწიფოში არსებული სხვა სერვისების
მიმწოდებელ სუბიექტებთან დაკავშირებაშიც შეაქვთ კონტრიბუცია. 2021 წელს
საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსში და საქართველოს
არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების კოდექსში ძალაში შევიდა საკანონმდებლო
ცვლილება, რომლის თანახმადაც შინაგან საქმეთა სამინისტროს გამომძიებელს მიენიჭა
უფლებამოსილება, საქმის სასამართლოში წარმართვამდე, კოორდინატორი სისხლის
სამართლის საქმეში ჩართოს საკუთარი გადაწყვეტილებით.17
ხაზგასასმელია ის ფაქტი, რომ ოჯახურ დანაშაულზე სისხლისსამართლებრივი დევნის
დაწყების მაჩვენებელი წლების მიხედვით იზრდება, თუ 2020 წელს ეს მაჩვენებელი 4633
იყო, 2021 წელს 5144-ს უდრის. აღსანიშნია, რომ ეს მაჩვენებელი სისხლისსამართლებრივი
დევნის დაწყების საერთო რაოდენობის 21,1% შეადგინს.18
2014-2020 წლებში მუდმივად მზარდი იყო პროკურორების მიერ ოჯახური დანაშაულის
ჩამდენ პირთა მიმართ აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის მოთხოვნის
პროცენტული მაჩვენებელი. 2021 წელს ოჯახურ დანაშაულზე პატიმრობის მოთხოვნის
პროცენტულმა მაჩვენებელმა დაიკლო მცირედით და 91% შეადგინა.19 2016-2021 წლებში
ქალთა მიმართ ძალადობისა და ოჯახში ძალადობის სისხლის სამართლის საქმეებში
გენდერული დისკრიმინაციის მოტივი გამოიკვეთა 1199 ბრალდებულის მიმართ. კერძოდ,
2016 წელს გამოიკვეთა - 3 ბრალდებულის, 2017 წელს - 25 ბრალდებულის, 2018 წელს - 111
ბრალდებულის, 2019 წელს - 120 ბრალდებულის, ხოლო 2020 წელს 208 ბრალდებულის
მიმართ. 2021 წელს კი გენდერის ნიშნით შეუწყნარებლობის მოტივით დევნის ყველაზე
მაღალი მაჩვენებელი დაფიქსირდა, სისხლისსამართლებრივი დევნა დაიწყო 732
ბრალდებულის მიმართ, მათ შორის, გენდერისა და დისკრიმინაციის სხვა ნიშნების
ერთობლიობით (შშმ, რელიგია, ეროვნული კუთვნილება და სექსუალური ორიენტაცია) 8 პირის მიმართ.
2021 წლის დასაწყისში განახლდა 2019 წელს შემუშავებული რეკომენდაცია „ოჯახში
ძალადობის საქმეებზე საპროცესო შეთანხმების გაფორმების შესახებ“. თვეების
განმავლობაში ხორციელდებოდა რეკომენდაციის შესრულების მონიტორინგი. შედეგების
გაანალიზების საფუძველზე, თბილისის და საოლქო პროკურატურების ხელმძღვანელ
პირებს მიეცათ დამატებითი რეკომენდაციები სახელმძღვანელო მითითების ეფექტიანი
აღსრულების მიზნით. 2021 წლის ბოლოს კი მომზადდა „ოჯახური დანაშაულის საქმეებზე
საპროცესო შეთანხმების გაფორმების შესახებ“ სახელმძღვანელო მითითების
განახლებული ვერსია, რომელიც სამუშაო შეხვედრის ფორმატში წარედგინა გენერალური
პროკურორის მუდმივმოქმედ სათათბირო ორგანოს. 20
2021 წელს საქართველოს პროკურატურის ეგიდით დაიგეგმა „მეუღლის/პარტნიორის
მხრიდან ქალთა მიმართ განხორციელებული ძალადობის წინააღმდეგ ბრძოლის
ეფექტიანობის კვლევა“. კვლევა შეისწავლის სახელმწიფოს მხრიდან გატარებული
სისხლისსამართლებრივი
პოლიტიკის
და
განხორციელებული
ღონისძიებების
17 საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საპასუხო წერილი, MIA 9 22 01400438, 27.05.2022
18
საქართველოს პროკურატურის 2021 წლის საქმიანობის
https://pog.gov.ge/uploads/fbe6749f-13-maisi-angarishi.pdf
19 საქართველოს პროკურატურის წერილი, N13/32891, 31.05.2022
20 საქართველოს პროკურატურის წერილი, N13/32891, 31.05.2022
19
ანგარიში,
13
მაისი,
2022
წელი,
იხ:
ეფექტიანობას. შეფასდება, თუ რამდენად მიიღწევა დანაშაულის პრევენციის და
დამნაშავის რესოციალიზაციის მიზნები მკაცრი სისხლის სამართლის პოლიტიკით, რა
დადებითი და უარყოფითი მხარეები გააჩნია არსებულ მიდგომას, როგორც შედეგების,
ასევე დახარჯული რესურსის გათვალისწინებით, წარმოადგენს თუ არა მოძალადის
დაკავება, დაპატიმრება, სასჯელის სახით თავისუფლების აღკვეთის გამოყენება
ძალადობის შემცირების ქმედით მექანიზმს და არის თუ არა სისხლის სამართლის
პოლიტიკა მიმართული მოძალადის დამოკიდებულებისა და ქცევის შეცვლისაკენ.
კვლევის შედეგები მნიშვნელოვანი იქნება ოჯახში ჩადენილი ძალადობის წინააღმდეგ
ბრძოლის მიმართულებით არსებული პრობლემების იდენტიფიცირებისა და მათი
გადაჭრის გზების დასახვისთვის. აღნიშნული კვლევა ტარდება გაეროს ქალთა
ორგანიზაციის მხარდაჭერით. 21
ასევე აღსანიშნია, რომ სქესობრივი დანაშაულზე საპროკურორო საქმიანობის
ეფექტიანობის გაზრდის მიზნით, საქართველოს პროკურატურაში ამ კატეგორიის
დანაშაულის საქმეებზე სპეციალიზაცია დაინერგა. საქართველოს გენერალური
პროკურორის 2021 წლის 16 მარტის ბრძანებით 2021 წლის 10 აპრილიდან სქესობრივი
თავისუფლებისა და ხელშეუხებლობის წინააღმდეგ მიმართული დანაშაულის საქმეებზე
საგამოძიებო და საპროკურორო უფლებამოსილებას ახორციელებენ მხოლოდ ის
პროკურორები და პროკურატურის გამომძიებლები, რომლებმაც სპეციალური სასწავლო
კურსი გაიარეს.22
2021
წელს
ასევე
შემუშავდა
სექსუალური
ძალადობის
გამოძიების,
სისხლისსამართლებრივი დევნისა და სასამართლო განხილვის სახელმძღვანელო გაეროს
ქალთა ორგანიზაციის, ევროპის საბჭოსა და ქალთა უფლებების დაცვის საერთაშორისო
ორგანიზაცია „თანასწორობა ახლას“ (Equality Now) მხარდაჭერით, რომელიც მოიცავს
ადამიანის უფლებათა საერთაშორისო სამართალსა და ადგილობრივ და საერთაშორისო
საუკეთესო პრაქტიკაზე დაფუძნებით შემუშავებულ ტექნიკებსა და მეთოდოლოგიას.
სახელმძღვანელო
განკუთვნილია
გამომძიებლების,
პროკურორებისა
და
23
მოსამართლეებისათვის.
ასევე აღსანიშნია, რომ 2022 წლის 1 მარტს საქართველოს სტატისტიკის ეროვნული
სამსახურის მიერ დისკრიმინაციის ნიშნით შეუწყნარებლობის მოტივით ჩადენილი
დანაშაულის სტატისტიკის ერთიანი, სრული წლის ანგარიში პირველად გამოქვეყნდა.
გამოქვეყნებული ანგარიში შინაგან საქმეთა სამინისტროს, საქართველოს პროკურატურისა
და საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ, 2021 წლის 1 იანვრიდან 31 დეკემბრის
ჩათვლით წარმოებულ სტატისტიკურ მონაცემებს შეიცავს.24
21
საქართველოს პროკურატურის 2021 წლის საქმიანობის
https://pog.gov.ge/uploads/fbe6749f-13-maisi-angarishi.pdf
ანგარიში,
13
მაისი,
2022
წელი,
იხ:
22
აქართველოს პროკურატურის 2021 წლის საქმიანობის ანგარიში, 13 მაისი, 2022 წელი, გვ. 80, იხ:
https://pog.gov.ge/uploads/fbe6749f-13-maisi-angarishi.pdf
23
საქართველოს პროკურატურის 2021 წლის საქმიანობის ანგარიში, 13 მაისი, 2022 წელი, გვ. 81, იხ:
https://pog.gov.ge/uploads/fbe6749f-13-maisi-angarishi.pdf
24 დისკრიმინაციის ნიშნით შეუწყნარებლობის მოტივით ჩადენილი დანაშაულის სტატისტიკის წარმოებისა და
ერთიანი ანგარიშის გამოცემის შესახებ თანამშრომლობის მემორანდუმი და სეგრეგირებული სტატისტიკური
მონაცემები, ქართულ და ინგლისურ ენებზე, საჯაროდ ხელმისაწვდომია ყველა დაინტერესებული პირისთვის
სტატისტიკის ეროვნული სამსახურის ვებ-გვერდზე - https://www.geostat.ge/ka/modules/categories/132/siskhlissamartlis-statistika
20
9. ცნობიერების ამაღლება სექსუალური შევიწროების შესახებ
2019 წელს „დისკრიმინაციის ყველა ფორმის აღმოფხვრის შესახებ“ საქართველოს კანონში
სექსუალური შევიწროების დისკრიმინაციის ერთ-ერთი ფორმად განსაზღვრის შემდგომ,
გენდერული თანასწორობის, ქალთა მიმართ ძალადობისა და ოჯახში ძალადობის
საკითხებზე მომუშავე უწყებათშორისი კომისიისა და გაეროს ქალთა ორგანიზაციის
თანამშრომლობით საჯარო დაწესებულებებში სექსუალურ შევიწროებაზე რეაგირების
მექანიზმების დანერგვა დაიწყო25, კერძოდ, 2020-2021 წლებში, საქართველოს საგარეო
საქმეთა სამინისტროში, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის
სამინისტროში, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროში, სახელმწიფო
ინსპექტორის სამსახურში, სსიპ-საჯარო სამსახურის ბიუროში, სსიპ - საქართველოს
სტატისტიკის ეროვნულ სამსახურში, სსიპ - საგანმანათლებლო დაწესებულების
მანდატურის სამსახურში, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითრების
სამინისტროში,
საქართველოს
პროკურატურასა
და
სსიპ
საქართველოს
ინტელექტუალური საკუთრების ეროვნულ ცენტრში დაინერგა სექსუალური შევიწროების
გამოვლენისა და პრევენციის შიდაუწყებრივი მექანიზმები. აღნიშნული მექანიზმები
მორგებულია თითოეული უწყების სპეციფიკასა და სტრუქტურას. აღსანიშნავია, რომ
ამგვარი მექანიზმის არსებობა სახელმწიფო უწყებებში გენდერული მეინსტრიმინგის
პროცესის მნიშვნელოვანი ნაწილია და იგი სექსუალური შევიწროების შესახებ
საქართველოს კანონმდებლობის ეფექტიანად განხორციელებას შეუწყობს ხელს.
გენდერული თანასწორობის მუდმივმოქმედი საპარლამენტო საბჭოს ინიციატივითა და
გაეროს ქალთა ორგანიზაციის ტექნიკური მხარდაჭერით სექსუალური შევიწროების შიდა
მექანიზმი ასევე დაინერგა საქართველოს საზოგადოებრივ მაუწყებელშიც.
ამასთან აღსანიშნავია, რომ თითოეული აღნიშნული უწყება ხელს უწყობს
თანამშრომლებისათვის შესაბამისი ტრენინგების ჩატარებას სექსუალური შევიწროების
პრევენციის, იდენტიფიცირებისა და გასაჩივრების მექანიზმების შესახებ.
სექსუალური შევიწროების შესახებ საზოგადოების ცნობიერების ამაღლებისათვის
საანგარიშო პერიოდში საბჭო არა მხოლოდ აქტიურად გეგმავდა სხვადასხვა სოციალურ
კამპანიებსა და განცხადებებს, არამედ ერთვებოდა დონორი და სხვა ადგილობრივი
ორგანიზაციების მიერ დაგეგმილ ღონისძიებებში. 2021 წლის ივნისში საბჭოს მიერ
დაიგეგმა სოციალური კამპანია სექსუალური შევიწროების შესახებ საზოგადოების
ცნობიერების ამაღლების მიზნით. აღსანიშნავია, რომ მოცემული კამპანიების წარმოებისა
და ღონისძიებების/პოსტების დაგეგმვისთვის საბჭო აქტიურად თანამშრომლობდა
შესაბამის სახელმწიფო უწყებებთან და ამუშავებდა შესაბამის სტატისტიკურ
ინფორმაციას.
