სსიპ-საპენსიო სააგენტოს 2022 წლის 6 თვის განმავლობაში განხორციელებული საქმიანობის მიმოხილვა.
📦 საკანონმდებლო პაკეტი
სსიპ საპენსიო სააგენტოს მიერ წარმოდგენილი სსიპ საპენსიო სააგენტოს 2022 წლის 6 თვის განმავლობაში განხორციელებული საქმიანობის მიმოხილვა
- სსიპ საპენსიო სააგენტოს მიერ წარმოდგენილი სსიპ საპენსიო სააგენტოს 2022 წლის 6 თვის განმავლობაში განხორციელებული საქმიანობის მიმოხილვა მიმოხილვა
- სსიპ-საპენსიო სააგენტოს 2022 წლის 6 თვის განმავლობაში განხორციელებული საქმიანობის მიმოხილვა. (ეს პროექტი) მიმოხილვა
📋 განხილვის ეტაპები
სხდომაზე განსახილველი პროექტი
✓ 75 ✗ 1
📄 წერილი (65 KB)
📄 წერილი (362 KB)
📄 წამყვანი კომიტეტის დასკვნა (68 KB)
📝 საქართველოს პარლამენტის დადგენილების პროექტი (15 KB)
📄 საქართველოს პარლამენტის დადგენილების პროექტი (48 KB)
📄 ანგარიში (783 KB)
📝 ანგარიში (82 KB)
📎 პროექტის განხილვის აუდიო ჩანაწერი (8.6 MB)
📎 პროექტის განხილვის აუდიო ჩანაწერი (214 KB)
📄 კენჭისყრის შედეგები (1.2 MB)
საქართველოს პარლამენტის დადგენილება
🏛️ კომიტეტები
- ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტი წამყვანი კომიტეტი
- საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა
📅 დამატებითი ინფორმაცია
მიღების თარიღი 2022-11-16
📜 ტექსტი
წერილი
ჯანმრთელობის დაცვისა და
სოციალურ საკითხთა კომიტეტი
2-17531/22
07-11-2022
საქართველოს პარლამენტის
საორგანიზაციო დეპარტამენტის უფროსს
ქალბატონ ეთერ სვიანაიძეს
ქალბატონო ეთერ,
გიგზავნით ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის დასკვნას
სსიპ საპენსიო სააგენტოს 6 თვის განმავლობაში განხორციელებული საქმიანობის
მიმოხილვის (01.01.2022 - 30.06.2022) თაობაზე და პარლამენტის დადგენილების პროექტს.
დანართი: 1. კომიტეტის დასკვნა 1 ეგზ;
2. პარლამენტის დადგენილების პროექტი 1 ეგზ;
პატივისცემით,
კომიტეტის თავმჯდომარე
ზაზა ლომინაძე
თბილისი 0118, რუსთაველის გამზირი # 8, საქართველოს პარლამენტის სასახლე
ტელეფონი: (995 32) 2281679. ელ. ფოსტა: contact@parliament.ge
წერილი
N გ/2437
30/09/2022
2437-შ-2-202209301307
საქართველოს პარლამენტი
„დაგროვებითი პენსიის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-19 მუხლის მე-2 პუნქტის და
საქართველოს პარლამენტის რეგლამენტის 167-ე მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად,
დანართის სახით წარმოგიდგენთ სსიპ საპენსიო სააგენტოს 6 თვის განმავლობაში
განხორციელებული საქმიანობის მიმოხილვას.
დანართი: 17 ფურცელი.
პატივისცემით,
გიორგი დანელია
დირექტორი
წამყვანი კომიტეტის დასკვნა
ჯანმრთელობის დაცვისა და
სოციალურ საკითხთა კომიტეტი
2-17456/22
07-11-2022
ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის
დასკვნა
საქართველოს პარლამენტის ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა
კომიტეტმა, საქართველოს პარლამენტის ბიუროს გადაწყვეტილების (N183/12; 03.10.2022)
საფუძველზე, საქართველოს პარლამენტის რეგლამენტის 167-ე მუხლის პირველი პუნქტის
შესაბამისად, 2022 წლის 7 ნოემბრის სხდომაზე განიხილა სსიპ საპენსიო სააგენტოს 6 თვის
განმავლობაში განხორციელებული საქმიანობის მიმოხილვა (01.01.2022 - 30.06.2022).
კომიტეტი დადებითად აფასებს საპენსიო სააგენტოს მიერ განხორციელებულ
საქმიანობას.
კომიტეტის თავმჯდომარე
ზაზა ლომინაძე
თბილისი 0118, რუსთაველის გამზირი # 8, საქართველოს პარლამენტის სასახლე
ტელეფონი: (995 32) 2281679. ელ. ფოსტა: contact@parliament.ge
საქართველოს პარლამენტის დადგენილების პროექტი
პროექტი
საქართველოს პარლამენტის
დადგენილება
საჯარო სამართლის იურიდიული პირის − საპენსიო სააგენტოს
მიერ განხორციელებული საქმიანობის მიმოხილვის შესახებ
საქართველოს
შესაბამისად
პარლამენტის
რეგლამენტის
167-ე
მუხლის
პირველი
პუნქტის
საქართველოს პარლამენტი ადგენს:
1. დადებითად შეფასდეს საჯარო სამართლის იურიდიული პირის − საპენსიო
სააგენტოს მიერ 6 თვის განმავლობაში − 2022 წლის 1 იანვრიდან 2022 წლის 30 ივნისის
ჩათვლით განხორციელებული საქმიანობის მიმოხილვა.
2. ეს დადგენილება ამოქმედდეს მიღებისთანავე.
საქართველოს პარლამენტის
თავმჯდომარე
შალვა პაპუაშვილი
ანგარიში
სსიპ საპენსიო სააგენტო
2022 წლის 6 თვის ანგარიში
წინამდებარე ანგარიში წარმოადგენს 2022 წლის 6 თვის განმავლობაში (შემდგომში - საანგარიშო
პერიოდი) საპენსიო სააგენტოს
(შემდგომში -
სააგენტო)
მიერ გაწეული საქმიანობის
და
განხორციელებული ღონისძიებების ანგარიშს, ასევე, მოიცავს დაგროვებითი საპენსიო სქემისათვის
(შემდგომში - საპენსიო სქემა) მნიშვნელოვან ძირითად სტატისტიკურ მონაცემებს.
1. საოპერაციო საქმიანობა
1.1. დაგროვებით საპენსიო სქემაში გაწევრიანების სტატისტიკა
„დაგროვებითი პენსიის შესახებ“ საქართველოს კანონის (შემდგომში - კანონი) მე-3 მუხლის მე-2
პუნქტის თანახმად, საპენსიო სქემაში გაწევრიანება სავალდებულოა ყველა დასაქმებულისთვის,
გარდა იმ დასაქმებულისა, რომელსაც კანონის ამოქმედებამდე (2018 წლის 06 აგვისტო) შეუსრულდა
მამაკაცს 60 წელი, ხოლო ქალს− 55 წელი.
კანონისა და სააგენტოს დირექტორის 2019 წლის 30 ივლისის N002 ბრძანებით დამტკიცებული
„საპენსიო შენატანების გადახდის წესების, ინფორმაციის წარდგენის ფორმების, ზედმეტად
გადახდილი
თანხების
ადმინისტრირების,
ინდივიდუალურ
საპენსიო
ანგარიშზე
საპენსიო
შენატანების, ხარჯის, ნამეტი შემოსავლის, დანაკარგის, სხვა შემოსავლის, ამონაგებისა და ზარალის
დარიცხვის შესახებ ინსტრუქციის“ (შემდგომში - 002 ინსტრუქცია) თანახმად, 2022 წლის 1 იანვრიდან
30 ივნისის ჩათვლით პერიოდში საპენსიო შენატანების ადმინისტრირების ელექტრონულ სისტემაში
(შემდგომში - ელექტრონული სისტემა) დარეგისტრირდა 5,289 დამსაქმებელი და გაწევრიანებულ იქნა
56,357 დასაქმებული. შედეგად, 2022 წლის 30 ივნისის მდგომარეობით საპენსიო სქემაში
გაწევრიანებულ დასაქმებულთა რაოდენობამ ჯამში შეადგინა 1,292,246.
