„სააღსრულებო წარმოებათა შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“

საქართველოს კანონის პროექტი მიღებულია
ინიცირების თარიღი
02.11.2022
ავტორი
ფრაქცია „ქართული ოცნების“ აპარატი
ინიციატორი
საქართველოს პარლამენტის წევრები: ირაკლი ზარქუა; მაია ბითაძე; ბექა დავითულიანი; ირმა ზავრადაშვილი; რამინა (რიმა) ბერაძე; მაია მენაღარიშვილი; ქეთევან დუმბაძე; ნოდარ ტურძელაძე
ნომერი
#07-3/262/10
წყარო

📋 განხილვის ეტაპები

ბიუროზე განხილული დოკუმენტი
საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის სხდომაზე განხილული დოკუმენტი
იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომაზე განხილული დოკუმენტი (1)
I მოსმენა
✓ 74 ✗ 0
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (1)
იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომაზე განხილული დოკუმენტი (2)
II მოსმენა
✓ 71 ✗ 0
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (2)
იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომაზე განხილული დოკუმენტი (3)
III მოსმენა
✓ 83 ✗ 0
საბოლოო რედაქტირებული ვარიანტი
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (3)
კანონი

🏛️ კომიტეტები

  • იურიდიულ საკითხთა კომიტეტი წამყვანი კომიტეტი
  • საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა

📑 დასკვნები

📅 დამატებითი ინფორმაცია

ბიუროზე განხილვის თარიღი 2022-11-07
ბიუროს ნომერი 197

📜 ტექსტი

საქართველოს კანონის პროექტი
პროექტი საქართველოს კანონი „სააღსრულებო წარმოებათა შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე მუხლი 1. „სააღსრულებო წარმოებათა შესახებ“ საქართველოს კანონის (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე, №13(20), 1999 წელი, მუხ. 52) 38-ე მუხლს 131 პუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის 132 პუნქტი: ,,132. საფასურის გადახდისა და დაკისრებისაგან თავისუფლდება ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საჯარო სამართლის იურიდიული პირი, რომელიც შექმნილია ამ მუნიციპალიტეტის ქონების პრივატიზაციისა და სარგებლობის უფლებით გადაცემის პროცესის უზრუნველყოფის მიზნით, − ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის ქონებასთან დაკავშირებულ დავებზე.“. მუხლი 2 ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე. საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი
განმარტებითი ბარათი
განმარტებითი ბარათი საქართველოს კანონის პროექტზე „სააღსრულებო წარმოებათა შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე ა) ზოგადი ინფორმაცია კანონპროექტის შესახებ: ა.ა) კანონპროექტის მიღების მიზეზი: ა.ა.ა) პრობლემა, რომლის გადაჭრასაც მიზნად ისახავს კანონპროექტი: საქართველოს ორგანული კანონის ,,ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსის“ 79-ე მუხლის შესაბამისად, ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტს აქვს საჯარო სამართლის იურიდიული პირის დაფუძნების უფლებამოსილება. ქ. თბილისის მუნიციპალიტეტში თბილისის საკრებულო უფლებამოსილია, დააფუძნოს საჯარო სამართლის იურიდიული პირი, რომელიც შექმნილია ამ მუნიციპალიტეტის ქონების პრივატიზაციისა და