საქართველოს პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის უარყოფითი დასკვნა საქართველოს მოქალაქე ნიკოლოზ ნიკოლაძის მიერ წარმოდგენილ „დიპლომატიური სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ (№1-11145/22; 07.09.2022) საკანონმდებლო წინადადებასთან დაკავშირებით
📋 განხილვის ეტაპები
ბიუროზე განხილული დოკუმენტი
📅 დამატებითი ინფორმაცია
ბიუროზე განხილვის თარიღი 2022-11-07
ბიუროს ნომერი 197
📜 ტექსტი
წამყვანი კომიტეტის დასკვნა
საგარეო ურთიერთობათა კომიტეტი
2-17374/22
04-11-2022
საქართველოს პარლამენტის ბიუროს
დასკვნა
საქართველოს მოქალაქე ნიკოლოზ ნიკოლაძის მიერ წარმოდგენილ
საკანონმდებლო წინადადებაზე „დიპლომატიური სამსახურის შესახებ“ საქართველოს
კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონის პროექტთან
დაკავშირებით
(N1-11145/22; 07.09.2022)
საკანონმდებლო წინადადება ეხება „დიპლომატიური სამსახურის შესახებ“
საქართველოს კანონის მე-172 მუხლისთვის მე-4 პუნქტის დამატებას, რომლის
მიხედვითაც „დიპლომატიურ სამსახურში ვაკანტური თანამდებობის დაკავების მიზნით
ნებისმიერი სახის კონკურსი ჩატარდება საჯარო სამსახურში ბიუროს ადმინისტრირებადი
ვებ-გვერდის (hr.gov.ge) მეშვეობით“.
აღსანიშნავია, რომ „დიპლომატიური სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის
მე-172 მუხლის მე-3 პუნქტის თანახმად, დიპლომატიურ თანამდებობაზე კონკურსის
ჩატარების
წესი
განისაზღვრება
მინისტრის
ბრძანებით.
აღნიშნული
ჩანაწერის
საფუძველზე მიღებულია საგარეო საქმეთა მინისტრის ბრძანება „საქართველოს საგარეო
საქმეთა სამინისტროში კონკურსის ჩატარების წესის დამტკიცების შესახებ“, რომლის მე7 მუხლის თანახმად „სამინისტრო კონკურსს ვაკანტურ თანამდებობაზე აცხადებს სსიპ –
საჯარო სამსახურის ბიუროს (შემდგომში – ბიურო) მიერ ადმინისტრირებული ვებგვერდის (www.hr.gov.ge) მეშვეობით“. იქვე აღნიშნულია, რომ საჯარო დაწესებულება
თბილისი 0118, რუსთაველის გამზირი # 8, საქართველოს პარლამენტის სასახლე
ტელეფონი: (995 32) 2281679. ელ. ფოსტა: contact@parliament.ge
უფლებამოსილია ღია ან დახურული კონკურსის გამოცხადების შესახებ ინფორმაცია
დამატებით განათავსოს საგარეო საქმეთა სამინისტორს ვებ-გვერდზე. შესაბამისად,
მოქმედი საკანონმდებლო ჩანაწერები დიპლომატიურ სამსახურში ღია და დახურული
კონკურსის წესით დასაქმებასთან დაკავშირებით აკმაყოფილებს საკანონმდებლო
წინადადებით გათვალისწინებული ცვლილების მიზანს.
ზემოთქმულის
გათვალისწინებით,
საგარეო
ურთიერთობათა
კომიტეტმა
უარყოფილად ცნო საქართველოს მოქალაქე ნიკოლოზ ნიკოლაძის მიერ წარმოდგენილი
საკანონმდებლო წინადადება „დიპლომატიური სამსახურის შესახებ“ საქართველოს
კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“.
პატივისცემით,
კომიტეტის თავმჯდომარე
ნიკოლოზ სამხარაძე