საქართველოს პარლამენტის საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის დასკვნა არანაკლებ 25000 ამომრჩევლის ინიციატივით „შეკრებებისა და მანიფესტაციების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“, „საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში ცვლილებების შეტანის შესახებ“ და „საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსში“ ცვლილების შეტანის შესახებ“ საქართველოს კანონის პროექტების წარდგენის უფლების განხორციელების მიზნით ამომრჩეველთა საინიციატივო ჯგუფის (გიორგი ქარდავა, ზურაბ მახარაძე, ირაკლი მორგოშია, შოთა მარტინენკო, კონსტანტინე მორგოშია) მიერ შეგროვებული ხელმოწერების ნამდვილობის შესახებ
📋 განხილვის ეტაპები
ბიუროზე განხილული დოკუმენტი
📅 დამატებითი ინფორმაცია
ბიუროზე განხილვის თარიღი 2022-11-07
ბიუროს ნომერი 197
📜 ტექსტი
საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის დასკვნა
საპროცედურო საკითხთა და
წესების კომიტეტი
2-17243/22
03-11-2022
საქართველოს პარლამენტის ბიუროს
საქართველოს პარლამენტის
საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის
დ ა ს კ ვ ნ ა
არანაკლებ 25 000 ამომრჩევლის ინიციატივით „შეკრებებისა და მანიფესტაციების
შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის შესახებ“, „საქართველოს
ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში“ ცვლილებების შეტანის
შესახებ“ და „საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსში“ ცვლილების შეტანის
შესახებ“ საქართველოს კანონის პროექტების წარდგენის უფლების განხორციელების
მიზნით ამომრჩეველთა საინიციატივო ჯგუფის (გიორგი ქარდავას, ზურაბ
მახარაძის, ირაკლი მორგოშიას, შოთა მარტინენკოსა და კონსტანტინე მორგოშიას
შემადგენლობით) მიერ შეგროვებული ხელმოწერების ნამდვილობის შესახებ
საქართველოს პარლამენტის საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტმა
2022 წლის 3 ნოემბერს კომიტეტის სხდომაზე განიხილა საინიციატივო ჯგუფის მიერ
წარმოდგენილი არანაკლებ 25 000 ამომრჩევლის ხელმოწერების ნამდვილობის
შემოწმების შედეგები, რომელიც ეხებოდა „შეკრებებისა და მანიფესტაციების შესახებ“
საქართველოს
კანონში
ადმინისტრაციულ
ცვლილების
სამართალდარღვევათა
შეტანის
კოდექსში“
შესახებ“,
„საქართველოს
ცვლილებების
შეტანის
შესახებ“ და „საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსში“ ცვლილების შეტანის
შესახებ“ საქართველოს კანონის პროექტების საკანონმდებლო ინიციატივის წესით
წარდგენის უფლების განხორციელებას.
საქართველოს პარლამენტის რეგლამენტის 127-ე მუხლის მე-7 პუნქტის
შესაბამისად, ხელმოწერების შესაგროვებლად პარლამენტის საპროცედურო საკითხთა
და წესების კომიტეტის მიერ დადგენილი ფორმის თითოეულ ფურცელზე
ხელმოწერების სისწორისთვის პასუხისმგებელი პირი აღნიშნავს ამომრჩევლის
შემდეგ მონაცემებს: სახელს, გვარს, დაბადების წელს, თვესა და რიცხვს, მისამართს,
თბილისი 0118, რუსთაველის გამზირი # 8, საქართველოს პარლამენტის სასახლე
ტელეფონი: (995 32) 2281679. ელ. ფოსტა: contact@parliament.ge
პირად ნომერს, ტელეფონის ნომერს და ხელმოწერის თარიღს. ამ მონაცემებს
ხელმოწერით ადასტურებს ამომრჩეველი. სულ წარმოდგენილი 35 161 ამომრჩევლის
ხელმოწერიდან (2 407 ფურცელი) იმ ხელმოწერების რაოდენობამ, რომელიც არ
შეიცავდა მითითებულ მონაცემებს სრულყოფილად შეადგინა 3 488 ხელმოწერა.
საქართველოს პარლამენტის რეგლამენტის 127-ე მუხლის მე-13 პუნქტის „ბ“
ქვეპუნქტის შესაბამისად ბათილად მიიჩნევა ყველა ის ხელმოწერა, რომელიც არ
შეიცავს 127-ე მუხლის მე-7 პუნქტით განსაზღვრულ მონაცემებს.
გარდა ამისა, ამომრჩეველთა ხელმოწერების შემოწმებისას დადგინდა, რომ
არასრულწლოვან პირთა მიერ განხორციელებული ხელმოწერების რაოდენობამ
შეადგინა 47 ხელმოწერა. საქართველოს პარლამენტის რეგლამენტის 127-ე მუხლის მე13 პუნქტის „დ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, ბათილად მიიჩნევა ყველა ის ხელმოწერა,
რომელიც
შესრულებულია
იმ
პირის
მიერ,
რომელიც
არ
აკმაყოფილებს
ამომრჩევლისთვის საქართველოს კონსტიტუციით დადგენილ მოთხოვნებს.
ყოველივე
ზემოაღნიშნულიდან
გამომდინარე,
რიგ
შემთხვევებში
დარღვეულია საქართველოს პარლამენტის რეგლამენტის 127-ე მუხლის მე-7 პუნქტის
მოთხოვნები, რის საფუძველზეც ბათილი ხელმოწერების რაოდენობამ შეადგინა 3
535 ხელმოწერა, თუმცა წარმოდგენილი ხელმოწერებიდან ნამდვილი ხელმოწერების
რაოდენობა (31 626 ხელმოწერა) აღემატება 25 000 ამომრჩევლის ხელმოწერას.
ყოველივე ზემოაღნიშნული იძლევა საქართველოს კონსტიტუციის 45-ე
მუხლის
პირველი
პუნქტით
მინიჭებული
განხორციელების უფლებას.
დანართი: კანონპროექტი „ 21 “ ფურცელი.
პატივისცემით,
კომიტეტის თავმჯდომარე
ირაკლი ქადაგიშვილი
საკანონმდებლო
ინიციატივის