სარგებლობის უფლებით გადაცემის პროცესის უზრუნველყოფის მიზნით - ქონების მართვის სააგენტო. ამგვარად, აღნიშნულ საჯარო სამართლის იურიდიულ პირზე დადგენილი წესითა და ფარგლებში დელეგირებულია მუნიციპალიტეტის საკუთარი (ექსკლუზიური) უფლებამოსილება - მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული ქონების მართვა და განკარგვა. ცხადია, რომ აღნიშნული უფლებამოსილება არის მუნიციპალიტეტის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი უფლებამოსილება და მისი ეფექტური განხორციელება არის აუცილებელი წინაპირობა მუნიციპალიტეტის ფუნქციების სწორად განხორციელებისთვის. საგულისხმოა, რომ მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებულ ქონებასთან დაკავშირებით ხშირია დავები და შესაბამისად, აღნიშნულთან დაკავშირებული სააღსრულებო შემთხვევები, სადაც კრედიტორი არის ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საჯარო სამართლის იურიდიული პირი - ქონების მართვის სააგენტო. „სააღსრულებო წარმოებათა შესახებ“ საქართველოს კანონის 38-ე მუხლის მე-13 პუნქტის მიხედვით, საფასურის გადახდისა და დაკისრებისაგან თავისუფლდებიან სახელმწიფო/ავტონომიური რესპუბლიკების/მუნიციპალიტეტების ორგანოები, მათ შორის, ამ კანონით დადგენილი წესით სახელმწიფო/ავტონომიური რესპუბლიკის/მუნიციპალიტეტის საკუთრებაში ქონების ნატურით გადაცემისას (გარდა ამ მუხლის მე-16 პუნქტით გათვალისწინებული შემთხვევისა), და ამ ორგანოთა კრედიტორები. მაშასადამე, იმ შემთხვევაში, თუ სარჩელს აღძრავს ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საჯარო სამართლის იურიდიული პირი - ქონების მართვის სააგენტო, საქმის წარმატებით დასრულების შემთხვევაში, სასამართლო გადაწყვეტილების აღსასრულებლად, აუცილებელი გახდება მის მიერ აღსრულების საფასურის გადახდა, რაც წარმოადგენს ერთგვარ ფინანსურ ტვირთს სააგენტოსათვის. გარდა ამისა, გასათვალისწინებელია, რომ ყველა სხვა მუნიციპალიტეტში, რადგან მათ არ აქვთ უფლება, დააფუძნონ საჯარო სამართლის იურიდიული პირები (ხოლო რომელ მუნიციპალიტეტშიც გახდა დასაშვები სსიპ-ების დაფუძნება, იქ არ შეიძლება სსიპ-ი შეიქმნას ქონების პრივატიზაციისა და სარგებლობის უფლებით გადაცემის პროცესის უზრუნველყოფის ან სხვა მიზნით), ქონებასთან დაკავშირებულ დავებს აწარმოებენ თავად მუნიციპალიტეტის აღმასრულებელი და წარმომადგენლობითი ორგანოები და ამასთანავე, აღსრულებასთან დაკავშირებულ საქმეებსაც წარმართავენ მითითებული ორგანოები, რომლებიც „სააღსრულებო წარმოებათა შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად გათავისუფლებულნი არიან აღსრულების საფასურის გადახდა/დაკისრებისგან. მიზანშეწონილია, რომ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საჯარო სამართლის იურიდიული პირი - ქონების მართვის სააგენტო გათავისუფლდეს აღსრულების საფასურის გადახდისაგან გამომდინარე იქიდან, რომ სააგენტო მუნიციპალიტეტის ქონების განკარგვის დროს წარმოადგენს უშუალოდ მუნიციპალიტეტის ინტერესებს და შესაბამისად, იმ პირობებში, როდესაც პრაქტიკულად ყველა სხვა მუნიციპალიტეტს აქვს შესაძლებლობა, შესაბამის შემთხვევებში არ გადაიხადოს აღსრულების საფასური, აღნიშნული შესაძლებლობა