ამავე პერიოდში სააგენტოს სისტემაში რეგისტრირებული დამსაქმებლების რაოდენობაა 88,090.
დამსაქმებლების რაოდენობა
2022(I-VI)
88,090
2021
82,801
2020
71,600
2019
61,173
-
10,000
20,000
30,000
40,000
50,000
1
60,000
70,000
80,000
90,000
100,000
საპენსიო სქემის მონაწილეთა რაოდენობა
2022(I-VI)
1,292,246
2021
1,235,889
2020
1,106,520
2019
959,972
-
200,000
400,000
600,000
800,000
1,000,000
1,200,000
1,400,000
საპენსიო დეკლარაციების საფუძველზე 2022 წლის 30 ივნისის ჩათვლით საპენსიო ფონდში
შეტანილი თანხის საერთო ოდენობამ შეადგინა 2,170,573,582.45 ლარი.
საპენსიო ფონდში შეტანილი თანხები წლების და კატეგორიების მიხედვით
600,000,000.00
500,000,000.00
521,946,273.29
449,544,583.12
418,185,436.35
400,000,000.00
313,472,019.92
300,000,000.00
200,000,000.00
130,145,378.97
124,585,958.09
137,727,236.43
74,966,696.28
100,000,000.00
0.00
2019
2020
2021
კერძო სექტორი
საჯარო სექტორი
2022(I-VI)
ხოლო ფონდიდან გამოტანილ იქნა 69,346,283.75 ლარი, საპენსიო სქემიდან კანონის 22-ე მუხლის
შესაბამისად გასვლის, არასწორად გაწევრიანებული დასაქმებულის მიერ საპენსიო სქემის დატოვების,
პენსიის დანიშვნის ან/და საპენსიო აქტივების გაცემის და მაკორექტირებელი დეკლარაციის
საფუძველზე.
2
საპენსიო ფონდიდან გამოტანილი თანხები წლების მიხედვით
70,000,000.00
60,000,000.00
58,436,868.30
50,000,000.00
40,000,000.00
30,000,000.00
20,000,000.00
10,000,000.00
4,728,272.66
3,318,253.90
2,862,888.89
2020
2021
2022(I-VI)
0.00
2019
1.2.
სააგენტოს საოპერაციო საქმიანობა, შიდა მარეგულირებელი დოკუმენტაციის, ნორმატიული
აქტების შემუშავება და დამტკიცება
“საპენსიო შენატანების გადახდის წესების, ინფორმაციის წარდგენის ფორმების, ზედმეტად
გადახდილი თანხების
ადმინისტრირების, ინდივიდუალურ საპენსიო ანგარიშზე საპენსიო
შენატანების, ხარჯის, ნამეტი შემოსავლის, დანაკარგის, სხვა შემოსავლის, ამონაგებისა და ზარალის
დარიცხვის შესახებ” საპენსიო სააგენტოს დირექტორის №002 ინსტრუქციაში განხორციელებული
ცვლილებების შესაბამისად:
ელექტრონულ სისტემაში, დამსაქმებლების სამუშაო გვერდზე 2021 წელს დამატებული საბალანსო
თანხის დაბრუნების ფუნქციონალის საფუძველზე დამსაქმებლის ან თვითდასაქმებულის მიერ,
სისტემის მეშვეობით მოთხოვნილ იქნა 1,130,691.67 ლარის ოდენობის ჯამური თანხა 192 დავალების
საფუძველზე, აქედან 2022 წლის პირველი 6 თვის განმავლობაში - 413,232.11 ლარის ოდენობის 76
დავალება.
ასევე 2021 წელს სისტემაში დამატებული შეცდომით გაწევრიანებული დასაქმებულის სქემიდან
ამორთვის ფუნქციონალის საფუძველზე სისტემის მეშვეობით სულ შემოვიდა 56 მოთხოვნა, აქედან
2022 წლის პირველი 6 თვის განმავლობაში - 24 მოთხოვნა.
2019 წლიდან 2022 წლის 30 ივნისის ჩათვლით მონაწილის სტატუსის გაუქმება მოხდა 1,270
დასაქმებულზე, ჯამური თანხით 350,985.74 ლარი.
დამსაქმებლების მიერ კანონით გათვალისწინებული ვალდებულებების შესრულების კონტროლის
მიზნით, დაიწყო დამსაქმებლების მიერ ელექტრონული სისტემის მეშვეობით შექმნილი და
წარდგენილი მაკორექტირებელი დეკლარაციების შერჩევითი კონტროლი ცალკეული კრიტერიუმების
გათვალისწინებით. 2021 წლის 20 აპრილიდან კონტროლის პროცესი გაიარა 2,157 მაკორექტირებელმა
დეკლარაციამ ჯამური დასაკორექტირებელი თანხით 883,026.02 ლარი, აქედან 2022 წლის პირველი 6
თვის განმავლობაში 917 მაკორექტირებელი დეკლარაცია, თანხით - 408,347.90 ლარი. 644
მაკორექტირებელი დეკლარაცია თანხით 451,710.52 ლარი იქნა უარყოფილი, აქედან 2022 წლის
პირველი 6 თვის განმავლობაში უარყოფილ იქნა 225 მაკორექტირებელი დეკლარაცია, თანხით 236,168.68 ლარი. ასევე, სააგენტოს ნომინალური მფლობელობის ანგარიშებზე განხორციელებული
ჩარიცხვების შესახებ კომერციული ბანკებისაგან პროგრამული უზრუნველყოფის მეშვეობით
ინფორმაციის მიღების მიზნით, ბანკებთან გაფორმდა დამატებითი შეთანხმებები.
საჯარო რეესტრთან 2021 წელს გაფორმებული ხელშეკრულების ფარგლებში, 2022 წელს მოხდა
საპენსიო სააგენტოსა და საჯარო რეესტრს შორის სერვისის დანერგვა.
3
1.3.
დაგროვებითი საპენსიო სქემიდან გასვლის პროცესის მართვა
კანონისა და სააგენტოს დირექტორის 2019 წლის 27 მაისის N001 ბრძანებით დამტკიცებული
„დაგროვებითი
საპენსიო
სქემიდან
გასვლის,
საპენსიო
შენატანების
და
ამ
შენატანებთან
დაკავშირებული საინვესტიციო ან/და სხვა შემოსავლის დაბრუნებისა და ხელახლა გაწევრიანების
წესის“ (შემდგომში - 001 ინსტრუქცია) თანახმად, დასაქმებული, რომელსაც კანონის ამოქმედებამდე
(2018 წლის 6 აგვისტომდე) შეუსრულდა 40 წელი და რომელსაც არ სურს იყოს საპენსიო სქემის
მონაწილე, უფლებამოსილია, კანონის 22-ე მუხლის შესაბამისად, გავიდეს
საპენსიო სქემიდან,
სააგენტოს მიერ განსაზღვრული წესის შესაბამისად, სააგენტოსთვის წერილობითი მიმართვის
საფუძველზე, საპენსიო სქემაში, სავალდებულო წესით, ავტომატურად გაწევრიანებიდან 5 თვის
ვადაში, მაგრამ არაუადრეს გაწევრიანებიდან 3 თვისა.
მოქმედი კანონმდებლობის მიხედვით, სააგენტოს არ გააჩნია ტერიტორიული ერთეულები და ის
საქმიანობას ახორციელებს მხოლოდ ერთ მისამართზე (თბილისი, ნ.ყიფშიძის ქ. N7ბ) მდებარე
ადმინისტრაციულ ოფისში.
საპენსიო სქემიდან გასვლის უფლებისა და სურვილის მქონე მონაწილეებისათვის, წერილობითი
განცხადებებით
მიმართვის
შესაძლებლობის
გეოგრაფიული
არეალის
გაფართოების
აუცილებლობიდან გამომდინარე, სააგენტო საანგარიშო პერიოდში კვლავ სარგებლობდა სსიპ
სოციალური მომსახურების სააგენტოს 69 ტერიტორიული ერთეულის დახმარებით, სააგენტოსა და
სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს შორის გაფორმებული მემორანდუმის ფარგლებში. 2022
წლის 1 იანვრიდან 2022 წლის 30 ივნისის ჩათვლით პერიოდში 874 დასაქმებულმა ისარგებლა საპენსიო
სქემიდან გასვლის უფლებით. საპენსიო სქემიდან გასული დასაქმებულებიდან აღნიშნულ პერიოდში
სქემაში ხელახლა გაწევრიანდა 177 დასაქმებული.