25 საქართველოს სახალხო დამცველი, UN Women, გენდერული თანასწორობის ისნტიტუციური მექანიზმების
ეფექტიანობის შეფასება საქართველოში, 2021, იხ: https://ombudsman.ge/res/docs/2022022817262614843.pdf
21
10. სახელმწიფო
ბიუჯეტის
მეთოდოლოგიის დანერგვა
გენდერული
ანალიზის
2021 წელს გენდერული ბიუჯეტირების განხორციელების ხელშეწყობის მიზნით
გენდერული თანასწორობის მუდმივმოქმედმა საპარლამენტო საბჭომ ჩაატარა სამუშაო
შეხვედრები საქართველოს პარლამენტის აპარატის უფროსის მოადგილის, პარლამენტის
აპარატის საფინანსო უზრუნველყოფის დეპარტამენტის უფროსის, პარლამენტის
საბიუჯეტო ოფისის უფროსის, პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის
აპარატისა და პარტნიორი დონორი ორგანიზაცია - გაეროს განვითარების პროგრამის
წარმომადგენლების მონაწილეობით. შეხვედრებზე მონაწილეებმა იმსჯელეს გენდერული
ბიუჯეტირების განხორციელების შესაძლო ფორმასა და სისტემაზე.
ამასთანავე,
საქართველოს პარლამენტის 2022 წლის პროგრამულ ბიუჯეტში
საკანონმდებლო საქმიანობის ნაწილში აისახა ჩანაწერი გენდერული საქმიანობის შესახებ
ჩანაწერი შემდეგი ფორმულირებით: „გენდერულ საკითხებზე სისტემური და
კოორდინირებული მუშაობის უზრუნველყოფა, გენდერული თანასწორობის შესახებ
ცნობიერების ამაღლების ხელშეწყობა და ქალთა გაძლიერების მხარდაჭერის
ღონისძიებების განხორციელება.“
გარდა ამისა, დონორი ორგანიზაციების (GIZ და USAID) მხარდაჭერით
პერიოდულად ხორციელდება მუნიციპალიტეტების საჯარო ფინანსების მართვის
შეფასება ხარჯების და ფინანსური ანგარიშვალდებულებების - PEFA
მეთოდოლოგიით, მათ შორის, გენდერულ ჭრილში შეფასების მეთოდოლოგიით
(GRPFM) გათვალისწინებული ინდიკატორების გამოყენებით.26
ასევე, მიმდინარეობს ცენტრალურ დონეზე ხარჯების და ფინანსური
ანგარიშვალდებულებების - PEFA თვითშეფასების ანგარიშის და გენდერულ
ჭრილში (UN WOMEN-ის მხარდაჭერით) საჯარო ფინანსების მართვის
თვითშეფასების ანგარიშის მომზადება. აღნიშნული თვითშეფასების ანგარიშის
ვალიდაცია განხორციელდება მსოფლიო ბანკის და PEFA-ს სამდივნოს მიერ;
26 საქართველოს ფინანსთა სამინისტროს წერილი, N08-03/54226, 15.06.2022
22
11. კანონმდებლობის
დანერგვა
გენდერული
ანალიზის
მეთოდოლოგიის
2021 წლის აპრილში გენდერული თანასწორობის მუდმივმოქმედი საპარლამენტო
საბჭოს ინიციატივით შეიქმნა სამუშაო ჯგუფი, რომელშიც შედიან საბჭოს წევრები,
პარტნიორი დონორი ორგანიზაციების წარმომადგენლები, საქართვლოს პრემიერმინისტრის მრჩეველი ადამიანის უფლებების საკითხში და საქართველოს
მთავრობის ადმინისტრაციის წარმომადგენლები. სამუშაო ჯგუფის ფარგლებში,
2021 წლის განმავლობაში ჩატარდა 4 სამუშაო შეხვედრა.
გაეროს ქალთა ორგანიზაციის მხარდაჭერით მომზადდა მეთოდოლოგია,
რომელიც ითვალისწინებს გენდერული გავლენის შეფასების ორეტაპიან პროცესს,
კერძოდ, საბჭო იკისრებს მთავარ მაკოორდინირებელ ფუნქციას და ერთგვარი
ჩექლისთის
მეშვეობით
განსაზღვრავს
თუ
რომელ
კანონპროექტებზე/ინიციატივებზე
უნდა
განხორციელდეს
სრულყოფილი
გენდერული გავლენის ანალიზი (GIA).
აღნიშნული
მეთოდოლოგია
განსაკუთრებით
მნიშვნელოვან
მექანიზმს
წარმოადგენს მტკიცებულებებზე დაფუძნებული მიდგომების დანერგვისა და
საკანონმდებლო საქმიანობაში გენდერული მეინსტრიმინგის უზრუნველყოფის
კუთხით.
12. სახელმწიფო კონცეფციები
12.1 საქართველოს გენდერული თანასწორობის სახელმწიფო კონცეფცია
საბჭომ 2021 წელს აქტიურად გააგრძელა გენდერული თანასწორობის
განახლებული სახელმწიფო კონცეფციის შემუშავების პროცესი, რომელიც 2019
წელს დაიწყო გაეროს ქალთა ორგანიზაციის მხარდაჭერით. აღნიშნული
კონცეფციის შემუშავების ფარგლებში ჩატარდა 6 სამუშაო შეხვედრა.
დოკუმენტი წარმოადგენს სახელმწიფოს ერთიან ხედვას გენდერის ნიშნით ყველა
ფორმის დისკრიმინაციის აღმოფხვრისა და გენდერული თანასწორობის
უზრუნველსაყოფად სამოქალაქო, პოლიტიკურ, ეკონომიკურ, სოციალურ თუ
კულტურულ სფეროში, როგორც საზოგადოებრივ, ისე კერძო ურთიერთობებში.
კონცეფციის ამოსავალი წერტილია გენდერული უთანასწორობის ძირეული და
სისტემური მიზეზებისა და შედეგების აღმოფხვრა. კონცეფცია ემყარება ქვეყანაში
მოქმედ ძირითად სამართლებრივ დოკუმენტებს: საქართველოს კონსტიტუციას,
ეროვნულ კანონმდებლობას გენდერული თანასწორობის, ადამიანის უფლებებისა
და ძალადობის აღმოფხვრის შესახებ და ასევე ითვალისწინებს საერთაშორისო
ჩარჩო დოკუმენტებით ნაკისრ ვალდებულებებს.
23
გენდერული უთანასწორობა აფერხებს ქალების შესაძლებლობების სრულ
რეალიზებას. ამასთან, გენდერულად ნეიტრალური კანონმდებლობა, პოლიტიკა
თუ პრაქტიკა ყოველთვის ვერ უზრუნველყოფს თანასწორობის მიღწევას და, რიგ
შემთხვევებში, შეიძლება იყოს დისკრიმინაციული სქესისა და გენდერის ნიშნით.
კონცეფცია ასევე ითვალისწინებს დისკრიმინაციის სხვადასხვა ფორმის
აღმოფხვრას, მათ შორის რელიგიური, ეთნიკური კუთვნილების, ასაკის,
შეზღუდული შესაძლებლობების, რასობრივი კუთვნილების, სოციალური
მდგომარეობის,
სექსუალური
ორიენტაციის,
გენდერული
იდენტობის,
სტიგმატიზებულ საქმიანობაში ჩართულობისა და სხვა საფუძველზე.
სახელმწიფოს გენდერული თანასწორობის კონცეფცია გენდერული თანასწორობის
მიღწევის პრიორიტეტულ სფეროებად
მიიჩნევს: ქალების მონაწილეობას
პოლიტიკურ და საზოგადოებრივ სფეროებში; ეკონომიკურ გაძლიერებას და
შრომითი უფლებების დაცვას; გენდერული ძალადობის, ქალთა მიმართ და ოჯახში
ძალადობის დაძლევას; ბავშვთა ქორწინებისა და საზიანო პრაქტიკის აღმოფხვრას
და სხვა.
გენდერული თანასწორობის სახელმწიფო კონცეფციის აღსრულებისთვის საჭიროა
სახელმწიფო
უწყებებს
შორის
თანამშრომლობისა
და
კოორდინაციის
უზრუნველყოფა საკანონმდებლო, აღმასრულებელ და სასამართლო შტოებს
შორის, ცენტრალურ და ადგილობრივ დონეზე.
დოკუმენტის მასშტაბიდან გამომდინარე, მასზე მუშაობა ინტერპარტიულ და
უწყებათაშორის ფორმატში გაგრძელდა. საბჭომ კონცეფციის შესახებ შენიშვნები
და
კომენტარები
მიიღო
საქართველოს
მთავრობის
ადმინისტრაციის,
საქართველოს სამინისტროების, საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის
კაბინეტის,
საპარლამენტო
ფრაქციებისა
და
პარტნიორი
დონორი
ორგანიზაციებისაგან.
2021 წლის 25 ოქტომბერს კონცეფციის პროექტი გაზიარდა პარტნიორ
საერთაშორისო ორგანიზაციებსა და საელჩოებთან გენდერული თემატური
ჯგუფის (GTG) შეხვედრის ფარგლებში, ხოლო 1 დეკემბერს დოკუმენტი გაეგზავნა
საბჭოს პარტნიორ ყველა ადგილობრივ ორგანიზაციას, რომლებიც გენდერის,
უმცირესობებისა და თანასწორობის საკითხებზე მუშაობენ.
კონცეფციის ინიცირება დაიგეგმა პარლამენტის 2022 წლის საგაზაფხულო სესიაზე.
12.2 ქალთა ეკონომიკური გაძლიერების სახელმწიფო კონცეფცია
2021 წელს გაეროს განვითარების პროგრამასთან თანამშრომლობით აქტიურად
დაიწყო მუშაობა ქალთა ეკონომიკური გაძლიერების სახელმწიფო კონცეფციის
შემუშავებაზე. დოკუმენტი მიზნად ისახავს, საქართველოში არსებული
სპეციფიური გენდერული თანასწორობის გამოწვევების გათვალისწინებით, ქალთა
ეკონომიკური გაძლიერების ჩარჩოს ჩამოყალიბებას, რომელიც ითვალისწინებს
ინტერვენციებს როგორც ინდივიდუალურ, ისე საზოგადოებრივ დონეზე, როგორც
კერძო პრაქტიკებში, ისე სახელმწიფო ინსტიტუციების დონეზე. იგი წარმოადგენს
ერთგვარ გრძელვადიან ხედვას ქალთა ეკონომიკური გაძლიერების მიზნით.
24
დოკუმენტის შექმნის პროცესს წინ უძღოდა ქვეყანაში ეკონომიკური განვითარების
მთავარ აქტორებთან და დაინტერესებულ მხარეებთან ინტერვიუების ჩატარება
ქალთა ეკონომიკური გაძლიერების მიმართულებით ძირითადი გამოწვევებისა და
შესაძლებლობების იდენტიფიცირების მიზნით და სამაგიდო კვლევის შემუშავება,
რომელმაც მეორად წყაროებზე დაყრდნობით, ქალთა ეკონომიკური განვითარების
შვიდი მამოძრავებლისა და მდგრადი განვითარების მიზნების ირგვლივ შეკრიბა
ძირითადი ეკონომიკური მახასიათებლები გენდერული თანასწორობის ჭრილში.
სწორედ კვლევის ფარგლებში გამოიკვეთა მიმდინარე ტენდენციები:
● ქალები ღარიბი მოსახლეობის უმეტესობას წარმოადგენენ (ეს ტენდენცია
ზრდადია).
● მარტოხელა ქალების ოჯახები ყველაზე ღარიბები არიან და სიღარიბის ციკლი
ასევე გადაეცემათ მათ შვილებს.
● გენდერული უთანასწორობის გამო, ქალებს უფრო უჭირთ სიღარიბიდან თავის
დაღწევა, ვიდრე კაცებს.
● საქართველოს შემთხვევაში, შრომის ბაზარზე მონაწილეობაში არსებული
გენდერული უთანასწორობა იწვევს ერთ სულ მოსახლეზე მშპ-ს 11.3%-იან
დანაკარგს.
ამიტომ, ქალების ეკონომიკური გაძლიერება გამოიწვევს ეკონომიკური ზრდის და
პროდუქტიულობის ხელშეწყობას და ექნება დადებითი ეფექტი ეკონომიკურ
ზრდაზე, როგორც პირდაპირ, მთლიან გამოშვებაზე სამუშაო ძალის ეფექტის
გათვალისწინებით, ისე არაპირდაპირ, მისი გავლენით პროდუქტიულობაზე.
აღსანიშნავია, რომ გაეროს გენერალური მდივნის მაღალი დონის პანელმა ქალთა
ეკონომიკურ
გაძლიერებაზე
შეიმუშავა
მოქმედებაზე
დაფუძნებული
რეკომენდაციები, ქალთა ეკონომიკური გაძლიერების მიმართულებით, რომელიც
გულისხმობს ქალებისთვის ეკონომიკური გამოსავლების გაუმჯობესებას,
მდგრადი განვითარების მიზნებთან მიმართებაში, ქალების ხელშეწყობას
გადაწყვეტილების მიმღებ პოზიციებზე ეკონომიკური ზრდისა და პოლიტიკურ
ძალთა გათანაბრებისთვის. სწორედ ზემოაღნიშნულ რეკომენდაციებს ეყრდნობა
კონცეფცია და მისი სტრუქტურა აგებულია გარდაქმნის შვიდი მამოძრავებლის
გარშემო, კერძოდ:
1. წინააღმდეგობრივ სოციალურ ნორმებთან ბრძოლა;
2. სამართლებრივი დაცვის უზრუნველყოფა და დისკრიმინაციული კანონებისა
და რეგულაციების გარდაქმნა;
3. აუნაზღაურებელი და ზრუნვის შრომის აღიარება, შემცირება და განაწილება;
4. აქტივებზე მისაწვდომობა;
5. სამეწარმეო კულტურისა და პრაქტიკის ცვლილება;
6. საჯარო სექტორის დასაქმებისა და შესყიდვების პრაქტიკის ცვლილება;
7. ხილვადობის, კოლექტიური ხმისა და წარმომადგენლობის გაძლიერება.