მიზანშეწონილია, ჰქონდეს ასევე სსიპ ქონების მართვის სააგენტოსაც, როგორც თბილისის მუნიციპალიტეტის წარმომადგენელს თბილისის ქონების ნაწილში. გარდა ამისა, პრაქტიკის თვალსაზრისით, როდესაც ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საჯარო სამართლის იურიდიული პირის - ქონების მართვის სააგენტოს სასარგებლოდ დასრულდა დავა და მიემართა საქართველოს იუსტიციის სამინისტროს საჯარო სამართლის იურიდიულ პირს - აღსრულების ეროვნულ ბიუროს გადაწყვეტილების აღსრულების მიზნით (შემდგომში - „ბიურო“), სააგენტოს უკან დაუბრუნდა აღსასრულებლად წარდგენილი დოკუმენტაცია და განემარტა, რომ „სააღსრულებო წარმოებათა შესახებ“ საქართველოს კანონის 38 მუხლის 131 პუნქტის თანახმად: საფასურის წინასწარ გადახდისა და დაკისრებისაგან არ თავისუფლდებიან საჯარო სამართლის იურიდიული პირები, გარდა საქართველოს ეროვნული ბანკისა, საჯარო სამართლის იურიდიული პირისა – საქართველოს დაზღვევის სახელმწიფო ზედამხედველობის სამსახურისა, საქართველოს ფინანსთა სამინისტროს მმართველობის სფეროში შემავალი საჯარო სამართლის იურიდიული პირისა – შემოსავლების სამსახურისა. მოქმედი რედაქციიდან გამომდინარე, იმ შემთხვევაში, როდესაც მუნიციპალიტეტის ქონების პრივატიზაციისა და სარგებლობის უფლებით გადაცემის პროცესის უზრუნველყოფის მიზნით შექმნილი საჯარო სამართლის იურიდიული პირი წარმოადგენს კრედიტორს და არ იქნება წარდგენილი აღსრულების საფასურის გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტაცია, ბიურო არ აღასრულებს შესაბამის სააღსრულებო ფურცელს და ასევე, არც ზემოაღნიშნული საჯარო სამართლის იურიდიული პირი გათავისუფლდება აღსრულების საფასურის წინასწარ გადახდისაგან. ამასთანავე, აღსანიშნავია, რომ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ ქონების მართვის სააგენტოს კანონიერ ძალაში შესული სასამართლო გადაწყვეტილებების აღსრულებასთან დაკავშირებული ღონისძიებების განხორციელების უფლებამოსილება მიენიჭა 2019 წლის 23 ივლისს, მანამდე კი სააღსრულებო უფლებამოსილებებს ახორციელებდნენ მუნიციპალიტეტის ორგანოები, რომლებიც „სააღსრულებო წარმოებათა შესახებ“ საქართველოს კანონის 38 მუხლის მე-13 პუნქტით ისედაც გათავისუფლებულნი არიან აღსრულების საფასურის გადახდის ვალდებულებისაგან. წარმოდგენილი კანონპროექტით, ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის ქონებასთან დაკავშირებულ დავებზე საფასურის წინასწარ გადახდისა და დაკისრებისაგან გათავისუფლდება ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საჯარო სამართლის იურიდიული პირი, რომელიც შექმნილია ამ მუნიციპალიტეტის ქონების პრივატიზაციისა და სარგებლობის უფლებით გადაცემის პროცესის უზრუნველყოფის მიზნით. ა.ა.ბ) არსებული პრობლემის გადასაჭრელად კანონის მიღების აუცილებლობა: კანონპროექტით გათვალისწინებული საკითხების დარეგულირებისათვის აუცილებელია საკანონმდებლო ცვლილებები, გამომდინარე იქიდან რომ საკითხი ეხება აღსრულების საფასურის გადახდისაგან გათავისუფლებას, რაც რეგულირდება „სააღსრულებო წარმოებათა შესახებ“ საქართველოს კანონით. 2 ა.