საპენსიო სქემიდან გასული დასაქმებულების რაოდენობა წლების
მიხედვით
180,000
164,773
160,000
140,000
120,000
100,000
80,000
60,000
40,000
20,000
3,377
1,880
874
2020
2021
2022(I-VI)
2019
2019 წლიდან 2022 წლის 30 ივნისის ჩათვლით დაგროვებითი საპენსიო სქემიდან გასული
დასაქმებულებისათვის საპენსიო ფონდიდან გამოტანილმა აქტივებმა შეადგინა 58,559,654.84 ლარი.
4
საპენსიო სქემიდან გასული დასაქმებულებისათვის ფონდიდან გამოტანილი
აქტივები წლების მიხედვით
57,037,718.92
60,000,000.00
50,000,000.00
40,000,000.00
30,000,000.00
20,000,000.00
10,000,000.00
913,358.54
402,718.04
205,859.34
2020
2021
2022(I-VI)
0.00
2019
1.4.
პენსიებისა და საპენსიო აქტივების გაცემა
2019-2022 წლის პერიოდში სააგენტოს მიერ მიღებულ იქნა პენსიის დანიშვნისა და საპენსიო
აქტივების გაცემის შესახებ 2,361 განცხადება, მათ შორის დაკმაყოფილებულ იქნა 2,285 განცხადება და
საანგარიშო პერიოდში გაცემული პენსიისა და საპენსიო აქტივების ჯამურმა ოდენობამ შეადგინა
4,324,032.99 ლარი, ხოლო 2022 წლის 1 იანვრიდან - 2022 წლის 30 ივნისის ჩათვლით გაცემულმა პენსიამ
886,959.84
შეადგინა 2,139,572.20 ლარი.
2019
ასაკი
1.5.
შშმპ
2021
საქართველოს სამუდამოდ დატოვება
683,750.09
16,283.06
-
2020
552,579.21
537,495.50
608,243.63
413,338.22
-
103,132.08
234,957.98
208,028.29
14,157.94
310.53
24,289.47
40,507.15
პენსიის დანიშვნა წლების მიხედვით
2022(I-VI)
გარდაცვლილი მონაწილის მემკვიდრე
დასაქმებულებისათვის დამატებით სერვისების შემუშავება და დანერგვა
საანგარიშო პერიოდის განმავლობაში სააგენტოსა და ოთხ კომერციულ ბანკს შორის გაფორმებული
მემორანდუმების ფარგლებში, საპენსიო სქემის მონაწილეების შესაბამისი თანხმობის არსებობის
შემთხვევაში ხორციელდებოდა, ინტერნეტ ბანკის და მობაილ ბანკის მეშვეობით მონაწილეებისათვის
საპენსიო შენატანების ჯამური ოდენობის შესახებ ინფორმაციის მიწოდება. ამჟამად, მიმდინარეობს
დანარჩენ კომერციულ ბანკებთან მოლაპარაკება, აღნიშნული სერვისის მონაწილეებისათვის
მისაწოდებლად.
5
2. საინვესტიციო საქმიანობა
2.1.
საინვესტიციო საბჭოსა და საინვესტიციო სამსახურის საქმიანობა
2022 წლის 6 თვის განმავლობაში საინვესტიციო საბჭო დაკომპლექტებული იყო 4 წევრით: ოლივიერ
რუსსო (თავმჯდომარე), ჟან-ფრედერიკ პოლსენი (თავმჯდომარის მოადგილე), მაიკლ რიდლი და
ტიმო
ვიჰერკენტა.
აღსანიშნავია,
რომ
კანონის
მიხედვით,
საინვესტიციო
საბჭო
გადაწყვეტილებაუნარიანია, თუ საინვესტიციო საბჭოს სხდომას ესწრება საინვესტიციო საბჭოს
არანაკლებ 3 წევრი. საინვესტიციო საბჭომ 2022 წლის 6 თვეში გამართა 3 სხდომა, აქედან ერთი
თბილისში, ერთი პარიზში, ხოლო ერთი სხდომა - დისტანციურად.
2022 წლის 6 თვის განმავლობაში საინვესტიციო საბჭო და საინვესტიციო სამსახური აქტიურად
მუშაობდნენ საინვესტიციო პოლიტიკის დოკუმენტითა და მოქმედი კანონმდებლობით
განსაზღვრული დოკუმენტების შექმნაზე. აღნიშნულ პერიოდში შემუშავდა და კანონმდებლობით
განსაზღვრული წესით საქართველოს ეროვნულ ბანკს დასამტკიცებლად წარედგინა „საპენსიო
აქტივების ღირებულების გამოთვლის მეთოდოლოგია“, რომელიც დამტკიცდა საქართველოს
ეროვნული ბანკის პრეზიდენტის 2022 წლის 11 მარტის N22/04 ბრძანებით. ამავე პერიოდში
საინვესტიციო საბჭო და საინვესტიციო სამსახური აქტიურად მუშაობდნენ პორტფელის რისკის
მართვის ჩარჩო დოკუმენტის შემუშავებაზე, რომლის დამტკიცებაც უახლოეს მომავალში იგეგმება.
2022 წლის იანვრიდან, საინვესტიციო პოლიტიკის დოკუმენტით განსაზღვრული წესის მიხედვით,
საინვესტიციო სამსახურმა დაიწყო საინვესტიციო პორტფელის შედეგების ყოველთვიური საჯარო
ანგარიშის გამოქვეყნება. ანგარიში, რომელიც სააგენტოს ოფიციალურ ვებ გვერდზე ყოველთვიურად
ქვეყნდება,
მოიცავს
ინფორმაციას
საინვესტიციო
ამონაგების,
აქტივების
განაწილებისა
და
პორტფელის რისკის პარამეტრების შესახებ. საინვესტიციო პორტფელის მეტად დივერსიფიცირების
და საინვესტიციო საქმიანობის მრავალფეროვნების ზრდასთან ერთად (რაც ვრცლად არის აღწერილი
2.3. პუნქტში), მსგავსი ანგარიშის რეგულარულად გამოქვეყნება ხელს უწყობს საინვესტიციო
საქმიანობის გამჭვირვალობას და ხაზს უსვამს მონაწილეთა მიმართ ანგარიშვალდებულებას.
წინა საანგარიშო პერიოდის მსგავსად, საინვესტიციო საბჭო და საინვესტიციო სამსახური 2022 წლის
პირველ ნახევარშიც განაგრძობდნენ მუშაობას კანონმდებლობით განსაზღვრული საინვესტიციო
მანდატის გაფართოების საკითხზე, რაც გულისხმობს ინვესტირებისთვის დასაშვები აქტივის
კლასების დამატებას და არსებული ლიმიტების გაზრდას. შემდგომი განხილვის მიზნით, შემუშავდა
კანონმდებლობაში შესატანი ცვლილებების პროექტი და განსახილველად წარედგინა საქართველოს
ეროვნულ ბანკს და სამეთვალყურეო საბჭოს.
2.2. სპეციალიზებული დეპოზიტარი და სავაჭრო ინფრასტრუქტურა
2021 წლის 1 ოქტომბერს გაფორმდა სპეციალიზებული დეპოზიტარული მომსახურების
ხელშეკრულება სს „საქართველოს ბანკსა“ და სსიპ საპენსიო სააგენტოს შორის. ხელშეკრულების
გაფორმების შემდეგ მხარეები აქტიურად შეუდგნენ დეპოზიტარული მომსახურების გასაწევად
საჭირო ნომინალური მფლობელობის ანგარიშების გახსნას, რაც საანგარიშო პერიოდის განმავლობაშიც
გაგრძელდა. საჭირო ანგარიშების გახსნისათვის საპენსიო სააგენტოს საინვესტიციო სამსახური და
სპეციალიზებული დეპოზიტარი აქტიურად თანამშრომლობდნენ სხვადასხვა კომერციულ ბანკებთან.