ტრანსფორმაციის თითოეული მამოძრავებელი განხილულია საქართველოს მიერ
ნაციონალიზებულ მდგრადი განვითარების მიზნებთან და შესაბამის ამოცანებთან
მიმართებაში, რომელთა შესრულების პასუხისმგებლობა ქვეყანამ აიღო 2030
წლისთვის.
25
დოკუმენტში განხილულია შვიდივე მამოძრავებელი, შესაძლო ინტერვენცია და
ეკონომიკური რაციონალი.
აღსანიშნავია, რომ საწყის ეტაპზე, საბჭოს 2021 წლის 24 მაისის სხდომაზე
დამტკიცდა ქალთა ეკონომიკური გაძლიერების კონცეფციის სამუშაო ჯგუფის
შემადგენლობა, რომელშიც გაწევრიანდა 30 დეპუტატი ინტერპარტიულ
ფორმატში.
2021 წლის განმავლობაში კონცეფციაზე მუშაობის პროცესში არაერთი სამუშაო
შეხვედრა გაიმართა, მათ შორის:
● 20 ივლისი - კონცეფციის პირველადი დრაფტის გაცნობა. შეხვედრა ჩატარდა
ჰიბრიდულ ფორმატში და მასში მონაწილეობა ყველა დაინტერესებული
პირისთვის იყო ხელმისაწვდომი. ღონისძიების პირველ ნაწილში გაიმართა
დისკუსია ქალთა ეკონომიკური გაძლიერების საკითხების სხვადასხვა
პერსპექტივიდან განხილვის, მისი მნიშვნელობის მიმოხილვისა და ამ პროცესში
პარლამენტის ჩართულობის როლის განსაზღვრის შესახებ. დამსწრე საზოგადოება
გაეცნო დოკუმენტის ძირითად არსსა და სტრუქტურას.
● 2 აგვისტო - საბჭოს სხდომაზე ნინო წილოსანმა გააკეთა მოკლე მოხსენება
კონცეფციის სამუშაო ჯგუფის პროგრესისა და დოკუმენტის შემუშავების პროცესში
ჩატარებული კვლევის შედეგად გამოვლენილ ძირითად მიგნებებზე. ასევე,
სხდომაზე იმსჯელეს ქალთა ეკონომიკური გაძლიერების კონცეფციის სამუშაო
ჯგუფის გაფართოების საკითხზე. საბჭოს თავმჯდომარემ საბჭოს წევრებს გააცნო
სამუშაო ჯგუფის განახლებული შემადგენლობა, რაც გამოიწვია საბჭოს წევრების
რაოდენობისა და კონცეფციის სამუშაო ჯგუფში წევრობის მსურველთა ზრდამ.
● 20 ოქტომბერი - სამუშაო ჯგუფმა წარადგინა დოკუმენტის დამუშავებული
ვერსია.
● 27 ოქტომბერი - კონცეფციის განახლებული ვერსია გაეგზავნა ყველა დონორ და
ადგილობრივ ორგანიზაციას მათი მხრიდან უკუკავშირის მიღების მიზნით.
კონცეფციაზე მუშაობის ფარგლებში ჩატარდა არაერთი ინტერვიუ შესაბამის
უწყებებთან, მათ შორისაა: საქართველოს ეკონომიკის და მდგრადი განვითარების,
საქათველოს
ოკუპირებულ
ტერიტორიებიდან
დევნილთა,
შრომის,,
ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის, გარემოს დაცვისა და სოფლის
მეურნეობის სამინისტროები, სახალხო დამცველის ოფისი, ზრუნვის სააგენტო,
პრემიერ-მინისტრის მრჩეველი ადამიანის უფლებების დაცვის საკითხებში,
დონორი ორგანიზაციები UNDP, UN WOMEN, USAID და სხვა.
აღსანიშნავია, რომ კონცეფციაზე მუშაობა ოფიციალურად დასრულდა 2021 წლის 6
დეკემბერს, ხოლო მისი ინიცირება დაიგეგმა პარლამენტის 2022 წლის
საგაზაფხულო სესიაზე.
13. სახელმწიფოს გენდერული პოლიტიკის იმპლემენტაცია
13.1. თანასწორობის პოლიტიკის დამკვიდრება და დისკრიმინაციის წინააღმდეგ
ბრძოლა
26
გენდერული ნიშნით დისკრიმინაციასთან ბრძოლა, საზოგადოებრივი შეხედულებების
ტრანსფორმაცია, ქალთა მონაწილეობის გაზრდა გადაწყვეტილების მიღების პროცესსა და
პოლიტიკურ თუ სოციალურ-ეკონომიკურ სფეროებში კრიტიკული მნიშვნელობის მქონეა
თანასწორობის პრინციპზე დაფუძნებული საზოგადოების ფორმირებისთვის.
აღნიშნული საკითხები „სამოქალაქო თანასწორობისა და ინტეგრაციის 2021-2030 წლების
სახელმწიფო სტრატეგიის“ ერთ-ერთ პრიორიტეტად იქნა გათვალისწინებული.
სტრატეგიაში განცალკევებულ ამოცანებად არის დასახელებული სამოქალაქო
ცნობიერების ამაღლება ადამიანის უფლებების,
სამოქალაქო
თანასწორობისა და
ინტეგრაციის პოლიტიკისა და ანტიდისკრიმინაციულ და გენდერული თანასწორობის
საკითხებში. ასევე სტრატეგიის ამოცანას წარმოადგენს ქალებისა და ახალგაზრდების
სოციალურ-ეკონომიკური გაძლიერების მხარდაჭერა. შემუშავებულია გენდერზე
ორიენტირებული ინდიკატორები, რომლებიც ზომავენ გენდერულ თანასწორობასთან,
ადრეულ ქორწინებასთან, ოჯახურ ძალადობასთან დაკავშირებული ცნობიერების
ამაღლების აქტივობების/მონაწილეთა რაოდენობას, გოგონათა ჩართულობას STEM
პროგრამებში
და ჩართულობა
ექსტრაკურიკულარულ აქტივობებში, ეთნიკური
უმცირესობებით მჭიდროდ დასახლებულ რეგიონებში, მიკრო გრანტების ფარგლებში,
დაფინანსებულ ქალთა რაოდენობასა და მათზე გაცემული გრანტების მოცულობას.
ქალთა უფლებების გაძლიერებისა და პოპულარიზაციის მიზნით ერთ-ერთი ყველაზე
მნიშვნელოვანი ნაბიჯია ურთიერთგაგების მემორანდუმის გაფორმება გაეროს ქალთა
ორგანიზაციასა (UN WOMEN) და საჯარო რეესტრს შორის. ზემოაღნიშნულის თაობაზე
მოლაპარაკებები დაიწყო 2021 წელს, ხოლო დოკუმენტს ხელი მოეწერა 2022 წელს.
მემორანდუმის თანახმად, გაეროს ქალთა ორგანიზაცია (UN WOMEN) საჯარო რეესტრს
გაუწევს ტექნიკურ დახმარებას, რომელიც ითვალისწინებს გენდერული თანასწორობის
უზრუნველყოფის მიზნით საჯარო რეესტრის კომპეტენციის ფარგლებში შემუშავებული
პოლიტიკისა და პროცედურის გადახედვას. ამ მიმართულებით ერთ-ერთი არსებითი
საკითხია მეუღლეთა მიერ ქორწინების განმავლობაში შეძენილი უძრავი ქონების
მეუღლეთა თანასაკუთრებაში რეგისტრაციასა და განკარგვასთან დაკავშირებით
გენდერული ზეგავლენის შეფასება. აღსანიშნავია, რომ გაეროს ქალთა ორგანიზაციამ (UN
WOMEN) გამოთქვა მზადყოფნა, საჯარო რეესტრს ჩაუტაროს თანამონაწილეობითი
გენდერული აუდიტი, ხოლო აუდიტის მიგნებებზე დაყრდნობით, აღმოუჩინოს
ტექნიკური დახმარება მიღებული რეკომენდაციების განხორციელებისთვის, რაც უწყებაში
გენდერის მეინსტრიმინგს გააძლიერებს.27
აქვე უნდა აღინიშნოს, რომ გენდერული პოლიტიკის უკეთესად დაგეგმვის,
უწყებათაშორისი თანამშრომლობისა და ეროვნული სამოქმედო გეგმის კოორდინაციის
მიზნით 2021 წლის განმავლობაში გენდერული თანასწორობის მუდმივმოქმედი
საპარალამენტო საბჭო რეგულარულად ატარებდა შეხვედრებს და კონსულტაციებს,
რომელშიც მონაწილეობდნენ გენდერული თანასწორობის, ქალთა მიმართ ძალადობისა და
ოჯახში ძალადობის საკითხებზე მომუშავე უწყებათაშორისი კომისიის, საქართველოს
27
საქართველოს
იუსტიციის
სამინისტროს
პასუხი
საპარლამენტო საბჭოს წერილზე, 06.2022
27
გენდერული
თანასწორობის
მუდმივმოქმედი
სახალხო დამცველის აპარატისა და ადგილობრივი თვითმმართველობების გენდერული
თანასწორობის საბჭოები. გარდა ამისა, უწყებათაშორისი კომისიისა და სახალხო
დამცველის აპარატის წარმომადგენლები განსაკუთრებით აქტიურად მონაწილეობდნენ
საბჭოს თემატურ მოკვლევებში და წარმოადგენდნენ მოსაზრებებს როგორც წერილობით
ფორმით, ასევე მონაწილეობას ღებულობდნენ ზეპირ მოსმენებში. ცენტრალური
ხელისუფლების წარმომადგენელმა და ზემოაღნიშნულმა უწყებებმა ასევე მნიშვნელოვანი
როლი შეასრულეს საქართველოს გენდერული თანასწორობის ახალი სახელმწიფო
კონცეფციისა და ქალთა ეკონომიკური გაძლიერების კონცეფციის პროექტების
შემუშავებისას. მათი მხრიდან წლის განმავლობაში რეგულარულად ხდებოდა
წერილობითი მოსაზრებების გაზიარება და კონკრეტულ თემატურ საკითხებზე
პოზიციების დაფიქსირება. აგრეთვე, მთავრობის ადმინისტრაცია უზრუნველყოფდა
აღმასრულებელი ხელისუფლების შტოში გენდერული თანასწორობის მუდმივმოქმედი
საპარლამენტო საბჭოს ინიციატივებისა და ცალკეული საკითხების კოორდინაციას.
13.2. უწყებათაშორისი კოორდინაციის გაუმჯობესება გენდერული თანასწორობის
პოლიტიკის სისტემური იმპლემენტაციისათვის
ადგილობრივ დონეზე საკრებულოებში არსებული გენდერული თანასწორობის
საბჭოებთან თანამშრომლობა და მათი გაძლიერების ხელშეწყობა წარმოადგენდა 2021
წლის განმავლობაში გენდერული თანასწორობის მუდმივმოქმედი საპარლამენტო საბჭოს
ერთ-ერთ მთავარ პრიორიტეტს. ამ მიზნით საბჭომ 2021 წელს დაიწყო მცირე სამოქმედო
გეგმაზე მუშაობა, რომელიც დონორებთან თანამშრომლობით უზრუნველყოფს
ადგილობრივი გენდერული საბჭოების საჭიროებების იდენტიფიცირებასა და შემდგომ
მუნიციპალიტეტებთან
თანამშრომლობით
სამომავლო
ნაბიჯების
დაგეგმვას.
დოკუმენტის პირველადი სამუშაო ვერსიის მიხედვით, გაიწერა საკოორდინაციო
შეხვედრების ჩატარება წელიწადში 2-ჯერ, ვიზიტები მუნიციპალიტეტებში, სამუშაო
შეხვედრები და ადგილობრივი გენდერული საბჭოების წევრების დატრენინგება მათი
საქმიანობის ხელშეწყობის მიზნით.
საბჭომ აღნიშნული გეგმის შემუშავების მიზნით დონორთა ორ საკოორდინაციო
შეხვედრას უმასპინძლა:
1. 2021 წლის 19 აპრილს საბჭომ და დონორი ორგანიზაციების წარმომადგენლებმა
იმსჯელეს ადგილობრივ დონეზე შექმნილ გენდერული თანასწორობის საბჭოებთან
თანამშრომლობის შესაძლებლობებსა და ქალთა პოლიტიკური გაძლიერების საკითხებზე.
შეხვედრის ბოლოს დაიგეგმა სამომავლო აქტივობები და გაიწერა თანამშრომლობის
სამომავლო ნაბიჯების მონახაზი.
2. 2021 წლის 24 დეკემბერს საბჭოს წევრებმა დონორ ორგანიზაციებთან ერთად განიხილეს
მუნიციპალურ დონეზე თანამშრომლობის და ადგილობრივი გენდერული საბჭოების
გაძლიერების შესაძლო გზები; აღნიშნულ შეხვედრაზე საბჭომ მონაწილეებს გააცნო
ერთგვარი სამოქმედო გეგმა და მიიღო მათგან უკუკავშირი.
საბჭოს სამდივნომ იმუშავა დონორთა ერთგვარი რუკის შექმნაზე, რათა
მუნიციპალიტეტებთან თანამშრომლობის კოორდინაციის პროცესში უფრო თვალსაჩინო
ყოფილიყო კონკრეტული მუნიციპალიტეტების დონორების მიერ დაფარვის არეალი.