ბ) კანონპროექტის მოსალოდნელი შედეგები: კანონპროექტის მიღებით, მუნიციპალიტეტის ქონების პრივატიზაციისა და სარგებლობის უფლებით გადაცემის პროცესის უზრუნველყოფის მიზნით შექმნილი საჯარო სამართლის იურიდიული პირი გათავისუფლდება აღსრულების საფასურის გადახდისა და დაკისრებისგან, რაც მას მისცემს შესაძლებლობას, მისი ფინანსური ინტერესის გათვალისწინებით, ჰქონდეს წვდომა სააღსრულებო სერვისებზე და დავის მოგების შემთხვევაში, აღასრულოს შესაბამისი სასამართლო გადაწყვეტილება. ა.გ) კანონპროექტის ძირითადი არსი: კანონპროექტის მიხედვით, „სააღსრულებო წარმოებათა შესახებ“ საქართველოს კანონის 38-ე მუხლს, 131 პუნქტის შემდეგ, ემატება 132 პუნქტი, რომლის თანახმად, ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის ქონებასთან დაკავშირებულ დავებზე, საფასურის გადახდისა და დაკისრებისაგან გათავისუფლდება ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საჯარო სამართლის იურიდიული პირი, რომელიც შექმნილია ამ მუნიციპალიტეტის ქონების პრივატიზაციისა და სარგებლობის უფლებით გადაცემის პროცესის უზრუნველყოფის მიზნით. ა.დ) კანონპროექტის კავშირი სამთავრობო პროგრამასთან და შესაბამის სფეროში არსებულ სამოქმედო გეგმასთან, ასეთის არსებობის შემთხვევაში: აღნიშნული ქვეპუნქტი არ გამოიყენება წარმოდგენილ კანონპროექტთან მიმართებაში (კანონპროექტი არ არის ინიციირებული საქართველოს მთავრობის მიერ). ა.ე) კანონპროექტის ძალაში შესვლის თარიღის შერჩევის პრინციპი, ხოლო კანონისთვის უკუძალის მინიჭების შემთხვევაში − აღნიშნულის თაობაზე შესაბამისი დასაბუთება: კანონპროექტი ძალაში შედის გამოქვეყნებისთანავე. კანონის ძალაში შესვლისათვის, მისი შინაარსიდან გამომდინარე, სხვა ვადის დაწესება არ არის საჭირო. ამასთანავე, კანონპროექტი არ ითვალისწინებს უკუძალის მინიჭებას. ა.ვ) კანონპროექტის დაჩქარებული წესით განხილვის მიზეზები და შესაბამისი დასაბუთება (თუ ინიციატორი ითხოვს კანონპროექტის დაჩქარებული წესით განხილვას): ინიციატორის მიერ არ მოითხოვება კანონპროექტის დაჩქარებული წესით განხილვა. ბ) კანონპროექტის ფინანსური გავლენის შეფასება საშუალოვადიან პერიოდში (კანონპროექტის ამოქმედების წელი და შემდგომი 3 წელი): ბ.ა) კანონპროექტის მიღებასთან დაკავშირებით აუცილებელი ხარჯების დაფინანსების წყარო: კანონპროექტის მიღება არ არის დაკავშირებული დამატებით ხარჯებთან. ბ.ბ) კანონპროექტის გავლენა სახელმწიფო, ავტონომიური რესპუბლიკის რესპუბლიკური ან/და მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილზე: ვინაიდან „სააღსრულებო წარმოებათა შესახებ“ საქართველოს კანონის მოქმედი რედაქციის მიხედვით, მუნიციპალიტეტის ორგანოები ისედაც თავისუფლდებიან აღსრულების საფასურის გადახდისაგან და ძირითად შემთხვევებში, მაინც მუნიციპალიტეტის ორგანოების მიერ ხდება კონკრეტული სააღსრულებო სერვისების მიღება. დღესდღეობით, მუნიციპალიტეტის ქონების პრივატიზაციისა და სარგებლობის უფლებით გადაცემის პროცესის უზრუნველყოფის მიზნით შექმნილი საჯარო სამართლის 3 იურიდიული პირი არის ქონების მართვის სააგენტო, რომლის წარმოებაში არსებული საქმეების რაოდენობა ჯამურად არის დაახლოებით 48, აღსრულების მიახლოებითი თანხა კი შეიძლება შეადგენდეს 51010 ლარს. ამასთანავე, დღეის მდგომარეობით დასრულებულია 3 საქმე, რომლისთვისაც აღსრულების მიახლოებითი