საქართველოს პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის უარყოფითი დასკვნა საქართველოს მოქალაქე ნიკოლოზ ნიკოლაძის მიერ წარმოდგენილ „დიპლომატიური სამსახურის შესახებ“ და „საკონსულო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონებში ცვლილების შეტანის თაობაზე (№1-13165/22; 12.10.2022) საკანონმდებლო წინადადებასთან დაკავშირებით

დასკვნა განხილვაშია
ინიცირების თარიღი
04.11.2022
ავტორი
საქართველოს პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტი
ნომერი
#2-17371/22/10
წყარო

📋 განხილვის ეტაპები

ბიუროზე განხილული დოკუმენტი

📅 დამატებითი ინფორმაცია

ბიუროზე განხილვის თარიღი 2022-11-07
ბიუროს ნომერი 197

📜 ტექსტი

წამყვანი კომიტეტის დასკვნა
საგარეო ურთიერთობათა კომიტეტი 2-17371/22 04-11-2022 საქართველოს პარლამენტის ბიუროს დასკვნა საქართველოს მოქალაქე ნიკოლოზ ნიკოლაძის მიერ წარმოდგენილი საკანონმდებლო წინადადებაზე „დიპლომატიური სამსახურის შესახებ“ და „საკონსულო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონებში ცვლილების შეტანის თაობაზე (N1-13165/22; 12.10.2022) წარმოდგენილი საკანონმდებლო ცვლილების მიზანია საზღვარგარეთ მყოფ შშმ პირთათვის საქართველოს დიპლომატიურ წარმომადგენლობებსა და საკონსულო დაწესებულებებში საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული პირობების შექმნა. საკანონმდებლო წინადადებით შემოთავაზებულია „დიპლომატიური სამსახურის შესახებ“ კანონს დაემატოს 47-ე მუხლი, ხოლო „საკონსულო საქმიანობის შესახებ“ კანონის მე-5 მუხლს დაემატოს მე-13 პუნქტი, რომელთა თანახმადაც საზღვარგარეთ საქართველოს დიპლომატიურ წარმომადგენლობებსა და საკონსულო დაწესებულებებში თანამშრომლებისთვის და ვიზიტით მყოფ პირთათვის უზრუნველყოფილი იქნება საქართველოს კანონმდებლობით შშმ პირთათვის განსაზღვრული პირობები. აღსანიშნავია, „შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა უფლებების კონვენცია“ რატიფიცირებული იქნა საქართველოს პარლამენტის მიერ 2013 წელს და 2014 წლიდან ძალაშია საქართველოს, საქართველოსთვის. როგორც კონვენციის მონაწილე-სახელმწიფოს, მოთხოვნათა აღებული აქვს შესაბამისად ვალდებულება უზრუნველყოს და ხელი შეუწყოს შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა მიერ თბილისი 0118, რუსთაველის გამზირი # 8, საქართველოს პარლამენტის სასახლე ტელეფონი: (995 32) 2281679. ელ. ფოსტა: contact@parliament.ge ადამიანის უფლებებისა და ძირითად თავისუფლებათა რეალიზებას. კონვენციით ნაკისრი ვალდებულებების საქართველოს კანონმდებლობაში სრულფასოვანი იმპლემენტაციის მიზნით, 2020 წელს საქართველოს პარლამენტის მიერ მიღებული იქნა კანონი „შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა უფლებების შესახებ“ და თანდართული ცვლილებები საქართველოს კანონმდებლობაში. ახალი კანონის მიზანს წარმოადგენდა საქართველოს მიერ ნაკისრი საერთაშორისო ვალდებულებების შესრულების ხელშეწყობა, შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებების რეალიზებისათვის აუცილებელი ღონისძიებების გატარება განათლების, სამოქალაქო ინტეგრაციის, აგრეთვე, სოციალურ-ეკონომიკური, შეზღუდული კულტურის შესაძლებლობის მქონე და პირთა სხვა მიმართულებებით, საზოგადოებაში სრული ინტეგრაცია და მათთვის ყველა სახის მომსახურების ხელმისაწვდომობა თანასწორობის უნივერსალური პრინციპის დაცვით. „შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა უფლებების შესახებ“ კანონის მოთხოვნათა შესაბამისად, საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერ შემუშავებული იქნა „შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებების დაცვის 2021 წლის სამოქმედო გეგმა“, რომელიც ითვალისწინებს სამინისტროში შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა საჭიროებების გათვალისწინებით ადაპტირებული გარემოს შექმნას, მათ მიერ უფლებების რეალიზაციისათვის და სერვისების ხელმისაწვდომობისთვის ადაპტირებული პირობების უზრუნველყოფას. საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერ შშმ პირთა უფლებების დაცვის მიზნით მიღებული სტრატეგია და გადადგმული ნაბიჯები მიმართულია საკანონმდებლო წინადადებით შემოთავაზებული ცვლიებების მიზნების მისაღწევად. ვინაიდან საზღვარგარეთ საქართველოს დიპლომატიური წარმოამდგენლობები და საკონსულო დაწესებულებები საგარეო საქმეთა სამინისტროს სტრუქტურული ქვედანაყოფებია, მათთვის დამატებითი მოთხოვნების სახით ახალი დებულებების გათვალისწინება საკანონმდებლო აქტებში არ იქნებოდა მიზანშეწონილი. ზემოთქმულიდან გამომდინარე, საგარეო ურთიერთობათა კომიტეტმა საკომიტეტო განხილვის შედეგად უარყოფილად ცნო საქართველოს მოქალაქე ნიკოლოზ ნიკოლაძის მიერ წარმოდგენილი საკანონმდებლო წინადადება „დიპლომატიური სამსახურის შესახებ“ და „საკონსულო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონებში ცვლილების შეტანის თაობაზე. პატივისცემით, კომიტეტის თავმჯდომარე ნიკოლოზ სამხარაძე