გარდა ამისა, გასული წლის 21 მაისს გენდერული თანასწორობის მუდმივმოქმედი
საპარლამენტო საბჭოსა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს
28
გენდერული თანასწორობის საბჭოს შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი
გაფორმდა, რომელიც მიზნად ისახავს საბჭოებს შორის თანამშრომლობის ინსტიტუციური
მექანიზმის გაძლიერებასა და გაღრმავებას.
13.3. ცნობიერების ამაღლება გენდერული თანასწორობის გასაძლიერებლად
აღსანიშნავია, რომ 2021 წლის განმავლობაში გენდერული საბჭოს საქმიანობის
მნიშვნელოვანი ნაწილი დაეთმო სწორედ ცნობიერების ამაღლების კამპანიებისა და სხვა
ღონისძიებების ჩატარებას, რომელიც ხელს შეუწყობდა როგორც საზოგადოების, აგრეთვე
სახელმწიფო უწყებების წარმომადგენლობის გენდერული მგრძნობელობისა და
ცნობიერების გაზრდას. აღსანიშნავია, რომ ამ მიზნით საბჭომ 2021 წელს ჩაატარა 8 სხდომა
და 140 სამუშაო შეხვედრა თბილისსა და ქვეყნის რეგიონებში ცალკეული დონორებისა და
უწყებების ჩართულობით. აგრეთვე, პარტნიორების მიერ ორგანიზებულ 58 ფორუმსა და
კონფერენციაში მიიღო მონაწილეობა, მათ შორის ისეთ საკითხებზე, როგორიცაა:
სექსუალური ძალადობის გამოძიების, სისხლისსამართლებრივი დევნისა და განხილვის
საკითხები; ქალთა პოლიტიკური გაძლიერება და ჩართულობა გადაწყვეტილების მიღების
პროცესებში; ინკლუზიური საზოგადოების განვითარების ხელშეწყობა ქალთა
გაძლიერების გზით; მეწარმე ქალთა მენტორობის პროგრამის დანერგვა; ოჯახისადმი
მეგობრული პოლიტიკა სამუშაო ადგილებზე და სხვა.
საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის ადამიანის უფლებათა სამდივნოს, გაეროს
მოსახლეობის ფონდის (UNFPA) საქართველოს ოფისის და საქართველოს პარლამენტის
ეროვნული ბიბლიოთეკის ერთობლივი ძალისხმევით, საქართველოს რეგიონებში, 2021
წლის გაზაფხულზე, ქალთა ისტორიის თვე აღინიშნა.
ღონისძიების ფარგლებში, ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ კოკის საჯარო სკოლაში,
„თანასწორობის კუთხე“ გაიხსნა. „თანასწორობის კუთხეების“ დაარსება გაეროს
მოსახლეობის
ფონდის
ინიციატივაა,
რომელიც
2018
წლიდან,
პარტნიორ
ორგანიზაციებთან ერთად ხორციელდება და ითვალისწინებს საჯარო სკოლების
ბიბლიოთეკების აღჭურვას თანამედროვე და კლასიკური ლიტერატურით. ღონისძიების
ფარგლებში, შეხვედრა გაიმართა მრავალი ლიტერატურული ჯილდოს მფლობელ რჩეულ
ავტორთან ნინო ხარატიშვილთან, მოსწავლეებთან და ადგილობრივ მოსახლეობასთან.
ამავე სივრცეში მოეწყო დოკუმენტალისტი ფოტოგრაფის, დინა ოგანოვას ფოტოგამოფენა
– „გოგონები მომავლიდან“. პროექტი საქართველოს სხვადასხვა ქალაქსა და სოფელში
მცხოვრები 10-დან 16 წლამდე გოგონების ისტორიებს გვიამბობს როგორც ფოტოების, ასევე
ტექსტების მეშვეობით. პროექტის მიზანს წარმოადგენდა, საზოგადოებისთვის ხაზგასმით
დაენახებინა, გოგოების პოტენციალის სრული რეალიზება, მათთვის თანაბარი
პირობებისა და თანასწორუფლებიანი გარემოს შექმნა, ასევე, რომ განათლებასა და
ჯანდაცვაზე ხელმისაწვდომობას გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს თითოეული
სახელმწიფოს წინსვლისა და განვითარებისთვის, რომ თითოეულ გოგონას უნდა მიეცეს
საშუალება დაასრულოს განათლების მიღება და ასევე მიიღოს ინფორმირებული
გადაწყვეტილებები საკუთარი ცხოვრებისა და ჯანმრთელობის შესახებ.
ამავე კამპანიის ფარგლებში, 2021 წლის 2 აპრილს, ჩოხატაურის N1 საჯარო სკოლაში,
ოზურგეთის N1 საჯარო სკოლასა და ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის სოფელ ჩოჩხათის
საჯარო სკოლაში, UNFPA მხარდაჭერით გაიხსნა „თანასწორობის კუთხე“, რის
29
ფარგლებშიც სკოლებს საჩუქრად გადაეცათ თანამედროვე და კლასიკური მხატვრული
ლიტერატურის პუბლიკაციები.
2021 წლის 21 მაისს, საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის, გაეროს მოსახლეობის
ფონდის (UNFPA) საქართველოს ოფისის და გამომცემლობა „ინტელექტის“
თანამშრომლობით, საქართველოში გაეროს მუდმივი კოორდინატორის ოფისის
მხარდაჭერით, ზუგდიდის მუნიციპალიტეტში, ქალთა და გოგონათა გაძლიერების
საკითხებზე ღონისძიებები გაიმართა, რომელსაც ადამიანის უფლებათა სამდივნოს
წარმომადგენლები,
სამეგრელო ზემო-სვანეთის სახელმწიფო რწმუნებული და
ადგილობრივი მოსახლეობა ესწრებოდნენ.28
2021 წლის 25 ნოემბრიდან 10 დეკემბრის ჩათვლით საქართველოს მთავრობის
ადმინისტრაციის ადამიანის უფლებათა
სამდივნოს კოორდინაციით სამთავრობო
უწყებებისა და სამოქალაქო სექტორის აქტიური თანამშრომლობით გაიმართა
საინფორმაციო ხასიათის ღონისძიებები (16 დღიანი კამპანია), რომელიც ემსახურებოდა
საზოგადოების სხვადასხვა წრეების ინფორმირებას გენდერული თანასწორობისა და
ქალთა მიმართ და ოჯახში ძალადობის წინააღმდეგ ბრძოლის არსებული სამართლებრივი
მექანიზმებისა და სახელმწიფო სერვისების შესახებ.
ქალთა მიმართ ძალადობის წინააღმდეგ ბრძოლის 16 დღიანი კამპანიის ფარგლებში 2021
წლის 9 დეკემბერს, საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის ადამიანის უფლებათა
სამდივნოს და საჯარო სამსახურის ბიუროს თანამშრომლობით, საჯარო მოხელეთათვის
ჩატარდა ფორუმი სახელწოდებით „სახელმწიფოს პოლიტიკა ქალთა მიმართ და ოჯახში
ძალადობის წინააღმდეგ ბრძოლაში“. აღნიშნულ ფორუმს ათეულობით საჯარო მოხელე
ესწრებოდა.29
2021 წლის 11 დეკემბერს საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის ადამიანის
უფლებათა სამდივნოს და შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში
საქართველოს სახელმწიფო მინისტრის აპარატის წარმომადგენლების ერთობლივი
ღონისძიებით, გორის მუნიციპალიტეტში, შავშვების დევნილთა დასახლებაში, ქალთა
მიმართ ძალადობისა და ოჯახში ძალადობის საკითხებზე, ადგილობრივ მოსახლეობასთან
საინფორმაციო შეხვედრა გაიმართა.30 შეხვედრაზე, მიმოხილულ იქნა ქალთა მიმართ
ძალადობისა და ოჯახში ძალადობის წინააღმდეგ სახელმწიფოს მიერ გატარებული და
მიმდინარე ღონისძიებები. ინტერაქტიულ ფორმატში განხილულ იქნა ქალთა მიმართ და
ოჯახში ძალადობის ფორმები, სახელმწიფოში არსებული რეაგირების სამართლებრივი
მექანიზმები და მოსახლეობაში უკვე დაგროვილი ცნობიერების და მისი ამაღლების
საჭიროების საკითხები. შეხვედრა, ქალთა მიმართ ძალადობის წინააღმდეგ 16 დღიანი
კამპანიის ფარგლებში გაიმართა.31
14. ქალთა ეკონომიკური გაძლიერება
28
მთავრობის ადმინისტრაციის წერილი 2021 წელს გენდერული თანასწორობის
კუთხით განხორციელებული საკვანძო ღონისძიებების შესახებ, GOV 1 22 00019696, 20.06.2022
29 იქვე
30 იქვე
31 იქვე
30
ხელშეწყობის
საქართველომ, ქალთა ეკონომიკური მონაწილეობის უზრუნველსაყოფად, ბოლო წლების
განმავლობაში არაერთი პოზიტიური ღონისძიება გაატარა. ასევე, აიღო მნიშვნელოვანი
საერთაშორისო ვალდებულებები, რომლის ფარგლებში სახელმწიფომ იკისრა ქალთა
ეკონომიკური გაძლიერების მიმართულებით კონკრეტული და გაზომვადი ზომების
მიღება.32
ამ მიმართულებით გამოირჩევა ქალთა გაძლიერების სახელმწიფო კონცეფცია, რომელზე
მუშაობაც, როგორც უკვე აღვნიშნეთ, განხორციელდა 2021 წლის განმავლობაში. თუმცა,
თემატური მოკვლევების განხორციელებაც, გენდერული საბჭოს საქმიანობის
მნიშვნელოვანი ნაწილია, რომელიც მტკიცებულებებზე დაფუძნებული ეკონომიკური
გაძლიერების პოლიტიკის შემუშავებაში უწყობს საბჭოს ხელს.
გენდერული თანასწორობის მუდმივმოქმედმა საპარლამენტო საბჭომ, საქართველოს
პარლამენტის რეგლამენტის 155-ე მუხლის შესაბამისად, 2021 წლის 26 აპრილის სხდომაზე
მიიღო გადაწყვეტილება თემატური მოკვლევის „ქალთა უფლებები არაფორმალურ
ეკონომიკაში და COVID-19-ის გავლენა“ დაწყების შესახებ. თემატური მოკვლევის ჯგუფის
მთავარ მომხსენებლად განისაზღვრა ხატია წილოსანი, ხოლო წევრებად - მარიამ ლაშხი და
რამინა ბერაძე.
2021 წლის 8 ივნისს პარლამენტში გაიმართა თემატური მოკვლევის ჯგუფის შეხვედრა,
რომელშიც მონაწილეობა მიიღეს დონორმა ორგანიზაციებმა, შესაბამისი სახელმწიფო
უწყებებისა და დაინტერესებული არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებმა.
შეხვედრა გაიმართა ჰიბრიდულ ფორმატში და ყველა დაინტერესებულ პირს მიეწოდა
დეტალური ინფორმაცია თემატური მოკვლევის მიზნების, მსვლელობისა და მათი
ჩართულობის შესაძლებლობების შესახებ.
თემატური მოკვლევის შედეგად ოჯახში დასაქმებასთან33 დაკავშირებული არაერთი
გამოწვევა გამოიკვეთა, მათ შორის: დასაქმებულთა „არასაკმარისი და არაეფექტიანი
სამართლებრივი დაცვა; საქმიანობის არაფორმალურობა; ცნობიერების ნაკლებობა მათი,
როგორც დასაქმებულების, სამოქალაქო და შრომითი უფლებების შესახებ და სხვა. თუმცა,
უნდა აღინიშნოს, რომ ოჯახში დასაქმების რეგულირება სერიოზული გამოწვევაა არა
მხოლოდ საქართველოსთვის, არამედ მსოფლიოსათვის.
მოკვლევით დადასტურდა, რომ ოჯახში დასაქმებულთა უმრავლესობა ქალია. მათი
უფლებრივი მდგომარეობა სახელმწიფოს კონტროლს მიღმაა დარჩენილი და ამ პირთა
მხრიდან საკუთარი უფლებების დაცვისათვის არ არსებობს არც საკმარისი საკანონმდებლო
ბაზა, არც მათ არ გააჩნიათ სათანადო ცოდნა. ეს კიდევ უფრო მკაფიოდ გამოვლინდა Covid19 პანდემიის დროსროდესაც ბევრმა დაკარგა სამუშაო, ხოლო მათ ვინც შენარჩუნება
შეძლო, აღმოჩნდა კიდევ უფრო კაბალურ პირობებში დასაქმებული.
მოკვლევის ფარგლებში ასევე ცალსახად გამოიკვეთა, რომ აღნიშნული პრობლემების
მოსაგვარებლად საჭიროა ოჯახში დასაქმების მიმართულებით მოხდეს შესაბამისი
32
საქართველოს გენდერული თანასწორობის მუდმივმოქმედი საპარლამენტო საბჭო,
თანასწორობა
საქართველოში:
ბარიერები
და
რეკომენდაციები,
ნაწილი
II,
https://georgia.unfpa.org/sites/default/files/pub-pdf/gender_geo_part_2.pdf
გენდერული
2022,
იხ:
33 იგულისხმება პირი, რომელიც მუშაობს მასპინძელ ოჯახში ძიძად, ხელოსნად, დამლაგებლად ან
ასრულებს მსგავსი ტიპის სამუშაოს კონკრეტული ოჯახისათვის.
31
სტრატეგიისა და ხედვის შემუშავება სოციალური პარტნიორების და უწყებების
ჩართულობით.