თანხა შეიძლება იყოს 1920 ლარი. ქონების მართვის სააგენტოს მიმართ ზიანის ანაზღაურების მოთხოვნით კი მიმდინარეობს 2 საქმე, რომლის წაგებით დასრულების შემთხვევაში, აღსრულების მიახლოებითი თანხა შეიძლება იყოს 177000 ლარი. აღნიშნულ საქმეებს, სააგენტო აწარმოებს 2019 წლის 23 ივლისიდან, მას შემდეგ რაც ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ ქონების მართვის სააგენტოს მიენიჭა კანონიერ ძალაში შესული სასამართლო გადაწყვეტილებების აღსრულებასთან დაკავშირებული ღონისძიებების განხორციელების უფლებამოსილება. ამდენად, აღვნიშნავთ, რომ აღსრულების საფასურის გადახდა სააგენტოს მიერ ჯერ არ მომხდარა. დღეის მდგომარეობით დასრულებული საქმე არის 3, რა შემთხვევაშიც, როგორც უკვე აღვნიშნეთ აღსრულების მიახლოებითი თანხა შეიძლება იყოს 1920 ლარი. შესაბამისად, ამ ეტაპისათვის აღსრულების ჯამური საფასური ჯამურად (როგორც უკვე მითითებულ დასრულებულ საქმეებზე, ასევე მიმდინარე საქმეებზე), შესაძლებელია იყოს დაახლოებით 228010 ლარი, რაც შესაძლებელია, ვერ მიიღოს საჯარო სამართლის იურიდიულმა პირმა – აღსრულების ეროვნულმა ბიურომ. ამ კუთხით კი იქონიებს სახელმწიფო ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილზე გავლენას. ბ.გ) კანონპროექტის გავლენა სახელმწიფო, ავტონომიური რესპუბლიკის რესპუბლიკური ან/და მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ხარჯვით ნაწილზე: კანონპროექტის მიღების შემთხვევაში, ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის ქონების პრივატიზაციისა და სარგებლობის უფლებით გადაცემის პროცესის უზრუნველყოფის მიზნით შექმნილ საჯარო სამართლის იურიდიულ პირს, სააღსრულებო სერვისების მიღების შემთხვევაში, არ მოუწევს აღსრულების საფასურის გადახდა. შესაბამისად, ეს თანხები დაიზოგება მუნიციპალიტეტის ბიუჯეტში. უნდა აღინიშნოს, რომ ამ ეტაპისათვის აღსრულების საფასურის გადახდა სააგენტოს მიერ ჯერ არ მომხდარა. დღეის მდგომარეობით დასრულებული საქმე არის 3, რა შემთხვევაშიც, როგორც უკვე აღვნიშნეთ აღსრულების მიახლოებითი თანხა შეიძლება იყოს 1920 ლარი. ამ ეტაპისათვის აღსრულების ჯამური საფასური ჯამურად (როგორც უკვე მითითებულ დასრულებულ საქმეებზე, ასევე მიმდინარე საქმეებზე) კი, შესაძლებელია იყოს დაახლოებით 228010 ლარი, რაც შესაძლებელია, ვერ მიიღოს საჯარო სამართლის იურიდიულმა პირმა – აღსრულების ეროვნულმა ბიურომ, ხოლო თავის მხრივ ეს აღარ იქნება სააგენტოს ხარჯი, რაც დაზოგავს მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ხარჯვით ნაწილს. ბ.დ) სახელმწიფოს ახალი ფინანსური ვალდებულებები, კანონპროექტის გავლენით სახელმწიფოს ან მის სისტემაში არსებული უწყების მიერ მისაღები პირდაპირი ფინანსური ვალდებულებების (საშინაო ან საგარეო ვალდებულებები) მითითებით: კანონპროექტის მიხედვით, სახელმწიფოს არ ეკისრება ახალი ფინანსური ვალდებულებები. ბ.ე) კანონპროექტის მოსალოდნელი ფინანსური შედეგები იმ პირთათვის, რომელთა მიმართაც ვრცელდება კანონპროექტის მოქმედება, იმ ფიზიკურ და იურიდიულ პირებზე გავლენის ბუნებისა და მიმართულების მითითებით, რომლებზედაც მოსალოდნელია 4 კანონპროექტით განსაზღვრულ ქმედებებს ჰქონდეს პირდაპირი გავლენა: კანონპროექტი არ ეხება კერძო პირებს. ბ.