აღნიშნული ანგარიშები წარმოადგენს დაგროვებითი საპენსიო სქემისათვის გახსნილ ნომინალური
მფლობელობის ანგარიშებს და
აუცილებელია დეპოზიტარული ხელშეკრულების საფუძველზე
სპეციალიზებული დეპოზიტარის მიერ მომსახურების სათანადოდ შესრულების უზრუნველსაყოფად.
6
ზემოთ აღნიშნული პროცესების პარალელურად, საინვესტიციო სამსახურსა და სპეციალიზებულ
დეპოზიტარს შორის, აქტიურად მიმდინარეობდა სხვა სავაჭრო ინფრასტრუქტურის გამართვის
მოსამზადებელი სამუშაოები, რათა დაწყებულიყო საინვესტიციო პორტფელის დივერსიფიკაცია
როგორც ადგილობრივ, ასევე საერთაშორისო ფასიან ქაღალდებში. შესაბამისი ინფრასტრუქტურის
გამართვის შემდეგ, 2022 წლის აპრილში, წარმატებით განხორციელდა პირველი ინვესტიციები
როგორც ადგილობრივ, ასევე საერთაშორისო ფასიან ქაღალდებში.
ამავდროულად, საერთაშორისო ფინანსურ ბაზრებზე ინვესტიციების განსახორციელებლად
საინვესტიციო სამსახური აქტიურად აწარმოებდა მოლაპარაკებას მსოფლიოში ერთ-ერთი უმსხვილეს
საინვესტიციო ბანკ - JP Morgan Chase-თან. მოლაპარაკების წარმატებით დასრულების შემდეგ JP
Morgan Chase გახდა საპენსიო სააგენტოს პირველი ბროკერ-დილერი საერთაშორისო ბაზრებზე.
ადგილობრივ კაპიტალის ბაზარზე ფასიან ქაღალდებში ინვესტირების მიზნით საინვესტიციო
სამსახური
თანამშრომლობს
ფასიანი
ქაღალდების
ბაზრის
ადგილობრივ
შუამავლებთან
-
ბროკერებთან და პირველად დილერებთან.
2.3.
საინვესტიციო საქმიანობა
კანონის თანახმად, საპენსიო
აქტივების
ინვესტირება კანონის
ამოქმედებიდან 5
წლის
განმავლობაში დასაშვებია მხოლოდ ნაკლებად რისკიან საინვესტიციო პორტფელში. შესაბამისად, 2022
წლის პირველ ნახევარში ინვესტირება ხორციელდებოდა ნაკლებად რისკიანი პორტფელით კანონით
განსაზღვრული შეზღუდვების გათვალისწინებით.
სპეციალიზებული დეპოზიტარისა და სხვა სავაჭრო ინფრასტრუქტურის გამართვის შემდეგ, 2022
წლის პირველ ნახევარში, საინვესტიციო სამსახურმა აქტიურად დაიწყო ინვესტიციები ადგილობრივ
და უცხოურ კაპიტალის ბაზრებზე, რათა მიეღწია კანონის ფარგლებში ნაკლებად რისკიანი
პორტფელის შესაბამისი მაქსიმალური დივერსიფიკაციისთვის. 2022 წლის მარტის თვიდან
საინვესტიციო სამსახურმა დაიწყო უცხოური ვალუტის შესყიდვა ადგილობრივ სავალუტო ბაზარზე.
ამ მიზნით საპენსიო სააგენტო გახდა ბლუმბერგში ე.წ. Bmatch პლატფორმის მონაწილე, სხვა
კომერციულ ბანკებთან, მიკროსაფინანსო ორგანიზაციებთან და მსხვილ კორპორაციებთან ერთად,
რომლებიც აგრეთვე მონაწილეობას იღებენ Bmatch პლატფორმაზე უცხოური ვალუტის ოპერაციებში.
2022 წლის აპრილიდან საინვესტიციო სამსახურმა დაიწყო პორტფელის აქტიური დივერსიფიკაცია,
რისთვისაც განხორციელდა ინვესტიციები განვითარებული ქვეყნების აქციებში და ადგილობრივ
ბაზარზე საქართველოს სახაზინო ფასიან ქაღალდებში. ამასთანავე, 2022 წლის პირველ ნახევარში
მცირე
მოცულობით
შეძენილი
იქნა
სუვერენული
ევროობლიგაციები
მიმზიდველი
შემოსავლიანობით, ხოლო უცხოური ვალუტის დარჩენილი პოზიციები დროებით განთავსდა აშშ-ის
მოკლევადიან სახაზინო ვალდებულებებში.
2022 წლის პირველ ნახევარში, 2021 წლის მსგავსად, საქართველოში ნარჩუნდებოდა მზარდი
ინფლაციური ფონი, რაც საინვესტიციო საქმიანობის შედეგებისთვის მნიშვნელოვან გამოწვევას
წარმოადგენდა. საინვესტიციო პორტფელის ღირებულების ზრდასთან ერთად იზრდებოდა
ინფლაციაც, რაც უარყოფითად აისახებოდა საინვესტიციო პორტფელის რეალურ ამონაგებზე.
აღნიშნულ პერიოდში საინვესტიციო სამსახურის ერთ-ერთ მნიშვნელოვან გადაწყვეტილებას
წარმოადგენდა პორტფელის ისეთი განაწილების შენარჩუნება, რაც ინფლაციისგან პორტფელის
მაქსიმალურ დაცვას უზრუნველყოფდა. ადგილობრივ კაპიტალის ბაზარზე ინფლაციისგან დაცული
ფინანსური ინსტრუმენტების არ არსებობს პირობებში, სააგენტომ საინვესტიციო პორტფელში
7
შეინარჩუნა ცვლადი საპროცენტო განაკვეთის მქონე სარგებლიანი ანგარიშების მნიშვნელოვანი წილი,
რომელთა სარგებელიც რეფინანსირების განაკვეთზეა მიბმული და წარმოადგენს ინფლაციის ირიბი
ჰეჯირების
გზას.
ამავდროულად,
საინვესტიციო
სამსახურმა
დაიწყო
უცხოურ
ვალუტაში
დენომინირებულ აქტივებში ინვესტირება, რაც ინფლაციისგან ჰეჯირების დამატებით საშუალებას
წარმოადგენს.
2022 წლის 30 ივნისის მდგომარეობით საინვესტიციო აქტივების წმინდა ღირებულება 2,436,907,086
ლარს შეადგენდა, საიდანაც საინვესტიციო საქმიანობის შედეგად მიღებული წმინდა ამონაგები 335,
679,787 ლარია. საპენსიო ფონდის წმინდა ამონაგებმა 2019 წლის 1-ლი იანვრიდან 2022 წლის 30
ივნისამდე 35.6%, ხოლო რეალურმა ამონაგებმა ინფლაციის გათვალისწინებით 0.77% შეადგინა.
საანგარიშო პერიოდის ბოლოს, საინვესტიციო პორტფელის 81.0% განთავსებული იყო ლარში, ხოლო
19.0% უცხოურ ვალუტაში დენომინირებულ აქტივებში.
რაც შეეხება პორტფელის განაწილებას
ინსტრუმენტების მიხედვით, საანგარიშო პერიოდის ბოლოს 65.1% განთავსებული იყო 8 ქართულ
კომერციულ ბანკში სადეპოზიტო სერტიფიკატებსა და ვადიან ანაბრებში, რომელთაც ერიცხებათ
ფიქსირებული სარგებელი, ხოლო 16.1% ნომინალური მფლობელობის სარგებლიან მიმდინარე
ანგარიშებზე, რომლებსაც ერიცხება ცვლადი სარგებელი. უცხოურ აქციებში ინვესტირებული იყო
პორტფელის 9.5%, აშშ-ის სახაზინო ვალდებულებებში 4.9%, ხოლო საქართველოს სახაზინო ფასიანი
ქაღალდების წილი პორტფელის 4.3%-ს შეადგენდა. საპენსიო აქტივების 0.1% ევროობლიგაციებში იყო
განთავსებული. 2022 წლის 30 ივნისის მდგომარეობით, საპროცენტო აქტივების 85.9% განთავსებული
იყო მინიმუმ ქვეყნის საკრედიტო რეიტინგზე 1 საფეხურით ნაკლები რეიტინგის მქონე კომერციულ
ბანკებში და ფასიან ქაღალდებში. მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად, სააგენტო თანხების
ინვესტირებას არ ახორციელებს საკრედიტო რეიტინგის არმქონე ბანკებში და ფინანსურ
ინსტრუმენტებში.