2021 წელს „პოლიტიკის დოკუმენტების შემუშავების, მონიტორინგისა და შეფასების წესის
დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის N629 დადგენილების შესაბამისად,
დამტკიცდა „საქართველოს მცირე და საშუალო მეწარმეობის განვითარების სტრატეგია
2021-2025 წწ.“ და
ამავე სტრატეგიის 2021-2022 წწ. სამოქმედო გეგმა, სადაც 7
პრიორიტეტულ მიმართულებას შორის, წარმოდგენილია ახალი პრიორიტეტული
მიმართულება „ქალთა მეწარმეობის განვითარების ხელშეწყობა“. ხაზგასასმელია, რომ
აღნიშნულ საკითხებს 2016-2020 წლების სტრატეგიაც მოიცავდა და გარკვეულ
აქტივობებსაც ითვალისწინებდა, თუმცა საკითხის მნიშვნელობიდან გამომდინარე,
რეკომენდებული იქნა ახალ სტრატეგიაში ქალთა მეწარმეობის ხელშეწყობის ცალკე
ძირითად პრიორიტეტულ მიმართულებებად განსაზღვრა შესაბამისი მიზნებით და
ამოცანებით. აღნიშნული პრიორიტეტული მიმართულების (2021-2025 წლების
სტრატეგიის მე-6 პრიორიტეტული მიმართულება) მიზანია ქალთა მეწარმეობის
ხელშეწყობის მიზნით, გაგრძელდეს და კიდევ უფრო გაძლიერდეს ქალთა მეწარმეობის
მხარდამჭერი ინსტრუმენტები, რომლის შედეგად უზრუნველყოფილი იქნება ქალთა
მეწარმეობის განვითარების ხელშეწყობის გზით ქალების ეკონომიკური პოტენციალის
ათვისება.34
2021-2025 წლების სტრატეგიის ფარგლებში, ქალთა მეწარმეობის განვითარების
ხელშეწყობის ძირითადი პრიორიტეტული მიმართულების ამოცანებად განისაზღვრა:
● ქალ მეწარმეთა საჭიროებების და სამეწარმეო საქმიანობაში ჩართვის ბარიერების
იდენტიფიცირება;
● ქალთა ეკონომიკური უფლებებისა და შესაძლებლობის შესახებ ცნობიერების
ამაღლება;
● გენდერული ნიშნით სტატისტიკის გაუმჯობესება სახელმწიფო პროგრამებში;
● სახელმწიფო პროგრამებში ქალთა მონაწილეობის წახალისება;
● ქალებში ციფრული უნარ-ჩვევების გაძლიერება;
● სახელმწიფო სტრუქტურების შესაძლებლობების გაზრდა გენდერული მიდგომების
განვითარებისთვის.
აღსანიშნია, რომ სსიპ „აწარმოე საქართველოში“ შექმნილია გენდერული თანასწორობის
საკითხების შესაბამისი ინსტიტუციური სისტემა. 2020 წლის ოქტომბერში დამტკიცდა
გენდერული თანასწორობის სტრატეგია და სამოქმედო გეგმა. 2021 წლის მარტში შეიქმნა
და დამტკიცდა მაკოორდინირებელი კომისია. საანგარიშო პერიოდში, გენდერული
თანასწორობის მუდმივმოქმედი კომისიის შეკრება შედგა 2-ჯერ, რომლებიც გაფორმდა
შესაბამისი ოქმებით.
სსიპ „აწარმოე საქართველოში“ ხელმძღვანელებს და თანამშრომლბს, გენდერული
თანასწორობის, ქალთა უფლებების, ქალთა ეკონომიკური გაძლიერების და სხვა
საკითხების შესახებ კომპეტენციის ამაღლების მიზნით, 2021 წელს გაეროს ქალთა
ორგანიზაციის UN Women დახმარებით ჩაუტარდა ტრეინინგი თემაზე „დისკრიმინაციის
ფორმები სამუშაო ადგილზე და თანასწორობის მიღწევის გზები და ბარიერები“. ასევე,
34
მთავრობის ადმინისტრაციის წერილი 2021 წელს გენდერული თანასწორობის
კუთხით განხორციელებული საკვანძო ღონისძიებების შესახებ, GOV 1 22 00019696, 20.06.2022
32
ხელშეწყობის
დაინერგა ელექტრონული კურსები გენდერული თანასწორობის და სექსუალური
შევიწროვების
შესახებ.
სააგენტოს
თანამშრომელთა
70%
გადამზადდა
და
35
სერტიფიცირებულია შესაბამის საკითხებში.
სსიპ „აწარმოე საქართველოში“ დანერგილია სქესის ნიშნით დანაწევრებული მონაცემების
რეგულარული შეგროვების სისტემა. ხორციელდება ინფორმაციის დამუშავება გენდერულ
ჭრილში მიკრო და მცირე მეწარმეობის საგრანტო და ასევე ფინანსებზე
ხელმისაწვდომობის კომპონენტების ფარგლებში (ინდუსტრიული და უნივერსალური
ნაწილები).36
საანგარიშო პერიოდში, პროექტ - „Log-in Georgia“-ს ფარგლებში, დაიწყო მოსამზადებელი
სამუშაოები სასწავლო კურსებისა და საინფორმაციო შეხვედრების ორგანიზების
მიმართულებით. აღსანიშნავია, რომ მსოფლიო ბანკთან ერთად, პროექტი - Log-in Georgia“
ხორციელდება „საქართველოს ფართოზოლოვანი ქსელების განვითარების 2020–2025
წლების ეროვნული სტრატეგიის“ განხორციელების მიზნით, რომლის მე-2 კომპონენტი
„მაღალსიჩქარიან ინტერნეტთან დაკავშირებული ციფრული სერვისების გამოყენების
ხელშეწყობა“ ითვალისწინებს ქვეყნის მასშტაბით სამიზნე დასახლებულ პუნქტებში
ტრენინგებისა და შესაძლებლობების განვითარების პროგრამების განხორციელებას, მათ
შორის გენდერული უთანასწორობის დაძლევის საკითხებს, რომლის ძირითადი მიზანია
ქალთა ჯგუფების ადგილობრივ დონეზე მხარდაჭერა ინტერნეტითა და ციფრული
სერვისებით სარგებლობის ხელშეწყობის მიზნით, მეწარმე ქალთა ჩართულობის
უზრუნველყოფა, მათზე მორგებული ციფრული სერვისების იდენტიფიცირება და
ციფრული ცნობიერების გაუმჯობესება.37
2021 წლის თებერვალში, სსიპ „ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტომ“ დაამტკიცა
გენდერული თანასწორობის სამოქმედო გეგმა. დოკუმენტი შემუშავდა UN Women-თან
თანამშრომლობით და ეყრდნობა 2019 წელს ამავე სააგენტოში ჩატარებული აუდიტის
საფუძველზე გამოვლენილ მიგნებებსა და რეკომენდაციებს. აღნიშნული აუდიტის მიზანს
წარმოადგენდა აღწერილიყო, როგორ
ხორციელდება სააგენტოში გენდერული
მეინსტრიმინგი და როგორ შეიძლება ამ მიდგომის გაუმჯობესება იმისათვის, რომ
ორგანიზაციის პოლიტიკა და საქმიანობა/სერვისები იყოს გენდერულად მგრძნობიარე და
შეესაბამებოდეს
ქალთა
უფლებებისა
და
გენდერული
თანასწორობის
სფეროში საერთაშორისო და ეროვნულ ვალდებულებებს. ამასთან, სააგენტოში
დამტკიცებულია სექსუალური შევიწროების პრევენციის პოლიტიკის დოკუმენტი.
35 საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების
სამინისტროს წერილი 2021 წელს გენდერული
თანასწორობის ხელშეწყობის კუთხით განხორციელებული ღონისძიებების შესახებ, N04/3635, 30.05.2022
36 საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების
სამინისტროს წერილი 2021 წელს გენდერული
თანასწორობის ხელშეწყობის კუთხით განხორცელებული ღონისძიებების შესახებ, N04/3635, 30.05.2022
37
პროექტის მე-2 კომპონენტის ფარგლებში, ოზურგეთის მუნიციპალიტეტში, 2022 წლის აპრილიდან
მიმდინარეობს სასწავლო კურსები და საინფორმაციო შეხვედრები შემდეგ თემებზე: რა არის ინტერნეტი?
ინფორმაციის მოძიების მეთოდები; ინტერნეტი კომუნიკაციისთვის - სასარგებლო ონლაინ აპლიკაციები;
ინტერნეტის უსაფრთხო გამოყენება; ინტერნეტის მომხმარებელთა უფლებები; ინტერნეტი დასაქმებისთვის;
დისტანციური განათლება; სახელმწიფო ონლაინ სერვისები; ფინანსური ციფრული სერვისები;
ელექტრონული კომერცია; ციფრული მარკეტინგი. სასწავლო კურსებში, ამ ეტაპისთვის, მონაწილეობა მიიღო
89 პირმა, მათ შორის 45 ქალმა.
33
თანაბარი ანაზღაურება თანაბარი შრომისთვის წარმოადგენს ქალთა ეკონომიკური
გაძლიერების მნიშვნელოვან ნაწილს. ამ მიზნით პარლამენტმა 2021 წელს არაერთი
აქტივობა განახორციელა. 2021 წელს გენდერული თანასწორობის მუდმივმოქმედმა
საპარლამენტო საბჭომ ჩაატარა თემატური მოსმენები შრომის ანაზღაურების სხვაობის
დათვლის (Pay Gap) მეთოდოლოგიისა და ამ მხრივ საქართველოში არსებული
მდგომარეობის შესახებ. საბჭო მჭიდროდ თანამშრომლობდა ქვეყანაში ამ საკითხზე
მომუშავე ისეთ უწყებებსა და ორგანიზაციებთან, როგორიცაა საქართველოს
ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური
დაცვის სამინისტრო, საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახური, გაეროს ქალთა
ორგანიზაცია, გაეროს მოსახლეობის ფონდი და ეკონომიკის საერთაშორისო სკოლა ISET.
2021 წლის განმავლობაში ჩატარდა არაერთი შეხვედრა, მათ შორის:
21 ივნისი - საბჭოს სხდომაზე საბჭოს წევრებმა მოისმინეს საქართველოს ოკუპირებული
ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის
მინისტრის მოადგილის, თამილა ბარკალაიას მოხსენება „თანაბარი ანაზღაურების
საერთაშორისო კოალიციის (EPIC)“ წევრობის მნიშვნელობისა და წევრობის შემთხვევაში
ნაკისრი ვალდებულებების შესრულების შესახებ. აგრეთვე, საქართველოს სტატისტიკის
ეროვნული სამსახურის წარმომადგენლის მოხსენება სახელფასო სხვაობის დათვლის
მეთოდოლოგიისა და საერთაშორისო პრაქტიკის შესახებ.
11 აგვისტო - საბჭო გაეცნო მიმდინარე სიტუაციას ქვეყანაში ანაზღაურების სხვაობის
მდგომარეობის შესახებ, ხოლო საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან
დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის მოადგილემ
თამილა ბარკალაიამ მოკლე მოხსენება გააკეთა სოციალური დაცვის პროგრამების
გაფართოებისა და ამ მხრივ დაგეგმილი რეფორმის საკითხებზე.
14 სექტემბერი - საბჭო გაეცნო გენდერული გავლენის ანალიზის დოკუმენტს თანაბარი
ანაზღაურების შეფასების და ანგარიშგების მეთოდოლოგიური მოდელების შესახებ, ხოლო
გაეროს ქალთა ორგანიზაციის საერთაშორისო კონსულტანტმა მარიან პეტრესკიმ ისაუბრა
გენდერული სახელფასო სხვაობის შეფასების ახალი მეთოდოლოგიურ მიდგომებზე.
17 სექტემბერი - საბჭოს მხრიდან აქტიური ლობირების შემდეგ, საქართველო მიუერთდა
თანაბარი ანაზღაურების საერთაშორისო კოალიციას (EPIC), რომლის ხელმოწერის
ცერემონიას დაესწრნენ საბჭოს წევრები. აღნიშნული კოალიციის მიზანია მსოფლიოს
მასშტაბით გენდერული სახელფასო სხვაობების შემცირება და ქალისა და მამაკაცისთვის
თანაბარი ანაზღაურების უზრუნველყოფა თანაბარი ღირებულების საქმიანობის
გაწევისას.
15. ქალები, მშვიდობა და უსაფრთხოება
აღნიშნული საკითხი გენდერული თანასწორობის მუდმივმოქმედი საპარლამენტო
საბჭოსათვის საანგარიშო პერიოდში საქმიანობის ახალ მიმართულებას წარმოადგენდა. ამ
მიზნით საბჭოს წევრებმა მონაწილეობა მიიღეს ისეთ ღონისძიებაში, როგორიცაა ქალებზე,
მშვიდობასა და უსაფრთხოებაზე გაეროს უშიშროების საბჭოს რეზოლუციების
განხორციელების შესახებ სამწლიანი ეროვნული სამოქმედო გეგმის შემუშავების
ფარგლებში, სახელმწიფო უწყებების, სამიზნე მუნიციპალიტეტების, სამოქალაქო
34
საზოგადოების წარმომადგენელთა ერთობლივი სემინარი. საბჭომ ასევე მონაწილეობა
მიიღო საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის გენდერული თანასწორობის, ქალთა
მიმართ ძალადობის და ოჯახში ძალადობის საკითხებზე მომუშავე უწყებათაშორისი
კომისიის სხდომაში.
