საქართველოს პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის უარყოფითი დასკვნა საქართველოს მოქალაქე ნიკოლოზ ნიკოლაძის მიერ წარმოდგენილ „საკონსულო საქმიანობის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ (№1-11366/22; 12.09.2022) საკანონმდებლო წინადადებასთან დაკავშირებით

დასკვნა განხილვაშია
ინიცირების თარიღი
04.11.2022
ავტორი
საქართველოს პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტი
ნომერი
#2-17373/22/10
წყარო

📋 განხილვის ეტაპები

ბიუროზე განხილული დოკუმენტი

📅 დამატებითი ინფორმაცია

ბიუროზე განხილვის თარიღი 2022-11-07
ბიუროს ნომერი 197

📜 ტექსტი

წამყვანი კომიტეტის დასკვნა
საგარეო ურთიერთობათა კომიტეტი 2-17373/22 04-11-2022 საქართველოს პარლამენტის ბიუროს დასკვნა საქართველოს მოქალაქე ნიკოლოზ ნიკოლაძის მიერ წარმოდგენილ საკანონმდებლო წინადადებაზე „საკონსულო საქმიანობის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონის პროექტთან დაკავშირებით (N1-11366/22; 12.09.2022) საკანონმდებლო წინადადება ეხება საკონსულო თანამდებობის პირის მიერ „საკონსულო საქმიანობის შესახებ“ კანონით გათვალისწინებული სანოტარო მოქმედებების შესრულებაზე შეზღუდვის დაწესებას. შემოთავაზებული ცვლილები ითვალისწინებს „საკონსულო საქმიანობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-9 მუხლსთვის მე-5 პუნქტის დამატებას, რომლის თანახმადაც „იურისტის კვალიფიკაციის არმქონე პირს, მიუხედავად საკონსულო თანამდებობის პირის მიერ დასანიშნად საჭირო სერტიფიკატის ფლობისა ან/და თანამდებობრივი/წოდებრივი მდგომარეობის, საქმიანობის განხორციელებისას ეზღუდება საჯარო აქტის შედგენის უფლებამოსილება“. „საკონსულო საქმიანობის შესახებ“ კანონის თანახმად, სანოტარო მოქმედებების შესრულება წარმოადგენს ერთ-ერთ ძირითად საკონსულო ფუნქციას. საკონსულო თანამდებობის პირად დასანიშნად პირი უნდა აკმაყოფილებდეს კანონმდებლობით გათვალისწინებულ შესაბამის მოთხოვნებს და ფლობდეს სერტიფიკატს სპეციალური სასწავლო პროგრამის გავლის თაობაზე. კანონის მე-9 მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად, თუ საზღვარგარეთ საქართველოს დიპლომატიურ წარმომადგენლობაში დანიშნულია ერთზე მეტი საკონსულო თანამდებობის პირი, ერთ-ერთი მათგანის არყოფნის შემთხვევაში მისი მოვალეობის დროებით შესრულება დაეკისრება სხვა საკონსულო თანამდებობის პირს. სხვა საკონსულო თანამდებობის პირის არყოფნის შემთხვევაში, საკონსულო ფუნქციების თბილისი 0118, რუსთაველის გამზირი # 8, საქართველოს პარლამენტის სასახლე ტელეფონი: (995 32) 2281679. ელ. ფოსტა: contact@parliament.ge შესრულება შეიძლება დაეკისროს ადმინისტრაციულ-ტექნიკურ პერსონალს, რა შემთხვევაშიც, მინისტრის გადაწყვეტილებით იზღუდება ზოგიერთი საკონსულო ფუნქციის შესრულება. შეზღუდული საკონსულო ფუნქციების განხორციელების შემთხვევაშიც, დიპლომატიური წარმომადგენლობის მეთაურს გააჩნია საკონსულო ფუნქციების სრულად განხორციელების უფლებამოსილება. ამდენად, საკონსულო თანამდებობის პირის მიერ სანოტარო საქმიანობის განხორციელებაზე დამატებითი საკანონმდებლო შეზღუდვების დაწესება არ წარმოადგენს აუცილებლობას. ზემოთქმულის გათვალისწინებით, საგარეო ურთიერთობათა კომიტეტმა საკომიტეტო განხილვის შედეგად უარყოფილად ცნო საქართველოს მოქალაქე ნიკოლოზ ნიკოლაძის მიერ წარმოდგენილი საკანონმდებლო წინადადება „საკონსულო საქმიანობის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონის პროექტთან დაკავშირებით. პატივისცემით, კომიტეტის თავმჯდომარე ნიკოლოზ სამხარაძე