აქტივების წმინდა ღირებულება (მლნ. ლარი)
წმინდა შენატანები
2,500
ამონაგები
2,000
1,500
1,000
წყარო: საპენსიო სააგენტო
ფონდის წმინდა ამონაგები და ინფლაცია
საინვესტიციო ინსტრუმენტების მიხედვით
8
მაი-22
ივნ-22
აპრ-22
მარ-22
იან-22
თებ-22
ნოე-21
დეკ-21
სექ-21
ოქტ-21
აგვ-21
ივლ-21
მაი-21
ივნ-21
აპრ-21
მარ-21
იან-21
თებ-21
ნოე-20
დეკ-20
სექ-20
ოქტ-20
აგვ-20
ივლ-20
მაი-20
ივნ-20
აპრ-20
მარ-20
იან-20
თებ-20
ნოე-19
დეკ-19
სექ-19
ოქტ-19
აგვ-19
ივლ-19
მაი-19
ივნ-19
აპრ-19
მარ-19
იან-19
0
თებ-19
500
40%
წმინდა ამონაგები
ინფლაცია
35.6%34.6%
ამერიკის
სახაზინო
ობლიგაციები
4.9%
30%
10%
უცხოური
კორპორაციული
ობლიგაციები
0.1%
ადგილობრივი
სახაზინო
ობლიგაციები
4.3%
20%
13.9%
12.9%
გლობალური აქციები
9.5%
სადეპოზიტო
სერთიფიკატები/
ვადიანი ანაბარები
65.1%
9.5%
6.1% 7.0%
2.4%
0%
2019
2020
წყარო: საპენსიო სააგენტო,
ეროვნული სამსახური
2021
დაარსებიდან
2022 წლის 30
ივნისამდე
საქართველოს
სტატისტიკის
მიმდინარე
ანგარიშები
16.1%
წყარო: საპენსიო სააგენტო
გეოგრაფიული ალოკაცია
ვალუტის მიხედვით
ლარი
უცხოური ვალუტა
ადგილობრივი აქტივები
უცხოური აქტივები
14.5%
19.0%
81.0%
85.5%
წყარო: საპენსიო სააგენტო
წყარო: საპენსიო სააგენტო
0.1%
1.8%
0.0%
რეიტინგის
გარეშე
2.6%
B
წყარო: საპენსიო სააგენტო
12.3%
5.7%
B+
82.2%
77.5%
BB-
17.8%
100%
90%
80%
70%
60%
50%
40%
30%
20%
10%
0%
BB
ცვლადი განაკვეთი
BB+
ფიქსირებული განაკვეთი
აქტივების განაწილება ვადიანობის მიხედვით
AAA
ცვლადი და ფიქსირებული განაკვეთი
წყარო: საპენსიო სააგენტო, Standers & Poor’s, Fitch Ratings, Scope,
Moody’s
**არ მოიცავს წილობრივ ფასიან ქაღალდებს
9
2022 წლის 30 ივნისის მდგომარეობით, აქტივების განაწილება აკმაყოფილებდა კანონითა და
საინვესტიციო პოლიტიკის დოკუმენტით დადგენილ ლიმიტებს, მათ შორის: წილობრივ ფასიან
ქაღალდებსა და უცხოურ ვალუტაში აქტივების განთავსების ლიმიტს, საკრედიტო რეიტინგის, ბანკის
საერთო კაპიტალისა და კონცენტრაციის შეზღუდვებს.
2.4 მმართველობა საინვესტიციო სამსახურში
კანონისა და სააგენტოს დებულების თანახმად, საინვესტიციო სამსახურს ხელმძღვანელობს
უფროსი საინვესტიციო ოფიცერი, ხოლო საინვესტიციო პოლიტიკას განსაზღვრავს და საინვესტიციო
საქმიანობას მონიტორინგს უწევს საინვესტიციო საბჭო. საინვესტიციო სამსახურში მმართველობის
მოდელის მეტად დახვეწის მიზნით, უფროსი საინვესტიციო ოფიცრისა და საინვესტიციო საბჭოს მიერ
შემუშავდა ინვესტიციების მართვის კომიტეტის კონცეფცია, განისაზღვრა მისი უფლება-მოვალეობები
და საქმიანობის ფორმები. საინვესტიციო საბჭოს მიერ 2022 წლის 14 მარტის N32 სხდომის ოქმით
შესაბამისი გადაწყვეტილების მიღების შემდეგ, კომიტეტი შეიქმნა და ჩამოყალიბდა საბჭოსთან
შეთანხმებული ფორმით. ინვესტიციების მართვის კომიტეტი იკრიბება სულ მცირე თვეში ერთხელ, ან
საჭიროებისამებრ, განიხილავს და შესაბამის რეკომენდაციებს წარუდგენს უფროს საინვესტიციო
ოფიცერს
საპენსიო
სააგენტოს
საინვესტიციო
გეგმებზე,
საინვესტიციო
დაკავშირებულ სხვა საკითხებზე, აგრეთვე მონიტორინგს უწევს
საქმიანობასთან
საინვესტიციო პროცესებს,
განიხილავს ინვესტიციებთან დაკავშირებულ რისკებს და ზედამხედველობს საინვესტიციო გეგმების
შესრულებას. კომიტეტი ანგარიშვალდებულია საინვესტიციო საბჭოს წინაშე.
3. რისკების კონტროლის დეპარტამენტი
3.1 რისკების კონტროლის დეპარტამენტის საქმიანობა
სააგენტოში რისკების კონტროლის დეპარტამენტი აკონტროლებს როგორც საინვესტიციო, ასევე
არა-საინვესტიციო რისკებს და მონიტორინგს უწევს ინფორმაციულ უსაფრთხოებას.
3.2 საინვესტიციო რისკების ანგარიში
რისკების კონტროლის დეპარტამენტი კონტროლს უწევს საინვესტიციო საქმიანობას, რაც მოიცავს,
როგორც ინვესტიციის განხორციელებამდე საინვესტიციო გადაწყვეტილების შემოწმებას დადგენილ
რისკის
ლიმიტებთან
და
კანონმდებლობასთან
მიმართებაში,
ასევე
განხორციელებული
ინვესტიციების კანონთან და საინვესტიციო პოლიტიკის დოკუმენტთან შესაბამისობას.
2022 წლის პირველი 6 თვის განმავლობაში რისკების კონტროლის დეპარტამენტმა შეამოწმა 18
განსხვავებული პირობების მქონე ფინანსურ ინსტრუმენტში განხორციელებული ინვესტიცია, რაც
მოიცავდა 416 ტრანზაქციას, რომელთა ჯამურმა მოცულობამაც შეადგინა 1,377,267,508 ლარი.
აღნიშნული შემოწმება მოიცავდა საინვესტიციო გადაწყვეტილებების როგორც ინვესტიციამდე, ასევე
ინვესტიციის განხორციელების შემდგომ
მისი შესაბამისობის დადგენას არსებულ რისკის
ლიმიტებთან, კანონთან და საინვესტიციო პოლიტიკის დოკუმენტთან.
რისკების კონტროლის დეპარტამენტის მიერ საანგარიშო პერიოდის განმავლობაში მომზადდა 6
ყოველთვიური
საინვესტიციო
რეაგირებისათვის
მიეწოდა
რისკის
ანგარიში,
საინვესტიციო
რომელიც
საბჭოს,
10
დადგენილი
საინვესტიციო
წესით,
სამსახურს,
შემდგომი
დირექტორსა
და საქართველოს ეროვნულ ბანკს.
საინვესტიციო რისკების მიმართულებით რისკების კონტროლის დეპარტამენტის მიერ 2022 წლის
პირველ 6 თვეში გაცემულია 3 ახალი რეკომენდაცია, რომლებიდანაც საინვესტიციო საბჭოსა და
სამსახურის მიერ უკვე შესრულებულია ერთი, ხოლო დარჩენილი (წინა პერიოდში გაცემული
რეკომენდაციების გათვალისწინებით) რეკომენდაციების შესრულებაზე მიმდინარეობს მუშაობა.