თავის მხრივ, მისი ფუნქციებიდან გამომდინარე, საქართველოს მთავრობა
განსაკუთრებული გულისყურით ეკიდება ქალების ჩართულობას სამშვიდობო
პროცესებში. აღნიშნული მიზნით ხორციელდება რიგი საქმიანობები ერთის მხრივ
კონფლიქტით დაზარალებული ქალების, მათ შორის, იძულებით გადაადგილებული
პირების, ასევე მათი უფლებების დამცველი ორგანიზაციების და სამოქალაქო
საზოგადოების წარმომადგენლებთან დიალოგის მიმართულებით, ხოლო მეორეს მხრივ კონფლიქტით
დაზარალებული
და
იძულებით
გადაადგილებული
ქალების
პრობლემებისა და მათი საჭიროებების სამშვიდობო მოლაპარაკებებში და ყველა შესაბამის
საერთაშორისო ფორმატში დაყენების თვალსაზრისით.
2021 წელს გენდერული თანასწორობის, ქალთა მიმართ ძალადობისა და ოჯახში
ძალადობის საკითხებზე მომუშავე უწყებათაშორისი კომისიის ეგიდით, მიმდინარეობდა
მუშაობა ქალებზე, მშვიდობასა და უსაფრთხოებაზე გაეროს 1325 რეზოლუციების
განხორციელების სამოქმედო გეგმაზე. აღნიშნული სამოქმედო გეგმები ითვალისწინებს
სახელმწიფო
უწყებების
მიერ
გენდერული
მეინსტრიმინგის
მისაღწევად
განსახორციელებელ აქტივობებს და ამასთანავე, გენდერულად სეგრეგირებული
მონაცემების დამუშავებასა და შესაბამისი სტატისტიკური ინფორმაციის წარმოებას.
2021 წელს დაიწყო და აქტიურად მიმდინარეობს „დეოკუპაციისა და კონფლიქტის
მშვიდობიანი მოგვარებისთვის საქართველოს სახელმწიფო სტრატეგიის“ შემუშავების
ინკლუზიური პროცესი, რომელიც მიზნად ისახავს ქვეყნის გამთლიანების მიზნით
ერთიანი სახელმწიფოებრივი მიდგომისა და სტრატეგიული ხედვის შემუშავების
ხელშეწყობას ინკლუზიური გზით. ქვეყნის საგარეო და უსაფრთხოების პოლიტიკის ამ
პრიორიტეტულ მიმართულებაზე სტრატეგიის შემუშავების პროცესში სამოქალაქო
საზოგადოების ფართო წრის, მათ შორის, კონფლიქტით დაზარალებულ ქალთა და მათი
უფლებების დამცველი ორგანიზაციების ჩართულობის უზრუნველყოფისთვის,
სტრატეგიის შემუშავებისა და განხორციელების მიზნით შექმნილი სამთავრობო კომისიის
ფარგლებში საგარეო საქმეთა სამინისტროს ხელმძღვანელობით გაიმართა არაერთი
შეხვედრა სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლებთან, მათ შორის, დევნილ და
კონფლიქტით დაზარალებულ ქალებთან და ქალთა უფლებების დამცველ
ორგანიზაციებთან, როგორც თბილისში ასევე, რეგიონებში და საოკუპაციო ხაზის
სიახლოვეს. ასევე შედგა შეხვედრები თემატურ ფოკუს-ჯგუფებთან.38
აღნიშნულ პროცესში დიდი ყურადღება ეთმობა დევნილი და საოკუპაციო ხაზის
მიმდებარე ტერიტორიაზე მცხოვრები მოსახლეობისა და ქალების საჭიროებებისა და
პრობლემების იდენტიფიცირებას, ისევე, როგორც აღნიშნული გამოწვევების დაძლევის და
კონფლიქტის მშვიდობიანი მოგვარების თემებზე მათი ხედვებისა და წინადადებების
გაცნობას, რათა უზრუნველყოფილ იქნას ამ საკითხების სათანადო ასახვა და
გათვალისწინება, როგორც ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებების პროცესში, ასევე
დეოკუპაციისა და კონფლიქტის მშვიდობიანი მოგვარების სტრატეგიაში.39
38 საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს წერილი, N01/18623, 20.06.2022
39 საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს წერილი, N 01/18623, 20.06.2022
35
საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს
კოორდინაციით 2021 წელს გამყოფი ხაზის მიმდებარე სოფლებში განხორციელებული,
მიმდინარე და დაგეგმილი პროექტების საერთო რაოდენობა შეადგენს 176-ს (49 მლნ
ლარის საერთო ღირებულებით). აღნიშნული პროექტებიდან გამყოფი ხაზის მიმდებარე
სოფლებში ქალებისა და გოგონების საჭიროებებზე მორგებულ გარემო-პირობების
გაუმჯობესებას უფრო მეტად უწყობდა ხელს ისეთი პროექტები, როგორიცაა
წყალმომარაგების სისტემების, ბაღების და სკოლების მშენებლობა-რეაბილიტაცია. 2021
წელს გაგრძელდა „გამყოფი ხაზის მიმდებარე სოფლებში დაზარალებლი სტუდენტების
სწავლის დაფინასების პროგრამა“. დაფინასებული სტუდენტებიდან 55% წარმოადგენენ
ქალები/ გოგონები.40
ქალებზე, მშვიდობასა და უსაფრთხოებაზე გაეროს უშიშროების საბჭოს რეზოლუციების
განხორციელების საქართველოს ეროვნული სამოქმედო გეგმის შესაბამისად,
საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ლევან მიქელაძის სახელობის
დიპლომატიურ სასწავლო და კვლევით ინსტიტუტში 2019 წელს დაინერგა სასწავლო
კურსი ინკლუზიურ სამშვიდობო პროცესსა და მოლაპარაკებებში გენდერული
პერსპექტივის გათვალისწინების მნიშვნელობაზე. კურსი ჩამოყალიბდა ჟენევის
საერთაშორისო მოლაპარაკებებში მონაწილე ქალების (საგარეო საქმეთა სამინისტროს
წარმომადგენლები) ჩართულობით შემუშავებული გზამკვლევისა და მოდულების
საფუძველზე, რომლებმაც სპეციალური გადასამზადებელი კურსი (ToT) გაიარეს.41
2020 წელს განხორციელდა საპილოტე ტრენინგი საჯარო დაწესებულებების
თანამშრომლებისთვის, რომლებიც ჩართული არიან რუსეთ-საქართველოს კონფლიქტის
მშვიდობიანი მოგვარების პოლიტიკის განხორციელების პროცესში. მეორე ტრეინინგი
ჩატარდა 2021 წელს, სადაც გარდა საჯარო დაწესებულებებისა, მონაწილეობდნენ
სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლებიც. კურსი გაეროს ქალთა ორგანიზაციის
მხარდაჭერითა და დიდი ბრიტანეთისა და ჩრდილოეთ ირლანდიის გაერთიანებული
სამეფოს დაფინანსებით ჩამოყალიბდა.42
საგარეო
საქმეთა
სამინისტროს
წარმომადგენლები
ჟენევის
საერთაშორისო
მოლაპარაკებებში საქართველოს დელეგაციის სხვა წევრებთან ერთად, გაეროს ქალთა
ორგანიზაციის ხელშეწყობით, რეგულარულ შეხვედრებს მართავენ სამოქალაქო
საზოგადოებასთან, მათ შორის, არასამთავრობო ორგანიზაციებთან, ქალთა უფლებების
დამცველებთან, კონფლიქტის შედეგად დაზარალებულ, მათ შორის, იძულებით
გადაადგილებულ ქალებთან.
საქართველოს საგარეო სამინისტრომ, 2021 წლის 26 აპრილსა და 16 ნოემბერს, უმასპინძლა
შეხვედრებს სამოქალაქო საზოგადოებასთან მრგვალი მაგიდის ფორმატში, თემაზე:
„ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებები — ქალები, მშვიდობა და უსაფრთხოება“.
შეხვედრებზე განხორციელდა ინფორმაციის აქტიური ურთიერთგაცვლა კონფლიქტის
შედეგად დაზარალებული და იძულებით გადაადგილებული ქალების პრობლემებისა და
საჭიროებების, ასევე სამშვიდობო მოლაპარაკებების მიმდინარეობისა და ჟენევის
40
საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს წერილი, N01/1671,
27.05.2022
41 საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს წერილი, N01/18623, 20.06.2022
42 იქვე
36
ფორმატში კონფლიქტის შედეგად დაზარალებული და იძულებით გადაადგილებული
ქალების პრიორიტეტების ასახვის შესახებ.43
2021 წელს საქართველოს დელეგაციამ ჟენევის მოლაპარაკებების ოთხივე რაუნდზე, ორივე
სამუშაო ჯგუფის ფარგლებში, აქტიურად დააყენა ყველა ის საკითხი, რაც უკავშირდება
კონფლიქტით დაზარალებულ ქალთა პრობლემატიკას და რომელთა გაჟღერებაც ხდება
კონფლიქტით დაზარალებული ქალებისა და მათი უფლებების დამცველი
ორგანიზაციების მხრიდან - იქნება ეს აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონებში და
საოკუპაციო ხაზის მიმდებარე მცხოვრებ ქალთა თავისუფალი გადაადგილების
შეზღუდვა, უკანონო დაკავება და გატაცება, განათლების მშობლიურ ენაზე შეზღუდვა,
შევიწროება, დისკრიმინაცია, იძულებით გადაადგილებულ პირთა და ლტოლვილთა
დაბრუნება თუ სხვა.44
ამასთან, საგარეო საქმეთა სამინისტრო აღნიშნულ თემებზე ყურადღებას ამახვილებდა,
როგორც
ჟენევის
საერთაშორისო
მოლაპარაკებების
თანათავმჯდომარეებთან
(ევროკავშირი, გაერო, ეუთო), ისე სხვა საერთაშორისო ორგანიზაციებთან და პარტნიორ
ქვეყნებთან მუშაობისას, რათა კონფლიქტის მშვიდობიანი მოგვარების პროცესში
სათანადო ყურადღება დათმობოდა ქალთა ორგანიზაციების მიერ წარმოდგენილ
წინადადებებს და კონფლიქტით დაზარალებული ქალების საჭიროებებს. აქვე
აღსანიშნავია, რომ საქართველოს დელეგაცია ევროკავშირის, გაეროსა და ეუთოს მხრიდან
თანათავმჯდომარეებთან
შეხვედრებზე
აფიქსირებდა
ჟენევის
საერთაშორისო
მოლაპარაკებებში „ქალების, მშვიდობისა და უსაფრთხოების“ დღის წესრიგის შემდგომი
გაძლიერების ინტერესსა და მზაობას.45
16. გენდერული თანასწორობა ჯანმრთელობის დაცვის სფეროში
სექსუალური
და
რეპროდუქციული
ჯანმრთელობის
უნივერსალური
მისაწვდომობისათვის სახელმწიფოს მხრიდან რიგი პროგრესული ნაბიჯები გადაიდგა რაც
გულისხმობს ძალისხმევის მიმართვას ქვეყანაში სექსუალური და რეპროდუქციული
ჯანმრთელობის ისეთ ბაზისურ სერვისებზე თანაბარი მისაწვდომობის გაძლიერებისკენ.
დადებითად უნდა აღინიშნოს, სექსუალურ და რეპროდუქციულ ჯანმრთელობასა და
უფლებებთან დაკავშირებულ საკითხებთან მიმართებით, საკანონმდებლო ჩარჩოს დახვეწა
და პოლიტიკის დოკუმენტების შემუშავება, წინსვლა დედათა ჯანმრთელობის
გაუმჯობესების, მათ შორის, დედათა სიკვდილიანობის მაღალი მაჩვენებლის შემცირების
და ხელოვნური აბორტის ჯამური კოეფიციენტის შემცირების თვალსაზრისით.46
საქართველოს მთავრობის „ევროპული სახელმწიფოს მშენებლობისთვის“ 2021-2024
სამთავრობო პროგრამის მიხედვით, ქვეყნის მოსახლეობის ჯანმრთელობის ხელშეწყობა
ერთ-ერთ პრიორიტეტულ მიმართულებას წარმოადგენს, რაც მოიცავს ჯანსაღი ცხოვრების
წესის დამკვიდრებას და გადამდებ და არაგადამდებ დაავადებათა პრევენციას; დედათა და
43 საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს წერილი, N01/18623, 20.06.2022
44 იქვე
45 იქვე
46
საქართველოს გენდერული თანასწორობის მუდმივმოქმედი საპარლამენტო საბჭო,
თანასწორობა
საქართველოში:
ბარიერები
და
რეკომენდაციები,
ნაწილი,
II,
https://georgia.unfpa.org/sites/default/files/pub-pdf/gender_geo_part_2.pdf
37
გენდერული
2022,
იხ:
ბავშვთა ჯანმრთელობის, იმუნიზაციის, დაავადებათა ადრეული გამოვლენისა და
სკრინინგის ხელშეწყობას, მათ შორის, ისეთი გადამდები დაავადებების, როგორებიცაა აივ
ინფექცია, ტუბერკულოზი, მალარია, ვირუსული ჰეპატიტები, სქესობრივი გზით
გადამდები ინფექციების გავრცელების კონტროლი.47 პროგრამა ასევე მინზად ისახავს,
მშობიარობისა და საკეისრო კვეთის სერვისების დაფინანსება; ბენეფიციართა გარკვეული
ჯგუფების (სოციალურად დაუცველ პირთა, საპენსიო ასაკის პირთა, ვეტერანთა და სხვათა)
შესაბამისი მედიკამენტებით უზრუნველყოფას; მაღალი რისკის ორსულთა, მშობიარეთა
და მელოგინეთა სტაციონარული სამედიცინო მომსახურებით უზრუნველყოფას.48
ამასთან, NCDC-ის მიერ განხორციელებული საქმიანობის ანგარიშის 49მიხედვით, 2021
წლის განმავლობაში შემდეგი ღონისძიებები განხორციელდა50:
● რეპროდუქციულ ჯანმრთელობასთან დაკავშირებული საგანმანათლებლო კამპანია
სომეხ
და
აზერბაიჯანელ
პოპულაციასთან.