ვ) კანონპროექტით დადგენილი გადასახადის, მოსაკრებლის ან სხვა სახის გადასახდელის (ფულადი შენატანის) ოდენობა შესაბამის ბიუჯეტში და ოდენობის განსაზღვრის პრინციპი: კანონპროექტის მიღებით არ ხდება ახალი გადასახადის, მოსაკრებლის ან სხვა გადასახდელის განსაზღვრა. კანონპროექტის მიღებით, ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის ქონების პრივატიზაციისა და სარგებლობის უფლებით გადაცემის პროცესის უზრუნველყოფის მიზნით შექმნილი საჯარო სამართლის იურიდიული პირი გათავისუფლდება აღსრულების საფასურის გადახდისაგან. ბ1) ბავშვის უფლებრივ მდგომარეობაზე კანონპროექტის ზეგავლენის შეფასება: კანონპროექტს არ აქვს გავლენა ბავშვის უფლებრივ მდგომარეობაზე. გ) კანონპროექტის მიმართება საერთაშორისო სამართლებრივ სტანდარტებთან: გ.ა) კანონპროექტის მიმართება ევროკავშირის სამართალთან: კანონპროექტი არ ეწინააღმდეგება ევროკავშირის სამართალს. გ.ბ) კანონპროექტის მიმართება საერთაშორისო ორგანიზაციებში საქართველოს წევრობასთან დაკავშირებულ ვალდებულებებთან: კანონპროექტი არ ეწინააღმდეგება საერთაშორისო ორგანიზაციებში საქართველოს წევრობასთან დაკავშირებულ ვალდებულებებს. გ.გ) კანონპროექტის მიმართება საქართველოს ორმხრივ და მრავალმხრივ ხელშეკრულებებთან და შეთანხმებებთან, აგრეთვე, ისეთი ხელშეკრულების/შეთანხმების არსებობის შემთხვევაში, რომელსაც უკავშირდება კანონპროექტის მომზადება, − მისი შესაბამისი მუხლი ან/და ნაწილი: კანონპროექტი არ ეწინააღმდეგება საქართველოს მიერ ორმხრივი და მრავალმხრივი ხელშეკრულებებითა და შეთანხმებებით ნაკისრ ვალდებულებებს. გ.დ) არსებობის შემთხვევაში, ევროკავშირის ის სამართლებრივი აქტი, რომელთან დაახლოების ვალდებულებაც გამომდინარეობს „ერთი მხრივ, საქართველოსა და, მეორე მხრივ, ევროკავშირსა და ევროპის ატომური ენერგიის გაერთიანებას და მათ წევრ სახელმწიფოებს შორის ასოცირების შესახებ შეთანხმებიდან” ან ევროკავშირთან დადებული საქართველოს სხვა ორმხრივი და მრავალმხრივი ხელშეკრულებებიდან: ასეთი არ არსებობს. დ) კანონპროექტის მომზადების პროცესში მიღებული კონსულტაციები: დ.ა) სახელმწიფო, არასახელმწიფო ან/და საერთაშორისო ორგანიზაცია/დაწესებულება, ექსპერტი, სამუშაო ჯგუფი, რომელმაც მონაწილეობა მიიღო კანონპროექტის შემუშავებაში, ასეთის არსებობის შემთხვევაში: კანონპროექტი შემუშავდა ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ჩართულობით. 5 დ.ბ) კანონპროექტის შემუშავებაში მონაწილე ორგანიზაციის/დაწესებულების, სამუშაო ჯგუფის, ექსპერტის შეფასება კანონპროექტის მიმართ, ასეთის არსებობის შემთხვევაში: ასეთი არ არსებობს. დ.გ) სხვა ქვეყნების გამოცდილება კანონპროექტის მსგავსი კანონების იმპლემენტაციის სფეროში, იმ გამოცდილების მიმოხილვა, რომელიც მაგალითად იქნა გამოყენებული კანონპროექტის მომზადებისას, ასეთი მიმოხილვის მომზადების შემთხვევაში: ასეთი არ არსებობს. ე) კანონპროექტის ავტორი: ფრაქცია „ქართული ოცნების“ აპარატი ვ) კანონპროექტის ინიციატორი: საქართველოს პარლამენტის წევრები - ირაკლი ზარქუა, მაია ბითაძე, ბექა დავითულიანი, ირმა ზავრადაშვილი, რამინა (რიმა) ბერაძე, მაია მენაღარიშვილი, ქეთევან დუმბაძე, ნოდარ ტურძელაძე 6