3.3 არა-საინვესტიციო რისკების ანგარიში
საანგარიშო პერიოდში რისკების კონტროლის დეპარტამენტი აქტიურად მუშაობდა „საოპერაციო,
შესაბამისობისა და რეპუტაციული რისკის პოლიტიკის“ განახლებაზე და ახალი ქვეთავების
დამტკიცებაზე. შედეგად 2022 წლის მეორე კვარტალში დამტკიცდა „საოპერაციო, შესაბამისობისა და
რეპუტაციული რისკის პოლიტიკის“ განახლებული ვერსია და მისი 4 ქვეთავი:
თავი I – საოპერაციო რისკების მართვის ჩარჩო;
თავი II – საოპერაციო რისკების აპეტიტის ჩარჩო;
თავი III – ინფორმაციული უსაფრთხოების პოლიტიკა;
თავი IV – ბიზნეს უწყვეტობის ჩარჩო;
„საოპერაციო, შესაბამისობისა და რეპუტაციული რისკის პოლიტიკის“ შესაბამისად რისკების
კონტროლის დეპარტამენტის მიერ მომზადდა საოპერაციო, შესაბამისობისა და რეპუტაციული
რისკების პირველი და მეორე კვარტლის ანგარიშები, რომლებიც დადგენილი წესით წარედგინა
სააგენტოს სამეთვალყურეო საბჭოს, დირექტორსა და საინვესტიციო საბჭოს.
აღნიშნული მიმართულებით 2022 წლის პირველი 6 თვის განმავლობაში, რისკების კონტროლის
დეპარტამენტის მიერ იდენტიფიცირებულ იქნა 5 ახალი რისკ ფაქტორი და გაცემულ იქნა შესაბამისი
5 ახალი რეკომენდაცია. აღნიშნულ პერიოდში სააგენტოს სხვადასხვა სტრუქტურული ერთეულების
მიერ შესრულებულ იქნა რისკების კონტროლის დეპარტამენტის წინა პერიოდში გაცემული 15
რეკომენდაცია და აღმოფხვრილ იქნა 3 რისკ ფაქტორი, თუმცა პერიოდის ბოლოსთვის დარჩენილ
რეკომენდაციებზე აქტიურად მიმდინარეობს მუშაობა დირექტორისა და სააგენტოს შესაბამისი
სტრუქტურული ერთეულების მიერ.
3.4 ინფორმაციული უსაფრთხოების რისკების ანგარიში
რისკების კონტროლის დეპარტამენტის მიერ სააგენტოში ინფორმაციული უსაფრთხოების
კონტროლისთვის მიმდინარეობს ინფორმაციული უსაფრთხოების მართვის სისტემის დანერგვა
„სტანდარტიზაციის
საერთაშორისო
ორგანიზაციის
(ISO
27001)“
პრინციპების
შესაბამისად.
აღნიშნული მიმართულებით 2022 წლის პირველი 6 თვის განმავლობაში განხორციელდა შემდეგი
სამუშაოები:
გაიმართა ინფორმაციული უსაფრთხოების მართვის კომიტეტის ერთი სხდომა (მენეჯერული
განხილვის ფორმატში), რომელზეც განხილულ და მოწონებულ იქნა როგორც წინა პერიოდში
დასახული სამუშაოების განხორციელების შედეგები, ასევე დაიგეგმა მომავალში განსახორციელებელი
სამუშაოები;
მიღებულ იქნა გადაწყვეტილება საინფორმაციო ტექნოლოგიების კომიტეტის შექმნის შესახებ;
გაფართოვდა
საპენსიო
სააგენტოს
ინფორმაციული
უსაფრთხოების
მართვის
სისტემის
გავრცელების სფერო, რომლის მიხედვითაც აღნიშნული სისტემის გავრცელების სფეროში შევიდა
პენსიების დანიშვნა-გაცემის დეპარტამენტი;
11
შესყიდულ და დანერგილ იქნა ცვლილებებისა და ინციდენტების მართვის პროგრამული
უზრუნველყოფა Service Desk Plus, რომელშიც სააგენტოს თანამშრომლების მიერ რეგისტრირდება
სერვისული მოთხოვნები, ცვლილებები და ინციდენტები (ასეთის არსებობის შემთხვევაში).
აღნიშნული მოთხოვნები მისდის IT სამსახურს, რომელიც ინციდენტის დარეგისტრირებისთანავე
იწყებს მის მოსაგვარებლად შესაბამისი სამუშაოების განხორციელებას,
აღნიშნული პროცესის
მონიტორინგს ახორციელებს ინფორმაციული უსაფრთხოების ოფიცერი.
საპენსიო სააგენტოში ჩატარდა ინფორმაციული უსაფრთხოების მიმართულებით, ცნობიერების
ამაღლების ტრენინგი და ფიშინგ (Phishing) სიმულაცია;
შემუშავდა და დამტკიცდა
საპენსიო სააგენტოს ინფორმაციული უსაფრთხოების მიზნების
დოკუმენტი;
სააგენტოს შიდა აუდიტის სამსახურის მიერ ჩატარდა ინფორმაციული უსაფრთხოების აუდიტი;
სააგენტოში ასევე აქტიურად მიმდინარეობდა მონაცემთა გაჟონვის პრევენციის (DLP) სისტემისა და
ელექტრონული საინფორმაციო სისტემების ხდომილებების და უსაფრთხოების ინციდენტების
მართვის და მონიტორინგის (SIEM) სისტემის დანერგვისა და გაუმჯობესების პროცესი.
4. შიდა აუდიტის სამსახური
შიდა აუდიტის მიერ 2021 წელს შიდა აუდიტის მეთოდოლოგიის თანახმად შემუშავდა 2022-2024
წლის სამოქმედო გეგმა, რის მიხედვითაც განისაზღვრა 2022 წლის განმავლობაში სააგენტოში
შესასწავლი პროცესების ინდივიდუალური გეგმა.
შიდა აუდიტის სამსახურში
2022 წელს გეგმის მიხედვით განხორციელდა ინფორმაციული
უსაფრთხოების აუდიტი, საინვესტიციო რისკების ანალიტიკა, მენეჯერული აღრიცხვის და
ანგარიშგების აუდიტი, ადამიანური რესურსების აუდიტი, დამსაქმებლის ბალანსზე ზედმეტად ან/და
შეცდომით ჩარიცხული თანხის დამსაქმებლის საბანკო ანგარიშზე დაბრუნების შესაბამისობის
აუდიტი, კანონმდებლობასთან და სხვა მარეგულირებელ ნორმებთან
შესაბამისობის აუდიტის
გეგმიური შემოწმება.
მიმდინარეობს პენსიისა და საპენსიო აქტივების დანიშვნა და გაცემის აუდიტი.
ჩატარებული
აუდიტის
ფარგლებში მოვახდინეთ მოწოდებული ინფორმაციის
ანალიზი,
გამოკითხვა, აგრეთვე შესაბამისი პროცედურის შემოწმება, დათვალიერება.
შიდა აუდიტის ფარგლებში ჩატარდა ინტერვიუები აუდიტის ობიექტის თანამშრომლებთან.
შემოწმების შედეგად გამოიცა შესაბამისი დასკვნა (ები) საკმარისი და შესაფერისი აუდიტორული
მტკიცებულებების მოპოვების გზით იმის შესახებ, რამდენად შესაბამისობაშია აუდიტის საგანი
სათანადო ინსტრუქციასთან, კანონმდებლობასთან ყველა არსებითი ასპექტის გათვალისწინებით;
სააგენტოს დირექტორს და სამეთვალყურეო საბჭოს წარედგინა 2021 წლის ანგარიში. აგრეთვე,
აუდიტის სამსახური აგრძელებს ურთიერთობას შემოსავლების სამსახურის ჰარმონიზაციის
ცენტრთან.
2022 წელს გაიცა 45 რეკომენდაცია, რომელიც მოიცავს მიგნების კლასიფიკაციის ხუთივე დონეს.
ასევე შიდა აუდიტის სამსახური ახორციელებს 2021 წელს გაცემული რეკომენდაციების
მონიტორინგს.
აუდიტის რეპორტში მოცემული რეკომენდაციების დანერგვა, თანმიმდევრული და სათანადო
აქტივობები, გაზრდის სააგენტოს საქმიანობის ხარისხს.