ჩატარდა
5
ლექცია-სემინარი
აზერბაიჯანულენოვან და სამენოვან რეპროდუქციული ასაკის ქალებთან;
● დედათა სიკვდილის შემთხვევების 2020 წლის ეპიდკვლევის შესახებ ჩატარდა
ექსპერტთა პანელთან შეხვედრა, მიზეზებისა და პრევენციის მექანიზმების შესახებ;
● ჩატარდა ვებინარი „COVID-ის მართვა ორსულებში, ძუძუთი კვება და COVID
ინფექცია, ორსულთა ვაქცინაცია“;
● მუდმივად ქვეყნდებოდა ორსულთა და 0-18 წლის ასაკის ბავშვთა და მოზარდთა
ინფიცირების შესახებ ყოველკვირეული ინფორმაცია;
● მეან-გინეკოლოგებისა და ოჯახის ექიმების გადამზადება და ტრენინგები თემაზე
„COVID ინფექციის მართვა ორსულობის პერიოდში, ორსულთა ვაქცინაცია“ მთელი
ქვეყნის მასშტაბით;
● შეხვედრები რაიონული საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ცენტრებთან დზეის-ის
სისტემაში რეპროდუქციული ასაკის ქალთა და 5 წლამდე ბავშვთა გარდაცვალების
შემთხვევათა ანგარიშგების შესახებ;
● სახელმწიფო პროგრამების ფარგლებში „ორსულებში B და C ჰეპატიტების, აივინფექციის/შიდსისა და სიფილისის განსაზღვრისათვის საჭირო ტესტებითა და სახარჯი
მასალებით (B ჰეპატიტის საწინააღმდეგო იმუნოგლობულინით) უზრუნველყოფის
კომპონენტის ფარგლებში, კი ხორციელდებოდა ორსულთა მუდმივი კვლევა და
დადასტურების შემთხვევაში მკურნალობა.
გენდერული თანასწორობის მუდმივმოქმედი საპარლამენტო საბჭო აქტიურად
ახორციელებს მონიტორინგს ჯანდაცვის პოლიტიკის მიმართულებითაც. აღსანიშნავია,
რომ 2019 წელს საქართველოს პარლამენტმა მოამზადა თემატური მოკვლევის ანგარიში
შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ქალებისა და გოგონებისთვის ჯანდაცვის სერვისების
მისაწვდომობის შესახებ. საანგარიშო პერიოდში საბჭოს მხრიდან დაიწყო გაცემული
რეკომენდაციების შესრულების თაობაზე მონიტორინგის პროცესი. ინფორმაციის
47 საქართველოს მთავრობის „ევროპული სახელმწიფოს მშენებლობისთვის“ 2021-2024 სამთავრობო პროგრამა
48 იქვე
49 NCDC - ლევან საყვარელიძის სახელობის დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის
ეროვნული
ცენტრი,
2021
წლის
შესრულებული
სამუშაოს
https://www.ncdc.ge/#/pages/file/03cabd15-2e08-476d-8278-5596277ca3b9
50 იქვე, გვ. 103
38
ანგარიში,
2022,
იხ:
გამოთხოვნის მიზნით გაიგზავნა წერილები ყველა სახელმწიფო უწყებასთან, რომლის
მიმართაც თემატური მოკვლევის ფარგლებში გაიცა რეკომენდაციები.
მონიტორინგის პროცესში ჩატარდა 3 ფართომაშტაბიანი შეხვედრა ჩართული უწყებებისა
და ადგილობრივი ორგანიზაციების ინფორმირების მიზნით:
•
2021 წლის 29 ივნისი - ღონისძიებაში მონაწილეობდნენ კვლევაში მონაწილე
ორგანიზაციები, საბჭოს წევრები, პარლამენტის კომიტეტებისა და შესაბამისი
სამინისტროებისა და სააგენტოების წარმომადგენლები.
•
2021 წლის 6 სექტემბერი - საბჭო ონლაინ ფორმატში შეხვდა იმ ორგანიზაციებს,
რომლებიც აღმასრულებელ ხელისუფლებას ეხმარებიან გაცემული რეკომენდაციების
აღსრულების პროცესში.
•
2021 წლის 21 დეკემბერი - უწყებებიდან გამოთხოვილი ინფორმაციის საფუძველზე
დამუშავებული ინფორმაცია საბჭომ წარუდგინა საკითხზე მომუშავე ორგანიზაციებსა და
უწყებებს.
სამომავლოდ დაიგეგმა ზეპირი მოსმენები შესაბამისი უწყებების ჩართულობითა და
კონსულტაციები ადგილობრივ ორგანიზაციებთან რეკომენდაციების შესრულების
თაობაზე.
17. გენდერული
სპორტში
თანასწორობა
განათლებაში,
კულტურასა
და
2021 წელს მომზადდა 2022-2030 წლების საქართველოს განათლებისა და მეცნიერების
ერთიანი ეროვნული სტრატეგიისა და 2022-2024 წწ. სამოქმედო გეგმის პროექტები.
აღნიშნული სტრატეგიის პროექტის 3.5 თავში - გამოწვევები განათლებისა და მეცნიერების
სექტორში თანასწორობის, ინკლუზიურობისა და მრავალფეროვნების მიმართულებით პარაგრაფები ეთმობა გენდერული თანასწორობის ასპექტის გათვალისწინებას
განათლების ხელმისაწვდომობის მიმართულებით.51 მწირია გენდერული თანასწორობის
და ზოგადად გენდერის შესახებ როგორც ბავშვთა და ახალგაზრდების, ასევე
აღმზრდელებისა და პედაგოგების ცოდნა და კომპეტენციები. ჯერ კიდევ მტკიცეა
გენდერული ნიშნით პროფესიების დაყოფის სტიგმა.
მიუხედავად
იმისა,
რომ
განათლების
სისტემა
საქართველოში
ფართოდაა
ხელმისაწვდომი, ვერ ხერხდება შრომის ბაზრის გამოწვევებსა და მოთხოვნებზე მორგება.
აღნიშნული პრობლემის დასაძლევად, მსოფლიო ბანკი საქართველოს სამი ძირითადი
მიმართულებით ურჩევს მუშაობის გაძლიერებას: (i) მასწავლებელთა კომპეტენციის
ამაღლება და ზოგადი განათლების სასწავლო კურიკულუმის დახვეწა; (ii) სკოლამდელი
აღზრდისა და განათლების ხარისხის ამაღლება, ასევე მისი გაფართოება, განსაკუთრებით
− სოფლად მცხოვრები და ეკონომიკურად არახელსაყრელ პირობებში მყოფი
მოსახლეობისთვის; (iii) უმაღლესი განათლების სისტემის რეფორმირება ინსტიტუციური
გაძლიერების, სწავლის ხარისხის ამაღლების და სასწავლო პროგრამების დახვეწის
თვალსაზრისით, ასევე, შედეგებზე დაფუძნებული დაფინანსების (performace-based
funding) და ანგარიშვალდებულებების (result-based accountability) მექანიზმების
51 საქართველოს განათლების სამინისტროს წერილი, MES 4 22 0000556450, 30.05.2022
39
გაძლიერება იმისათვის, რომ უმაღლესი განათლების სისტემამ უზრუნველყოს შრომის
ბაზრის მოთხოვნების შესაბამისი უნარების განვითარება.52
საქართველოს ეროვნულ ნორმატიულ ჩარჩოში ადამიანის უფლებათა დაცვის 2018-2020
წლების სამთავრობო სამოქმედო გეგმა, გენდერული თანასწორობის გაძლიერების
კონტექსტში, სპორტის სფეროში გენდერული თანასწორობის უზრუნველყოფასაც
ითვალისწინებდა
(მიზანი
12.18),
რაც
მოიცავდა
გენდერული
ასპექტების
გათვალისწინებას სპორტის სახელმწიფო პოლიტიკის დოკუმენტების ფორმირებისას და
სპორტში, ყველა მიმართულებით გოგონებისა და ქალების თანაბარი ჩართულობის
ხელშესაწყობად. თუმცა, აღნიშნული სამოქმედო გეგმის შესრულების ანგარიშის
თანახმად, ამ მიმართულებით არცერთი კონკრეტული ნაბიჯი ჯერჯერობით არ
გადადგმულა.53
სპორტსა და ფიზიკურ აღზრდაში გენდერული თანასწორობის თვალსაზრისით
საქართველოში არაერთი გამოწვევა არსებობს. მოსახლეობაში დაბალია ფიზიკური
აქტივობის მაჩვენებლები, რაც პირდაპირ გავლენას ახდენს საზოგადოებრივ ჯანდაცვაზე.
გამოწვევებია სასკოლო სპორტისა და ფიზიკური აღზრდის თვალსაზრისით, რაც, ერთი
მხრივ, უკავშირდება არასაკმარის და არასათანადო სპორტულ ინფრასტრუქტურას
ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებებში, მეორე მხრივ კი, სპორტის სპეციალისტის
კვალიფიკაციის მქონე მასწავლებელთა სიმცირეს და აღნიშნულ მასწავლებელთა შორის
გენდერულ დისბალანსს. საუნივერსიტეტო სპორტში დაბალია სტუდენტთა,
განსაკუთრებით გოგონათა ჩართულობა. არაერთი გენდერული გამოწვევაა მაღალი
მიღწევების სპორტშიც − სახეზეა გენდერული დისბალანსი პროფესიონალ სპორტსმენებს,
ასევე მწვრთნელებსა და მსაჯებს შორის. გენდერული დისბალანსია სპორტულ
ორგანიზაციებში როგორც გადაწყვეტილების მიმღებ დონეზე, ასევე დასაქმებულ
თანამშრომელთა შორის. სპორტის სფეროში გამოყოფილი საბიუჯეტო ასიგნებების
უდიდესი წილი მიემართება კაცებით დომინირებული სპორტის სახეობების
დაფინანსებაზე. სპორტის სახელმწიფო პოლიტიკის შემუშავების პროცესში ქალები და
კაცები არ არიან თანაბრად ჩართულნი. გარდა ამისა, სპორტში იშვიათი არ არის
გენდერულად სტერეოტიპული მედიაგაშუქება. ასევე ვლინდება გენდერული დისბალანსი
სპორტულ ჟურნალისტებს შორის.54
18. გენდერული თანასწორობა სოფლის მეურნეობასა და გარემოს
დაცვაში
სოფლის მოსახლეობის წილი ქვეყნის მთლიან მოსახლეობაში 2017 წლისთვის 42%-ს
შეადგენდა, 2020 წლისთვის კი ის 1%-ით არის შემცირებული და 41%-ს შეადგენს, ხოლო
2021 წლისთვის 40.6%-ია.55 კვლევები აჩვენებს, რომ სოფლის მოსახლეობა მნიშვნელოვნად
52 საქართველოს გენდერული თანასწორობის მუდმივმოქმედი საპარლამენტო საბჭოს ანგარიში, 2021, გვ. 67-68
53 საქართველოს გენდერული თანასწორობის მუდმივმოქმედი საპარლამენტო საბჭოს ანგარიში, 2021, გვ. 81
54 იქვე
55
საქსტატი,
საქართველოს
სოფლის
https://www.geostat.ge/media/38833/soflis_meurneoba_2020.pdf
40
მეურნეობა
2020,
იხ:
არის მიდრეკილი სიღარიბისკენ,56 განსაკუთრებული გამოწვევის წინაშე დგანან სოფლად
მცხოვრები ქალები და გოგონები, რომელთა მისაწვდომობა რესურსებზე, განათლებაზე,
საკუთრებასა და დასაქმებაზე არსებითად შეზღუდულია. სწორედ ამ გამოწვევებიდან
გამომდინარე, საქართველოს პარლამენტმა და მთავრობამ სოფლად მცხოვრები ქალებისა
და გოგონების გასაძლიერებლად უკანასკნელ წლების რიგი ზომები მიიღო, რომელთა
განხორციელება მიმდინარეობდა 2021 წელსაც.
2021 წელს გენდერული თანასწორობის მუდმივმოქმედი საპარლამენტო საბჭოს მიერ
ჩატარდა 5 სამუშაო შეხვედრა სსიპ სოფლის განვითარების სააგენტოს, სსიპ „აწარმოე
საქართველოში“, საქართველოს ფინანსთა სამინისტროს და პარტნიორი დონორი
ორგანიზაციების მონაწილეობით გურიის მუნიციპალიტეტში მეწარმეობის განვითარების
საგრანტო პროგრამის დანერგვასა და მეწარმე ქალთა მენტორობის პროგრამების
დანერგვასთან დაკავშირებით. მენტორობის პროგრამაზე მუშაობის ფარგლებში შემუშავდა
პროექტის ერთგვარი მონახაზი და სამოქმედო გეგმა, თუმცა აღნიშნული სამუშაოების
გაგრძელება იგეგმება 2022 წლისათვის. აღნიშნული მენტორობის პროგრამა წარმოადგენს
ქალთა ეკონომიკური გაძლიერების კონცეფციის ერთგვარ ნაწილს და მიზნად ისახავს
რეგიონებში ქალთა გაძლიერებას მათთვის გამოცდილი მეწარმე ქალების მენტორებად
დანიშვნის, გადამზადებისა და სახელმწიფო ეკონომიკურ პროგრამებში ჩართვის
ხელშეწყობის კუთხით.