12
5. საინფორმაციო ტექნოლოგიების დეპარტამენტი
საანგარიშო პერიოდში აღიწერა და სატესტო რეჟიმში გაეშვა ცნობების გაცემის, სქემიდან გასვლის,
აქტივების მემკვიდრისთვის გადაცემის, პენსიის დანიშვნისა და თავისუფალი განცხადების
რეგისტრაციის მოდული, სადაც საპენსიო სააგენტოს ოპერატორს შესაძლებლობა ექნება ყველა ზემოთ
ჩამოთვლილი განცხადება დაარეგისტრიროს საპენსიო შენატანების ადმინისტრირების ელექტრონულ
სისტემაში და შესაბამისი ცნობა ან გადაწყვეტილება გასცეს მატერიალური სახით. ასევე
რეალიზებულია
მონაწილეებისათვის
დავიწყებული
პაროლების
აღდგენის
განახლებული
ფუნქციონალი.
საპენსიო
შენატანების
ადმინისტრირების
ელექტრონული
სისტემის
სატესტო
გარემოში
რეალიზებულია კვალიფიციური ელექტრონული შტამპისა და კვალიფიციური ელექტრონული
ხელმოწერის
შესაძლებლობა,
აგრეთვე
სისტემა
ინტეგრირებულია
ფინანსთა
სამინისტროს
ანალიტიკური სამსახურის მიერ შექმნილ კანცელარიის სისტემასთან eDoc-თან;
ტექნიკურად რეალიზებულია საპენსიო სქემის მონაწილე ფიზიკური პირების პერსონალური
მონაცემების სინქრონიზაციის ამოცანა;
შემოსავლების
სამსახურის
IT
დეპარტამენტთან
ერთად
რეალიზებულია
საშემოსავლო
დეკლარაციების შესახებ ინფორმაციასთან საპენსიო დეკლარაციების შედარების ფუნქციონალი;
საპენსიო სააგენტოს IT დეპარტამენტმა ასევე დაიწყო სახელმწიფო სერვისების განვითრების
სააგენტოს ერთიანი ავთენტიფიკაციის სისტემასთან ინტეგრაციის პროცესი, რაც საპენსიო სააგენტოს
მონაწილეების ავთენტიფიკაციის პროცესს გაამარტივებს;
ამავე პერიოდში ჩატარდა ტენდერი და ქსელის აპარატურის მომწოდებელთან გაფორმდა
ხელშეკრულება ახალი ტოპოლოგიის მიხედვით განსაზღვრული მოწყობილობების შეძენასთან
დაკავშირებით. მოწყობილობების მოწოდების შემდგომ დაგეგმილია ქსელის ტოპოლოგიის ძირეული
ცვლილება, რაც სააგენტოს ინფრასტრუქტურის მონიტორინგის მეტ საშუალებას მისცემს.
6. საპენსიო
სააგენტოს
და
დაგროვებითი
საპენსიო
ფონდის
ფინანსური
ანგარიშგებების
დამოუკიდებელი აუდიტორული შემოწმება
საქართველოს
პარლამენტის
მიერ
შერჩეული
აუდიტორული
კომპანიის
შპს
ფრაისუოთერჰაუსკუპერს საქართველოს მიერ 2022 წლის 20 მაისს დასრულებულ იქნა სააგენტოსა და
საპენსიო ფონდის 2021 წლის ფინანსური ანგარიშგების აუდიტის პროცესი და მომზადებულ იქნა
აუდიტის დასკვნები. სააგენტოს ფინანსური ანგარიშგების აუდიტი განხორციელდა IPSAS
შესაბამისად, ხოლო საპენსიო ფონდის ფინანსური ანგარიშგების აუდიტი განხორციელდა IFRS-ის
შესაბამისად. აღნიშნული აუდიტის დასკვნები განთავსებულია სააგენტოს ოფიციალურ ვებ-გვერდზე.
7. მონაწილეთა მომსახურების განყოფილება
საპენსიო სააგენტოს მიერ, საპენსიო სქემის ადმინისტრირება და მართვა მოიცავს სხვადასხვა
პროცესს (მათ შორის, მონაწილეების განცხადებების მიღება/განხილვა, პენსიის დანიშვნა, საპენსიო
სქემიდან გასვლის შესახებ განცხადებების მიღება, განხილვა, შესაბამისი გადაწყვეტილებების მიღება
და სხვა). იმ ფაქტის გათვალისწინებით, რომ საპენსიო სააგენტოს არ გააჩნია ტერიტორიული
ერთეულები
და
არსებობს
ერთადერთი
ოფისი
(თბილისი, ყიფშიძის
7ბ), მომსახურებაზე
ხელმისაწვდომობის ამაღლების მიზნით, სააგენტომ დაიწყო მოლაპარაკებების წარმოება სსიპ
იუსტიციის სახლთან. მოლაპარაკებების შედეგად, სსიპ იუსტიციის სახლმა გამოთქვა მზადყოფნა,
მომსახურება გაუწიოს საპენსიო სააგენტოს, საქართველოს ტერიტორიაზე მოქმედი იუსტიციის
13
სახლის ტერიტორიული ორგანოების მეშვეობით.
2022 წლის იანვრიდან, მომსახურების ხარისხის გაუმჯობესების მიზნით, საპენსიო სააგენტოს
მონაწილეთა მომსახურების განყოფილება ახალ სატელეფონო სისტემაზე გადავიდა.
2022 წლის იანვარი-ივნისის პერიოდში, საპენსიო სააგენტოს ცხელ ხაზზე სულ დაფიქსირდა 23047
ზარი (შემოსული ზარების მოლოდინის საშუალო მაჩვენებელი 10 წამზე ნაკლებია; უპასუხო ზარების
მაჩვენებელი - 3%-ზე ნაკლები).
მონაწილეთა მომსახურების სივრცის მეშვეობით (ქ. თბილისი, ყიფშიძის 7ბ), შესაბამისი
მომსახურება 1963 პირმა მიიღო.
მომსახურების ხარისხის შემდგომი გაუმჯობესების და ყოველდღიური სამუშაო პროცესის
ოპტიმიზაციის მიზნით, მუდმივ რეჟიმში მიმდინარეობს მიღებული ინფორმაციის დამუშავება და
ანალიზი.
8. საერთაშორისო და დონორ ორგანიზაციებთან თანამშრომლობა
საპენსიო სააგენტოს ერთ-ერთ პრიორიტეტულ მიმართულებას საერთაშორისო და დონორ
ორგანიზაციებთან თანამშრომლობა წარმოადგენს.
2022 წლის 4-5 მაისს, ევროკომისიის ინსტიტუციონალური განვითარების, ტექნიკური დახმარებისა
და
ინფორმაციის
გაცვლის
ინსტრუმენტის
(TAIEX)
ფარგლებში,
საპენსიო
სააგენტოს
შესაძლებლობების განვითარების, საუკეთესო გამოცდილების გაზიარებისა და ევროკავშირის
კანონმდებლობასთან დაახლოების მიზნით, საპენსიო სააგენტოს თანამშრომლებისთვის ჩატარდა
ორდღიანი ტელეკონფერენცია საპენსიო რისკების მართვასთან დაკავშირებით (TAIEX Expert Mission
on Risk Management and Control).
2022 წლის მაისში, საფუძველი ჩაეყარა საპენსიო სააგენტოსა და USAID / HICD პროექტს შორის
თანამშრომლობას. აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) ადამიანური და
ინსტიტუციური შესაძლებლობების განვითარების (HICD) პროექტის ხელშეწყობით, საპენსიო
სააგენტოს ორგანიზაციული განვითარების გრძელვადიანი სტრატეგია და სამოქმედო გეგმა, ასევე,
საკომუნიკაციო სტრატეგია და სამოქმედო გეგმა შემუშავდება. ორგანიზაციული განვითარების
სტრატეგიის დაგეგმვის პროცესს GEC Consulting-ის ექსპერტთა გუნდი წარმართავს და შემდეგი
ძირითადი მიმართულებებით იმუშავებს: სამწლიანი ორგანიზაციული განვითარების სტრატეგიის
შექმნა,
ორგანიზაციის
მისიის,
ხედვის,
ღირებულებების,
პრიორიტეტების,
მიზნების
და
სტრატეგიული ამოცანების განსაზღვრა. ამასთან, გაიწერება დეტალური სამოქმედო გეგმა,
კონკრეტული აქტივობების და მონიტორინგის და შეფასების კრიტერიუმების მითითებით.