სამინისტროს ა(ა)იპ სოფლის განვითარების სააგენტოსა და გაეროს ქალთა ორგანიზაციას
(UN Women) შორის, სოფლად მცხოვრები ქალების შესაძლებლობების გაზრდის მიზნით,
გაფორმდა ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი. ამასთან, უახლოეს მომავალში
იგეგმება სააგენტოსა და ამავე ორგანიზაციას (UN Women) შორის „გენდერული სტრატეგია
და სამოქმედო გეგმა - 2022-2024“-ს დამტკიცება.57
„ფერმერ ქალთა ეკონომიკური გაძლიერების ხელშეწყობა რძის პროდუქტების წარმოების
ხელშეწყობის გზით, საქართველოს ფერმერთა საველე სკოლების მიდგომის მეშვეობით“ პროექტის მიზანია ფერმერთა საველე სკოლაში მიღებული ცოდნით, მედეგობის ამაღლება
და ქალი რძის პროდუქტების მწარმოებლების გაძლიერება აფხაზეთსა და სამეგრელოში.
პროექტის ფარგლებში 2021 წელს აფხაზეთსა და სამეგრელოში შეიქმნა 40 ფერმერული
საველე სკოლა FFS მეთოდოლოგიის პრინციპების შესაბამისად; ფერმერთა საველე სკოლის
ფარგლებში ორგანიზებულ ტრენინგებში მონაწილეთა რაოდენობამ შეადგინა 790,
საიდანაც დამსწრეთა 24% იყო ქალი.58
„საქართველოს სოფლის მდგრადი განვითარება“ (ENPARD 3-ის ფარგლებში) - პროგრამა
ითვალისწინებს სოფლად ეკონომიკური და გარემოსდაცვითი საქმიანობების ხელშეწყობას
თანადაფინანსების გზით. პროგრამის ფარგლებში 2021 წელს გაიცა 51 გრანტი, რომელთა
საფუძველზეც უნდა დასაქმდეს სულ 390 ადამიანი (მათ შორის 53% ქალი).59
ასევე სამინისტროს სსიპ გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრის
კოორდინაციით მიმდინარე „კლიმატის ცვლილებით გამოწვეული კატასტროფების
56
საქართველოს გენდერული თანასწორობის მუდმივმოქმედი საპარლამენტო საბჭო,
თანასწორობა
საქართველოში:
ბარიერები
და
რეკომენდაციები,
ნაწილი,
II,
https://georgia.unfpa.org/sites/default/files/pub-pdf/gender_geo_part_2.pdf
გენდერული
2022,
იხ:
57 საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს წერილი, N5335/01, 31.05.2022
58 იქვე
59 იქვე
41
რისკების შემცირება საქართველოში“ პროექტის სამოქმედო გეგმა და გეგმის
ინდიკატორები ითვალისწინებს გენდერული საკითხების ინტეგრირებას, რაც
გულისხმობს კლიმატის ცვლილებით გამოწვეული კატასტროფის რისკის შემცირების
პროცესში გენდერული საკითხების მეინსტრიმინგს, ასევე, გენდერული მაჩვენებელის
გათვალისწინებას ყველა განხორციელებულ და დაგეგმილ აქტივობაში. აღსანიშნავია, რომ
პროექტის ფარგლებში ჩატარებული ტრენინგები სხვადასხვა სამიზნე ჯგუფებისთვის
(მოსწავლეები,
მასწავლებლები,
ადგილობრივი
ხელისუფლებისა
და
თემის
წარმომადგენლები, მედიის წარმომადგენლები და სხვა) და შემუშავებული
საგანმანათლებლო მასალები და დოკუმენტები ითვალისწინებს გენდერულ ასპექტებს.
გარდა აღნიშნულისა, 2021 წელს განხორციელდა პროექტი „ეს წალკაა - ადგილობრივი
ლიდერები მდგრადი განვითარებისათვის წალკის მრავალეთნიკურ მუნიციპალიტეტში“
(ENPARD 3-ის ფარგლებში). პროექტის მიზანია წალკის მუნიციპალიტეტის მოსახლეობის
სოციალური ინტეგრაციის გაუმჯობესება, სოციალურ სერვისებზე ხელმისაწვდომობის
უზრუნველყოფა და ახალი ეკონომიკური შესაძლებლობების შექმნა თანამონაწილეობრივი
დაგეგმარების გზით. ცოდნაზე, ინოვაციებსა და ახალ ტექნოლოგიებზე ხელმისაწვდომის
უზრუნველყოფით, ბიზნეს კავშირების დამყარებითა და სამუშაო ადგილების შექმნით,
პროექტი გააძლიერებს საოჯახო მეურნეობებს, მეწარმეებს, ქალებს, ახალგაზრდებსა და
სხვა ადგილობრივ ჯგუფებს.60
გაეროს კლიმატის ცვლილების ჩარჩო კონვენციის „პარიზის შეთანხმების“. მოთხოვნის
შესაბამისად, „პოლიტიკის დოკუმენტების შემუშავების, მონიტორინგისა და შეფასების
წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის N629 დადგენილების
საფუძველზე, შემუშავდა კლიმატის ცვლილების 2030 წლის სტრატეგია და 2021-2023
წლების სამოქმედო გეგმა, რომლებიც წარმოადგენს კლიმატის ცვლილების შერბილების
მიმართულებით ეროვნულ დონეზე დასახული მიზნების მიღწევის კოორდინირებული
ძალისხმევის დაგეგმვისა და განხორციელების მექანიზმს. დოკუმენტი მოიცავს შვიდი
სექტორის (ენერგიის გენერაცია და გადაცემა, ტრანსპორტი, შენობები, მრეწველობა,
ნარჩენები, სოფლის მეურნეობა, სატყეო სექტორი) ანალიზსა და შესაბამის ღონისძიებებს.
„კლიმატის ცვლილების 2030 წლის სტრატეგია“ ითვალისწინებს ქალთა ცნობიერების
ამაღლებას ენერგოეფექტურობის შესახებ, ენერგეტიკის სექტორში უნარებისა და
კვალიფიკაციების (მათ შორის, გენდერულ ჭრილში) განვითარებას და ტყის მდგრადი
მართვის გენდერულად მგრძნობიარე გეგმების შემუშავებას.61
საქართველოს მთავრობის 2021 წლის 8 აპრილის No167 დადგენილებით დამტკიცდა
სამინისტროს გარემოსა და კლიმატის ცვლილების დეპარტამენტის კოორდინაციით
შემუშავებული საქართველოს განახლებული ეროვნულ დონეზე განსაზღვრული
წვლილის დოკუმენტი (NDC), რომლის მე-6 თავი ეთმობა კლიმატის ცვლილებისა და
გენდერის საკითხებს.62 ამასთან, ასევე სამინისტროს სსიპ გარემოსდაცვითი ინფორმაციისა
და განათლების ცენტრის კოორდინაციით მიმდინარე „კლიმატის ცვლილებით
გამოწვეული კატასტროფების რისკების შემცირება საქართველოში“ პროექტის სამოქმედო
გეგმა და გეგმის ინდიკატორები ითვალისწინებს გენდერული საკითხების ინტეგრირებას,
რაც გულისხმობს კლიმატის ცვლილებით გამოწვეული კატასტროფის რისკის შემცირების
60 იქვე
61 იქვე
62 იქვე
42
პროცესში გენდერული საკითხების მეინსტრიმინგს, ასევე, გენდერული მაჩვენებელის
გათვალისწინებას ყველა განხორციელებულ და დაგეგმილ აქტივობაში. აღსანიშნავია, რომ
პროექტის ფარგლებში ჩატარებული ტრენინგები სხვადასხვა სამიზნე ჯგუფებისთვის
(მოსწავლეები,
მასწავლებლები,
ადგილობრივი
ხელისუფლებისა
და
თემის
წარმომადგენლები, მედიის წარმომადგენლები და სხვა) და შემუშავებული
საგანმანათლებლო მასალები და დოკუმენტები ითვალისწინებს გენდერულ ასპექტებს.63
19. გენდერულად სეგრეგირებული მონაცემების შეგროვება
გენდერულად სეგრეგირებული მონაცემების შეგროვება გენდერული მეინსტრიმინგის
ეფექტურად განხორციელების ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ელემენტია. ასეთი მონაცემების
შეგროვებისა და დამუშავების კუთხით მთავარ როლს ქვეყანაში საქართველოს
სტატისტიკის ეროვნული სამსახური ასრულებს. საანგარიშო პერიოდში უწყების მიერ
გამოქვეყნებული ინფორმაციის უდიდესი ნაწილი გენდერულ ჭრილში იყო
წარმოდგენილი.
ფუნქციონირებს
გენდერული
სტატისტიკის
ელექტრონული
64
პორტალიც.
სტატისტიკის ეროვნული სამსახური ასევე იკვლევს საწარმოებსა და ორგანიზაციებს და
ავრცელებს მონაცემებს დაკავებული სამუშაო ადგილების, საქმიანობის სახეებისა და
სექტორების მიხედვით (გენდერულ ჭრილში).
რაც შეეხება უწყებებს შიგნით სტატისტიკის შეგროვებას, კომისიაში შემავალი
უწყებებიდან მიღებული ინფორმაციით ირკვევა, რომ მათი ნაწილი იყენებს გენდერული
სტატისტიკის წარმოების ინსტრუმენტს. მაგალითად, საქართველოს თავდაცვის
სამინისტრო65, ასევე, საქართველოს ფინანსთა სამინისტროდან მიღებული ინფორმაციის
მიხედვით, სამინისტროს ცენტრალური აპარატის თანამშრომელთა მონაცემები მუშავდება
გენდერულ ჭრილში და ქვეყნდება პროაქტიულად, ასევე, იწარმოება სხვადასხვა სახის
სტატისტიკა (პროფესიულ მოხელეთა შეფასების სტატისტიკა, თანამდებობრივი
სარგოების სტატისტიკა, პროფესიული განვითარების პროგრამებში მონაწილეობის
სტატისტიკა, საავადმყოფო ფურცლით სარგებლობის სტატისტიკა, სამსახურში მიღებისა
და გადინების სტატისტიკა) გენდერთან მიმართებით.66 სისტემატურად განახლებული
ინფორმაცია ასევე თავსდება საქართველოს რეგიონული განვითარებისა და
ინფრასტრუქტურის სამინისტროს ვებგვერდზე, სამინისტროში დასაქმებულთა
გენდერულად სეგრეგირებული სტატისტიკის შესახებ.67
63 იქვე
64 იხ: http://gender.geostat.ge/gender/index.php?lang=ka
65
თავდაცვის სამინისტროში გენდერული თანასწორობის პრინციპების დაცვასთან დაკავშირებით
დამკვიდრებული მიდგომებისა და განხორციელებული ღონისძიებების შესახებ (2021-2022 წწ.)
66 საქართველოს სახალხო დამცველი, UN Women, გენდერული თანასწორობის ინსტიტუციური მექანიზმების
შეფასება საქართველოში, 2021, იხ: https://ombudsman.ge/res/docs/2022022817262614843.pdf
67 იქვე
43
20. შეჯამება
სახელმწიფოს სახელისუფლებლო შტოების მიერ განხორციელებული ღონისძიებები
ცხადყოფს, რომ 2021 წელი განსაკუთრებით დატვირთული იყო გენდერული
თანასწორობის უზრუნველყოფის საკითხებით. კანონმდებლობასა თუ პოლიტიკაში
განხორციელებული ცვლილებები, აგრეთვე ქვეყნის მიერ საერთაშორისოდ ნაკისრ
ვალდებულებათა იმპლემენტაციისთვის მიღებული ზომები მნიშვნელოვან ნაბიჯებს
წარმოადგენს საქართველოში გენდერული თანასწორობის ხელშეწყობისა და ქალთა
მიმართ ძალადობის აღმოფხვრის კუთხით. მიუხედავად ამისა, მნიშვნელოვანია
შენარჩუნდეს პროგრესის ეს ტემპი და განსაკუთრებული აქცენტები კვლავ გაკეთდეს ისეთ
მნიშვნელოვან მიმართულებებზე, როგორიცაა: ქალთა მიმართ და ოჯახში ძალადობა,
ქალთა პოლიტიკური მონაწილეობა და ეკონომიკური გაძლიერება. თანასწორობის
დასახული მიზნების მიღწევისთვის განსაკუთრებული როლი აქვს მჭიდრო
უწყებათაშორის კოორდინაციასა და ინსტიტუციურ ურთიერთგაძლიერებას. ამასთანავე,
გენდერული მეინსტრიმინგის ინსტრუმენტების იმპლემენტაციას, როგორც ცენტრალურ,
აგრეთვე მუნიციპალურ დონეზე. ამ მხრივ, საანგარიშო პერიოდი გამორჩეულ წელს
წარმოადგენს კოორდინაციის მექანიზმის დანერგვის კუთხით - ეს ის მნიშვნელოვანი
პრაქტიკაა, რომელიც უზრუნველყოფს პროგრესის სისტემატიზაციასა და მდგრადობას და
რომლის განვითარებაც მომავალ წლებშიც გაგრძელდება.
44