2022 წლის იანვარი-ივნისის პერიოდში, საპენსიო სააგენტოს ინიციატივით, გაცნობითი ხასიათის
შეხვედრები გაიმართა საქართველოს ტერიტორიაზე აკრედიტებულ უცხო ქვეყნების დიპლომატიურ
წარმომადგენლობებთან. შეხვედრების ფარგლებში, მხარეთა შორის ორმხრივი ინტერესის საკითხების
და თანამშრომლობის შესაძლო მიმართულებების განხილვა მოხდა.
ზემოაღნიშნულთან ერთად, საპენსიო სააგენტო მიზნად ისახავს საერთაშორისო და დონორ
ორგანიზაციებთან
თანამშრომლობის
გაღრმავებას
14
და
ინსტიტუციური
შესაძლებლობების
განვითარებას.
9. 2022 წლის ბიუჯეტი
„დაგროვებითი პენსიის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-18 მუხლისა და 38-ე მუხლის მე-7
პუნქტის შესაბამისად, 2021 წლის სექტემბრიდან საპენსიო სააგენტოს საქმიანობის დაფინანსების
წყარო გახდა მონაწილეთა მომსახურების წლიური საფასური. აღნიშნული საფასურით დაფინანსებაზე
გადასვლის პერიოდისთვის, „დაგროვებითი პენსიის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-18 მუხლის
პირველი პუნქტის თანახმად, საპენსიო სააგენტომ განსაზღვრა მომსახურების საფასურის გატანის
პერიოდულობა და სააგენტოს მიერ სამეთვალყურეო საბჭოსთან შეთანხმებით (სამეთვალყურეო
საბჭოს 2021 წლის 21 ივლისის N18 სხდომის ოქმი) დამტკიცებულ იქნა ბიუჯეტირების წესი, რომელიც
განსაზღვრავს სააგენტოს ბიუჯეტის მომზადებისათვის აუცილებელი ინფორმაციის შეკრების,
დამუშავების, ბიუჯეტის პროექტის მომზადების, დამტკიცებისა და მასში ცვლილებების შეტანის წესს,
ასევე ბიუჯეტით გათვალისწინებული მონაწილეთა მომსახურების საფასურის წლიური ოდენობის
დაგროვებითი საპენსიო სქემიდან გატანის პერიოდულობასა და წესს.
2022 წლის დამტკიცებული ბიუჯეტი შეადგენს 8,115 მლნ ლარს, რომელიც ფინანსდება საპენსიო
აქტივების
წლიური
მომსახურების
საფასურით,
კანონით
მინიჭებული
უფლებამოსილების
ფარგლებში.
2022 წლის დამტკიცებული ბიუჯეტის 65% განკუთვნილია სააგენტოს მმართველობით და
ადმინისტრაციული საქმიანობისთვის, ხოლო 35% საინვესტიციო საქმიანობისთვის. 2022 წლის 6 თვის
ბიუჯეტის შესრულების მაჩვენებელი შეადგენს 39%-ს, რომლის 5% მიმართული იქნა არაფინანსური
აქტივების შესაძენად.
საოპერაციო საქმიანობაში გამოყენებული ფულადი სახსრების 33% შეადგენს საინვესტიციო
საქმიანობის ხარჯს, რაც მოიცავს საპენსიო სააგენტოს საინვესტიციო სამსახურის და საინვესტიციო
საბჭოს საქმიანობასთან დაკავშირებულ ხარჯებს.
10. საზოგადოებასთან ურთიერთობის დეპარტამენტი
2022 წლის პირველი 6 თვის მანძილზე საზოგადოებასთან ურთიერთობის დეპარტამენტი
პანდემიის გამო ნაწილობრივ დისტანციურ რეჟიმზე განაგრძობდა მუშაობას და შესაბამისად სამუშაო
პროცედურები
სრულად
მოერგო
საპენსიო
სააგენტოს
ბენეფიციარების
მოთხოვნებს.
კორესპონდენციის მიღება ხორციელდებოდა დისტანციურად და ხდებოდა მომართვიანობის
დაცულად, შეუფერხებლად და ეფექტურად მართვა. წლის მანძილზე საპენსიო სააგენტოს
ოფიციალურ ფეისბუქზე მოგვმართა 5187- მა მოქალაქემ, ოფიციალურ მეილზე კი 2303. მეილზე
მივიღეთ და კანცელარიაში გატარდა მოქალაქეთა და ორგანიზაციების 157 ოფიციალური განცხადება.
მედიასთან მუდმივი კომუნიკაციის ფარგლებში გამოქვეყნდა 200-მდე სატელევიზიო, რადიო,
ონლაინ და ბეჭდური მასალა. ასევე, მოხდა ვებ გვერდის მოდერნიზაცია, დაემატა ბლოგი სადაც
ვრცელდებოდა ინტერვიუები, ინფორმაციები, აქტუალურ კითხვებსა და სერვისებზე კითხვა-პასუხი
და newsletter-ის ფუნქცია სადაც კვარტალურად ყველა გამომწერს ეცნობება საპენსიო სააგენტოს
შესახებ მიმდინარე ინფორმაცია. მომზადდა საინფორმაციო ვიდეო და ანიმაციური მასალები,
ჩატარდა შეხვედრები უნივერსიტეტებში და ონლაინ შეხვედრები ბუღალტრებთან. თებერვლის
თვიდან დავიწყეთ, საინვესტიციო პოლიტიკის დოკუმენტის შესაბამისად ვებ გვერდსა და სოციალურ
15
ქსელებში საინვესტიციო შედეგების ყოველთვიური ანგარიშის გამოქვეყნება. ასევე, პროაქტიულად
ქვეყნდებოდა ყოველთვიური სტატისტიკური მონაცემები და საპენსიო სააგენტოში დასაქმებული
თანამშრომლების გამოცდილებისა და კვალიფიკაციის შესახებ მზადდებოდა ყოველთვიური
საინფორმაციო ბანერები.
11.
COVID 19
საქართველოში
ახალი
კორონავირუსის
(COVID-19)
გავრცელების
საანგარიშო პერიოდში, კერძოდ 2022 წლის 1 აპრილამდე,
პრევენციის
მიზნით
საპენსიო სააგენტო ნაწილობრივ
განაგრძობდა დისტანციურ რეჟიმში მუშაობას.
„იზოლაციისა და კარანტინის წესების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2020
წლის 23 მაისის №322 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს მთავრობის
2022 წლის 29 მარტის №151 დადგენილებით საჯარო დაწესებულებების მიმართ განსაზღვრული
შეზღუდვების (წესის მე-7 მუხლის მე-4 და მე-5 პუნქტები) ამოღების გათვალისწინებით, საპენსიო
სააგენტოს
2022
წლის
1
აპრილიდან
საპენსიო
(არადისტანციური) მუშაობის რეჟიმზე.
16
სააგენტო
გადავიდა
ჩვეულებრივი
12. ძირითადი სტატისტიკური მონაცემები 2022 წლის 30 ივნისის მდგომარეობით:
სულ უნიკალური მონაწილე (2019 წლის 1 იანვრიდან 2022 წლის
30 ივნისის ჩათვლით რეგისტრირებული)
1,292,246
კერძო სექტორი
1,007,996
საჯარო სექტორი
284,250
სულ უნიკალური გასული
169,484
კერძო სექტორი
126,839
საჯარო სექტორი
42,645
დანიშნული პენსიები
2,054
ასაკით
745
შშმპ
820
ქვეყნის დატოვება
2
მემკვიდრე
487
მლნ ლარი
სულ ფონდის ღირებულება
2,437
სულ უნიკალური მონაწილე (2022 წლის 1 იანვრიდან 2022 წლის
30 ივნისის ჩათვლით რეგისტრირებული)
56,357
კერძო სექტორი
50,506
საჯარო სექტორი
5,851
სულ უნიკალური გასული
697
კერძო სექტორი
675
საჯარო სექტორი
22
დანიშნული პენსიები
699
ასაკით
232
შშმპ
263
ქვეყნის დატოვება
1
მემკვიდრე
203
17